BIAFF მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი

ოცნებების ციხესიმაგრე

ირანი, 2019 წ., 86 წთ.

 

რეჟისორი/პროდიუსერი/მონტაჟი: რეზა მირკარიმი
სცენარის ავტორები: მოჰსენ ღარაეი, მოჰამად დავუდი
იდეის ავტორი: რეზა მირკარიმი
აღმასრულებელი პროდიუსერი: მოჰამად  მირკარიმი
დამდგმელი ოპერატორი: მორტეზა ჰოდაიე
მუსიკა: ამინ ჰონარმანდი
ხმა: საიდ ბოჯნურდი
მონაწილეობენ: ჰამედ ბეჰდადი, ჟილა შაჰი, აზადე ნობაჰარი, ნიუშა ალიპური, იუნა ტადაიონი, აკბარ აიენი 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

რეზა მირკარიმი 1967 წელს თეირანში დაიბადა და გრაფიკულ და სახვით ხელოვნებათა უნივერსიტეტი დაამთავრა. კინოსამყაროში მოღვაწეობა 1987 წელს მოკლემეტრაჟიანი ფიმებით დაიწყო, შემდეგ კი ახალგაზრდებზე გათვლილი ორი ტელესერიალი გადაიღო. მისმა სრულმეტრაჟიანმა ფილმმა „ბავშვი და ჯარისკაცი“ (1999) რამდენიმე ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოები მიიღო, მათ შორის: „ოქროს პეპელა“ ისფაჰანის ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო კინოფესტივალზე; Montgolfiere d'Argent სამი კონტინენტის 2000 წლის ფესტივალზე ნანტში, საფრანგეთში; ასევე, 2001 წელს „ოქროს ფეხსაცმელი“ ბავშვთა და მოზარდთა კინოფესტივალზე ზელინში, ხორვატიაში. მისმა მეორე სრულმეტრაჟიანმა ფილმმა „მთვარის შუქზე“ „კრიტიკოსთა კვირის“ რიგით მე-40 დაჯილდოებაზე საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ჯილდო დაიმსახურა. ასევე, 2001 წელს ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე - ჟიურის საგანგებო ჯილდო. სრულმეტრაჟიანმა ფილმმა „ასეთი მარტივი“ 2008 წელს მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე წმ. გიორგის სახელობის ოქროს ჯილდო მიიღე. მისი სამი ფილმი ირანის სახელით „ოსკარზე“ გაიგზავნა: „ძალიან ახლოს, ძალიან შორს“, „შაქრის ნატეხი“ და „დღეს“. 2016 წელს ფილმმა „ქალიშვილი“ მოსკოვის კინოფესტივალზე არაერთი ჯილდო მიიღო. მირკარიმის უახლესი ფილმი „ოცნებების ციხე-სიმაგრე“ 2019 წლის შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმის, საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო მსახიობის კატეგორიების გამარჯვებული გახდა. 

 

სინოფსისი

 
სანამ დედა სასიკვდილო დაავადებით საავადმყოფოშია, დიდი ხნის წინ გაუჩინარებული მამა ბრუნდება. მამა აღელვებულია, ორჭოფობს, მაგრამ სხვა გზა არ აქვს: თავისი ვაჟი და ქალიშვილი უნდა წაიყვანოს. თუმცა სად უნდა წავიდეს, როდესაც დედის მიერ ბავშვებისთვის დახატული, ოცნებების ციხე-სიმაგრე არ აუშენებია?


 

see more

close

მბრძანებლის ხმა

უნგრეთი, კანადა, საფრანგეთი, შვედეი, აშშ; 2018 წ., 108 წუთი

 

რეჟისორი: გიორგ პალფი

სცენარისტები: გიორგ პალფი, გერგო ნაგი, სოფია რუტკაი

მსახიობები: საბა პოლგარი, პეტერსონ ერიკი, დიანა კისი, ანჯელო ცარუჩასი, ადამ ფეკეტე, ილდიკო ბანსაგი 

გაყიდვები: უნგრეთის ეროვნული კინოფონდი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

გიორგ პალფი 1974 წელს ბუდაპეშტში დაიბადა. 1987 წელს ექსპერიმენტული ფილმების გადაღება დაიწყო. საერთაშორისო ყურადღება მიიქცია სრულმეტრაჟიანი ფილმით „სლოკინი“, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორია. ფილმმა ევროპული კინოაკადემიისგან წლის აღმოჩენის ჯილდო მიიღო, ასევე - კოტბუსში საგანგებო კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციისგან საგანგებო მოხსენიება. მისი მეორე ფილმი „ტაქსიდერმია“ უჩვეულობითა და ძალადობით გახდა ცნობილი. „ტაქსიდერმია“ კანზე Un Certain Regard-ის ფარგლებში აჩვენეს და სანდენსის ინსტიტუტისა და NHK-ის ჯილდოს მფლობელი გახდა, როგორც საუკეთესო ევროპული კინოპროექტი. მისი უახლესი ფილმი „დასკვნითი მონტაჟი: ქალბატონები და ბატონები“ კანის კლასიკურ სექციაში იქნა ნაჩვენები. ფილმა „თავისუფალი ვარდნა“ კარლოვი ვარის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურის პრიზი მოიპოვა. ბოლო ფილმის „მბრძანებლის ხმა“ პრემიერა ტოკიოს კინოფესტივალზე გაიმართა. 

 

სინოფსისი

პეტერი, უნგრელი ჟურნალისტი, დოკუმენტურ ფილმში კაცს ამჩნევს, რომელსაც დიდი ხნის წინ დაკარგულ მამას ამსგავსებს. 1970 წელს კომუნისტური უნგრეთიდან გაიქცა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. პეტერი აშშ-შ მის საძებნად მიემგზავრება. მოვლენათა სერიის შედეგად, კოსმოსური ხმების საიდუმლო კვლევას ფარდა ეხდება. უნგრეთის ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორი გიორგი პალფის  ფილმის სიუჟეტი  პოლონელი საკულტო მწერლის, სტანისლავ ლემის წიგნს ეფუძნება. 

 

see more

close

გულგრილად ლამაზი

თურქეთი, 2019 წ., 94 წუთი

  

რეჟისორი: ქივანჩ სეზერი

 

სცენარის ავტორი: ქივანჩ სეზერი

 

დამდგმელი ოპერატორი: ჰათიფ ქარაბუდაქი

 

მუსიკა: ჩან საქა, თურგუთ მავუქი

 

მონტაჟი: სელდა თაშქინი

 

დამდგმელი მხატვარი: ალჯესთე ვეგნერი, რეიჰან აჯარი

 

მონაწილეობენ: ალიჩან იუჩესოი, ბაშაქ ოზჯანი

 

პროდიუსერები: ქანათ დოღრამაჯი, ქივანჩ სეზერი, თოლგა ქარაჩელიქი

 

წარმოება: Asteros Film

 

თანაწარმოება: Zebra Productions, Karacelik film, Işık Sanat, Bando post

 

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ქივანჩ სეზერი 1982 წელს თურქეთის ქალაქ ანკარაში დაიბადა. უნივერსიტეტში საინჟინრო სპეციალობა შეისწავლა, შემდეგ კი იტალიაში კინორეჟისურის კარიერა დაიწყო. ბოლონიის პრესტიჟულ სასწავლებელში მონტაჟს ორი წლის განმავლობაში სწავლობდა. იქ არაერთ მნიშვნელოვან რეჟისორს შეხვდა, რომლებიც მისი შთაგონების წყაროდ იქცნენ. 2009 წელს მშობლიურ თურქეთში დაბრუნდა, როგორც ტელეპროექტებისა და დოკუმენტური ფილმების მონტაჟის ავტორი. გარდა ამისა, რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, რომლებიც არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს. „მამაჩემის ფრთები“ მისი პირველი სარეჟისორო, სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. პრემიერა 2016 წელს კარლოვი ვარიზე გაიმართა.  

 

სინოფსისი

ონური ფარმაცევტული კომპანიის მენეჯერის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. უმუშევრობა დიდად არ აწუხებს, თუმცა მის ცოლ ბაჰარზე ამავეს ვერ ვიტყვით. ონური მას არ უსმენს. ცოლის მღელვარებისა და გარესამყაროს მიმართ გულგრილია. ურჩევნია, ზებრების გარემოცვაში იყოს. დრამა აბსურდული კომედიის ელემენტებით არც ისე სასაცილო საკითხს ეხება: პირადულ კრიზისს, რომელიც ქორწინებაზე გავლენას ახდენს. 

 

see more

close

სეზონის დასასრული

გერმანია/აზერბაიჯანი/საქართველო, 2019 წ., 94 წუთი

 

რეჟისორი: ელმარ იმანოვი
სცენარის ავტორები: ანარ იმანოვი, ელმარ იმანოვი
დამდგმელი ოპერატორი: ბერტა ვალინ ესკოფეტი, დრის აჟარი
მონტაჟი: იოსებ „სოსო“ ბლიაძე
ხმის დიზაინი: იაშა ვიელი, ჰოლგერ ბაფი
ხმის მიქსინგი: იაშა ვიელი
მონაწილეობენ: რასიმ ჯაფაროვი, მირმოვსუმ მირზაზადე, ზულფია ქურბანოვა

მუსიკა: ჯამალ ალი, ფირუდინ ალაჰვერდი
პროდიუსერი: ევა ბლონდიაუ
თანაპროდიუსერები: მუშფიგ ჰატამოვი, COLOR OF MAY, დრის აჟარი, ნინა ფრეი, ანარ იმანოვი, ბერტა ვალინ ესკოფეტი, ჯონას თომა, სიტარა იბრაჰიმოვა, რასიმ ჯაფაროვი, ზულია გურბანოვა, მირმოვსუმ მირზაზადე
წარმოება: COLOR OF MAY 

 თანაწარმოება: Azerbaijanfilm, COLOR OF MAY, AzhariFrey

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

აზერბაიჯანში დაბადებული კინორეჟისორი ელმარ იმანოვი (1985) ამჟამად კოლონში ცხოვრობს, სადაც კიოლნის საერთაშორისო კინოსკოლაში სარეჟისორო ხელოვნება შეისწავლა. მისი სადიპლომო ნამუშევარი „მეკუბოვის საქანელა“ 120-ზე მეტ კინოფესტივალზე აჩვენეს და მსოფლიოში 42 ჯილდოს მფლობელი გახდა, მათ შორის - სტუდენტური „ოსკარის“. მომდევნო მოკლემეტრაჟიანი ფილმის „გაგლეჯილი“ (2014) პრემიერა კანში რეჟისორთა ორკვირეულზე გაიმართა. ორივე ფილმის პროდიუსერია ევა ბლონდიაუ, რომელთან ერთადაც იმანოვმა დააფუძნა კომპანია COLOR OF MAY. 

 

სინოფსისი

აზერბაიჯანული ოჯახი ინციდენტითაა შეძრული. მამა სამირი, დედა ფიდანი და მათი 18 წლის შვილი მაჰმუდი ოჯახის დამოუკიდებელი წევრების შთაბეჭდილებას ტოვებენ, თუმცა სრული დამოუკიდებლობა ზოგჯერ გაუცხოებას, ურთიერთგაგებისა და თანაგრძნობის ნაკლებობას იწვევს. სანაპიროზე ოჯახის გამგზავრება მოლოდინს არ ამართლებს. 

 

see more

close

სამი დის ზღაპარი

თურქეთი / გერმანია, 2019; 108 წთ.

 

ფილმის რეჟისორი / სცენარისტი: ემინ ალპერი

ოპერატორი: ემრე ერკმენი

მონტაჟი: ჩიჩეკ კარამანი

მუსიკა: გიორგოს პაპაიოანუ, ნიკოს პაპაიოანუ  

როლებში: ჩემრე ებუზზია, ეჩე იუკსელი, ჰელინ კანდემირი, მუფიტ კაიაჩანი

პროდიუსერი: ნადირ Öperli, Muzaffer Yıldırım

წარმოების კომპანია: Liman Film, NuLook წარმოება

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

სამი და – რეჰანი, ნურჰანი და ჰავვა – გარკვეული პერიოდის განშორების შემდეგ შორეულ მთიან სოფელში ხვდებიან ერთმანეთს, სადაც ისინი მამასთან გაიზარდნენ. ისინი მრავალი წელი ქალაქში ცხოვრობდნენ (ერთ-ერთი გაშვილებული იყო, ხოლო მეორე კი მოახლედ მუშაობდა).  სამივეს სურვილია, რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ ქალაქში.  ამის მიღწევა  კი დამოკიდებულია მათი სოლიდარობის, კონკურენციის ტაქტიკაზე და ასევე მათ გარშემო მყოფი მამაკაცების  - მამის, მამობილის და რეიჰანის ქმრის გადაწყვეტილებებზე.

 

ბიოგრაფია

ემინ ალპერი 1974 წელს, თურქეთში, ქ. ერმენეკში დაიბადა. ის სწავლობდა ეკონომიკასა და ისტორიას სტამბოლის ბოგაზჩის უნივერსიტეტში და აქვს მეცნიერებათა დოქტორის წოდება თურქეთის თანამედროვე ისტორიაში. მისი სადებიუტო მხატვრული ფილმი „გორაკებს მიღმა“ ნაჩვენები იყო ბერლინალეზე (2012) სადაც მან მიიღო კალიგარის ფილმის პრემია. მისი მეორე ფილმის Frenzy პრემიერა კი შედგა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე და მოიპოვა  ჟიურის სპეციალური პრიზი. ის ასევე ასწავლის თანამედროვე ისტორიას სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტში. 


 

see more

close

და იქმნა ნათელი

სლოვაკეთის რესპუბლიკა / ჩეხეთის რესპუბლიკა, 2019 წ., 93 წუთი

 

რეჟისორი: მარკო სკოპი

მონაწილეობენ: მილან ონდრიკი, ფრანტიშეკ ბელეში, ზუზანა კონეჩნა, ლუბომირ პაულოვიჩი, კატარინა კორმანაკოვა, მაქსიმილიან დუშანიჩი, დანიელ ფიშერი, ცონგორ კასაი

სცენარის ავტორი: მარკო სკოპი

დამდგმელი ოპერატორი: იან მელიში

ხმა: იან ჩენეკი

მონტაჟი: ფრანტიშეკ კრაჰენბილი

მუსიკა: დევიდ სოლარი, ოსკარ როზა

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

მარკო სკოპი (დაბადებული 1974 წელს) სლოვაკეთის ქალაქ ბრატისლავაში ჟურნალისტიკისა და კინორეჟისურის ფაკულტეტი გაიარა. მისმა სრულმეტრაჟიანმა, დოკუმენტურმა, სარეჟისორო დებიუტმა „სხვა სამყაროები“ (2006) კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის საგანგებო მოხსენიება დაიმსახურა. მარკო სკოპი იურაი ლეჰოცკის ფილმის „ბრმა სიყვარულები“ სცენარის კონსულტანტი და პროდიუსერი იყო. ამ ფილმის პრემიერა კანში გაიმართა,   და 2008 წელს CICAE-ს საავტორო კინოჯილდო აიღო. ფილმის „ევა ნოვა“ (2015) პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც კინოკრიტიკოსთა ჯილდო მოიპოვა. „და იქმნა ნათელი“ (2019) კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალისთვის შეირჩა. 

 

სინოფსისი

მილანს  სამი შვილი ჰყავს და გერმანიაში მშენებლობაზე მუშაობს, რათა სლოვაკეთში ოჯახი არჩინოს. საშობაოდ სახლში დაბრუნებული მილანი იგებს, რომ მისი უფროსი ვაჟი ადამი პარამილიტარისტული, ახალგაზრდული ჯგფის წევრია. ბიჭი თანაკლასელის ჩაგვრასა და სიკვდილშია გარეული. მამამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს. ამ პროცესში, თავის ცოლთან ერთად, სიმართლეს არკვევს ვაჟის, მათი ოჯახის, საკუთარი თავისა და გარშემომყოფი საზოგადოების შესახებ.

 

see more

close

სატყუარა

დიდი ბრიტანეთი, 2019 წელი; 89 წთ.

 

რეჟისორი: მარკ ჯენკინი

პროდიუსერი: ქეით ბაიერსი, ლინ ვაიტი

რედაქტორი: მარკ ჯენკინი

სცენარის ავტორი: მარკ ჯენკინი

ოპერატორი: მარკ ჯენკინი

ხმა: დენ ტომპსონი

მუსიკა: თეა გილმორი, მალარკი, გვენნო

როლებში: ედუარდ როუ, სიმონ შეფჰერდი, მერი ვუდვინი, ჯაილს კინგი, ქლოე ენდეანი, ჯორჯია ელერი, ისააკ ვუდვინი, იოანე ჯაკობსი

 

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

მარკ ჯენკინი დაიბადა 1976 წელს. 1997 წლიდან მას გადაღებული აქვს 50-ზე მეტი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. 2012 წელს მარკმა დაწერა "Silent Landscape Dancing Grain 13 Film Manifesto", რომელიც მოიცავს 13 წესს, რომელსაც იგი საკუთარი ფილმების გადაღებისას მისდევს. მისი უახლესი ფილმი „სატყუარა“ ბერლინალეს კინოფესტივალზე იქნა ნაჩვენები.  

  

სინოფსისი 

შავი და თეთრი, 16 მმ. კამერით გადაღებული ფილმი უნიკალური ნამუშევარია.   ფილმის მოქმედება თანამედროვე  სოფელში ხდება უკმაყოფილო მეთევზე მარტინს, რომელიც გემის შეძენას ცდილობს. ამასთან ოჯახურ შიდა პრობლემებთან და ქალაქში ლონდონიდან ფულის შემოდინების, Airbnb-ისა და ქალაქის წვეულებების შემოტევის გამკლავება უწევს. ზაფხულის სეზონზე ადგილობრივ მოსახლეობასა და ჩამოსულებს შორის დაძაბულობას მატულობს, რაც ტრაგიკულ შედეგებს იწვევს

 

 

see more

close

დღის სასიამოვნო დასასრული

პოლონეთი, 2019; 96 წთ.

 

რეჟისორი: იაცეკ  ბორცუხი

სცენარის ავტორები: იაცეკ  ბორცუხი, შცეფან ტუარდოჩი

ოპერატორი: მიშალ დიმეკი

კომპოზიტორი: დენიელ ბლუმი

მონტაჟი: პრზემისლავ ჩრუშციელევსკი

პროდიუსერი: მარტა ჰაბიორი

როლებში: კრისტინა იანდა, კასია სმუტნიაკი, ვინსენტ რიოტა, ანტონიო კატანია, ლორენცო დე მური, რობინ რენუჩი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

იაცეკ ბორცუხი დაიბადა პოლონეთში 1970 წელს. ის არის რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი. ვარშავის უნივერსიტეტში მან ფილოსოფიის, ხოლო ვარშავის თეატრალურ აკადემიაში სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. მისი ფილმი“მთელი ეს სიყვარული“ (2009) ბუსანის, როტერდამის და სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალებზი იყო ნაჩვენები,  მისმა ფილმმა Lasting (2013) სანდენსის კინოფესტივალზე მსოფლიო კინოს მხატვრული ფილმების კონკურსზე კინემატოგრაფიის ჯილდო მოიპოვა 2013 წ. 

 

სინოფსისი

მარია ლინდე ნობელის პრემიის ლაურეატი პოლონელი ებრაელია, რომელიც ტოსკანაში (იტალია) ცხოვრობს, სადაც თავისი ოჯახურ ვილაში სითბოთი და ქაოსითაა გარემოცული. მარიას ახალგაზრდა ეგვიპტელ მამკაცთანაც ააქვს ფლირტი. რომში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ,  მარია არ აყვება ისტერიულ შიშსა და ანტი-ემიგრაციულ სენტიმენტებს რომელიც სწრაფად იჩენს თავს  საზოგადოებაში. ადგილობრივი ჯილდოს გადაცემის დროს, თავის საჯარო გამოსვლაში ის გადაწყვეტს, რომ თამამად გააკრიტიკოს ევროპული დემოკრატია.  თუმცა არ აღმოჩნდება მზად იმ საჯარო თუ პირადი პრობლემებისთვის,  რაც მის  გამოსვლას და კომენტარებს მოყვება. 

 

see more

close

ბიუზჰალტერი

გერმანია/აზერბაიჯანი, 2018 წ., 90 წუთი.

 

რეჟისორი: ვეიტ ჰელმერი
სცენარის ავტორი: ვეიტ ჰელმერი, ლეონი გეისინგერი
დამდგმელი ოპერატორი: ფელიქს ლაიბერგი
მონტაჟი: ვინსენტ ასმანი
ხმა: ჯულიან კროპი
მონაწილეობენ: მიკი მანოილოვიჩი, პაზ ვეგა, ჩულფან ხამატოვა, დენის ლავანტი, მაია მორგენშტერნი
მუსიკა: სირილ მორინი 
პროდიუსერები: ვეიტ ჰელმერი, შირინ ჰარტმანი, ციაკო აბესაძე
წარმოება: Veit Helmer – Filmproduktion
თანაწარმოება: SR, SWR და NDR

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


ვეიტ ჰელმერმა თავისი პირველი ფილმი 14 წლის ასაკში გადაიღო. ბერლინის კედლის დანგრევამდე სამი თვით ადრე დასავლეთ გერმანიიდან აღმოსავლეთში გადავიდა, რათა ერნსტ ბუშის დრამატული ხელოვნებას აკადემიაში სარეჟისორო ფაკულტეტზე ესწავლა. 1991-1996 წლებში მიუნხენის კინოაკადემიაში სწავლობდა. მისი ფილმები (Tuvalu, Absurdistan, Baikonur) არაერთ ფესტივალზე იქნა წარმოდგენილი, მათ შორის ბერლინის, კანის, ვენეციისა და სანდენსის ფესტივალებზე. ჯამში, მისმა ნამუშევრებმა 180-ზე მეტი ჯილდო დაიმსახურა. 

 

სინოფსისი

 

მატარებლის მძღოლი ნურლანი პენსიაზე გასვლამდე ბაქოსკენ უკანასკნელად მიემართება. ქალაქის უბნებში გამავალი მისი მატარებელი სარეცხის თოკიდან ლურჯ ლიფს ააწყვეტს. მარტოსული არსებობიდან თავის დაღწევის მიზნით, ნურლანი თავის ცხოვრებაში ყველაზე ამაღელვებელი თავგადასავლის გზას ადგება: ლამაზი ლიფის მფლობელი უნდა იპოვოს. ბაქოში პატარა ოთახს იქირავებს და ძიებას იწყებს. თავდადებული ნურლანი ლიანდაგების გაყოლებაზე მდებარე ყველა სახლის კარზე აკაკუნებს. ქალები, რომლებსაც ხვდება, სახლებში სხვა მიზნით უშვებენ, თუმცა ნურლანის „პროექტი“ მათ ქმრების ყურადღებასაც იპყრობს. საქმე რთულდება, თუმცა ნურლანი არ ნებდება და ყველა ქალს არწმუნებს, რომ ლიფი მოიზომონ.  


 

see more

close

სიცარიელე

ფინეთი, 2018; 97 წთ.

 

რეჟისორი/სცენარისტი: ალექსი სალმენპერა

ოპერატორი: პიეტარი პელტოლა, პიტერ ფლინკენბერგ, ჰეიკი ფარმი   

ხმა: ტუომას კლაავო

მონტაჟი: სამუ ჰეიკკლა  

მუსიკა: ვილე ტანტუ

მსახიობები:  ლაურა ბირნი, ტომი კორპელა, ჰანნუ-პეკკა ბიორკმან, მატლეენა კუუსნიემი, კაიჯა პაკარინენი, კარი ჰეისკანენი 

პროდიუსერი:ალექსი სალმენპერა  

პროდუსერული კომპანიები: Bufo, Sahadok

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ალექსი სალმენპერა ერთ – ერთი ყველაზე აღიარებული ფინელი კინორეჟისორია, რომლის ფილმები მრავალ საერთაშორისო კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები -  ბერლინალე (ცუდი ოჯახი, 2009), Hot Docs  ფესტივალი (Alcan Highway, 2013) და სან სებასტიანი (მამაკაცის სამუშაო 2007). მან მოიგო Jussi პრემია საუკეთესო რეჟისორისთვის distractions (2105), ხოლო ფილმი „მაღარო“ (2016) ნომინირებული იყო  საუკეთესო საუკეთესო სკანდინავიური ფილმის ნომინაციაზე  გოტენბურგის კინოფესტივალზე. 

 

სინოფსისი

ეეროს  კარიერა, როგორც მწერლის ქვემოთ მიექანება.  ის ვერ ახერხებს ახალი რომანის დაწყებას. ამბიციური მსახიობი პიჰლა საერთაშორისო არენაზე აპირებს გასვლას. არც ერთ მათგანს არ სურს საკუთარი კარიერის გაწირვა, მიუხედავად იმისა, რომ მათი ურთიერთობა უარესდება. „სატყუარა“ არის ტრაგიკული და საზარელი კომედია-დრამა წარმატების  ფასსა და და წარუმატებლობის ტკივილზე, და იმ სიტუაციებზე, როდესაც თქვენი პარტნიორი უბრალოდ ვერ იღებს არსებულ რეალობას. 

 

see more

close

BIAFF დოკუმენეტური ფილმების საერთაშორისო კონკურსი

მოსავალი

საქართველო, 2019; 70 წთ.

 

რეჟისორი: მიშო ანთაძე

კინემატოგრაფი: ალექსანდრე გირავი

ხმა: ნათია გულიაშვილი

რედაქტირება: მიშო ანთაძე, დაპნე როზენტალი

პროდიუსერები: მელისა დემეტრასი, Pantheon Pictures (აშშ); ნათია გულიაშვილი, Cinemark (საქართველო)

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

მიშო ანთაძე დაიბადა 1993 წელს ქ. თბილისში. 2011 წელს ის გაემგზავრა კალიფორნიაში კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტში კინოსა და ვიდეო ხელოვნების შესასწავლად (CalArts). 2014 წელს მისი ფილმის "ამხანაგ გელოვანის მრავალი სახეობა" პრემიერა გაიმართა ვენის კინოფესტივალზე. მიშომ 2015 წელს დაამთავრა CalArts და განაგრძო მუშაობა აშშ–ში მომდევნო ორი წლის განმავლობაში, როგორც რედაქტორმა, თარჯიმანმა და რეჟისორმა.

სრულმეტრაჟიანი სადებიუტო დოკუმენტური ფილმის „მოსავლის“ წარმოების დასრულების შემდეგ, ანთაძე საცხოვრებლად ამსტერდამში გადავიდა, სადაც ამჟამად ნიდერლანდების კინოაკადემიის სამხატვრო კვლევების პროგრამაშია ჩართული. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნაჩვენები იყო არბორის კინოფესტივალზე, ბრიუსელის არეში და სხვა.

 

სინოფსისი

კახეთის სოფლის მეურნეობის რეგიონში კრიპტოვალუტის „ოქროს ციებცხელებაა“. ფილმი მიჰყვება ელექტროენერგიის ნაკადს ელექტროსადგურიდან კომპიუტერებამდე, რომელიც კრიტპოვალუტას აწარმოებენ. დრონი დაფრინავს ვენახების თავზე, ძროხები ძოვენ სატელეკომუნიკაციო კოშკის გასწვრივ, ადამიანები და მანქანებიც  თავის სამუშაოს ასრულებენ. ფილმი გვიჩვენებს თუ როგორ იკარგება საზღვრები ინტერნეტ ეპოქაში ბუნებრივს და ვირტუალს შორის.

 

see more

close

როცა ხურმები იზრდებოდნენ

აზერბაიჯანი/ავსტრია, 2019 წ., 118 წთ.

 

რეჟისორი: ჰილალ ბაიდაროვი

სცენარის ავტორი: ჰილალ ბაიდაროვი

დამდგმელი ოპერატორი: ჰილალ ბაიდაროვი

მონტაჟი: ჰილალ ბაიდაროვი

პროდიუსერები: ჰილალ ბაიდაროვი, მაევა რანაივოიაონა, გეორგ ტილერი 

წარმოება: Subobscura Films, Ucqar Film (აზერბაიჯანი)

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ჰილალ ბაიდაროვი 1987 წელს აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში დაიბადა. სკოლის პერიოდში, 2004 და 2005 წლებში მათემატიკის ეროვნულ კონკურსში გაიმარჯვა. 2011 წელს ტაილანდში ინფორმატიკის ოლიმპიადაზე აზერბაიჯანის გუნდში ლიდერობდა. კომპიუტერულ მეცნიერებათა მაგისტრატურის შემდეგ სარაევოში, ბელა ტართან კინორეჟისურის შესასწავლად წავიდა. 2018 წელს მისი სადებიუტო ფილმის „უსახელო ბორცვების“ პრემიერა მონრეალის კინოფესტივალზე გაიმართა. იმავე წელს ფილმისთვის „დაბადების დღე“ სარაევოს კინოფესტივალზე დოკუმენტალისტიკის ტალანტის ჯილდო მიიღო. „როცა ხურმები იზრდებოდნენ“ ბაიდაროვის მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომლის პრემიერა Visions du réel   კინოფესტივალზე გაიმართა. 

 

სინოფსისი

​სახლში, სადაც დროის ქვიშა აზერბაიჯანის სოფლის ხმათა რიტმში იყრება, დედა თავის ვაჟს ელოდება. შვილის მოსვლის შემდეგ მათი დიალოგი ეგზისტენციურ საკითხებისა და შორეული სიახლეების გარშემო ტრიალებს. დედა-შვილი ერთმანეთს უახლოვდება, დუმილს სიტყვები არღვევს და მათ შორის სიცოცხლე იღვიძებს. შვილი მიდის, ზამთარი ისადგურებს ძველ სახლში, სადაც   წარსული და აწმყო კი ერთი და იმავე საათის რიტმზე ძგერს. 


 

see more

close

კინომექანიკოსი

უკრაინა / პოლონეთი, 2019 წ., 72 წუთი.

 

რეჟისორიიური  შილოვი

დამდგმელი ოპერატორები: იური შილოვი, მატეუშ ვოიტინსკი

სცენარის ავტორი: იური შილოვი

მონტაჟი: იური შილოვი, მატეუშ ვოიტინსკი

მონაწილეობენ: იური შილოვი, სერაფიმ კუსაკინი, ილია ეჰოროვი

პროდიუსერი: გენადი კოფმანი, ოლჰა ბესხმელნიცინა 

წარმოება: MAGIKA FILM


 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

იური შილოვმა უკრაინის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის კარპენკო-კარის ეროვნული უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. მუშაობდა სრულმეტრაჟიან და დოკუმენტურ პროექტებზე. 2015 წელს მოკლემეტრაჟიანი ფილმი „წონა“ გადაიღო, რომელმაც VGIK-ის საერთაშორისო კინოფესტივალზე მაყურებელთა ჯილდო მოიპოვა. 2016 წელს მოკლემეტრაჟიანმა, დოკუმენტურმა ფილმმა „პანორამა“ უკრაინის საერთაშორისო კინოფესტივალზე სტუდენტური ჟიურის ჯილდო აიღო, კიევის კინოფესტივალზე - ჟიურის საგანგებო ჯილდო, მაყურებელთა ჯილდო; ოდესის კინოფესტივალზე - ჟიურის საგანგებო ჯილდო; გოგოლფესტზე - საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა. მისი ბოლო ნამუშევარია „კინომექანიკოსი“ (2019), რომლის პრემიერა  კარლოვი ვარის კინოფესტივალზე გაიმართა.

 

სინოფსისი

ვალენტინი 60 წელსაა გადაცილებული და ორმოცზე მეტი წელია, კიევის უძველეს კინოთეატრში მუშაობს. დასალევად და საცეკვაოდ წასასვლელად ბევრი ხვეწნა არ სჭირდება. ექსცენტრიული კაცი ასაკს არაფრად აგდებს. კინოსამყაროში ბედნიერად ცხოვრობს და ავადმყოფ დედას სიყვარულითა და იუმორის გრძნობით უვლის. თუმცა, როგორც სხვა ნებისმიერს, ცხოვრება მასაც ახალ დაბრკოლებებს უქმნის. ფილმი მხიარული, კომუნიკაბელური ვალენტინის პორტრეტზე მეტს გვთავაზობს. ნოსტალგიური თვალით დანახული წარსული მოხუცების სახითაა წარმოდგენილი, რომელთანაც ერთადაც ვალნტინი სვამს, კინოპროექტორი კი არ ჩერდება...


 

see more

close

სიყვარულის ავტომობილი

გერმანია, 2019 წ., 106 წუთი

 

რეჟისორი/სცენარის ავტორი: ელკე მარგარეტ ლერენკრაუზი

ოპერატორი: ქრისტოფ რორშაიდტი

მუსიკა: დაშა დაუენჰაუერი

ხმა: ჰენრიკ კორდესი

მონტაჟი: ელკე მარგარეტ ლერენკრაუზი

პროდიუსერი: ელკე მარგარეტ ლერენკრაუზი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ელკე მარგარეტ ლერენკრაუზი 1979 წელს დაიბადა. ის ბერლინში მცხოვრები კინორეჟისორი და ვიზუალური არტისტია. 2012 წელს წარჩინებით დაამთავრა კიოლნის მედიახელოვნების  აკადემია. 2003 წელს ლუცერნის ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის ვიდეოხელოვნების დიპლომი აიღო. მისი ფილმები და ნამუშევრები მსოფლიოს ფესტივალებზე, მუზეუმებსა თუ გალერეებში აჩვენეს. ასევე, არაერთი ჯილდო აიღო. „სიყვარულის ავტომობილი“ მისი სადებიუტო, სრულმეტრაჟიანი ფილმია. 

 

სინოფსისი

შებინდებისას გერმანიის სოფლებში,  კაშკაშა შუქებით გაფორმებული, ძველი VW-ის მინივენები გზატკეცილზე ჩამწკრივდებიან, რომელიც კარტოფილის მინდვრებსა და ბნელ ტყეებს შორის გადის. ამ მინივენებში აღმოსავლეთევროპელი და აფრიკელი მეძავები გამვლელ კლიენტებს ელოდებიან. ფილმი გვიჩვენებს ქალებს, რომლებიც ფულისა და უკეთესი ცხოვრების საძებნელად შორიდან მოვიდნენ. ერთ დღეს სიბნელეში ერთ-ერთ მეძავს კლავენ, რაც ყველაფერს ცვლის და ყველას მოქმედებისკენ უბიძგებს. ფილმი მოგვითხრობს მიკროკოსმოსზე, რომელიც გლობალიზებული კაპიტალიზმის გარეთ  მყოფ საზოგადოებას გვიხასიათებს.

 

see more

close

ჩრდილოეთის სული

დიდი ბრიტანეთი 2018 წ., 73 წთ.

  

რეჟისორი: შონ მაკალისტერი

დამდგმელი ოპერატორი: შონ მაკალისტერი

მუსიკა: ტერენს დანი

პროდიუსერი: ელჰუმ შაკერიფარი

აღმასრულებელი პროდიუსერები: ემა დატონი, რებეკა ჯოერინ-შარპი, იან შარპი

მონტაჟი: ჯონი ბერკი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

შონ მაკალისტერი, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი წარმატებული დოკუმენტალისტია. 1996 წ. მან დაამთავრა ეროვნული კინოსკოლისა და ტელევიზიის სასწავლებელი. რამდენიმე წარმატებული და მრავალი ჯილდოს მფლობელი სატელევიზიო დოკუმენტური ფილმების გადაღების შემდეგ დააარსა საკუთარი პროდიუსერული კომპანია Tenfoot Films, 2000 წ.

ადრეული ფილმებიდან წარმატების მიღწევამდე შეიძლება აღინიშნოს - სანდენსის ჟიურის ჯილდო - „ბაღდადის გათავისუფლება“ (2004), „იაპონია - სიყვარულისა და სიძულვილის ისტორია“ (2008) და ა.შ. შონის ფილმები დღემდე განაგრძობს მაყურებელში გაოცების და აღმაფრენის გამოწვევას. მისი ფილმები, ჩვეული ინტიმურობით და გულწრფელობით,  წარმოაჩენს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურ თუ პერსონალური კონფლიქტის პირობებში გადარჩენისთვის იბრძვიან.

2005 წელს  შონის შესანიშნავმა ფილმმა „ბაღდადის გათავისუფლება“, რომელიც ერაყელი პიანისტის, სამირ პეტერის შესახებ გადაიღო, ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა სანდენსის კინოფესტივალზე. მისმა ბოლო ორმა  ფილმმა „იძულებით რევოლუციონერი" (2012) და „სირიული სიყვარულის ამბავი“ (2015) მრავალ საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა წარმატება. 

 

სინოფსისი 

შონ მაკალისტერი მშბლიურ ქალაქ ჰალში ბრუნდება, როგორც „კულტურის ქალაქის“ ღონისძიებათა გახსნითი ცერემონიის დამდგმელი რეჟისორი. მაკალისტერი მოგვითხრობს ქალაქში მომხდარი ცვლილებების შესახებ, რაც საჯარო ხარჯების შემცირებამ და ბრექსიტმა გამოიწვია. ფილმი ადგილობრივ სტივ არნოტს წარმოგვიდგენს, რომელიც დღისით საწყობის გაჭირვებული მუშაა, საღამოობით კი - ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი და რომელსაც შემოქმედებითი ოცნება აქვს. 

„მშობლიურ ჰალში, სადაც ყველაფერი დავიწყე, სტივს ვუღებდი და ვფიქრობდი, შეძლებდა თუ არა, დაბრკოლებების მიუხედავად, შესაძლებლობების გამოყენებასა და უკეთესი ცხოვრების აწყობას. შესაძლებელია თუ არა ჰალის მსგავს ქალაქში სოციალური მობილობა? ამაში კულტურა რა როლს ასრულებს? რამდენ ხანს შეინარჩუნებს ოცნებას?“


 

see more

close

სამასთვის

გაერთიანებული სამეფო/აშშ 2019; 95 წუთი

 

რეჟისორები: ვაად ალ კატეაბი, ედვარდ უოტსი

დამდგმელი ოპერატორი: ვაად ალ კატეაბი

ხმა: ჯეზ სპენსერი

მონტაჟი: ქლოი ლემბორნი, საიმონ მაკმეჰონი

მუსიკა: ნაინიტა დესაი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ვაადი ალეპოს უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტია. სწავლის დასრულების შემდეგ „ორიენტ ტი-ვისა“ და „ალ არაბიაში“ მუშაობდა. ასევე, „ჩენელ 4 ნიუსისთვის“-ის, რომლისთვისაც პერიოდულად მუშაობს ხოლმე. ვაადის პირველი ფილმი „ჩენელ 4 ნიუსის“ ეთერში 2016 წლის დასაწყისში აჩვენეს. სულ რამდენიმე თვეში მისი რეპორტაჟები სირიიდან არხის ყველაზე ყურებადი რეპორტაჟები გახდა, რომლებიც მსოფლიოში 400 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.  

ედვარდ უოტსი „ემის“ მფლობელი და „ბაფტაზე“ ნომინირებული კინორეჟისორია, რომელმაც ოცზე მეტი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი შექმნა. ვაად ალ კატეაბთან ერთად ფილმი „სამასთვის
 (2019) გადაიღო. ამ ფილმმა ფესტივალზე SXSW „საუკეთესო დოკუმენტურის“ კატეგორიაში დიდი ჟიურის პრიზი და მაყურებელთა ჯილდო დაიმსახურა 2019 წლის მარტში, კანის კინოფესტივალზე კი  „ოქროს თვალის“ ჯილდო აიღო.

 

სინოფსისი

„სამასთვის“ ახალგაზრდა ქალის, ვაად ალ კატეაბის ცხოვრების გზას გვაჩვენებს. ის სირიის ქალაქ ალეპოს ხუთწლიანი რევოლუციის განმავლობაში სიყვარულს, ქორწინებასა და დედობას გამოცდის. ომის პერიოდში ქალის ცხოვრების მკაფიოდ ამსახველ ფილმში ვაადი შეუძლებელი არჩევანის წინაშე დგება: გაიქცეს თუ არა ქალაქიდან, რათა თავისი ქალიშვილი გადაარჩინოს? თუმცა წასვლა თავისუფლებისთვის ბრძოლის მიტოვებას ნიშნავს, რისთვისაც უკვე ბევრი რამ გაიღო.  

 

see more

close

ფორმანი ფორმანის წინააღდეგ

რეჟისორები: ელენა ტრეშტიკოვა, ჯაკუბ ჰეინა 

სცენარის ავტორი: ელენა ტრეშტიკოვა

დამდგმელი ოპერატორი: დავიდ სისარჟი

მონტაჟი: იაკუბ ჰეინა

პროდიუსერი: კატერინა ჩერნა

წარმოება: Negativ

თანაწარმოება: ჩეხეთის ტელევიზია, ARTE G.E.I.E, Alegria Productions

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ელენა ტრეშტიკოვა პრაღის საერთაშორისო კინოსკოლის დოკუმენტური ფილმის კათედრის კურსდამთავრებულია. მან 1974 წლის შემდეგ 50-ზე მეტი დოკუმენტური გადაიღო. ყურადღებას ადამენიბს ურთიერთობასა და სოციალურ საკითხებზე ამახვილებს. მისი სპეციალიზაცია ქრონოლოგიურ-დოკუმენტური ფილმებია, რომელთა გადაღებისას თავის გმირებს დროის დიდი მონაკვეთის განმავლობაში დაყვება. ელენა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ჩეხი დოკუმენტალისტია. კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ორჯერ გაიმარჯვა (1998 წ. - Sladke stoleti, 2015 წ. - Mallory). 2010 წელს ელენას „კატკამ“, პრიზი „ჩეხეთის ლომი“ დაიმსახურა, ხოლო „რენემ“ 2018 ევროპის კინოდაჯილდოებაზე გაიმარჯვა.  

 

იაკუბ ჰეინა 

მონტაჟისტი და რეჟისორი. 2001 წელს იაკუბმა საკუთარი კინოსტუდია დააფუძნა, სახელწოდებით Young-Film. ელენას არაერთ წარმატებულ, დოკუმენტური ფილმის მონტაჟზე იმუშავა („ქორწინების ისტორია“, „მალორი“, „კატკა“, „რენე“). ასევე, სრულმეტრაჟიან ფილმებზეც: „სამართლიანი თამაში“, „დუკლა 61“ და ა.შ. სარეჟისორო დებიუტი შედგა დოკუმენტური ფილმით „თეატრი სვობოდა“, რომელიც ბაბუის, სასცენო დიზაინერის, იოსეფ სვობოდას შესახებაა. 2016 წელს ელენა ტრეშტიკოვასთან ერთად გადაიღო „განწირული სილამაზე“ - დოკუმენტური ფილმი მსახიობ ლიდა ბააროვას ცხოვრების შესახებ. 

 

სინოფსისი

„ფორმანი ფორმანი წინააღმდეგ“ „ოსკარის“ მფლობელი რეჟისორის პორტრეტია. ფილმი უნიკალურია, რადგან საარქივო მასალებისა და ოჯახისა თუ მეგობრების კოლექციებიდან ამოღებული, უცნობი კადრების ნაკრებს წარმოადგენს. მილოშ ფორმანმა შემქმნელთა იდეა მოიწონა, რომელსაც მხარი ARTE-მ დაუჭირა, თუმცა თავად ამ პროექტის მონაწილე ვერ გახდა. მიუხედავად ამისა, გადასაღები მოედნის კადრებსა და მოგონებებში ჩანს: ადრეული 80-იანი წლების ჩანაწერებში ფორმანი ვერა ხიტილოვასა და იარომილ ირეშთან ერთად თავისუფლებას, შემოქმედებით საქმიანობასა და ორივე მათგანის შეზღუდვებს განიხილავს. აღიარებული რეჟისორის ავტობიოგრაფიული მოგონებების მთხრობელი მისი ვაჟია - პეტრ ფორმანი. 

 

see more

close

მაფიის გადაღება

ირლანდია, 2019 წ., 94 წუთი

 

რეჟისორი: კიმ ლონგინოტო

დამდგმელი ოპერატორი: კიმ ლონგინოტო

პროდიუსერი: ნიამ ფაგანი

მონტაჟი: ოლი ჰადლსტონი

მუსიკა: რეი ჰარმენი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

კიმ ლონგინოტო 1952 წელს ლონდონში, დიდ ბრიტანეთში დაიბადა. ბიკონსფილდში, კინოსა და ტელევიზიის სკოლაში კინემატოგრაფია და რეჟისურა შეისწავლა. 1978 წლის შემდეგ მრავალი დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელთა უმეტესობა მეამბოხეებისა და აუტსაიდერების შესახებ მოგვითხრობს. მისი ნამუშევრის პირველი ჩვენება Panorama Dokumente-ს სექციაში 2001 წელს მოხდა. ეს იყო ფილმი „გაეას გოგონები“ - იაპონიის მოჭიდავეთა საწვრთნელ ბანაკში მყოფი ორი გოგონას შესახებ. „სალმა“, რომელიც სამხრეთ ინდოეთში მცხოვრები, მუსლიმი ქალების შესახებაა, 2013 წელს პანორამაზე იქნა ნაჩვენები. 2015 წელს „სიზმრების დამჭერი“ სანდენსის საერთაშორისო დოკუმენტური რეჟისურის ჯილდოს მფლობელი გახდა.    

 

სინოფსისი

„მაფიის გადაღება“ კორლეონური მაფიის მჩაგვრელი ბატონობის პირობებში სიცოცხლისა და სიკვდილის მძიმე რეალობას მოურიდებლად წარმოაჩენს. ფოტოგრაფი ლეტიცია ბატალია მაფიას დაუპირისპირდა და სწორედ მისი კამერის საშუალებით ვაკვირდებით რიტუალური ჟლეტის, ომერტის, ნაწილობრივ რელიგიური ჩაგვრის და ფეოდალური მართვის სამყაროს. მაფიის სისასტიკისა და გავლენის მასშტაბი ნაჩვენებია იშვიათი, საარქივო მასალების, ვიდეოჩანაწერებისა და პირადი სურათებისა თუ მოგონებების დახმარებით. ლეტიციას ფოტოგრაფიის ძალით, მისი მსგავსი ხალხის სიმამაცისა და თავდადების წყალობით, მაფიოზების სასტიკ მმართველობას, რომლის შიშმა იტალიის პრეზიდენტამდეც კი მიაღწია, წერტილი დაესვა. 


 

see more

close

BIAFF მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი

ტრადიცია

საქართველო/გერმანია, 2019; 22 წთ. 

 

რეჟისორი: იოსებ „სოსო“ ბლიაძე

სცენარის ავტორები: ელმარ იმანოვი, იოსებ „სოსო“ ბლიაძე

ოპერატორი: დრის აზჰარი

მხატვარი: ნინო ზაუტაშვილი

როლებში: აჩი მაკალათია, იოჰანეს კიენასტი, ჰენინგ შტრუბე, ვამეხ ჯანგიძე, ნოდარ ძოწენიძე, ეკატერინე შარიქაძე, ნატალია ყულოშვილი

პროდიუსერი: ევა ბლონდიო, ელმარ იმანოვი

თანა-პროდიუსერები: თეკლე მაჭავარიანი, ალექსანდრე შერვაშიძე, დრის აზჰარი, ნინა ფრეი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში, 1986 წელს. 2008 წლიდან 2012 წლამდე სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მხატვრული კინოს რეჟისურას. სადიპლომო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ყველაზე ძვირფასი“ (2012)  ნაჩვენები იყო  საერთაშორისო ფესტივალებზე და  მიღებული აქვს რამოდენიმე პრიზი. „სამი საფეხური“ (2017) არის პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი სტუდენტობის შემდეგ, რომლის პრემიერაც როტერდამის ფესტივალზე შედგა, ასევე მოხვდა 20 ფესტივალზე და არის 10 პრიზის მფლობელი. 2020 წელს იგეგმება სრულმეატრაჟიანი ფილმის „ოთარის სიკვდილის“ პრემიერა.

 

სინოფსისი

ფილმი მოგვითხრობს ორი გერმანელი ტურისტის თავგადასავალზე საქართველოს ერთ-ერთ სოფელში.


 

see more

close

გაბანა

საქართველო, 2019; 30 წთ. 

 

რეჟისორი: გიგა ბაინდურაშვილი

ოპერატორი: გური გოლიაძე

პროდუსერები: ნიკა გუგუშვილი, ვაკო კირკიტაძე

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

ერეკლეს ცხოვრება თავდაყირა დგება მას შემდეგ რაც ხანგრძილივი ემიგრაციიდან მისი უფრო ძმა ბრუნდება.

 

ბიოგრაფია

გიგა ბაინდურაშვილი დაიბადა მონქანდაკის ოჯახში. ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ხელოვნებით, კერძოთ მხატვრობით, ფოტოგრაფიითა და კინემატოგრაფიით. 2010 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსტეტი სადაც მან გადაიღო არაერთი წარმატებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი. უნივერსტეტის დამთავრებისთანავე დაიწყო მუშაობა, როგორც რეჟისორმა და მუშაობდა არაერთ ტელესერიალზე, დოკუმენტურ ფილმსა და მოკლემეტრაჟიან ფილმებზე.  

 

see more

close

კარს მიღმა

საფრანგეთი/საქართველო, 2019; 31 წთ. 

 

რეჟისორი/სცენარის ავტორი: ნიკა ქურდაძე
დამდგმელი ოპერატორი:  ტევა ვეტეა
მემონტაჟე: ჟან-ნიკოლა დონიო
კომპოზიტორი: თეოდორ ლ.ერისტოფი
პროდუსერები :ნიკა ქურდაძე, სერგი კვესელავა, თეოდორ ლ.ერისტოფი
მთავარი მხატვარი - ქრისტინე კეთილაძე
მსახიობები: ზურა პირველი, ზბიგნიევ იანკოვსკი, ჟულიან რომანო, ირაკლი მაისურაძე, შაკიბ ალი დაუ .- დიომი სარრი ,დავით ჯავახიშვილი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ნიკა ქურდაძე დაიბადა ქალაქ თბილისში 1989 წლის პირველ ნოემბერს. სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივცერსიტეტში 2006- 2010 წლებში დრამის რეჯისორის ფაკულტეტზე. 2010 წლიდან დატოვა ქვეყანა და ცხოვრება და სწავლა განაგრძო საფრანგეთში ქალაქ პარიზში. 2012 - 2015 წლებში დაამთავრა პარიზის აუდიო ვიზუალის უმაღლესი სკოლა ESRA საოპერატორო და 2015 - 2017 დაამთვრა  Paris 8 პარიზის ვანსენის უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტი.


სინოფსისი

მხატვარი ფრედერიკი უკვე ათი წელია რომელიღაც ეპოქის რომელიღაც დიქტატორული სახელმწიფოს საპყრობილეშია ჩამწყვდეული  - ერთადერთი, რაც მას ამ ქვეყანაზე აკავებს, მისი შემოქმედებაა.  მის გვერდით კამერაში, ასევე დიქტატურისა და ცენზურის მსხვერპლი, მუნჯი კომპოზიტორი ზის. მხატვარი და კომპოზიტორი ცდილობენ დაეხმარონ ერთმანეთს თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე, რამდენადაც მოცემული სიტუაცია მათ ამის საშუალებას აძლევს.

 

see more

close

ცუდი ხალხი

საქართველო, 2019; 20 წთ. 

 

რეჟისორი: გიორგი თავართქილაძე

სცენარის ავტორები: გიორგი თავართქილაძე, ვლადიმერ კაჭარავა 

ოპერატორი: გელა ჩინჩალაძე 

მსახიობები: ვახო ჩაჩანიძე, ჯანო იზორია, მამუკა ესაძე, დიტო ცინცაძე, დავით კვირცხალია, ჯაბა პაპუაშვილი, ლაშა რამიშვილი, ბესო სოლომანაშვილი, ლევან კუხაშვილი.

პროდიუსერი: ვლადიმერ კაჭარავა 

საპრიოდუსერო კომპანია: 20 Steps Productions 

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

გია 1991 წლის თბილისის სამოქალაქო ომის მონაწილეა. ის მცირეწლოვანი შვილისთვის სიცხის დამწევ მედიკამენტს ეძებს, რა დროსაც შემთხვევით გადაეყრება დიდი ხნის უნახავ თანაკლასელს. მალევე ირკვევა, დიდი ხნის მონატრებული მეგობარი ახლა მისი მტერია.

 

ბიოგრაფია

დაიბადა 1990 წლის 18 ივლისს თბილისში. 2012 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. სწავლობდა მიხო ბორაშვილის სახელოსნოში, კინო-ტელე ფაკულტეტზე მხატვრული კინოს რეჟისურის განხრით. 2015 წელს მიიღო მხატვრული კინოს რეჟისორის მაგისტრის ხარისხი - ხელმძღვანელი, მერაბ კოკოჩაშვილი. ამ დროისთვის გადაღებული აქვს 10-მდე მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორია. 

 

see more

close

ცხოველი

საქართველო, 2019; 30 წთ.

 

რეჟისორი / სცენარის ავტორი: ამირან დოლიძე

ოპერატორი: შალვა სოყურაშვილი

მუსიკა: დავით წამალაშვილი, დავით აჭარაძე

ხმა: ნიკა ფანიაშვილი

როლებში: დავით ფირცხალავა, გია ჯავრიშვილი, სანდრო კალანდაძე, გიორგი მერაბიშვილი, გოგა ქობალია

პროდიუსერი: სულიკო წულუკიძე, დავით უჯმაჯურიძე

წარმოება: მილიმეტრიანი ფილმი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ამირან დოლიძე დაიბადა 1987 წელს თბილისში. 2009 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოსა და ტელევიზიის სარეჟისორო განყოფილება, სარეჟისორო კლიპებისა და სარეკლამო რგოლის სპეციალობით. 2011 წელს დაამთავრა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი სცენარისტის მაგისტრის სპეციალობით.

 

სინოფსისი

ღმერთისგან დავიწყებულ გარეუბანში, ოთხი უსაქმური მთელი დღე ქუჩაში დგომით და არაფრის კეთებით კლავს დროს. ის არის ის, ვინც აღმოაჩენს, რომ სამყარო არის ბრძოლა გადარჩენისთვის, სადაც ადამიანებსა და ცხოველებს შორის საზღვრები სასიკვდილოდ დაბინდულია.

 

see more

close

აიღე

ავსტრალია, 2019; 9წთ

 

რეჟისორი: ვიქტორია ჰანტი

პროდიუსერი: მარგო ნაში

მონაწილეობენ: ვიქტორია ჰანთი

დამდგმელი ოპერატორი: ბორის ბაგატინი, სემ ჯეიმსი, მეტ მაკოსკერი, მარტინ ფოქსი, ჯეიმს ბრაუნი

მონტაჟი: მარგო ნაში

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ვიქტორია ჰანტი არის ავსტრალიაში დაბადებული ხელოვანი, რომელიც ცეკვის, ქორეოგრაფიის, კულტურის, საშემსრულებლო და საგანმანათლებლო მიმართულებებით მუშაობს. მისი ნამუშევრები წარდგა არაერთ საერთაშორისო და ნაციონალურ ფესტივალზე. “აიღე” მისი პირველი ფილმია, რომელიც ჰანტმა სიდნეიში 2019 წელს წარადგინა.

 

სინოფსისი

ხელოვანი ორი სამყაროს, ისტორიისა და ემოციის ზღვარზეა, როცა იგი  მაორის წინაპრების  შეხვედრის ადგილზე Hinemihi o te Ao Tawhito-ზე გვიყვება.


 

see more

close

ზღვის ტალღები

ირანი, 2018; 16წთ.

 

რეჟისორი: ამირ გოლამი

სცენარის ავტორი: ამირ გოლამი

პროდიუსერი: ამირ გოლამი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ამირ გოლამი არის კინოხელოვნების მაგისტრი, ასწავლის უნივერსიტეტში. გადაღებული აქვს 3 მოკლემეტრაჟიანი და  დოკუმენტური ფილმი. მიღებული აქვს 40-ზე მეტი ნაციონალური თუ საერთაშორისო ჯილდო. დაწერა და გამოაქვეყნა 30-ზე მეტი სტატია კინოს შესახებ, იყო არაერთი ფესტივალის ჟიურის წევრი.

 

სინოფსისი

ომი გარს შემოერტყა მოხუცი ადამიანის ცხოვრებას, რომელიც შუაგულ ზღვაში ცხოვრობს. (სამყარო მიწის გარეშე)

 

see more

close

ღმერთი ურჩხული

არგენტინა, 2019; 10წთ.

 

რეჟისორი/სცენარის ავტორი:აგუსტინა სან მარტინი

დამდგმელი ოპერატორი: კონსტანცა სანდოვალი

მონაწილეობენ: კამილა დობრუსკი, ემილიო ვოდანოვიჩ, მარიალი რუბიო, იზაბელა რაპაცო

მწარმოებელი კომპანია: IMPRUDENCIA

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დაიბადა არგენტინის ქ. ბუენოს აირესში 1991 წელს. აგუსტინა სან მარტინი სწავლობდა კინოხელოვნებას და შემდეგ მუშაობდა სცენარისტად და დამდგმელ ოპერატორად. მისი სარეჟისორო დებიუტი 2016 წელს მოკლემეტრაჟიანი ფილმით “ხარის ტირილი” შედგა. ფილმის პრემიერა კარტახენის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა კოლუმბიაში და რამდენიმე ჯილდოც მოიპოვა. ის იყო Berlinale Talents-ის მონაწილე 2016 წელს. მისი ბოლო ფილმი “ღმერთი ურჩხული” (2019) არის კანის ფესტივალის მოკლე მეტრაჟიანი ფილმების კონკურის სპეციალური პრიზის მფლობელი.

 

სინოფსისი

ახლა ღმერთი ელექტროსადგურია. ნისლიან ღამეს ძროხები გარბიან, ბავშვი რჩეულია, და გოგონა ცდილობს იპოვოს თავისუფლება

 

see more

close

მანო ა მანო

საფრანგეთი, 2018; 23წთ

 

რეჟისორი/სცენარის ავტორი: ლუიზ კურვუაზიე

მონაწილეობენ: ები ნეუბერგერი, ლუკა ბერნინი

პროდიუსერი: ბრუნო მორა

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ლუიზ კურვუაზიე სცენარისტის სპეციალობის განათლება ეროვნულ კინოსკოლაში 

“La Cinefabrique”- ში მიიღო ქ. ლიონში (საფრანგეთი). სწავლა 2018 წელს დაასრულა მისი სადიპლომო ფილმი “მანო ა მანო” გადაიღო. ფილმი ცირკის მსახიობებზეა და კანის კინოფესტივალზე Cinéfondation-ის პირველი პრიზი მოიპოვა. სანამ რეჟისორი გახდებოდა იგი მომღერალი და ცირკის მსახიობი გახლდათ ოჯახთან ერთად. მას უყვარს მისი ამ გამოცდილების ფილმებში ჩვენება.

 

სინოფსისი

ები და ლუკა, აკრობატების წყვილი, სცენიდან სცენაზე მოგზაურობს. მათი უერთიერთობა უარესდება. მორიგი მოგზაურობის დროა თვალი  გაუსწორონ თავიანთ პრობლემებს და დაიბრუნონ ერთმანეთის ნდობა.


 

see more

close

შესანიშნავი 60 დღე

სამხრეთ კორეა, 2019; 9წთ

 

რეჟისორი/სცენარის ავტორი: ტაევუ კიმ

დამდგმელი ოპერატორი: დანიელ მაკენდრიკი

მონტაჟი: ტაევუ კიმ

მონაწილეობენ: სეუნგჯუნ ოჰი, ჯიიუნგ ჰანი, იონჰე სეული

მუსიკა: მედ ფრეში

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ტაევო კიმი არის კორეელი რეჟისორი და პროდიუსერი. დაამთავრა კორეის ხელოვნების უნივერსიტეტი, ვიზუალური ხელოვნება, ვიზუალური კომუნიკაციის დიზაინი 2009 წელს და  ვიზუალური ხელოვნების სკოლა, მულტიმედიისა და კინოს  ჩუნგ-ანგის უნივერსიტეტი,

ანიმაციის მაგისტრის ხარისხი 2017 წელს. მისი ფილმი შესანიშნავი 60 დღე შერჩეული იყო BIFAN-ის საერთაშორისო ფესტივალზე 2019 წელს.

 

სინოფსისი

დოქტორი კიმ ტამ გუ ექსპერიმენტებს ატარებს მწერებზე კორეის ბიომეცნიერებისა და ბიოტექნოლოგიების კვლევის სამეცნიერო ცენტრში. ის ნივთიერებაზე მუშაობს რომლსაც შეუძლია საგრძნობლად გაზარდოს ტვინის უჯრედების აქტივობა.  რამდენიმე ზედიზედ მარცხის შემდეგ, ერთ-ერთმა ბუზმა უზარმაზარი შედეგი აჩვენა. მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები აფეთქდა, საუბარიც შეძლო! 60 დღის შემდეგ, ჩვენ ვეცნობით გასაოცარი ბუზის ცხოვრებას დოქტორი კიმის მონათხრობიდან.

 

see more

close

გამორჩეული გრძნობები

საფრანგეთი, 2019; 11წთ.


რეჟისორი: კარენ მარჩიანო

სცენარის ავტორი: მაიკელ დელმარი

დამდგმელი ოპერატორი: ლეო ჰინსტინი

მონტაჟი: პინელ კრისტოფი

მონაწილეობენ: ბიანკა ლი, არნო განუ, ან ლუარე, პასკალ არბიო

პროდიუსერი: კარენ მარჩიანო

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

კარენ მარჩიანო სწავლობდა დრამატული ხელოვნების  უმაღლეს კონსერვატორიაში, შემდეგ პარიზის კინოსა და ტელევიზიის სკოლაში (EICAR) და Femis - ში. კარენმა თავისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი  “შეწუხებული ახალგაზრდა ქალის მოგონებები” სარა ჟიროდოსთან და მარი-კრისტინ ბაროსსთან ერთად გადაიღო. მან იმუშავა ერიკ გირადოსთან ერთად “კანალ+” - ის ფილმზე “ახალგაზრდობაში მსახიობი ვიქნებოდი”. დოკუმენტური ფილმი ახალგაზრდა მსახიობების შეგრძნებებზე, რომლებიც ჰანეკეს და მაივენის ფილმებში თამაშობენ. 2018 წელს მან ითამაშა კარენი ნეტფლიქსის კომედიაში “გემოვნებები და ფერები”.

 

სინოფსისი

სტილიზებულ შავ-თეთრ კომედიაში ელენა აღმოაჩენს, რომ მისი შეყვარებული არტურო დაიღალა მათი ურთიერთობით, მაგრამ გამბედაობა არ ჰყოფნის რომ ეს აღიაროს. ელენა ეჭვობს რომ არტურო ჰომოსექსუალია და მახეს დაუგებს: დაიქირავებს ჰეტეროსექსუალ მსახიობს არტუროს მოსახიბლად და შურისსაძიებლად. თუმცა, ბოლოს თავად აღმოჩნდება საკუთარ მახეში გაბმული, როცა იგი არტუროს გეი ქორწილში ამოჰყოფს თავს.

 

see more

close

ბრმა სიყვარული

გერმანია, 2019; 18წთ

 

რეჟისორი: ბიძინა გოგიბერიძე

სცენარის ავტორი: ჯანლუკა ბრუნო, ბიძინა გოგიბერიძე

პროდიუსერი: ჯანლუკა ბრუნო

მონაწილეობენ: ალისია როსინკსი, მაიკელ კნოფლერი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ბიძინა გოგიბერიძე დაიბადა თბილისში. სწავლობდა სამსახიობო ოსტატობას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2015 წლიდან იგი სწავლობს კინოსა და ხმის მიმართულებით დორტმუნდის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტში, რეჟისურის მიმართულებით. 

 

სინოფსისი

ანა უსინათლოა და  პიანინოზე უკრავს.  მას ძალიან უყვარს სცენაზე გამოსვლა და ყოველთვის ეძებს ამის საშუალებებს. დღეს ის პატარა ბარში შოპენის კომპოზიციას დაუკრავს, როცა იგი ბარში გადაადგილდებოდა შემთხვევით მიმტანს ეჯახება, რომელსაც შუშის ჭიქები მიაქვს. ბარმენი მაქსი მას ნამსხვრევების მოგროვებაში ეხმარება და ანა პირველივე ნახვით შეუყვარდება. კონცერტის შემდეგ იგი სახლში აცილებს.  

 

see more

close

ანა

უკრაინა/ისრაელი/დიდი ბრიტანეთი; 15წთ.

 

რეჟისორი/სცენარისტი: დეკელ ბერენსონი

ოპერატორი: ვოვა ივანოვი

მონტაჟი: ტროიანოვსკი

პროდიუსერები: მერლინ მერტონი, ვიტალი შერმეტიევი, ოლგა ბეზხმელნიცინა

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დეკელ ბენსონი წარმოშობით ისრაელიდან გახლავთ. 2006 წელს მოიპოვა ბუდაპეშტის ცენტრალურ ევროპული უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში. ბოლო სამი წლის განმავლობაში მან თავისი ორი გატაცება გააერთიანა, იგი მაღალი ხარისხის ფილმებით ცდილობს აჩვენოს რეალური სამყაროს სოციალური და ჰუმანიტარული  ასპექტები. მისი მეორე ფილმი “აშმინა” არის რამდენიმე პრიზის მფლობელი, მათ შორის კრაკოვის ფილმების ფესტივალის საუკეთესო მოკლე მეტრაჟიანი ფილმის ტიტულის, რამაც საშუალება მისცა ფილმი წარედგინათ ოსკარზე. მისი მესამე ფილმის - “ანა” - პრემიერა კანის სამოცდამეთორმეტე ფესტივალზე შედგა. ის ახლა თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობს.

 

სინოფსისი

აღმოსავლეთ უკრაინის ცხელ წერტილში მცხოვრები ანა მარტოხელა დედაა რომელიც სასოწარკვეთილი ეძიებს ცვლილებებს. სიყვარულის ძიებაში ანა რადიო რეკლამის წყალობით ტურნეზე მყოფ ამერიკელ მამაკაცებთან ერთად წვეულებაზე მიდის.

 

see more

close

ყვირილი

რუსეთი, 2019; 23წთ.

 

რეჟისორი: ტომა სტენკო

ოპერატორი: ვახტანგ ხუბუტია

მონტაჟი: ტომა სტენკო, ირაკლი კვირიკაძე

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ტომა სტენკო დაიბადა საქართველოში. დაამთავრა ლონდონის სენტ მარტინის ხელოვნებისა და დიზაინის ცენტრალური კოლეჯი ლონდონში, როგორც ხელოვანმა და დიზაინერმა. მონაწილეობა მიიღო რამდენიმე გამოფენასა და მოდის კვირეულში პარიზში, ლონდონში, ბერლინსა და იაპონიაში. მუშაობდა როგორც არტისტი ბრიტანეთის ნაციონალურ ბალეტში, თეატრსა და კინოში. იყო სტაჟირებაზე მერი მატრანზისა და ალექსანდრე მაქუინის სტუდიებში, ლონდონში. 2017 წელს დაამთავრა უმაღლესი კურსები დრამატურგებისა და რეჟისორებისათვის მოსკოვში.

გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმები და ამჟამად ემზადება  სრულმეტრაჟიანი ფილმის გადასაღებად.

 

სინოფსისი

სიროფიმა; ახალგაზრდა და მშვენიერი გოგო, რომელიც თავის უმცროს ძმასთან - ანტონთან ერთად დიდ სოფლის სახლში ცხოვრობს.  მასთან “გასართობად” ხშირად დადიან მამაკაცები და ფულსაც უტოვებენ.  მაშ რატომ ჰგონია მას რომ ის უფრო და უფრო დაბლა ეცემა ცხოვრებაში. რატომ იტანჯება, რატომ ბანაობს დღეში რვაჯერ? არავინაა. აღმოსავლური დუდუკის მელოდიების თანხლებით ჩვენ გავიგებთ მისი ტკივილის მიზეზს.

 

see more

close

იმედი

ბელორუსია, 2019; 26წთ.

 

რეჟისორი/სცენარის ავტორი: ალექსანდრა მარკოვა

დამდგმელი ოპერატორი: ვიქტორ ბონდაროვიჩი

მონტაჟი: ალექსანდრა მარკოვა

მუსიკა: ალექსადნრ ლიტვინოვსკი

ხმის რეჟისორი: დმიტრი პეტრუსენკო

პროდიუსერი: ეროვნული ფილმების სტუდია “Belarusfilm”

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ალექსანდრა მარკოვა დაიბადა ვიტებსკში, ბელორუსიის რესპუბლიკაში, 2016 წელს. დაამთავრა ბელორუსიის ხელოვნების სახელმწიფო აკადემია, სპეციალობით ტელე და კინო რეჟისურა. 2017 წელს გაერთიანდა ბელორუსიის კინემატოგრაფთა კავშირში. ის მუშაობდა როგოც დოკუმენტალისტი ეროვნული ფილმების სტუდია “Belarusfilm”-ში. არის სხვადასხვა ფესტივალების მონაწილე და გამარჯვებული.

 

სინოფსისი

ფილმის მთავარი გმირია ნადია, რომლის ცხოვრებაც ტრაგედიაა. ის ახალგაზრდა მიმზიდველი ქალია, ამასთანავე ცოლი და დედა, რომელიც პირველად ერთადერთი შვილის დაავადების - აუტიზმის  წინაშე აღმოჩნდა, შემდეგ კი საკუთარი სიმსივნეც დაემატა. მიუხედავად ამისა ნადეჟდამ მოახერხა შეექმნა მოძრაობა და დაეარსებინა ოფიციალური ორგანიზაცია, რომელიც თერაპიით დაეხმარებოდა სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებსა და დიდებს. სოციალური აქტივობები, ძაღლებთან დამეგობრება და ბავშვზე ზრუნვა დაეხმარა  მას საკუთარი ავადმყოფობის წინააღმდეგ მედგრად ებრძოლა.

 

see more

close

ინდაური

ავღანეთი, 2019; 15წთ

 

რეჟისორი/სცენარის ავტორი: ამირ მასუდ სოჰეილი

დამდგმელი ოპერატორი: სეიდ ვაქეფ ჰოსეინი

მონტაჟი: რეზა დაგაგი

მუსიკა: ტინ სოჰეილი

პროდიუსერი: ამირ მასუდ სოჰეილი/სეიდ ჯალალ როჰანი

პროდიუსერი: ედრის სალეჰი

მონაწილეობენ: ჰაშმათ ფანაი/სეიდ მორტეზა ალავი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

მასუდ სოჰეილი დაიბადა 1988 წელს ირანის ქ. მაშადში. ის კინოხელოვნებას ინდონეზიასა და სამხრეთ კორეაში სწავლობდა. მისი რიგით მეორე მოკლემეტრაჟიანი ფილმით “ცისფერთვალება ბიჭი” (2014) რეჟისორმა 140-ზე მეტი საერთაშორისო ფესტივალიდან 20 საერთაშორისო პრიზი მოიპოვა. იყო არაერთი საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის წევრი. არის ერთ-ერთი დამაარსებელი და კრეატიული დირექტორი “აზიის მშვიდობის ფილმების ფესტივალის” ისლამაბადში (პაკისტანი) და სტამბულის “ცვლილებების პერსპექტივის საერთაშორისო კინოფესტივალის” პროგრამაზე პასუხისმგებელი პირი. ასევე იყო პირველი საერთაშორისო კინოფესტივალის “უსაფრთხო საზოგადოება” დირექტორი მაშადში (ირანი, 2017).

 

სინოფსისი

მინი ავტობუსი ქაბულის მთებს მიუყვება. თითოეულ მგზავრს ავტობუსში ჯდომის საკუთარი მიზეზი აქვს. მოხუცი მგზავრობს რადგან თავის შვილიშვილს ინდაური უნდა ჩაუყვანოს, რადგან ეს მისი ბოლო სურვილია სიკვდილის წინ. თუმცა გზა აჯანყებულების მიერ არის ჩაკეტილი. მათ ალტერნატიული გზით სარგებლობა გადაწყვიტეს, რომელიც არც თუ ისე უსაფრთხოა და დიდია მათი მეამბოხეთა ხელში ჩავარდნის ალბათობა.

 

see more

close

დელირიუმი

ირანი, 2019;16წთ

 

რეჟისორები: ვაჰიდ და ნავიდ ნამი

სცენარის ავტორები: ვაჰიდ და ნავიდ ნამი

მონაწილეობენ: იუსეფ დარიადელი, მოჰადესე ჰეირათი

დამდგმელი ოპერატორი: ჰამიდ მერაფრუზი

მონტაჟი: ვაჰიდ ნამი

მწარმოებელი: Ark Film Company

აღმასრულებელი პროდიუსერი: ალი იმანი რაადი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

ვაჰიდ ჰოსეინი ნამი - ოცამდე დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმის რეჟისორი, მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა არაერთ ნაციონალურ და საერთაშორისო კინოფესტივალებზე, ისეთი როგორიცაა პალასი ბულგარეთში, პერტის კინოფესტივალი ავსტრალიაში, ლუკანა იტალიაში, ისმაილია ეგვიპტეში.

ნავიდ ჰოსეინი ნამი - არის მაგისტრის ხარისხის მფლობელი სამხატვრო ხელოვნებაში, ჰქონდა რამდენიმე ინდივიდუალური და ჯგუფური გამოფენა. ასევე გახლავთ არაერთი მოკლე და დოკუმენტური ფილმის სცენის დიზაინერი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

 

სინოფსისი

ისტორია აუტანელი ქალაქის შესახებ, სადაც ყველა დიქტატურას ეწინააღმდეგება. უმცირესი სასჯელი ქალაქში ყურის მოჭრა გახლავთ. ერთ წვიმიან საღამოს მამაკაცი ქუჩაში დაგდებულ ყურს პოულობს...

 

see more

close

ბებო აქსო

ისრაელი, 2019; 26 წთ

 

რეჟისორი: მეგი ბასილია

სცენარის ავტორი: მეგი ბასილია

პროდიუსერი: ნეტტა შალევი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

მეგი ბასილიამ დაამთავრა საპირის ვიზუალური და აუდიო ხელოვნების სკოლა კინოს მიმართულებით. დაიბადა საქართველოს დედაქალაქ თბილისში. 1999 წელს 7 წლის ასაკში მშობლებთან ერთად საცხოვრებლად ისრაელში გადადის. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმები: “დელიკატური ცა” - პოლონეთში, ლოძის კინოსკოლასთან თანამშრომლობის  DocuVillage-ის   პროექტის ფარგლებში შეიქმნა. მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებები პოლონეთში  5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ცნობილ პოლონელ რეჟისორისა და პროდიუსერს - იანუშ მორგენშტეინს ეხება. მოგვიანებით ფილმი ჰაიფას კინოფესტივალზე აჩვენეს.

 

სინოფსისი

რეჟსორმა 27 წლის ასაკში  გადაწყვიტა ემოგზაურა  სამშობლოში - საქართველოში. ბებიის, აზას წყალობით მან ხელახლა იპოვა ის ფესვები, რომლებიც 7 წლის ასაკში დაკარგა, როცა მშობლებთან ერთად სხვა ქვეყანაში გადავიდა საცხოვრებლად. ის აკვირდება  თუ როგორ უმკლავდება სამსახურიდან დათხოვილი ბებია აღებულ სესხს, აგროვებს ვალს ბანკებში, ვერ გადის პენსიაზე, რადგან საქართველოში პენსიები ძალიან დაბალია.

 

see more

close

ბაგატელი

აშშ, 2019; 30წთ

 

რეჟისორი/სცენარის ავტორი: დანიელ ლევინი

დამდგმელი ოპერატორი: ზივ ბერკოვიჩი

მონაწილეობენ: ევგენია კრეგჟდე, ბლეიკ დელონგი

პროდიუსერი: ჩავდარ გეორგიევი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დანილე ლევინი დაბადებულია რუსეთში, გაიზარდა ტეხასში. მან დაამთავრა სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის კინოხელოვნების სკოლა ლოს ანჯელესში, არის ხელოვნების მაგისტრი  კინორეჟისურის სპეციალობით. მისი სადიპლომო ფილმი “თეატრალური დრო”(2007) გახდა ჯეკ ნიკოლსონის სახელობის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი. დანიელმა შექმნა ანიმაციური ფილმი “პურიმი: უამრავი”(2013), რომელიც ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი HOME VIDEO-სა და VOD-ის საშუალებით. WWF-სთან თანამშრომლობის ფარგლებში ის იყო დოკუმენტური ფილმების “კალტაგი, ალიასკა” და “კამჩატკა: ქაშაყების მხარე“. დანიელი კითხულობს ლექციებს ჰიუსტონის სხვადასხვა კოლეჯსა და უნივერსიტეტში.

 

სინოფსისი 

რუსი ვიოლონჩელისტი ტეხასის ერთ-ერთ სოფელში ცდილობს ერთმანეთს შეუთავსოს ყოველდღიურობა და მისი ხელოვნებისადმი დამოკიდებულება.

 

see more

close

საზამთროს წვენი

ესპანეთი, 2019; 22წთ


რეჟისორი: ირინე მორეი

მონტაჟი: ანა პფაფ

დამდგმელი ოპერატორი: ირენე მორეი

მონაწილეობენ: ელენა მარტინი, მაქს გროსს მაიენჩი

პროდიუსერი: მირიამ პორტე

ხმა: ხავი საუსედო

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ირენე მორეი (1992) არის ფოტოგრაფი და კინოხელოვანი ბარსელონადან. 2012 წელს ის გადმოდის ბერლინში და თანამშრომლობს საშემსრულებლო კოლექტივთან the—family და მათთან ერად მონაწილეობს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში ევროპაში. 4 წელი გერმანიაში ყოფნის შემდეგ ის გადაწყვეტს დაბრუნდეს მშობლიურ ქალაქში, სადაც იგი თავის მომდევნო მოკლემეტრაჟიან ფილმს იღებს, როგორც სცენარის ავტორი და რეჟისორი. ის მუშაობს როგორც ფოტოგრაფი სხვადასხვა სააგენტოებთან, პროდიუსერებთან და გამომცემლებთან როგორებიცაა: i-D, Dream Magazine, S.C.P.F., Distinto Films და Erika Lust.

 

 სინოფსისი

ბარბარა და პოლი არდადეგების რამდენიმე დღეს მეგობრებთან ერთად ბუნებაში ჩაფლულ სახლში ატარებენ.  მათ კარგი დროის გატარება უნდათ და ამისთვის არაჩვეულებრივი ადგილი იპოვეს. პოლის დახმარებით, შუაგულ ბუნებაში, ცრემლებსა და სიცილს შორის, ბარბარა ძველ იარებს მოიშუშებს და მის სექსუალობას გადააფასებს.

 

see more

close

მიუწვდომელი

უკრაინა, 2018; 27წთ

 

რეჟისორი: ნიკონ რომანჩენკო

ოპერატორი: იარემა მალაშჩუკი

მსახიობები: ნატალია პოლოვინკა

ხმა: სერგი ავდეევი

პროდიუსერი: ვალერია სოჩვეცი, Studio CUC, Viatel

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ნიკონ რომანჩენკო დაიბადა 1991 წელს კიევში, უკრაინა. 2014 წელს მან დაასრულა კიევის თეატრი, კინოსა და ტელევიზიის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტი. მას შემდეგ იმუშავა რამდენიმე დოკუმენტურ და ექსპერიმენტულ ფილმზე. არის არასამთავრობო ორგანიზაციის  "CUC – Contemporary Ukrainian Cinema" თანადამაარსებელი. “ტერა” დაფუძნებულია მის მოკლემეტრაჟიან ფილმზე “მიუწვდომელი” და წარმოადგენს მის პირველ მხატვრულ ფილმს.

 

სინოფსისი

ლუბა საკონდიტრო ქარხანაში მუშაობს, დასავლეთში პატარა ქალაქში.  მისი შვილი აღმოსავლეთით საომარ ზონაშია და მასთან კავშირი არა აქვს. ლუბა მისი შვილის მოსაძებნად უცნობ ადგილებში მიდის.

 

see more

close

ხაფანგი

ეგვიპტე/გერმანია, 2019; 20წთ.

 

რეჟისორი: ნადა რიადი

სცენარის ავტორი: ნადა რიადი

დამდგმელი ოპერატორი: აჰმად ჯალბუში

მონტაჟი: ამირ აჰმადი

ხმა: მუსტაფა შააბა, ანსგარ ფრერიხი

მონაწილეობენ: შაზა მოჰარამი, ისლამ ალაა, ნაბილ ნურ ელ დინი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ნადა რიადჰი არის ეგვიპტელი სცენარისტი და რეჟისორი. მისი სადებიუტო დოკუმენტური ფილმის (დიდხანს და ბედნიერად) პრემიერა 2016 წელს IDFA-ზე შედგა, მოგვიანებთ კი ნაჩვენები იყო 20-ზე მეტ საერთაშორისო კინოფესტივალზე. მისი ფილმები ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ადამიანის ფსიქეს სიღრმესა და კომპლექსურობაზე. მისი მეორე ფილმი “ხაფანგი” შერჩეული იქნა რიგით 58-ე Semaine de la Critique-ზე.

 

სინოფსისი

ახალგაზრდა წყვილი განმარტოების მიზნით ეგვიპტის მიყრუებულ სანაპიროს მიაშურებს, ცნობისმოყვარე მზერისგან შორს. ურთიერთობა მაშინ იძაბება როცა გოგო აღიარებს რომ მას ურთიერთობის დასრულება უნდა.


 

see more

close

სკამები

აზერბაიჯანი, 2019; 20წთ.

 

რეჟისორი/სცენარის ავტორი: ორხან აგაზადე

დამდგმელი ოპერატორი: კამერონ ვარდი

მონტაჟი: რაზვან ბარსეტი, ორხან აგაზადე

პროდიუსერი: მინა სალიმი

მონაწილეობენ: ნაზარ მამადოვა, სეიად ალიევი

თანაპროდიუსერები: რუსლან აგაზადე, ორხან აგაზადე, აზერ ხასანოვი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ორხან აგაზადე დაიბადა ლენქორანში, აზერბაიჯანში 1988 წლის 30 აგვისტოს. ბაქოს სლავურ უნივერსიტეტში “მასობრივი კომუნიკაციისა და ჟურნალისტიკის” ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ, განათლების სამინისტროს გრანტი მიიღო და სწავლა ლონდონის კინოსკოლაში გააგრძელა. “სკამები” მისი სადიპლომო ფილმია.

 

სინოფსისი

ქერიმი და რენა შეყვარებულები იყვნენ, მაგრამ ისინი სხვაზე დაქორწინდნენ. დროის გასვლის მიუხედავად მათი სიყვარული უკვე აკრძალულია და სახიფათოა იმ საზოგადოებაში სადაც ცხოვრობენ. გორაკზე, სადაც სოფლის მაცხოვრებლები ყოველკვირა ამოდიან მობილურის გამოსაყენებლად, ისინი ერთმანეთს ხვდებიან, მაგრამ არ შეუძლიათ გრძნობების გამჟღავნება. ერთადერთი საშუალება სიყვარულის გამოხატვის ღამის წყვდიადში ფანრების ანთებაა.


 

see more

close

იყავი ფხიზლად, იყავი მზად

ვიეტმანი, სამხრეთ კორეა, აშშ; 2019; 14წთ.

 

რეჟისორი: ფჰამ თიემ ან

სცენარის ავტორი: ფჰამ თიემ ან

დამდგმელი ოპერატორი: დინჰ დუი ჰუნგი

მონტაჟი: ფჰამ თიემ ან

მონაწილეობენ:  ლე ქუოც ბაო ვი, ვუ ტრონგ ტუიენ, ტრუნგ დონგ ცაო

პროდიუსერები: ფჰამ თიემ ან, ტრან ვან თი

მწარმოებელი კომპანია: JKFILM

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ფჰამ თიემ ან არის ვიეტნამში დაბადებული რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. 2015 წელს იგი გადავიდა ჰიუსტონში, ტექსასი (აშშ) დან გააგრძელა მუშაობა როგორც თავისუფალმა კინოხელოვანმა. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “მდუმარე” (2018) მოგზაურობდა არაერთ კინოფესტივალზე, როგორებიცაა Winterthur, Palms Spring, Uppsala, Encounters… მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “იყავი ფხიზლად, იყავი მზად” მხარდაჭერილია CJ Short Film Making Project-ის მიერ და მოხვდა Quinzaine des Réalisateurs-ში 2019 წელს.

 

სინოფსისი

ქუჩის კუთხეში  საიდუმლოდ  სამი მამაკაცი ქუჩის ჯიხურებთან საუბრობს. ამ დროს ავტოსაგზაო შემთხვევაა მოტოციკლით. ღამე აერთიანებს სკეტჩებს, ცხოვრების მრავალფეროვნებას.

 

see more

close

საზღვარზე

ჩინეთი, 2018; 15წთ.

 

რეჟისორი: ვეი შუუჯუნი

პროდიუსერები: ჯიაქი ლიუ, ზუო ვენჯუანი

სცენარის ავტორები: ვეი შუუჯუნი, ლინიანგ გაო, მუჰუა ქსიაოზი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ვეი შუუჯუნი, ახალგაზრდა რეჟისორი, დაიბადა პეკინში 1991 წელს. 2016 wels დაამთავრა ჩინეთის კომუნიკაციის უნივერსიტეტი. მისი სადებიუტო ფილმი “Duck Neckwas” ნომინირებული იყო სამხრეთ კორეის ბუსანის საერთაშორისო ფესტივალის სექციაში - ფანჯარა აზიურ კინოზე. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “საზღვარზე” შერჩეული იქნა კანის საერთაშორისო ფილმების 71-ე კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში. 

 

სინოფსისი

კორეელი ახალგაზრდა სახელად ჰუა დონგქსინგი გადაწყვეტს წავიდეს სოფლიდან, რათა აისრულოს თავისი სურვილი. იგი მიდის ქალაქში  მამის მოსაძებნად და  სამოგზაუროდ ფულის სათხოვნელად. ეს ძებნა საოცარ მოგზაურობად გადაიქცევა. 


 

see more

close

BIAFF 2019 - „დიდოსტატთა კოლექცია“

ახალგაზრდა აჰმედი

ბელგია/საფრანგეთი, 2019, 84 წთ.  

 

რეჟისორი: ჟან პიერ დარდენი, ლუკ დარდენი 

როლებში: იდირ ბენ ადი, ოლივიერ ბონაუდი, მირიემ ახედიუ, ვიქტორია ბლუკი

ოპერატორი: ქრისტინე პლენუსი 

მონტაჟი: მარიე ჰელენ დოზო 

პროდიუსერი: ჟან პიერ დარდენი, ლუკ დარდენი, დენის ფრეიდი 

აღმასრულებელი პროდიუსერი: დელფინ ტომსონი 

წარმოება: Les Films du Fleuve, Archipel 35, France 2 Cinéma, Proximus, RTBF - Radio Télévision Belge de la Communauté Française

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ძმები ჟან პიერ დარდენები, ბელგიელი კინორეჟისორი დუეტია. ისინი ერთობლივად წერენ სცენარებს და იღებენ ფილმებს.   

დარდენებმა 1970-იანი წლების ბოლოს დაიწყეს მხატვრული და დოკუმენტური ფილმების გადაღება. ისინი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში  90-იანი წლების შუა პერიოდში მოექცენ ფილმით „დაპირება“. მათი პირველი  მნიშნველოვანი პრიზი იყო ოქროს პალმის რტო კანის საერთაშორისო  კინოფესტივალზე - ფილმი „როზეტა“ (1999 წ.).  მათი ფილმები ძირითადად მემარცხენე თემატიკაზე და შეხედულებებზეა ფოკუსირებული. 

2005 წელს დარდენებმა კანის კინოფესივალზე მეორედ მოპიოვეს  მთვარი პრიზი Palme d'Or ფილმისთვის The Child (ბავშვი). ფილმმა, „ლორნას სიჩუმე“, მოიგო საუკეთესო სცენარი 2008 წლის კანის კინოფესტივალზე. 2011 წელს კანის კინოფესტივალზე მათმა ფილმმა „ბიჭუნა ველოსიპედით“ Grand Prix  აიღო, ასევე ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე და მაგრიტის ჯილდოს 8 ნომინაციაზე.

2015 წელს დარდენების ფილმმა „ორი დღე, ერთი ღამე“  Magritte ჯილდო-ს ცხრა ნომინაციაზე იყო წარდგენილი (სამ ნომინაციაში აიღო პრიზი) და  ასევე ნომინირებული იყო „ოსკარზე“  ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი მარიონ კოტილარისთვის. 2019 წლის მხატვრული ფილმი“ ახალგაზრდა აჰმედი“ კანის კინოფესტივალზე დაჯილდოვდა პრიზით საუკეთესო რეჟისურისთვის.   

 

სინოფსისი

დღეს ბელგიაში, 13 წლის აჰმედის ბედი, რომელიც ემამის იდეალებს სიწმინდესა და სიცოცხლის ცდუნებებს შორის მოჰყვა. როგორ გავხდეთ სიყვარული ცხოვრებას?

 

see more

close

უკაცრავად, ვერ მოგისწარით

დიდი ბრიტანეთი/საფრანგეთი/ბელგია, 2019, 100 წთ. 

 

რეჟისორი: კენ ლოუჩი 

პროდიუსერი: რებეკა ო ბრიენი  

სცენარის ავტორი: პაულ ლავერტი 

ოპერატორი: რობი რაიანი 

მუსიკა: ჯორჯ ფენტონი  

ხმა: რეი ბეკეტი  

მონტაჟი: ჯონათან მორისი 

როლებში: კრის ჰიტჩენი, დები ჰონივუდი, რის სტოუნი  

საპროდიუსერო კომპანია: Sixteen Films, BBC Films, BFI Film Fund, Les Films du Fleuve, Why Not Productions, Wild Bunch

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

კენ ლოუჩი 1936 წელს დაიბადა ქ. ნუნიტონში, დიდ ბრიტანეთში. ჯერ სამართალს სწავლობდა; თეატრში მცირეხნიანი მოღვაწეობის შემდეგ კი, 1963 წელს, ბი-ბი-სიზე  რეჟისორის ასისტენტად იწყებს მუშაობას. პუბლიკის ყურადღება ლოუჩმა 1966 წელს დადგმული სატელევიზიო სპექტაკლით - „ქეითი სახლში ბრუნდება“ - მიიქცია. აღიარება მოუტანა პირველმა ფილმებმაც: საწყალი ძროხა (1966 წ.) და კესი(1970 წელს ამ ფილმმა კარლოვი ვარის ფესტივალზე „ოქროს გლობუსი“ აიღო).

ლოუჩმა შემდეგი ორი ათწლეული ტელევიზიაში გაატარა, მისმა პროექტებმა კომერციული წარმატება ვერ მოიპოვა. გადამწყვეტი მომენტი 1990 წელს დადგა, როდესაც მან რიფ-რაფი გადაიღო, ამას მრავალი ჯილდოს მფლობელი პროექტი მოჰყვა: საიდუმლო გეგმა (1990 წ.), ქვების წვიმა (1993 წ.), მიწა და თავისუფლება (1995 წ.), მე მქვია ჯო (1998 წ.), ბედნიერი 16 წელი (2002 წ.), დამშვიდობების კოცნა(2004 წ.), ქარი, რომელიც ქერის ყანაში ქრის (2006 წ.), ეს თავისუფალი მსოფლიოა (2007 წ.), ერიკის ძებნაში (2009 წ.), ირლანდიური მარშრუტი (2010 წ.), და ანგელოზის წილი“. კენ ლოუჩის ფილმებმა მრავალი პრიზი მოიპოვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე (კანი, ვენეცია, ბერლინი). მას ასევე მიღებული აქვს ბრიტანეთის კინოაკადემიის (BAFTA) ჯილდოც.

 

სინოფსისი

რიკი და მისი ოჯახი უშედეგოდ ებრძვიან 2008 წლის კრიზისით გამოწვეულ ვალებს. მოულოდნელად ხელსაყრელი შემთხვევა ეძლევათ სატვირთო მანქანის წყალობით დამატებითი შემოსავლის წყარო გაიჩინონ და თვითდასაქმებით გაუმკლავდნენ არსებულ სიტუაციას. ფოსტის დამტარებელ მძღოლად მუშაობა რთულია, მაგრამ არც მოხუცის მომვლელად მომუშავე ცოლის მდგომარეობაა იოლი. მათ შეკრული ოჯახი აქვთ, მაგრამ როგორც კი  სხვადასხვა გზით სიარულს იწყებენ, ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი დგება. 

 

see more

close

ბატონი ჯონსი

პოლონეთი/უკრაინა/დიდი ბრიტანეთი, 2019, 141წთ. 

 

რეჟისორი: აგნიეშკა ჰოლანდი 

სცენარის ავტორი: ანდრეა ჩალუპა 

ოპერატორი: ტომას ნაუმიუკი 

მონტაჟი: მიხალ ზამეჩკი 

მუსიკა: ანტონი კომასა ლაზარკიევიჩი 

როლებში: ჯეიმს ნორტონი, ვანესა კირბი, პიტერ სარსგარდი, ჯოზეფ მავლე, ფენელა ვულგარი, კენეტ გრანჰამი, სელენ ჯონსი. 

პროდიუსერი: კლაუდია სმიეა, ანდრეა ჩალუპა, სტანისლავ დძიეძიჩი, ანგუს ლამონტი, ეგორ ოლესოვი

კო-პროდუქცია Film Produkcja

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

აგნიეჟკა ჰოლანდი 1948 წლის 28 ნოემბერს დაიბადა. იგი პოლონელი კინო/სატელევიზიო რეჟისორი და სცენარისტია. პოლონური კინოსთვის გაწეული განსაკუთრებული პოლონური კონტრიბუციისთვის ჰოლანდი პოლონური კინოს ერთერთ ყველაზე გავლენიან რეისორად ითვლება. მან კარიერა კშიშტოფ ზანუსისა და ანდჟეი ვაიდას ასისტენტობით დაიწყო. მცირე ხნით, 1981 წლამდე, პოლონეთში სამხედრო კანონის შემოღებამდე, ემიგრირებული იყო . საფრანგეთში. იგი ცნობილია ფილმებით - „ევროპა, ევროპა“ (1991) და „სიბნელეში“ (2011), რომელიც ოსკარების 84-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში იყო ნომინირებული. 2017 წელს მისმა ფილმმა - „კვალში ჩადგომა“ - ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზემთავარი ჯილდო - „ვერცხლის დათვი“ - დაიმსახურა.

 

სინოფსისი

ფილმში რეჟისორი გარეტ ჯონსის არაჩვეულებრივ და გაუხმაურებელ ისტორიაზე მოგვითხრობს - უელსელ თამამ ჟურნალისტზე, რომელმაც 1933 წელს საბჭოთა კავშირში იმოგზაურა და სრული სისატიკით ახადა ფარდა საბჭოთა „უტოპიასა“ და სტალინის რეჟიმს. დასაწყისთვის უწყინარი ჟურნალისტური გამოძიება მალე ჯონსისთვის სიცოცხლისთვის საშიშ მოგზაურობად გადაიქცა. მისი გამოცდილება ინსპირაციის წყარო გახდა ჯორჯ ორუელის ცნობილი ალეგორიისთვის „ცხოველთა ფერმა“.

 

see more

close

მოღალატე

იტალია/საფრანგეთი/გერმანია/ბრაზილია, 2019, 145წთ. 

 

რეჟისორი:  მარკო ბელოკიო

სცენარის ავტორი: მარკო ბელოკიო, ლუდოვიკა რამპოლდი, ვალია სანტელა, ფრანჩესკო პიკოლო  

ოპერატორი: ვლადან რადოვიჩი

მუსიკა: ნიკოლა პიოვანი

მონტაჟი: ფრანჩესკა კალველი

პროდიუსერი: ბეპე კაშეტო 

როლებში: პიერ ფრანჩესკა ფავინო, ფაუსტო რუსო ალესი, მარია ფერნანადა კანდიდო, ფაბრიციო ფერაკანე 

წარმოება: IBC Movie, Kavac Film, Rai Cinema, Gullane, Ad Vitam Production, Match Factory 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

მარკო ბელოkიო დაიბადა ქალაქ პიაცენაში, იტალიაში, 1939 წელს. 1959 წელს მან შეწყვიტა სწავლა მილანის კათოლიკურ უნივერსიტეტში, და სასწავლებლად გადავიდა რომში კინემატოგრაფიის ექსპერიმენტულ ცენტრში. 1961-62 წლებში მან გადაიღო მოკლე ფილმები ABBASSO LO ZIO, LA COLPA E LA PENA და GINEPRO FATTO UOMO. შემდეგ ის ლონდონში გადავიდა, სადაც სწავლობდა სლეიდის სახვითი ხელოვნების სკოლაში. მისი პირველი მხატვრული ფილმი FISTS IN POCKET, 1965 წელს ლოკარნოს კინოფესტივალზე წარადგინეს და საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო. 2011 წელს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე გადაეცა სპეციალური პრიზი კინოში შეტანილი წვლილისთვის.  2015 წელს, მისმა ფილმმა "ჩემი სისხლი სისხლთაგანი" მოიპოვა FIPRESCI ჯილდო ვენეციის კინოფესტივალზე.  ფილმი „მოღალატეს“ პრემიერა კანის საერთაშორისო კნიოფესტივალზე შედგა. 

 

სინოფსისი


1986 წელს Cosa Nostra-ს წარმომადგენელი ტომასო ბუსჩეტა იტალიაში მაფიის წინააღმდეგ გამართული პირველი დიდი სასამართლო პროცესის მთავარი მოწმე იყო. გამოძიებას აწარმოებდა გამომძიებელი ჯიოვანი ფალკონე. იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა მისი მთელი ოჯახი ამოეწყვიტათ (სასამართლოზე მოწმედ გამოსვლა მაფიისთვის ღალატს ნიშნავდა) პროკურორმა ფალკონემ დაპატიმრებულ ბუსჩეტას შესთავაზა წინადადება, რომელზეც ის უარს ვერ იტყოდა. რეჟისორი ფოკუსირდება ადამიანზე, რომელმაც მოინანია და დაეხმარა მართლმსაჯულებას მაფიის  300 ლიდერის გასამართლებაში და პოლიტიკურ წრეებთან მაფიის კავშირების გამომჟღავნებაში.   

 

see more

close

ოქროს ხელთათმანი

გერმანია/საფრანგეთი, 2019, 110წთ.  


რეჟისორი და სცენარის ავტორი: ფატიჰ აკინი

ოპერატორი: რაინერ კლაუსმანი 

მონტაჟი: ენდრიუ ბირდი, ფრანჩესკა შმიდტ კამერი 

მუსიკა: FM Einheit

ხმა: ჯოენ მარტენსი 

პროდიუსერი: ნურჰან სეკერც-პორცი, ფატიჰ აკინი, ჰერმან ვეიგელი 

კო-პროდუქცია: Warner Bros. Entertainment, Hamburg
Pathé Films, Paris

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ფატიჰ აკინი 1973 წელს დაიბადა ჰამბურგში. დაამთავრა ჰამბურგის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტი. რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური და მხატვრული ფილმის გადაღების შემდეგ, 2004 წელს ფილმისთვის Gegen die Wand  („კედლის წინააღმდეგ“) „ოქროს დათვი“ მოიპოვა ბერლინის კინოფესტივალზე, რამაც იგი ევროპის ერთ-ერთ სახელგანთქმულ რეჟისორად აქცია. მისი მომდევნო ფილმი - Auf der anderen Seite („სამოთხის ზღვარზე“)  საერთაშორისო ჰიტად იქცა, მათ შორის, კანის კინოფესტივალზე გაიმარჯვა საუკეთესო სცენარისთვის, ამასთან, არაერთი გერმანული და ევროპული პრიზი აქვს მოპოვებული. მისი საპროდიუსერო კომპანია corazón international-ი სხვა რეჟისორების ფილმებსაც უშვებს, მაგალითად, ChikoTakva and Min dît („ჩიკო, თაკვა და მე“). მისმმა ფილმმა - Aus dem Nichts („არაფრისგან“) ოქროს გლობუსი მოიპოვა.


სინოფსისი

ჰამბურგი - სანტ პაული, 1970-იანი წლები. ერთი შეხედვით ფრიც ჰონკა, მეტსახელად «Fiete», ყველას საცოდავი ლუზერი ჰგონია. ნაიარევსახიანი ტიპი, რომელიც ყოველ საღამოს უბნის ცნობილ კაფეში «Golden Glove» („ოქროსს ხელთათმანი“) მარტოსულ ქალებს აბამს. ვერავინ წარმოიდგენს, რომ უწყინარი „ფიეტეს“ უკან შესაძლოა მონსტრი იმალებოდეს. ფატიჰ აკინის საშინელებათა ფილმს - „ოქროს ხელთათმანი“ - საფუძვლად ჰაინც სტრუნკის ამავე სახელწოდების წიგნი უდევს საფუძვლად. ფრიც ჰონკას ისტორია ნამდვილ ამბავზეა, კაცი, რომელმაც უამრავი ქალი მოკლა და მის საყვარელ ბარზე - „ოქროს ხელთათმანი“ - , რომლის სენტიმენტალურ მუსიკაზე არაერთ მთვრალ ჩაუხშვია თავისი კაეშანი. 

 

see more

close

ტრანზიტი

გერმანია/საფრანგეთი, 2019; 101 წთ.

 

რეჟისორი: კრისტიან პეტცოლდი

სცენარი: კრისტიან პეტცოლდი

ოპერატორი: ჰანს ფრომი

მონტაჟი: ბეტინა ბიოლერი

მუსიკა: შტეფან ვილი

პროდიუსერი: ანტონენ დედე, ფლორიან კიორნერ ფონ გუსტორფი

მსახიობები:  ფრანც როგოვსკი, პაულა ბეერი, გოდეჰარდ გიზე, ლილიენ ბატმანი, მარიამ ზარეე, ბარბარა აუერი, მათიას ბრანდტი, სებასტიან ჰიულკი, ემილი დე პრეისაკი, ანტუან ოპენჰაიმი, ლუზონ ტრეზალე

პროდუსერული კომპანია: Neon Productions, Schramm Film Koerner & Weber

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

როდესაც ნაცისტების შეჭრის შემდეგ, კაცი საფრანგეთიდან გარბის, ის გარდაცვლილი მწერლის სახელით გადაადგილდება. ის მარსელში აღმოჩნდება, სადაც ხვდება ახალგაზრდა ქალს, რომელიც დაკარგულ ქმარს ეძებს - სწორედ იმ კაცს, ვისი სახელითაც ფილმის მთავარი გმირი მოქმედებს.

 

ბიოგრაფია

კრისტიან პეტცოლდი დაიბადა ჰილდენში, 1960 წელს. ბერლინის უნივერსიტეტში გერმანულისა და დრამის შესწავლის შემდეგ, მან გერმანიის კინო-ტელე აკადემიაში ჩააბარა. აქ დაეუფლა კინორეჟისურას. ფილმით „ბარბარა“ (2012) ბერლინალეზე „საუკეთესო რეჟისორის“ ჯილდო მიიღო. ეს შესანიშნავი დრამა მაყურებელს გერმანიის დემოკრატულ რესპუბლიკაში არსებულ ყოველდღიურობას აზიარებს.

 

see more

close

ალფა: მკვლელობის უფლება

ფილიპინები, 2018, 94 წთ.

 

რეჟისორი: ბრილანტე მენდოზა 

სცენარის ავტორი: ტროი ესპირიტუ 

ოპერატორი: ჯოშუა რეილესი 

მონტაჟი: დიეგო მარქს დობლესი 

როლებში: ალენ დიზონი, ელიჯაჰ ფილამორი, ბარონ გისლერი 

პროდიუსერი: კარლო ვალენზონა 

მუსიკა: დივა დე ლეონი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ბრილანტე მენდოზა 1960 წელს დაიბადა ფილიპინებში და დღესდღეობით იგი  ფილიპინური კინოს წამყვანი რეჟისორია. მანილას სანტო ტომასის უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ მან კარიერა სარეკლამო სფეროში დაიწყო. ამას მოჰყვა კინოში მისი წარმატებული დებიუტი, რამაც მენდოზა მალე საერთაშორისო კინოფესტივალების მთავარ გმირად აქცია. მისმა სადებიუტო ფილმმა - „მასაჟისტი“ (2005) - ლოკარნოს კინოფესტივალზე ვიდეო კონკურსის პრიზი მოიპოვა. მომდევნო ფილმი - „ზაფხულის სიცხე“ (2006) - რომის კინოფესტივალის დამატებითი სექციაში იქნა ნაჩვენები, დოკუმენტური ფილმი - “Manoro” („მასწავლებელი“ 2006 წ.) - კი ტურინის კინოფესტივალის პრიზის - Cinema for Peace (კინო მშვიდობისთვის) - მფლობელი გახდა. 2007 წელს კანში, Quinzaine des Réalisateurs სექციაში აჩვენეს ფილმი „აღსაზრდელი“, 2008-ში - ფილმი „სერვისი“, 2009 წელს კი მენდოზა ფილმის - „THE EXECUTION OF P“ - საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდა. 2007 წელს ბერლინის კინოფესტივალის ფორუმის სექციაში ნაჩვენები იქნა მისი ფილმი „შურდული“, 2012 წელს ამავე სექციაში აჩვენეს ფილმი „სამხედრო ტყვე“. 2015 წელს კვლავ კანში წარდგა ფილმით “TAKLUB”, 2016 წელს კი ფილმი “MA' ROSA” „პალმის რტოს“ ნომინაციაში მოხვდა.

  

სინოფსისი

ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობისთვის ფილიპინების მთავრობის სადამსჯელო ღონისძიებების ფონზე, პოლიცია მანილას ნარკობარონის - აბელის - დაკავების ოპერაციას იწყებს. კანონმორჩილი პოლიციელები - ესპირო და ელია - ინფორმატორებად იქცევიან და მშვიდობიანად დაწყებული ოპერაცია მალე პოლიციასა და აბელის ბანდას შორის ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზრდება. სანამ გამომძიებლები დანაშაულის ადგილზე მივლენ, ესპირო და ელია აბელის ფულითა და მეტამფეტამინით სავსე ზურგჩანთით გარბიან. ერთი მხრივ, თვითგადარჩენისა და მეორე მხრივ, კორუფციის ეს ჟესტი ბევრს საშიშ მოვლენას დაუდებს სათავეს, რომლებიც ცოტა ხანში ესპიროსა და ელიას რეპუტაციას, ოჯახებსა და სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიან.

 

see more

close

ეთერი

პოლონეთი/უკრაინა/უნგრეთი/იტალია/ლიტვა,  2018, 117წთ.

 

რეჟისორი: კშიშტოფ ზანუსი

სცენარის ავტორი: კშიშტოფ ზანუსი

როლებში: იაცეკ პონიეძიალეკი, ანჟეი ჩირა, მალგორზატა პროტულაკი, მარია რიაბოშაპკა, ვიქტორია ზინი, რემო გირონე, ოსტაპ სტუპკა, სტანისლავ კოლოკოლნიკოვი 

ოპერატორი: პიოტრ ნიმიჟსკი 

მონტაჟი: მილენია ფიდლერი 

მუსიკა: რიჰარდ ვაგნერი

პროდიუსერი: იანუშ ვაჩალა, კშიშტოფ ზანუსი, გაბორ რაჟნა, გაბორ სიპოსი, პაოლო მარია სპინა, ჯუდიტ სტატლერი. 

აღმასრულებელი პროდიუსერი: Janusz Wachala

წარმოება: Studio Filmowe TOR, Studio Uljana Kim, Laokoon Film, Revolver, Bielle Re, Interfilm Production Studio (UA)

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ქშიშტოფ ზანუსი 1939 დაიბადა ვარშავაში. არის დოკუმენტური და მხატვრული ფილმების რეჟისორი.  მას დამთავრებული აქვს ვარშავის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, კრაკოვის იაგელონიიის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და ლოძის კინო აკადემია (1966). იგი მოყვარული რეჟისორია. მისმა სადიპლომო ნამუშევარმა -  „პროვინციელის სიკვდილი“ - პრიზები მოიპოვა ვენეციაში, მანჰაიმში, ვალადოლიდსა და მოსკოვში (1967). სხვა ადრეული სატელევიზიო ნამუშევრებიდან სან რემოში გრან-პრი აქვთ მიღებული ფილმებს - „გვერდითა კარი“ (1971) და „ჰიპოთეზა“ (1973). იგი ყველა თავისი ფილმის თანაავტორი და სცენარისტია. ადრეული მხატვრული ფილმებიდან აღსანიშნავია „კრისტალის აგებულება“ (1969), რომელმაც მარ დე პლატაში გაიმარჯვა. „ოჯახური ცხოვრება“ (1971) - ჩიკაგოს, ვალადოლიდისა და კოლომბოს ფესტივალების გამარჯვებული; „გასხივოსნება“ (1973) - ლოკარნოს ფესტივალის გრან-პრი და გდანსკის ფესტივალის ჯილდო.  ასევე, ხაზგასასმელია ფილმები - „კვარტალური ბალანსი“ (1975), „კამუფლაჟი“ (1977) და „სპირალი (1978).

 

 

სინოფსისი


მე-20 საუკუნის დასაწყისი, მეფის რუსეთის იმპერიის საზღვრები. ექიმი ახალგაზრდა ქალს ეთერული ნარკოზის  სასიკვდილო დოზას აძლევს მასთან დაწოლის მიზნით. შემდეგ ავსტრო-უნგრულ ციხეში იწყებს მუშაობას, სადაც განაგრძობს თავის ექსპერიმენტებს. მისი მიზანი ეთერული ნარკოზის საშუალებით ტკივილის შემცირებასთან ერთად ადამიანის ქცევით მანიპულირებაა. ექიმს წარმატება სულიერების ფასად უჯდება, მაგრამ სიყვარულს  მისი გადარჩენა შეუძლია.

 

see more

close

BIAFF 2019 - „სპეციალური ჩვენებები“

BIAFF 2019 - ქართული პანორამა

ინტერაქტივი

საქართველო, 2019; 35 წთ.

 

რეჟისორი: დავით ქემხაძე

სცენარის ავტორი: მანანა სურაძე

ოპერატორი: გიორგი ვაწაძე

პროდიუსერი: ლევან კიტია

წარმოება:   ტელეფილმები - სსიპ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

ინტერაქტივი – ასე ეწოდება ცურვას დელფინებთან ერთად.  ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება აუტიზმის სპექტრით დაავადებულ ბავშვებში. ფილმი მოგვითხრობს ასეთი დაავადების მქონე ბავშვების ისტორიებს და მათ ურთიერთობაზე დელფინებთან.

 

ბიოგრაფია

დავით ქემხაძე დაიბადa 1974 წ.  2002 წელს დაამთავრე ქ. ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი, მხატვრული კინოს რეჟისორის სპეციალობით. ზაზა ხალვაშის სახელოსნო.

 

see more

close

დევნილი

საქართველო, 2019; 15 წთ. 

 

რეჟისორი / სცენარის ავტორი: ირაკლი სოლომონაშვილი

პროდუსერები: ვახტანგ ვარაზი, ირაკლი სოლომანაშვილი

იდეისა და სცენარის თანაავტორი: თამთა იობაია

ოპერატორი: მინდია ესაძე

მონტაჟი: ლევან კუხაშვილი

კომპოზიტორი:  ზვიად მღებრიშვილი

მხატვარი: თეო ბარამიძე

მსახიობები: ანასტასია ლოგუა, თემიკო ჭიჭინაძე, ეკა მოლოდინაშვილი, ანდრო სოლომანაშვილი, სანდრო კასაბური, სანდრო ადეიშვილი.

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ირაკლი სოლომანაშვილმა  1997 წელს დაამთავრა თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრამატურგიის ფაკულტეტი. ავტორია ოცზე მეტი მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმის სცენარისა. დოკუმენტურ ფილმში „ბავშვები გისოსებს მიღმა“ მისი ნამუშევარი აღინიშნა ამერიკის ტელეაკადემიის უმაღლესი ჯილდოთი EMMY. 

2019 წელს საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარზე“ წარადგინა მისი სცენარის მიხედვით შექმნილი ფილმი „შინდისი”, როგორც პროდუსერსა და რეჟისორს გადაღებული აქვს ორი დოკუმენტური ფილმი.

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „დევნილი“ მისთვის, როგორც მხატვრული კინოს რეჟისორისთვის სადებიუტო ნამუშევარია.

 

სინფოსისი

ომის დასასრული არ ნიშნავს მშვიდობას.დევნილთა დასახლებაში, სადაც ყველა სახლი ერთმანეთს ჰგავს, ათი წლის გოგონა ძალადობისგან ძალადობით იცავს თავს - ეს მას ომმა ასწავლა.

გოგონას მამა ომსა და დევნილობას არამხოლოდ ფიზიკურად, არამედ მორალურადაც დაუმახინჯებია. 

გოგონა კი ასაკის შესაბამისად ჯერ კიდევ უძლურია ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს, თუმცა მამისგან განსხვავებით, ძალადობისადმი იმუნიტეტი ჯერ არ გახუნებია. 

მიუხედავად გაუაზრებელი საქციელისა ის მაინც მსხვერპლია - ომის „ვირუსმა“ არც მისი ფსიქიკა დაინდო. და იქნებ ზრდასრული ადამიანების სისასტიკე ისეთივე გაუაზრებელი „ბავშური თამაშია“, როგორის ჩვენებაც ამ ფილმით გვსურს.

 

see more

close

მარქსის ქუჩა 12

საქართველო, 2019; 15 წთ. 

 

სცენარის ავტორი და რეჟისორი - ირინე ჟორდანია

ოპერატორი - გიგი სამსონაძე /ტატო კოტეტიშვილი

მხატვარი - თეა თელია/ნინო ქორიძე

კოსტუმების მხატვარი - თინათინ კვინიკაძე

გრიმი - სალომე ზაქარაია

მონტაჟი - ლევან ბუთხუზი

ხმის დიზაინი - პაატა გოძიაშვილი

ფერების კორექცია - ნოდარ ნოზაძე

მონაწილეობენ - თინა ლაღიძე, დავით უჯმაჯურიძე

პროდიუსერები: სულიკო წულიკიძე, დავით უჯმაჯურიძე, თამარ თვარაძე

პროდუქცია - მილიმეტრ ფილმი

 

თრეილერის ნახვა

სინფოსისი

ქალი ყოველ დღე ერთი და იგივე დროს ერთსა და იმავე ადგილზე ჯდება და ერთი და იგივე ნომერს კრეფს. სამზარეულოს სიჩუმეს ტელეფონის ზუმერი ავსებს. ერთხელაც მის ზარს პასუხობენ.

 

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი; შემდეგ, უმაღლესი კინო სარეჟისორო კურსები თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, რეზო ესაძის სახელოსნო. მუშაობს, როგორც ჟურნალისტი, სხვადასხვა გამოცემის რედაქტორი, სცენარისტი. „მარქსის ქუჩა 12“ მისი პირველი დამოუკიდებელი კინო პროექტია. 

 

see more

close

ახალი გაფრენა სოლარისისკენ

რუსეთი, 2019; 45 წთ.

 

რეჟისორი / სცენარის ავტორი: ირაკლი კვირიკაძე

რედაქტირება: ირაკლი კვირიკაძე

პროდიუსერი: ნატალია ოპალევა

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

ფილმი მოგვითხრობს რეჟისორ ანდრეი ტარკოვსკის და საბჭოთა ანდეგრაუნდ მხატვრების შესახებ, (60-70-იანი წლების პერიოდი). ისინი ერთი თაობის წარმომადგენლებია. რეალურ ცხოვრებაში ისინი არ შეხვედრიან ერთმანეთს, მაგრამ  უნიკალური მონტაჟის გამოყენებით ფილმში უჩვეულო რამ ხდება - ტარკოვსკი და მხატვარები კოსმოსში მიფრინავენ.

 

ბიოგრაფია

ირაკლი კვირიკაძე 1939 წელს დაიბადა. 1964 წ. დაამთავრა ი.ჯავახიშვილის საელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1970 წ. მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (გრიგორი ჩუხრაის სახელოსნო). ირაკლის ფილმები მრავალი საერთაშრისო კინოფესტივალის ჯილდოს მფლოებელია - კანის, სან რემოს, ლოკარნოს, გრენობლის, სოჭის, ანაპას და ა.შ. 

ირაკლის სადიპლომო ნამუშევარია სატელევიზიო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ქვევრი“ (1970). ფილმმა „ქალაქი ანარა“ ლოკრანოს პრესტიჟულ ფესტივალზე  FIPRESCI-ის პრიზი მოიპოვა, ფილმი „მოცურავე“ კი სან რემოს კინოფესტივალზე გრან პრით დაჯილდოვდა. ირაკლი არის ასევე მრავალი ფილმის სცენარისტი - „რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა“, „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ და სხვა. 

ირაკლი ამჟამად მოღვაწეობს ამერიკაში, ევროპაში და რუსეთში. 

 

see more

close

ეს ცხოვრება

საქართველო, 2019; 85 წთ. 

 

რეჟისორი: ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი

სცენარი: ამირან დოლიძე

 ოპერატორი: ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი

საპროდიუსერო კომპანია: Studio Akrobat

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

ფილმში 5 მთავარი გმირია და ყველას თავისი ისტორია აქვს. ისინი თელავში ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ. ერთი მათგანი გერმანელია და სათნოების სახლში პიანინოზე უკრავს. ის ყოფილი მეხანძრეა. გადარჩენილი აქვს წინანდლის სახლ-მუზეუმი. მეორეც გერმანელია, რომელსაც 20 წელია, რაც შეუწყვიტეს ელექტროენერგიის მიწოდება. მან გამოიგონა ღუმელი, რომელიც გამოიმუშავებს დენს. მესამე პერსონაჟი 80 წლის ყოფილი კავშირგაბმულობის დირექტორია. მისი სახლი ისტორიული ძეგლია, მას იცავს სახელმწიფო. მაგრამ სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. მეოთხე პერსონაჟი - ყოფილი ინჟინერია, წარსულში თელავის უნივერსიტეტის ლექტორი. ის ზის სახლში და უსმენს როკ მუსიკას და უჩივის ცხოვრებას. მეხუთე პერსონაჟი - წარმატებული ფერმერია, ბიზნესმენი. მას ჭირდება დამხმარე ძალა. მაგრამ ვერავის პოულობს. არავის არ უნდა მუშაობა. თავის ფერმაში მინი სალოცავი აქვს სადაც ლოცულობს უკეთესი მომავლისთვის.

 

ბიოგრაფია 

ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი - რეჟისორი, ოპერატორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოც.პროფესორი, საპროდიუსერო სტუდია "აკრობატის" დამაარსებელი.
მისი სადიპლომო ფილმი "დილის რომენსი" პირველად სტუდენტური კინოს ისტორიაში წარდგენილი იყო სტუდენტურ "ოსკარზე" ლოს ანჯელესში 1997 წელს. ამ ფილმმა მოიპოვა 3 მთავარი პრიზი და 11 საერთაშორისო დიპლომი და ჯილდო.

ვახტანგი სწავლობდა მიუნხენის უმაღლესს კინო აკადემიაში (პროფ. ვიმ ვენდერსი). 2 ჯერ იყო DAAD სტიპენდიანტი.
1997 წლიდან იგი არის მიუნხენის კინოფესტივალის ტექნიკური კოორდინატორი.
ვახტანგი არის 7 სრულმეტრაჟისნი დოკ.ფილმის ავტორი. მისი ფილმი "Life is Be" 2016-ში
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე "პრომეთე" მოიპოვა მთავარი პროზი "საუკეთესო ქართული დოკ. ფილმი".
ვახტანგის ბოლო ფილმს "გამჭვირვალე სამყარო" მოპოვებული აქვს 6 გრან-პრი და ამ ფილმით გაიხსნა 3 საერთაშორისო კინოფესტივალი.
2003 - 2012 წლებში ვახტანგი იყო ლექტორი 5 უნივერსიტეტში თბილისში მიმართულებით "ხმის ჩაწერა და მონტაჟი" და "საავტორო დოკ. კინო".
2012 წლიდან - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

 

see more

close

გამჭვირვალე სამყარო

საქართველო, 2018; 82 წთ.

 

რეჟისორივახტანგ კუნცევ-გაბაშვილი

ოპერატორივახტანგ კუნცევ-გაბაშვილი

მონტაჟივახტანგ კუნცევ-გაბაშვილი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი - რეჟისორი, ოპერატორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოც.პროფესორი, საპროდიუსერო სტუდია "აკრობატის" დამაარსებელი.
მისი სადიპლომო ფილმი "დილის რომენსი" პირველად სტუდენტური კინოს ისტორიაში წარდგენილი იყო სტუდენტურ "ოსკარზე" ლოს ანჯელესში 1997 წელს. ამ ფილმმა მოიპოვა 3 მთავარი პრიზი და 11 საერთაშორისო დიპლომი და ჯილდო.

ვახტანგი სწავლობდა მიუნხენის უმაღლესს კინო აკადემიაში (პროფ. ვიმ ვენდერსი). 2 ჯერ იყო DAAD სტიპენდიანტი.
1997 წლიდან იგი არის მიუნხენის კინოფესტივალის ტექნიკური კოორდინატორი.
ვახტანგი არის 7 სრულმეტრაჟისნი დოკ.ფილმის ავტორი. მისი ფილმი "Life is Be" 2016-ში
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე "პრომეთე" მოიპოვა მთავარი პროზი "საუკეთესო ქართული დოკ. ფილმი".
ვახტანგის ბოლო ფილმს "გამჭვირვალე სამყარო" მოპოვებული აქვს 6 გრან-პრი და ამ ფილმით გაიხსნა 3 საერთაშორისო კინოფესტივალი.
2003 - 2012 წლებში ვახტანგი იყო ლექტორი 5 უნივერსიტეტში თბილისში მიმართულებით "ხმის ჩაწერა და მონტაჟი" და "საავტორო დოკ. კინო".
2012 წლიდან - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

 

სინოფსისი


ბექა 26 წლისაა... მამამისი პროფესიის დაუფლებაში ეხმარება - ბექა ფოტოხელოვნებით არის გატაცებული, ამავდროულად ფილმს იღებს ფიზიკოსსა და კომპოზიტორზე.

მისი ფოტოგამოფენა ახლახან გაიმართა. მამის მოთმინებისა და გაგების უნარი შვილს ზრდასრულ ცხოვრებაშიდამოუკიდებლობას აჩვევს, საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებში არწმუნებს.

 

see more

close

ხაბაზები

საქართველო, 1970; 10 წთ. 

 

რეჟისორი: ბიძინა რაჭველიშვილი

სცენარი: გია ბადრიძე

ოპერატორი: გიორგი ბარნაველი, ტრისტან კანდელაკი

ხმა: მერაბ გვანცელაძე

მონტაჟი: ციური კობერიძე, ნუცა შოშიტაიშვილი

პროდიუსერი: ლიანა გოგელია

 

თრეილერის ნახვა

„ხაბაზები“ სამაგალითო საბჭოთა მოქალაქეების პროფესიული ცხოვრების ამსახველი მორიგი ფილმი არ არის. სხვა სურათებისგან ფილმს ის გამოარჩევს, რომ რეჟისორი უარს ამბობს ხოტბა შეასხას მუშათა კლასს დაბალი წერტილებიდან გადაღებული კადრების, ოფლიანი კანის ახლო ხედის ჩვენების ან ემოციური მუსიკალური გაფორმების გამოყენებით. ნაცვლად ამისა, ხმისა და დიალოგების მინიმალური მოხმარებით, ფილმი თბილისელი ხაბაზების ღამის ცვლის ინტიმურ და ჩუმ სამუშაო ატმოსფეროს გადმოგვცემს.

 

see more

close

თუჯი

საქართველო, 1964; 16 წთ. 

 

რეჟისორი: ოთარ იოსელიანი

ოპერატორი: შალვა (შიო) შიოშვილი


 

თრეილერის ნახვა

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში გადაღებული ფილმი მებრძმედეებს ეძღვნება, რომლებიც მძიმე შრომით ირჩენენ თავს. „თუჯი“ არ წარმოაჩენს პროლეტარიატს, როგორც მუშაობით ბედნიერ და მუშათა კლასის ენერგიული ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანების ჯგუფს. გამოსახულებისა და ხმის კონტრაპუნქტი საბჭოთა მუშის კომპლექსურ პორტრეტს გვთავაზობს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ოფიციალური საბჭოთა იდეოლოგიის მიერ დამკვიდრებულ სურათთან. მებრძმედეები არ არიან ოპტიმისტი სუპერგმირები, რომელთაც მტკიცედ სჯერათ ნათელი მომავლის და ღუმელში მობრიალე ალებიც უფრო დანტეს „ჯოჯოხეთს“ მოგაგონებთ, ვიდრე საბჭოთა სამოთხეს.

 

see more

close

მეკვლე

საქართველო, 1981; 14 წთ. 

 

რეჟისორი: გოდერძი ჩოხელი

სცენარი: რეზო ესაძე, გოდერძი ჩოხელი

ოპერატორი: დემურ დანელია

ხმა: ვასილ არველაძე

პროდიუსერი: გრიგოლ ციხისელი

 

თრეილერის ნახვა

საქართველოს მთიანი რეგიონის დაცარიელებულ სოფელში ადამიანების ხმა მოისმის: სიცილის, გლოვის, ქეიფის, ჩხუბის, ცეკვის, წაკითხული ლოცვებისა და სექსის ხმა. ადამიანებს ხილულს მხოლოდ მათი ხმა ხდის. 1981 წელს გადაღებულ ამ ფილმში სკოლის ტერიტორიაზე გაკრული, ნახევრად ჩამოგლეჯილი საქართველოს სსრ რუკის გარდა არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მოქმედება საბჭოთა კავშირში ხდება ანუ ოფიციალურად ათეისტურ ქვეყანაში, სადაც სექსის თემა საჯარო სივრცეში არასდროს განიხილება.

 

see more

close

არაბესკები ფიროსმანის თემაზე

საქართველო, 1985; 20 წთ. 

 

რეჟისორი: სერგო ფარაჯანოვი

სცენარი: კორა წერეთელი

ოპერატორი: ნოდარ ფალიაშვილი

ხმა: გარი კუნცევი

მონტაჟი: მ. პონომარენკო

მონაწილეობენ: ლიკა ქავჟარაძე (ტიტრებში გამოტოვებულია), ლელა ალიბეგაშვილი (ტიტრებში გამოტოვებულია).

 

თრეილერის ნახვა

ფილმი, რომელიც ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის (1862-1918) ნამუშევრებს წარუდგენს მაყურებელს, 1980-იანი წლების პორტრეტის ჟანრში გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებს არაფრით ჰგავს. ცნობილი ხელოვანების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ საბჭოთა დოკუმენტურ კინოში დამკვიდრებული ესთეტიკური და იდეოლოგიური კლიშეებისთვის თავის არიდებით, ფარაჯანოვს ფაქიზად შეჰყავს მაყურებელი დიდი ოსტატის ფერად სამყაროში.

 

see more

close

აღლუმი

საქართველო, 2018;  87 წთ .

 

რეჟისორი: ნინო ჟვანია

სცენარი: ირაკლი სამსონაძე

ოპერატორი: გიგი სამსონაძე

მონტაჟი: ნოდარ ნოზაძე

დამდგმელი მხატვარი: გოგი ტატიშვილი

ხმის დიზაინი: პაატა გოძიაშვილი

პროდიუსერი: ნიკოლოზ აბრამიშვილი, რუსუდან გლურჯიძე

მონაწილეობენ: გუგა კოტეტიშვილი, არჩილ ქიქოძე, გოგა პიპინაშვილი, თინა ლაღიძე, ქეთი ჩაჩუა, ეკა ჩავლეიშვილი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ნინო ჟვანია დაიბადა 1982 წელს თბილისში, 2011 წელს დაამთავრა გერასიმოვის სახელობის სახელმწიფო კინემატოგარფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს.სოლოვიოვის სახელოსნო).

 

სინოფსისი

სამი ბავშვობის მეგობარი შემთხვევით ხვდება ერთმანეთს. ციხიდან ახლად გამოსული უიღბლო კრიმინალი,ქუჩის მხატვარი და ავანტიურისტი მექალთანე მსახიობი...

 რა აქვთ მათ საერთო? მხოლოდ წარსულის მოგონებადა ის, რომ ვერცერთი მათგანის ცხოვრება ვერ მოეწყო. უიღბლოები და სიმპათიურები, კარზე მომდგარი სიბერისწინაშე მარტოდმარტო დარჩენილები, ბავშვური გატაცებით გადაეშვებიან თავიანთ უკანასკნელ თავგადასავალში, ადგებიან გზას, რომელიც მრავალ მოულოდნელ შეხვედრას, ტკივილს და სიხარულს უმზადებს მათ.

 

see more

close

თეთრი ქარავანი

საქართველო , 1964; 97 წთ.

 

რეჟისორი: ელდარ შენგელაია, თამაზ მელიავა

სცენარი: მერაბ ელიოზიშვილი

ოპერატორი: ლეონიდ კალაშნიკოვი, გიორგი კალატოზიშვილი 

მონტაჟი: ნელი სარადოვა 

მუსიკა: ირაკლი გეჯაძე 

ხმა: მიხეილ ნიჟარაძე 

მხატვარი: დიმიტრი თაყაიშვილი, ქრისტესია ლებანიძე 

მონაწილეობენ: იმედა კახიანი, არიადნა შენგელაია, გიორგი კიკაძე, სპარტაკ ბაღაშვილი, ნ. კალაფიდინი, მერაბ ელიოზიშვილი, კოტე თოლორაია, დოდო აბაშიძე

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

გამოცდილი მწყემსი მარტია ახლოური სხვა მწყემსებთან ერთად ცხვარს ზამთრის საძოვრებისკენ მიერეკება. მძიმე და ერთფეროვანია მეცხვარეთა შრომა, მცირე შეცდომას გამოუსწორებელი შედეგები მოაქვს. მარტიას უფროსი შვილი გელა მწყემსურ ცხოვრებაზე გულს აიყრის, ახლობლების რჩევას ყურს არ დაუგდებს, ცხვარს მიატოვებს და იოლი ცხოვრების საძიებლად ქალაქს მიაშურებს. ქარიშხლისგან დაფანტული ცხვრის გადასარჩენად სტიქიასთან ბრძოლაში მარტია დაიღუპება. ქალაქიდან დაბრუნებული გელა მამის სიკვდილში თავის დანაშაულს ხედავს და მწარედ ნანობს მის მიტოვებას.

ფილმი მონაწილეობდა 1964 წელს კანის საერთაშრისო კონკურსის პროგრამაში.

 

 ბიოგრაფია

დაიბადა 1933 წლის 26 იანვარს. 1958 წელს დაამთავრა საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი იუტკევიჩის სახელოსნო) იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის პირველი მდივანი (1976-1991), უზენაესი საბჭოს დეპუტატი (1990-1992), სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992), საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, კულტურის კომისიის თავმჯდომარე (1992), პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (1995). საქართველოს სახალხო არტისტი (1979). საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1988). საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე, პროფესორი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. დაჯილდოებულია საბჭოთა კავშირის სახელმწიფო (1985) და რუსთაველის სახელობის (1998) პრემიებით.  ვენეციის (1986) და ბერლინის  (1992) საერთაშორისო კინოფესტივალების ჟიურის წევრი.

 

see more

close

15

ოქტომბერი
2019

სრული კალენდარი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31

BIAFF ვიდეო თრეილერი

ახალი ამბები

03 ოქტ

BIAFFIADA / ბიაფფიადა - ქართული კინოს დღეები აჭარის მუნიციპალიტეტებში

    BIAFF ბათუმის კინოფესტივალი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს კინოჩვენებების...

25 სექ

Georgia - Cottbus: Workshops for film journalists at BIAFF and FFC

 On September 15, the Batumi International Art-House Film Festival (BIAFF) will begin in Georgia....

22 სექ

BIAFF 2019-ის დახურვის ცერემონია და გამარჯვებულები

BIAFF 2019-ის დახურვის ცერემონია და გამარჯვებულები 22 სექტემბერს, 18:30-ზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში...

21 სექ

BIAFF ბათუმის კინოფესტივალის დახურვის ცერემონია 22 სექტემბერს გაიმართება

  BIAFF ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი 2019 წლის 15-22 სექტემბერს გაიმართება. ...