BIAFF მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი

კრიტიკული ზონა

კრიტიკული ზონა 

ირანი/გერმანია, 2023; 99 წთ.


რეჟისორი: ალი აჰმადზადე

სცენარისტი: Ali Ahmadzadeh

ოპერატორი: აბას რაჰიმი

რედაქტორი: Ali Ahmadzadeh ხმა: Hasan Mahdavi

როლებში: ამირ პუსტი, შირინ აბედინირადი, მერიამ სადეგიანი,

ალირეზა ქეიმანეში, საღარ სახარხიზი, მინა ჰასანლოუ,

ალირეზა რასტჯოუ, საბა ბაგერი, მამან პარი, მისტერ ფრედი

პროდიუსერები: ალი აჰმადზადე, სინა ატაეიან დენა

კოპროდუქცია: კონტრინტუიტური ფილმი

 

ბიოგრაფია 

ალი აჰმადზადე დაიბადა თეირანში 1986 წელს. არქიტექტურის ფაკულტეტის დასრულების მიუხედავად, მუსიკისადმი ინტერესმა განაპირობა სწავლის გაგრძელება ნეინავას მუსიკალურ უნივერსიტეტში. ასევე შეისწავლა კინორეჟისორის სპეციალობა ახალგაზრდული კინოს საზოგადოებაში. ფილმოგრაფია - კრიტიკული ზონა (2023), ატომური გული (2015), კამის წვეულება (2013)

 

სინოფსისი 

ამირს მარტოხელა ცხოვრება აქვს. თავის ძაღლთან ერთად ის დადის თეირანის ანდეგრაუნდში, ყველა სახის ნარკოტიკებით ვაჭრობს და თანამედროვე წინასწარმეტყველივით კურნავს გზააბნეულ სულებს. ის დაუგეგმავად მოძრაობს ქალაქის ქუჩებში ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ და მიჰყვება GPS-ის მითითებებს რათა გაექცეს ქალაქს, რომელსაც მომავალი არ აქვს. და მაინც, თავის ხეტიალში ის აღმოაჩენს წინააღმდეგობის მარცვალს.

 

 

see more

close

თორმეტის ღამე

თორმეტის ღამე

საფრანგეთი/ბელგია, 2022; 114 წთ.

 

რეჟისორი: დომინიკ მოლი

სცენარისტი: დომინიკ მოლი

მონტაჟი: ლაურენტ როუანი

ოპერატორი: პატრიკ ჩირინგელი

წარმოების დიზაინი: მიშელ ბართელემი

მუსიკა: ოლივიე მარგერიტი

როლებში: ბასტიენ ბუიონი, ბული ლენერსი, ანუკ გრინბერგი, მუნა სუალემი, პაულინ სერიასი.

 

 

ბიოგრაფია 

დომინიკ მოლი დაიბადა 1962 წელს. ბავშვობა გერმანიაში გაატარა,  შემდეგ სწავლობდა კინოხელოვნებას ნიუ-იორკის სიტი კოლეჯში და საფრანგეთის ეროვნულ კინო სკოლაში (IDHEC). მუშაობდა მონტაჟის ასისტენტად, მემონტაჟედ და რეჟისორის ასისტენტად, მათ შორის მარსელ ოფულსთან და ლორან კანტესთან. მისი პირველი მხატვრული ფილმი, Intimité, გამოვიდა 1994 წელს. 2000 წელს მისი მეორე მხატვრული ფილმი, „ჰარის მსგავს მეგობართან“, აჩვენეს ოფიციალურ კონკურსზე კანში და მოიპოვა  "სეზარის" რამდენიმე ჯილდო საფრანგეთში. მისმა მესამე ფილმმა Lemming კანის კინოფესტივალი 2005 წელს გახსნა. დომიკ მოლის სხვა მნიშნველოვან ფილმებიდან უნდა აღინიშნოს - Only the Animals (2019), News from the Planet of Mars (2016) etc.

 

სინოფსისი 

ადრე თუ გვიან, ყველა პოლიციის გამომძიებელი წააწყდება საქმეს, რომელიც გაუხსნელი რჩება და მას არ ასვენებს. იოჰანისთვის კლარას მკვლელობა სწორედ ეს შემთხვევაა. ის, რაც იწყება, როგორც მსხვერპლის ცხოვრების საფუძვლიანი გამოძიება, მალევე გადაიქცევა შემაძრწუნებელ აკვიატებაში.

 

 

see more

close

შაშვი, შაშვი, მაყვალი

 შვეიცარია/საქართველო, 2023წ. 110 წთ.

 

რეჟისორი: ელენე ნავერიანი

სცენარის ავტორი: ელენე ნავერიანი, ნიკოლოზ მდივანი

ოპერატორი: აგნეშ პაკოზდი

მონტაჟი: ავრორა ფრანკო ვიოგელი

არტ დირექტორი: თეო ბარამიძე

ხმა: მარკ ფონ შტიურლერი, ფილიპ ქიომპი

პროდიუსერები: ტომას რაიხლინი, ბრიტა რინდელაუბი

მწარმოებელი კომპანია: Alva Film Production

კოპროდიუსერები: Takes Film

მსახიობები: ეკა ჩავლეიშვილი, თემიკო ჭიჭინაძე

გაყიდვების კომპანია: Totem Films

დისტრიბუტორი: Artcam Films

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დაიბადა 1985 წელს, თბილისში, არის საქართველოს მოქალაქე. ელენე ნავერიანმა შეისწავლა მხატვრობა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 2011 წელს, მიიღო მაგისტრის ხარისხი კრიტიკულ კიბერმედიაში, 2014 წელს კი, ბაკალავრის ხარისხი კინოს მიმართულებით ჟენევის ხელოვნების და დიზაინის ინსტიტუტში. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის "დედამიწაზე მზის ერთი წვეთი ვარ" (2017) პრემიერა როტერდამის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა და პრიზები დაიმსახურა ბელფორტსა და სემანას ფესტივალებზე. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმის "წითელი ჭიანჭველას კბენა" (2019) პრემიერაც, ასევე, როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოეწყო. ფილმი "შაშვი, შაშვი, მაყვალი" 2023 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში Director's fortnight იქნება ნაჩვენები. 

 

 

სინოფსისი:

 

ეთერო, 48 წლის ქალი, საქართველოს ერთ პატარა სოფელში ცხოვრობს. მას არასდროს უფიქრია დაოჯახებაზე და ისევე აფასებს თავის თავისუფლებას, როგორც ნამცხვრებს, მაგრამ მისი ეს არჩევანი, იყოს მარტო, სოფელში მითქმა-მოთქმას გამოიწვევს. მოულოდნელად, უზომოდ უყვარდება ერთი კაცი და დგება არჩევანის წინაშე, შეინარჩუნოს თავისუფლება, თუ ჩაებას ურთიერთობებში. ეთერო უნდა გაერკვეს თავის გრძნობებში და გადაწყვიტოს, თუ როგორ იპოვოს ბედნიერება. 

 

see more

close

მოქალაქე წმინდანი

საქართველო/საფრანგეთი/ბულგარეთი 2023, 100 წთ.

 

 

რეჟისორი: თინათინ ყაჯრიშვილი

სცენარის ავტორები: თინათინ ყაჯრიშვილი, ბასა ჯანიკაშვილი

ოპერატორი: კრუმ როდრიგესი

მუსიკა: თაკო ჟორდანია

ხმა: ემანუელ სოლანდი

მონტაჟი: დავით აფხაიძე

პროდიუსერები: ლაშა ხალვაში, თინათინ ყაჯრიშვილი

კოპროდიუსერები: Mandra Films, Chouchkov Brothers 

კინო წარმოება: Artizm, Gemini

მსახიობები: ლევან ბერიკაშვილი, გიორგი ბაბლუანი, მარი კიტია, გია ბურჯანაძე

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დაიბადა 1978 წელს, თბილისში, საქართველოში. 2001 წელს დაამთავრა თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნვიერსიტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. მონაწილეობა მიიღო პროდიუსერების ვორქშოფში საზღვარგარეთ (EAVE) და სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმის "პატარძლების" გადაღებამდე, რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. ფილმის "პატარძლები" პრემიერა 2014 წელს, ბერლინალეს სექციაში "პანორამა" გაიმართა და არა-ერთ ფესტივალზეც აჩვენეს. მისი შემდეგი ფილმი "ჰორიზონტი" ბერლინალეს ამავე სექციაში იქნა ნაჩვენები 2018 წელს. რეჟისორის ბოლო ნამუშევარია "მოქალაქე წმინდანი" (2023), რომელიც კარლოვი ვარის საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობდა. 

 

სინოფსისი

პატარა ქალაქში, შახტაში მომუშავეებმა აღმოაჩინეს, რომ საუკუნეების წინ ჯვარცმული წმინდანი გაცოცხლდა და მათ შორის ცხოვრობს. მისი არსებობით გახარებულებმა მალევე დაკარგეს იმედი, რომ ჩვეულებრივი ადამიანი მათ უბედობისგან დაიცავდა. იმედგაცრუებულმა და შეშინებულმა ბრბომ გადაწყვიტა, რომ ჯვარზე გაკრულ წმინდანს მეტი ძალაუფლება ექნებოდა. 

 

see more

close

ნელა

 ლიტვა/ესპანეთი/შვედეთი, 2023, 108 წთ. 

 

რეჟისორი: მარია ქავთარაძე

სცენარის ავტორი: მარია ქავთარაძე

ოპერატორი: ლაურინას ბარეისა

მონტაჟი: სილვია ვილკაიტე

პროდიუსერები: მარია რაზგუტე

კოპროდიუსერები: Frida Films, Garagefilms 

მსახიობები: გრეტა გრინევიჩიუტე, კესტუტის სინენასი

გაყიდვები: Totem Films

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

მარია ქავთარაძე ლიტვაში, ვილნიუსში დაიბადა. კონოს რეჟისურა ლიტვაში მუსიკისა და თეატრის აკადემიაში ისწავლა. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ოცდა რაღაცა წლის ვარ" 2015 წელს, ლიტვის კინოაკადემიის დაჯილდოვებაზე, საუკეთესო სტუდენტური ფილმი გახდა. მარია ქავთარაძე სცენარის თანაავტორია ფილმის "წმინდანი," რომლის პრემიერაც ბუსანის და ვარშავის საერთაშორისო ფესტივალებზე გაიმართა 2016 წელს. 

მისმა სადებიუტო სრულმეტრაჟიანმა ფილმმა "ზაფხულს გადარჩენილი" ტორონტოს ფესტივალზე აჟიოტაჟი მოახდინა. ფილმმა, რომელიც იუმორით გამოირჩევა და რომელშიც ლიტვაში მოგზაურობის ფონზე, გამორჩეული ტონითაა აღწერილი ფსიქიური პრობლემები, უდარდელობა, მაყურებელის მონუსხვა მოახერხა. 

 

სინოფსისი

ერთ დღეს, მოცეკვავე ელენა ჟესტების ენის სპეციალისტ დოვიდასს გაიცნობს. მასთან თავს კომფორტულად გრძნობს, თითქოს, დიდი ხანია იცნობს, თუმცა, მათ შორის არსებული კავშირის მსგავსი ადრე არასდროს გამოუცდია. რეჟისორი მარია ქავთარაძე ორ ადამიანს შორის სიახლოვეს და ინტიმს ისე გადმოსცემს, რომ არღვევს სტერეოტიპებს, მოლოდინებს და მარტივ ახსნას არ ჯერდება. ამ ყველაფერს აღსანიშნავი დელიკატურობით ახერხებს, რადგან კარგად ესმის მისი პროტაგონისტების. ფილმის პრემიერა შედგა სანდენსის კინოფესტივალზე, სადაც მაყურებელმა და კრიტიკოსებმა საკმაოდ თბილად მიიღეს და რეჟისორიც დააჯილდოვეს. 

 

see more

close

ნატეხები

 პოლონეთი, 2022, 100 წთ. 

 

რეჟისორი: ბეატა ძიანოვიჩი

სცენარის ავტორი: ბეატა ძიანოვიჩი

ოპერატორი: პიოტრ პავლუსი

არტ დირექტორები: აგატა ადამუსი, აგნეშკა სოსნია

მუსიკა: ნიკოლაი გორეცკი

ხმა: რობერტ ჩიჩევიცი

მონტაჟი: რაფალ ლისტოპადი

მსახიობები: აგნეშკა რაძიკოვსკა, მიხალ ზურავსკი, პოლა კროლი, გრზეგორზ პრზიბილი. 

კინო წარმოება: დოკუმენტური და მხატვრული ფილმების სტუდია

პროდიუსერი: ზბიგნევ დომაგალსკი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ბეატა ძიანოვიჩი 1969 წელს, კატოვიცეში დაიბადა. ის არის თეატრისა და კინოს რეჟისორი და სცენარისტი. ათობით დოკუმენტური ფილმი აქვს გადაღებული. სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი "გაქცეული" 2018 წელს გადაიღო. ამჟამად,  კატოვიცეში, სილესიას უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ კშიშტოფ კიშლოვსკის კინო სკოლაში დოკუმენტური ფილმის რეჟისურას ასწავლის. 

 

სინოფსისი:

პატეროკები მოსიყვარულე, რამდენიმე თაობისგან შემდგარი ოჯახია. მშვიდად ცხოვრობენ და იუმორის ნაკლებობასაც არ განიცდიან. ამ ჰარმონიას მოულოდნელად უჩნდება ბზარი: ბაბუა ჯერარდი უცნაურად იქცევა, არ ემორჩილება კანონებს და სოციალურ ნორმებს. ასე გამოვლინდება ალცჰაიმერის პირველი ნიშანები. როგორ გაუმკლავდებიან ამ დიაგნოზს პროტაგონისტები? ჯერარდის დაავადების პროგრესი ოჯახურ ურთიერთობებს გამოცდას უტარებს და მიმალულ დაძაბულობას, საიდუმლოებსა და ძცველ წყენებს ააშკარავებს. 

 

see more

close

იმაგო

პოლონეთი/ნიდერლანდები/ჩეხეთის რესპუბლიკა 2023 წ. 113 წთ. 

 

რეჟისორი: ოლგა ჩაიდასი.

სცენარის ავტორები: ლენა გორა, ოლგა ჩაიდასი

ოპერატორი: ტომაშ ნაუმიუკი

მუსიკა: სმოლიკი

ხმა: იან შერმერი, ივან ჰორაკი

მონტაჟი: პაველ ჰრდლიცკა, არტ დირექტორი: ანა ანოსოვიჩი

პროდიუსერები: იზაბელა ვოიციკი, ვიოლეტა კამინსკა, დარიუშ იაბლონსკი

კოპროდიუსერები: Apple Film Production

კინო წარმოება: Topkapi Films, Molokai Film

მსახიობები: ლენა გორა, ბოგუსლავა შუბერტი, ვოიცეკ ბრზეზინსკი, 

მათეუშ ვიცლავეკი, ვაცლავ ვარქოლი, ლუკაშ ორბიტოვსკი, იუსტინა ვასილევსკა.

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ოლგა ჩაიდასი პოლონელი რეჟისორია, რომელიც 1983 წელს, პოზნანში დაიბადა. სწავლობდა ლოძის კინოსკოლაში და ვაიდას სახელობის სკოლაში. ითანამშრომლა კასია ადამიკთან ფილმზე "ოფსაიდერები" და აგნეშკა ჰოლანდთან ფილმზე "სიბნელეში." მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი "3xსიყვარული" ლოს ანჯელესის საავტორო ფილმების ფესტივალზე დაჯილდოვდა. 2018 წლის მისი სადებიუტო ფილმი "ნინა" იულია კიოვსკას და ელიზა რაისემბელის მონაწილეობით, როტერდამის ფესტივალის გამარჯვებული გახდა. 

 

სინოფსისი:

1987 წელია, ცვლილებების ქარი მალე კომუნისტურ პოლონეთშიც დაუბერავს. ელა ახალგაზრდა ქალია, რეჟიმისგან შევიწროვებული, თავშესაფარს ეძებს. ხან მსახიობებთან ერთად გამოდის, ხან კლუბში მღერის თავის პოსტ-პანკურ ბენდთან ერთად და ხშირად ესწრება ალკოჰოლით გაჯერებულ წვეულებებს. თავის მეორე სრულმეტრაჟიან ფილმში, რეჟისორი ოლგა ჩაიდასი, ქარიზმატულ მსახიობ და სცენარის თანაავტორ ლენა გორასთან ერთად, მაყურებელს მრავალსახოვან პერსონაჟს სთავაზობს. ეს არის სიგარეტის კვამლში გახვეული, შთაგონებით სავსე ხელოვანი, პირად დემონებთან მებრძოლი ქალი და ამასთანავე, მოწყვლადი, დედობრივ სიყვარულზე მეოცნებე ადამიანი. 

 

see more

close

ჰიპნოზი

 შვედეთი/ნორვეგია/საფრანგეთი, 2023, 98 წთ. 

 

რეჟისორი: ერნსტ დე გირი

სცენარის ავტორები: მედს სტეგერი, ერნსტ დე გირი

ოპერატორი: ჯონათან ბიერშტედტი

მუსიკა: პიტერ კილსბი

ხმა: ჰაკონ ლამეტუნი, მატიას ფროიშტადი

მონტაჟი: რობერტ კრანცი

პროდიუსერები: მიმი სპანგი

კოპროდიუსერები: Film I vast AB, Mer Film AS, Totem Atelier

კინო წარმოება: Garagefilm International 

მსახიობები: ჰერბერტ ნორდრუმი, ასტა კამა ავგუსტი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ერნსტ დე გირი დაიბადა 1989 წელს, სტოკჰოლმში. გამორჩეული ფილმებია: "კულტურა" (2018 წ, მოკლემეტრაჟიანი), "უიმბლდონი (2019 წ. მოკლემეტრაჟიანი), "ჰიპნოზი" (2023 წ.)

 

სინოფსისი:

ანდრე და ვერა პირადშიც და საქმეშიც პარტნიორები არიან და ქალის რეპროდუქციული სისტემის მობილური აპლიკაციის დანერგვას ცდილობენ. იმედისმომცემი სტარტაპების ინვესტორების მოძიების პროგრამაში მონაწილეობის დროს, ვერა მოწევისთვის თავის დანებების მიზნით, ჰიპნოზით სპეციალურ თერაპიას მიმარავს, რასაც მოულოდნელი უკუჩვენებები აღმოაჩნდება: ვერა თავშეკავებულობას კარგავს. ერნსტ დე გირის სადებიუტო ფილმი ახალი, თანამედროვე სატირაა, რომელიც სიტუაციური იუმორით და ზუსტი დიალოგებით კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამავე დროს, ფილმში მიმდინარე მოვლენების ირონიულობაც აშკარაა. ინდივიდუალისტი საზოგადოება მოგვიწოდებს, ვიყოთ ის, ვინც ვართ, თუმცა, უკომპრომისო მოთხოვნებს გვიყენებს, თუ როგორები უნდა ვიყოთ. 

 

see more

close

ბლაგას გაკვეთილი

 ბულგარეთი/გერმანია 2023 წ. 114 წთ.

 

რეჟისორი: სტეფან კომანდარევი

სცენარის ავტორები: სიმეონ ვენცისლავოვი, სტეფან კომანდარევი

ოპერატორი: ვესელინ ხრისტოვი

მუსიკა: კალინა ვასილევა 

ხმა: იოჰანეს დობერენცი

მონტაჟი: ნინა ალტაპარმაკოვა

პროდიუსერები: სტეფან კომანდარევი, კატია ტრიჩკოვა

მწარმოებელი კომპანია: Argo Film 

კოპროდიუსერები: 42Film

მსახიობები: ელი სკორჩევა, გერასიმ გეორგიევი, როზალია აბგარიანი,

 ივან ბარნევი, სტეფან დენოლიუბოვი, ივაილო ხრისტოვი. 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

სტეფან კომანდარევი დაიბადა 1966 წელს სოფიაში. დაამთავრა კინოსა და ტელერეჟისურის ფაკულტეტი ახალი ბულგარეთის უნივერსიტეტში (1999). გადაღებული აქვს მრავალი ჯილდოს მფლობელი მხატვრული და დოკუმენტური ფილმები. არის სოფიის ახალი ბულგარეთის უნივერსიტეტის კინოს ფაკულტეტის ლექტორი (2008 წლიდან). სტეაფნი ასევე არის 2011 წლის EAVE-ის კურსდამთავრებული და ევროპის კინოაკადემიის, ბულგარეთის კინორეჟისორთა ასოციაციის და ბულგარეთის კინოპროდიუსერების ასოციაციის წევრი.

 

სინოფსისი:

ბლაგა 70 წლის, ახალი დაქვრივებული, მკაცრი მორალის მქონე ყოფილი პედაგოგი ქალია. მას შემდეგ, რაც სატელეფონო თაღლითობის მსხვერპლი ხდება და ქმრის საფლავისთვის შეგროვებულ ფულს კარგავს, ბლაგას მორალური კომპასი ირევა. სტეფან კომანდარევი, თავის ძველ ფილმებში, მუდმივად აკრიტიკებდა პოსტ კომუნისტური ბულგარეთის სოციალურ ყოფას და ფილმიც "ბლაგას გაკვეთილი" ამ თემას ეხმიანება. 

ამ სენტიმენტალურ დრამაში, სადაც ბლაგას როლის შემსრულებლის, ელი სკორჩევას ნამდვილ მასტერკლასს ვხედავთ, კომანდარევი უფროს თაობაზე გვიყვება. ესაა მოწყვლადი ჯგუფი, რომელსაც მთავრობა ღირსეულ ცხოვრებას პირდება, მაგრამ რეალობა სულ ხსვას გვიჩვენებს. 

 

see more

close

"შემდეგ" საფრანგეთი, 2023, 70 წთ.

რეჟისორი: ენტონი ლაპია

სცენარის ავტორი: ენტონი ლაპია

ოპერატორები: რობინ ფრესონი, რაიმონ გაფიერი

მონტაჟი: ჯორან ლერო-ჯიპულო

კომპოზიტორი: პანცერი

პროდიუსერები: ლორენცო ბიანჩი, ენტონი ლაპია,

ფელისი როჯერი, ავანტიკა დებუვრე

კოპროდიუსერი კომპანიები: Les Films de l'autre cougar rabattes

les productions du mont-plat Paris

 

ბიოგრაფია

პარიზსა და მადრიდში სახვითი ხელოვნების შესწავლის შემდეგ, რეჟისორის დიპლომი აიღო პარიზის უნივერსიტეტში, სადაც ორი მოკლემეტრაჟანი ფილმი გადაიღო. 2011 წელს, ჩააბარა ლა ფემისის კინო სკოლაში, სადაც გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი სოლენ რიგოსთან და ფინეგან ოლდფილდთან ერთად სახელწოდებით "პანდა." ფილმი აჩვენეს კლერმონ ფერანის და კოტეს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალებზე. მას შემდეგ, კომპანიისთვის Societe Acephale 13 ფილმი გადაიღო და პარალელურად, თავის პროექტებზეც მუშაობდა.

ფილმი "შემდეგ" მისი სადებიუტო ნამუშევარია.

 

სინოფსისი

პარიზი ღამით. მიწისქვეშა ავტოსადგომზე ჭექა-ქუხილივით ისმის ბასის გუგუნი. კლუბში, მეამბოხეები ტექნო მუსიკის ქვეშ, კვამლსა და განათებებში გახვეულები, ერთმანეთს სხეულის ენით ესაუბრებიან. ფელისის ყოფილი შეყვარებული მიუახლოვდება, მაგრამ უკანვე გაბრუნდება. მეორე ოთახში მუსიკა უფრო ხმადაბლა ისმის. ადამიანები საუბარს ახერხებენ, ნარკოტიკს იღებენ და სანამ მორიგ საცეკვაო რიტმაში გადაეშვებიან, ისვენებენ. ფელისი აქ შეხვდება საიდს, რომელიც მძღოლია და მორიგეობიდან ახალი დაბრუნებული "ყვითელი ჟილეტების" მიტინგის შესახებ უყვება. ფელისი მას სახლში ეპატიჟება, დანარჩენები კი, ღამის წყვდიადში დარჩენას ამჯობინებენ.

 

see more

close

BIAFF - მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი

საზღვრები

საქართველო, 2023, 21 წთ.

 

რეჟისორი: მირანდა ნამიჭეიშვილი

სცენარი: ილია ჯიბღაშვილი (სცენარი დაფუძნებულია ლუიჯი პირანდელოს მოთხრობაზე)

მუსიკა: მირანდა ნამიჭეიშვილი

ოპერატორი: დავით გუჯაბიძე

მონტაჟი: მირანდა ნამიჭეიშვილი, მინდია ინასარიძე

მონაწილეობენ: ნინი კვირიკაშვილი, გუგა ქაცარავა, ნათია ნოზაძე, ზურა ჭიპაშვილი, ვასილ გაბაშვილი, ირინა გუბელაძე, დავით გუჯაბიძე.

პროდიუსერი: მირანდა ნამიჭეიშვილი

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

მირანდა ნამიჭეიშვილი დაიბადა 1993 წლის 4 მაისს საქართველოში, თბილისში. 14 წლის ასაკში იგი პირველად შეეხო კინო სამყაროს და სტუდია „პიონერფილმის“ დახმარებით მოახერხა გადაეღო მისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ეს იყო მისი სარეჟისორო დებიუტი, რა დროსაც მან ამისთვის მიიღო არაერთი ჯილდო საბავშვო ფესტივალებზე. მოგვიანებით იღებდა მონაწილეობას არაერთ ფესსტივალზე, ხოლო სკოლის დამთავრების შემდეგ იგი ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი საბაკალავრო დიპლომის ნამუშევარი აჩვენეს კანის კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ „Short Film Corner”-ის განყოფილებაში, ხოლო ორი წლის შემდეგ, როგორც რეჟისორმა მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა პროექტში, რომელიც მოწყობილი იყო „Creative Mind Group”-ის მიერ. 2019 წელს იყო იტალიაში გამართული საერთაშორისო კინო კამპუსის „Cinemademare”-ს მონაწილე და იმავე წლის ბოლოს გაიარა ათდღიანი სტაჟირება აშშ-ს ქალაქ ლოს-ანჟელესის ჰოლივუდში. მისი სადიპლომო ნამუშევარი ‘’ტვირთი’’ გახდა ‘’ოქროს პრომეთეს’’ პრიზის მფლობელი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2021 წელს.



სინოფსისი

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალის - ეკას შესახებ, რომელიც მარტო ცხოვრობს შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონაში. მისი შეყვარებული თბილისელი სტუდენტი - გაგა, ეკას სოფლის საავადმყოფოში პრაქტიკებზე ჩამოდის. ეკა ორსულდება. რუსი ოკუპანტები ეკას სოფელში უპრობლემოდ შედიან და გამოდიან. ახალი „საზღვრის“ შედეგად ეკას სახლი ე.წ „სამხრეთ ოსეთისკენ“ დარჩა, ეზოს უმეტესი ნაწილი კი მეორე მხარესაა. გადის რამდენიმე თვე. გაგა არსად ჩანს, ორსული ეკა ახერხებს თბილისში ჩამოსვლას და გაგას სახლის მისამართზე მიდის, მაგრამ თურმე მისი ოჯახი იქ აღარ ცხოვრობს.


 

 

see more

close

სახლი არ დატოვო!

საქართველო, 2023, 12 წუთი 

რეჟისორი: დავით ჯაფარიძე 

სცენარი: დავით ჯაფარიძე, მარი ბექაური 

მუსიკა: ზვიად მღებრი 

ოპერატორი: გური გოლიაძე 

მონტაჟი: დავით ჯაფარიძე 

მონაწილეობენ: გოგი თურქიაშვილი, მარიამ როინიშვილი, ფიქრია ნიქაბერიძე 

პროდიუსერები: ვლადიმერ ჩიხრაძე  

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

2012 წელს 82 წლის დათა პაპას ცხოვრებაში თითქოს ჩვეულებრივი დილა გათენდა. იგი შვილიშვილს, შვილსა და სიძეს ელოდა სტუმრად. მოულოდნელად, ფანჯრიდან რაღაც უჩვეულო შენიშნა, რაც შემდგომში მისი ცხოვრების განსაცდელის დასაწყისი აღმოჩნდა. ამ მოვლენამ, იგი დააშორა საყვარელ ადამიანებს და სამშობლოს. ფილმი მოვითხრობს, დათა პაპას ახალი, სასტიკი რეალობის პირველი წუთების შესახებ. 

ბიოგრაფია

დავით ჯაფარიძე დაიბადა 1988 წლის 30 ივლისს, ქალაქ თბილისში. ,,გივი ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში“ საშუალო განათლების მიღების შემდეგ, იგი ჩაირიცხა ,,ცენტრალურ ევროპულ უნივერსიტეტში“ ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე, ქალაქ ბუდაპეშტში. ორი წლის შემდეგ მან ბაკალავრიატის დარჩენილი პერიოდი გაატარა ,,ნიუ იორკის უნივერსიტეტი პრაღაში“, რომელიც წარმატებით დაასრულა და მიიღო ბაკალავრის ხარისხი. მან თავდაპირველი ნაბიჯები სცადა კერძო სექტორში, თუმცა მალევე მიხვდა, რომ მისი მთავარი ინტერესი კინემატოგრაფია იყო, რის შემდეგაც დაიწყო ამ სფეროს სიღრმისეულად შესწავლა.


 

see more

close

იხვებზე ნადირობა

საქართველო, 2023 წ., 20 წთ



რეჟისორი: გიორგი ქობალია

მწერალი: გიორგი ქობალია

როლებში: ჯანო იზორია, ლუკა კანკია

პროდიუსერი: ვაკო კირკიტაძე, ნიკა გუგუშვილი


 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

გიორგი ქობალია ცნობილია უსახელო მწერალი (2010), იხვზე ნადირობა (2022) და პანიკის გარეშე (2013)



სინოფსისი

სიუჟეტი სიმშვიდის, ეპიკური პეიზაჟების, სიმართლისა და არასწორის მორალური გრძნობის შესახებ.


 

see more

close

მერცხლის ტრაექტორია

საქართველო, 2023, 27 წთ.

 

რეჟისორი: ლევან შუბაშვილი

სცენარი: ლევან შუბაშვილი

ოპერატორი: გიორგი ვაშაყმაძე

მონტაჟი: თათია ახალშენაშვილი, ლევან შუბაშვილი

მთავარ როლში: მზეკო შარაშენიძე

პროდიუსერი: გოჩა ჟორჟოლიანი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ლევან შუბაშვილი 1990 წლის 30 ივნისს, ქალაქ თბილისში დაიბადა. 2012 წელს ბაკალავრიატი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის განხრით დაამთავრა. 2016 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის ხარისხი აიღო მხატვრული კინოს რეჟისურის სპეციალობით (ალექსანდრე რეხვიაშვილის სახელოსნო). 2006, 2010, 2012, 2017 და 2020 წლებში სტუმრის სტატუსით ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალს ესწრებოდა.  არის კინოკომპანია ორნი ფილმსის ერთ-ერთი დამფუძნებელი.



სინოფსისი

ფრაგმენტი ახალგაზრდა ფეხბურთის მსაჯის, მზეკო შარაშენიძის რთული და საინტერესო გზის შესახებ. მზეკო ოზურგეთიდანაა და სულ ცოტა ხანია რაც მსაჯობა დაიწყო.

 

see more

close

ბათუმს და თითოეულ მოგონებას

საქართველო, 2023; 7 წთ.



რეჟისორები: ლევან სიხარულიძე, გიგა ბაინდურაშვილი

მწერლები: ლევან სიხარულიძე, გიგა ბაინდურაშვილი

როლებში: მარიამ ხუნდაძე, ბექა უნგიაძე

პროდიუსერი: ვაკო კირკიტაძე, ნიკა გუგუშვილი


 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

გიგამ და ლევანმა საკმაოდ მარტივი და საშუალო ბავშვობა გაატარეს. ბავშვობაში ისინი ზოგავდნენ ფულს სხვადასხვა სამუშაოდან, რათა თავად ეყიდათ სუპერ 8 კამერა და მას შემდეგ იღებდნენ ფილმებს.



სინოფსისი

ორი სული აკავშირებს პატარა ქალაქში ზღვის მახლობლად ...


 

see more

close

გიული - ეს იყო სიზმარი

გიული - ეს იყო სიზმარი 

გერმანია, 2023, 14 წთ.

 

 რეჟისორი: მერი გელაგუტაშვილი

სცენარისტი: მერი გელაგუტაშვილი

რეჟისორის ასისტენტი: იოჰანა ფრანჩესკა ნეფი

როლებში: გიული ჩოხელი, ვერონიკა კალანდარიშვილი

 

 

 

 

ბიოგრაფია

მერი გელაგუტაშვილი დაიბადა საქართველოში, ახლა ცხოვრობს გერმანიაში (9 წლიდან). 2019 წელს გერმანიის მაკრომედიის უნივერსიტეტში დაიწყო კინორეჟისორის  სპეციალობაზე სწავლა. 2020 წელს ორ კოლეგასთან ერთად დააარსა საპროდიუსერო კომპანია „ART ROOM FILM“. „გიული - ეს იყო სიზმარი“ მისი სადიპლომო ფილმია, ყველა დროის ყველაზე ცნობილი ქართველი ჯაზის მომღერლის, გიილი ჩოხელის შესახებ.

 

სინოფსისი

ფილმი ჯაზის მომღერლის გიული ჩოხელის ცხოვრებას ეხება. ფილმის ყურადღება გამახვილებულია გიულის მარტოობაზე და იმაზე, თუ როგორ დაივიწყა ის საზოგადოებამ. სტატუსი, რომელიც მხოლოდ გიულის ცნობიერებაშია და თან ახლავს მის ქმედებებს, როგორც მისი მარტოობის სიმბოლოს.

 

 

 

 

see more

close

ის ლურჯდება

ირანი, 2023; 15 წთ


რეჟისორი: შადი კარამროუდი

სცენარისტი: შადი კარამროუდი

ოპერატორი: ჰამედ ჰოსეინი სანგარი

მონტაჟი: პუიან შოლევარი

მუსიკა: ადიბ ღორბანი

როლებში: შადი კარამრუდი, პანიზ ესმაილი

წარმოება: Arian Vazirdaftari, Arian Vazirdaftari

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

შადი კარამროუდი (დაიბადა 1990) არის ირანელი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი. მან ისწავლა კინოსა და მსახიობობის საფუძვლები კარნამეს კინოსკოლაში, თეირანში (ირანი) და დაამთავრა მაგისტრატურა დრამატულ ლიტერატურის მიმართულებით სორის უნივერსიტეტში (ირანი) 2020 წელს.




სინოფსისი

პარი მალავს ოჯახურ ძალადობას, როცა მისი ძმა 3 წლის ბავშვს სცემს

 

see more

close

ცვარი

თურქეთი, 2023 წელი, 20 წთ.



რეჟისორი: თურან ჰასტე

მწერალი: ფურკან დასბილეკი

ვარსკვლავები: მუჩაჰიტ კოჩაკი, ოკან სელვი, მუჰამედ მაიდა

პროდიუსერი: ფურკან დასბილეკი


 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

თურან ჰასტი ცნობილია ფილმებით - Rutubet (2022), Hasat Zamani (2016) and Zengin Kiz Fakir Oglan (2012).


სინოფსისი

ანატოლიაში მომუშავე მასწავლებელი ისხაკი ყოფილ მეუღლესთან ერთად წყვეტს ბავშვის მეურვეობის საკითხს. ამავდროულად ცდილობს ურთიერთობის მოგვარებას იუსუფთან, პრობლემურ მოსწავლესთან, რომელიც აიძულებს იშაკს გადაუხვიოს თავის იდეალებს, ავტორიტეტის განმტკიცებისთვის. 


 

see more

close

ჩვენი მამაკაცები და ქალები

იორდანია, 2023 წელი, 11 წთ.


რეჟისორი: აჰმად ალიასერი

პროდიუსერი: მაის სალმანი

ოპერატორი: სამერ ნიმრი

რედაქტორი: აბდალა სადა

ხმა: ნურ ჰალავანი

როლებში: კამელ ელ ბაშა, შაფიკა ალ ტალი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

აჰმად ალიასერი იორდანიელი რეჟისორი, პროდიუსერი და მწერალია. ის ახლახანს ხელმძღვანელობდა Emmy Award-ზე ნომინირებული საბავშვო შოუს (Ahlan Simsim - Sesame Workshop). მისი სამეცნიერო-ფანტასტიკური ექსპერიმენტული ფილმი (როდესაც დრო ხდება ქალი, 2012) ნაჩვენები იყო სხვადასხვა კინოფესტივალზე. აჰმედს აქვს ცხრა წელზე მეტი გამოცდილება სატელევიზიო რეჟისორისა და პროდიუსერის რეგიონალური პლატფორმებისთვის, მათ შორის Shahid, VIU და MBC.

.


სინოფსისი

მამას და დედას მტკივნეული ამოცანის წინაშე დგანან გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალიშვილის გარეცხვა და შეფარება. სამოსელი ისლამური რელიგიური პრაქტიკაა, რომელიც სავალდებულოდ ითვლება სიკვდილის შემდეგ. მაგრამ როცა არავინ თანახმაა მის დაბანაზე და სირცხვილი დაეცემა ოჯახს, რამდენად შორს არის მამა მზად წავიდეს, რათა დარწმუნდეს, რომ მისი "შვილი" დაიბანა?

 

see more

close

გთხოვთ დარჩეთ ხაზზე

გთხოვთ, დარჩეთ ხაზზე 

მალაიზია, 2023; 18 წთ.

 

რეჟისორი: ტან ჩე დინგ

რედაქტორი: ტან ცე დინგ

ოპერატორი: კენზ ჰორი

სცენარისტი: ტან ცე დინგ

ხმა: მოჰსინ ოტმანი

როლებში: კენდრა სოუ, პუი ჰენგ ჩენი, ბილი ნგ, რუბი ფეი

წარმოება: Evil Genius Studio (ედვარდ ლიმი, იაპ ხაი სონი, ტან ცე დინგი)

 

 

თრეილერის ნახვა

 

ბიოგრაფია

ტან ჩე დინგი მალაიზიაში მოღვაწე კინორეჟისორია, რომელიც მუშაობს რეჟისორად და მწერლად. ის არის აზიის კინოაკადემიის (AFA) კურსდამთავრებული, სადაც მან მოიგო კინემატოგრაფიის ასოციაციის (MPA) პრეზიდენტის სპეციალური ჯილდო. 2016 წელს მისმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა "Hawa" მოიპოვა მთავარი პრიზი BMW Shorties-ში, მალაიზიაში ყველაზე პრესტიჟულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე. მისი შემდეგი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, "მასაჟი" (2018) წარმატებით შეიძინა ჰოლივუდის Miramax Studio-მ. 2022 წელს მან გადაიღო, დაწერა და დაამონტაჟა თავისი უკანასკნელი მოკლემეტრაჟიანი ფილმი "Please Hold the Line" (2022), რომლის მსოფლიო პრემიერა შედგა ვენეციის 79-ე კინოფესტივალზე.

 

 

სინოფსისი

ახალგაზრდა ქალი მუშაობს ტელემარკეტინგის გამყიდველად, თაღლითურ კომპანიაში. ის ასევე ორსულადაა და ძალიან სჭირდება ფული, აბორტის გაკეთებისთვის. საზოგადოებაში ასეთი რამ ტაბუდადებულია და, შესაბამისად, საიდუმლოდ რჩება. ფილმი ენერგიული, მრავალფეროვნია, რაც მხოლოდ მალაიზიურ ფილმებს შეუძლიათ.

see more

close

კვამლი შენს თვალებში ხვდება

კვამლი შემოდის შენს თვალებში 

სინგაპური, 2023; 19 წთ.

 

რეჟისორი: ელვინ ლი

სცენარისტები: ელვინ ლი, კევ ლინი

პროდიუსერები: ელვინ ლი, ანგელინა მარილინ ბოკი, ჩიუ პეი იი

 

 

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ელვინ ლიმ დაამთავრა პეკინის პრესტიჟული კინოაკადემია კინორეჟისორის ბაკალავრის ხარისხით. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნაჩვენებია და მოიპოვა ჯილდოები საერთაშორისო კინოფესტივალებზე, მათ შორის ბუზანში, კლერმონ-ფერანში და ჰონგ კონგში.

 

სინოფსისი 

დამკრძალავი ბიუროს დირექტორი შერცხვენილი რჩება, როდესაც შეცდომით სხვა ცხედარს აგზავნის კრემაციისთვის. ჩვეული რიტუალი დაწყებულია, და გეგმავს მოჩვენებით დაკრძალვას გარდაცვლილის სამ განშორებულ შვილთან ერთად. ელვინ ლის შავი კომედია კრიტიკულ თვალით გვანახებს გლოვისა და ნათესაობის სოციალურ  მხარეს.

 

see more

close

გაუგონარი რამ

 

გაუგონარი რამ 

თურქეთი, 2023; 15 წთ.

 

რეჟისორი: რამაზან კილიჩი

პროდიუსერი: ისმეთ ეკინ კოჩი, რამაზან კილიჩი

ოპერატორი: სებასტიან დევიდ ვებერი

რედაქტორი: აბდულა ენეს უნალი

ხმა: ილკერ რუკანი

როლებში: ელანურ კილიჩი, რეიჰან კილიჩი, სუკრან აქტი, მუჰამედ ალი კილიჩი

 

 

 

 

თრეილერის ნახვა

 

ბიოგრაფია 

რამაზან კილიჩი, დაბადებული აგრიში, თურქეთი 1993 წელს. სწავლობდა კინო-ტელევიზიის რეჟისურას და ლიტერატურას სტამბოლის შაჰირის უნივერსიტეტში. მისი წინა ფილმი "სკოლის ავტობუსი" ბევრ პრესტიჟულ კინოფესტივალზე მიიღო მონაწილეობა. ის ჩართული იყო The Moisture-ის პროდიუსერად. მისმა უახლესმა ფილმმა Things Unheard Of მოიგო ჟიურის სპეციალური ჯილდო კლერმონ-ფერანზე 2023 წელს.

 

სინოფსისი 

პატარა ქურთი გოგონა ცდილობს ბებიას სახეზე ღიმილი დაუბრუნოს მას შემდეგ, რაც ბებიის ტელევიზორი, სამყაროში მისი ერთადერთი ფანჯარა გაქრა.

 

see more

close

თეთრი ჭიანჭველა

თეთრი ჭიანჭველა 

დიდი ბრიტანეთი/ინდოეთი, 2023 წ., 15 წთ.

 

რეჟისორი შალინი ადნანი

სცენარისტი შალინი ადნანი

კინოოპერატორი ადრიკ უოტსონი

რედაქტორი ანა მელერი

მუსიკა ჰოლი ბუჰაგიარის

როლებში: დენზილ სმიტი, სუშანტ საპარე, ჰარიშ კესარია

წარმოება Makadam Films, Stone Bench Films, Sol Pictures

პროდიუსერები სარა ბონაკდარი, მაიკლ გრფი,

კაართექიენ სანთანამი, მრუნალინი ჰავალდარი

 

 

 

ბიოგრაფია 

შალინი ადნანი ჩილე/ინდოელი მწერალი და რეჟისორია, რომელიც ცხოვრობს ლონდონში. მისი უახლესი მოკლემეტრაჟიანი ფილმის White Ant პრემიერა შედგა 2023 წელს სანდენსზე. ამ ეტაპზე Film4-თან ერთად სადებიუტო მხატვრული ფილმს იღებს ინდოეთში. მას ააქვს ბაკალავრის ხარისხი ბარდის კოლეჯში პოლიტიკურ ფილოსოფიასა და ლათინური ამერიკის კვლევების მიმართულებით.

  

სინოფსისი 

მამაკაცს მუმბაიდან თავის სოფელში იბარებენ, რათა გაუმკლავდეს ტერმიტების შემოტევას, რაც მისი ბავშვობის სახლს განადგურებით ემუქრება.

 

see more

close

გარდაცვლილი ქორწინება

პოლონეთი, 2022; 18 წთ.

 

რეჟისორი: მიშალ სტოცეკი

სცენარისტი: ოლა ჰულბოი, მიშალ ტოცეკ  

ოპერატორი: ტომაშ პავლიკი

რედაქტორი: ალექსანდრა კასპროვიჩი

მუსიკა: პიმონ ლეკლერი

წარმოების მენეჯერები: კლაუდია პრეისი, კატაჟინა სტასიელუკი

როლებში: სებასტიან სტანკევიჩი, მარტა შისლოვიჩი,

ერნესტ ლორეკი, მიკოლაი ტრინდა, ალექსანდრა პიოტროვსკა

პროდიუსერი: პოლონეთის ეროვნული კინოსკოლა ლოძში

თანადაფინანსებით: პოლონეთის კინოს ინსტიტუტი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

კინორეჟისორის სტუდენტი ლოძის პოლონეთის ეროვნულ კინოსკოლაში. ჯილდოს მფლობელი მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების რეჟისორი. მისი დოკუმენტური დებიუტი "მარწყვის ბიჭები" დაჯილდოვდა კრაკოვის კინოფესტივალზე (2019), სხვათა შორის. პაპაიას ახალგაზრდა რეჟისორების კონკურსის ლაურეატი - ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსი ახალგაზრდა შემოქმედთა პოლონეთში.

 

სინოფსისი

ფილიპი კინოგადაღებებზე მუშაობს და ყოველთვის ასრულებს მიცვალებულთა როლებს. ისტორიული ფილმის გადასაღებ მოედანზე, ის ხვდება ლუსის, რომელიც ასევე არის დამხმარე მსახიობი და მკვდარი ქალის როლს ასრულებს.

ფილმის გადაღების ხანგრძლივ საათებში ერთმანეთზე დაწოლისას, უჩვეულო ვითარებაში მათ შორის ტკბილ/მწარე ურთიერთობა ვითარდება.

 

see more

close

მგზნებარე სხვა

საფრანგეთი, 2022; 16 წთ.


რეჟისორი: ალისა ბრაიგო

სცენარის ავტორი: ალისა ბრაიგო, პაულო გატაბასი

მონტაჟი: ალისა ბრაიგო

კინემატოგრაფია: ალისა ბრაიგო

მუსიკა: პოლ ლაჟუსი, ფატმა პნევმონია

წარმოება: ელის ბრაიგო

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დაიბადა 1996 წელს მონპელიეში, საფრანგეთი, სწავლობდა École Nationale Supérieure des Arts Décoratifs და Le Fresnoy - National des Arts Contemporains სტუდიაში. აავს მხატვრული პრაქტიკა დოკუმენტურ, ფანტასტიკურ კინოსა და არტ-ინსტალაციებში. მისი მოკლე ფილმ SOUM (2021) შეირჩა Berlinale Shorts 2022-ისთვის. მისი ბოლო ნამუშევარი, ARDENT OTHER (2023), შეირჩეული იყო Visions du Réel ფესტივალის პროგრამაში


სინოფსისი

გაოგნებული ბრბო ცეცხლის წინაშე დგას.

საფრთხეს სახელი არ აქვს, წუხილი ვრცელდება. შიშით ჯადოქრობადლ,  ცეცხლი კი ნიშნად უნდა იქცეს.

 

see more

close

სამართლიანი თამაში

შვეიცარია/საფრანგეთი, 2022; 17 წთ.


რეჟისორი: ზოელ ეშბახერი

ოპერატორი: დინო ბერგუგლია

რედაქტორი: იოურის ჩაო-დებატს

სცენარისტი: ზოელ ეშბახერი, განია ლატროჩე

მუსიკა: მარიო ბატკოვიჩი

როლებში: სოხნა დიალო, ელიზ ესნო, პიერ გომი, 

აპოლონია ლუისეტი, კრისტოფერ მანზინგა, ფადი ნასერი

პროდიუსერი: ნელსონ გრენასია, ელენა ტატი

წარმოება: Yukunkun Productions & Box Productions

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დაიბადა 1993 წელს პარიზში, საფრანგეთი, წარმოშობით შვეიცარიელი და ვიეტნამელია. Kourtrajmé კოლექტივის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექციაში მონაწილემ დაიწყო ექსპერიმენტები DV კამერით. 2017 წელს მან დაასრულა კინოს ბაკალავრის ხარისხი École Cantonale d'Art de-ში, ლოზანა (ECAL). მისი სადიპლომო ფილმის, BONOBO (2017), პრემიერა შედგა კლერმონ ფერანის კინოფესტივალზე და მიიღო მაყურებლის ჯილდო. BONOBO-მ მოიგო სტუდენტური აკადემიის ჯილდო საუკეთესო სტუდენტური ფილმისთვის 2019 წელს. FAIRPLAY (2022) პრემიერა შედგა ლოკარნოს კინოფესტივალზე და მიიღო Pardi di Domani Junior ჟიურის ჯილდოები.


სინოფსისი

მოზარდი აღიარების ძიებაში, მუშა რომელიც მზად არის ყველაფერი გააკეთოს ჯეკპოტის მოსაპოვებლად, მენეჯერი კარიერის ბოლოს, რომელსაც სურს დაუმტკიცოს საკუთარ თავს, რომ ჯერ კიდევ ცოცხალია. სამი პერსონაჟი, რომლებიც თავის გზას ასცდნენ შეჯიბრისას.

 

see more

close

შორს

ისლანდია, 2023; 5 წუთი.


რეჟისორი:  გუნურ მარტინსდოტირ შულტერი

სცენარისტი: გუნურ მარტინსდოტირ შულტერ, ანნი ოლაფსდოტირი

მონტაჟი: გუდლაუგურ ანდრი ეიდორსონ, ბრუსი ოლასონ

ოპერატორი: ელი არენსონი

ხმა: ბიორნ ვიქტორსონ, ჰარრალდურ თრასტარსონ

პროდიუსერი: რუნარ ინგი ეინარსონი, სარა ნასიმი


 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

გუნურ მარტინსდოტირ შულტერიც ცნობილია ფილმებით Fár (2023), Veðramót (2007) და როგორ იტყვით? (2019).  მსახიობი, რეჟისორი, მწერალი



სინოფსისი

ქალაქის ცენტრში, კაფეში, სამი  კოლეგა განიხილავს სამომავლო ინვესტიციის შესაძლებლობა. ამ დრო თოლია მათ წინ კაფეს ფანჯარას ეჯახება. ანა, ერთ-ერთი კოლეგა, ცდილობს მოვლენის იგნორირებას, მაგრამ ინციდენტებისგან თავის დაღწევას ვერ ახერხებს.

 

see more

close

პაემანი

უკრაინა, 2023 წელი, 5 წთ


რეჟისორი: ნადია ფარფანი

სცენარისტი: ნადია პარფანი

ოპერატორი: დენის მელნიკი

მონტაჟი: ნადია ფარფანი

ხმის დიზაინი: მარგარიტა კულიჩოვა

ხმა: ევჰენი ჩაბანი

წარმოების მენეჯერი: კირილო რიბიანცევი

პროდიუსერები: ირინა კოვალჩუკი, ილია გლადშტეინი, ნადია პარფანი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დაიბადა ივანო-ფრანკოვსკში 1986 წელს. უკრაინელ რეჟისორს და პროდიუსერს აქვს დამთავრებული კიევ-მოგილევის აკადემია კულტურული კვლევების კუთხით და სოციალურ ანთროპოლოგიაში ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში. 2012 წლიდან 2013 წლამდე ის იყო ფულბრაიტის სტიპენდიანტი ფილადელფიის ტემპლის უნივერსიტეტში. 2015 წელს მან დაასრულა დოკუმენტური კინოს გადაღების კურსი ვარშავის ვაჯდას სკოლაში. მისი სრულმეტრაჟიანი სადებიუტო Heat Singers პრემიერა შედგა Visions du Réel-ზე 2019 წელს და დაჯილდოვდა საუკეთესო დოკუმენტური ფილმით როგორც უკრაინის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის, ასევე უკრაინის კინოაკადემიის მიერ.


სინოფსისი

კიევი 2022 წელს. მანქანა გამთენიისას საშინელი სიჩქარით გარბის ქალაქში. გადაღებულია კამერის სუბიექტური კუთხიდან ერთ დაუმონტაჟებელ კადრში, კლოდ ლელუშის ფილმის C'etait un rendez-vous-ის ეს თანამედროვე რიმეიკი ასახავს ომის შედეგად გამოწვეულ ემოციებს საგანგებო მდგომარეობაში.


 

see more

close

ნაკუწები

ნაკუწები

უკრაინა, 2023; 15 წთ.

 

რეჟისორი: იგორ გავვა

ოპერატორი: დენის ტოკარევი

სცენარი: იგორ გავვა

როლებში: არსალან ნაიმი, მატვიი დიაკივი, ელინა სუკაჩი, დმიტრო პუსტოვოი,

დანილო ცვილიხოვსკი, კონსტანტინე აფანასიევი, სერხი ჰანზენკო

ხმა: ბორის ლიეფშოვი

მონტაჟი: იგორ გავვა

წარმოება: იგორ გავვა

 

 

 

თრეილერის ნახვა

 

ბიოგრაფია 

იგორ გავვა დაიბადა 1987 წელს მოლდოვაში. მიიღო პროფესიული განათლება უკრაინაში, კიევის საესტრადო და ცირკის ხელოვნების მუნიციპალურ აკადემიაში. როგორც საცირკო არტისტი გამოდიოდა საერთაშორისო ფესტივალებზე, ტელევიზიასა და ცირკის შოუებზე. მხატვრის კარიერა რომ დაასრულა, იგორი კინორეჟისორობას მიუბრუნდა. 2022 წელს, სტუდენტებთან და დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტებთან ერთად, მან შექმნა თავისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ნატეხები", რომელიც გადაღებულია უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე სამი დღით ადრე.

 

სინოფსისი 

ორ ძმას დონბასში, უმცროს კოლიას და უფროს კოსტიას, განსხვავებული შეხედულება აქვთ იმაზე, თუ რა ხდება და რა უნდა გააკეთოს თითოეულმა მათგანმა. კოლია მხარს უჭერს აჯანყებას. სასჯელისა და რისკების მიუხედავად, ის რეგულარულად აპროტესტებს ომს მშობლიური ქალაქის ცენტრში და ამის გამო რეგულარულად სპეცსამსახურები დაკითხვას უწყობენ. კოსტიას სურს, რომ ორივე ძმამ დატოვოს რეგიონი, იპოვონ სამუშაო და უკეთესი მომავლის პერსპექტივები. მათ შორის დაძაბულობა მწვავდება, მით უმეტეს, რომ ომის შესახებ კონფლიქტი არ არის ერთადერთი, რაც მათ ყოფს. ფილმი გვიჩვენებს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ პირადი პერსპექტივიდან

 

 

see more

close

ვინლანდი

 

ვინლანდი 

ჩეხეთი, 2023 წელი, 30 წთ.

 

რეჟისორი: მარტინ კუბა

სცენარისტი: მარტინ კუბა

ოპერატორი: დევიდ ჰოფმანი

მუსიკა: პაველ კოპეკი

რედაქტორი: მიხალ ბომი

პროდიუსერი: ნატალია პავლოვე, მილოშ ლოჩმანი

წარმოება: მოლოკო ფილმი

კოპროდუქცია: FAMU, Česká televize

როლებში: ვახტანგ ჩაჩანიძე, დაშა პლაჰტიი, სერგეი ბორისოვი

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

მარტინი  კინორეჟისორობას სწავლობდა FAMU-ში. ამჟამად მუშაობს სადებიუტო მხატვრულ ფილმზე "სამი კვირა ზღვის ქვეშ". მოკლემეტრაჟიანი ფილმები "ზეიმი" და "ლომი, ანტილოპა და მშვენიერი ქერა" ნაჩვენები იქნა საერთაშორისო მასშტაბით, მათ შორის მონრეალის 40-ე მსოფლიო კინოფესტივალი და ვარშავის 32-ე WFF. უახლესი მოკლემეტრაჟიანი ფილმის Vinland პრემიერა შედგა კარლოვი ვარის 2022 წლის 56-ე და კაიროს 44-ე საერთაშორისო ფესტივალის საერთაშორისო ფესტივალებზე. ფილმმა მოიგო ჩეხეთის კინოსა და სატელევიზიო აკადემიის "ჩეხური ლომი - მაგნეზია" ჯილდო საუკეთესო სტუდენტური ფილმისთვის და დაჯილდოვდა ჩეხეთის კინოსა და ტელევიზიის კავშირის FITES-ის მიერ "Trilobit" ჯილდოებით 2022 წელს გამორჩეული მიღწევისთვის.

 

სინოფსისი 

ბევრის მსგავსად, დანიილმაც გადაწყვიტა დატოვოს მშობლიური საქართველო და უკეთესი ანაზღაურების საძიებლად პრაღაში გადავიდეს. ის პოულობს სამუშაოს უკრაინელებთან, რომლებსაც რუსი ბოსი სერგეი აკონტროლებს, სარგებლობს არალეგალური ემიგრანტების მუშაობით… ფილმში ჩანს იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებიც ჩვენს ირგვლივ არსებობენ, მაგრამ რომლის შესახებაც ჩვენ ცოტა რამ ვიცით, რადგან მათი ვინაობა იკარგება იმ მომენტში, როდესაც ისინი პასპორტებს გადასცმენ მაფიას, რომელიც უპირველეს ყოვლისა, მოგებით არის დაინტერესებული.

 

 

see more

close

BIAFF "ქართული პანორამა"

რიგი 6

 

რიგი 6

ავსტრია, საქართველო, გერმანია, 2022; 25 წთ.

 

რეჟისორი: ბიძინა გოგიბერიძე, ლენარტ ჰუპერი

ოპერატორი: ლენარტ ჰუპერი, იონას შმიეტა

მონტაჟი: იანა ლიბნიკი

გახმოვანება: ბიძინა გოგიბერიძე

ხმის დიზაინი: ჰენინგ გროსმანი, ჰენრიკ შლაინერი

ფერის შეფასება: ბერნჰარდ შლიკი

პროდიუსერი: ლენარტ ჰუპერი, იონას შმიეტა, ბიძინა გოგიბერიძე

წარმოებაში ასისტენტი: ნელი ვაშალომიძე

მხარდაჭერით: Wien Kultur MA 7, Ministryium für Kultur und Wissenschaft

des Landes Nordrhein Westfalen, FH Dortmund

 

 

 

ბიოგრაფია 

ბიძინა გოგიბერიძე დაიბადა და გაიზარდა თბილისში, საქართველოში.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და 2015-2020 წლებში დორტმუნდის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტში კინოსა და ხმის ფაკულტეტზე სწავლობდა კინორეჟისორის სპეციალობით. მისი გამოსაშვები ფილმის ICH GEH NIRGENDWOHIN პრემიერა შედგა Max Ophüls Preis-ის 42-ე კინოფესტივალზე.

 

სინოფსისი 

როდესაც 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ომი დაიწყო, სამხრეთ ოსეთის პროვინციიდან 30 000-ზე მეტი ქართველი დევნილი იყო. მას შემდეგ რუსული ჯარებით დაშორებული ფილმი ჩიხში მყოფი ცხოვრების იშვიათ სურათებს გვთავაზობს. ბავშვები თამაშობენ ბურთს და ატარებენ დროს, ხოლო მათი მშობლები - ზოგიც ცალ-ცალკე - ელიან სახლში დაბრუნებას. ფილმი თავის სურათებს შუალედში პოულობს: როგორც ჩანს, აქ არავინ არის საჭირო დროს საჭირო ადგილას, სანამ ცხოვრება გრძელდება.

 

 

 

see more

close

ზამთრის დეპრესია

საქართველო, 202; 106 წთ. 


რეჟისორი: თაზო ნარიმანიძე

სცენარი: თაზო ნარიმანიძე

ოპერატორი: გური გოლიაძე

როლებში: ანასტასია ჭანტურაია, გიგა დათიაშვილი, 

ირაკლი ხრიკაძე , ნატალია ყულოშვილი

პროდიუსერი: ვაკო კირკიტაძე, ნიკა აბრამაშვილი, ნიკა გუგუშვილი

საპროდიუსერო კომპანია/წარმოება: Film Asylum


 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დაიბადა 1989 წლის 18 ივნისს, დუშეთში, მსახიობის ოჯახში. ხელოვნებით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული. მამის (მსახიობის) პროფესიამ დადებითად იმოქმედა მასზე და პროფესიული ლიტერატურის კითხვა ბავშვობიდან დაიწყო. სკოლის პერიოდიდან სწავლობდა მხატვრობას და მსახიობის ხელობას, ასევე წერდა მხატვრულ ლიტერატურას, მოთხრობებსა და სცენარებს. .


სინოფსისი

ფილმის მთავარი გმირია მწერალი, რომელიც აწეწილი პირადი ცხოვრების გამო ქალაქიდან მშობლიურ სოფელში გადადის საცხოვრებლად. მას დიდი სულიერი ტრავმა აქვს, რომელიც ურთიერთობებში პრობლემებს, ოჯახისა და, მთლიანობაში, პიროვნების დანგრევას იწვევს.

 

see more

close

რუსთაველის ქვეყანა

საქართველო, გერმანია, 2023, 68 წთ.


რეჟისორი: ერეკლე ინაშვილი

სცენარი: ზურაბ ინაშვილი, ერეკლე ინაშვილი

მუსიკა: ოზგიურ აკგიული, ლაშა ჩხაპელია "თამადა", შავანაბადა

ოპერატორები: შალვა სოყურაშვილი, კახა მშვიდობაძე

მონტაჟი და ფერის კორექცია: ნიკო ტარიელაშვილი

მონაწილეობენ: ემინე შაჰინგოზი, ანრო ცირეკიძე

პროდიუსერი: ერეკლე ინაშვილი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ერეკლე ინაშვილი დაიბადა თბილისში, 1984 წელს. სწავლობდა ბადენ ვიურთენბერგის კინო აკადემიაში ქალაქ ლუდვიგსბურგში (გერმანია). ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს მიუნხენში (გერმანია). ერეკლე ინაშვილი, მისი კარიერის განმავლობაში მუშაობდა ისეთ მედია-კომპანიებში როგორებიცაა, RTL, SKY (ორივე გერმანია) ასევე DAZN (დიდი ბრიტანეთი). როგორც დიზაინერს და კრეატორს მოპოვებული აქვს მრავალი ჯილდო შემოქმედების ინდუსტრიაში, დიზაინის და ბრენდინგის მიმართულებით.


სინოფსისი

სად იპოვის „ვეფხისტყაოსანი“ თავის ახალ იდენტობას ტექნოლოგიურ ეპოქაში? „ტიკ-ტოკის“ და „ინსტაგრამის“ ვიდეობად მოვა ჩვენამდე თუ როგორც ადრე, მთაში, ზეპირად თქმული ფორმით მოგვევლინება ისევ. გერმანელი ლინგვისტი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტიდან მოგზაურობს "რუსთაველის ქვეყანაში" და ცდილობს გაარკვიოს რატომ არის მნიშვნელოვანი ეს პოემა ქართველებისთვის. რატომ არის საქართველო ევროპის ნაწილი?


 

see more

close

მშვენიერი ელენე

საქართველო/თურქეთი/საფრანგეთი, 2022; 100 წთ. 

 

რეჟისორი: გიორგი ოვაშვილი

სცენარის ავტორები: რულოფ იან მინებუ, გიორგი ოვაშვილი

ოპერატორი: ირაკლი ახალკაცი, მარცი რაგალი

მონტაჟი: მესუტ ულუტას

მხატვარი: თეიმურაზ ხმალაძე

კოსტუმების მხატვარი: ანა მაისურაძე

როლები: დიმიტრი ღვთისიაშვილი, ნათია ჩიქვილაძე,

რუსუდან ბოლქვაძე, დარეჯან ხარშილაძე, ანა მახარაძე,

 ვასილ გაბაშვილი,  თემურ გოგინავა 

პროდიუსერი: გიორგი ოვაშვილი

პროდიუსერული კოპმანია: "ვაგონეტ ფილმზ"


 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

სიუჟეტი: კინოპროდიუსერის პროფესიის 5-წლიანი სწავლის შემდეგ, ელენე ნიუ იორკიდან ბრუნდება თბილისში და აცნობიერებს, რომ ყველაფერი შეიცვალა. უახლოესი მეგობრის,  ანას დახმარებით, ელენე უკავშირდება ერთ დროს ცნობილ, მაგრამ ამჟამად შემოქმედებით კრიზისში მყოფ კინორეჟისორ გაბრიელ ორბელს. გასაუბრების შემდეგ ელენე გაბრიელთან საცდელი ვადით იწყებს თანაშემწედ მუშაობას. მეორე დღეს ისინი იმ ადგილების მოსაძებნად მიდიან, რომლებიც გაბრიელს მომავალი ფილმის ეპიზოდების გადასაღებად წარმოუდგენია.

 

ბიოგრაფია

გიორგი ოვაშვილს (დაბადებული 1963 წელს,  საქართველოში) დამთავრებული აქვს საქართველოს კინოსა და თეატრის სახელმწიფო ინსტიტუტი  (1996) და ჰოლივუდში, Universal Studios-ში ნიუ-იორკის კინოეკადემიის კინოშემოქმედების კურსი  (2006). გიორგი ოვაშვილს კინოკარიერის საწყის ტაპზე გადაღებული აქვს რამდენიმე საინტერესო მოკლმეტრაჟიანი ფილმი. 2005 წელს ბერლინალესა და ოდენსეს ფესტივალზე ჯილდოების მფლობელი გახდა. 2009 წელს კინოფესტივალ KVIFF-ის დასავლეთის აღმოსავლეთის კონკურსზე მისი სადებიუტო, სრულმეტრაჟიანი The Other Bank (გაღმა ნაპირი) წარადგინეს; ფილმმა თითქმის 50 ჯილდო მოიპოვა და ევროპის კინოაკადემიამ წლის ევროპული აღმოჩენის ნომინანტად დაასახელა. მეორე ფილმმა Corn Island (სიმინდის კუნძული, 2014) KVIFF-ზე საუკეთესო ფილმის ფესტივალის გრან პრი დაიმსახურა. გიორგის ბოლო კინოფილმის „ხიბულას“ პრემიერა 2017 წელს კარლოვი ვარის საერთშორისო ფესტივალზე გაიმართა.  ფილმი „მშვენიერი ელენე“ გიორგის ბოლო ნამუშევარია

 

 

see more

close

ლოტო

საქართველო, 2022; 84 წთ.



რეჟისორი და სცენარისტი: ზაზა ხალვაში

თანარეჟისორი: თამთა ხალვაში

მონტაჟი: ლევან კუხაშვილი

ოპერატორი: გიორგი შველიძე

ხმის დიზაინი: Jonas Maksvytis

ორიგინალური მუსიკა: Minco Eggersman

პროდიუსერები: სულხან თურმანიძე, იევა ნორვილიენე, თეკლა მაჭავარიანი

წარმოება: BAFIS, ერთობლივი წარმოება: TREMORA

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ცნობილი კინორეჟისორი და უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა ხალვაში (1957, საქართველო) თბილისში სწავლობდა ლიტერატურას და მოგვიანებით კინოს რეჟისურას გამოჩენილი ქართველი რეჟისორების თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის ხელმძღვანელობით. შემდეგ გადავიდა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში კინორეჟისორის პროფესორად, სადაც ასევე ხელმძღვანელობდა კინოსა და ტელევიზიის განყოფილებას. ხალვაშმა დააარსა BAFIS (Batumi Art House Film Independent Studio), რომელიც აწარმოებდა მის ფილმებს. სოლომონმა (2015) იმავე წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმის მფლობელი გახდა. Namme (2017) პრემიერა შედგა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ შერჩევაში და 2018 წელს იყო ნომინირებული საქართველოს პრეტენდენტად ოსკარის დაჯილდოებაზე. 2020 წელს გარდაცვალებამდე ხალვაშმა დრო მასწავლებლობასა და ხელოვნებას შორის დაყო. წილისყრა (2023), შერჩეული IFFR 2023-ისთვის, შეიქმნა მშობიარობის შემდგომ.



სინოფსისი

სიყვარული და დანაშაული, საიდუმლოებები და ოცნებები ერთმანეთში ერწყმის ამ ანსამბლის ზღაპარს, რომელიც თავის მაცდურ გზას უვლის ქართულ ზღვისპირა ქალაქში მჭიდრო საზოგადოებაში. არაფერია ისე, როგორც ჩანს ბედის რიტმებში, ცვალებადი ლოიალობაში და საბოლოო რეალობაში, რომ „მეზობლობა“ ზოგჯერ ნამდვილად ნიშნავს „ოჯახს“.

 

see more

close

ᲓᲠᲐᲛᲔᲠᲘ

საქართველო, 2022; 85 წთ. 

 

Რეჟისორი: კოტე კალანდაძე

Სცენარის ავტორები: კოტე კალანდაძე, კეკო ჭელიძე

ოპერატორი: ვასილი დოლიძე

მხატვარი: პოლინა რუდჩიკ

კოსტუმის მხატვარი: ნინო ზაუტაშვილი

Მუსიკა: გოგი ძოძუაშვილი, კოტე კალანდაძე

Მონტაჟი: კოტე კალანდაძე, ლევან კუხაშვილი

Ხმის დიზაინი: ნიკა ფანიაშვილი

ფერების კორექცია: ლევან კუხაშვილი

Მთავარ როლებში: ლაშა ცქვიტინიძე, ლუკა კალანდაძე, ნატა სოფრომაძე, 

ნიკა გორდეზიანი, გოგი ძოძუაშვილი, კირა ჩაჩავა, ვალენტინ კალანდაძე

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

კოტე კალანდაძე ქართველი მუსიკოსი, რეჟისორი და პროდიუსერია. დაიბადა 1979 წელს ქალაქ თბილისში. სწვლობდა უცხო ენების ფაკულტეტზე, ხოლო 13 წლიდან დღემდე უკრავს რიგ მუსიკალურ ჯგუფებში (ამორალი, კონტრაბანდა, Небо СССР, Lady Heroine). 2014 წლიდან კოტე თანადამფუძნებელია საპროდიუსერო კომპანიის Parachute Films. 2016 წელს კოტემ დაასრულა მუშაობა პირველ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმზე "ძაღლზე უკეთესი", ხოლო 2020 წელს Hot Docs საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე (კანადა) შედგა კეკო ჭელიძის ფილმის "მკვდარი სულების არდადეგები" პრემიერა, რომელზეც კოტე როგორც თანაავტორო, ოპერატორი და მემონტაჟე მუშაობდა. 2022 წელს კოტეს სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "დრამერი" თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური ჯილდოს მფლობელი გახდა.

 

სინოფსისი:

ნიკო ახალგაზრდა მუსიკოსია. ცხოვრებას იმედით უყურებს და საკუთარ დასარტყამ ინსტრუმენტზე ოცნებობს. თუმცა მისი ოცნება ოცნებადვე რჩება. სწორედ ამ დროს ნიკოს ცხოვრებაში ნარკორეალიზატორი კოღო ჩნდება და ნიკოც მისდაუნებურად კრიმინალური სქემის და პოლიციის დაპირისპირების მონაწილე ხდება. ნიკოსთვის დგება მომენტი, როდესაც ის ცხოვრების გადააზრებას იწყებს.

 

see more

close

აღუქმელი ნათება

საქართველო, 2022, 84 წთ.


რეჟისორი: ანა სარუხანოვა

სცენარისტი: ანა სარუხანოვა

მუსიკა: გიორგი კობერიძე. სანდრო ჩინჩალაძე Tete Noise.

ოპერატორი: დანილა გორიუნკოვი

მონტაჟი: ლევან ბუთხუზი

პროდიუსერები: ანა სარუხანოვა, ნიკოლაი ტრჟასკალი, არინა ნოსკოვა,

ცისმარი ქშუტაშვილი, ლიანა მეზვრიშვილი

მსახიობები: თინა ერაძე, გიო ქორქაშვილი, ბიძო კვიტაიშვილი, 

გიორგი აბაშვილი, რაფაელ აკოფიანი, მეგი ღვინეფაძე.

 

თრეილერის ნახვა

 ბიოგრაფია

 ანა სარუხანოვა დაიბადა თბილისში. Მან დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი რეჟისურისა და სცენარის წერის განხრით. 2010-დან 2016 წლამდე გადაიღო რამდენიმე მუსიკალური ვიდეო და მოკლე ფილმი მოდის ინდუსტრიისთვის. 2015 წელს გადაღებული ნამუშევარი “To get in” წარდგენილი იყო Doclisboa International Film Festival-ის ოფიციალურ სელექციაში. 2015 წელს ანამ სატელევიზიო სერიალისთვის-“Luisa Lozhkina’s Diary” გადაიღო 20 ეპიზოდი ( პირველი სეზონი). 2016 წელს მისი ფილმის-“Till The End Of The Day”, პრემიერა შედგა ლოკარნოს საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე (Pardi di Domani საკონკურსო პროგრამა). 2017 წელს, მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი-“The Perfect Order” (რომელიც იყო კოლაბორაციული ნამუშევარი კატალინა ბაქრაძესთან ერთად) მოხვდა სარაევოს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში. 2018 წელს ანამ მონაწილეობა მიიღო ბერლინალე ტალანტის სექციაში. 2018 წლიდან დღემდე ანა იღებს დოკუმენტურ ფილმებს მედია-პლატფორმა “ჩაიხანასთვის”. 2018 წელს ანა იყო იდეის ავტორი და პროდიუსერი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის- “Raving Riot”. 2022 წელს ანამ დაამთავრა მისი პირველი დოკუმენტური ფილმი -"Inconceivable light" და გახდა Fulbright პროგრამის სტიპენდიანტი.


სინოფსისი

ფილმი ასახავს საქართველოში ცხოვრების ორ მხარეს: რასაც ზედაპირზე ვხედავთ და რაც მის მიღმა იმალება. თინა, ფილმის პროტაგონისტი, ცდილობს საკუთარი თავის პოვნას, მაგრამ ამ მცდელობისას ის ვეღარ ხვდება რა არის რეალობა და რა არა, და პროცესში კარგავს თავის მეორე მეს. ოცნებების ასრულების რთული მცდელობის შემდეგ, თინა საბოლოოდ ხვდება ვინ არის იგი სინამდვილეში. ეს ფილმი აერთიანებს რეალური ცხოვრების ელემენტებს ფიქციასთან, რათა აჩვენოს შემოქმედებითი ინდივიდის მოგზაურობა, რომელიც ცდილობს იპოვოს საკუთარი გზა ამ რთულს სამყაროში.

 

see more

close

იარე, ლიზა

საქართველო, 2023, 115 წთ.


რეჟისორი: ნანა ჯანელიძე

სცენარის ავტორები:  ლია ტოკლიკიშვილი, ნანა ჯანელიძე

ოპერატორი: გიორგი შველიძე

მხატვარი: გოგი მიქელაძე

კომპოზიტორი: მიკა მდინარაძე

მონტაჟი: ნიკო ტარიელაშვილი

ხმა: პაატა გოძიაშვილი

ქასთინგი: ეკა მჟავანაძე

ანიმაციის სუპერვაიზერი/პროდიუსერი: მარიამ კანდელაკი

მსახიობები: ეკატერინე ტოგონიძე, ნინა ერაძე, ილო ბეროშვილი, მიშა გომიაშვილი, ნატა მურვანიძე, გუგა კოტეტიშვილი, ვახო ჩაჩანიძე, ალეკო ბეგალიშვილი,  ლუკა თარხან-მოურავი, ანი ჩირაძე და სხვ.

პროდიუსერი: ნანა ჯანელიძე

კოპროდიუსერები: დავით ისაკაძე, დობრომირ ჩოჩოვი

მწარმოებელი კომპანია: N&N სტუდია


 

თრეილერის ნახვა

სინოფსი

ფილმს საფუძვლად უდევს  ქართულ-აფხაზური ომის რეალურ  მოწმეთა და მონაწილეთა  დღიურები ომის ორივე დაპირისპირებული მხრიდან.  ლიზას, ამ ომის ყოფილ რეპორტიორს, ომის დამთავრებიდან 25 წლის შემდეგ, აფხაზეთიდან ურეკავს ყოფილი ბოევიკი  - აფხაზი. აფხაზის ზარი ერთბაშად ააყირავებს   ლიზას ცხოვრებას.  ლიზა საჭესთან ჯდება და მანქანით გადაკვეsთს მთელ საქართველოს, რათა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის საზღვარზე შეხვდეს აფხაზ ბოევიკს და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უთხრას მას. 


ბიოგრაფია 

ნანა ჯანელიძე - კინოსა და თეატრის რეჟისორი, სცენარისტი,პროდიუსერი;   კინოგადაცემის LATER NA MAGIKA ავტორი და წამყვანი საზ.მაუწყებელში (2005-2007წწ); წიგნების ავტორი გამოჩენილ ქართველ კინორეჟისორებზე(თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძე); საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი(2013-2016).ფილმები: იარე, ლიზა (2022); ნეტავი იქ თეატრი არის? (2011); გალობის რაინდები (2010); მშრალი ხიდის სიზმრები(2005);  საშობაო საჩუქარი - (2005); თენგიზ აბულაძე -ნატვრის ხე (2002); ერთი წვეთი საქართველო (1998); იავნანა(1994); ოჯახი(1985)


 

see more

close

მონიკა

საქართველო, 2023; 14 წთ. 


რეჟისორი:  ლენა ჭაღალიძე

სცენარი: ლენა ჭაღალიძე

ოპერატორი: დავით ახმაევი

მონტაჟი: ამირან ქავთარაძე

მთავარი როლი: გენადი შონია, მონიკა  

პროდიუსერი: ოთარ ქათამაძე

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ლენა ჭაღალიძე  დაიბადა 1990 წელის 2 დეკემბერს, ბათუმში.  2015  –2019             ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, სპეციალობა -  აუდიოვიზუალური  ხელოვნება. 2020-დღემდე ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა - კინო რეჟისურა

 ფილმოგრაფია:

2014       „სიყვარული შორ მანძილზე“ - მოკლემეტრაჟიანი მხატვრული

2015       “life note”    - მოკლემეტრაჟიანი მხატრული

2020        covid…. - მოკლემეტრაჟიანი მხატრული

2022   მედეას შთამომავლები - დოკუმენტური 


ფილმის სინოფსისი

ამბავი  მარტოობასა და სიყვარულზე.  კაკო, ცხოვრობს მარტო ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში, სადაც გაფუჭებულ მანიკენებს აკეთებს და აბარებს სხვადასხვა ტანსაცმლის მაღაზიებში. კაკოს უჭირს ადამიანებთან ურთიების დამყარება. ერთ დღეს შემთხვევით აღმოაჩენს  ტანსაცმლის მაღაზიას, სადაც ვიტრინაში დგას თავისი შეკეთებული  მანიკენი (ქალი). კაკოს შეუყვარდება მანიკენი.

 

see more

close

სიყვარულის კოქტეილი

სიყვარულის კოქტეილი

საქართველო,2023 წელი, 50 წთ

 

რეჟისორიქეთევან ტაკიძე

სცენარიქეთევან ტაკიძე, მარია სიჩანინ

მუსიკაჯგუფი „Asea  Sool “

ოპერატორებინიკა საჩალელი , ბაქარ  შარაშენიძე

მონტაჟი და ფერის კორექციაელია  ფარსადანიშვილი

მონაწილეობენმარია სიჩანინ , გიორგი ძაგანია,

მარიამ მახარაძე, გულნაზ დუმბაძე

პროდიუსერინიკა მჟავანაძე

 

 

 

 

ბიოგრაფია

ქეტევან ტაკიძე დაიბადა ქ. ქობულეთში , 1991 წელს. დაამთავრა უკრაინის საერთაშორირო უნივერსიტეტი , ჰუმანიტარული ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობა. დამთავრების შემდებ ჩააბარა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, კინო-ტელე რეჟისურის ფაკულტეტზე , მეორე კურსზე შეიჩერა სტატუსი და გახსნა საკუთარი ფოტო-ვიდეო სტუდია და დაიწყო სადებიუტო ფილმის წარმოება.

 

 

სინოფსისი

ფილმი მოგვითხრობს ერთი გოგოს ისტორიას , რომელიც ცხოვრობს  აჭარის მაღალ მთიან რაიონში, სოფელ თაგოში. ყავს და, დედა და დას აქვს სმენის პრობლემა, რომელსაც ვერ მოაგვარებს სოფელში დარჩენით და გადაწყვეტს ქალაქში წამოსვლას, ბათუმში. თავისი შეუპოვრობით ცდილობს თავის დამკვიდრაებას ახალ გარემოში, რაშიც დასახული მიზანი ეხმარება - იცის რისთვისაა წამოსული და ამისათვის ბრძოლას არ წყვეტს.

 

 

see more

close

BIAFF "დიდოსტატთა კოლექცია

მწვანე საზღვარი

პოლონეთი/გერმანია/საფრანგეთი/ჩეხეთი/ბელგია, 2023; 147 წთ.

 

რეჟისორი: აგნიეშკა ჰოლანდი

სცენარისტი: მასიეჟ პისუკ, გაბრიელა ლაზარკიევიჩ-სიეცკო

აგნიეშკა ჰოლლანდ

ოპერატორი: ტომაშ ნაუმიუკი

რედაქტორი: პაველ ჰრდლიჩკა

როლებში: ჯალალ ალტავილი, მაჯა ოსტაშევსკა, ტომაშ ვოსოკი,

ბეჰი ჯანატი ატაი, მოჰამად ალ რაში, დალია ნაუსი

პროდიუსერული კომპანიები:Metro Films (Marcin Wierzchosławski), 

Astute Films (Fred Bernstein), Metro Lato (Agnieszka Holland), Blick Productions 

(Maria Blicharska-Lacroix, Damien McDonald), Downey Ink. (Mike Downey)

Marlene Film Production (Šárka Cimbalová), Beluga Tree (Diana Elbaum, David Ragonig)

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

ჭაობიან ტყეებში, რომლებიც ქმნიან ეგრეთ წოდებულ „მწვანე საზღვარს“ ბელორუსიასა და პოლონეთს შორის,  ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან წამოსული ლტოლვილები, რომლებიც ცდილობენ ევროკავშირამდე მისვლას, ბელორუსის დიქტატორის ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ ცინიკურად შემუშავებულ გეოპოლიტიკურ კრიზისში არიან გახლართული. ევროპის პროვოცირების მცდელობისას, ლტოლვილები საზღვრამდე მიჰყავთ პროპაგანდით, რომელიც პირდება ევროპაში მარტივ შესვლას. ლომბარდები ამ ფარულ ომში, ჯულიას -  აქტივისტის, რომელმაც მიატოვა კომფორტული ცხოვრება, იანის (ახალგაზრდა მესაზღვრე) და სირიელი ოჯახის ცხოვრება ერთმანეთთან იკვეთება. ფილმ „Europa Europa“-დან 30 წლის შემდეგ, ოსკარის სამგზის ნომინანტი აგნიეშკა ჰოლანდის ახალი ფილმი მაყურებელს თვალს უხელს და აიძულებს დავფიქრდნენ მორალურ არჩევანზე, რომლის წინაშეც ყოველდღიურად დგას ადამიანები. 

 

ბიოგრაფია

დაიბადა 1948 წელს ვარშავაში, პოლონეთში. პრაღაში კინოსკოლა FAMU დაამთავრდა და კარიერა ქშიშტოფ ზანუსისა და ანჟეი ვაიდას ასისტენტობით დაიწყო. ქშიშტოფ კიეშლოვსკისთან ტრილოგია „სამი ფერის“ სცენარზე მუშაობისას თანამშრომლობდა. 1981 წელს მისი ფილმი „ციებ-ცხელება“ ბერლინალეზე კონკურსის ფარგლებში აჩვენეს. ამავე წელს პარიზში გადასახლდა. მას შემდეგ ოცდაათზე მეტი ფილმი გადაიღო და მრავალი ჯილდო მიიღო, მათ შორის - „ოქროს გლობუსი“ და ბერლინალეს „ვერცხლის დათვი“. გარდა ამისა, ნომინირებული იყო „ბაფტასა“ და „ემიზე“. მისი ფილმები „წყვდიადი“, „ევროპა, ევროპა“ და „ბრაზიანი მოსავალი“ კინოაკადემიის (ოსკარის) ჯილდოზე იყო ნომინირებული. 

 

see more

close

მოტაცებული

იტალია/საფრანგეთი/გერმანია, 2023 წ., 125 წთ

 

რეჟისორი: მარკო ბელოკიო

სცენარისტი: Marco Bellocchio, Susanna Nicchiarelli

რეჟ. ფოტოგრაფი: ფრანჩესკო დი ჯაკომო

მუსიკა: ფაბიო მასიმო კაპოგროსო

რედაქტორი: ფრანჩესკა კალველი, სტეფანო მარიოტი

სამხატვრო ხელმძღვანელი: ანდრეა კასტორინა

პროდიუსერი: ბეპე კაშეტო, სიმონე გატონი

წარმოება: BC Movie, Kavac Film, Rai Cinema

Coproduction: Ad Vitam Production, Match Factory

როლებში: პაოლო პიერობონი, ფაუსტო რუსო ალესი,

ბარბარა რონჩი, ენეა სალა, ლეონარდო მალტე

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

ამ მომხიბვლელ ისტორიულ დრამაში, იტალიური კინოს ლეგენდა მარკო ბელოკიო იხსენებს შემთხვევას, რომელიც დაიწყო 1858 წელს, როდესაც ექვსი წლის ედგარდო მორტარო ძალით გაათავისუფლეს მისი ებრაული ოჯახიდან კათოლიკური ხელისუფლების მტკიცების საფუძველზე, რომ ის იყო. ფარულად მოინათლა როგორც ჩვილი და ამიტომ უნდა აღიზარდოს კათოლიკედ. პაპის კანონი შეუპოვარია და ებრაული თემის პროტესტის მიუხედავად, ბიჭი რომში გადაიყვანეს, სადაც კათოლიკურ განათლებას აძლევენ. გაყოფილი ოჯახის ეს ამბავი გადაჯაჭვულია იტალიის გაერთიანების პროცესთან, პაპ პიუს IX-ის მმართველობის წინააღმდეგ აჯანყებებთან და ეკლესიის სასოწარკვეთილ მცდელობებთან, შეინარჩუნოს თავისი შეუზღუდავი ძალა.

 

ბიოგრაფია

მარკო ბელოkიო დაიბადა ქალაქ პიაცენაში, იტალიაში, 1939 წელს. 1959 წელს მან შეწყვიტა სწავლა მილანის კათოლიკურ უნივერსიტეტში, და სასწავლებლად გადავიდა რომში კინემატოგრაფიის ექსპერიმენტულ ცენტრში. 1961-62 წლებში მან გადაიღო მოკლე ფილმები ABBASSO LO ZIO, LA COLPA E LA PENA და GINEPRO FATTO UOMO. შემდეგ ის ლონდონში გადავიდა, სადაც სწავლობდა სლეიდის სახვითი ხელოვნების სკოლაში. მისი პირველი მხატვრული ფილმი FISTS IN POCKET, 1965 წელს ლოკარნოს კინოფესტივალზე წარადგინეს და საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო. 2011 წელს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე გადაეცა სპეციალური პრიზი კინოში შეტანილი წვლილისთვის.  2015 წელს, მისმა ფილმმა "ჩემი სისხლი სისხლთაგანი" მოიპოვა FIPRESCI ჯილდო ვენეციის კინოფესტივალზე.  ფილმი „მოღალატეს“ პრემიერა კანის საერთაშორისო კნიოფესტივალზე შედგა. 

 

see more

close

ღმერთის ძახილი

 ესტონეთი/ლიტვა/ყირგიზეთი/აშშ/ჩინეთი, 2022 წ., 81 წთ.

 

რეჟისორი: კიმ კი-დუკი

სცენარისტი: კიმ კი-დუკი

ოპერატორი: კიმ კი-დუკი

მონტაჟი: აუდრიუს იუზენასი, კაროლის ლაბუტისი

როლებში: ჟანელ სერგაზინა, აბილაი მარატოვი

მუსიკა: სვენ გრუნბერგი

წარმოება: ესტოფილმი

გენერალური პროდიუსერი: არტურ ვეებერი, კიმ კი-დუკი

პროდიუსერები: ტაჯანა მულბაიერი, ნარგიზა მამათკულოვა, დარიუს ვაიტეიკუნასი

ფინანსური მხარდაჭერა: Eesti Kultuurkapital (ესტონეთი), AVAKADEMIJA (ლიტვა),

 კულტურის საჯარო ფონდი  “Altyn Anar” ( ყირგიზეთი)

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

ახალგაზრდა ქალის გულში სიყვარულის მოლოდინია. საზღვრები ოცნებასა და ვნებას შორის საკმაოდ ილუზიურია. ცხოვრება სავსეა ფიზიკური დანკარგებთ და, რა თქმა უნდავ სენსუალური სიამოვნებებით და ყველაფრის ღრმა მნიშვნელობით, რაც სიყვარულია. რაც უფრო ღრმაა გრძნობა მით უფრო მძაფრი ემოციებია.

 

 

ბიოგრაფია

კიმ კი-დუკი 1960 წელს დაიბადა პონჰუაში, სამხერეთ კორეაში. პარიზში ხელოვნების შესწავლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და კარიერა სცენარისტად მუშაობით დაიწყო. მისი, როგორც რეჟისორის, დებიუტი 1996 წელს შედგა, როდესაც დაბალბიუჯეტიანი ფილმი  - ,,ნიანგი“ - გადაიღო. იქიდან მოყოლებული, კიმ კი-დუკს კრიტიკოსებიც და პუბლიკაც ყოველთვის მქუხარე ტაშით ხვდება თავისი რთული პერსონაჟების, გამაოგნებელი სანახაობისა და უპრეცედენტო გზავნილების გამო. რეჟისორს საერთაშორისო აღიარება მოუტანა შემდეგმა  ფილმებმა: „სამარიტელი გოგო“  - „ვერცხლის დათვი“ საუკეთესო რეჟისურისთვის (ბერლინის კინოფესტივალი, 2004); „ცარიელი სახლი“  - ,,ვერცხლის ლომი“ საუკეთესო რეჟისურისთვის (ვენეციის კინოფესტივალი, 2004); „არირანი“ – „სპეციალური პრიზი“ (კანის კინოფესტივალი, 2011). 2012 წელს ვენეციის კინოფესტივალზე „საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაში“ გაიმარჯვა მისმა  ცნობილმა ფილმმა - „პიეტა“ .მისი ნამუშევრები,”არირანგი“ (2011), „პიეტა“ (2012), „ერთი ერთზე“ (2014), „სდექ“  (2015), „ბადე“ (2016), „ადამიანი, სივრცე, დრო და ადამიანი“ (2018),  BIAFF კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები.

 

see more

close

მშრალი ბალახების შესახებ

თურქეთი/საფრანგეთი/გერმანია/შვედეთი, 2023 წ., 197 წთ

 

რეჟისორი: ნური ბილგე ჯეილანი

სცენარისტი: აკინ აქსუ, ებრუ ჯეილანი, ნური ბილგე ჯეილანი

ოპერატორი: ჯევაჰირ შაჰინი, კურსატ ურესინი

მუსიკა: ფილიპ ტიმოფეევი, ჯუზეპე ვერდი

მონტაჟი: ოგუზ ათაბასი, ნური ბილგე ჯეილანი

როლებში: დენიზ ჩელილოღლუ, მერვე დიზდარი, მუსაბ ეკიჩი,

ეჯე ბაღჩი, იუკსელ აქსუ, მუნირ ჯან ცინდორუკი, ონურ არსლანოღლუ

პროდიუსერი: ნური ბილგე ჯეილანი

წარმოება: NBC Film, Memento Production, Komplizen Film

კოპროდუქცია: Second Land, Film I Väst, Arte France Cinéma,

Bayerischer Rundfunk, TRT Sinema, Playtime

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

დათოვლილი ანატოლიის პეიზაჟი აუნთებს გრძნობებს, ზაფხული დიდი ხანია გაქრა და ადამიანების სულები ცივ მუდმივ ყინვაში გარდაიქმნება. სამეტი, მასწავლებელი, დროს ატარებს ბოროტი ნიჰილიზმითა და მოსწავლეებით მანიპულირებით. მაგრამ არასათანადო საქციელში ბრალდებები იწვევს მის არასტაბილურ ემოციებს და ბადებს მნიშვნელოვან ეგზისტენციალურ კითხვებს. ყველა უნდა იყოს გმირი, თუ გვაქვს ანტიგმირობის უფლება იმ დროს, როცა იმედის დაღლილობას ვგრძნობთ? ნური ბილგე ჯეილანს ინტელექტის ერთი უნცია არ დაუკარგავს. მდგრადი რომანი, რომელიც გამოიხატება კინემატოგრაფიულ ფორმაში, „მშრალი ბალახების შესახებ“ ეყრდნობა რუსული ლიტერატურული კლასიკის მემკვიდრეობას, ანადგურებს გამოგონილი სამყაროების ტრადიციულ დიქოტომიას და აჩვენებს ადამიანის გონების შემზარავ სილამაზეს.

 

ბიოგრაფია

 ნური ბილჯე ჯეილანი 1959 წელს დაიბადა სტამბულში. დაამთავრა ბოსფორის უნივერსიტეტი საინჟინრო ფაკულტეტი. შემდეგ კი, ორი წლის განმავლობაში „მიმარსინანის“ უნივერსიტეტში ეუფლებოდა კინოხელოვნებას. რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „კოზა“ - 1995 წლის კანის კინოფესტივალზე აჩვენეს. ჯეილანის სადებიუტო სრულმეტრაჟიანმა ფილმმა, „პატარა ქალაქი”, და მომდევნო ნამუშევარმა, „ღრუბლები მაისში”, მრავალი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვეს.

2003 წელს ნური ბილგე ჯეილანის მესამე ფილმმა - „უზაკი” (შორეული), კანის ფესტივალის გრანპრი დაიმსახურა. ამავე ფესტივალზე, 2006 წელს, ფილმმა - “კლიმატები” - კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის ჯილდო მიიღო. დიდი წარმატება ხვდა წილად რეჟისორის ბოლო ნამუშევრებსაც - “სამი მაიუმუნი”, “ერთხელ ანატოლიაში”, “ზამთრის ძილი”, მათ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზები მოიპოვეს.

 

see more

close

დროის წესრიგი

დროის წესრიგი

იტალია/ბელგია, 2023; 113 წთ.

 

რეჟისორი: ლილიანა კავანი

სცენარისტი: ლილიანა კავანი, პაოლო კოსტელა

ოპერატორი: ენრიკო ლუსიდი

მონტაჟი: მასიმო კუაგილა

როლებში: ალესანდრო გასმანი, კლაუდია გერინი, ედოარდო ლეო,

ქსენია რაპოპორტი, რიჩარდ სამელი, ვალენტინა სერვი,

ფაბრიციო რონგიონე, ფრანჩესკა ინაუდი, ანჯელიკა დევი,

მუსიკა: ვინსენტ კაჰეი

წარმოება: Indiana Production (ფაბრიციო დონვიტო, ბენედეტო ჰაბიბი, მარკო კოენი, დანიელ კამპოს პავონჩელი), Vision Distribution (მასიმილიანო ორფეი), Gapbusters (ჯოზეფ რუშოპი), Rai Cinema (პაოლო დელ ბროკო)

 

 

სინოფსისი 

თუ აღმოვაჩენთ, რომ სამყაროს დასასრული რამდენიმე საათში შეიძლება? ასე ხდება ერთ საღამოს ძველი მეგობრების ჯგუფის ყოველწლიური შეკრებისას ზღვისპირა ვილაში, სადაც დაბადების დღეს აღნიშნავენ. იმ მომენტიდან, დრო, რომელიც აშორებს მათ სამყაროს შესაძლო დასასრულს, თითქოს სხვაგვარად, სწრაფად და მარადიულად მიედინება ზაფხულის ღამის განმავლობაში, რომელიც შეცვლის მათ ცხოვრებას.

 

ბიოგრაფია 

ლილიანა კავანი (დაიბადა 1933 წლის 12 იანვარი, კარპი, იტალია) არის იტალიელი კინორეჟისორი და სცენარისტი. მისი პროფესიული კარიერა  ტელევიზია RAI-სთვის დოკუმენტური ფილმების გადაღებით დაიწყო (1961-1965 წლებში), მათ შორის დოკუმენტური სერიალი  „მესამე რაიხის ისტორია“.

კავანიმ პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი გადაიღო  ტელევიზიისთვის 1966 წელს ფრენსის ასიზელზე (Francesco d'Assisi), რომელიც გავიდა ორ ნაწილად. კავანიზე დიდი გავლენა მოახდინა როსელინის სტილმა და პაზოლინის ფილმებისთვის დამახასიათებელმა ატმოსფერომ. შექმნილი პოლიტიკური არეულობის პერიოდში ეს ფილმი უნდა გამხდარიყო არაორთოდოქსული კათოლიციზმის ერთგვარი მანიფესტი.

კავანი იტალიის ფარგლებს გარეთ არ იყო ცნობილი 1974 წლამდე, როდესაც გადაიღო თავისი ცნობილი ფილმი ღამის პორტიე (Il portiere di notte), რომელიც რჩება ფილმად, რომლითაც ის ყველაზე კარგად ახსოვთ. მისი ფილმები მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კინოფესტივალში. „დროის წესრიგი“  მისი ბოლო ფილმია, რომლის პრემიერა შედგა ვენეციის კინოფესტივალზე 2023 წელს

 

see more

close

სრულყოფილი ციფრები

 პოლონეთი/ისრაელი/იტალია, 2022; 87 წთ.

 

რეჟისორი: კრშიშტოფ ზანუსი

პროდიუსერი: ზბიგნევ დომაგალსკი, 

ფელიჩე ფარინა, პაოლო მარია სპინა

სცენარისტი: Krzysztof Zanussi

ოპერატორი: პიოტრ ნიემისკი

რედაქტორი: მილენია ფიდლერი

როლებში: ანდჟეი სევერინი, იან მარჩევსკი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ქშიშტოფ ზანუსი 1939 დაიბადა ვარშავაში. არის დოკუმენტური და მხატვრული ფილმების რეჟისორი.  მას დამთავრებული აქვს ვარშავის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, კრაკოვის იაგელონიიის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და ლოძის კინო აკადემია (1966). იგი მოყვარული რეჟისორია. მისმა სადიპლომო ნამუშევარმა -  „პროვინციელის სიკვდილი“ - პრიზები მოიპოვა ვენეციაში, მანჰაიმში, ვალადოლიდსა და მოსკოვში (1967). სხვა ადრეული სატელევიზიო ნამუშევრებიდან სან რემოში გრან-პრი აქვთ მიღებული ფილმებს - „გვერდითა კარი“ (1971) და „ჰიპოთეზა“ (1973). იგი ყველა თავისი ფილმის თანაავტორი და სცენარისტია. ადრეული მხატვრული ფილმებიდან აღსანიშნავია „კრისტალის აგებულება“ (1969), რომელმაც მარ დე პლატაში გაიმარჯვა. „ოჯახური ცხოვრება“ (1971) - ჩიკაგოს, ვალადოლიდისა და კოლომბოს ფესტივალების გამარჯვებული; „გასხივოსნება“ (1973) - ლოკარნოს ფესტივალის გრან-პრი და გდანსკის ფესტივალის ჯილდო.  ასევე, ხაზგასასმელია ფილმები - „კვარტალური ბალანსი“ (1975), „კამუფლაჟი“ (1977) და „სპირალი (1978).

 

სინოფსისი

რა აძლევს ცხოვრებას აზრს: წარმატება თუ სიყვარული? ამ დილემის წინაშე დგანან იოაკიმე, რომელიც სიცოცხლის დასასრულს უახლოვდება და ახალგაზრდა მათემატიკური გენიოსი, დავითი. ფილმში ზანუსი უბრუნდება თავისი ნამუშევრების ცენტრალურ თემებს, რომლებიც განხილულია ისეთ კლასიკაში, როგორიცაა "კრისტალური სტრუქტურა" და "ნათება". პასუხები, რომელსაც ამჯერად ის იძლევა არაა ნათელი. ახალგაზრდა მათემატიკოს-ფიზიკოსი ჩაძირულია თავის სამეცნიერო კვლევებში და საგნების სწავლებაში. იოაკიმე, ხანდაზმული ებრაელ-პოლონელი ბიძაშვილს, სურს დავითს დაუტოვოს სიცოცხლის განმავლობაში დაგროვილი სიმდიდრე. დავიდი უარს ამბობს ამ შეთავაზებაზე, რადგან მას სურს დარჩეს ღარიბი, მაგრამ ბედნიერი. ქალაქში, ვრცელდება ხმა, რომ დავითი ძალიან გამდიდრდა და ახალგაზრდა მკვლევარს გაიტაცებენ. 


 

see more

close

BIAFF - "ფოკუსი უკრაინა"

ჩვენ არ გავქრებით

უკრაინა, პოლონეთი, საფრანგეთი, 2023, 100 წთ.


რეჟისორი: ალისა კოვალენკო

სცენარის ავტორი: ალისა კოვალენკო

ოპერატორები: ალისა კოვალენკო, სერჰი სტეცენკო

მონტაჟი: მარინა მაიკოვსკავია

ხმა: მარია ნესტერენკო

პროდიუსერები: ვალერი კალმიკოვი, ოლეკსეი კობელევი, იანა კალმიკოვა

კოპროდიუსერები: კატარჟინა კუჩინსკა, ტომაშ მორავსკი, სტეფან სიოანი

კინო წარმოება: ტრუმენ პროდაქშენი, ჰაკა ფილმსი, ისტ როუდ ფილმსი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დაიბადა 1987 წელს, უკრაინაში, ქალაქ ზაპოროჟიეში. სწავლობდა დოკუმენტური კინოს რეჟისურას კიევში, კარპენკო-კარის უნივერსიტეტში და ვაიდას სახელობის სკოლაში, ვარშავაში, პოლონეთში. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის "ალისა საოცრებათა ომში" პრემიერა გაიმართა 2015 წელს, იდფას დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე. შემდეგი ფილმი, "სახლის თამაშები," ასზე მეტ ფესტივალზე აჩვენეს და არა-ერთი ჯილდოს მფლობელი გახდა. ალისა კიევის საერთაშორისო ფესტივალის "მოლოდისტის" დოკუმენტური ფილმების სელექციონერია. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წელს, მუშაობა დაიწყო ახალ ფილმზე "ვერ ჩაგვაქრობენ" ("my ne zgasnemo") და 4 თვე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მოხალისედ მსახურობდა. 


სინოფსისი

დონბასი, 2019 წელი. ჰაერში რუსეთის ახალი თავდასხმის სუნი დგას, მაშინ როცა,  წინა თავდასხმისგან შემორჩენილი იარაღის ხმა კვლავ ისმის შორიდან. სანამ ომი გაღვივდებოდა და მათ ოცნებებს საფრთხეს შეუქმნიდა, ხუთ თამამ უკრაინელ თინეიჯერს შანსი მიეცათ, გაიგონ თავისუფლების გემო ჰიმალაის ექსპედიციაში. თინეიჯერული ოდისეა და აპოკალიფსის ზღვარზე მყოფი დონბასის მეომარი ბავშვების საერთო სურათი.


 

see more

close

პაემანი

უკრაინა, 2023 წელი, 5 წთ


Director: Nadia Parfan

Screenplay: Nadia Parfan

Cinematography: Denys Melnyk

Editing:  Nadia Parfan

Sound Design:  Margaryta Kulichova

Sound:  Yevhenii Chaban

Production Manager:  Kyrylo Rybiantsev

Producers:  Iryna Kovalchuk, Ilia Gladshtein, Nadia Parfan

 

თრეილერის ნახვა

Biography

Born in Ivano-Frankivsk in 1986. The Ukrainian filmmaker and producer has a degree in cultural studies from the Kyiv-Mohyla Academy and in social anthropology from the Central European University in Budapest. From 2012 to 2013, she was a Fulbright Scholar at Temple University in Philadelphia. In 2015, she completed a documentary filmmaking course at the Wajda School in Warsaw. Her feature-length debut Heat Singers premiered at Visions du Réel in 2019 and was awarded Best Documentary by both the Ukrainian Film Critics Association and the Ukrainian Film Academy.


Synopsis

Kyiv in 2022. A car races at breakneck speed through the city at dawn. Filmed from a subjective camera angle in a single unedited shot, this contemporary remake of Claude Lelouch’s film C’etait un rendez-vous captures the emotions in a state of emergency caused by the war.

 

see more

close

ნაკუწები

Ukraine, 2023; 15 min.


Director: Igor Gavva

Cinematography: Denis Tokarev

Script: Igor Gavva

Cast: Arsalan Naimi, Matvii Diakiv, Elina Sukach, Dmytro Pustovoy, Danylo Tsvilikhovskyi, Konstantin Afanasyev, Serhii Hanzenko

Sound: Borys Liepshov

Editing: Igor Gavva

Production: Igor Gavva


 

თრეილერის ნახვა

Biography

Igor Gavva was born in 1987 in Moldova. He got a professional education at Kyiv Municipal Academy of Variety and Circus Arts in Ukraine. He performed as a circus artist at international festivals, television and circus shows. Having finished his career as an artist, Igor turned to film directing. In 2022, together with a team of students and independent filmmakers, he created his short film « Shreds », which was shot three days before the start of a full-scale war in Ukraine.  


Synopsis

Two brothers in Donbas, younger Kolya and older Kostya, have a different view of what is going on and what each of them should do next. Kolya backs the rebellion. Regardless of the punishment and risks, he regularly protests against the war in the centre of his hometown and, because of it, he is regularly interrogated by the secret service. Kostya is the practical one. He wants both brothers to leave the region, find work and perspectives for a better future. The tension between them is escalating, even more so because the conflict about the war is not the only one dividing them. ‘Shreds’ shows Russia’s war against Ukraine from a less obvious and more personal perspective that the one presented by the media every day.


 

see more

close

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30

BIAFF ვიდეო თრეილერი

ახალი ამბები

24 Sep

BIAFF 2023 ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები

ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდა. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006...

11 Sep

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის კინოსეანების განრიგი

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  კინოსეანების  განრიგი ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდება....

10 Sep

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა  ბათუმის მე-18 საერთაშორისო...

18 Apr

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.XVIII BIAFF კინოფესტივალი 2023 წლის...