პრიზები 2022

BIAFF ბათუმის XVI კინოფესტივალის დახურვის ცერემონია და გამარჯვებულები
24 სექტემბერს, კინოთეატრ აპოლოში, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა. საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში გასცა - საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ კი კრიტიკოსთა რჩეული მატვრული ფილმი გამოავლინა. ცერემონიის დასრულების შემდეგ კი გაიმართა ფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი ფილმის „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“ (ალექსანდრე კობერიძე, საქართველო/გერმანია, 2021) განმეორებითი ჩვენება.
BIAFF 2021-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ - ლანა ღოღობერიძე – ჟიურის თავჯდომარე, ნინო მხეიძე, გოგი გვახარია, ქეთი მაჭავარიანი, ირინა გორდიჩუკი (უკრაინა), გამოავლინა გამარჯვებულები:
- გრანპრი - „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“, ალექსანდრე კობერიძე, საქართველო/გერმანია, 2021
- საუკეთესო რეჟისურა - კორნელ მუნდრუცო, ფილმისთვის „ევოლუცია“, გერმანია/უნგრეთი, 2021
- საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - სერგი ფილიმონოვი ფილმში „მარტორქა“, ოლეგ სენცოვი, უკრაინა/გერმანია/პოლონეთი, 2021,
- საუკეთესო მსახიობი ქალი - ნუცა კუხიანიძე, ფილმში „ოთარის სიკვდილი“, სოსო ბლიაძე, საქართველო/გერმანია/ლიტვა, 2021
- ჟიურის სპეციალური პრიზი - „ბანდარ ბენდი“, მანიჯე ჰეკმატი, ირანი, 2021 და „ოთარის სიკვდილი“, სოსო ბლიაძე, საქართველო/გერმანია/ლიტვა, 2021
BIAFF 2021-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ჟიურიმ - ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი (საქართველო) – ჟიურის თავჯდომარე, ანჟეი სლოვიცკი (გერმანია), ევგენია ოსტანინა (რუსეთი), გასცა შემდეგი პრიზები:
- საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - „1970“, ტომას ვოლსკი, პოლონეთ, 2021
- ჟიურის სპეციალური პრიზი - „ორმო“, ანდრეი გრიაზევი, რუსეთი, 2020 და „ატლანტიდა“, იური ანკარანი, იტალია/საფრანგეთი/აშშ/ ყატარი , 2021
BIAFF 2021-ის ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ - თეო ხატიაშვილი (თავჯდომარე), ნინო ჩიმაკაძე, დათო ტურაშვილი, გამოვლინა კინოკრიტიკოსთა რჩეული ფილმი:
- საუკეთესო მხატვრული ფილმი - „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“, ალექსანდრე კობერიძე, საქართველო/გერმანია. 2021
BIAFF 2021-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ჟიურიმ - მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ფილმები შეაფასა. ჟიური სამი წევრისგან შედგებოდა - დათო ჯანელიძე (ჟიურის თავჯდომარე), კოტე ჩლაიძე, შოთა გუჯაბიძე
- საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „ლეოპოლისის ღამე“, ნიკონ რომანჩენკო, უკრაინა, 2021
- ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) - გადაეცა სამ ფილმს:
- სამზადისი, ილია ასიტაშვილი, საქართველო, 2021
- მარტოსული ლილი, ზუ ჯინგი, ჩინეთი, 2021
- როგორც მიკონოში , ალესანდრო პორციო, იტალია, 2021
BIAFF ინდუსტრიული პლატფორმის „ალტერნატიული ტალღის“ ფარგლებში, სტამბულის კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმის „Meeting on the Bridge”-ის მიერ შერჩეული იქნა ქართული პროექტი - „მე, გრეტა“, მირანდა ნამიჭეიშვილი და ანი კვიჭიძე
BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ:
- ჟანრი ლოლაშვილი (საქართველო)
- კახი ხუციშვილი (საქართველო)
კინოფესტივალის მხარდამჭერები - ქ. ბათუმის მერია, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, ბათუმის თოჯინების თეატრი, ბათუმის ბულვარი, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, ფრანგული ინსტიტუტი, ArtDoc Fest
კინოფესტივალის სპონსორები - კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო „Divan Batumi”, ტურკომპანია „ვანდერლენდი“, შპს „Legal Consulting Center“, გასტრო პაბი „KINO”
კინოფესტივალის მედია პარტნიორები - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია, რადიო ფორტუნა, ბათუმი ტვ, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), ჟურნალი „ინდიგო“, ჟურნალი „კინო“, AT.GE, Film New Europe (www.filmneweurope.com), გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge
კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან - http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - info@biaff.org, აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ - press@biaff.org; ტელ: 599-482181б 597-998272
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
- 11
- 12
- 13
- 14
- 15
- 16
- 17
- 18
- 19
- 20
- 21
- 22
- 23
- 24
- 25
- 26
- 27
- 28
- 29
- 30
ახალი ამბები