BIAFF მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის ჟიური

გელა ბაბლუანი

საქართველო - ჟიურის თავჯდომარე

გელა ბაბლუანი დაიბადა თბილისში, საქართველოში. ის არის გამოჩენილი რეჟისორისთემურ ბაბლუანის ვაჟი. 17 წლის ასაკში ის და მისი სამი და-ძმა გაგზავნესსასწავლებლად საფრანგეთში. მისმა პირველმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა, A Fleur dePeau (2002), კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. მისი პირველი სრულმეტრაჟიანიფილმია 13 ცამეტი (2005), მოიპოვა მსოფლიო კინოს ჟიურის პრიზი დრამატულიფილმისთვის სანდენსის კინოფესტივალზე. 2017 წელს საფრანგეთში გადაიღო ფილმი„ფული“.

see biography

close biography

კატერინა კლიმკიევიჩი

პოლონეთი

კინოსა და ტელევიზიის რეჟისორმა, კატარჟინა კლიმკევიჩმა 21 წლის ასაკშიდაამთავრა ლოძის პოლინური კინოსკოლა, მაგრამ მხატვრული ფილმის გადასაღებადმას მრავალი წელი და ბევრი მოკლემეტრაჟიანი ფილმი დასჭირდა. მისიმოკლემეტრაჯიანი ფილმი HANOI-WARSHAW დასახელდა საუკეთესოდკინოაკადემიის მიერ 2010 წელს. 2012 წელს მისი მხატვრული დებიუტის FLYINGBLIND პრემიერა ედინბურგის კინოფესტივალზე გაიმართა, რომელშიც ჰელენმაკრორი მონაწილეობდა. იგი 2012 წლიდან რამოდენიმე სერიალზე მუშაობდა. 2021წელს, მისი მეორე ფილმის „Autumn Girl”-ის პრემიერა შედგნა პოლონეთისკინოთეატრებში, მოგვიანებით კი Netflix-ზე გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ახლაკატარჟინა მესამე სრულმეტრაჟიან ფილმზე „Burnt Grass”-ზე მუშაობს.

see biography

close biography

ნიკოს პანაიოტოპულოსი

საბერძნეთი

1992 წლიდან, როდესაც მან გადაწყვიტა ეცხოვრა მწერლობაში, ნიკოსმა დაწერა თითქმისათეული საერთაშორისო დაჯილდოვებული მხატვრული ფილმის სცენარი, მოთხრობებისოთხი კრებული და ოთხი რომანი, თარგმნილი რამდენიმე ენაზე.ის ასწავლიდა ეკრანიზაციას კინოსკოლებში, საერთაშორისო ვორქშოფებსა და სემინარებში დამუშაობდა სცენარის კონსულტანტად პროდიუსერულ კომპანიებში, ბერძნულ კინოცენტრსადა საბერძნეთის ეროვნულ ტელევიზიაში, ასევე საბერძნეთში და მის ფარგლებს გარეთმრავალი პროექტის სცენარის რედაქტორად.2006 წლიდან არის MFI-ის Script2Film სემინარების უფროსი ტრენერი, ის ასევე მუშაობდაპროგრამის კვლევების ხელმძღვანელად 2013-15 წლებში. ამჟამად არის საბერძნეთის ღიაუნივერსიტეტის შემოქმედებითი წერის ასისნტენტ-პროფესორი.

see biography

close biography

თინათინ ყაჯრიშვილი

საქართველო

დაიბადა 1978 წელს, თბილისში, საქართველოში. 2001 წელს დაამთავრა თბილისისთეატრისა და კინოს სახელმწიფო უნვიერსიტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.მონაწილეობა მიიღო პროდიუსერების ვორქშოფში საზღვარგარეთ (EAVE) დასადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმის "პატარძლების" გადაღებამდე, რამდენიმემოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. ფილმის "პატარძლები" პრემიერა 2014 წელს,ბერლინალეს სექციაში "პანორამა" გაიმართა და არა-ერთ ფესტივალზეც აჩვენეს. მისიშემდეგი ფილმი "ჰორიზონტი" ბერლინალეს ამავე სექციაში იქნა ნაჩვენები 2018წელს. რეჟისორის ბოლო ნამუშევარია "მოქალაქე წმინდანი" (2023), რომელიცკარლოვი ვარის საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობდა. ფილმი ნაჩვენები იყობათუმის კინოფესტივალზე, სადაც საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა.

see biography

close biography

ანჟეი სლოვიცკი

გერმანია

ანდრეი სლოვიცკი დაიბადა 1945 წლის 27 იანვარს პოლონეთში. ის 57 წლისგანმავლობაში იყო კინოკულტურის გამოჩენილი მოღვაზე და მრავალი წლისგანმავლობაში ვარშავაში არსებული ლეგენდარული კინო საზოგადოების KWANT-ისპრეზიდენტი, რომელიც წარმოადგენდა აღმოსავლეთ ევროპაში კინო კულტურისუმნიშვნელოვანეს ცენტრს. სლოვიცკის ჩატარებული აქვს მრავალი ფესტივალი დაკინოსემინარი კინოს, კულტურისა და პოლიტიკის სფეროში გამოჩენილიადამიანების მონაწილეობით [მიქელანჯელო ანტონიონი, ხულიო კორტასარი, რომანპოლანსკი, ანჯეი ვაიდა, კშიშტოფ კიშლოვსკი, სიდნეი ლუმეტი, ეტორე სკოლა,კლოდ ლელუში, იშტვან ცაბო, ნიკიტა მიხალკოვი, ანდრეი კონჩალოვსკი და სხვა],როგორც პოლონეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. წიგნების ავტორი და რედაქტორი.მრავალი ჯილდოს ლაურეატი (სერგო ფარაჯანოვის სახელობის პრემია - ბროწეული2006, საერთაშორისო ფონდი თბილისი და ფარაჯანოვი "დიდი ოსტატისშემოქმედების ხსოვნას და პოპულარიზაციაში შეტანილი დიდი წვლილისთვის").ანჟეი იყო ჟიურის წევრი სხვადასხვა კინოფესტივალებზე (I ბათუმის საერთაშორისოკინოფესტივალი, პოლონეთის კინოს, ტელევიზიისა და თეატრალური სკოლისკინოფესტივალი ლოძში, კინო საზოგადოება KWANT ვარშავაში / პოლონეთი).

see biography

close biography

BIAFF მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსის ჟიური

კრჟიშტოფ გიერატი

პოლონეთი - ჟიურის თავჯდომარე

კრჟიშტოფ გიერატი პოლონელი კინოს ექსპერტია. დაამთავრა იაგელონიის უნივერსიტეტი.სწავლობდა ვარშავაში, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების ინსტიტუტში. მანდაარსა და გარკვეული პერიოდი ხელმძღვანელობდა ებრაული კულტურის ფესტივალს,გრაფიტის კინოცენტრსა და ფონდ „Film Polski“ გახლავთ კრაკოვის მერის ყოფილი მოადგილე,პოლონეთის სახელმწიფო ტელევიზიის კინო განყოფილების დირექტორი, პოლონელკინორეჟისორთა ასოციაციის გენერალური მდივანი. ასევე, არის პოლონური და ევროპულიკინოაკადემიის წევრი. 2000 წლიდან ხელმძღვანელობს კრაკოვის კინოფესტივალს. იგი არისკრაკოვის კინოფონდის დამაარსებელი და პრეზიდენტი, აღნიშნული კინოფონდი ახორციელებსკრაკოვის კინოფესტივალს და ეწევა პოლონური მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმებისსაზღვარგარეთ პოპულარიზაციას. ასწავლის კრაკოვის აკადემიაში. გახლავთ არაერთიკინოფესტივალის ჟიურის წევრი. კრაკოვის კინოფესტივალი დირექტორი 2000 წლიდან.

see biography

close biography

რინგალე ლეშჩინსკიენე

ლიტვა

ლიეტუველ პროდიუსერი, რომელსაც აქვს 15 წელზე მეტი გამოცდილება, მუშაობს საქართველოშიდა ლიეტუვაში, თანამშრომლობს მსხვილ საერთაშორის სააგენტოებთან და კლიენტებთან(ბანკები, ტელეკომუნიკაციები, სასმელის და კვების მრევწელობის კომპანიები და ა.შ.)რინგაილე ლიეტუვური კომპანიის Nuliene Kopija (ZERO COPY) https://www.zerocopy.lt/ ასევექართული მწარმოებელი FUNKY PRODUCTION HOUSE და საერთაშორისო TVC მწარმოებელიკომპანიის LINE PRODUCTION-ის მფლობელია, რომელიც აწარმოებს ფილმებს, ვიდეო რეკლამებსადა სატელევიზიო პროექტებს. ლიეტუვაში ის მუშაობს პროდიუსერად სატელევიიზო, კინოსწარმოებისა და სადისტრიბუციო კომპანიებში.რინგაილმა 100-ზე მეტი კომერციური პროექტი შექმნა ლიეტუვაში, საქართველოში, ბელორუსიაში,უკრაინაში, ლატვიაში, ესტონეთში, რუმინეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და რუსეთში. იგი 10მხატვრული ტელესერიალის, 1 დოკუმენტური ტელესერიალისა და 3 მოკლემეტრაჟიანი ფილმისპროდიუსერია. მისი ბოლო კომერციული ტურისტული პროექტი Dinner with Georgia გახდა PRLions 2018-ის გამარჯვებული კანის საერთაშორისო კრეატიულობის ფესტივალზე, 2 ბრინჯაოსა დავერცხლის ლომით. 2019 წლის კანის კორპორატიულ მედიასა და სატელევიზიო ჯილდოებში,ვერცხლის ჯილდო საუკეთესო ტურისტული ფილმისთვის.2018 წლის Golden Hammer Silver-ის გამარჯვებული მედიაში/ სპეციალურ ღონისძიებებში,საზოგადოებასთან ურთიერთობებში/ ღონისძიებებში, 30-ზე მეტი ოქროს და 40 ვერცხლის,ბრინჯაოს და სპეციალური ჯილდოები, ასევე შემდგომში წარდგენილი იყო ევროპის სხვადასხვაფესტივალებზე.

see biography

close biography

გიორგი ოვაშვილი

საქართველო

გიორგი ოვაშვილს (დაბადებული 1963 წელს, საქართველოში) დამთავრებული აქვს საქართველოსკინოსა და თეატრის სახელმწიფო ინსტიტუტი (1996) და ჰოლივუდში, Universal Studios-ში ნიუ-იორკის კინოეკადემიის კინოშემოქმედების კურსი (2006). გიორგი ოვაშვილს კინოკარიერისსაწყის ტაპზე გადაღებული აქვს რამდენიმე საინტერესო მოკლმეტრაჟიანი ფილმი. 2005 წელსბერლინალესა და ოდენსეს ფესტივალზე ჯილდოების მფლობელი გახდა. 2009 წელსკინოფესტივალ KVIFF-ის დასავლეთის აღმოსავლეთის კონკურსზე მისი სადებიუტო,სრულმეტრაჟიანი The Other Bank (გაღმა ნაპირი) წარადგინეს; ფილმმა თითქმის 50 ჯილდომოიპოვა და ევროპის კინოაკადემიამ წლის ევროპული აღმოჩენის ნომინანტად დაასახელა. მეორეფილმმა Corn Island (სიმინდის კუნძული, 2014) KVIFF-ზე საუკეთესო ფილმის ფესტივალის გრანპრი დაიმსახურა. გიორგის ბოლო კინოფილმის „ხიბულას“ პრემიერა 2017 წელს კარლოვი ვარისსაერთშორისო ფესტივალზე გაიმართა. ფილმი „მშვენიერი ელენე“ გიორგის ბოლო ნამუშევარია

see biography

close biography

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31

BIAFF ვიდეო თრეილერი

ახალი ამბები

03 Oct

BIAFF 2024 ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები

 ბათუმის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 27 სექტემბერი - 3 ოქტომბერს ჩატარდა. კინოფესტივალზე...

22 Sep

BIAFF 2024 - კინოსეანსების ყოველდღიური განრიგი

 შენიშვნა:  FC -მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურის,  SC– მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო  კონკურსი, GEO –...

19 Sep

BIAFF 2024 ბათუმის კინოფესტივალის სრული პროგრამა და საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობა

BIAFF 2024  ბათუმის კინოფესტივალის სრული პროგრამა და საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობა   ბათუმის მე-19...

16 Sep

BIAFF 2024 ბათუმის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა

ბათუმის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 27 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდება....