გახსნის ფილმი

ამბავი სურამის ციხისა

საქართველო, 1984; 88 წთ.

რეჟისორი: სერგო ფარაჯანოვი, დოდო აბაშიძე

სცენარისტი: ვაჟა გიგაშვილი

ოპერატორი: იური კლიმენკო

მხატვარი: ალექსანდრე ჯანშიევი

კომპოზიტორი: ჯანსუღ კახიძე

როლებში:  ვერიკო ანჯაფარიძე, დოდო აბაშიძე, სოფიკო ჭიაურელი, დუდუხანა წეროძე, თამარ ციციშვილი, ზურაბ ყიფშიძე, ლევან უჩანეიშვილი, მზია არაბული, ლელა ალიბეგაშვილი, გია ბურჯანაძე

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

სერგო ფარაჯანოვი 1924 წელს, თბილისში დაიბადა. 1952 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირი სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (იგორ სავჩენკოს სახელოსნო) და მუშაობა დაიწყო რეჟისორის ასისტენტად კიევის ალექსანდრე დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიაში.

ფარაჯანოვის პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ (1964), რომელმაც საერთაშორისო აღიარება ჰპოვა მისი ფერადოვნებით, კოლორიტული კოსტიუმებითა და სოფლის ცხოვრების უცნაური აღწერით. მისი ნამუშევარი „ბროწეულის ფერი“ (1969), თბილისელი პოეტის, საიათნოვას ცხოვრებას ასახავს. ჰომოსექსუალობის ბრალდებით, საბჭოთა მთავრობამ ფარაჯანოვი 1973 წელს დააპატიმრა და შრომით გამოსასწორებელ ბანაკში ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იგი მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ გაათავისუფლეს, ფრანგი სიურრეალისტი ლუი არაგონის მეოხებით.

ფილმების გადაღება მას აკრძალული ჰქონდა მრავალი წლის განმავლობაში, სანამ თბილისში ცხოვრობდა, თუმცა 80-იან წლებში მას ნება დართეს გადაეღო „ამბავი სურამის ციხისა“ (1984), რომელიც მისი ადრეული ნამუშევრების ფერადოვნების გამოძახილია, ასევე „აშიკი ქერიბი“ (1988) და დაუმთავრებელი ავტობიოგრაფიული სერია „აღიარებისა“, რომელიც შემდგომში მიხეილ ვართანოვის ფილმის „ფარაჯანოვი: ბოლო გაზაფხული“ ნაწილი გახდა.

 

 

სინოფსისი

ფილმი დანიელ ჭონქაძის მოთხრობის თავისუფალ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. ვარდუას სატრფო, დურმიშხანი, სახლს ტოვებს და სამუშაოს საძებნელად მიდის. დურმიშხანს გაუმართლებს – სარფიან საქმესაც იშოვის და მდიდარ საცოლესაც. ლოდინით გაწამებული ვარდუა მკითხავი გახდება და წლების შემდეგ მოღალატე შეყვარებულზე შურს იძიებს – მკითხავის რჩევით, იმისთვის რომ ციხე მტკიცე იყოს, სურამის ციხის კედელში ცოცხლად ჩააყოლებენ ზურაბს, დურმიშხანის ვაჟს.

 

 

 

 

 

 

 

see more

close

ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია - "SHORT MATTERS!”

ტალღები

პორტუგალია, 2012 წ. 22 წთ.



რეჟისორი: მიგელ ფონსეკა
სცენარის ავტორი: მიგელ ფონსეკა
პროდიუსერი: ლუიშ ურბანო, სანდრო აგილარი
ოპერატორი: მარიო კასტანეირა  
მონტაჟი: სანდრო აგილარ

თრეილერის ნახვა

სინოფსისი                                                  

 

ჩემ წინაშე პორტუგალიის ულამაზესი ბუნება იშლება. ვზედავ ზღვას, ვრცელ სანაპიროსა და ხალხს. ადამიანები სამწუხაროდ კვდებიან. სიკვდილი კი სევდიანია და ამავე დროს  -მშვენიერი. ის სიცოცხლის ნაწილია, კოსმიური ცვლილება, ტრანსფორმაცია.

 

ბიოგრაფია

 

მიგელ ფონსეკა, პორტუგალიელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, დაიბადა 1973 წელს, ლისაბონში. კოლეჯში ფილოსოფიას სწავლობდა. 2008 წელს გადაიღო პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „ალფა“. იგი გახლავთ ცნობილი ექსპერიმენტული პროექტის - „ვიცი, რომ ჩემი გჯერა“ (1982 წელი) - პროდიუსერი.

მიგელ ფონსეკა ცხოვრობს ლისაბონში. „ტალღები“ რეჟისორის ბოლო ნამუშევარია.

 

see more

close

აჩრდილის სიკვდილი

ბელგია/საფრანგეთი, 2012 ; 20 წთ.


რეჟისორი და სცენარის ავტორი: ტომ ფონ აფერმატი
პროდიუსერი: ელენ დე ვალე  

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი


ჯარისკაცი ნათან რიქსი პირველი მსოფლიო ომის დროს დაიღუპა. უცნაურმა კოლექციონერმა ჯარისკაცის აჩრდილი დაატყვევა და დაჰ პირდა, რომ 10 000 ჩრდილის სანაცვლოდ სიცოცხლეს დაუბრუნებდა.

ჯარისკაცს სიყვარული ამოძრავებს, მას იმედი აქვს, რომ ისევ ნახავს სარას, ქალს, რომელიც სიკვდილამდე უყვარდა. ყველაფერი მაშინ იცვლება, როცა რიქსი აღმოაჩენს, რომ მის რჩეულს უკვე სხვა უყვარს...

 

ბიოგრაფია

 

ტომ ფონ აფერმატი დაიბადა 1982 წელს. კინოთი ადრეულ ასაკში დაინტერესდა. მისი შთაგონების წყარო წარსულში მოღვაწე და თანამედროვე სიურეალისტი რეჟისორები არიან. „აჩრდილის სიკვდილი“ - ამერიკის კინოაკადემიის მთავარი ჯილდოს, „ოსკარის“, ნომინანტებს შორის მოხვდა. 

 

see more

close

დილა

ირლანდია/დიდი ბრიტანეთი, 2013 წ; 20 წთ.

 

რეჟისორი: ქეით ბრეიდი

სცენარის ავტორები: სარა ვულნერი, ქეით ბრეიდი 

ოპერატორი: ნიკ კუკი

მონტაჟი: მატეო ბინი

კომპოზიტორი: ფინ მაკნიკოლასი

მონაწილეობენ: ეილინ უოლში, ჯონი ჰარისი         

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ქეით ბრეიდიმ კინოსკოლა 2010 წელს დაამთავრა. სწავლის პერიოდში დააარსა საკუთარი საპროდიუსერო კომპანია - „Cherry Red Pictures“. იგი რამდენიმე დოკუმენტური ფილმის რეჟისორი და პროდიუსერია. უთანამშრომლია ისეთ კომპანიებთან როგორიცაა, „Spyglass Enterteinment“, “Universal Pictures” „Echos“, “Element Pictures“ და ა.შ..

 

სინოფსისი

თავზარდაცემული ქალი სახლის კარს არ აღებს. ზარი კი არ წყდება...

see more

close

მისტერია

ესპანეთი,  2013 ; 12 წთ.

 

რეჟისორი და სცენარის ავტორი: ჩემა გარსია იბარა 

მონტაჟი: ჩემა გარსია იბარა

პროდიუსერები: ჩემა გარსია იბარა, ლეონორ დიასი

ოპერატორი: ალბერტო გუტიერესი

მონაწილეობენ: ანხელიტა ლოპესი, ასუნ კინტო, ხოსეფა სემპერე, ანტონიო ბლას მოლინა, ხოსე მანუელ იბარა 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ჩემა გარსია იბარა 1980 წელს დაიბადა ესპანეთის ქალაქ ელჩეში. რეჟისორი დღესაც ამ ქალაქში ცხოვრობს და მუშაობს. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმები, „რობოტების შემოტევა, ნებულა-5“ და „პროტონაწილაკები“, საერთო ჯამში 500-მდე საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს, მათ შორის, სანდენსის, ჩიკაგოსა და AFI ფესტივალებზე.

ორივე ფილმი 150-მდე საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. „მისტერია“ რეჟისორის ბოლო ნამუშევარია.

 

სინოფსისი


ფილმის მთავარი გმირები დედა, მამა და შვილია. მათი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ერთანეთს არ უსმენენ, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს... 

 

see more

close

მოდლინების ისტორია

ესპანეთი,  2012 წ; 26 წთ.

 

 

რეჟისორი: სერხიო ოკსმანი

სცენარის ავტორები: კარლოს მუგირო, ემილიო ტომე, სერხიო ოკსმანი

პროდიუსერი: სერხიო ოკსმანი

ოპერატორი: მიგელ ამოედო

მონტაჟი: ფერნანდო ფრანკო, სერხიო ოკსმანი 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


სერხიო ოკსმანი 1970 წელს დაიბადა სან-პაოლოში. ცხოვრობს მადრიდში. სწავლობდა ჟურნალისტიკას სან-პაოლოში და კინორეჟისურას - ნიუ იორკში. ამჟამად აქვს საკუთარი საპროდიუსერო კომპანია - „Doc Films“ და კითხულობს ლექციებს. გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, მათ შორის - „კოსმეტოლოგი“ (2004 წელი) და „მშვიდობით, ამერიკავ“ (2007 წელი). „მოდლინების ისტორია“ რეჟისორის ბოლო ნამუშევარია.

 

სინოფსისი


რომან პოლანსკის ფილმში, „როზმარის ბავშვში“, შესრულებული როლის შემდეგ, ელმერ მოდლინმა ოჯახთან ერთად საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა. ოჯახი 30 წლის განმავლობაში, ყველასგან შორს, ბნელ ოთახში ცხოვრობდა... 

 

see more

close

ორბიტაზე სამუდამოდ

დიდი ბრიტანეთი, 2013 წ; 20 წთ.

 

 

 

რეჟისორი: ჯეიმი სტოუნი

სცენარის ავტორი: ჯეიმი სტოუნი

ოპერატორი: რობინ ვენარი

მონტაჟი: ჯეიმს ტეილორი

მონაწილეობენ: თომას ბროდი-სანგსტერი, მაკენზი კრუკი, ბრონო გალაჰერი, ბობ გუდი 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


ჯეიმი სტოუნი ცნობილი ბრიტანელი რეჟისორია. შექმნილი აქვს დოკუმენტური, ანიმაციური და მხატვრული ფილმები. ამჟამად იგი “BBC Films”-თან ერთად მხატვრულ ფილმზე მუშაობს. სტოუნი მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია.

 

 

სინოფსისი

დედამიწის ორბიტა. შორეული მომავალი. შეყვარებულები ყველაფერს გაიღებენ, რათა რამოდენიმე წამი ერთად გაატარონ… 

 

see more

close

მდინარე დამშრალი მეგონა

პალესტინა/ეგვიპტე/დიდი ბრიტანეთი/კატარი, 2013 წ.; 19 წთ.

 

 

 

რეჟისორი: ომარ რობერტ ჰამილტონი

სცენარის ავტორი: ომარ რობერტ ჰამილტონი

პროდიუსერი: ლუის ლევარნი

ოპერატორი: ომარ რობერტ ჰამილტონი

მონტაჟი: ომარ რობერტ ჰამილტონი

მონაწილეობენ: კაის ნაშიფი 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ომარ რობერტ ჰამილტონი - ბრიტანელი კინორეჟისორი - პალესტინის ლიტერატურის ფესტივალის პროდიუსერი და „მოსირენ კოლექტივ კაიროს“ ერთ–ერთი დამფუძნებელია. 2011 წლიდან მოყოლებული ის მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებს ქმნის, ძირითადად, - ეგვიპტური რევოლუციის შესახებ. რეჟისორის ფილმის - „მდინარე დამშრალი მეგონას“ - პრემიერა როტერდამის კინოფესტივალზე შედგა და სპეციალური პრიზიც დაიმსახურა.

 

სინოფსისი

 

ის პალესტინაში დაბრუნდა. სამშობლოდან გამგზავრების მიზეზებზე ფიქრობს - რატომ მიატოვა თავისი ქვეყანა და რატომ წავიდა საცხოვრებლად ამერიკაში?

 

see more

close

ნახტომი


ბულგარეთი, 2012 წ; 30 წთ.

 

 

 

რეჟისორები: პეტარ ვალჩანოვი, კრისტინა გროზევა

სცენარის ავტორები: პეტარ ვალჩანოვი, კრისტინა გროზევა

პროდიუსერები: პეტარ ვალჩანოვი, კრისტინა გროზევა

ოპერატორი: მიხაილ ბოევსკი

მონტაჟი: პეტარ ვალჩანოვი

მონაწილეობენ: სტეფან დენოლიუბოვი, ანი ვალჩანოვა 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

პეტარ ვალჩანოვი და კრისტინა გროზევა 2008 წლიდან ერთად მუშაობენ. მათ თეატრისა და კინოს ეროვნული აკადემია დაამთავრეს. რეჟისორების ფილმებს მრავალი საერთაშორისო ჯილდო აქვთ მოპოვებული.

 

სინოფსისი

მარტოხელა მამაკაცი, გოშო, მდიდარი ნათესავის - ჟოროს - მოწვევას მიიღებს და მისი სახლის მოვლაზე დათანხმდება, სანამ პატრონი საზღვარგარეთ, სამოგზაუროდაა, წასული. ღარიბი გოშო, რომელიც ჯერ კიდევ დედასთან და ბაბუასთან ერთად ცხოვრობს, შვებას სიმდიდრესა და ფუფუნებაში პოულობს. სტუმრობის მეორე დღეს, სახლში წყლის ინსპექტორი მოდის, გოგონა მრიცხველს ამოწმებს. მათი შეხვედრისთანავე საინტერესო, ვნებიანი და სახალისო სასიყვარულო ისტორია იწყება... 

 

see more

close

კვირა დღე

გერმანია 2013, 14წთ.


სცენარის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი: იოჰენ კუნი 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

რეჟისორი და სცენარისტი, იოჰენ კუნი, დაიბადა 1954 წელს. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმებიდან აღსანიშნავია „ახლახან 2“ (2000 წელი), „ახლახან 3“ (2007 წელი) და „კვირა დღე“ (2013 წელი).

 

სინოფსისი

 

ტრილოგიის მესამე ნაწილი. ფილმის მთავარ გმირს „გრანდ კაფეში“ უჩვეულო პაემანი აქვს... 

 

see more

close

ატომური ნარჩენები

უკრაინა, 2012 წ., 25 წთ.

 

 

 

სცენარის ავტორი და რეჟისორი:  მიროსლავ სლაბოშპიტსკი

ოპერატორი: დმიტრო სანიკოვი 

მონტაჟი: კრისტოფ ჰურნარტი 

პროდიუსერები: ვოლოდიმირ ტიხი, დენის ივანოვი

მონაწილეობენ: სერგი გავრილიუკი, სვეტლანა შტანკო 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


უკრაინელი რეჟისორი და სცენარისტი, მიროსლავ სლაბოშპიტსკი, დაიბადა კიევში, 1974 წელს. დაამთავრა კიევის თეატრისა და ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი. რეჟისორის მეორე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, “დიაგნოზი”, ბერლინის კინოფესტივალის ჯილდოზე, “ოქროს დათვზე” გახდათ წარდგენილი, ისევე როგორც მისი მომდევნო ნამუშევარი, “სიყრუე”.

 “ატომური ნარჩენები” ლოკარნოს კინოფესტივალზე “ვერცხლის ლეოპარდის” მფლობელი გახდა.

 

სინოფსისი


სერგი და სვეტა ჩერნობილში ცხოვრობენ. სერგი სატვირთო მანქანის მძღოლია რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანაში, სვეტაც ამავე ქარხანაში, სამრეცხაოში მუშაობს. მათი ცხოვრება საათის მექანიზმივით, ერთ რიტმში მიედინება. მთავარი კითხვა ისაა, ვინ მართავს ამ ზუსტ მექანიზმს… 

 

see more

close

ჭრილობა

გერმანია, 2013 ; 13 წთ.

 

რეჟისურა/სცენარი/პროდიუსინგი: კრისტოფ ჟირარდე და მატიას მიულერი 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

კრისტოფ ჟირარდე დაიბადა ლანგენჰაგენში (გერმანია), 1966 წელს. ცხოვრობს ჰანოვერში.

დაამთავრა ბრაუნშვაიგის ხელოვნების უნივერსიტეტი.

მატიას მიულერი დაიბადა ბილეფელდში (გერმანია), 1961 წელს. ცხოვრობს ბილეფელდსა და კიოლნში.

სწავლობდა ბილეფელდის უნივერსიტეტსა და ბრაუნშვაიგის ხელოვნების უნივერსიტეტში.

 

სინოფსისი

 

ადამიანის სხეული ჭრილობაა, რომელიც არასოდეს ხორცდება. 

 

see more

close

ზამთარი

რუსეთი, 2013, 13 წთ.

 

სცენარის ავტორი და რეჟისორი: კრისტინა პიჩი 

მონტაჟი: კრისტინა პიჩი

პროდიუსერები: ტანია პეტრიკი, გიომ პროტსენკო

ოპერატორი: საულიუს ლუკოსვიჩიუსი 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


იტალიელი რეჟისორი და სცენარისტი, კრისტინა პიჩი, დაიბადა 1981 წელს. ცხოვრობს ლონდონში. სწავლობდა პიზის უნივერსიტეტსა და ლონდონის გოლდსმიტის უნივერსიტეტში. გადაღებული აქვს რამოდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, მათ შორის “შენი კანის ქვეშ” (2011 წელი), “სიზმრის ფრაგმენტები” (2011 წელი) და “გარიცხული” (2013 წელი).

 

სინოფსისი

 

ფილმი “ციმბირულ ზამთარზე” მოგვითხრობს. როგორ უმკლავდებიან ადამიანები მკაცრ კლიმატურ პირობებს, იქ, სადაც ზღვარი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის თითქმის არ არსებობს, სადაც მთავარი ძალა - ბუნებაა.

 

see more

close

სახლები პატარა ფანჯრებით

ბელგია, 2013 წ; 15 წთ.

 

 

 

რეჟისორი: ბულენტ უზთურქი

სცენარის ავტორები: ბულენტ უზთურქი, მიზგინ მუჟდე არსლანი

საპროდიუსერო კომპანია: Clind’oeil films &The fridge.tv

ოპერატორი: ჰადევიკ კოკიე

მონაწილეობენ: მიზგინ მუჟდე არსლანი, სეთჰან ალთიფარმაქი, ემინე კორკმაზი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ბულენტ უზთურქი 1975 წელს დაიბადა თურქეთში. 2011 წელს წარჩინებით დაამთავრა ბრიუსელის კინოსკოლა. სწავლის პერიოდშივე გადაიღო რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, მათ შორის, „დაგვიანებული დამშვიდობება“ და „განთიადი“, აგრეთვე - დოკუმენტური ფილმი - „ბაკაჯაიკის მოლაპარაკე ქვები“, რომელსაც თურქეთში დიდი წარმატება ხვდა წილად.

 

სინოფსისი

 

ფილმი 22 წლის დილანსა და მეზობელ სოფელში მცხოვრები ბიჭის სიყვარულზე მოგვითხრობს. გოგონამ ოჯახი შეარცხვინა და ტრადიციის შესაბამისად, თავისი საქციელისთვის პასუხი უნდა აგოს... 

 

see more

close

"კანის კინოფესტივალის კრიტიკოსთა კვირეულის" ფილმების კოლექცია

შეშლილი მის გარეშე

საფრანგეთი/ლუქსემბურგი/ბელგია, 2012; 98 წთ.

რეჟისორი: სანდრინ ბონერი

 

სცენარის ავტორები: სანდრინ ბონერი, ჯერომ ტონერი 

როლებში: უილიამ ჰარტი, ალექსანდრა ლემი, აუგუსტინ ლეგრანი

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

სანდრინ ბონარი დაიბადა 1967 წლის 31 მაისს, კლერმონ ფერანში, საფრანგეთში. იგი გახლავთ მსახიობი და რეჟისორი ფილმებისა - „მოხეტიალე“ (1985), „ცერემონია“ (1995) და „ბატონი ჰაირი“ (1989). 2003 წლის 29 მარტიდან არის გიომ ლორანის მეუღლე, რომელთანაც  ჰყავს ერთი შვილი.

 

სინოფსისი

ათი წლის შემდეგ ჟაკი მამის მემკვიდრეობის მისაღებად საფრანგეთში ბრუნდება, საიდანაც ამერიკაში გაემგზავრა საცხოვრებლად, რომ თავი დაეღწია მტკივნეული წარსულისათვის, რომელიც ყოფილ ცოლთან, მადოსთან, აკავშირებდა. მისი არყოფნის პერიოდში ქალმა ახალი ცხოვრება დაიწყო სტეფანთან ერთად, რომელთანაც 7 წლის პოლი ჰყავს. დაბრუნების შემდეგ ჟაკი და მადო კვლავ ხვდებიან ერთმანეთს, იგი შვილთან შეხევდრას სთხოვს მადოს, რომელიც ყოყმანობს, შემდეგ თანხმდება, მაგრამ ქმარს უმალავს. მალე ჟაკი და პოლი დაახლოვდებიან და მალულად ხვდებიან ერთმანეთს.

 

 

see more

close

სიუზანი

საფრანგეთი, 2013; 90 წთ.

რეჟისორი: კატელ კიევერე

სცენარის ავტორები: მარიეტ დეზერი, კატელ კიევერე

როლებში: სარა ფორესტიე, ფრანსუა დამიენი, ადელ ენელი

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

კატელ კიევერე დაიბადა 1980 წლის 30 იანვარს აბიჯანში, კოტ დივუარში. იგი გახლავთ მწერალი და რეჟისორი. იგი ცნობილია შემდეგი ფილმებით - „სიუზანი“  (2013), „სიყვარული როგორც შხამი“ (2010) და „გამკლავება“ (2005).

კატელ კიევერე სწავლობდა კინოსა და ფილოსოფიას პარიზის უნივერსიტეტში. 2004 წელს სებასტიან ბეილისთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ბრივის საშუალომეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს.

მისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „გამკლავება“ - რეჟისორთა კვირეულზე აღმოაჩინეს და 2007 წელს სეზარზე წარადგინეს. მოგვიანებით მან გადაიღო ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „წინდაუხედაობა“ და „გაქცევა“ - რომლებიც არაერთ კინოფესტივალზე იქნა ნაჩვენები. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი - „სიყვარული, როგორც შხამი“ - 2010 წელს წარდგენილი იყო რეჟსორთა კვირეულზე, სადაც ჟან ვიგოს პრიზით დაჯილდოვდა. 

 

სინოფსისი

ორ დას, სიუზანს და მარიას, დიდი სიახლოვე აკავშირებთ. მიუხედავად იმისა, რომ დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალათ, ბედნიერი ბავშვობა აქვთ. მათი მამა, ნიკოლასი, ოჯახს შესანიშნავად უძღვება. იგი ძალიან მოსიყვარულე, თუმცა, ხანდახან უხეშია. სიუზანის ორსულობა, ყველაფერს ცვლის. ოჯახი იზრდება, მათ ახალი წევრი, პატარა შარლი შეემატებათ. წლების შემდეგ სიუზანი ხვდება ჟულიენს, რომელსაც არცთუ ისე კარგი რეპუტაცია აქვს. მათ თავდავიწყებით უყვარდებათ ერთმანეთი... სიუზანი ყველაფერს ტოვებს და მასთან ერთად გარბის.

 

 

see more

close

ბაღის მასწავლებელი

ისრაელი/საფრანგეთი, 2014; 120 წთ.

რეჟისორი: ნადავ ლაპიდი 

სცენარის ავტორი: ნადავ ლაპიდი 

როლებში: სარიტ ლარი, ავი შნეიდმანი, ლიორ რაზი

 

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ნადავ ლაპიდი 1975 წელს დაიბადა თელავივში. იგი სწავლობდა სემ შპიგელის კინოსკოლაში, სადაც გადაიღო რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლებიც ნაჩვენები იყო კანის, ლოკარნოსა და ბერლინის კინოფესტივალბზე. მას გადაღებული აქვს ერთი მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმი - „პოლიციელი“ (2011);  მოკლემეტრაჟიანი ფილმებიდან აღსანიშნავია: „ემილის მეგობარი გოგონა“  (2006), „გზა“(2005) და „სასაზღვრო პროექტი“ (2004).

 

სინოფსისი

საბავშვო ბაღის მასწავლებელი ხუთი წლის ბიჭუნაში განსაკუთრებულ პოეტურ ნიჭს აღმოაჩენს. ბავშვის ამ უნარით შთაგონებული და მოხიბლული მასწავლებელი გადაწყვეტს, მისი ნიჭი ყველასგან დაიცვას.

 

 

see more

close

ველურები

არგენტინა, 2012; 120 წთ.

რეჟისორი: ალეხანდრო ფადელი

 

სცენარის ავტორი: ალეხანდრო ფადელი 

როლებში: ლეონელ არანსიბია, სოფია ბრიტო, მარტინ ქოთარი

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ალეხანდრო ფადელი 1981 წლის 1 იანვარს დაიბადა ტუნუიანში, არგენტინაში. იგი გახლავთ მწერალი და რეჟისორი. როგორც რეჟისორი ცნობილია შემდეგი ფილმებით: „კარანჩო“ (2010), „ლომიs ბუნაგი“ (2008) და „ველურები“ (2012).

 

 

სინოფსისი

ვესტერნის მსგავსად, ყველაფერი გაქცევით იწყება. არგენტინულ პროვინციაში ხუთი მოზარდი ძალის გამოყენებით გარბის გამოსასწორებელი სკოლიდან. პილიგრიმობისას ასობით კილომეტრს გადიან ფეხით, რომ აღთქმულ სახლს, თავშესაფარს მიაღწიონ, სადაც ცხოვრებას გააგრძელებენ. ისინი ნადირობენ საკვების მოსაპოვებლად, გზად სახლებს ძარცვავენ, ნარკოტიკებს მოიხმარენ, მდინარეში ბანაობენ, ერთმანეთში ჩხუბობენ, უყვართ... ეს ველურ ბუნებაში ერთგვარი მოგზაურობაა, რომელიც სულ მალე მისტიკურ ზღაპარს ემსგავსება სიმამაცესა და ღირსებაზე.

 

 

see more

close

რეტროსპექტივა - სერგო ფარაჯანოვი & თენგიზ აბულაძე

ვედრება

საქართველო, 1967, 76 წთ.

დამდგმელი რეჟისორი: თენგიზ აბულაძე

სცენარის ავტორები: ანზორ სალუქვაძე, რეზო კვესელავა, თენგიზ აბულაძე

დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე ანტიპენკო

კომპოზიტორი: ნოდარ გაბუნია

ხმის რეჟისორი/ოპერატორი: მიხეილ ნიჟარაძე

მემონტაჟე: ლუსია ვარტიკიანი

მონაწილეობენ: სპარტაკ ბაღაშვილი, რუსუდან კიკნაძე, რამაზ ჩხიკვაძე, თენგიზ არჩვაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ზურაბ ქაფიანიძე, ირაკლი უჩანეიშვილი

 

ბიოგრაფია

თენგიზ აბულაძე 1925 წლის 31 იანვარს დაიბადა ქუთაისში. 1943-1946 წლებში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა დრამის რეჟისურას. 1953 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი იუტკევიჩის სახელოსნო). რეზო ჩხეიძესთან ერთად გადაიღო კინონარკვევები: „ჩვენი სასახლე"(1953), „ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი"(1954) მხატვრული ფილმი „მაგდანას ლურჯა"(1956 წელს კანის ოქროს რტო და ედინბურგის კინოფესტივალების „გრანპრი"). 1957–1958 გადაიღო სურათი „სხვისი შვილები"(1958 ლონდონისა და ტაშკენტის, 1959 ჰელსინკის, 1960 იტალიის საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზები). თენგიზ აბულაძის შემოქმედებაში მნიშნველოვანი ადგილი უჭირავს ტრილოგიას: „ვედრება“ (1967), „ნატვრის ხე“ (1976) და „მონანიება“ (1984), რომელიც ჟიურის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

 

 

სინოფსისი 

ხევსურმა ალუდამ ორთაბრძოლაში ქისტი მუცალი მოკლა, მაგრამ მტრის ვაჟკაცობით მოხიბლულმა მისი ღირსება დაინდო და მარჯვენა არ მოკვეთა. ალუდა ადათის დარღვევისთვის თემიდან გააძევეს... ქისტმა ჯოყოლამ მთაში ნადირობისას ხევსური ზვიადაური გაიცნო, უმასპინძლა, ღამე გაათევინა, მაგრამ ქისტებმა მოსისხლე მტერი იცნეს, ჯოყოლას სტუმარი წაართვეს და ქისტის საფლავს ზედ დააკლეს. ჯოყოლამ ზვიადაურის დაცვა ვერ შეძლო, შეურაცხყოფა ვერ აიტანა და თავი მტერს შეაკლა.

 

 

 

 

 

 

see more

close

მონანიება

საქართველო, 1984; 144 წთ.

დამდგმელი რეჟისორი: თენგიზ აბულაძე

სცენარის ავტორები: ნანა ჯანელიძე, თენგიზ აბულაძე, რეზო კვესელავა

დამდგმელი ოპერატორი: მიხეილ აგრანოვიჩი

დამდგმელი მხატვარი: გიორგი (გოგი) მიქელაძე

ხმის რეჟისორი/ოპერატორი: დიმიტრი გედევანიშვილი

მემონტაჟე: გულნარა (გულიკო) ომიაძე

მსახიოებები: ავთანდილ მახარაძე, ია ნინიძე, მერაბ ნინიძე, სოფიკო ჭიაურელი, ქეთევან აბულაძე, ედიშერ (დავით) გიორგობიანი, კახი კავსაძე, დავით ქემხაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ბორის წიფურია, რეზო ესაძე, მარინა კახიანი, ზურა ქავთარაძე, 

მუსიკალური გაფორმება: ნანა ჯანელიძის

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

თენგიზ აბულაძე 1925 წლის 31 იანვარს დაიბადა ქუთაისში. 1943-1946 წლებში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა დრამის რეჟისურას. 1953 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი იუტკევიჩის სახელოსნო). რეზო ჩხეიძესთან ერთად გადაიღო კინონარკვევები: „ჩვენი სასახლე"(1953), „ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი"(1954) მხატვრული ფილმი „მაგდანას ლურჯა"(1956 წელს კანის ოქროს რტო და ედინბურგის კინოფესტივალების „გრანპრი") 1957–1958 გადაიღო სურათი „სხვისი შვილები"(1958 ლონდონისა და ტაშკენტის, 1959 ჰელსინკის, 1960 იტალიის საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზები). თენგიზ აბულაძის შემოქმედებაში მნიშნველოვანი ადგილი უჭირავს ტრილოგიას: ვედრება (1967), ნატვრის ხე (1976) და მონანიება (1984), რომელიც ჟიურის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

 

სინოფსისი

საბჭოთა ხელისუფლების მაღალი რანგის მოხელე ვარლამ არავიძე რეპრესიების წნეხქვეშ ამყოფებს და სასიკვდილოდ წირავს უდანაშაულო თანამოქალაქეებს. წლების შემდეგ მის მიერ განადგურებული ოჯახის შვილი, ქეთევან ბარათელი, ვარლამს საფლავიდან ამოთხრის და მომხდარით შეძრწუნებულ საზოგადოებას არავიძის ბნელი საქმეების შესახებ უამბობს. წინაპრის მიერ განვლილი, ცოდვებით დამძიმებული გზის გააზრება არავიძის შვილიშვილს, თორნიკეს, მამასთან მწვავე კონფლიქტამდე და თვითმკვლელობამდე მიიყვანს.

 

 

 

 

 

 

 

 

see more

close

ამბავი სურამის ციხისა

საქართველო, 1984; 88 წთ.

რეჟისორი: სერგო ფარაჯანოვი, დოდო აბაშიძე

სცენარისტი: ვაჟა გიგაშვილი

ოპერატორი: იური კლიმენკო

მხატვარი: ალექსანდრე ჯანშიევი

კომპოზიტორი: ჯანსუღ კახიძე

როლებში:  ვერიკო ანჯაფარიძე, დოდო აბაშიძე, სოფიკო ჭიაურელი, დუდუხანა წეროძე, თამარ ციციშვილი, ზურაბ ყიფშიძე, ლევან უჩანეიშვილი, მზია არაბული, ლელა ალიბეგაშვილი, გია ბურჯანაძე

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

სერგო ფარაჯანოვი 1924 წელს, თბილისში დაიბადა. 1952 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირი სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (იგორ სავჩენკოს სახელოსნო) და მუშაობა დაიწყო რეჟისორის ასისტენტად კიევის ალექსანდრე დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიაში.

ფარაჯანოვის პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ (1964), რომელმაც საერთაშორისო აღიარება ჰპოვა მისი ფერადოვნებით, კოლორიტული კოსტიუმებითა და სოფლის ცხოვრების უცნაური აღწერით. მისი ნამუშევარი „ბროწეულის ფერი“ (1969), თბილისელი პოეტის, საიათნოვას ცხოვრებას ასახავს. ჰომოსექსუალობის ბრალდებით, საბჭოთა მთავრობამ ფარაჯანოვი 1973 წელს დააპატიმრა და შრომით გამოსასწორებელ ბანაკში ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იგი მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ გაათავისუფლეს, ფრანგი სიურრეალისტი ლუი არაგონის მეოხებით.

ფილმების გადაღება მას აკრძალული ჰქონდა მრავალი წლის განმავლობაში, სანამ თბილისში ცხოვრობდა, თუმცა 80-იან წლებში მას ნება დართეს გადაეღო „ამბავი სურამის ციხისა“ (1984), რომელიც მისი ადრეული ნამუშევრების ფერადოვნების გამოძახილია, ასევე „აშიკი ქერიბი“ (1988) და დაუმთავრებელი ავტობიოგრაფიული სერია „აღიარებისა“, რომელიც შემდგომში მიხეილ ვართანოვის ფილმის „ფარაჯანოვი: ბოლო გაზაფხული“ ნაწილი გახდა.

 

სინოფსისი

ფილმი დანიელ ჭონქაძის მოთხრობის თავისუფალ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. ვარდუას სატრფო, დურმიშხანი, სახლს ტოვებს და სამუშაოს საძებნელად მიდის. დურმიშხანს გაუმართლებს – სარფიან საქმესაც იშოვის და მდიდარ საცოლესაც. ლოდინით გაწამებული ვარდუა მკითხავი გახდება და წლების შემდეგ მოღალატე შეყვარებულზე შურს იძიებს – მკითხავის რჩევით, იმისთვის რომ ციხე მტკიცე იყოს, სურამის ციხის კედელში ცოცხლად ჩააყოლებენ ზურაბს, დურმიშხანის ვაჟს.

 

 

 

 

 

 

 

see more

close

აშუღ-ყარიბი

საქართველო, 1988; 80 წთ.

რეჟისორები: სერგო ფარაჯანოვი, დოდო აბაშიძე

სცენარის ავტორი: გია ბადრიძე

დამდგმელი ოპერატორი: ალბერტ იავურიანი

დამდგმელი მხატვრები: გიორგი (გოგი) ალექსი-მესხიშვილი, შოთა გოგოლაშვილი, ნიკოლოზ ზანდუკელი, კარენ დავიდოვი, ელენე კანდელაკი,

კომპოზიტორი: ჯავანშირ ყულიევი

ხმის რეჟისორი/ოპერატორი: გარი კუნცევი

მემონტაჟე: მ. პონომარენკო

მონაწილეობენ: იური მდოიანი, სოფიკო ჭიაურელი, რამაზ ჩხიკვაძე, კონსტანტინე სტეპანკოვი, ვერონიკა მეტონიძე, ლევან ნატროშვილი, სლავა სტეპანიანი, ნოდარ დუგლაძე, თამაზ ვაშაკიძე   

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

სერგო ფარაჯანოვი 1924 წელს, თბილისში დაიბადა. 1952 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირი სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (იგორ სავჩენკოს სახელოსნო) და მუშაობა დაიწყო რეჟისორის ასისტენტად კიევის ალექსანდრე დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიაში.

ფარაჯანოვის პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ (1964), რომელმაც საერთაშორისო აღიარება ჰპოვა მისი ფერადოვნებით, კოლორიტული კოსტიუმებითა და სოფლის ცხოვრების უცნაური აღწერით. მისი ნამუშევარი „ბროწეულის ფერი“ (1969), თბილისელი პოეტის, საიათნოვას ცხოვრებას ასახავს. ჰომოსექსუალობის ბრალდებით, საბჭოთა მთავრობამ ფარაჯანოვი 1973 წელს დააპატიმრა და შრომით გამოსასწორებელ ბანაკში ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იგი მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ გაანთავისუფლეს, ფრანგი სიურრეალისტი ლუი არაგონის მეოხებით.

ფილმების გადაღება მას აკრძალული ჰქონდა მრავალი წლის განმავლობაში, სანამ თბილისში ცხოვრობდა, თუმცა 80-იან წლებში მას ნება დართეს გადაეღო „ამბავი სურამის ციხისა“ (1984), რომელიც მისი ადრეული ნამუშევრების ფერადოვნების გამოძახილია, ასევე „აშიკი ქერიბი“ (1988) და დაუმთავრებელი ავტობიოგრაფიული სერია „აღიარებისა“, რომელიც შემდგომში მიხეილ ვართანოვის ფილმის „ფარაჯანოვი: ბოლო გაზაფხული“ ნაწილი გახდა.

 

სინოფსისი

ახალგაზრდა აშუღ-ყარიბი სატრფოს ნათესავებმა სიღარიბის გამო დაიწუნეს. ვაჟი ქონების მოსახვეჭად შორ გზას დაადგა. დიდხანს იმოგზაურა. ბოროტს ბევრჯერ გადაეყარა, მაგრამ ბოროტითვე არ უპასუხა, ტყვეობაში სიმღერაც ვერ შეძლო. სიმდიდრე ვერ იშოვა, ბევრი რამ კი შეიცნო და ერთგულ სატრფოს 1001-ე ღამეს კვლავ უპოვარ პოეტად დაუბრუნდა და დაქორწინდნენ.

ფილმში მინიმუმდეა დაყვანილი დიალოგები და ძირითად როლს ასრულებს მუსიკა (აზერბაიჯანული ფოლკლორი) და ფერები.

 

 

 

 

see more

close

ქართული პანორამა

სხვა ქალაქი

საქართველო, 2013 წ.; 52 წთ.

სცენარის ავტორი და რეჟისორი: ზურაბ ინაშვილი

ოპერატორი: რამაზ ბატატუნაშვილი

პროდიუსერი: ზურაბ ინაშვილი

წარმოება: „საავტორო ფილმების სტუდია"

 

 

სინოფსისი

 

 “სხვა ქალაქი” საბჭოთა ეპოქის 70-იან წლებში თბილისის გარშემო აღმოცენებული გარეუბნებია. იგი არ გავს ქალაქის ტიპიურ უბნებს. საბჭოურმა ურბანულმა მოწყობამ თავისბური მიკროსამყარო შექმნა ქალქის ამ ნაწილში და გავლენა იქონია აქ მცხოვრებ ადამიანებზე, ურთიერთობებზე და მათ ყოველდღიურობაზე.

როგორ გამოიყურება საქართველოს დედაქალაქის ეს ნაწილი დღეს, რა გამოწვევების წინაშე დგანან აქ მცხოვრებნი და რა ინტერესები ამოძრავებთ, რა სულისკვეთების ადამიანები არიან ისინი და როგორ უყურებენ დღევანდელ რეალობას.

ეს არის ფილმი პორტრეტი, რომელიც “ბეტონის მონსტრების” ფონზე ცდილობს ახლოდან გვაჩვენოს ადამიანები. გვაჩვენოს მათი განცდები, იმედგაცრუება და იმედები.

 

 

ბიოგრაფია

რეზო ინაშვილი დაიბადა 1948 წ. ქ. თბილისში. 1981 წ. დაამთავრა საქართველოს თეატრის და კინოს ინსტიტუტის კინორეჟისურის ფაკულტეტი (თენგიზ აბულაძის კლასი). 1979 წ.  დაიწყო მუშაობა რეჟისორად  სტუდია “ტელე-ფილმში”, ხოლო მოგვიანებით კი იყო ამავე სტუდიის დირექტორი. 1996-2004 მუშაობდა  საქართველოს ტელე-რადიო კომპანიაში, საბავშვო პროგრამების სტუდიაში და ასვე იყო მთავარი პროდიუსერი. ზურაბ ინაშვილი არის მრავალი სატელევიზიო პროექტების, დოკუმენტური ფილმების და საერთაშორისო კინო პროექტების ავტორი. 

 

see more

close

მე პატარა ქართველი ვარ

საქართველო, 2013; 52 წუთი.

რეჟისორი: ლევან ადამია

სცენარი: მანანა ხიდაშელი, ზაზა ჯღარკავა

ოპერატორი: ლევან ლეკიაშვილი

მუსიკა: ნიკა მაჩაიძე

მონტაჟი: ნიკა გუგუშვილი

ხმა: თამთა მანძულაშვილი

პროდიუსერი: ლევან ადამია

 

 

ბიოგრაფია

დაიბადა 1972 წელს თბილისში. იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის და თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ 1994-1997 წლებში სწავლობდა ედინბურგის ხელოვნების კოლეჯში, კინოსა და ტელევიზიის ფაკულტეტზე, რომელიც ხელოვნების ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა. 1999 წლიდან დღემდე ამზადებს დოკუმენტურ ფილმებს და გადაცემებს სხვადასხვა ტელეარხებისთვის. 2002 წელს ფილმისთვის - "ბავშვები გისოსებს მიღმა" - ამერიკის ტელეაკადემიის ჯილდო  - „ემი" - მიენიჭა".

 

სინოფსისი

"ლილიპუტები" - ასე უწოდებს უმრავლესობა ადამიანებს, რომლებსაც ზრდის პათოლოგიური დეფიციტი აქვთ. ამ პრობლემით დაბადებულები ქართულ რეალობაში უამრავ სირთულეს აწყდებიან. განსხვავებული გარეგნობა ხშირად მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ფილმი მოგვითხრობს რამდენიმე პატარა ადამიანზე, რომელიც საკუთარი ცხოვრების შეცვლას ცდილობს.

 


 

see more

close

შემთხვევითი პაემნები

საქართველო, 2013; 95 წუთი.

 

რეჟისორი: ლევან კოღუაშვილი

სცენარი: ლევან კოღუაშვილი, ბორის ფრუმინი

ოპერატორი: ტატო კოტეტიშვილი

მხატვარი: კოტე ჯაფარიძე

მონტაჟი: ნოდარ ნოზაძე

ხმა: პაატა გოძიაშვილი

პროდიუსერები: ლევან კოღუაშვილი, სულიკო წულუკიძე, ოლენა ერშოვა მონაწილეობენ: ანდრო საყვარელიძე, ია სუხიტაშვილი, არჩილ ქიქოძე, კახი კავსაძე

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

 40 წლის სკოლის მასწავლებელი, უცოლო და მელოტი სანდრო, ჯერ ისევ თავის ხმაურიან, მუდმივად მოკამათე მშობლებთან ერთად ცხოვრობს - მათი ყოველდღიური კონტროლის ქვეშ. როდესაც შემთხვევითი პაემანი უემოციო აბსურდად გადაიქცევა, სანდრო უქმე დღეების გასატარებლად ზღვის წვიმიან სანაპიროზე გაემგზავრება თავის ძველ მეგობარ ივასთან ერთად. აქ მეგობრები მანანას გაიცნობენ, რომელიც სილამაზის სალონში მუშაობს. იბადება სიყვარული, მაგრამ მას დიდი დღე არ უწერია. მანანას ქმარი თენგო ციხიდან გამოდის და ძალიან მალე სანდრომ სიყვარულსა და ღირსებას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს.

 

ბიოგრაფია

დაიბადა 1973 წელს თბილისში. 1994-1999 წლებში კინორეჟისურას სწავლობდა რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ВГИК) მოსკოვში (მარლენ ხუციევის სახელოსნო). 2006 წელს დაამთავრა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის თიშის ხელოვნების სკოლის მაგისტრატურა. 2002-2007 წლებში ნიუ-იორკში ცხოვრობდა, სადაც რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი გადაიღო. "შემთხვევითი პაემნები" მისი მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. ფილმმა წელს აბუ-დაბის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა (სექცია „ახალი ჰორიზონტები).

 

see more

close

ეშმაკის ბორბალი

საქართველო, 2014; 50 მინ.

რეჟისორი და სცენარის ავტორი: უტა ბერია

მთავარი როლები: ლუკა ბერია, ოთო ქათამაძე, ლალიკო თვალაძე,

პროდიუსერები: დავით კოპალეიშვილი, დავით გეგეშიძე

თანაპროდიუსერები: ნინო დოლიძე, დათა ფირცხალავა

სცენარი: უტა ბერია, მაკა კუკულავა, გოგა ქობალია, ნიკოლოზ მარაული, დავით გეგეშიძე, ამირან დოლიძე. დათა ფირცხალავა.

დამდგმელი ოპერატორი: გიგი სამსაონაძე

მხატვარი: მაკა კუკულავა

კომპოზიტორი: ოთო ქათამაძე, “Band OtherSide”

 

ბიოგრაფია

უტა ბერია, 26 წლის, პროფესიით რეჟისორი და დრამატურგი. იგი გახლავთ ავტორი მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა: „წვიმაში“ (2007 წ.);  „ჩაი“ (2009 წ.); ასევე - ვიდეო კლიპის: „Broadlands 10“ (2011 წ.). ეროვნული კინოცენტრის მიერ ქართულ კინემატოგრაფზე გამოცემული ყოველკვარტალური ჟურნალის „FILM PRINT“-ის მესამე ნომრის რედაქტორი (2011წ.).  სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის - „ბოლო გასეირენება“ - სცანრის თანაავტორი (2011წ.). სრულმეტრაჟიანი ფილმისათვის - „უარყოფითი რიცხვები“ -განკუთვნილი სცენარის  ავტორი (2012 წ. ). ავტორი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისა - „ეშმაკის ბორბალი“ (2014 წ.).

 

სინოფსისი 

ახალგაზრდა ბიჭი ცდილობს იპოვოს მამა, რომელიც არასდროს უნახავს და რომელიც გარდაცვლილი ეგონა. ბიჭი ყველაფერს ხელის ვიდეო კამერით იღებს, და მამის ძიების პროცესი მისთვის კინოდ გადაიქცევა, რომლის მთავარი მოქმედი გმირი თავად არის.

 

 

see more

close

ჩემი ქალთევზა, ჩემი ლორელაი

უკრაინა/რუსეთი, 2013 წ.; 80 წთ.

რეჟისორი: ნანა ჯორჯაძე

 

პროდიუსერები: იგორ ბუკრეევი, ვალერი კალმიკოვი, პავლე პოლიაკოვი

სცენარი: დინარა სეიდოვა

ოპერატორი: მიხეილ კვირიკაძე

პროდუქცია: რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრო, Creative Union Khronograf, Viktoriya Film Company, First Creative Union

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ნანა ჯორჯაძე დაიბადა თბილისში. 1974 წელს ჩააბარა რეჟისურის ფაკულტეტზე თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში. 1985 წლიდან ამავე ინსტიტუტში მუშაობს კინორეჟისურის უორკშოპის მთავარ კოორდინატორად. 1977 წლიდან იღებს ფილმებს. 1987 წელს გადაიღო პირველი მხატვრული ფილმი „რობინსონადა“ ან „ჩემი ინგლისელი ბაბუა“ , რომლისთვისაც კანის ფესტივალზე აიღო „ოქროს კამერა“ საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის. 1990 წელს რუსეთის სახელმწიფო კინოს ინსტიტუტში (VGIK) იგი გახდა კინორეჟისურის უორკშოპის ხელმძღვანელი. 1994 წლიდან გახლავთ ევროპული კინოაკადემიის წევრი.

 

სინოფსისი

ზღვისპირა პატარა ლამაზ სოფელში ახალი სასიყვარულო ისტორია იბადება. მისი გმირები 14 წლის თეოდორი და 18 წლის ნიურკა არიან. თითქოს ისეა, რომ მიამიტ ბიჭუნასა და ადგილობრივ „მსახიობ გოგონას“ შორის ურთიერთობის გაბმა შეუძლებელია. თუმცა, მათ მაინც იტაცებს პირველი სიყვარულის შეგრძნება. ნიურკა თავისი საყვარელი ფრანგული რომანის გმირის - ანჟელიკას - განსახიერებაზე ოცნებობს. მისი სასიყვარულო ისტორია თეოდორთან რაღაცით ჰგავს რომანს - „ანჟელიკა და მეფე“. ნიურკა თავის ცხოვრებაში თეოდორს ნიკოლასის როლს ანიჭებს. მათი ამბავი აჩვენებს, რომ სიყვარულს ასაკი არ აქვს. ნამდვილი გრძნობა ზრდასრულ ადამიანს ბავშვად აქცევს, ხოლო ბავშვს - ზრდასრულ ადამიანად. გულებში სიმამაცის გაღვიძება ამ მაგიური გრძნობის ნამდვილი ბუნებაა.

 

see more

close

კარასტანში დაკარგული

საქართველო/ დიდი ბრიტანეთი/გერმანია/რუსეთი, 2013 წელი; 52 წთ.

რეჟისორი: ბენ ჰოპკინსი

სცენარი: ბენ ჰოპკინსი, პაველ პავლიკოვსკი

ოპერატორი: იორგ გრუბერი

მონტაჟი: ალან ლევი

მონაწილეობენ: მეთიუ  მაკფედიენი, მარია ფერნანდეს-აკე, თეიმურაზ ჭიჭინაძე, ტატო ჩახუნაშვილი, დავით ბექოშვილი, მიანა ბურინგი, ლაშა რამიშვილი, ნოაჰ ტეილორი

მუსიკა: ანდრეას ლუკასი

პროდიუსერები: მაიკ დაუნი, სემ ტეილორი, ვლადიმერ კაჭარავა

პროდუქცია: 20 Steps Productions,  Metrafilms, Brandstorm Entertainment, Film and Music Entertainment (F&ME)

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ბენ ჰოპკინსი - სცენარისტი, რეჟისორი და ნოველისტი - დაიბადა ჰონკონგში. განათლება ოქსფორდის სამეფო კოლეჯში მიიღო. ამჟამად ცხოვრობს ბერლინსა და სტამბულში. მას შექმნილი აქვს მოკლე და სრულმეტრაჟიანი, მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, რომელთაც უამრავი ჯილდო აქვთ მიღებული საერთაშორისო ფესტივალებზე. მათ შორის: „სიმონ მაგუსი“ (1998 წელი), „ტომას კატცის ცხრა ცხოვრება“ (2000 წელი), „37 სარგებელი ჩაძირული გემისთვის“ (2006 წელი) და „მარკეტი: სავაჭრო მოთხრობა“ (2008 წელი).

 

სინოფსისი

როდესაც იღბალს მინდობილ რეჟისორს, ემილ ფორესტერს, კარასტანში მიიწვევენ თავისი ფილმების რეტროსპექტივების შესაქმნელად, ჰგონია, რომ სახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა. თუმცა კარასტანი ბევრად უფრო მძიმე ადგილია, ვიდრე მას წარმოედგინა.

 

 

 

see more

close

დიდოსტატთა კოლექცია

მისტერ ტერნერი

დიდი ბრიტანეთი, 2014 ; 149 წთ.

რეჟისორი: მაიკ ლი

სცენარის ავტორიმაიკლ ლი

მუსიკაჰარი იერშონი 

ოპერატორი: დიკ პოუპი  

მონტაჟიჯონ გრეგორი 

მონაწილეობენტიმოთი სპოლი, დოროთი ატკინსონი, მარიონ ბეილი, პოლ ჯესონი, ლესლი მენვილი, მარტინ სევიჯი, რუთ შინი

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ბრიტანელი  რეჟისორი, მაიკლ ლი, დაიბადა 1943 წლის 20 თებერვალს. სწავლობდა დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში, კამბერველის ხელოვნების სკოლასა და ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში. მუშაობა, როგორც რეჟისორმა და დრამატურგმა, 1960 წლიდან დაიწყო. 1970-1980-იან წლებში მოღვაწეობდა თეატრში და ასევე, ქმნიდა სატელევიზიო ფილმებს ტელეკომპანია BBC-ისთვის.

რეჟისორის ცნობილი ნამუშევრებია: „ცხოვრება ტკბილია“  (1990 წელი), „კარიერისტი გოგონები“ (1997 წელი),  „ტოპსიტურვი“(1999 წელი) და „ყველაფერი ან არაფერი“ (2002 წელი). ფილმმა - „შიშველი“ - კანის კინოფესტივალის ჯილდო მოიპოვა, როგორც საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარმა, ხოლო „საიდუმლო და ტყუილები“ (1996 წელი) ოსკარზე გახლდათ ნომინირებული და კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი გახდა. „ვერა დრეიკი“ (2004 წელი) კი ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზით - „ოქროს ლომით“ - დაჯილდოვდა.  

 

სინოფსისი

„მისტერ ტერნერი“, ცნობილი ბრიტანელი მხატვრის, უილიამ ტერნერის (1775-1851 წწ.) ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობს.

მამის სიკვდილით დამწუხრებული მხატვარი, რომელსაც სასიყვარულო ურთიერთობა აქვს მოსამსახურე ქალთან, განმარტოებულად ცხოვრობს ჩელსიში. ამასთან ერთად, ის ბევრს მოგზაურობს, ხატავს, ბრიტანეთის სამეფო აკადემიის ყველაზე გამორჩეული წევრია და ქვეყნის არისტოკრატიულ წრეებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

 

 

see more

close

ორი დღე და ერთი ღამე

ბელგია/საფრანგეთი/იტალია, 2014 წ.a;  95 წთ.

რეჟისორებიჟან–პიერ დარდენი, ლიუკ დარდენი

პროდიუსერები: ჟან–პიერ დარდენი, ლიუკ დარდენი, დენის ფრეიდი

სცენარის ავტორები: ჟან–პიერ დარდენი, ლიუკ დარდენი

ოპერატორი: ალენ მარკოენი

მონტაჟი: მარი–ელენ დოზო

მონაწილეობენ: მარიონ კოტიარი, ფაბრიციო რონჯონე, პილი გროინი, სიმონ კოლდრი, კარტინ სალე, ბატისტ სორნინი

 

 

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ხელოვნების ინსტიტუტში სწავლის შემდეგ, ჟან–პიერ დარდენმა და მისმა ძმამ, ლიუკმა, რამდენიმე ვიდეო პროექტი შექმნეს. ფილმებზე მუშაობა კი მხოლოდ რეჟისორ არმად გატისთან და ოპერატორ ნედ ბურგესთან შეხვედრის შემდეგ დაიწყეს.  .

1978 წელს პირველი დოკუმეტური ფილმი, „ბულბულის გალობა“, გადაიღეს. სურათი ბელგიური რეზისტანსის შესახებ მოგვითხრობს. 1986 წელს ძმებმა დარდენებმა პირველი მხატვრული ფილმი, „ორპირი“, გადაიღეს. მას მოჰყვა „მე თქვენზე ვფიქრობ“ და „დაპირება“, რომელმაც მრავალი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.

დარდენების 1999 წლის ფილმი, „როზეტა“, კანის ფესტივალის „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, აგრეთვე, რეჟისორების მომდევნო ნამუშევარი - „შვილი“, 2002 წელს ამ ფილმში მთავარი როლის შესრულებისთვის, კანის კინოფესტივალზე, ოლივიე გურმე ჟიურის სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს.

 

სინოფსისი

სანდრას მხოლოდ ერთი კვირა აქვს იმისათვის, რომ თანამშრომლები დაითანხმოს დათმონ მათთვის განკუთვნილი ფულადი პრემიები – ქალი მხოლოდ ამ გზით შეინარჩუნებს თავის სამუშაო ადგილს.

 

 

see more

close

ზამთრის ძილი

თურქეთი/საფრანგეთი/გერმანია, 2014 წელი; 196 წთ.

რეჟისორინური ბილგე ჯეილანი

სცენარის ავტორები: ებრუ ჯეილანი, ნური ბილგე ჯეილანი

პროდიუსერიზეინაბ ოზბათურ ათაკანი

ოპერატორიგიოკხან თირიაკი

მონტაჟინური ბილგე ჯეილანი

მონაწილეობენჰალუკ ბილგინერი, მელისა სოზენი, დემეთ აქბაგი, აიბექ პექჯანი, სერჰათ ქილიჩი, ნეჯათ იშლერი

 

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ნური ბილგე ჯეილანი 1959 წელს დაიბადა სტამბულში. დაამთავრა ბოსფორის უნივერსიტეტი საინჟინრო ფაკულტეტი. შემდეგ კი, ორი წლის განმავლობაში „მიმარსინანის“ უნივერსიტეტში ეუფლებოდა კინოხელოვნებას. რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „კოზა“ - 1995 წლის კანის კინოფესტივალზე აჩვენეს. ჯეილანის სადებიუტო სრულმეტრაჟიანმა ფილმმა, „პატარა ქალაქი”, და მომდევნო ნამუშევარმა, „ღრუბლები მაისში”, მრავალი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვეს.

2003 წელს ნური ბილგე ჯეილანის მესამე ფილმმა - „უზაკი” (შორეული), კანის ფესტივალის გრანპრი დაიმსახურა. ამავე ფესტივალზე, 2006 წელს, ფილმმა - “კლიმატები” - კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის ჯილდო მიიღო. დიდი წარმატება ხვდა წილად რეჟისორის ბოლო ნამუშევრებსაც - “სამი მაიუმუნი”, “ერთხელ ანატოლიაში”, “ზამთრის ძილი”, მათ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზები მოიპოვეს.

 

სინოფსისი

აიდინი, ყოფილი მსახიობი, ცენტრალურ ანატოლიაში მდებარე პატარა სასტუმროს მეპატრონეა. კაცს  დაძაბული ურთიერთობა აქვს ახალგაზრდა ცოლთან, ნიჰალთან.  აიდინის და, ნეკლა, განქორწინებულია და ამას საშინლად განიცდის.

ზამთარში, როცა გარემო თოვლით იფარება, სასტუმრო ყველას თავშესაფარად გადაიქცევა...  

 

 

 

 

 

see more

close

ჯიმის დარბაზი

დიდი ბრიტანეთი/ირლანდია/საფრანგეთი, 2014 წელი; 106 წუთი.

რეჟისორი: კენ ლოუჩი

სცენარის ავტორი: პოლ ლავერტი

მონტაჟიჯონათან მორისი 

ოპერატორირობი რაიანი 

პროდიუსერი: რებეკა ო’ბრაიენი  

მუსიკაჯორჯ ფენტონი 

მონაწილეობენ: საიმონ კირბი, ბარი უორდი, ენდრიუ სკოტი, ჯიმ ნორტონი

საპროდიუსერო კომპანიებიWild Bunch, Why Not, Canal+, Free TV, BIM, BFI

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

კენ ლოუჩი 1936 წელს დაიბადა ნანიტონში. ოქსფორდში სწავლობდა იურისპრუდენციას. 1963 წელს მან ტელეკომპანია „BBC –ში“ სატელევიზიო რეჟისორად დაიწყო მუშაობა.

საყოველთაო პოპულარობა კენ ლოუჩს ცნობილმა ტელედადგმამ - „ქეით, სახლში დაბრუნდი“ (1966 წელი) მოუტანა. ამის შემდეგ რეჟისორმა ორი მხატვრული ფილმი გადაიღო: „საწყალი ძროხა“ (1966 წელი) და „კესი“ (1970 წლის კარლოვი ვარის კინოფესტივალის ჯილდოს - „კრისტალის გლობუსის“ - მფლობელი). მომდევნო 20 წლის განმავლობაში კენ ლოუჩმა რამდენიმე სატელევიზიო და კომერციულად წარუმატებელი მხატვრული ფილმი გადაიღო. 1990 წელს კი რეჟისორმა ცნობილი ფილმი, „ბრბო“ („Riff-Raff“) გადაიღო, რომელსაც მოჰყვა „ქვების წვიმა“ (1993 წელი), „თავისუფლების მიწა“ (1995 წელი), „ჩემი სახელია ჯო“ (1998 წელი), „ტკბილი თექვსმეტი წელი“ (2002 წელი), „ნაზი ამბორი“ (2004 წელი), „ეს თავისუფალი მსოფლიოა“ (2007 წელი), „ერიკის ძიებაში“ (2009 წელი), „ირლანდიური მარშრუტი“ (2010 წელი) და „ანგელოზის წილი“. ამ ფილმებმა კანის, ვენეციის, ბერლინის კინოფესტივალისა და ბრიტანეთის კინოაკადემიის ჯილდოები მოიპოვეს.

 

სინოფსისი

1921 წელს ჯიმი გრანტონმა დიდი ცოდვა ჩაიდინა... მან ირლანდიის ერთ–ერთ სოფელში საცეკვაო დარბაზი ააშენა და ახალგაზრდებს ცოდნის მიღების, მსჯელობის, ოცნების და რაც მთავარია, ცეკვისა და გართობის საშუალება მისცა.

„ჯიმის დარბაზი“ თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებზე მოგვითხრობს.

 

 

 

see more

close

მშვიდობით ენავ

საფრანგეთი, 2014; 70 წთ.

რეჟისორიჟან–ლიუკ გოდარი

სცენარის ავტორი: ჟან–ლიუკ გოდარი

ოპერატირი: ფაბრის არანიო

მონტაჟი: ჟან–ლიუკ გოდარი

პროდიუსერები: ალან სარდი, ბრაჰიმ ჩიკა, ვენსან მარავალი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ჟან–ლიუკ გოდარი 1930 წლის 3 დეკემბერს დაიბადა პარიზში. იგი ფრანგული „ახალი ტალღის“ ერთ–ერთ დამფუძნებელია. „ნუველ ვაგის“ რეჟისორებმა - ფრანსუა ტრიუფომ, ერიკ რომერმა და ჟან–ლიუკ გოდარმა - უარყვეს კლასიკური ჰოლივუდური კინემატოგრაფიის ფორმები და ახალი, სრულიად განსხვავებული კინო შექმნეს.  „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“, რომელიც რეჟისორმა 1959 წელს გადაიღო, კინოს ისტორიაში ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან ფილმად ითვლება.

 

სინოფსისი

იდეა მარტივია: გათხოვილი ქალი და უცოლო  მამაკაცი ერთმანეთს ხვდებიან. ერთმანეთი უყვარდებათ, კამათობენ, ჩხუბობენ. ძაღლი ქალაქიდან სოფელში დაეხეტება. დრო გადის. ქალი და მამაკაცი ერთმანეთს ისევ ხვდებიან. ძაღლი მათთან ადგილს პოულობს. 

ისინი სამნი არიან. ყოფილი ქმარი ყველაფერს ამსხვრევს.

მეორე ფილმიც ისვე იწყება, როგორიც პირველი, მაგრამ ოდნავ განსხვავებულია. ყველაფერი ძაღლის ყეფითა და ბავშვის ტირილით მთავრდება.

 

 

see more

close

უცნაურია, გერქვას ფედერიკო

იტალია,  2013a; 92 წთ.

რეჟისორი: ეტორე სკოლა

სცენარის ავტორები: ეტორე სკოლა, პაოლა სკოლა, სილვია სკოლა

ოპერატორი: ლუჩიანო ტოვოლი

მონტაჟი: რაიმონდო კროჩიანი

მუსიკა: ანდრეა გუერა

მონაწილეობენ: ტომაზო ლაზოტი, ვიტორიო ვივიანი, სერჯო პიერატინი, ანტონელა ატილი, სერჯო რუბინი, ვიტორიო მარსილია, ჯაკომო ლაძოტი, ემილიანო დე მარტინო, მაურიციო დე სანტისი

პროდიუსერები: მაურო მაური, კარლო დელი ესპოსტი

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

იტალიელი სცენარისტი და რეჟისორი, ეტორე სკოლა, დაიბადა 1931 წლის 10 მაისს, ტრევიკოში, აველინოს პროვინციაში. 1964 წელს გადაიღო თავისი პირველი ფილმი, "ვისაუბროთ ქალებზე”. საერთაშორისო აღიარება სკოლას 1974 წლის სურათმა - “ჩვენ ძლიერ გვიყვარდა ერთმანეთი” - მოუტანა. რეჟისორმა ეს ფილმი ვიტორიო დე სიკას მიუძღვნა. 1976 წლის ფილმი - “ამაზრზენები, ბინძურები, ბოროტები” - კანის ფესტივალის ჯილდოს მფლობელი გახდა, როგორც საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი.

ეტორე სკოლას ორმოცამდე ფილმი აქვს გადაღებული, მათ შორისაა, “განსაკუთრებული დღე” (1977 წელი), “რომელი საათია?” (1989 წელი), “კაპიტან ფრაკასას მოგზაურობა” (1989 წელი). 1988 წელს, რეჟისორი კანის ფესტივალის ჟიურის წევრი გახლდათ.

 

სინოფსისი

ფილმი-მემუარი, რომელშიც მრავლადაა გამოყენებული დოკუმენტური მასალა, ფედერიკო ფელინის გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ შეიქმნა. ეტორე სკოლამ ფელინი 50–იან წლებში გაიცნო, მაშინ სკოლა მხოლოდ 16 წლის იყო. რეჟისორებს ერთმანეთთან დიდი მეობრობა აკავშირებდათ. ფილმი სწორედ მათ მეგობრობაზე მოგვითხრობს.

 

 

 

see more

close

საერთაშორისო კონკურსი - დოკუმენტური ფილმები

20,000 დღე დედამიწაზე

დიდი ბრიტანეთი, 2014 წელი, 95 წუთი

რეჟისორი: იან ფორსაიტი, ჯეინ პოლარდი

სცენარის ავტორები: ნიკ ქეივი, იან ფორსაიტი, ჯეინ პოლარდი

ოპერატორი: ერიკ უილსონი

მუსიკა: ნიკ ქეივი, უორენ ელისი  

მონტაჟი: ჯონათან ეიმოსი  

პროდიუსერები: დენ ბოუვენი, ჯეიმს უილსონი  

საპროდიუსერო კომპანია: Pulse Films

მონაწილეობენ: ნიკ ქეივი, რეი უინსტონი, ბლიქსა ბარგელდი, კაილი მინოუგი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

იან ფორსაიტი (1973 წელი, მანჩესტერი) და ჯეინ პოლარდი (1972 წელი, ნიუკასლი) 1992-95 წლებში ერთად სწავლობდნენ გოლდსმიტის კოლეჯში და მას შემდეგ ქმნიან ერთობლივ პროექტებს. მათ შორისაა ცნობილი „ცოცხალი პერფორმანსი - A Rock’N’Roll Suicide(„როკ–ენ–როლ თვითმკვლელობა“), რომლის შთაგონების წყარო დევიდ ბოუის მიერ შექმნილი პერსონაჟი, „ზიგი სტარდასტი“ გახლდათ. პერფორმანსში ხელოვნების ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტებია გაცოცხლებული. „20,000 დღე დედამიწაზე“ ფორსაიტისა და პოლარდის პირველი სრულმეტრაჟიანი პროექტია. ფილმი ნაჩვენები იქნა სანდენსისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

 

სინოფსისი

ნიკ ქეივის მეოციათასე დღე დედამიწაზე მაღვიძარას ზარით იწყება და სანაპიროზე სეირნობით სრულდება. ამ უაღრესად კრეატიული ადამიანის – მუსიკოსის, კომპოზიტორის, სცენარისტისა და მწერლის - ფიქრები მაყურებლამდე ორიგინალური, პოეტური გზითაა მიტანილი. ფილმს განსხვავებული სტრუქტურა აქვს, დადგმულ სცენებს დოკუმენტური მასალა ენაცვლება – ქეივი მანქანით სეირნობს ბრაიტონის სანაპიროზე; ესაუბრება კოლეგებს საინტერესო თემებზე;  სტუმრობს ფსიქოანალიტიკოსს, რომელიც ცნობილი ფილოსოფოსი, ალენ დე ბოტონი აღმოჩნდება.

95 წუთის განმავლობაში ნიკ ქეივი მაყურებელის „თანამოსაუბრე“ ხდება – თავის ფიქრებს უზიარებს კრეატიულობაზე, ცხოვრებასა და მუსიკაზე.

 

 

 

 

see more

close

მე ვარ მე

ჰოლანდია, ეგვიპტე, 2013 წელი, 75 წუთი

რეჟისორები: კორინ ვან ეგერაატი, პეტრ ლომი  

სცენარის ავტორები: კორინ ვან ეგერაატი, პეტრ ლომი

ოპერატორები: კორინ ვან ეგერაატი, პეტრ ლომი

მონტაჟი: პეტრ ლომი

 

თრეილერის ნახვა

პეტრ ლომი 

პეტრ ლომი დაიბადა პრაღაში 1968 წელს. გაიზარდა კანადაში. დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი და მიიღო მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი პოლიტიკურ ფილოსოფიაში. თავისი საუნივერსიტეტო კარიერა პეტრ ლომმა 2003 წელს მიატოვა და მთელი დრო ადამიანის უფლებებზე დოკუმენტური ფილმების შექმნას დაუთმო. მისი პირველი ფილმია 2004 წელს გადაღებული „ყირგიზეთში მოტაცებული პატარძალი“. „უკან, მოედანზე“ რეჟისორის ბოლო ნამუშევარია.

 

კორინ ვან ეგერაატი

კორინ ვან ეგერაატი დაიბადა ჰოლანდიაში, 1966 წელს. ქმნის ექსპეტიმენტულ კინოს, დოკუმენტურ ფილმებსა და თეატრალურ დადგმებს.  ეგერაატს თხრობის გამორჩეული მანერა აქვს, თავის ფილმებში ძირითადად ხელოვან ხალხზე გვიყვება. რეჟისორის საყვარელი თემა კრეატიულობაა.

ეგერაატი 2004 წელს ჰოლანდიის რჩეული კინორეჟისორი გახდა. მისი ფილმები, “ჯუნგლების მბრძანებელი” (2000 წელი), “კოსოვოელი კოვბოები” (2004 წელი), “ხიდი ნაპრალზე” (2008 წელი) და “გადაადილებული” დიდი პუპულარობით სარგებლობენ სამშობლოში და ნაჩვენები გახლავთ მსოფლიოს მრავალ კინოფესტივალზე.

კორინ ვან ეგერაატი რამოდენიმე სატელევიზიო პროგრამის რეჟისორია, ეწევა პროფესიულ საქმიანობას - ატარებს სემინარებსა და ვორქშოპებს დოკუმენტური კინოს შესახებ.

ლომი და ეგერაატი ერთად ცხოვრობენ და 2011 წლიდან ერთად მუშაობენ.

 

სინოფსისი

ფილმში ოთხი ეგვიპტელი ქალი თავის მდიდარ შინაგან სამყაროს გვაცნობს. ეს პოეტური, პირადული და სიმამაცით აღსავსე ისტორია ახალგაზრდა ქალებზე მოგვითხრობს, რომლებიც საკუთარ იდენტობას ეძებენ. მოქმედება “არაბული გაზაფხულის” შემდგომ ვითარდება.

ძირითადი მასალა თავად ფილმის გმირების მიერაა გადაღებული, ოთხივე ახალგაზრდა ქალი 2 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა რეჟისორებთან, მათ მითითებებს იღებდა.

ფილმის პერსონაჟებმა იპოვეს საკუთარი თავის გამოხატვის შემოქმედებითი გზა და ახლა თავიანთი ოცნებების, სურვილების შესახებ ღიად საუბრობენ.

 

see more

close

ყველაფერი შესაძლებელია

პოლონეთი, 2013 წელი; 54 წუთი

რეჟისორი: ლიდია დუდა

სცენარის ატვორი: ლიდია დუდა

პროდიუსერი: ქშიშტოფ კოპჩინსკი

ოპერატორი: კასპერ ლისოვსკი

მონტაჟი: აგნეშკა ბოჟანოვსკა, იაკუბ სლადკოვსკი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ლიდია დუდა ჟურნალისტია, ქმნის დოკუმენტურ ფილებსა და სერიალებს. დაამთავრა ვროცლავის უნივერსიტეტის კულტურულ მეციერებათა ფაკულტეტი. ლიდია დუდა რამოდენიმე დოკუმენტური ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორია, მათ შორისაა, Tu wódka jest Bogiem, a wiara nałogiem (2001), Nie zgadzam się na świat, w którym żyją moi bohaterowie (2002), U nas w Pietraszach (2002), Hercules (2004), ასევე, - დოკუმენტური ფილმები: Tylko tato and Młode rekiny. მის ფილმებს მრავალი საერთაშორისო ჯილდო აქვთ მოპოვებული.

 

სინოფსისი

ტერეზა 80 წლის პოლონელი ქალბატონია, რომელსაც ძალიან უყვარს მოგზაურობა. ის ყოველგვარი დაგეგმვის გარეშე მოგზაურობს ერთი ქვეყნიდან მეორეში, იქ, სადაც ბედი წაიყვანს. გზად უამრავ ადამიანს ხვდება - განსხვავებული კულტურისა და ქვეყნის წარმომადგენლს. ტერეზასთვის არ არსებობს ენობრივი ბარიერი, ის საბრობს გერმანულად, გატეხილი რუსულითა და ინგლისურით, ზოგჯერ კი მხოლოდ ჟესტების ენაზე. ყველას თბილად ელაპარაკება ნებისმიერ თემაზე, მხოლოდ საკუთარ თავზე უჭირს საუბარი. ამ უჩვეულო მოგზაურობის მიზეზის შესახებ ტერეზას მეუღლე გვიყვება.

ფილმი მოხუცი ქალბატონის პირად ტრაგედიასა და არატრადიციულ ქორწინებაზე მოგვითხრობს.

 

 

see more

close

მსოფლიო მშვიდობის ცეკვა

საქართველო, 2014; 82 წუთი;

რეჟისორი: გია დიასამიძე

ოპერატორები: გლებ გრომოვი, ბესიკ ფირცხალაიშვილი

მონტაჟი: ლაშა აკულაშვილი, ზურაბ დემეტრაშვილი

პროდიუსერები: გია დიასამიძე, ხათუნა ჩაგუნავა

ხმის ოპერატორი: კაკი ალიოშა ჯაფარიძე

ხმის რეჟისორი: დავით ხოსიტაშვილი

ფერის კორექცია: ირაკლი ახალკაცი

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

გია დიასამიძე დაიბადა ქალაქ ბათუმში 1971 წელს. 1985-1989 წლებში სწავლობდა ბათუმის საზღვაო სასწავლებელში. 1990-1994 - თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში, დიპლომატიის ფაკულტეტზე. 2002-2004 წლებში სწავლობდა მოსკოვში, რუსეთის სახელმწიფო კინოინსტიტუტში, სარეჟისორო ფაკულტეტზე. 2004 წელს დააფუძნა სტუდია "მიფასი ფილმი". გადაღებული აქვს რამოდენიმე დოკუმენტური ფილმი, მათ შორის "მსოფლიო მშვიდობის ცეკვა", "ვარსკვლავი" (მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, "ინსაითი" (საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF 2010, ჟიურის სპეციალური პრიზი), "ადილა" (ლვოვის საერთაშორისო (კინო)ფესტივალ "კინოლევზე" - პრიზი საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის და ჟიურის სპეციალური პრიზი).

 

სინოფსისი

ფილმი მოგვითხრობს აჭარული ცეკვის ავთენტურ ტრადიციებს. აჭარული ცეკვის უხუცესი შემსრულებლები აჩვენებენ თავიანთ ორიგინალურ ილეთებს და ყვებიან ცეკვების წარმოშობის ისტორიებს. ფილმში ასახულია ამ კუთხის ყოფა და ტრადიციები.  

see more

close

აგვისტოს მოლოდინში

ბელგია, 2014 წელი, 88 წუთი.

რეჟისორი: თეოდორა ანა მიჰაი

ოპერატორი: იოაკიმ ფილიპი

მუსიკა: კარიმ ბაგილი

მონტაჟი: მიშელ ჰუბინონი

პროდიუსერი: ჰანე ფლიპო

საპროდიუსერო კომპანია: Clin d’oeil films

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

თეოდორა ანა მიჰაი 1981 წელს დაიბადა ბუქარესტში. 1989 წელს ოჯახთან ერთად ბელგიაში გადავიდა საცხოვრებლად. რამდენიმე წლის შემდეგ სასწავლებლად გაემგზავრა სან-ფრანცისკოში. ბელგიაში დაბრუნებისთანავე დაიწყო მუშაობა სცენარისტად და რეჟისორის ასისტენტად. მიჰაი თანამშრომლობდა ადილობრივ სატელევიზიო არხებთან, ბოლო პერიოდში კი საკუთარ პროექტებზე დაიწყო მუშაობა.

 «აგვისტოს მოლოდინში» თეოდორა ანა მიჰაის პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია. ამჟამად რეჟისორი ახალ პროექტზე - „ერთჯერადები“ - მუშაობს, ფილმი

„ნარკოტიკების ომის“ შედეგად დაობლებულ მექსიკელ ბავშვებზე მოგვითხრობს.

 

სინოფსისი

რუმინელი ქალი სამუშაოდ იტალიაში მიდის. სახლში 7 ბავშვი რჩება. ოჯახის მოვლის პასუხისმგებლობა უფროს ქალიშვილს, 15 წლის ჯორჯიანას ეკისრება. გოგონას გამბედაობა არ აკლია, მაგრამ საკუთარი დებისა და ძმების განსხვავებულ ხასიათთან გამკლავება ნაადრევად უწევს.

აღსანიშნავია, რომ ფილმის რეჟისორსაც შეხვდა ბავშვობაში მსგავსი სირთულეები, როდესაც ის ერთი წლით დატოვეს მშობლებმა რუმინეთში, თავად კი პოლიტიკური თავშესაფრის საძებნელად გაემგზავრნენ ბელგიაში.

მიჰაი ყურადღებას ინტიმურ, ემოციურ დეტალებზე ამახვილებს, ფილმის გმირების ცხოვრებას საინტერესოდ გვაჩვენებს და მათი მეშვეობით ზოგადად თანამედროვე რუმინეთზე, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე მოგვითხრობს.

 

 

 

see more

close

მაიდანი

უკრაინა/ჰოლანდია, 2014 წელი; 130 წუთი

რეჟისორი: სერგეი ლოზნიცა

სცენარის ავტორი: სერგეი ლოზნიცა

ოპერატორი: სტეპან სტეცენკო, სერგეი ლოზნიცა, მიხაილო იელჩევი

მონტაჟი: სერგეი ლოზნიცა, დანიელუს კოკანაისკისი

პროდიუსერი: სერგეი ლოზნიცა, მარია ჩუსტოვა-ბეიკერი

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

სერგეი ლოზნიცა დაიბადა 1964 წელს ბელორუსის ქალაქ ბარანოვიჩიში. გაიზარდა კიევში, იქვე დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი. დიდი ხნის განმავლობაში დაინტერესებული იყო ხელოვნური ინტელექტის განვითარების საკითხებით. 1997 წელს დაამთავრა მოსკოვის გერასიმოვის სახელობის სახელმწიფო კინემატოგრაფიული ინსტიტუტი (ვგიკი) და სანკტ პეტერბურგში დაიწყო საკუთარი დოკუმენტური ფილმების პროდიუსირება. 2003 წელს ფილმმა - “პორტრეტი” -  კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო.  ამავე ფესტივალზე 2007 წელს ფიმმა - “არტელი” - მიიღო ჯილდო საუკეთესო დოკუმენტური ფილმისათვის. მისი ფილმები დაჯილდოვებულია ობერჰაუზენის, ლაიფციგის, კრაკოვის ფესტივალის პრიზებით. ლოზნიცა 2001 წლიდან ცხოვრობს გერმანიაში. ლოზნიცას სადებიუტო მხატვრული ფილმის - “ჩემი ბედნიერება” - პრემიერა 2010 წელს კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა და კანის ფესტივალის ოფიციალურ პროგრამაშიც შევიდა, ისევე, როგორც  მისი მეორე ფილმი - “ნისლში”, რომელიც FIPRESCI ჯილდოს მფლობელი გახდა.

 

სინოფსისი

 “მაიდანი” კიევში 2013-2014 წლის ზამთრში განვითარებულ  მოვლენებს ასახავს, როგორ გადაიქცა მშვიდობიანი დემონსტრაცია პრეზიდენტ იანუკოვიჩის მომხრეებსა და დემონსტრანტებს შორის სისხლიან დაპირისპირებად. ფილმი ერის გამოღვიძებასა და დაკარგული იდენტობის ძიებაზე მოგვითხრობს.

 

 

 

see more

close

„ყვავილები ზეთისხილის მთიდან“

ესტონეთი, 2013 წელი; 70 წუთი

რეჟისორი: ჰეილიკა პიკოვი

პროდიუსერი: ულო პიკოვი

საპროდიუსერო კომპანია: Silmviburlane

ოპერატორები: ასტრიდა კონსტანტე, ჰეილიკა პიკოვი

მონტაჟი: კასპარ კალასი, ჰეილიკა პიკოვი 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ჰეილიკა პიკოვი დაიბადა 1982 წელს, ესტონეთში. განათლება მიიღო ტალინისა და ლანკაშირის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტებში.

2005 წელს, რამოდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა ისრაელში, ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე; აქვე გადაიღო თავისი სადებიუტო დოკუმენტური ფილმი, “ქერუბიმის აჯანყება”, რომელიც ესტონეთის ტელევიზიასა და რამოდენიმე კინოფესტივალზე იქნა ნაჩვენები.  მას შემდეგ ქმნის დოკუმენტურ ფილმებს, თანამშრომლობს ესტონეთის საპროდიუსერო კომპანიებთან. 8 წლის განმავლობაში ჰეილიკა ტალინის ანიმაციური ფილმების ფესტივალის მენეჯერი და კურატორი გახლდათ.

 

სინოფსისი 

იერუსალიმთან ახლოს, ზეთისხილის მთაზე მდებარე რუსულ მართლმადიდებლურ მონასტერში 82 წლის ესტონელი მონაზონი, დედა ქსენია, მოღვაწეობს. მიუხედავად იმისა, რომ მონასტერში დროს არასდროს ინიშნავენ, ნათელია, რომ დედა ქსენიას ცხოვრების ოცმა წელიწადმა ძალიან სწრაფად განვლო. ის სამონასტრო იერარქიის ბოლო საფეხურს მიუახლოვდა – სქემმონაზვნობას, ანუ - დუმილის აღთქმას.

 

 

see more

close

ერთიანი სტამბული

გერმანია, ჩეხეთის რესპუბლიკა, თურქეთი, შვეიცარია; 2014 წელი, 90 წუთი

რეჟისორი: ოლი ვალჰდაუერი, ფარიდ ესლამი

სცენარის ავტორი: ოლი ვალჰდაუერი, ფარიდ ესლამი

ოპერატორი: პოლ როსენი  

მონტაჟი: ფრიდოლინ კორნერი, იორგ ოფერი

პროდიუსერი: ოლი ვალდჰაუერი, ტინა შოპკევიჩი, ფარიდ ესლამი, იან კრუგერი

საპროდიუსერო კომპანიები: Nippes Yard Productions GmbH & Co. KG, Mind Riot Media s.r.o., PORT-AU-PRINCE Film & Kulturproduktion GmbH 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ოლი ვალდჰაუერი ორ ქალაქში ცხოვრობს და მუშაობს - კიოლნსა და თელავივში. ის სარეკლამო რგოლების, მუსიკალური კლიპებისა და დოკუმენტური ფილმების რეჟისორი და პროდიუსერია. 2012 წელს ვალდჰაუერმა დოკუმენტური ფილმი გადაიღო მსოფლიოში აღიარებული ონკოლოგის შესახებ. ამ პროექტმა მას საერთაშორისო წარმატება მოუტანა. ამჟამად რეჟისორის ინტერესის საგანი თანამედროვე საზოგადოება, მუსიკა და სპორტია - ვალდჰაუერი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია.

„ერთიანი სტამბული“ რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია.

ფარიდ ესლამი დაიბადა ფრანკფურტში, ამჟამად ცხოვრობს პრაღაში. დაამთავრა პრაღის კინოსა და ხელოვნების აკადემია - FAMU. ვალდჰაუერის მსგავსად, ფარიდ ესლამიც მრავალი სარეკლამო რგოლის, მუსიკალური კლიპისა და დოკუმენტური ფილმის ავტორია.

ამჟამად ფარიდ ესლამი თავის მეორე სრულმეტრაჟიან პროექტზე, Yallah! Underground-ზე მუშაობს, ფილმი არაბულ “ანდერგრაუნდ” კულტურაზე მოგვითხობს.

 

სინოფსისი

„გალათასარაი“, „ფენერბაჰჩე“ და „ბეშიქთაში“ - სტამბულის 3 უდიდესი საფეხბურთო კლუბია. მათ გულშემატკივრებს საკუთარი კლუბის უსაზღვრო სიყვარული და მოწინააღმდეგე გუნდების სიძულვილი აერთიანებთ.

მაგრამ გასული წლის დემონსტრაციებმა დაარღვიეს ყოველდღიური რიტმი. ტაქსიმის მოედანზე პოლიციის მიერ დემონსტრანტების დარბევამ მთელს ქვეყანაში დიდი უკმაყოფლება გამოიწვია. საჭიროების ჟამს სამივე კლუბის გულშემატკივარი გაერთიანდა და შეუერთდა ოპოზიციურ მარშს.

ფილმი ვიზუალურად ძალიან სანახაობრივია. ქუჩის შეტაკებებს სტადიონის კადრები ენაცვლება, რომლებიც იქ არსებულ, დაძაბულ, მტრულ ატმოსფეროს ასახავენ. 

ეს ემოციურად დატვირთული დოკუმენტური ფილმი ნათლად გვაჩვენებს, როგორ შეიძლება მარტივი დაპირისპირება მასობრივ, ეროვნულ პროტესტად გადაიქცეს.

 

see more

close

საერთაშორისო კონკურსი - მხატვრული ფილმები

განკურნება - სხვისი ცხოვრება

შვეიცარია / ხორვატია / ბოსნია-ჰერცოგოვინა; 2014 წელი, 83 წუთი.

რეჟისორი: ანდრეა სტაკა

სცენარის ავტორი: ანდრეა სტაკა,  მარი კროიცერი

პროდიუსერები: ანდრეა სტაკა, ტომას იმბახი  

მონაწილეობენ: მარია შკარიჩიჩი, მირიანა კარანოვიჩი, ლეონ ლუცევი, ფრანსის დიაკი, ლუსია რადულოვიჩი, სილვი მარინკოვიჩი  

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ანდრეა სტაკა 1973 წელს დაიბადა შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში. 1998 წელს დაამთავრა ციურიხის ხელოვნების ინსტიტუტი. რეჟისორის ფილმებს მრავალი პრესტიჟული ჯილდო აქვთ მოპოვებული, მათ შორისა -  „სასტუმრო ბელგრადი“ (1998 წელი) და „იუგოდივა“ (2001 წელი).

სტაკას 2006 წლის ფილმი, „გოგონა“, ლოკარნოს კინოფესტივალის „ოქროს ლეოპარდისა“ და შვეიცარიის კინოფესტივალის პრიზის მფლობელი გახლავთ.

2007 წელს ანდრეა სტაკამ და ევროპული კინოაკადემიის წევრმა, ტომას იმბახმა საპროდიუსერო კომპანია „ოკოფილმი“ დააფუძნეს.

 

სინოფსისი

ქალაქი დუბროვნიკი ალყაშია. 14 წლის ლინდა მამასთან ერთად შვეიცარიიდან ხორვატიაში ბრუნდება. ლინდა თავის მეგობარს, ეტას, აკრძალულ ტერიტორიაზე, ქალაქისგან მოშორებით, ტყეში მიჰყავს. გოგონები თავის ვინაობებს „ცვლიან“ და გატაცებით იწყებენ თამაშს. უცნაური თამაში ფატალური შედეგით სრულდება. მეორე დილით ლინდა სახლში მარტო ბრუნდება, ეტას ოჯახში მიდის და მეგობრის ადგილს იკავებს. 

ლინდა საკუთარი თავის დაკარგვის ზღვარზეა და ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს. გოგონას მუდმივად უხდება ეტასთან დაპირისპირება, რომელიც თავისი იდენტობის “დაიბრუნებას” ცდილობს.

 

 

see more

close

პატარძლები

რეჟისორი: თინათინ ყაჯრიშვილი

საფრანგეთი, საქართველო; 2014 წელი 94 წუთი

სცენარის ავტორი: თინათინ ყაჯრიშვილი, დავით ჩუბინიშვილი

პროდიუსერი: თინათინ ყაჯრიშვილი

მონტაჟი: დავიდ ჟირო

თანაპროდიუსერები: სებასტიენ ობერი, სულიკო წულუკიძე, ლაშა ხალვაში

ოპერატორი: გოგა დევდარიანი

კომპოზიტორი: რიმ ლოურენსი

მონაწილეობენ: მარი კიტია, გიორგი მასხარაშვილი, დარეჯან ხაჩიძე, თამარ მამულაშვილი, ანა გრიგოლია, ბექა სამადბეგაშვილი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

თინათინ ყაჯრიშვილი – კინორეჟისორი, პროდიუსერი. 2001 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. IFASC-ისა და EAVE-ის საპროდიუსერო უორქშოპებში მონაწილეობის მიღებამდე გადაიღო რამოდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი. გახლავთ დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროდიუსერი, აგრეთვე, - სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის - „ფარაჯანოვი“ - თანაპროდიუსერი. წელს ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის - „პატარძლები“ - პრემიერა.

ამჟამად რეჟისორი ახალ სრულმეტრაჟიან პროექტზე - „ერთი გზის ბილეთი“ - მუშაობს.

 

სინოფსისი

ნუცა, ახალგაზრდა მკერავი, თბილისის ერთ–ერთ გარეუბანში ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ნუცას შეყვარებული, გოგა, ციხეში ზის. მას სასჯელის მოხდამდე 6 წელი აქვს დარჩენილი. ციხეში ჩატარებული უჩვეული საქორწინო ცერემონიის შემდეგ, წყვილს ერთმანეთის ნახვის უფლება ეძლევა.

ნუცა იძულებულია მარტომ გაზარდოს შვილები. საბოლოოდ კი რთული არჩევანის წინაშე დგება – შეინარჩუნოს ოჯახი თუ საკუთარი თავისუფლება არჩიოს.

 

see more

close

მიჰყევი ჩემს ხმას

თურქეთი, გერმანია, საფრანგეთი; 2013 წელი, 105 წუთი

რეჟისორი: ჰუსეინ კარაბეი

სცენარის ავტორები: ჰუსეინ კარაბეი, აბიდინ პარილტი

ოპერატორი: ანე მისელვიცი

მონტაჟი: ბატისტ გაკოინი

მუსიკა: ალი თექბაში, აიმრან ერინი   

მონაწილეობენ: ფერიდე გეზერი, მელექ ულგერი,  თუნჯაი აკდემირი, მუჰსინ თოქჩუ, ალი თექბასი 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ჰუსეინ კარაბეი - წარმოშობით ქურთი მწერალი და რეჟისორი - დაიბადა 1970 წელს. განათლება ულუდაგისა და მარმარის უნივერსიტეტებში მიიღო. რამოდენიმე მოკლემეტრაჟიანი პროექტის შემდეგ, პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი - „ჩემი მარლონი და ბრანდო“ (2008 წელი) - გადაიღო, რომლის პრემიერაც როტერდამის კინოფესტივალზე შედგა. ფილმს მიღებული აქვს „ტრაიბეკას“ კინოფესტივალის ჯილდო.

 

სინოფსისი

შორეულ ქურთულ სოფელში პატარა ჯიანი ცხოვრობს. გოგონა მამის გამო ღელავს - აჯანყების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი მამა თურქურმა პოლიციამ დააკავა. კაცს მხოლოდ იმ პირობით გამოუშვებენ, თუ მისი ოჯახის წევრები იარაღს დაყრიან. საქმე ისაა, რომ ოჯახში იარაღი არავის აქვს. ჯიანის ბებია, ბერფე, იძულებულია, შვილიშვილთან ერთად სხვა სოფელში ნათესავებთან წავიდეს გამოსავლის საძიებლად.

ბერფეს რთული გზის გადასალახად სიმამაცისა და სიმტკიცის გამოჩენა უხდება. ჯიანი ბებიისგან მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გაკვეთილს იღებს. 

ფილმი იმ ადამიანების ცხოვრებას ასახავს, რომელთა ყოველდღიურობაც დამამცირებელი სანქციებითა და მუდმივი კონტროლითაა დამძიმებული. ბერფეს და ჯიანის ურთიერთობას მშვიდი იუმორი და უსაზღვრო სითბო ახასიათებს. ფილმის გმირები გზად სხვა მოგზაურებს ხვდებიან – ბებია და შვილიშვილი მათი ისტორიის განუყოფელი ნაწილი ხდებიან.

 

 

see more

close

ფრენკი

ირლანდია, დიდი ბრიტანეთი; 2014 წელი, 94 წუთი

რეჟისორი: ლენი აბრაჰამსონი

სცენარის ავტორები: ჯონ რონსონი, პიტერ სტროჰანი

ოპერატორი: ჯეიმს მეთერი

მუსიკა: სტივენ რენიკსი

მონტაჟი: ნათან ნუჯენტი

პროდიუსერები: ედ გინი, დევიდ ბარონი, სტივი ლი

საპროდიუსერო კომპანია: Element Pictures, Runaway Fridge Films 

მონაწილეობენ: მაიკლ ფასბენდერი, დომნოლ გლისონი, მეგი ჯილენჰოლი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ლენი აბრაჰამსონი დაიბადა დუბლინში, 1966 წელს. დუბლინის “ტრინიტი კოლეჯში” სწავლის პერიოდში დააარსა საპროდიუსერო კომპანია “ტრინიტი ვიდეო სოსაეტი” და დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების შექმნა.  1991 წელს სწავლა წარჩინებით დაამთავრა. 2004 წელს აბრაჰამსონის სადებიუტო მხატვრულმა ფილმმა, “ადამი და პოლი”, სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრი მოიპოვა.

რეჟისორის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმის - “Garage” - პრემიერა 2007 წლის კანის ფესტივალზე შედგა, ამ ნამუშევარმა აბრაჰამსონს მრავალი საერთაშორისო ჯილდო მოუტანა.

2012 წლის ფილმი, “რაც რიჩარდმა ჩაიდინა”, ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში შევიდა.

 

სინოფსისი

ამ უჩვეულო სტილისტიკის მქონე ტრაგიკომედიის გმირი, წარუმატებელი მუსიკოსი ჯონი, ცდილობს პატარა ქალაქის ყოველდღიურობას თავი დააღწიოს და როკ-ჯგუფში იწყებს დაკვრას. ჯგუფის ლიდერი, ექსცენტრული, ნიჭიერი, მაგრამ არამდგრადი ხასიათის მქონე ფრენკია, მუსკალური გენიოსი,  რომელსაც უზარმაზარი, პაპიე-მაშეს თავი აქვს და საკუთარ სახეს არავის აჩვენებს.

ჯონი მთელ თავის დანაზოგს კარგავს, მაგრამ სირთულეების მიუხედავად მაინც რჩება ჯგუფის შემადგენლობაში.

ირონიულ, სახალისო ფილმს საფუძვლად უდევს საკულტო მუსიკოსის, ფრენკ საიდბოტომის, აგრეთვე დანიელ ჯონსტონის, კეპტენ ბიფჰარტის და მუსიკალური სამყაროს სხვა აუტსაიდერის ისტორია. აღსანიშნავია მაიკლ ფასბენდერის შესანიშნავი სამსახიობო შესრულებაც. 

ფილმის პრემიერა 2014 წლის სანდენსის კინოფესტივალზე შედგა.

 

see more

close

ძაღლების ველი

პოლონეთი, შვეიცარია, იტალია; 2014 წელი, 102 წუთი

რეჟისორი: ლეხ მაევსკი

სცენარის ავორი: ლეხ მაევსკი

ოპერატორები: ლეხ მაიევსკი, პაველ ტიბორა

მონტაჟი: ელიოტ ემსი, კატარჟინალ ლეშნიაკი

მუსიკა: ლეხ მაიევსკი, იუსეფ შკჟეკი

მონაწილეობენ: მიხალ ტატარეკი, ელზბიეტა ოკუპსკა, იაცენტი იენდრუში, იან ვარტა, შიმონ ბუძეკი

პროდიუსერი: ლეხ მაიევსკი 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ლეხ მაიევსკი, კინოსა და თეატრის რეჟისორი, სცენარისტი და მწერალი, დაიბადა 1953 წელს, პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში. 2006 წელს ნიუ იორკში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, მოეწყო მისი ნამუშევრების გამოფენა. ის პირველი პოლონელი ხელოვანი გახლავთ, რომელსაც მსგავსი პატივი ერგო. 80-იანი წლების დასაწყისში, პოლონეთში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, მაიევსკიმ დატოვა სამშობლო და ჯერ ინგლისში გაემგზავრა საცხოვრებლად, შემდეგ კი - ამერიკაში.

რეჟისორის 2004 წლის ფილმმა, "მიწიერი სიამოვნების ბაღი”, კრიტოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა და რომის დამოუკიდებელი კინოს ფესტივალზე გრანპრის მფლობელი გახდა. მაიევსკის ბოლო ნამუშევრებია:  “ვოიაჩეკი” (1999 წელი), “ანგელუსი” (2000 წელი), “შუშის ტუჩები” (2007 წელი) და “წისქვილი და ჯვარი” (2011 წელი).

 

სინოფსისი

ახალგაზრდა პოეტს, ადამს, რომელმაც ავტოკატასტროფაში საყვარელი ადამიანი დაკარგა უცნაური ხილვები აქვს - მამა სუპერმარკეტს გუთანში შებმული ხარებით ხნავს, ტყე სავსეა მკვდარი ადამიანებით, ნიაგარას ჩანჩქერი ტაძრის საკურთხეველში ჩამოედინება.

პირად ტრაგედიას ეროვნული ტრაგედია ემატება. მოქმედება 2010 წელს ვითარდება, ამ წელს ქვეყნის ტყეები ხანძარმა მოიცვა, მოვარდნილმა წყალდიდობამ  დიდი ტერიტორიები დატბორა და პრეზიდენტის თვითმფრინავი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა.

ადამი პროფესიულ საქმიანობას თავს ანებებს და სუპერმარკეტში მოლარედ იწყებს მუშაობას.  ერთადერთი, რაც სურს ძილია, ძილი, რომელიც მტკივნეულ სინამდვილეს დაავიწყებს.

 

 

see more

close

ლანჩ ბოქსი

ინდოეთი, საფრანგეთი, გერმანია, აშშ; 2013 წელი, 104 წუთი

რეჟისორი: რიტეშ ბატრა

სცენარის ავტორი: რიტეშ ბატრა

მონტაჟი: ჯონ ლიონსი

პროდიუსერი: ანირაგ კაშიაპი, გუნეეტ მონგა, არუნ რანგაჩარი

მუსიკა: მაქს რიხტერი

მონაწილეობენ: ირფან ხანი, ნიმრატ კაური, ნავაზუდინ სიდიკი

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

რიტეშ ბატრა 1979 წელს დაიბადა და გაიზარდა მუმბაიში. განათლება ნიუ იორკის კინო სკოლაში მიიღო. რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი - „ლანჩ ბოქსი“ (ლანჩის კონტეინერი), რომანტიკული კომედიაა, რომელშიც თანამედროვე მუმბაის ცხოვრებაა აღწერილი. აქამდე ბატრას რამოდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი აქვს გადაღებული, რომელთაც მრავალი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვეს, მათ შორისაა - „ჩვეულებრივი კაფე, კაირო“ (2012 წელი), რომელმაც კინოპრესის საერთაშორისო პრიზი აიღო ჩიკაგოსა და ტრაიბეკას კინოფესტივალებზე. 2009 წელს სანდენსის სცენარისტთა და რეჟისორთა ასოციაციამ, რეჟისორის პროექტი - „რამის ისტორია“ - გამოარჩია, სწორედ ამ სცენარის მიხედვით შეიქმნა „ლანჩ ბოქსი“. აღსანიშნავია, რომ რიტეშ ბატრა გადაღებების შედეგ მუმბაიში დარჩა საცხოვრებლად. ამჟამად რეჟისორი ახალ სრულმეტრაჟიან პროექტზე მუშაობს.

 

სინოფსისი

სადილის ადგილზე მიტანის სამსახურს ლანჩის კონტეინერი სხვა ადრესატთან მიაქვს, ამ უნებლიე შეცდომის წყალობით ახალგაზდა დიასახლისსა და შუახნის მამაკაცს შორის საინტერესო მიმოწერა იწყება. „წყვილი“ წარმოსახვით სამყაროში იწყებს ცხოვრებას, ოცნებით გატაცებულებს ნელ-ნელა ავიწყდებათ რეალობა.

 

see more

close

თავისუფალი ვარდნა

უნგრეთი, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა; 2014 წელი, 89 წუთი.

რეჟისორი: გიორგი პალფი

სცენარის ავტორი: სოფია რუტკაი, გიორგი პალფი

ოპერაორი: გერგელი პოჰარნოკი

მუსიკა: ამონ ტობინი

მონტაჟი: რეკა ლემჰენი

პროდიუსერი: ფერენც პუსტოი

საპროდიუსერო კომპანია: KMH FILM

 

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

გიორგი პალფი, რეჟისორი და სცენარისტი, 1974 წელს დაიბადა ბუდაპეშტში. ის თავისი კარიერის დასაწყისშივე უნგრული კინოს ამომავალ ვარსკვლავად მონათლეს.  

 

რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი “სლოკინი”(2002 წელი), ფილმი, რომელშიც თითქმის არ არის დიალოგი, საერთო ჯამში ოცზე მეტი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა, მათ შორისაა ევროპის კინოდაჯილდოვება და სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი.

პალფის მეორე ფილმი “ტაქსიდერმია” (2006 წელი), რომელიც თავისი ორიგინალური სცენარითა და განუმეორებელი სტილით გამოირჩევა, ორმოცზე მეტ საერთაშორისო ფესტივალზე იქნა ნაჩვენები და სანდენსის კინოფესტივალზე პრიზიც მიიღო, როგორც საუკეთესო ევროპულმა კინოპროექტმა. მომდევნო პროექტი - “მე შენი მეგობარი არა ვარ” (2009), ნახევრად დოკუმენტური ფილმია, რომელიც მთლიანად მოყვარული მსახიობები და მათ შორის თავად პალფიც თამაშობენ. ამ ფილმმა უნგრულ კინოკვირაზე სპეციალური პრიზი მიიღო. 

 

 

სინოფსისი

მოხუცი წყვილი პატარა ბინაში ცხოვრობს. „რომელი ჩაი გირჩევნია? მენთოლის არომატით გვაქვს“ - ხნიერი ქალბატონი თავის მეუღლეს გადაულაპარაკებს, მერე სახლის სახურავზე ავა, ღამის ბუდაპეშტს გადახედავს და სახურავიდან გადახტება. ქალი ახერხებს თვალი შეავლოს საცხოვრებელი სახლის ფანჯრებს და თითოეული სართულის ბინადარი საფუძვლიანად „შეისწავლოს“.

ფილმში იმ ადამიანების ისტორიაა მოთხრობილი, რომელსაც მოხუცი ქალი სიკვდილამდე რამოდენიმე წამით ადრე ხედავს.

 

 

see more

close

ხელნაწერები არ იწვიან

ირანი, 2013 წელი, 125 წუთი

რეჟისორი: მოჰამად რასულოვი

ენარის ავტორი: მოჰამად რასულოვი

პროდიუსერი: მოჰამად რასულოვი

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ირანელი კინორეჟისორი, განათლებით სოციოლოგი, მოჰამად რასულოვი დაიბადა 1972 წელს. 2010 წელს ის უშიშროების სამსახურმა დააპატიმრა გადასაღებ მოედანზე. ირანის მთავრობამ რეჟისორს 6 წელი მიუსაჯა. საბოლოოდ, პატიმრობის ვადა 1 წლამდე შეუმცირეს და იგი თავდებით გაათავისუფლეს. 2013 წელს, ბოლო ნამუშევრის გამო (“ხელნაწერები არ იწვიან”), რასულოვი კიდევ ერთხელ დააკავეს.

  

სინოფსისი

ირანელ მწერალს, კაზრას, საუდუმლო სამსახური უთვალთვალებს. მიუხედავად ამისა, ის მაინც ახერხებს მემუარის დაწერას. მემუარში დეტალურადაა აღწერილი მწერლის ცხოვრება ციხეში, სადაც ის პოლიტიკური მოსაზრებების გამო ჩასვეს, აგრეთვე ირანული ინტელიგენციის რთული ყოფა. კაზრას ქვეყნის დატოვება და მემუარის საზღვარგარეთ გამოცემა სურს, მაგრამ მწერლის გეგმები საიდუმლო სამსახურისთვის ცნობილი ხდება. ისინი ყველაფერზე მიდიან, რათა ხელნაწერი გაანადგურონ.

 

 

see more

close

გამოსასწორებელი კლასი

რუსეთი, გერმანია; 2014 წელი, 98 წუთი

რეჟისორი: ივან ი. ტვერდოვსკი  

სცენარის ავტორები: ივან ი. ტვერდოვსკი, დიმიტრი ლანჩიხინი

ოპერატორი: ფიოდორ სტრუჩევი  

მონტაჟი: ივან ი. ტვერდოვსკი   

პროდიუსერი: ნატალია მოკრიტსკაია, მილა როზანოვა, ულიანა საველიევა  

საპროდიუსერო კომპანია: New People Film Company 

მონაწილეობენ: მარია პოეჟაევა, ფილიპ ავდეევი, ნიკიტა კუკუშკინი, არტიონ მარკარიანი, ირინა ვილკოვა 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ივან ი. ტვერდოვსკი დაიბადა მოსკოვში, 1988 წელს. 2011 წელს დაამთავრა მოსკოვის გერასიმოვის სახელობის სახელმწიფო კინემატოგრაფიული ინსტიტუტი („ვგიკი“). ტვერდოვსკის დოკუმენტურ ფილმებს, „თითქოს ავტობუსს ველოდებოდე“ (2009 წელი), „პიანიზმი“ (2012 წელი) და „კოსმიური ძაღლი“ (2013 წელი), მრავალი საერთაშორისო ჯილდო აქვთ მოპოვებული. „გამოსასწორებელი კლასი“ რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟანი პროექტია, ფილმი გადაღებულია ეკატერინე მურაშოვას რომანის მიხედვით.

 

სინოფსისი

ლენა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგონაა, რომელიც განათლებას სახლში იღებს. რამდენიმე წლის შემდეგ გოგონა სკოლაში დაბრუნებას გადაწყვეტს. ლენას სპეციალურ კლასში მიიღებენ, სადაც უნარშეზღუდული ბავშვები სწავლობენ. წლის ბოლოს თითოეულ მოსწავლეს სასკოლო კომისია „ამოწმებს“ და მათ „ნორმალურ“ კლასში გადასვლის შესაძლებლობას აძლევს.  მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მასწავლებლები არაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ბავშვებს მოტივაცია აუმაღლონ, უფრო მეტიც, ისინი ლენაში ცოდნის მიღების ყოველგვარ სურვილს კლავენ. გოგონა ნელ–ნელა ერთვება სასკოლო ცხოვრებაში და თავის თანაკლასელებს უახლოვდება.

ფილმში ჭარბობს დოკუმენტური ესთეტიკა, დებიუტანტი რეჟისორი რეალობას ზუსტად, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ასახავს და დრამატულ ისტორიას გვიყვება ადამიანზე, რომელსაც ინსტიტუციონალიზმთან, საზოგადოებრივ აზრთან უხდება დაპირისპირება.

 

see more

close

მოწყვეტილი ვარსკვლავი

ესპანეთი, 2014 წელი, 105 წუთი

რეჟისორი: ლუის მინიარო

სცენარის ავტორი: ლუის მინიარო, სერხი ბელბელი 

ოპერატორი: ჯიმი გიმფერერი

მონტაჟი: ნურია ესკერა

პროდიუსერი: ლუის მინიარო

საპროდიუსერო კომპანია: Eddie Saeta S.A. 

მონაწილეობენ: ალექს ბრენდემიული, ბარბარა ლენი, ლოლა დუენასი, ლორენცო ბალდუჩი, ფრანსესკ გარი  

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ლუის მინიარო (ბარსელონა, 1949 წელი) ცნობილი კინოკრიტიკოსია, 80-იან წლებში ქმნიდა სატელევიზიო რეკლამებს. 1995 წელს დააარსა საპროდიუსერო კომპანია „ედი საეტა“. დაარსებიდან დღემდე კომპანიას არაერთ ცნობილ რეჟისორთან უთანამშრომლია, მათ შორისაა  - ალბერტ სერა, ხოსე ლუის გერინი, ლისანდრო ალონსო, მანუელ დე ოლივეირა და სხვები. „ედი საეტას“ პროექტებმა - „ფუენტე ალამო“ (2001 წელი), „პეპელა“ (2007 წელი), „სილვიას ქალაქში“ (2008) - უამრავი საერთაშორისო პრიზი მოიპოვეს. აგრეთვე, აღსანიშნავია 2010 წლის ფილმი, „მწერებისგან დამცავი ბადე“, რომელმაც „კარლოვი ვარის“ კინოფესტივალის ჯილდო მიიღო. ამავე ფესტივალზე შედგა ლუის მინიაროს სადებიუტო დოკუმენტური ფილმის,  Familystrip -პრემიერა. „მოწყვეტილი ვარსკვლავი“,  რომელიც წელს როტერდამის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში შევიდა, რეჟისორის ბოლო ნამუშევარია.

 

სინოფსისი

ცოტამ თუ იცის, რომ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ესპანეთის სამეფო ტახტზე,იტალიელი დიდგვაროვანი, ამადეო დე სავოი ავიდა. კატალონიელი რეჟისორის, ლუის მინიაროს ფილმის მოქმედება სწორედ ამ პერიოდში ვითარდება.

დიდგვაროვანი ცდილობს ქვეყნის საკეთილდღეოდ იმოქმედოს, მაგრამ მას ძალაუფლებისთვის მებრძოლი დაჯგუფებები უპირისპირდებიან.

ეს სიურეალისტური ფილმი სუსტი ნების მქონე ადამიანის ისტორიას გვიყვება, უმწეო ხელმძღვანელის ისტორიას, რომელსაც ძალა არ ჰყოფნის, უცხო გარემოში ხალხის პატივისცემა მოიპოვოს და სახელმწიფო მართოს.

 

 

see more

close

საერთაშორისო კონკურსი - მოკლემეტრაჟიანი ფილმები

უხილავი სივრცეები

საქართველო, 2014; 10 წთ.

რეჟისორი: დეა კულუმბეგაშვილი

სცენარის ავტორი: დეა კულუმბეგაშვილი

ოპერატორი: მინგ ქაი ლეუნგი

მონტაჟი: რამირო სუარეზი

პროდიუსერირატი ონელი

წარმოება: Oneli Film

მონაწილეობენ: ნინო შენგელაია, მარიამ ძიძიკაშვილი, რატი ონელი

 

 

სინოფსისი

„უხილავი სივრცეები“ იმ სამყაროს ახლოდან დანახვაა, სადაც ოჯახური იერარქია, რელიგია და ქალის როლი უდაოა.  ფილმი მოითხოვს ჩვენი გაფანტული მზერა გადავიტანოთ  იმ სახეებზე და ხმებზე, რომლებსაც ხშირად იგნორირებას ვუკეთებთ და ვუშვებთ საკუთარ განცდებში.

 

ბიოგრაფია

დეა კულუმბეგაშვილი დაიბადა და გაიზარდა საქართველოში. ის გაიზარდა შორეული კავკასიის მთებში, პატარა ქალაქ ლაგოდეხში. მისმა აღზრდამ სხვადასხვა კულტურისა და ეროვნების გარემოცვაში მნიშვნელოვნად განაპირობა მისი, როგორც კინორეჟისორის ხედვა.

 

see more

close

წითელი კაბა

საქართველო, 2014; 9 წთ.

რეჟისორი:  სალომე საღარაძე

 

სცენარის ვტორიანუკი ბურდული 

ოპერატორი:  მაიკ მაისურაძე 

მონტაჟი:  სალომე საღარაძე

როლებშინათია ბერიშვილი, ბექა მაქაცარია

პროდიუსერი:  ნათია ხარატიშვილი

 

ბიოგრაფია

დაიბადა 1979 წელს ბათუმში. 2000-2004 წლებში სწავლობდა ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტში ტელერეჟისურის სპეციალობით (ზაზა ხალვაშის სახელოსნო). 2004-2007 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გაიარა კინოსარეჟისოროს უმაღლესი კურსი (რეზო ესაძის სახელოსნო).

 

სინოსისი

 

ფილმის მოქმედება ერთი დღის - 2013 წლის17 მაისის - განმავლობაში ვითარდება დედასა და შვილს შორის. ამბავი იწყება დილით, როდესაც დედა ბიჭს საკუთარ წითელ კაბაში შემთხვევით აღმოაჩენს.

 

 

 

see more

close

მერე იტყვიან: ხომ გეუბნებოდით, გიჟიაო

 

საქართველო, 2013; 26 წთ.

რეჟისორი: ამირან დოლიძე

ოპერატორი: თემო ეზუგბაია

სცენარის ავტორიდათა ფირცხალავა, ამირან დოლიძე

მონტაჟი: ამირან დოლიძე

პროდიუსერი: ამირან დოლიძე

მონაწილეობენ: ირაკლი ჩხარტიშვილი, დევიდ ანდრესი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ამირან დოლიძე დაიბადა 1987 წელს თბილისში. 2009 წელს დაამთვრა საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტი - კლიპებისა და რეკლამების სპეციალიზაციის განხრით. 2011 წელს  მიიღო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი

 

სინოფსისი

ეს დოკუმენტური ფილმი არის ირაკლიზე - ხელოვან ადამინზე, რომელიც საკუთარ ქვეყანაში დაუცველობის შეგრძნებისა და შეუფასებელი მომავლის გამო, 1990-იანებში  საქართველოდან გაიქცა. ირაკლი წარმოადგენს ხელოვანს შეურიგებელი ხასიათით, იგი  თავად მოგვითხრობს ფილმში გადმოცემულ ისტორიას.

 

see more

close

იყო ერთი კაცი

საქართველო, 2014 წ., 20 წთ.

რეჟისორი: გიორგი ვარსიმაშვილი

როლებში: კახა მიქიაშვილი, ნანა დალაქიშვილი

ოპერატორი: გიორგი შანიძე

მონტაჟი და ხმა: გიორგი ვარსიმაშვილი

 

 

ბიოგრაფია

გიორგი ვარსიმაშვილი დაიბადა თბილისში 1986 წელს. აქვს გადაღებული 8 მოკლემეტრაჟიანი და 2 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ასევე 3 მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი. 

 

სინოფსისი

ერთი მუნჯი კაცი თავის დროს ატარებს მისთვის სავარაუდოდ ნაცნობი გოგოს ძებნაში. ეს უკანასკნელი თბილისის ერთ-ერთ საროსკიპოში მუშაობს.

 

 

see more

close

ნიკო

საქართველო, 2014; 24 წთ.

რეჟისორი: გიორგი ქავთარაძე

სცენარისტი: დათა ფირცხალავა

ოპერატორი:  გური (გუკა) გოლიაძე

მონტაჟი: მარიამ დვალიშვილი

მსახიობები: ბაადურ წულაძე, გიორგი კიკნაძე

კომპოზიტორი: ნიკა მაჩაიძე

პროდიუსერი: ია სპირინა

 

 

ბიოგრაფია

გიორგი ქავთარაძე დაიბადა 1990 წ. ქ.თბილისში. 2009 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიო უნივერსიტეტში (ლევან კიტიას კლასი). გადაღებული აქვს 4 მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

 

სინოფსისი

ფილმი მოგვითხრობს ადამიანებზე და ადამიანებს შორის კომუნიკაციის პრობლემაზე, ბებიას გარდაცვალების შემდეგ ოჯახში ბაბუა და შვილიშვილი რჩებიან, შვილიშვილი ბებიას გარდაცვალებაში საკუთარ თავს ადანაშაულებს ხოლო ბაბუა შვილიშვილის მხრიდან ნაბიჯს ელის...

 

see more

close

ნემსი და ძაფი

თურქეთი, 2014; 20 წთ.

რეჟისორი/მონტაჟი / სცენარი / არტ დირექტორი: სელინ გუნგორი

მთავარი ოპერატორი: იუსუფ ილმაზსოი

პროდიუსერი: მაჰმუთ გუნგორი

ხმის ოპერატორი: უნალ თაში

მსახიობები: ნატო დვალი, სერვეტ პანდური, მელეკ ოდენი, მაჰმუთ კასაპი, ერჯან რეშატ დემირი

 

 

ბიოგრაფია

სელინ გუნგორი 1988 წელს დაიბადა იზმირში. ამჟამად არის მიმარ  სინანის   ხელოვნების უნივერსიტეტის კინო-სატელევიზიო ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. მას სასწავლო პროექტების ფარგლებში გადაღებული აქვს ორი ფილმი: „სასიყვარულო წერილი“ და „სიყვარულის თამაში“.  

 

სინოფსისი

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ემიგრანტი ქართველი ქალის შესახებ, რომელიც სტამბულში არალეგალურად მუშაობს სამკერვალო ფაბრიკაში. მას ბევრი სიძნელე ხვდება, მაგრამ იგი ნებისმიერ სიტუაციაში ახერხებს ჰუმანურობის შენარჩუნებას ამ რთულ გზაზე. საბოლოოდ სიცოცხლეს რისკავს ერთ–ერთ ასეთ სიტუაციაში, რაც მას გმირად აქცევს, თუმცა ბოლოს მაინც უკან, სამშობლოში აბრუნებენ.

 

 

see more

close

დიალოგები

სომხეთი, 2013; 29 წთ.

რეჟისორი: დიანა კარდუმიანი

სცენარი: დიანა კარდუმიანი, ვარდან დანელიანი

ოპერატორი: ვაჰანგ ტერ-ჰაკობიანი

მონაწილეობენ: ნარინე გრიგორიანი, არმენ მარგარიანი

მწარმოებელი კომპანია: Apotheosis

პროდიუსერი: დიანა კარდუმიანი, ჰარუთუნ ჰურიხანიანი

 

ბიოგრაფია

დიანა კარდუმიანი დაიბადა მთიან ყარაბახში. 1992 წელს მშობლებთან ერთად  სომხეთში გადავიდა. დაამთავრა ერევნის თეატრისა და კინოს ინსტიტუტი რეჟისურის მიმართულებით. მიღბული აქვს   მონაწილეობა სხვადასხვა კინოფესტივალში, ვორკშოპსა და მასტერკლასში. სხვადასხვა დროს გახლდათ «ReAnimania»-ს (2011), «One Minute, One Shot»-ისა (2012) და «WebApricot»-ის (2014)  ფესტივალების ჟიურის წევრი, ასევე - საერთაშორისო ფესტივალების - «Golden Apricot»-ისა (2011, 2014) და «ReAnimania»-ს (2010, 2013) წინაშესარჩევი ჟიურის წევრი.

 

სინოფსისი

ერევანი განსაკუთრებით მშვენიერი მაშინაა, როცა ის ღამის წყვდიადში ეხვევა, ორი შეყვარებული ადამიანი ერთმანეთს კიდევ ერთხელ ხვდება. რა შეიძლება მოუტანოს მათ ზაფხულის გრილი ღამის დაუსრულებელმა საუბარმა? საუბარი: ბედნიერი, მამხილებელი, სევდიანი, მოგონებებით სავსე  და აუხსნელი სიცარიელე, რომელსაც ვერანაერი სიტყვები  ვერ შეავსებს...

 

 

 

 

see more

close

სახეები

უკრაინა, 2014;  25წთ.

რეჟისორი: ნიკონ რომანჩენკო

ოპერატორები: ანასტასია ლისენკო, ნიკონ რომანჩენკო

მონტაჟი: ანასტასია ლისენკო, ნიკონ რომანჩენკო

 

ბიოგრაფია

ნიკონ რომანჩენკო დაიბადა კიევში. დაამთავრა კიევის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის სახელმწიფო უნივერსიტეტი. უყვარს მოგზაურობა და გადაღება.

 

სინოფსისი

ფილმში 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის თებერვლამდე პერიოდში  კიევში, მაიდანზე გადაღებული კადრებია მოცემული. შექმნილია იმ ადამიანების კოლექტიური პორტრეტი, რომლებიც  დიქტატურის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოვიდნენ მაიდანზე. უსახური ბრბო აქ ღირსებისათვის მებრძოლი ადამიანების სახეს იღებს.

 

 

 

 

 

 

see more

close

ფოთოლცვენა

უკრაინა, 2014; 21 წთ.

პროდიუსერები:  იგორ სავიჩენკო, რომან კლიმპუში

სცენარის ავტორები: მარისია ნიკიტიუკი, მარია კონდაკოვა

ოპერატორი: გიორგი ბერიძე

 

ბიოგრაფია

მაშა კონდაკოვა, 25 წლის სცენარისტი და რეჟისორი, დაიბადა კიევში,  ცხოვრობს პარიზში. 2012 წელს დაამთავრა უკრაინის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სწავლის პერიოდში მთავარი როლი შეასრულა ტელესერიალში, იყო  სარეკლამო რგოლების, ასევე, - მოკლე და სრულმეტრაჟიანი  მხატვრული ფილმების რეჟისორის ასისტენტი.

 

სინოფსისი

40 წლის მარტოხელა ქალი მომვლელად მუშაობს. იგი სახლთან ახლომდებარე   ტყეში  მამაკაცს ხვდება. ისინი ღამეს ერთდ ატარებენ. დილას კი კარზე პოლიცია აკაკუნებს... მათ ტყეში გვამი იპოვეს...

 

 

 

 

see more

close

ინდური ზაფხული

ბელორუსია, 2013; 31 წთ.

რეჟისორი: ტატიანა დუბიცკაია 

სცენარი: ტატიანა დუბიცკაია 

ოპერატორი: პაველ სკაკუნი

მსახიობები: ოგორ სიგოვი, ალესია პროხორივა

 

ბიოგრაფია

ტატიანა დუბიცკაია სწავლობს ბელორუსიის ხელოვნების სახელმწიფო აკადემიაში კინო-ტელერეჟისურის ფაკულტეტზე. მისმა ფილმმა “სიყვარული გადამარჩენს” მოსკოვის საერთაშორიოს კინოფესტივალზე მსოფლიოს კინოსკოლების ფილმებს შორის მეორე ადგილი მოიპოვა.

 

სინოფსისი

ფსიქოლოგიური დრამა პენსიაზე გასული ოფიცრის შესახებ, რომესაც ომის ტრამვები აწუხებს. ფილმი  პიროვნების ცხოვრებაში სიყვარულის მნიშვნელობის და ასაკთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. ფილმის მთავარი გმირი ცდილობს დაივიწყოს წარსული და დაუბრუნდეს უკვე განვლილ ახალგაზრდობის პერიოდს.

 

 

 


 

see more

close

უკანასკნელი

აზერბაიჯანი, 2014; 15 წთ.

რეჟისორი: სერგეი პიკალოვი

პროდიუსერი: ნასიბ პირიევი, მარია ივანოვა

სცენარი: სერგეი პიკალოვი, ალექსანდერ კრასავინი

ოპერატორი: დენის მადიშევი

მუსიკალური გაფორმება: ალექსეი აიგი

 

ბიოგრაფია

სერგეი პიკალოვი 1976 წელს დაიბადა იაროსლავში. დაამთავრა იაროსლავის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. 2000 წლიდან მუშაობს იაროსლავის ახალგაზრდულ თეატრში. დადგმული აქვს უამრავი პიესა, როგორც ბავშვებისთვის, - ისე დიდებისთვის. სერგეიმ სახელი სატელევიზიო სერიალებისა და სიტუაციური კომედიების რეჟისორობით გაითქვა. „უკანასკნელი“ მისი სადებიუტო მხატვრული ფილმია. მთავარი გმირი სერგეის ბაბუის პროტოტიპი გახლავთ, რომელიც II მსოფლიო ომის ვეტერანი იყო. 

 

სინოფსისი

მეგობრების, ცოლის, შვილების გარეშე დარჩენილი მოხუცი, მდგომარეობის მიუხედავად, თავს მარტოსულად არ გრძნობს. მან კორიდორში მდგარი ძველი მაცივარი  დაშალა. მოხურცს ისიც კი აღარ ახსოვს, ბოლოს ვის ელაპარაკა.  ყოველ საღამოს სიკვდილის მოლოდინით იძინებს.

დილაობით კი, გაღვიძებისთანავე მაცივრისკენ მიძუნძულებს. ეს დღეც ჩვეულებრივად დაიწყო. მოხუცმა გაიღვიძა და ტერასისკენ გაემართა. მაგრამ ამჯერად, მას მაცივარი მკვდარი დახვდა...  

 

 

see more

close

აისა

საფრანგეთი, 2014;  8წთ.

რეჟისორი და სცენარის ავტორი:  კლემან ტრეინ-ლალანი

ოპერატორი: რომენ ლე ბონიკი

პროდიუსერი: პოლინ სეიგლანი

ხმა: მატიე ვიგურუ

 

სინოფსისი

აისა კონგოდანაა და საფრანგეთში არალეგალურად ცხოვრობს. ის აცხადებს რომ არასრულწლოვანია, მიუხედავად ამისა, სამართალდამცავები ფიქრობენ, რომ მისი ასაკი  18 წელს ზემოთაა. დარჩება თუ არა ის ქვეყანაში, ექიმის დასკვნაზეა დამოკიდებული...

 

 

 

 

see more

close

ირანელი ნინძა

ირანი, 2014; 20 წთ.

რეჟისორი: მარჯან რიაჰი

პროდიუსერი: DEFC

მონტაჟი: ესმაილ მონსეფი

ოპერატორი: მაჰნაზ მოჰამმადი

ხმის ოპერატორი: ალი ალავი

 

ბიოგრაფია

მარჯან რიაჰი კინორეჟისურას ირანის ახალგაზრდა კინოსაზოგადოებაში სწავლობდა. იგი გახლავთ “Short Film News“-ის - მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა და დოკუმენტური ფილმების სიახლეების პირველი ქსელი ირანსა და აზიაში - დამაარსებელი და მენეჯერი. მარჯან რიაჰს ჟიურის ამპლუაში არაერთ კინოფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული.

 

სინოფსისი

თეირანის ცენტრში მდედრი ნინძების საზოგადოება იბრძვის და ბევრის ცხოვრებასაც  ცვლის. ქარიზმატული ხატერეჰის თაოსნობით ეს საბრძოლო ხელოვნების ენთუზიასტები ასწავლიან ახალგაზრდა გოგონებს, თუ როგორ უნდა ატრიალონ ნუკაჩუები, დააგდონ მოწინააღმდეგე მოწყვეტით და დაამსხვრიონ მათი პატრიარქალური საზოგადოების საზღვრები. ფილმი სავსეა გასაოცარი საომარი სცენებით და  ღრმა სახასიათო პორტრეტებით.   

 

 

see more

close

მარჯი

იტალია, 2014; 13 წთ.

რეჟისორიდომენიკო მოდაფერი

 

პროდიუსერი: გრაციანი მოლინო

სცენარისტი: დომენიკო მოდაფერი

მონტაჟი: უმბერტო ბენდინი

ოპერატორი: ჯუზეპე კესა

კომპოზიტორი: დომენიკო მოდაფერი

 

ბიოგრაფია

 

დომენიკო მოდაფერმა თავისი კარიერა რეჯო კალაბრიაში სამოყვარულო მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღებით დაიწყო. იგი თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობას სწავლობდა მესინას უნივერსიტეტში. მისი სცენარის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა - „ჩამენი“ - 2014 წელს RIFF-ის ფესტივალზე პირველი ადგილი აიღო საუკეთესო სცენარისათვის. 2012 წელს მის მიერ გადაღებული ფილმი - „გალპი“ - კი მესამე ადგილის მფლობელი გახდა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე - “Corti di Memoria”. მოდაფერის თანაშემწეობითაა გადაღებული ფიმლი - „ნორმალური ამბავი“, რომელმაც 2013 წელს “Golden Elephant World”-ზე სპეციალური პრიზი მოიპოვა.

 

სინოფსისი

ახალგაზრდა გოგონა სახურავის პარაპეტზე ზის და თავის მოკვლას აპირებს. უეცრად ტერასაზე უცნაური კაცი შემოვარდება: ის ბრმაა და ვერ აფასებს სიტუაციის დრამატულობას. ამ სახალისო და გაუგებარი დიალოგის შემდეგ, ორივე გმირისათვის იცვლება რაღაც...

 

see more

close

კაცი, რომელმაც პრინცესა გადაარჩინა

მექსიკა, 2014, 20 წთ.

რეჟისორი: მარისა ვიანი სერანო

პროდიუსერი: ჰენერ ჰოფმანი, ლილიანა პარდო, კარლა ბუკანტზი 

სცენარიმარისა ვიანი სერანო, კარლოს როდრიგესი

ოპერატორი: ემილიანო ფერნანდესი 

მონტაჟი: მარისა ვიანი სერრანო

პროდიუსერული კომპანიაCentro de Capacitación Cinematográfica, A.C.

 


 

ბიოგრაფია

მარისა ვიანი სერანო დაიბადა მეხიკოში. იგი ფილოსოფიას სწავლობდა მექსიკის ნაციონალურ ავტონომიურ უნივერსიტეტში და კინემატოგრაფიას - Centro de CapacitaciónCinematográfica (CCC)–ში. როგორც რეჟისორს, მას შექმნილი აქვს მხატვრული, დოკუმენტური და ექსპერიმენტალური მოკლემეტრაჟიანი ფილმები. მისი ნამუშევრები მოიცავს ვიდეოინსტალაციას, პერფორმანსებს, პიესებს და ინტერდისციპლინარულ პიესებს. მას მოპოვებული აქვს სხვადასხვა ხელოვნების რეზიდენცია, როგორიცაა - EMAN /EMARE ბურჯში, საფრანგეთში და ტაირში – სინგაპურში.

 

 

სინოფსისი

განმარტოვების შემდეგ სემინარიის ახალგაზრდა სტუდენტს - დანიელს - სექსუალური ფანტაზიები აღეძრება ერთ ქალთან. მისი მოძღვარი ამჩნევს რა მის რელიგიურ განდგომას, დანიელს დავალების შესასრულებლად აგზავნის. იგი მისტიურ სახლში მიდის, სადაც საკუთარი ფანტაზიების გმირს პოულობს. ამჯერად, მისი სექსუალური სურვილები იმდენად ძლიერია, რომ კარგსა და ცუდს შორის ზღვარი მომენტალურად იშლება.

 

 

see more

close

ადრენალინი

ხორვატია, 2014; 3 წთ.

რეჟისორი: დავიდ ბაგარიჩი

სცენარი: დავიდ ბაგარიჩი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დავიდ ბაგარიჩი დაიბადა 1982 წელს. იგი გახლავთ ორმოცდაათზე მეტი მოკლემეტრაჟიანი ფილმის რეჟისორი, სცენარისტი და მონტაჟისტი ხორვატიიდან.

 

სინოფსისი

ადრენალინი უცნაური ფილმია, რომელიც  სიჩქარეს განსაკუთრებული ფორმით გამოხატავს. 

 

see more

close

ბალანსი

პორტუგალია, 2013; 10წთ.

რეჟისორი: რუი ფალკანო

მონტაჟი: რუი ფალკანო

ოპერატორი:  პედრო ფარატე

მუსიკა: MesserChups

პროდიუსერი: ვიტორ კეიროს გომეს, რუი ფალკანო, მონიკა მორადო

 

ბიოგრაფია

პორტუგალიელი რეჟისორი - რუი ფალკანო -  დაიბადა 1989 წელს. 2010 წელს დაამთავრა ლისაბონის თეატრისა და კინოს სკოლა (ESTC), სადაც კინემატოგრაფიას სწავლობდა. 2013 წელს მიიღო ფილმის რეჟისურის მაგისტრის ხარისხი ოპორტოს ხელოვნების სკოლაში (ESAP).  მოკლემეტრაჟიანი მხატვრული  ფილმი - „ბალანსი“  - 2013 წელს გადაიღო, ეს მისი სადიპლომო ნამუშევარია.

 

სინოფსისი

ბალანსში -  ფეტიშურ ბარში - დიდი აურზაურითა და აუარებელი საჭმელით, სადაც შესვლა ექკლუზიურად დიდი ზომის ადამიანებს შეუძლიათ, ახალგაზრდა ჭარბწონიანი მამაკაცი საპირისპირო სქესის კომპანიის ძიებაშია...

 

 

see more

close

ზეთის ლამფა

საფრანგეთი/ჩინეთი, 2013 წ.; 15 წთ.

რეჟისორი: ჰუ ვეი

სცენარის ავტორი: ჰუ ვეი

საპროდიუსერო კოპანია: AMA PRODUCTIONS:  GOYA ENTERTAINEMENT

ოპერატორი: ჟან ლეგრანი

მონტაჟი: ჰუ ვეი

მთავარი როლის შემსრულებელი: გენდენ პუნსტოკი

 

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

მხატვარი და კინორეჟისორი - ჰუ ვეი - დაიბადა პეკინში, 1983 წელს. ცხოვრობს საფრანგეთში. დაამთავრა პარიზის ხელოვნების ნაციონალური სკოლა.

 

სინოფსისი

ახალგაზრდა ფოტოგრაფსა და მისი ასისტენტს სურთ ტიბეტელ მომთაბარეებს ფოტოები გადაუღონ. მრავალფეროვან და ეგზოტიკურ გარემოში ფოტოგრაფები „თავიანთ გმირებთან“ ბევრ საერთოს პოულობენ.  

 

see more

close

დისციპლინა

შვეიცარია, 2014; 11 წთ.

რეჟისორი: ქრისტოფ მ. საბერი

სცენარისტი: ქრისტოფ მ. საბერი

მონტაჟი: ჯონათან ვიენი

ოპერატორი: დენის ჟუტზელერი

კომპოზიტორი: ქრისტიან გარსია

პროდიუსერი: ელენა ტატი, ბოქს პროდაქშენსი, L’ECAL / ლოზანას ხელოვნების უნივერსიტეტი.

 

 

ბიოგრაფია

ქრისტოფ საბერი 1991 წელს დაიბადა კაიროში. წარმოშობით ეგვიპტელია და ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს. 2009 წელს დაამთავრა კაიროს ამერიკული კოლეჯი. 2010 წელს ჩაირიცხა ლოზანის ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტში,  კინოს ფაკულტეტზე.  მანამდე  აშშ-ი გაიარა  ციფრული კინოწარმოების ხანმოკლე კურსები. „დისციპლინა“ მისი სადიპლომო ნამუშევარია.

 

სინოფსისი

საღამოს 9:30 საათი, სუპერმარკეტი, ლოზანა, შვეიცარია... მაღაზიას ეგვიპტელები უძღვებიან. აღშფოთებული მამა კარგავს მოთმინებას და სჯის თავის დაუმორჩილებელ შვილს. შეწუხებული მომხმარებელი დაუყოვნებლივ ერევა საქმეში. დისკუსია დებატებში გადაიზრდება, დებატები - ჩხუბში. სიტუაცია ნელ--ნელა გამოდის კონტროლიდან და ქაოსად იქცევა... 

 

see more

close

ხელის სიცოცხლე

უნგრეთი, 2014; 7 წთ.

რეჟისორი: იშტვან ბორსოდი, სანდორ კისი

პროდიუსერი: ფრუზსინა სკრაბსკი

სცენარისტი: იშტვან ბორსოდი

რედაქტორი: სანდორ კისი

 

ბიოგრაფია

იშტვან ბორსოდი უკვე 14 წელია რედაქტორ-რეპორტიორად მუშაობს სატელევიზიო არხზე - RTL Klub. სატელევიზიო სამუშაოების გარდა, მან დაწერა და რეჟისორობა გაუწია რეკლამებსა და  საინფორმაციო ფილმებს.

 

სინოფსისი

ექსპერიმენტული მოკლემეტრაჟიანი ფილმი ასახავს ცხოვრებას ხელის პოზიციიდან. ჩვენ ვხედავთ ყოველდღიური ცხოვრების ბედნიერ მომენტებს და კონფლიქტებს. ამაღელვებელი ფილმის მცდელობაა ყურადღება გადაიტანოს პატარა, ცხოვრების ყოველდღიური მოვლენების მნიშვნელობაზე, რომლებიც უმნიშვნელოდ მიიჩნევა. 

 

 

 

see more

close

მონა

საფრანგეთი, 2013, 13 წთ.

რეჟისორიალექსის ბარბოსა

სცენარიალექსის ბარბოსა, ორელიენ პეილუ

ოპერატორინოე ბაკი

კომპოზიტორირაფაელ ჯიაგნორიო, ფლორენტ სენია

მონტაჟი: ბაპტისტ კურტუა 

მსახიობებილორე დაჩეტი, ფილიპე რებოტი, მატილდე მარტინაჯი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ალექსის ბარბოსა ფრანგი მსახიობი და რეჟისორია. უმაღლეს სკოლაში თეატრალური ხელოვნების შესწავლის შემდეგ, იგი პარიზში მსახიობად გადამზადდა. ნათამაშები აქვს არაერთ მოკლე–მეტრაჟიან ფილმში. იგი ლიონის ნაციონალური თეატრის სკოლაში – ENSATT – სწავლობდა. 2013 წელს პარიზის უნივერსიტეტში კინემატოგრაფიის ფაკულტეტზე სწავლისას რეჟისორ ლა ფემისთან ერთად გადაიღო ფილმი „მონა“.

 

სიუჟეტი

ჰარიმ, რობოტექნიკის ინჟინერიმა, შექმნა საშინაო ანდროიდი „მონა“. მას ჰუმანოიდი რობოტი სახლში მოჰყავს, რათა მასზე ექსპერიმენტები ჩაატაროს. რა რეაქცია ექნება ჰარის მეუღლეს? 

 

 

 

see more

close

პულსი

დიდი ბრიტანეთი, 2014; 14წთ.

რეჟისორი: რუთ პაქსტონი

პროდიუსერი: როზი კრერარი

სცენარის ავტორი: რუთ პაქსტონი

ოპერატორი: დევიდ ლიდელი

მონტაჟი: დევიდ ლიდელი

მონაწილეობენ: უმა რაჯა, დანიელ კეჰილი

 

ბიოგრაფია

რუთ პაქსტონი შოტლანდიელი რეჟისორი და ვიზუალური ხელოვნების წარმომადგენელი გახლავთ. 2007 წელს წარჩინებით დაამთავრა კინოსა და ტელევიზიის ფაკულტეტი შოტლანდიის კინოაკადემიაში, მიიღო ედინბურგის ხელოვნების კოლეჯის საპატიო ხარისხი. პაქსტონის ფილმები მკაფიო და ძლიერია, მას უნიკალური ხედვა, სტილი  და ადამიანებისა და მათი ისტორიების ინტიმურობისა და კომპლექსურობის დაჭერის განსაკუთრებული ტექნიკა აქვს.

 

სინოფსისი

”Royal Philharmonic Society“-ის დაკვეთით „პულსი“ ერთმანეთთან აკავშირებს გრემიზე ნომინირებულ ბრიტანელ/ბულგარელ კომპოზიტორ დობრინკა ტაბაკოვასა და შოტლანდიელ რეჟისორ რუთ პაქსტონს, რათა ერთობლივად შექმნან ახალი მუსიკა და ფილმი 2014 წლის მუსიკის ბიენალესათვის. „პულსი“ არის ნუარის ჟანრის ექსპრესიონისტული ფილმი საფრთხის, გადარჩენისა და იმ ძირითად ადამიანურ მოთხოვნილებებზე, რომლებიც მათ ერთმანეთს აკავშირებს. ორი უცნობი ადამიანის  ემოციების მოკლე, მაგრამ ღრმა, ურთიერთგაცვლა სიმპათიის, აღიარებისა და იმედის გრძნობას აღძრავს.

 

see more

close

“Foley” - არტისტების საიდუმლო სამყარო

დიდი ბრიტანეთი, 2014; 13 წთ.

რეჟისორი: დანიელ ჯეველი

სცენარი: დანიელ ჯეველი

ოპერატორი: ჯეიმს ვატსონი

მონტაჟი: ნორმან სლეიტერი

პროდიუსერი: ატე ჯეველი, მენდი ბელნიკი

აღმასრულებელი პროდიუსერი: გლენ გეტჰარდი, ჯილ ფარლი

 

ბიოგრაფია

დანიელ ჯეველმა თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით დაამთავრა ოქსფორდისა და ბრისტოლის უნივერსიტეტები. იგი გახლდათ პროდიუსერი და რეჟისორი საკუთარ კომპანიაში - „Third Man Films“. როგორც პროდიუსერი, ცნობილია შემდეგი ფილმებით: ALLEGIANCE (2005) და Sidney Turtlebaum (2009).  მისი ფილმი - “DRONE” - მონაწილეობდა მონრეალის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში.

 

სინოფსისი

ფილმს  არტისტების ნაკლებად ცნობილ სამყაროში შევყავართ, რომლებიც კინოს ხმოვანი ეფექტების დამატების საშუალებით აცოცხლებენ. ვინაიდან მაყურებელი მათს სამუშაო პროცესს ადევნებს თვალს, თავისთავად იქმნება  ფილმი კინოს მაგიურობასა  და საოცრებაზე.

 

 

 

 

see more

close

მარტოობა

მექსიკა, 2014; 12 წთ.

რეჟისორი: საულ კანტერო

სცენარის ავტორი: ჯოზეფ კაილი, ტერეზა აგილერა

მონტაჟი: სეზარ ო.გ. ვალდესი

ოპერატორი: კარლოს დევის კოლინი

მუსიკა: ფრედრიკ ბლუმი

პროდიუსერი: ლეტისია რამირესი

 

ბიოგრაფია

საულ კანტერო - რეჟისორი. დაამთავრა გუადალაჰარას უნივერსიტეტი აუდიოვიზუალური ხელოვნების მიმართულებით. მუშაობდა ტელე- და სარეკლამო ფილმების მონტაჟსა და ხმის რეჟისურაზე. იგი გახლავთ Mexican Ariel Award-ის საუკეთესო გახმოვანების ნომინაციაში გამარჯვებული ფილმის - "KM 31" - გუნდის წევრი. ამჟამად მუშაობს დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებზე მექსიკასა და შეერთებულ შტატებში.

 

სინოფსისი

ხავიერი ქუჩის არტისტია, რომელიც თავის ერთდერთ და საუკეთესო მეგობართან, ხის თოჯინა ჩუისთან - ერთად წარმოდგენებს დგამს.  ჩუის გადაწყვეტილებამ, რომ აღარ ილაპარაკოს,  ხავიერისა და მისი მეგობრობა დაძაბულობამდე მიიყვანა. ერთ საღამოს, იდუმალი გიტარისტი, რომელსაც ისინი ადრე მეტოქედ მიიჩნევენ, მოულოდნელად ცვლის მათს ცხოვრებას, რაც თავისათავად აისახაბე მათს მეგობრობაზეც. 

 

see more

close

სვინგი

თურქეთი, 2013; 12წთ.

რეჟისორი: ნაზან ქესალი

სცენარი: ერქან ქესალი

პროდიუსერები: Poyraz Film; ერქან კესალი

მონტაჟი: ალი აღა

 

ბიოგრაფია

ნაზან ქესალმა  დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი განათლება მანისაში მიიღო. ის მუშაობდა სტამბულის კერძო თეატრებში. მონაწილეობდა ტელესერიალებში, მოკლე და სრულმეტრაჟიან ტელეფილმებში და სარეკლამო რგოლებში. დაამთავრა ბეიკენტის უნივერსიტეტის კინოს განყოფილება (მაგისტრის ხარისხი). ნაზან ქესალი ამჟამად სტამბულში ცხოვრობს. არის ერთი შვილის დედა.

 

სინოფსისი

სახლი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, მაგრამ არასოდეს ყოფილა აღიარებული ქალაქის მიერ. ამ სახლში ახალგაზრდა ბავშვიანი ქალი ცხოვრობს, რომელიც ცდილობს თავსმოეხვეული ტრადიციების, თავმდაბლობისა და სხვა საზოგადოებრივი სტერეოტიპების მიუხედავად, ცხოვრება გააგრძელოს. მას შემდეგ კი, რაც ძალადობის მსხვერპლი ხდება, რადიკალურ გადაწყვეტილებას იღებს...

 

 

 

 

see more

close

დახურვის ფილმი

სიმინდის კუნძული

საქართველო/გერმანია/საფრანგეთი/ჩეხეთი/ყაზახეთი, 2014; 101 წთ.

რეჟისორი: გიორგი ოვაშვილი

სცენარი: ნუგზარ შატაიძე, გიორგი ოვაშვილი, რულოფ იან მინებო

ოპერატორი: ელემერ რაგალი

პროდიუსერი: ნინო დევდარიანი, გიიომ დესეი, აიკე გორეჩკა, კარლა სტოიაკოვა, საინ გაბდულინი

წარმოება: ალამდარი ფილმი (საქართველო) Arizona Productions (საფრანგეთი), 42film (გერმანია), Axman Production (ჩეხეთი), ყაზახფილმი (ყაზახეთი)

 

 

 

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

გიორგი ოვაშვილმა (დაიბადა1963 წ., საქართველო)  1996 წ. დაამთავრა თეატრის და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი. 2006 წელს კი ნიუ იორკის კინოაკადემიის ჰოლივუდის ფილიალი.  გადაღებული აქვს რამდენიმე საინტერესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, მათ შორის “მზერის დონეზე”, რომელიც პრიზებით დაჯილდოვდა ბერლინში და ოდენსში (2005 წ.). 2009 წ. გადაღებული  ფილმი  “გაღმა ნაპირი”  50-მდე საერთაშორისო კინოფესტივალზე მონაწილეობდა დ მრავალი ჯილდო აქვს მოპოვებული.  ფილმი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის წლის ევროპული აღმოჩენის ნომინაციაზე. 2014 წ. გიორგი ოვაშვილის  ახალი ფილმის “სიმინდის კუნძულის” საერთაშორისო პრემიერა შედგა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე, სადაც ის მთავარი პრიზით დაჯილდოვდა.

 

სინოფსისი

„სიმინდის კუნძული" ფსიქოლოგიური დრამაა. ფილმში მოქმედება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ბუნებრივ საზღვარზე – მდინარე ენგურზე ვითარდება. მდინარეში წყალდიდობის დროს წარმოქმნილ კუნძულზე მოხუც გლეხს სიმინდი მოჰყავს. მოგვიანებით კუნძულზე ქართველი მესაზღვრე ჩნდება, რომელიც მოხუცის და მისი 16 წლის შვილიშვილი გოგონას ერთი შეხედვით იდილიურ ცხოვრებას არღვევს.

 

see more

close

19

აპრილი
2024

სრული კალენდარი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30

BIAFF ვიდეო თრეილერი

ახალი ამბები

24 სექ

BIAFF 2023 ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები

ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდა. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006...

11 სექ

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის კინოსეანების განრიგი

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  კინოსეანების  განრიგი ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდება....

10 სექ

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა  ბათუმის მე-18 საერთაშორისო...

18 აპრ

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.XVIII BIAFF კინოფესტივალი 2023 წლის...