BIAFF - ქართული პანორამა

მზიური

საქართველო, 2021, 66 წთ.

 

სცენარის ავტორი და რეჟისორი: ქეთევან მაჭავარიანი

ოპერატორი: გიორგი შველიძე

ხმა: ირაკლი ივანიშვილი, ნიკა ფანიაშვილი, პაატა გოძიაშვილი

ხმის ეფექტები: გიორგი გოგლიკ გოგოლაძე, ირაკლი ივანიშვილი, თამთა მანძულაშვილი

კომპიუტერული გრაფიკა: თემო ეზუგბაია 

პროდიუსერები: ცისანა ხუნდაძე, ნატო სიხარულიძე

საპროდიუსერო კომპანი: ტერა ინკოგნიტა ფილმსი (საქართველო)

თრეილერის ნახვა

 

ბიოგრაფია 

ქეთი მაჭავარიანი  დაიბადა 1973 წელს. 1995 წელს დაამთავარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, იმავე წელს ჩააბარა თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსისტეტის ასპირანტურაში, კინომცოდნეობის სპეციალობაზე. 2002 წელს  დაამთავრა ამავე უნივერსისტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. ქეთი მაჭავარიანი 2005-2006 წლებში იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს  დაფინანსებით   სტაჟირებას გადიოდა ტელეკომპანია RAI-ში. 2010  წელს გაიარა კინო  ტრეინინგ პროგრამა MAIA WORKSHOP (იტალია).  

რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღების შემდეგ 2011 წელს კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა ქეთი მაჭავარიანის მხატვრული ფილმის “ მარილივით თეთრის” პრემიერა. ფილმი მრავალი კინოფესტივალის  პროგრამის მონაწილე  და პრიზების მფლობელია. 2016  წელს ქეთი მაჭავარიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით გადაიღო  მოკლემეტრაჟიანი ფილმი “საქართველო 1992” – აკა მორჩილაძის მოთხრობის მიხედვით. 2020 წელს დაასრულა მუშაობა დოკუმენტურ ფილმზე “ მზიური”, (იდეის ავტორი ცისანა ხუნდაძე) ფილმის პრემიერა შედგა კანადაში,  დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე”HotDocs”, სადაც ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა. 

ქეთი მაჭავარიანი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და წლების მანძილზე მუშაობს კინო და ტელე პროდიუსერად 

 

სინოფსისი

 

ფილმის სათაური „მზიური“ ფილმის მთავარი გმირის სახელია და ამასთან გვახსენებს საბჭოთა საქართველოს ეპიტეთს „მზიურ საქართველოს“. მზიური ყოფილი პედაგოგია და ახლა მის საარსებო წყაროს სოციოლოგიურ კომპანიაში ინტერვიუერის ხელფასი წარმოადგენს. სამსახური მზიურისთვის მარტოობისაგან თავის დაღწევის და გარესამყაროს­ თან ურთიერთობის შენარჩუნების საშუალებაცაა. მაყურებელი მზიურისთან ერთად მოგზაურობს ვიწრო თბილისურ ეზოებსა და უშნო ბეტონის ჯუნგლებში და ასე ვეცნობით განსხვავებულ სახლებს, ბინებს და ზოგადად ადგილობრივი ცხოვრების თავისებურებებს.

 

 

 

 

see more

close

არსად წავალ

არსად წავალ 

გერმანია/საქართველო, 2021 წ; 53 წთ.

რეჟისორი/სცენარი: ბიძინა გოგიბერიძე

ოპერატორი: სებასტიან ვოსიკი

მონტაჟი: კლაუს ვილიგი

პროდიუსერი: ბიძინა გოგიბერიძე / თამარ გოლავა

როლებში: ელენე დვალიშვილი, თეოდორ გაგნიძე, იმედა კახიანი, მარიამ ყაჭეიშვილი

 

 

თრეილერის ნახვა

 

სინოფსისი

ელენე (13) და მისი ძმა ლეო (8) გაიზარდნენ პატარა სოფელში ქალაქ გორთან ახლოს (საქართველო). 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, მათი მშობლების გარდაცვალების შემდეგ ისინი ბაბუასთან ცხოვრობენ. ომის შემდეგ მრავალი წლის შემდეგ, მისი გავლენა უარყოფითად აისახება მათ ცხოვრებაზე. რუსი სამხედროები მათ სახლთან მავთულხლართების საზღვრის დადგენის პროცესში არიან. ე.წ.  "მცოცავი საზღრები" დიდი საფრთხეს წარმოადგენს მათი არსებობისთვის.

 

ბიოგრაფია

ბიძინა გოგიბერიძე დაიბადა და გაიზარდა თბილისში, საქართველოში. მან სწავლა დაასრულა შოთა რუსთველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 2015 წლიდან 2020 წლამდე სწავლობდა  დორტმუნდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში რეჟისურის სპეციალობაზე. გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლებიც სხვადასვა ფესტივალზე იყო ნაჩვენები.

 

see more

close

გალერეა სტრატოსფეროში

საქართველო, 2021 წ; 18 წთ.

 

ფილმის რეჟისორი: რომანოზი და თორნიკე მზარეულა

არტისტიი: რომანოზი

პროდიუსერი: თორნიკე მზერელუა

ოპერატორი: ლაშა ბირკაძე

ტექნიკური დახმარება: თორნიკე რაქვიაშვილი

პარტნიორი: გიორგი სვანიძე

 

სინოფსისი

 

სტრატოსფეროს გალერეა ასახავს ურთიერთობას არსებობასა და არარსებობას შორის. ის ცდილობს გაზარდოს ფიზიკური და კონცეპტუალური წვდომა აქამდე მიუწვდომელ და გამოუკვლეველ სფეროებზე - არსებობის ტრანსცენდენტულ მდგომარეობებზე. ტრანსცენდენტალიზმი, როგორც ჟანრი, მოიცავს არარეპრეზენტაციული ობიექტების და ფორმების შექმნას, რომლებიც მანამდე არ არსებობდა. სტრატოსფეროს გალერეა იკვლევს შექმნის იდეებს,  არსებობის პროცესს და არარსებობის უსასრულო სიღრმეებს.

 

 

ბიოგრაფია

რომანოზი არის ცნობილი ქართველი მხატვარი, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში იკვლევდა ტრანსცენდენტული მედიტაციის და ფილოსოფიის ფესვებს. ტრანსცენდენტალიზმი, როგორც მხატვრობის ჟანრი, მოიცავს არაპრეზენტაციული ნახატების და ფორმების შექმნას, რომლებიც მანამდე არ არსებობდა. რომანოზი ქმნის ნამუშევრებს, არატრადიციული სივრცების, ფერების, განთების/შუქის და რაც მთავარია გამოფენების განსხვავებული მეთოდების გამოყენებით, სადაც ნამუშევრები წარმოდგენილია საზოგადოებისთვის. რომანოზის მთავარი მიზანია გააფართოვოს ხელოვნების ტრადიციული ჰორიზონტი და ის მეთოდები, რომლითაც  საზოგადოებისთვის ხელოვნების პრეზენტირება ხდება.

 

see more

close

მიამიტი

საქართველო, 2021; 105 წთ.

 

რეჟისორი/სცენარისტი: დინო გეთიაშვილი 

ოპერატორი: დინო გეთიაშვილი 

მონტაჟი: დინო გეთიაშვილი

პროდუსერი: დინო გეთიაშვილი

როლებში:  თემურ ხუციშვილი, გვანცა გორგაძე, ნინო ბუბუნაური, მეორეხარისხოვან როლებში/ ნიკო ბაღაშვილი, ბაჩი კელენჯერიძე, თორნიკე ქემაშვილი, მარიამ ღუდუშაური, შუშანა ბალაშვილი, ნოდარ ქუთათელაძე.

 

სინოფსისი

ფილმი ასახავს 1990 წლიან პერიოდს და მოგვითხრობს იმ დროში მოღვაწე მხატვრის ცხოვრებას და დამოკიდებულებას თავისი საყვარელი საქმისადმი. ასევე ფილმში იკვეთება ადამიანთა ხასიათი და ინდივიდუალიზმი, რომელიც ქმნის მათი მომავლის შედეგებს.

 

ბიოგრაფია:

დიანოზი (დინო) გეთიაშვილი. დაბადების თარიღი 1984 წლის 18 ოქტომბერი. ბავშობა გაატარ კახეთის ულამაზეს სოფელში (ჯიმითში) და, როგორც მეოცნებე მოზარდს, ყოველთვის გააჩნდა საკუთარი თავის ძიება. 2000 წლიდან აქტიურად არის ჩართული კინემატოგრაფიულ მოღვაწეობაში და დღემდე ცდილობს დახვეწოს თავისიი ხედვა, გემოვნება და შემოქმედება.

 

 

 

see more

close

მკვდარი სულების არდადეგები

საქართველო, 2020, 67წთ.

 

რეჟისორი: კეკო ჭელიძე

სცენარის ავტორები: კეკო ჭელიძე, კოტე კალანდაძე

ოპერატორი: კოტე კალანდაძე

მსახიობები: ლევან სვანიძე, ლამარა სვანიძე, ინგა მღებრიშვილი, გია თოიძე

პროდიუსერები: ელენე მარგველაშვილი, კოტე კალანდაძე

წარმოება: პარაშუტი (საქართველო)  

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

დაიბადა 1983 წელს. 2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელერეჟისურის ფაკულტეტი.

 

სინოფისი

ფილმის მთავარი გმირი 45 წლის თბილისელი მუსიკოსია. ლევანს თვითდამკვიდრების პროცესი ზედმეტად გაეწელა. ის საკუთარ სამყაროშია ჩაკეტილი და დედასთან ერთად ცხოვრობს სიდუხჭირესა და სიმარტოვეში. მიუხედავად ყველაფრისა ლევანი ოპტიმისტია. ის არ ვარდება სასოწარკვეთაში, ცდილობს დამოუკიდებლად დაძლიოს ყოველდღიური პრობლემები, აიწყოს პირადი ცხოვრება და მიაღწიოს წარმატებას.

 

see more

close

მშთ-15. ბედნიერების ანგელოზი

საქართველო, 2021, 70 წთ.

რეჟისორი: ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი

პროდიუსერი: ლინდა მატერნი (გერმანია), ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი

ოპერატორი: ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი

მონტაჟი: გივი ოდიშარია, ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი

ხმა: ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი

სცენარი: გივი ოდიშარია, ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი

მუსიკა: ლევან ბაშარული

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

დავითის უცნაური პიესის „მშთ 15-ს“ პერონაჟები არ არიან მხოლოდ მისი ფანტაზიის ქმნილებები, არამედ ისინი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მათ ფილმში შეხვდებით, გავეცნობით მათ რეალურ პრობლემებსა და იმედებს. ფილმში კიდევ ერთი თემა აისახება: სად გადის ზღვარი ავტორის ფანტაზიასა და რეალობას შორის, ავტორსა და მის პერსონაჟებს შორის.

 

ბიოგრაფია 

ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი - რეჟისორი, ოპერატორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოც.პროფესორი, საპროდიუსერო სტუდია "აკრობატის" დამაარსებელი. მისი სადიპლომო ფილმი "დილის რომენსი" პირველად სტუდენტური კინოს ისტორიაში წარდგენილი იყო სტუდენტურ "ოსკარზე" ლოს ანჯელესში 1997 წელს. ამ ფილმმა მოიპოვა 3 მთავარი პრიზი და 11 საერთაშორისო დიპლომი და ჯილდო.

ვახტანგი სწავლობდა მიუნხენის უმაღლესს კინო აკადემიაში (პროფ. ვიმ ვენდერსი). 2 ჯერ იყო DAAD სტიპენდიანტი. 1997 წლიდან იგი არის მიუნხენის კინოფესტივალის ტექნიკური კოორდინატორი.

ვახტანგი არის 7 სრულმეტრაჟისნი დოკ.ფილმის ავტორი. მისი ფილმი "Life is Be" 2016-ში

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე "პრომეთე" მოიპოვა მთავარი პროზი "საუკეთესო ქართული დოკ. ფილმი". ვახტანგის ბოლო ფილმს "გამჭვირვალე სამყარო" მოპოვებული აქვს 6 გრან-პრი და ამ ფილმით გაიხსნა 3 საერთაშორისო კინოფესტივალი.

2003 - 2012 წლებში ვახტანგი იყო ლექტორი 5 უნივერსიტეტში თბილისში მიმართულებით "ხმის ჩაწერა და მონტაჟი" და "საავტორო დოკ. კინო". 2012 წლიდან - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

 

see more

close

მოთვინიერება

შვეიცარია/გერმანია/საქართველო.2020. 91 წთ.

 

 

სცენარის ავტორი და რეჟისორი: სალომე ჯაში

ოპერატორები: გოგა დევდარიანი, სალომე ჯაში

პროდიუსერები: ვადიმ იენდრეიკო, სალომე ჯაში, ერიკ ვინკერი

წარმოება: მირა ფილმი (გერმანია),  საქდოკ ფილმი (საქართველო), ორსო ფილმი (გერმანია)

 

თრეილერის ნახვა

 ბიოგრაფია 

 

სალომე ჯაში ქართველი კინორეჟისორი და ვიდეო არტისტია. მას კარიერის დასაწყისიდანვე იზიდავდა მიკრო გარემოს გადაღება. მისი ვიზუალური მიდგომა  მინიმალისტური, პოეტური და მგრძნობიარეა.

სალომე ჟურნალისტიკის შესწავლის შემდეგ, რამდენიმე წელი მუშაობდა რეპორტიორად. 2005 წელს მიიღო ბრიტანეთის საბჭოს სტიპენდია Royal Holloway ლონდონის უნივერსიტეტში დოკუმენტური კინორეჟისურის  შესასწავლად. საქართველოში დაბრუნებისთანავე სალომემ დააარსა საპროდიუსერო კომპანია Sakdoc Film. სალომეს დოკუმენტური ფილმები (ბახმარო, მზის ჩასვლის კაშკაშა შუქები, ბაღის დამშვიდება) მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კინოფესტივალზე და დაჯილდოვდა სხვადასხვა პრიზებით.

 

 

სინოფსისი 

საქართველოს უმდიდრეს და წარსულში დიდი პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ადამიანს უჩვეულო ჰობი აქვს: ულამაზეს საუკუნოვან ხეებს აგროვებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და ხელოვნურად გაშენებულ დენდროლოგიურ პარკში გადააქვს. ხეების მიგრაციის მომაჯადოებელი კადრების ფონზე ადამიანის მიერ ბუნების „მოთვინიერების“ თემა და არაერთი სხვა უნივერსალური პრობლემა იკვეთება.

 

see more

close

BIAFF - „დიდოსტატთა კოლექცია“

ანეტი

საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, იაპონია, მექსიკა, 2021, 140 წთ.

 

რეჟისორი: ლეოს კარაქსი

სცენარის ავტორები: რონ მაელი, რასელ მაელი

ოპერატორი: ქეროლინ შამპეტიე

მონტაჟი: ნელი კეტიე

მუსიკა: ბენდი “სპარკსი”

როლებში: ადამ დრაივერი, მარიონ კოტიარი, საიმონ ჰელბერგი

წარმოება: საფრანგეთის, გერმანიის, ბელგიის, იაპონიისა და მექსიკის თანაწარმოება, ასევე, კომპანიები “სი-ჯი სინემა” და “კინოლოგი.”

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

ალექს კრისტოფ დუპო, (დაბადებული 1960 წლის 22 ნოემბერს), ცნობილი როგორც ლეო კარაქსი (ფრანგულად), ფრანგი კინორეჟისორი, კრიტიკოსი და სცენარისტია. კარაქსი გამოირჩევა პოეტური სტილით და სიყვარულის მტანჯველი სცენებით. სანამ 1984 წელს, მისი ფილმი, “ბიჭმა გაიცნო გოგო”გამოვიდოდა, კინოკარიერა მოკლემეტრაჟიანი ფილმებით და კრიტიკოსის ამპლუაში დაიწყო. ფილმმა კარაქსს კარგად ნაფიქრი ვიზუალის მქონე რეჟისორის რეპუტაცია შესძინა. მისი ერთ-ერთი ცნობილი ფილმი “საყვარლები ხიდზე” (1991), კრიტიკოსებმა კარგად მიიღეს და საშუალება მისცეს კარას, თავისი მეოთხე ფილმისთვის სახელწოდებით “პოლა იქსი” უფრო ექსპერიმენტული გზები მოესინჯა. ფილმი 1999 წელს გამოვიდა. ეს იყო ჰერმან მელვილის ინცესტზე დაწერილი მოთხრობა “პიერი: ან, გაუგებრობები.”

კარაქსის 2012 წლის ფილმში “კორპორაცია “ჰოლი მოტორსი” მსახიობი, დენის ლავანი თამაშობს, რომელიც მასთან ხშირად თანამშრომლობდა. 2012 წლის კანის კინოფესტივალზე ფილმი მთავარი პრიზისთვის იბრძოდა. 2021 წელს კარაქსმა ბენდის “სპარკსი” წევრების მიერ შექმნილ სცენარზე ფილმი “ანეტი” გადაიღო. ეს იყო მიუზიკლი, სრულმეტრაჟიანი დრამა ადამ დრაივერის და მარიონ კოტიარის მონაწილეობით. 2017 წელს, რეჟისორმა “სპარკსის” სიმღერა “შენ ხარ ფრანგი რეჟისორი” ჩაწერა, რომელიც მათივე ალბომიდანაა სახელწოდებით “ჰიპოპოტამი.”

 

სინოფსისი 

ლოს ანჯელესი, დღევანდელობა. ჰენრი სასტიკი იუმორის მქონე,
„სთენდაფის“ კომიკოსია, ანა კი, ოპერის საერთაშორისოდ აღიარებული მომღერალი. ყურადღების ცენტრში მყოფი წყვილი ბედნიერად და გლამურულად ცხოვრობს. მათი პირველი შვილის, ანეტის დაბადება, რომელიც იდუმალებით სავსე და გამორჩეული ბედის გოგო აღმოჩნდება, წყვილის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს.

 

 

 

see more

close

გმირი

ირანი/საფრანგეთი, 2021, 127 წთ.

 

რეჟისორი: ასგარ ფარჰადი

სცენარის ავტორი: ასგარ ფარჰადი

პროდიუსერები: ოლივიე პერი, ალექსანდრ მალე-გაი, ასგარ ფარჰადი

მონტაჟი: ჰეიედეჰ სეფიარი, აბოლფაზლ იბრაჰიმი

ოპერატორები: არაშ რამეზანი, ალი ღაზი

ხმის ინჟინერი: მუჰამედ რეზა დელპაკი

კოსტიუმების მხატვარი: ნეგარ ნემათი

როლებში: სარინა ფარჰადი, ფერეშტე სადრე ორაფეი, მოჰსენ ტანაბანდე, ამირ ჯადიდი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ასგარ ფარჰადი, ირანელი კინორეჟისორი და სცენარისტი, 1972 წლის 7 მაისს დაიბადა. ფარჰადის ფილმებში ყურადღება გამახვილებულია ადამიანის ყოფაზე და შიდა ოჯახური კონფლიქტების ინტიმურ და მწვავე კონფლიქტებს გადმოსცემს. მისმა ფილმებმა არა-ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მათ შორისაა: “ელის შესახებ” (2009),  “განშორება” (2011), “წარსული” (2013), “გამყიდველი” (2016), “ყველამ იცის” (2018) და “გმირი” (2021).

ფილმებისთვის “განშორება” (2011) და “გამყიდველი” (2016), რეჟისორმა, უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში, 2 ოსკარი მიიღო. ამ კატეგორიაში ორჯერ გამარჯვებული რეჟისორი, მსოფლიოში, სულ რამდენიმეა. ფილმმა “გამყიდველი” კანის კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარის ჯილდოც მოიპოვა. 2021 წელს, ამავე ფესტივალზე, მისი ფილმი “გმირი” გრან-პრით დაჯილდოვდა.

2012 წელს, რეჟისორი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში მოხვდა. ამავე წელს, საფრანგეთში, საპატიო ლეგიონის ორდენიც გადაეცა.

 

სინოფსისი 

გადაუხდელი ვალის გამო, რაჰიმი ციხეში ზის. ორდღიანი გათავისუფლების დროს, ცდილობს კრედიტორი დაარწმუნოს, რომ თანხის ნაწილზე მაინც გაიტანოს საჩივარი სასამართლოდან, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად ვითარდება.

 

see more

close

მოგონებები

კოლუმბია / ტაილანდი / დიდი ბრიტანეთი / მექსიკა / საფრანგეთი, 2021, 136 წთ.

 

რეჟისორი: აპიჩატპონგ ვეერასეტაკული

სცენარის ავტორი: აპიჩატპონგ ვეერასეტაკული

ოპერატორი: სეიომბუ მუკდიპრომი

მუსიკა: ცეზარ ლოპესი

მონტაჟი: ლი ჩატამეტიკული

მხატვარი: ანჟელიკა პერეა

როლებში: ტილდა სვინტონი, ელკინ დიასი, ჯინ ბალიბარი, ხუან პაბლო ურეგო, დანიელ გიმენეს კაჩო

პროდიუსერები: აპიჩატპონგ ვეერასეტაკული, კარლოს პაზი, ტილდა სვინტონი

წარმოება: კომპანიები “ბარნინგ ეს-ეი-ესი, კიკ მაშინი, ილუმინეიშენ ფილმსი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

აპიჩატპონგ ვეერასეტაკული 1970 წელს, ბანკოკში დაიბადა და ტაილანდის ჩრდილოეთში, ხონ კაენში გაიზარდა. მან ხონ კაენის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ კი,  კინოხელოვნების მაგისტრატურა ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში. ფილმების და მოკლე ვიდეოების გადაღება 1994 წელს დაიწყო და 2000 წელს თავისი პირველი, სრულმეტრაჟიანი ფილმიც დაასრულა. ხშირად, მისი არასწორხაზოვანი ნამუშევრები მოგონებებს უკავშირდება და რბილად ეხმიანება მის პირად პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემებს. რეჟისორი ტაილანდის კომერციულ კინო ინდუსტრიაში დამოუკიდებლად მოღვაწეობს. თავისი კომპანიის, “ქიქ ზი მაშინ ფილმსის” მეშვეობით, რომელიც 1999 წელს დააარსა, ექსმერიმენტული და დამოუკიდებელი კინოს განვითარებას მიუძღვნა თავი. 2008 წელს, მუშაობა დაიწყო არა-ერთი ქვეყნის კოპროდუქციაზე, სახელწოდებით “ბიძია ბუნმი, რომელსაც წარსული ცხოვრების გახსენება შეუძლია.”

რეჟისორის ხელოვნების ნიმუშებმა და სრულმეტრაჟიანი ფილმებმა მსოფლიო აღიარება და არა-ერთი პრიზი მოიპოვა, მათ შორის, 2 ჯილდო კანის კინოფესტივალზე. ფილმმა “შენი ვარ ნეტარი,” 2002 წელს, კანის ფესტივალის პრიზი “Cetain Regard” დაიმსახურა, ხოლო ფილმმა “ტროპიკული დაავადება,” 2004 წელს, ამავე ფესტივალზე, ჟიურის ოფიციალური ჯილდო მიიღო. მისი 2006 წლის ცნობილი ფილმი “სინდრომები და საუკუნე” პირველი ტაილანდური ფილმი გახდა, რომელიც ვენეციის კინოფესტივალზე შეარჩიეს და არა-ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე, ბოლო ათწლეულის საუკეთესო ფილმადაც აღიარეს.

 

სინოფსისი 

 

გარიჟრაჟზე ძლიერი ხმაურით თავზარდაცემულ ჯესიკას დაძინება უჭირს. ბოგოტაში, სადაც დას ესტუმრა, აგნესს დაუმეგობრდა, არქეოლოგს, რომელიც მშენებარე გვირაბის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ნარჩენებს სწავლობს.

ჯესიკა აგნესს გათხრების ადგილას მიაკითხავს. იქვე, პატარა ქალაქში, თევზის გამყიდველ ჰერნანსაც გაიცნობს. მდინარესთან ერთმანეთს მოგონებებს გაუზიარებენ. დღის ბოლოს, ჯესიკას ცხადი ჭეშმარიტება გამოაფხიზლებს.

 

 

see more

close

ჩვენ აქ ვართ, ახლოს

უკრაინა, 2020, 90 წთ.

 

რეჟისორი: რომან ბალაიანი

სცენარის ავტორი: რომან ბალაიანი

მონტაჟი: სერჰი კლეპაჩი

მუსიკა: ვოლოდიმირ ჰრონსკი

ოპერატორი: იური კოროლი

პროდიუსერი: ივანა დიადიურა

როლებში: ახტემ სეიტაბლაევი, კატერინა მოლჩანოვა, ვლადლენ ოდუდენკო, ოლესია ოსტროვსკა, სერჰეი ტრიმბაჩი

წარმოება: კომპანია “იდას ინთერნეშენალ ფილმი.”

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

რომან ბალაიანი 1941 წლის 15 აპრილს, ნერკინ ჰორატაგში, მთიან ყარაბაღში დაიბადა. 1961 - 1964 წლებში, რომან ბალაიანი ერევნის თეატრის ინსტიტუტში, სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობდა. 1969 წელს კი, კიევის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი დაამთავრა. მისი სარეჟისორო დებიუტი 1973 წელს შედგა ფილმით “რომაშკინის ეფექტი.” 1978 წლის ფილმი “მარტოხელა მგელი,”  ბერლინალეზე წარმატებული გამოდგა. მისი შემდეგი ნამუშევარი, “ფრენა ოცნებებსა და რეალობაში,” ნამდვილ ჰიტად იქცა და 6 მილიონამდე ადამიანმა ნახა. ფილმმა კარგად გადმოსცა მაშინდელი ახალგაზრდობის სული, თავისი ნაკლოვანებებითა და სისუსტეებით და 1980 წლის ნამდვილ მანიფესტად იქცა. ფილმში “ფრენა ოცნებებსა და რეალობაში,” თავიანთი თამაშით მაყურებელს აოცებენ ლეგენდარული მსახიობები: ოლეგ იანკოვსკი, ლუდმილა გურჩენკო, ოლეგ ტაბაკოვი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა და უცნობი ოლეგ მენშიკოვი…

ბალაიანი თავის ფილმებში სხვადასხვა ჟანრსა და ამბებს აერთიანებს.  ადამიანის მორალურ პასუხისმგებლობებსა და სიყვარულის ძალაზეა მისი ფილმები: “კოცნა,” “დამიფარე, ჩემო თილისმავ,” პირველი სიყვარული,” “ორი მთვარე,” “სამი მზე,” “ნათელი ღამე” და “სამოთხის ჩიტები.”

ფილმის “სამოთხის ჩიტები” გმირები 1980 წლის სასტიკი სახელმწიფო მექანიზმის პირისპირ აღმოჩნდებიან. საკუთარ სიცოცხლესაც კი სწირავენ, რათა დაამტკიცონ, რომ ადამიანს თავისუფლებას, ფრენაზე ოცნებას ვერავინ დაუშლის. ფილმი ნომინირებული იყო და საერთაშორისო პრიზებიც აიღო ვენეციის, ბერლინის, სტამბულის, მოსკოვის და სხვა ფესიტვალებზე.

 

 

სინოფსისი 

ალექსი, გამოცდილი ქირურგი, თავის 7 წლის ნათლულს მცდარ დიაგნოზს დაუსვამს. ბიჭი საოპერაციო მაგიდაზე კვდება. გაოგნებული ქირურგი სამსახურიდან მიდის. შემოდგომის ერთ დილას, თავის საყვარელ ადგილას, მდინარის პირას ზის, სადაც ნათლულთან ერთად თევზაობდა ხოლმე. უეცრად, ნისლში ნახევრად შიშველი გოგოს სილუეტს შენიშნავს. გოგო სიცივისგან კანკალებს. ალექსი დახმარებას შესთავაზებს და მისი არაჩვეულებრივი თავგადასავალიც იწყება.

 

see more

close

ბაბი იარი, კონტექსტი

ნიდერლანდები / უკრაინა, 2021, 120 წთ.

 

რეჟისორი: სერგეი ლოზნიცა

სცენარის ავტორი: სერგეი ლოზნიცა

მონტაჟი: სერგეი ლოზნიცა, დანიელიუს კოკანაუსკისი, ტომაშ ვოლსკი

პროდიუსერები: სერგეი ლოზნიცა, მარია ჩოუსტოვა

საპროდიუსერო კომპანიია: “ატომს და ვოიდი”

თანაწარმოება: ბაბინ იარის ჰოლოკოსტის მემორიალური ცენტრი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

 

სერგეი ლოზნიცა 1964 წლის 5 სექტემბერს, ბარანოვიჩში დაიბადა (ბელორუსი, ყოფილი საბჭოთა კავშირი). გაიზარდა კიევში და 1987 წელს, კიევის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა, გამოყენებითი მათემატიკის სპეციალობით. 1987-91 წლებში კიევში, კიბერნეტიკის ინსტიტუტში, ხელოვნური ინტელექტის კვლევებზე მუშაობდა. 1997 წელს, სერგეი ლოზნიცამ მოსკოვში, კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა (ვგიკი). 1996 წლიდან, სერგეი ლოზნიცას 11 დოკუმენტური ფილმი აქვს გადაღებული. მიღებული აქვს არა-ერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის, კარლოვი ვარის, ლაიფციგის, ობერჰაუზენის, პარიზის, მადრიდის, ტორონტოს, იერუსალიმის, პეტერბურგის ფესტივალებზე. ასევე, რუსეთის საერთაშორისო კინო პრიზები “ნიკა” და “ლაურელი.” სერგეი ლოზნიცას ნამუშევარი “ბლოკადა” (2005) ლენინგრადის აღების დოკუმენტურ მასალას ეყრდნობა. 2010 წლის მაისში, ლოზნიცას სრულმეტრაჟიანი ფილმის დებიუტის “ჩემი სიხარული” პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა და საუკეთესო რეჟისორის პრიზიც დაიმსახურა. მისი მეორე ფილმი “ნისლში,” 2012 წლის კანის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. 2014 წელს კი, ფილმით “მეიდანი,” დოკუმენტურ კინოს დაუბრუნდა და თავის ქვეყანაზე და თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხზე მოგვითხრო.

 

სინოფსისი 

1941 წლის 29-30 სექტემბერს, მესამე “აინზაცგრუპის” ზონდერების 4-ა დაჯგუფებამ, რომელსაც სამხრეთის პოლიციის ორი ბატალიონი და უკრაინის დამხმარე პოლიციაც თან ახლდა, ადგილობრივებისგან ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, ბაბინ იარში, კიევის “ჩრდილო-დასავლეთით, 33 771 ებრაელი დახოცა. ფილმში, საარქივო ჩანაწერების გამოყენებით, გერმანიის მიერ უკრაინის ოკუპაციის ამ ტრაგიკულ შემთხვევაზეა მოთხრობილი.

როდესაც გონება ივიწყებს, როცა წარსული მომავალს დაჩრდილავს, სწორედ კინო იწყებს სიმართლის გადმოცემას.

 

see more

close

BIAFF - საერთაშორისო კონკურსი - დოკუმენტური ფილმების სექცია

საულის და რუბის ჰოლოკასტს გადარჩენილთა ბენდი

აშშ, 2020; 80 წთ.

 

რეჟისორი: ტოდ ლენდინგი 

სცენარის ავტორი: ტოდ ლენდინგი

პროდიუსერი: ტოდ ლენდინგი

მონაწილეობენ: საულ დრეიერი, რუბი სოსნოვიჩი, ხანა სოსნოვიჩი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ტოდ ლენდინგი არის ამერიკელი პროდიუსერი, რეჟისორი, სცენარის ავტორი და დამდგმელი ოპერატორი. მისი ნამუშევრები ნაჩვენები იყო შემდეგ არხებზე: ABC, PBS, HBOAl Jazeera English,CNNA&E. ნაჩვენები იყო კინოთეატრებში, ეროვნულ და საერთაშორისო ფესტივალებზე, ასევე ნაჩვენები იყო ევროპულ და აზიურ არხებზე. ის არის დოკუმენტური ფილმების მწარმოებელი კომპანიის „Nomadic Pictures“ დამფუძნებელი,ასევე საგანმანათლებლო ფილმების მწარმოებელი და დისტრიბუტორი არაკომერციული კომპანიის „Ethno Pictures“ აღმასრულებელი დირექტორი.

 

სინოფსისი

 

„საულის და რუბის ჰოლოკასტს გადარჩენილი ბენდი“ არის ტოდ ლენდინგის, ოსკარზე ნომინირებული და ემის მფლობელი რეჟისორის, სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი (80 წთ.). ეს არის კომედიითა და ტრაგედიით სავსე ისტორია, რომელიც ამ ორი არაჩვეულებრივი ადამიანის შთამაგონებელ ისტორიას მიჰყვება. მათი მუსიკალური თავგადასავალი სრულ გაურკვევლობაში დაიწყო, კონცერტებით ხანდაზმულთა საცხოვრებლებში და ებრაულ საზოგადოებრივ პატარა ორგანიზაციებში, შემდეგ უკვე ქვეყნის მასშტაბით იწვევდნენ, მათ შორის საოცნებო კენედის ცენტრის მილენიუმის სცენაზეც.

 

 

 

see more

close

ატლანტიდა

იტალია/საფრანგეთი/აშშ/კატარი, 2021; 100 წთ.

 

 

რეჟისორი/სცენარისტი: იური ანკარანი

დამდგმელი ოპერატორი: იური ანკარანი

მონტაჟი: იური ანკარანი

მონაწილეობენ: დანიელ ბარისონი, ბიანკა ბერენიი, მაილა დაბალა, ალბერტო ტედესკო, ჯაკოპო ტორჩელანი,

ხმა: მირცო მეკნაჩი

მწარმოებელი კომპანიები: Dugong Films (IT), Luxbox (FRA),  Unbranded Pictures(US)-თან თანამშრომლობით

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

დანიელე არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ცხოვრობს ვენეციის ლაგუნის ნაპირზე.

ის რეკორდის მომხსნელ "ბარჩინოზე" (მოტორიანი ნავი) ოცნებობს. გადაგვარებული ზღაპარი მამაკაცობის ინიციაციის შესახებ, ძალადობრივი და განწირული წარუმატებლობისთვის, ის ფეთქდება და მოჩვენებათა ქალაქს ფსიქოდელიურ ხომალდზე ითრევს.

 

ბიოგრაფია

იური ანკარანი (რავენა 1972) იტალიელი ვიდეო არტისტია. მისი ნამუშევრები, აერთიანებს დოკუმენტური კინოს და თანამედროვე ხელოვნების ელემენტებს და მიზნად ისახავს შეისწავლოს ის ასპექტები, რომლებიც შეუმჩნეველი რჩება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ფოკუსისა და კამერის ზედმიწევნითი სიზუსტით გამოყენების მისეული ხერხი განსხვავებულ ესთეტიკას ქმნის. კადრები და ვიდეო ნამუშევრები სკულპტურული სიღრმით გამოირჩევიან, ისინი ყოველდღიური ცხოვრების ფარული ელემენტებს და სოციალურ კოდებს იკვლევენ. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია არაერთ გამოფენაზე და მუზეუმში იტალიასა და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის Fondazione Sandretto Re Rebaudengo (ტურინი), MAXXI (რომი), Hammer Museum (ლოს -ანჯელესი) და გუგენჰაიმის მუზეუმი (ნიუ იორკი). 2016 წელს მისმა მხატვრულმა ფილმმა „გამოწვევა“ ლოკარნოს ფესტივალის სპეციალური პრიზი მიიღო,

 

 

 

see more

close

ორმო

რუსეთი, 2020; 71 წთ.

 

რეჟისორი: ანდრეი გრიაზევი 

მონტაჟი: ანდრეი გრიაზევი

სცენარი: ანდრეი გრიაზევი

პროდიუსერი: ანდრეი გრიაზევი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დაიბადა მოსკოვში, საბჭოთა კავშირში 1982 წელს. თავიდან იგი გახლდათ პროფესიონალი ფიგურული მოციგურავე, მონაწილეობდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში 2000-დან 2006 წლამდე. მუშაობდა მოცეკვავედ საერთაშორისო ყინულის შოუში. მისმა დოკუმენტურმა ნამუშევრებმა საერთაშორისო ფესტივალების ოცზე მეტი პრიზი მიიღო. „ხვალ“ არის ფილმი რუსული ჯგუფის „Voina“-ს შესახებ, რომელიც ნაჩვენები იყო ბერლინალეს 2012 წლის ფორუმზე და იმავე წელს ნომინირებული იყო „Sutherland Award“-ზე ლონდონის კინოფესტივალზე.

 

სინოფსისი

ფილმი აწყობილია YouTube-ზე მოპოვებული უამრავი ვიდეოთი, სადაც რუსეთის მოსახლეობა პირდაპირ მიმართავს პრეზიდენტ პუტინს. ქვეყანაში არსებული განწყობის კალეიდოსკოპი - მორჩილებიდან უსამართლობითა და ყოვლისმომცველი კორუფციით გამოწვეულ გაბრაზებამდე.

 

 

see more

close

საჩუქარი

რუსეთი, 2020; 51 წთ.

 

 

რეჟისორი: ვალენტინ სიდორენკო

დამდგმელი ოპერატორი: ვალენტინ სიდორენკო

პროდიუსერი: ვალენტინ სიდორენკო

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

 

ვალენტინ სიდორენკო დაიბადა პატარა ქალაქ გორნიაკში, რომელიც ალტაის მხარეში მდებარეობს, რუსეთისა და ყაზახეთის საზღვარზე და სადაც პეიზაჟები სავსეა უსაზღვრო სივრცეებით. წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის სერგეი გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (VGIK) ანიმაციისა და მულტიმედია მიმართულებით, ასევე დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის  დოკუმენტური კინოსა და ფოტოხელოვნების აკადემია - ფოტოგრაფიკა. მუშაობს დოკუმენტურ ფილმებზე, ფოტოგრაფიასა და ანიმაციაზე. ყველა ეს საქმიანობა მისთვის შამანიზმამდე დადის. ისტორია უნდა გაცხადდეს. მაგრამ მთავარი მაინც ჰაერია.

სინოფსისი

 

ცეცხლმა არა მხოლოდ ალექსანდრეს საცხოვრებელი გაანადგურა, არამედ მისი თავისუფლებაც. ის დედასთან გადადის, სადაც ახალ ცხოვრებას იწყებს დადგენილი წესებით. მთავარი წესი: არა ალკოჰოლს სახლში! წინააღმდეგ შემთხვევაში სკანდალი გარდაუვალია. ის დასალევად თანამოაზრეებს ეძებს, მაგრამ ყველა ვისაც ხვდება საკუთარი პრობლემებით არის შეპყრობილი. მათ დასახმარებლად კი ალექსანდრე იძულებულია თავისი ნიჭი - წინასწარმეტყველება - გამოიყენოს.

 

 

 

 

 

see more

close

ანამნეზი

გერმანია, 2021 ; 111 წთ.

 

 

რეჟისორი/სცენარისტი: სტეფან კოლბე, კრის რაიტი

ოპერატორი: სტეფან კოლბე

მონტაჟი: კრის რაიტი

მუსიკა: იოჰანეს ვინდე

ხმა: კრის რაიტი

წარმოების მენეჯერი: თინა ბარნერი

პროდიუსერი: ჰაინო დეკერტი

მწარმოებელი კომპანია: Deckert Distribution, Ma.Ja.

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

კრის რაიტი დაიბადა 1972 წელს, რედკლიფში, დიდი ბრიტანეთი. სწავლობდა ფილმის მონტაჟს. ის დოკუმენტური კინოს რეჟისორია და ასევე აკეთებს ფილმის მონტაჟის. როგორც წესი, ძირითადად თანამშრომლობს სტეფან კოლბესთან.

შტეფან კოლბე დაიბადა 1972 წელს, ჰალე ან დერ ზაალში, აღმოსავლეთ გერმანია. მას აქვს მიღებული განთლება კინემატოგრაფიის განხრით და გადაღებული აქვს მრავალი დოკუმენტური ფილმი 1997 წლიდან, უმეტესობა კრის რაიტთან თანამშრომლობით.

 

 

სინოფსისი

 

კინორეჟისორები პირველად შეხვდნენ სტეფანს 2015 წელს, ბრანდენბურგის ციხის თერაპიულ პალატაში. ისინი თერაპიული ჯგუფის „მამაკაცობა და თვითმყოფადობა“ ნაწილი არიან.  მათი პირველი შთაბეჭდილება ზრდილობიანი და მორცხვი კაცის შესახებ სწრაფად კითხვის ნიშნის ქვეშ პალატაში მყოფი ერთ-ერთი ადამიანი ეუბნება რეჟისორებს, რომ სტეფანი  ქალის ცივსისხლიანი მკვლელია.

კინორეჟისორები სტეფანს ოთხი წლის განმავლობაში იღებენ. სტეფანი ასრულებს თერაპიის პროგრამის მოდულებს, რომელიც ერთ -ერთი ყველაზე პროგრესულია ევროპაში ძალადობრივი დამნაშავეების და სექსუალური დამნაშავეების სამკურნალოდ. მისი გათავისუფლება ახლოვდება. რაიტი და კოლბე სულ უფრო და უფრო უსვამენ საკუთარ თავს არასასიამოვნო კითხვებს: შეუძლია ვინმეს მართლა იცოდეს რა ხდება ამ კაცის შიგნით? რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ტოქსიკური მასკულინობის ნებისმიერი მკურნალობა ამ სამყაროში გისოსებს მიღმა?

სტეფანს არ სურს, რომ მისი სახე ჩანდეს ფილმში. კინორეჟისორებს სცენები გადააქვთ თეატრის სივრცეში და მთავარი გმირის ნაცვლად მარიონეტს/თოჯინას იღებენ.  

 

 

see more

close

აივნის ფილმი

პოლონეთი, 2021; 100 წთ.

 

რეჟისორი/სცენარისთი : პაველ ლოზინსკი

აღმასრულებელი ოპერატორი: პაველ ლოზინსკი

მონტაჟი: პაველ ლოჟინსკი, პიასეკ & ვუიჩიკ

მუსიკა: იან დუშინსკი

ხმა: პაველ ლოჟინსკი, ფრანჩისეკ კოზლოვსკი

მწარმოებელი კომპანიები: Łoziński Production, HBO MAX

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

 

ნებისმიერი შეიძლება გახდეს კინოს გმირი? შეიძლება თუ არა სამყარო ჩაკეტოს ფილმის კადრში? რეჟისორი პაველ ლოჟინსკი  ხალხს თავისი აივნიდან ადევნებს თვალს, როდესაც ისინი შემთხვევით ჩაივლიან: სევდიანი, ჩაფიქრებული, ტელეფონზე ჩამოკიდებული, ახალგაზრდა თუ მოხუცი. მეზობლები, შემთხვევითი სტუმრები ან უბრალოდ გამვლელები. კინორეჟისორი მათ მიმართავს, უსვამს კითხვებს, საუბრობს იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი. 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კამერასთან  შეიქმნა სივრცე დიალოგისთვის, ერთგვარი აღსარების ადგილის მსგავსი, სადაც ყველას შეუძლია შეჩერდეს და თავისი ამბავი მოყვეს. პროტაგონისტებს აქვთ საიდუმლოებები და მათი დასათაურება ადვილი არ არის. ყველა ისტორია უნიკალურია და ცხოვრება ყოველთვის მეტია წარმოსახვაზე. "აივნის ფილმი" არის დაბრუნება კინოს საწყისებში, როდესაც ადამიანი კამერას დაუახლოვდა. იქნებ ერთი წუთით გაჩერება საკმარისია, რომ უფრო ჩავუღრმავდეთ?

 

ბიოგრაფია

 

პოლონელი რეჟისორი, ოპერატორი და დოკუმენტური ფილმების პროდიუსერი დაიბადა 1965 წელს ვარშავაში. ის არის არაერთი ჯილდოს მფლობელი 20-ზე მეტი დოკუმენტური ფილმის ავტორი. დაამთავრა ლოძის კინოსკოლის სარეჟისორო ფაკულტეტი. მუშაობდა კშიშტოფ კიშლოვსკის ასისტენტად ფილმზე "სამი ფერი: თეთრი". ლოჟინსკი განსხვავებულ და ემოციურად დატვირთულ ფილმებს იღებს იმ ადამიანების შესახებ, რომელთაგანაც ის ინტიმურ პორტრეტებს ხატავს. მისი ფილმები, მაგალითად სადებიუტო ფილმი "დაბადების ადგილი", "დები", "ხემო", "მამა და შვილი", "შენ წარმოდგენა არ გაქვს რამდენად მიყვარხარ" და უახლესი "აივნის ფილმი" ითვლება ინოვაციურად, ვინაიდან ისინი ახალ თემატურ სფეროებში იჭრებიან და დოკუმენტური ფილმის ჟანრის ამოუცნობ სივრცეებს იკვლევენ.

 

 

 

see more

close

1970

პოლონეთი, 2021; 70 წთ.

 

რეჟისორი : ტომაშ ვოლსკი  

დამდგმელი ოპერატორი: ტომაშ ვოლსკი

მონტაჟი: ტომაშ ვოლსკი

მუსიკა: მარჩინ ლენარჩიკ

ხმა: ბარტლომეი ტიჩინსკი, Dj Lenar

პროდიუსერი: ანნა გავლიტა, Q&A სესიის სტუმარი (Kijora Film)

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია  

რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარი ავტორი, დამდგმელი ოპერატორი და მემონატეჟე, იგი დაიბადა 1977 წელს. მან დაამთავრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი იაგელონიის უნივერსიტეტში და ვაიდას სკოლის დოკუმენტალისტის კურსები.  მონაწილეობა მიიღო ბერლინალეს ტალანტების კამპუსში და Berlin Today Award-ში. 2011 2019 წლებში იყო კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის სამინისტროს სტიპენდიანტი და კულტურის ეროვნული ცენტრის პროგრამის - „ახალგაზრდა პოლონეთი“ მონაწილე. მან გადაიღო რამდენიმე დოკუმენტური ფილმი, მათ შორის „კლინიკა“ (2006), „იღბლიანები“ (2009), „ექიმები“ (2011), „სასახლე“ (2012), „ყველასთვის არა“ (2012), „ფესტივალი“ (2017) და „ჩვეულებრივი ქვეყანა“ (2020). ის იყო გასული წლის კარლოვი ვარის რიგით 60-ე ფესტივალის ოქროს ცხენის პრიზის ლაურეატი ფილმისთვის „ჩვეულებრივი ქალაქი“.

სინოფსისი

 

1970 წელი. კომუნისტურ პოლონეთში გაფიცული მუშები დემონსტრაციებს მართავენ ფასების მატების წინააღმდეგ. ჩინოვნიკების ოფისებში, დაძაბულობა და ძალადობრივი რეპრესიები იზრდება პროტესტის გამძაფრების პარალელურად. ანიმაციის საშუალებით გაცოცხლებული სატელეფონო საუბრების საშუალებით, ტომაშ ვოლსკიმ უზუსტესი და განსაკუთრებული ფილმი შექმნა.

 

 

see more

close

BIAFF - საერთაშორისო კონკურსი - მოკლემეტრაჟიანი ფილმები

10:45

საქართველო, 2021; 14 წთ.

 

რეჟისორი/სცენარის ავტორი - გიორგი გოგიჩაიშვილი.

ოპერატორი - გიორგი ქორიძე.

როლებში  - მარიამ კვიტაიშვილი,  ნათია არბოლიშვილი

კომპოზიტორი - ზურა (მაჩვა) ვაჩნაძე.

პროდიუსერები - გეგა ხმალაძე,  სანდრო გაბილაია, მაგდა დათუაშვილი.

 

 

სინოფსისი :  პატარა ქალაქში მცხოვრები, ერთფეროვნებით დაღლილი ორი მეგობრის  სატელეფონო   საუბარი.  მარიამი ოცნებობს მოგზაურობაზე, მას დიდი გეგმები აქვს . თუმცა შეიძლება გქონდეს დიდი ოცნებები და მაინც პატარა , უმნიშვნელო არსებად რჩებოდე მთელი სამყაროსთვის.

 

 

ბიოგრაფია

 

 გიორგი გოგიჩაიშვილი დაიბადა 1984 წლის ქ.თბილისში. 2000-2007 წწ - დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახ.უნივერსიტეტი. 2008-2011 წწ - თბილისის მერიის სარეკლამო კომპანიის რეჟისორი. 2017 წ- დან დღემდე - კომპანია „Sibler Films“-ის რეჟისორი. 2017 წ  გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმის „8 წუთი“, რომელიც ნაჩვენები იყო მრავალ საერთშორისო კინოფესტივალზე. ამჟამად მუშაობს ორ სრულმეტრაჟიან ფილმზე „ინგა“ და „ანატორი“.

 

see more

close

ნიქოზის შვილები

საქართველო, 2021, 31 წთ.

 

რეჟისორი: ნინო ბენაშვილი

სცენარის ავტორი: ნინო ბენაშვილი

პროდიუსერი: ნინო ბენაშვილი

როლებში: მიქაელ დუდოკი, პოლ ბუში, სტეფან ბირიუკოვი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ნინო ბენაშვილი ნიუ იორკში მცხოვრები ქართველი რეჟისორი და ფოტოგრაფია. დაამთავრა ანაპოლისის წმინდა იოანეს კოლეჯი, სადაც ფილოსოფიას, მათემატიკის ისტორიას, მეცნიერებასა და მუსიკას სწავლობდა. ახლახანს, ნიუ იორკის უნივერსიტეტის

Tisch Graduate Film program-ის კურსზე მიიღეს.

მისი სადებიუტო, ჯილდოების მფლობელი დოკუმენტური ფილმი “ნიქოზელი ბავშვები” კონფლიქტის ზონაში, ომისგან დანგრეულ სოფელ ნიქოზშია გადაღებული, სადაც მოსახლეობამ, ძალების აღსადგენად ხელოვნებას მიმართა.

 

სინოფსისი

საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მოქცეული პატარა სოფელი ნიქოზი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან ერთი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს, სოფელი თითქმის სულ განადგურდა. 2009 წელს, ნიქოზისა და ცხინვალის არქიეპისკოპოსმა, სოფლის მოსახლეობის შესანარჩუნებლად, ბავშვებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობა შექმნა. ანიმაციის ყოფილმა სსპეციალისტმა, უფასო ხელოვნების სკოლა დააარსა, სადაც რელიგიისა და წარმომავლობის მიუხედავად, ყველას შეეძლო სოფლის აღმშენებლობაში წვლილის შეტანა. მანვე დააარსა ანიმაციური ფილმების ფესტივალი, სადაც არ არის კონკურსი, სადაც სხვადასხვა ეროვნების მონაწილეები ერთხმად მღერიან სუფრასთან. 

 

see more

close

თანაგრძნობა

საქართველო, 2021; 32 წთ.

 

რეჟისორი/სცენარის ავტორი: ზვიად ციკოლია

დამდგმელი ოპერატორი: გელა ჩინჩალაძე

როლებში: ზვიად ციკოლია; ნინუცა გაბისონია; თამარა ხუჭუა;  მარია სიჩანინი; ვახო ვახტანგაძე; გიორგი ბერიძე;

პროდიუსერი: ზვიად ციკოლია

სტუდიები: დებიუტი - საქართველოს პირველი არხი; შოთა  რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო  უნივერსიტეტი; კავკასიის კინო სერვისი;

 

თრეილერის ნახვა

 

სინოფსისი 

საქველმოქმედო ფონდის მუშაკი შეყვარებულია საკუთარ თანამშრომელზე, თუმცა არ შეუძლია მასთან ყოფნა, რადგან ვერ ტოვებს ცოლს, რომელიც სიმსივნეს ებრძვის.

 

 

 

ბიოგრაფია

 

ზვიად ციკოლია არის ქართველი კინორეჟისორი, წარმოშობით აფხაზეთიდან. დაიბადა 1993 წლის 13 მაისს. გაიზარდა ქალაქ მოსკოვში (რუსეთი), სადაც ადრეული ასაკიდანვე ეუფლებოდა გადაღებისა და წარმოების პროცესებს. ის ჩამოვიდა საქართველოში და გაიარა ბაკალვრიატის კურსი (მიშა კობახიძის სახელოსნო) და მაგისტრატურის კურსი (ოთარ ლითანიშვილის სახელოსნო) შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. წლების მანძილზე შექმნა არაერთი სტუდენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმი. აქტიურად მოღვაწეობს კინოწარმოებაში და პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის მზადებაშია.

 

see more

close

ნომერი 26

საქართველო, 2021; 20 წთ.

 

რეჟისორი / სცენარის ავტორი: გვანცა მეფარიშვილი

ოპერატორი: ეკატერინა სმოლინა

მხატვარი ელენე მაისაია

პროდიუსერი: სულიკო წულუკიძე, გვანცა მეფარიშვილი

საპროდიუსერო კომპანია: მილიმეტრ ფილმი

როლებში:პაპუნა ქორიძე, ,ნინი იაშვილი, ლევან ბუთხუზი, ნანიკო ახვლედიანი, ირაკლი ღვთისიაშვილი, ნიკუშა გამეზარდაშვილი, გიორგი დავითური

 

სინოფსისი

მოსწავლეების წვრთნისას, სათხილამურო სპორტსკოლის ტრენერი ნიკა (30 წ.) 15 წლის ანასთან ერთად ზედა ტრასაზე იპარება. დაშვებისას გოგონა კარგავს კოორდინაციას, მთიდან ვარდება და კვდება. სკოლაში მალევე ირკვევა, რომ მოსწავლე ნომრით 26 გაუჩინარდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ნიკას და მის მეგობარ ქალს - იმავე სმენაში მორიგე ტრენერ ნატას (30 წ.) ეკისრებათ. იწყება ანას ძიება.

 

ბიოგრაფია 

თეატრისა და კინოს ინსტიტუტის კინო-ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, 2010 წლიდან გვანცამეფარიშვილი  მუშაობას იწყებს სხვადასხვა ქართულ ტელე და რადიო არხებზე, როგორც ჟურნალისტი და  წამყვანი.  გვანცა რამდენიმე ათეული ტელე-გადაცემის, შემეცნებითი დოკუმენტური ფილმის, კონცერტის და მუსიკალური ვიდეო რგოლის ავტორი და რეჟისორია. 2017 წლიდან დიმიტრი მამულიას ლაბორატორიულ კინო-სახელოსნოში აგრძელებს სწავლას. ფილმი „ნომერი 26“ გვანცას სადებიუტო ნამუშევარია.

 

 

see more

close

სამზადისი

საქართველო, 2021, 15 წთ.

რეჟისორი: ილია ასიტაშვილი
სცენარის ავტორები: გიორგი ხარაძე, ილია ასიტაშვილი
პროდიუსერები: მარიამ ჯინჭარაძე, ირაკლი ცხოვრებაძე, ილია ასიტაშვილი
როლებში: ჯანო იზორია, ია სუხიტაშვილი, სანდრო თვარაძე

 

 

ბიოგრაფია
ილია ასიტაშვილი დაიბადა თბილისში. იგი ბავშვობიდანვე დაინტერესებული იყო ფილმებით და ამიტომაც ჩააბარა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბაკალავრიატში სწავლების პერიოდში გადაიღო რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი. მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „სამზადისი“, მისი სამაგისტრო ნამუშევარია, რომელმაც გაიმარჯვა და მოიპოვა დაფინანსება საზოგადოებრივი მაოწყებლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, სახელწოდებით: „დებიუტი“. ამჟამად, იგი სწავლობს სადოქტორო პროგრამაზე და ემზადება შემდეგი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადასაღებად.


სინოფსისი

ლუკას მეთხუთმეტე დაბადების დღეზე, ტრადიციული საოჯახო ფოტოს გადაღებისას, მამა იაზრებს, რომ გაუცხოვდა საკუთარი შვილისგან. იგი გადაწყვეტს, ნებისმიერი გზით მოიპოვოს ლუკას პატივისცემა, მაგრამ რაც უფრო მეტ მორჩილებას ითხოვს შვილისგან, მით უფრო კარგავს მის ნდობას.

 

see more

close

ბოდიში დაგვიანებისთვის

საქართველო/გერმანია, 2021, 19 წთ.

 

რეჟისორი/სცენარის ავტორი: ლუკა ბერაძე

ოპერატორი: ლომერ ახვლედიანი

მონტაჟი: ლუკა ბერაძე

ხმის მონტაჟი: ალექსანდრე სანიკიძე

მიმართულების პროდიუსერი: ნიკოლოზ გაბედავა

როლებში: კატო კალატოზიშვილი, ჯანო იზორია, ილია ჭეიშვილი, მაია ლომიძე, გიოროგი ძაგანია, კოტე ჩლაიძე, ირინე ჯავახიძე, ბაჩანა ჩაგანავა, გიორგი ჯავახიშვილი, ლაშა ზაქარიაძე, ალეკო კვატაშიძე

პროდიუსერები: გიორგი თავართქილაძე, ლუკა ბერაძე

თანაპროდიუსერი: ევა ბლონდუ

მხატვარი / კოსტუმების მხატვარი - თამარ მდივანი

 

სინოფსისი

ბინაში გვიან მისულ სასწრაფოს მოხუცი ქალი გარდაცვლილი ხვდება. ექიმების დაგვიანების გამო გამწარებული და დედის სიკვდილით თავზარდაცემული გარდაცვლილის ვაჟი და ნათესავები სასწრაფოს ექიმებს თავს ესხმიან. კაცი ექიმი მალევე კარგავს გონს, ხოლო ქალი - თავდამსხმელის წინ მარტო აღმოჩნდება. ქალ ექიმს მთელი ღამე გარდაცვლილის ოჯახში დარჩენა უწევს, სადაც ასევე დაგვიანებულ გამომძიებლებს ელოდებიან.

 

ბიოგრაფია

საქართველოში, თბილისში დაბადებულმა ლუკა ბერაძემ 2011 წელს, თბილისის მასმედიისა და კომუნიკაციების საერთაშორისო ინსტიტუტი დაამთავრა. რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმის და მუსიკალური, თუ სარეკლამო რგოლების გადაღების გარდა, ლუკას არა-ერთ საერთაშორისო პროექტზე უმშავია რეჟისორის ასისტენტის რანგში. 2016 წელს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაიღო დოკუმენტური ფილმი “მივედი, ვნახე, შევაკეთე.” ამჟამად, ასევე დოკუმენტურ ფილმზე “ღიმილიანი საქართველო” მუშაობს, რომელსაც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დაფინანსება აქვს მიღებული.

 

see more

close

არზუ

 

თურქეთი, 2021, 6 წთ.

 

რეჟისორი: რუფატ ალიზადე

სცენარის ავტორი: რუფატ ალიზადე

პროდიუსერი: ეზგი კალკანი, რუფატ ალიზადე

როლებში: საჰსენემ სიმა ოზთურქი, უნზილე ატიში, რემზი ატამანი, სერდარ ალპ ოზთურქი, ისმაილ აჰმეტ ტურგუტი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

რუფატ ალიზადე 1993 წელს, აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში დაიბადა. 2011 წელს, ბაქოს ტექნიკურ-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კოლეჯი დაამთავრა. 2012 წელს, აკდენიზის უნივერსიტეტში, კინო-რადიო-ტელევიზიის მიმართულებით განაგრძო სწავლა. 2015 წელს, ანტალიის კინო კლუბში გაწევრიანდა (Antalya Film Ekibi’’AFE''). სწავლის პერიოდში, თანარეჟისორისა და ოპერატორის რანგში, არა-ერთ მოკლემეტრაჟიან და დოკუმენტურ ფილმზე იმუშავა. როგორც რეჟისორს, ერთი დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმი აქვს გადაღებული.

 

სინოფსისი

გოგონას, რომელიც წითელ ბუშტს დასდევს, დედასთან ერთად ხოჯალიში ჩამოსული მტრის ჯარისკაცებისგან უწევს დამალვა.

 

see more

close

ბატიკის ოთახი

რეჟსორი: მარია ხალპახჩი

სცენარის ავტორი: ოქსანა სავჩენკო

მონტაჟი: სერჰი ვილჩინსკი

ოპერატორი: ტომას სტოკოვსკი

მუსიკალური გაფორმება: გერა ტარამანი

როლებში: ზახარ შადრინი, ვალერია რუბანი, ანასტასია ნესტრენკო

პროდიუსერი: რუსლან ტოვკუნი

 

ბიოგრაფია

მარია ხალპახჩი მოლოდისტის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიზარდა, სადაც წლების განმავლობაში, უამრავი ფილმის ნახვა უწევდა. ამიტომაც, ერთ დღეს, კამერასთან დადგომა გადაწყვიტა და კინო სკოლაც წარმატებით დაასრულა სარეჟისორო მიმართულებით. თითქმის 20 წლის განმავლობაში, მარია, საერთაშორისო კინო და სარეკლამო პრეოქტებზე, რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა. “ბატიკის ოთახი” მისი სადებიუტო ფილმია.

 

სინოფსისი

ფილმი უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის საზღვარზე, ომში გახვეულ დონბასსის კონფლიქტის ზონაში მცხოვრები 3 თინეიჯერის შესახებ მოგვითხრობს. ფიოდორი 17 წლის ბიჭია. მშობლები დაშორდნენ და დედა საყვარელთან ერთად კიევში გადაბარგდა. კირა და დინა ფიოდორის მეგობრები არიან. ღამით, მასთან სტუმრად მიდიან. მალე, ბავშვები აღმოაჩენენ, რომ ფიოდორის მამა, რომელიც გაუჩინარდა, მკვდარი იპოვეს. ამ ერთ ღამეში კარგად ჩანს ბავშვების ხასიათი და გარემოს გავლენა მათი პიროვნების ჩამოყალიბებაზე.

 

see more

close

მამას ბოტასები

უკრაინა, 2021 წელი. 18 წთ.

 

რეჟისორი: ოლჰა ჟურბა

სცენარის ავტორი: ოლჰა ჟურბა

ოპერატორი: ვოლოდიმირ უსიკი

როლებში: ბოჰდან ზენჩენკო, დმიტრო ბუჩეკი, იჰორ ოლინუკი, ოლგა ლიუბაროვა

პროდიუსერები: მაქსიმ ასანდიჩი, საშკო ჩუბკო

 

სინოფსისი

13 წლის საშას ბოლო, შფოთვით სავსე რამდენიმე საათი უპატრონო ბავშვთა სახლში. საშას გაუმართლა და ამერიკელმა ოჯახმა იშვილა. დღეს, საცხოვრელბად სხვა ქვეყანაში გადადის, მაგრამ რაღაც უკან ექაჩება.

 

ბიოგრაფია

ოლჰა ჟურბამ კიევის, კარპენკო-კარის სახელობის თეატრის კინოსა და ტელევიზიის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დოკუმენტური კინორეჟისურის ფაკულტეტი დაამთავრა. 2013 წელს, კომერციულ წარმოებაში ჩაერთო და რამდენიმე მხატვრული რეკლამაც გადაიღო, რომლიდანაც ერთი საერთაშორისო მარკეტინგულ ფესიტვალებზეც დაჯილდოვდა. 2014 წელს, ოლჰამ თავის პირველ დოკუმენტურ ფილმზე დაიწყო მუშაობა სამუშაო სახელწოდებით “რომა,” რომელიც უკრაინის, ჰოლანდიის და დანიის კინოფონდების მიერ დაფინანსდა და ახლა პოსტ-პროდუქცია მიმდინარეობს. ოლჰა ასევე მუშაობს მონტაჟისა და მონტაჟის კონსულტანტის მიმართულებით.

 

see more

close

გულის სუნთქვა

აზერბაიჯანი, 2021, 15 წთ.

რეჟისორი: აზერ გულიევი

სცენარის ავტორი: აზერ გულიევი

როლებში: შალა ალიქიზი, აზერ აიდემირი, ნიჩატ კაზიმოვი

 

ბიოგრაფია 

აზერ გულიევი 1997 წელს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაიბადა. 2017 წელს, პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. მისი ბოლო ნამუშევარია “გულისთქმა,” რომლის პრემიიერაც სარაევოს კინოფესტივალზე შედგა.

 

სინოფსისი 

ჩვეულებრივი ახალი წელი, ჩვეულებრივი დღეები და ჩვეულებრივი მეგობრობის თხოვნა ინტერნეტში. ადამიანის ბუნებრივი კრიზისი, ჰეროინისგან გამოწვეული არეული გრძნობები, როცა ხვდები, რომ ურთიერთობას ახალ გარემოში გადაჰყავხარ.

 

see more

close

ლეოპოლისის ღამე

უკრაინა, 2021, 26 წთ.

 

რეჟისორი / სცენარის ავტორი: ნიკონ რომანჩენკო

ოპერატორი: ოლექსანდრ კოროტუნი

როლებში: ოლჰა-ანა კაპუსტიაკი, მარია კმიტი, სოლომია კირილოოვა, ნიკონ რომანჩენკო

პროდიუსერები: ნიკონ რომანჩენკო, კატერინა გორნოსტაი

 

ბიოგრაფია

ნიკონ რომანჩენკო 1991 წელს, უკრაინის დედაქალაქ კიევში დაიბადა. 2004 წელს, კიევის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. მას შემდეგ, არა-ერთი დოკუმენტური და ექსპერიმენტული ფილმი გამოუშვა. ასევე, არის არასამთავრობო ორგანიზაციის “უკრაინიის თანამედროვე კინო” თანადამაარსებელი.  “ლეოპოლისის ღამე“  მისი ბოლო ნამუშევარია, რომელიც ოდესის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურის პრიზით დაჯილდოვდა.

 

სინოფსისი

პოლია, სოლომია და მარია ადგილობრივ თეატრში თამაშობენ. სპექტაკლის შემდეგ, ერთ ბიჭს შეხვდებიან და ღამით ერთად გაისეირნებენ. პოლიას ბიჭი შეუყვარდება. დილით, ბიჭი ქალაქიდან მიემგზავრება და ერთმანეთს ვეღარასოდეს შეხვდებიან.

 

see more

close

არ მოგერიდოს, გვესტუმრე დედა

ბელგია, უნგრეთი, პორტუგალია, რუსეთი; 2020 წელი. 12 წთ.

 

რეჟისორი: ანა არტემიევა

სცენარის ავტორი: ანა არტემიევა

ოპერატორი: არტურ სოკოლოვი

პროდიუსერი: დაფნე პასკალი

ხმის ოპერატორი: დევიდ ვრანკენი

 

სინოფსისი

დედისა და 3 წლის შვილის განშორების ამბავი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში აღმოჩნდებიან და სავიზო პრობლემების გამო, ერთმანეთთან შეხვედრას ვეღარ ახერხებენ. ისინი ერთმანეთს ყოველ დღე ვიდეო თვალით ურეკავენ და მალე შეხვედრაზე ოცნებობენ.

 

ბიოგრაფია

ანა არტემიევა მოსკოვში დაიბადა. მოსკოვში “ვგიკის” ანიმაციისა და კინემატოგრაფიის ფაკულტეტი დაამთავრა. მაგისტრატურა 2019 წელს, “დოკნომადის” დოკუმენტური ფილმების  პროგრამაში გაიარა. მისი სადიპლომო ფილმი “იყო და არა იყო რა, იყო ერთი დედა” მსოფლიოს მასშტაბით, ორმოცდაათამდე ფესტივალზე მონაწილეობდა და ოცდახუთამდე ჯილდო მიიღო. ცნობილ რუს რეჟისორ ელენა ლასკაკისთან ერთად, ანიმაციის მიმართულებით თხუთმეტამდე დოკუმენტურ კინოზე იმუშავა.

 

see more

close

შავი მზე

საფრანგეთი, 2021, 20 წთ.

 

რეჟისორი/სცენარის ავტორი: მარი ლარივე

მონტაჟი: ვინსენტ თრიკო

ხმის ინჟინერი: პიერ ობერკამპი

ხმის მონტაჟი: პიერ ობერკამპი, კვენტინ რომანე

კომპოზიტორები: მაელ ოდინი, პიერ ობერკამპი

ანიმაციის ხელმძღვანელი: ლუკა მალბურნი

პროდიუსერები: ედი, ნიკოლას დე როსანბო, სელინ ვანლინი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

მარი ლარივე ანიმაციური ფილმების რეჟისორი და მხატვარია. კლასიკური ლიტერატურისა და ხელოვნების ორწლიანი მოსამზადებელი კურსის შემდეგ, პარიზში, დეკორატიული ხელოვნების სახელმწიფო სკოლაში სწავლობდა, სადაც უძრავი და მოძრავი გამოსახულების შექმნა შეისწავლა. ტრადიციული ანიმაციის, მხატვრობისა და ძერწვის ტექნიკის დაუფლების შემდეგ,  რეჟისორმა თხრობის არა-ერთ ხერხს მიაგნო.

 

სინოფსისი

ნეაპოლის მიწისძვრის შემდეგ, მამაკაცის ცხედარს პოულობენ. იტალიის პოლიციის აზრით, მამაკაცი 40 წლის წინაა გარდაცვლილი. დე-ენ-ემის ანალიზისთვის, პოლიცია, დინოსა და მის ქალიშვილს უკავშირდება. ერთად ყოფნისას, ქალი მამის იდუმალ წარსულს აღმოაჩენს, რომელიც თავის მხრივ, უნებლიედ, საკუთარ ბავშვობაში მოგზაურობას იწყებს.

 

see more

close

მიწაში

დანია, 2021, 14 წთ.

 

რეჟისორი კასპერ რუდოლფ ემილ კიელდსენი

სცენარის ავტორი: კასპერ რუდოლფ ემილ კიელდსენი

ოპერატორი: ლუი ბიულოვ ბერტელსენი

როლებში: სანდრა გულლდბერგ კამპი, ტომას გულლდბერგ მადსენი

პროდიუსერი: სოფი ოდგარდი

აღმასრულებელი პროდიუსერები: ევა იაკობსენი, კატრინ პორსი, მიკელ იერსინი

წარმოება: კომპანია “სნოუგლოუბი.”

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დანიელი რეჟისორი კასპერ რუდოლფ კიელდსენი 1994 წელს დაიბადა. გატაცებულია გროტესკული კინოთი და მის ფილმებში საქმე გვაქვს მეტაფიზიკასთან და ექსცენტრიულობასთან. რეჟისორის ნამუშევრები არა-ერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები (კანის, როტერდამის, ოდენსის, მორბიდოს, ნაითმეარ ფილმსის და ა. შ). მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმებია: “წითელი ტუჩსაცხი, ლურჯი ტუჩები” (2015), “მარე” (2018), “მიწაში” (2021).

 

სინოფსისი

ქეროლინის ცხოვრება თავდაყირა დგება, როცა უკანა ეზოში მამამისი მანიაკალურად იწყებს ორმოს თხრას. მომდევნო დღეები ნამდვილ კოშმარად იქცევა, რადგან ორმო საფლავს ემსგავსება და კიელდიც უფრო და უფრო მიიწევს მიწისკენ, რომელიც მათი ოჯახის რამდენიმე თაობას ეკუთვნოდა.

 

see more

close

როგორც მიკონოში

იტალია, 2021, 15 წთ.

 

რეჟისორი: ალესანდრო პორციო

სცენარის ავტორები: ალესანდრო პორციო, მატეო პიანეზი

პროდიუსერები: კორსო კოდეკასა, მატეო პიანეზი

 

ბიოგრაფია

ალესანდრო პორციო რეჟისორი და სცენარისტია. 2008 წლიდან მოყოლებული, არა-ერთი წარმატებულიი მუსიკალური ვიდეო რგოლი, რეკლამა და მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. 2014 წელს, გადაიღო ფილმი “Niente,” ფილიპო გილისა და ვანესა სკალერას მონაწილეობით, 2015 წელს კი, საერთაშორისო კინოპროექტზე “Mido” იმუშავა, რომელიც ოთხგანზომილებიან ვიდეო ინსტალაციას წრმოადგენდა და ექსპო 2015 წლის დაფინანსებით შეიქმნა.

ფილმი “როგორც მიკონოში” (2020) მისი ბოლო მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარია, რომლის  პრემიერაც “Mostra del Sinema di Roma”-ს ფარგლებში გაიმართა.

 

სინოფსისი

სამხრეთ იტალიის პატარა ქალაქში, სადაც მხოლოდ ხანშიშესული მოქალაქეები ცხოვრობენ, ფანტაზიორ მერს დემოგრაფიის ხელშესაწყობად იდეა გაუჩნდება, ბერძნების მსგავსად, გადაიღოს ვიდეო, სადაც თავის ქალაქს ტურისტებისთვის მიმზიდველად წარმოაჩენს.

 

see more

close

სიყვარული

პოლონეთი, 2020, 25 წთ.

 

რეჟისორი/სცენარის ავტორი: მიშალ სიეჩომსკი

ოპერატორი: მათეუშ მიროჩა

მონტაჟი: აგნეშკა ბიალეკი

როლებში: ბარტოშ პორჩიკი, აგნეშკა კავიორსკა, კატარჟინა კრზანოვსკა, ვოიცეკ სკიბინსკი, ზბიგნევ იოზეფჩაკი

წარმოება: კშიშტოფ კიშლოვსკის კინო სკოლა

 

სინოფსისი

ყველა პატიმარი შეუძლია ყველაფერი გაუკეთოს ქალს, თუ ჰყავს, თუნდაც პატიმარს 25 წელი ჰქონდეს მისჯილი მკაცრი რეჟიმის ციხეში. პაველი 38 წლისაა და ოცი წლის წინ, უსამართლოდ დასდეს ბრალი მკვლელობაში. პატიმარს თავისი ადვოკატი უყვარს, რომელთან ერთადაც ქორწინებას გაითამაშებს. პაველი მზადაა, ყველაფერი შესწიროს თავისი ცხოვრების აზრს - სიყვარულს.

 

ბიოგრაფია

დაიბადა 1992 წლის 26 მარტს, ვარშავაში. დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავიაციის და კოსმონავტიკის ფაკულტეტი. კინორეჟისურა კატოვიცეში, კშიშტოფ კიშლოვსკის კინო სკოლაში შეისწავლა. ჰოვარდ ჰიუს მსგავსად, მასაც ორი პროფესია აქვს - ავიაცია და კინოს რეჟისურა. გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი ფილმები “დეიდა ლეონისთან” (კრაკოვის 58-ე ფესტივალის მონაწილე ფილმი) და “სიყვარული.” ასევე, დოკუმენტური ფილმი “მოკლე ამბავი.”

 

 

 

see more

close

ჩრდილოეთ პოლუსი

მაკედონია, სერბეთი, 2021, 15 წთ.

 

რეჟისორი / სცენარის ავტორი მარია აპცევსკა

ოპერატორი: ვლადიმირ სამოილოვსკი

მონტაჟი: დრაგან ფონ პეტროვიჩი

ხმა: იგორ პოპოვსკი, ბოკან პალიკუცა

პროდიუსერები: რობერტ ნასკოვი, მილოშ ლიუბომიროვიჩი, მიოდრაგ პოპოვიჩი, პიტერ ჟეკერესი

როლებში: ანტონია ბელაზელკოსკა, ლუკა მიტევი, ფროსინა ტრაიკოვსკა

წარმოება: კომპანია “კინო ოკო”

 

სინოფსისი

ნისლიანი მდელო, მოსწავლებით სავსე გასახდელი ოთახი. მარგო არავის ეკუთვნის. იქნებ, ქალიშვილობის დაკარგვამ საზოგადოებაში საკუთარი ადგილი აპოვნინოს.

 

ბიოგრაფია

მარია აპცევსკამ სკოპიის კნოსკოლაში ბაკალავრის, ხოლო ლოს ანჯელესში, ნიუ იორკის კინოაკადემიაში მაგისტრის ხარისხი მიიღო კინო და მედია წარმოების მიმართულებით. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმები მსოფლიოს მასშტაბით არა-ერთ ფესტივალზე მოხვდა, ხოლო ფილმი “ბარდო” ბერლინალეს სექციაში “generation” მონაწილეობდა. ამასთან, მარია საბავშვო სატელევიზიო სერიალის, “ზოკი პოკის” შემქმნელიცაა. მისი ბოლო ნამუშევარი “ჩრდილოეთ პოლუსი” კანის კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ოფიციალურ პროგრამაში მოხვდა. ამჟამად, თავის სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობს, რომელიც კანის ფესტივალზე პროექტის განვითარების პროგრამაში “Focus CoPro 2021” მონაწილეობდა.

 

see more

close

ორმო

საქართველო, 2021, 15 წთ.

 

რეჟისორი/სცენარის ავტორი: მარია ჩორნი

ოპერატორი: ალისა ტარელიჩევა

მონტაჟი: ალექსანდრა პუციატო, ალისა ტარელიჩევა, მარია ჩორნი

როლებში: თორნიკე ფოფხაძე, ივანე გოლიაძე

ხმის რეჟისორი: კარინა კაზარიანი, ივან მერკულოვი

პროდიუსერები: გიორგი ბაკურაძე, მარია ჩორნი

 

 

სინოფსისი

ამბავი ყველასგან უარყოფილ თინეიჯერ თოკოზეა, რომელიც ოჯახმა მიატოვა და იძულებული გახდა, დამოუკიდებლად, მარტოოობაში გაზრდილიყო. ეს ყველაფერი მალე, მამამისის დაბრუნებისთანავე იცვლება. ფილმში მათი თანაცხოვრების რამდენიმე დღეზეა მოთხრობილი, როცა მოზარდისა და ზრდასრულის ორი განსხვავებული სამყარო ერთმანეთს ეჯახება.

 

ბიოგრაფია

მარია ჩორნი უკრაინაში დაიბადა. 2017 წელს, მოსკოვში, ახალ კინოსკოლაში ჩააბარა. სწავლის პარალელურად, საერეკლამო და კინოწარმოების საქმეს მოკიდა ხელი. სტუდენტური პიჩინგის კონკურსში გამარჯვების შემდეგ, თავის სადიპლომო ფილმზე “ორმო” დაიწყო მუშაობა, რომელიც 2021 წელს მისი სადებიუტო ფილმი გახდა.

 

see more

close

აპარატი

ირანი, 2021, 15 წთ.

 

რეჟისორი/სცენარის ავტორი: ჰასან ნაჯმაბადი

ოპერატორი: ერფან ეტეშამი

მონტაჟი: ფეიმან შამუჰამედი

როლებში: მეჰდი ღოლიზადეჰი, იბრაჰიმ ნაიმაბადი, იმად ნაჯმაბადი

პროდიუსერი: ჰასან ნაჯმაბადი

 

 

ბიოგრაფია:

ირანელი რეჟისორი, სცენარისტი და ფოტოგრაფი ჰასან ნაჯმაბადი 1993 წელს, საბზევარში დაიბადა. 18 წლის ასაკიდან მოკლემეტრაჟიან ფილმებზე მუშაობდა. დღემდე 14 მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმი აქვს გადაღებული. მისი ფილმები არა-ერთ საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობდა და მრავალი ჯილდოც მოიპოვა. რეჟისორი პოეზიითა და კინო დისტრიბუციითაც არის დაკავებული.

 

 

სინოფსისი:

6 თინეიჯერი ბიჭები 8 მილიმეტრიანი კინო პროექტორის დასაქირავებლად სოფლის ბოსლებში იწყებენ მუშაობას.

 

see more

close

ორფეროვანი

ავღანეთი, 2021, 10 წთ.

 

რეჟისორი: სარაჯუდინ ბაიათი

სცენარის ავტორი: აბდულ ჰამიდ მანდგარი

პროდიუსერი: აბდულ ჰამიდ მანდგარი, არეფ სიპუში

როლებში: აზიზა საფდარი, ქუდრატულა ბენიამინი

 

სინოფსისი

არეზუ, პატარა გოგონა, დედის საფლავს ეძებს. მამა, რომელიც თალიბანის ტერორისტია, შვილს თავს არიდებს, სანამ…

 

ბიოგრაფია

სარაჯუდინ ბაიათი 1993 წელს, ღაზნის პროვინციაში დაიბადა (ავღანეთი) და ქაბულის უნივერსიტეტში კინოს და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა. აქვს გამოცდილება ექსპერიმენტული ფილმების გადაღებებზე ფოტოგრაფიის, ხმის ოპერატორის და წარმოების მიმართულებებით.

 

 

see more

close

ბრანკა

უნგრეთი, 2021, 20 წთ.

რეჟისორი აკოშ კ. კოვაჩი

სცენარის ავტორი: აკოშ კ. კოვაჩი, ტამაშ ოლა

ოპერატორი: ლევენტე ტოთი

მონტაჟი: დანიელ მარტონი

როლებში: დინა მუშანოვიჩი, დოროთეა ანტოცი, ნენად პეცინარი, ნატალია ვიცი

პროდიუსერი: გაბორ ოსვათი, ჟუჟი გიურინი

წარმოება: “სალამანდრა ფილმი,” “ფილმფაბრიკი”

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

აკოშ კ. კოვაჩი 1991 წელს, იუგოსლავიის ქალაქ სენტაში დაიბადა. კინემატოგრაფია მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში შეისწავლა. მისი სადიპლომო ნამუშევარი სახელწოდებით “შორს” (რეჟისორი როლანდ ფერგი), 2014 წელს, ბერლინალეს კინოფესტივალის პროგრამაში “Generation” მოხვდა და ჟიურის სპეციალური აღნიშვნაც დაიმსახურა. ოპერატორის რანგში იმუშვა რეჟისორ ჟაბოლჩ ჰაჯდუსთან ფილმზე “ეს ჩემი საუკეთესო ცხოვრება არ არის.” მას შემდეგ, აკოში სცენარისტისა და რეჟისორის ამპლუაშიც გვევლინება. “ბრანკა” მისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმია.

 

სინოფსისი

იუგოსლავია, 1991 წელი. საომარი მოქმედებებიდან შორს, ბრანკა სახელმწიფო საავადმყოფოში იწყებს მუშაობას. ახალგაზრდა ქალი სრულიად მარტოსულია, მაგრამ ეს მისი ერთადერთი პრობლემა არ აღმოჩნდება. საავადმყოფოდან ახალშობილები იკარგებიან.

 

see more

close

დევეკი

ისრაელი, 2021, 15 წთ.

 

რეჟისორი / სცენარის ავტორი: ურია ჰერცი

ოპერატორი: ტალ ნინიო

მონტაჟი: ურია ჰერცი

ხმა: იონათან ინგლენდერი

როლებში: იოავ როტმანი, ეფრატ ბენ ზური, როტემ ზისმან კოენი.

პროდიუსერი: ტალ ბეხერი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დაიბადა 1990 წელს, იერუსალიმში. წარმატებით დაამთავრა სემ შპიგელის სახელობის იერუსალიმის კინოსკოლა. ჰერცი, ამჟამად, თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობს სახელწოდებით “რაბინი,” რომელიც სემ შპიგელის საერთაშორისო კინოლაბორატორიაში მონაწილეობდა და ისრაელის კინოფონდის დაფინანსებაც მიიღო. რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმები არა-ერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე მონაწილეობდა და პრიზებიც აქვს მიღებული.

 

სინოფსისი

ელიას თავისი ავადმყოფი დედა ფსიქოლოგ მედიუმთან მიჰყავს, რომელიც მკვდარ ზღვასთან ცხოვრობს. ის ყველანაირად ცდილობს, დედა გამოაჯანმრთელოს, მაგრამ მედიუმთან ვიზიტი სულ სხვაგვარად განვითარდება და დედა-შვილს მომავალი საშიშროებისათვის თვალის გასწორება მოუწევს.

 

see more

close

შინ დაბრუნება

სომხეთი, 2021; 19 წთ.

რეჟისორი რაფი მოვსისიანი

სცენარის ავტორი რაფი მოვსისიანი

პროდიუსერი: ვარდან აკოფიანი

როლებში: შანთ ოვანისიანი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

რაფი მოვსისიანი (დაბ. 1988), სომეხი კინოკრიტიკოსი და რეჟისორია. აქვს თეატრის და კინოს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი. 2012 წლიდან 2018 წლამდე ერევანში, კინოფესტივალის “გოლდენ აპრიკოტი” პროგრამის შედგენაზე მუშაობდა. ამჟამად, ერევნის შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრში, კინოპროგრამის კურატორად მუშაობს. კინოკრიტიკოსის ამპლუაში მოვსისიანს არა-ერთი ნამუშევარი აქვს გამოქვეყნებული საერთაშორისო და ადგილობრივ მედიაში. ასევე, არის ავტორი და წამყვანი სომხეთის სატელევიზიო შოუსი, რომელიც სომხეთის თანამედეროვე კინოს ეძღვნება.

 

სინოფსისი

ჰაიკი საზღვარგარეთ მუშაობის შემდეგ, სომხეთში ბრუნდება, რათა ახალი წელი ოჯახთან ერთად აღნიშნოს. სოფელში მას ცოლი, დედა და სამი შვილი ელოდება. მალე აცნობიერებს, რომ ოჯახში პოზიცია დაკარგა და განშორება მხოლოდ მანძილით აღარ იზომება.

 

see more

close

მოსაწვევი

ჩინეთი, 2021, 13 წთ.

 

რეჟისორები: ჰაო ჟაო, იუნგ თანგი

სცენარის ავტორები: ჰაო ჟაო, იუნგ თანგი

როლებში: ბინგ ჰეი ჩიმი, ლინგ თანგი, იუქსუან ლიუ

პროდიუსერები: ჰაო ჟაო, იუნგ თანგი

 

ბიოგრაფია

სცენარისტმა და რეჟისორმა ჰაო ჟაომ ნიუ იორკის უნივერსიტეტი დაამთავრა. მისი სრულმეტრაჟიანი ფილმი “ყურადღების 15 წამი,” რომელიც დამწყები თინეიჯერი მეკარის წარმატებისკენ მიმავალ გზას ასახავს, ახლა წინამოსამზადებელ პერიოდშია. ჰაო, ასევე, მუშაობს დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც ჩინეთში ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარების სისტემას ეხება.

იუნგ თანგი გუანგდონგის ოლქში, ზენგჩენგში დაიბადა. ამჟამად, ნიუ იორკის უნივერსიტეტში კინოწარმოების ფაკულტეტზე სწავლობს.

 

სინოფსისი

2008 წლის ზაფხულში, 8 წლის ბიჭი ჰონგ კონგში, პირადობის მოწმობის ასაღებად, მამას სტუმრად ეწვევა.  სტუმრობის ბოლოს, მამა-შვილს საშინლად უჭირს გადმოსცენ, თუ რა სურთ ერთმანეთისგან. 

 

see more

close

მარტოსული ლილი

ჩინეთი, 2021, 22 წთ.

 

რეჟისორი ზუ ჯინგი

პროდიუსერები: ვანგ იანგი, ქიუ იანგი

სცენარის ავტორი: ზუ ჯინგი

ოპერატორი: ლიანგზი

მონტაჟი: ჰსუ იენ ჩინგი

როლებში: ჰუანგ ლილი, ჩენ ჟიჰანგი, ჰუ ლინგი, იუ შიქსუე, ჟანგ ზიქუანი, ჟონგ ლინგი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ჩინელი რეჟისორი და სცენარისტი ზუ ჯინგი 1984 წელს დაიბადა და შანხაისა და ლოს ანჯელესში მოღვაწეობს. ჯინგს ფილოლოგიური განათლება აქვს, თუმცა, მას შემდეგ, რაც შანხაის საერთაშორისო ტელეკომპანიაში დოკუმენტური ფილლმების მონტაჟზე და რეჟისურაზე დაიწყო მუშაობა, თავის მოწოდებასაც მიაგნო. ლიტერატურისა და ფილოსოფიის ფანატიკოსს, ჯინგს, ყოველთვის უყვარდა წერა. “მარტოსული ლილი” (Duo Li) რეჟისორის პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმია. ~

 

სინოფსისი

ლილი, ახალგაზრდა დედა, თავის მოთამაშე ქმართად ერთად ცხოვრობს სიჩუანის შორეულ ნაწილში. მარტოსული და ღარიბი ლილი ქალაქში მიემგზავრება, რომ თავისი მომაკვდავი მამის დასახმარებლად ფული გამოიმუშაოს.

 

see more

close

BIAFF - საერთაშორისო კონკურსი - მხატვრული ფილმების სექცია

მარტორქა

უკრაინა/პოლონეთი/გერმანია,  2021; 101 წთ.

 

რეჟისორი: ოლეგ სენცოვი

მწარმოებელი კომპანიები: Arthouse Traffic (დენის ივანოვი), Cry Cinema (ოლეგ სენცოვი), Apple Film Production (დარიუშ იაბლონსკი, ვიოლეტა კამინსკა, იზაბელა ვუიჩიკი), Ma.ja.de Fiction (ჰეინო დეკერი)

მთავარ როლებში: სერგეი ფილიმონოვი, იევჰენ ჩერნიკოვი, იევგენი გრიგორიევი, ალინა ზევაკოვა

სცენარი: ოლეგ სენცოვი

დამდგმელი ოპერატორი: ბოგუმილ გოდფრეიუვი

მონტაჟი: კაროლინა მაჩიეივსკა

სამხატვრო ხელმძღვანელი: იური გრიგოროვიჩი

მუსიკა: ანდრეი პონომარიოვი

ხმა:        პატრიკ ვეგელი, მიხაელ კაჩმარეკი

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

დაიწყო რა წვრილმანი ქურდობით, ახალგაზრდა კაცი მეტსახელად "მარტორქა" სწრაფად აღწევს კრიმინალურ იერარქიის მაღალ საფეხურებს 1990 -იან წლების უკრაინაში. მარტორქამ  მხოლოდ ძალა და სისასტიკე იცის, მაგრამ ვინაიდან დასაკარგიც აღარაფერი აქვს, შეძლებს თუ არა ის საბოლოოდ იპოვოს ხსნა?

ბიოგრაფია

ოლეგ სენცოვი დაიბადა 1976 წელს. მისი პირველი ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი იყო „სრულყოფილი დღე ბანანის თევზისთვის“ (2008) და „ხარის რქა“ (2009).  „გეიმერი“, მისი პირველი მხატვრული ფილმის, დებიუტი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა  2012 წელს.

2013 წლის ნოემბრის ევრომაიდანის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, სენცოვი გახდა "AutoMaidan" - ის აქტივისტი და 2014 წლის ყირიმის კრიზისის დროს ის დაეხმარა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისათვის საკვებისა და მარაგის მიწოდებას, რომლებიც გამომწყვდეულები იყვნენ ყირიმის ბაზებში. სენცოვმა განაცხადა, რომ ის არ ცნობს ყირიმის ანექსიას რუსეთის მიერ. ოლეგი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა 2014 წელს დააპატიმრა,  ყალბი ბრალდებით - ადანაშაულებდა მას ყირიმის ქალაქებში ხიდებზე, ელექტროგადამცემ ხაზებსა და საზოგადოებრივ ძეგლებზე ტერაქტების განხორციელებაში. მიუხედავად ბევრი ქვეყნის, ორგანიზაციებისა და კინორეჟისორების მხარდაჭერის/მიმართვისა, ოლეგი რუსეთში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო პატიმრობაში და  მხოლოდ 2019 წელს გაათავისუფლეს.

სენცოვის ფილმი "Nomera" (ნომრები) ნაჩვენები იქნა ბერლინის 70 -ე საერთაშორისო კინოფესტივალზე 2020 წელს. ფილმი გადაღებულია მაშინ, როდესაც სენცოვი ჯერ კიდევ ციხეში იყო. ამ ხნის განმავლობაში ის წერდა რეჟისორს, ახტემ სეითაბლაევს.  „მარტორქა“ არის მისი უახლესი ფილმი, რომლის პრემიერა 2021 წელს ვენეციის კინოფესტივალზე  შედგა.

 

 

see more

close

ოთარის სიკვდილი

 

საქართველო/გერმანია/ლიეტუვა 2021; 105 წთ.


რეჟისორი: იოსებ „სოსო“ ბლიაძე

   სცენარი: ელმარ იმანოვი, იოსებ „სოსო“ ბლიაძე

   აღმასრულებელი ოპერატორი: დიმიტრი დეკანოსიძე

   მუსიკა: დომას სტრუპინსკას

   მონტაჟი: ელმარ იმანოვი

   სამხატვრო ხელმძღვანელი: ბაჩო მახარაძე

   პროდიუსერი: ევა ბლონდიო

   მწარმოებელი კომპანია : Maisis Peri

   თანამწარმოებელი კოპანიები: COLOR OF MAY, Studio Artizm, M-Films

   მონაწილეობენ: ნუცა კუხიანიძე, ივა ქიმერიძე, ეკა ჩავლეიშვილი, აჩი მაკალათია

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში, საქართველოში, 1986 წელს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ინსტიტუტში, ინფორმატიკის სპეციალობით. 2008 - 2012 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კინოსა და ტელევიზიის ფაკულტეტზე, სარეჟისორო სპეციალობით. სადიპლომო ნამუშევრის "ყველაზე ძვირფასი" (2012) შემდეგ მან გადაიღო კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი "სამი ნაბიჯი" (2017), რომლის პრემიერაც როტერდამის კინოფესტივალზე შედგა, ხოლო შემდეგ ფილმი ნაჩვენები იქნა 20 ფესტივალზე და მიიღო 10 ჯილდო. ფილმის "ოთარის სიკვდილი" პრემიერა შედგა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე.

 

 

სინოფსისი

ორი ოჯახი, თითოეული თავისი ეგზისტენციალური სირთულეებით, ერთმანეთს უბედურმა შემთხვევამ შეახვედრა. ერთი ოჯახისათვის უბედურ შემთხვევას ფატალური შედეგი აქვს; მეორესთვის, ეს უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობაა. ფილმის ყველა გმირის პერსპექტივების აღმოჩენები კულმინაციას ადამიანის ზნეობაზე მედიტაციაში აღწევს, რომელიც ტრაგიკომიკურ ტონსაც არ ერიდება.

 

 

 

see more

close

რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?

საქართველო/გერმანია, 2021; 150 წთ.

 

სცენარის ავტორი და რეჟისორი:  ალექსანდრე კობერიძე

დამდგმელი ოპერატორი: ფარაზ ფეშარაკი

მონტაჟი: ალექსანდრე კობერიძე

მუსიკა: გიორგი კობერიძე

ხმა: გიორგი კობერიძე

სამხატვრო ხელმძღვანელი: მაკა ჯებირაშვილი

კოსტიუმები:  ნინო ზაუტაშვილი

გრიმი: ლანა ამოევა

რეჟისორის ასისტენტი: თამარ შუბითიძე

პროდიუსერი: მარიამ შატბერაშვილი

თანაპროდიუსერი: ქეთევან ყიფიანი, ანა ძიაპშიპა, ლუიზ ჰოშილდი

თანამწარმოებელი კომპანიები:  Sakdoc Film, Tiflis

New Matters Films, Leipzig/Berlin

მონაწილეობენ: გიორგი ბოჭორიშვილი, ანი ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე, ვახტანგ ფანჩულიძე, სოფიო ჭანიშვილი, ირინა ჭელიძე, დავით კობერიძე, სოფიო შარაშიძე

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დაიბადა 1984 წელს თბილისში, საქართველოში. ბერლინში გერმანიის კინოსა და ტელევიზიის აკადემიაში (DFFB) სარეჟისორო ფაკულტეტზე გადასვლამდე, იგი თბილისში  მიკრო ეკონომიკასა და კინოწარმოებას დაეუფლა. მას გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი, ასევე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული", რომელმაც რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, მათ შორის გრან პრი FIDMarseille- ზე. მისი ბოლო ფილმის "რას ვხედავთ როდესაც ცას ვუყურებთ?" პრემიერა 2021 წელს ბერლინალეს კინოფესტივალზე შედგა და FIPRESIC-ის ჯილდოც მოიპოვა.

 

 

სინოფსისი

ეს ერთი ნახვით შეყვარებაა, როდესაც ლიზა და გიორგი ერთმანეთს შემთხვევით  ქუთაისში ერთ-ერთ ქუჩაზე ხვდებიან. სიყვარული მათ უეცრად დაატყდათ თავს, ისე რომ ერთმანეთის სახელების კითხვაც ავიწყდებათ. სანამ გზას გააგრძელებდნენ, ისინი  მეორე დღეს შეხვედრაზე თანხმდებიან, მაგრამ მათ არ იციან, რომ ბედის ბორბალი შეიძლება უკუღმა დატრიალდეს.  მოახერხებენ ისინი კვლავ შეხვედრას? და თუ ამას მოახერხებენ, რა იციან მათ ერთმანეთის შესახებ? ცხოვრება ჩვეულებისამებრ გრძელდება მათ მშობლიურ ქალაქში, ქუჩის ძაღლები დახეტიალობენ, იწყება ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი და გადამღები ჯგუფი, რომელიც ცდილობს იპოვოს ნამდვილი სიყვარული, შეიძლება ზუსტად ის იყოს, რაც მათ ასე სჭირდებათ.

 

 

see more

close

ევოლუცია

გერმანია/უნგრეთი, 2021; 97 წთ.  

 

 

რეჟისორი: კორნელ მუნდრუცო

დამდგმელი ოპერტორი: იორიკ ლე სო

მონტაჟი: დავიდ იანსკო

მუსიკა: დაუენჰაუერ დაშა  

ხმა: სტივენ სინგლი

მონეაწილეობენ: ლილი მონორი, გოია რეგო, პადმე ჰამდემირი, ანამარია ლანგი

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

კორნელ მუნდრუცო დაიბადა უნგრეთში 1975 წელს. „სასიამოვნო დღეები“, მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, დაჯილდოვდა ვერცხლის ლეოპარდით ლოკარნოში 2002 წელს. მისი მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი, „JOHANNA“- ჟანა დარკის ისტორიის კინო ადაპტაცია- წარმოდგენილი იყო  2005 წელს კანში, სექციაში „Un Certain Regard“. ფილმი „DELTA“ მონაწილეობდა კანის ფესტივალის კონკურსში და დაჯილდოვდა FIPRESCI-ს პრიზით. 2010 წელს „კარგი შვილი - ფრანკენშტეინი“ ასევე წარმოდგენილი იყო კანის კონკურსზე.

 

 

 

სინოფსისი

 

 

ფილმში „EVOLUTION“ აღიარებული კინორეჟისორეთა ტანდემი - კორნელი მუნდრუცო და კატა ვებერი - ძლიერი დრამით გამოიღჩევა. დრამა, რომელიც ასახავს ოჯახის სამი თაობის ცხოვრებას, მეორე მსოფლიო ომის სიურეალისტური მოგონებებიდან თანამედროვე ბერლინში. ისინი ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ მათი წარსულის საზოგადოებასთან შეთავსებას. კვლავ უწევთ გაუმკლავდნენ საკუთარი ისტორიის ჭრილობებს.

წყლის მსგავსად, რომელიც აკავშირებს ეპიზოდებს ამ ტრიპტიქში, მეხსიერება და იდენტურობაც თხევადია და ჩვენი დამოკიდებულებების შესაბამისად შეიძლება ჩაიძიროს ან ამოტივტიდეს.  ტკივილი და სტიგმა, რომელიც ევადან, ლენადან და შემდეგ იონასიდან გადმოდის, გამოუთქმელია, მაგრამ გამოხატულია მუნდრუცოს გასაოცარი გამოსახულებებითა და ვებერის დამამძიმებელი, მაგრამ მძაფრი ირონიული და პერსონალური სცენარით. მიუხედავად იმისა, რომ თაობათა ტრავმები ახალ გამოხატულებას პოულობენ აწმყოში, ოჯახი ფილმიდან „EVOLUTION“ უფრო იმედიანი მომავლისკენ იყურება

 

 

 

see more

close

ბანდარ ბენდი

 

ირანი, 2020; 75 წთ.

 

რეჟისორიმანიჯე ჰეკმათი

დამდგმელი ოპერატორი: საჯად ავარადნი

სცენარი: მანიჯe ჰეკმათ, მოსტაფა ზანდი

მონტაჟი: ნავიდ ტოჰიდი

მუსიკა: ფარსად ფოზუნი, არაშ გასემი

მონაწილეობენ: რეზა კულგანი, პეგა აჰანგარანი,ამირ ჰოსეინ ტაჰერი, მაჰდი მუსავი

პროდიუსერები: მანიჯე ჰეკმათი (Bamdad Film), მაშიდ აჰანგარანი ფარაჰანი (Bamdad Film)

თანაპროდიუსერიიასმინ ჰალიფა (KapFilme)

აღმასრულებელი პროდიუსერიდარიოშ ჰეკმათ

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია
მანიჯეჰ ჰეკმატი ირანული კინოს გამოჩენილი ფიგურა დაიბადა 1962 წელს არაკში, ირანში. ის თავდაპირველად კინოინდუსტრიაში, როგორც სცენარისტი ისე გამოჩნდა, მოგვიანებით კი გახლდათ რეჟისორის ასისტენტი 11 ფილმისთვის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში შექმნა ხუთი მნიშვნელოვანი მხატვრული ფილმი, მათ შორის გამარჯვებული ფილმი „გოგონა სპორტულ ფეხსაცმელში“ და „ბალახის გროვა“, გერმანული და ირანის ქურთისტანის ერთობლივი წარმოება. „ქალთა ციხე“ ჰეკმათის, როგორც რეჟისორის, სადებიუტო ფილმია. ფილმს საფუძვლად უდევს რეჟისორის მისი ხანგრძლივი სწავლის პროცესი და ირანელ, ქალ პატიმრებთან ერთად საველე მუშაობის გამოცდილება.
 
სინოფსისი
დიდი ხნის შემდეგ, ერთ-ერთი ირანელი მომღერალი ქალი აპირებს არაოფიციალურ კონკურსში ჩაერთოს თეირანის ყავის მაღაზიაში. ფეხმძიმე მაჰლა ბანდარ ბენდის სხვა წევრებთან, მეუღლესთან და მათ ერთ-ერთ უახლოეს მეგობართან ერთად, იწყებს მოგზაურობას სამხრეთ პროვინციიდან თეირანისკენ სწორედ მაშინ, როდესაც მათ დაკარგეს ყველაფერი, რაც წყალდიდობამდე ჰქონდათ. მათ ისევ აქვთ იმედები, თუმცა ყოველი გზა, რომელსაც ისინი გადიან, წყალდიდობით დაზარალებული ტერიტორიების ჩიხში შედის. ისინი თეირანში წასვლას  აპირებენ, მაგრამ არ იციან, არის თუ არა ეს მორიგი გზა ჩაკეტილი წრის გარშემო.

 

see more

close

მდუმარე

საფრნგეთი, 2020, 85 წთ.

 

რეჟისორიპასკალ რაბატე

სცენარიპასკალ რაბატე

მონაწილეობენიოლანდ მორო, გუსტავ კერვერნი. ფრანსუა მორელი, სოაზიგ სეგალუ

პროდიუსერიქსავიე დელმა

აღმასრულებელი ოპერატორინოე ბახი

მუსიკაჟოსლინ რობერტი

სამხატვრო ხელმძღვანელიანჯელო ზამპარუტი

მონტაჟიორელიენ მანია 

ხმამატიე დენიო, ჟოსლინ რობერტი

მწარმოებელი კომპანიაLoin Derrière L'Oural

 

 

ბიოგრაფია

 

პასკალ რაბატე აფრანგული თანამედროვე გრაფიკული ნოველების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ავტორია, როგორც ილუსტრატორი, ასევე მწერალი. ის ასევე გახლავთ აღიარებული კინორეჟისორი. 2006 წელს გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის „მარტივი კავალერების“ შემდეგ, 2010 წელს Les Petits Ruisseaux-ს დიდ ეკრანზე ადაპტაცია იყო მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი. პასკალის მეორე სრულმეტრაჟიანმა ფილმმა „არდადეგები ზღვაზე“ (2011) მოიპოვა არაერთი ჯილდო, მათ შორის საუკეთესო რეჟისორის პრიზი კარლოვი ვარის კონფესტივალზე. შემდეგი იყო „პაჩვორკების ოჯახი“ 2014 წელს. „მდუმარე“ რეჟიროსი მეოთხე მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმია.

 

სინოფსისი

ადამიანთა პატარა ჯგუფი ნაგავსაყრელის ჯურღმულში ცხოვრობს. მიტოვებული ადამიანების ამ ჯგუფს აქვს საკმარისი უნარები კაპიტალიზმის განსადევნად და ომს უცხადებენ ნარჩენებსა და მათ ფლანგვას. მათ შექმნეს ახალი რეალობა საზოგადოების ბინძურ გარეუბანში. ისინი ნაგვის ქვეშ, კატაკომბებში ცხოვრობენ. აქვთ რა ხელთ მზა მარაგი, ყველაფერი მუშავდება, იმისათვის, რომ მიწისქვეშ მათ ავტონომიურად იცხოვრონ. ისინი ამუშავებენ ნარჩენებს, რომლებსაც პოულობენ ან იპარავენ, რათა ერთად მოაწყონ სახლი. იქ ცხოვრება შეიძლება ისეთი ტკბილი იყოს, რომ არა მთავარი ინსპექტორი, რომელიც ძალიან ახლოსაა

 

see more

close

ჰასანის ვალდებულება

თურქეთი, 2021; 147 წთ.

  

რეჟისორი: სემიჰ კაპლანოღლუ

სცენარი: სემიჰ კაპლანოღლუ

აღმასრულებელი ოპერატოი: უზგურ ეკენი

მონტაჟი: სემიჰ კაპლანოღლუ

სამხატვრო ხელმძღვანელი: მერალ აქტანი

პროდიუსერები: სემიჰ კაპლანოღლუ, ფურკან იეშილნური

მწარმოებელი კომპანია: კაპლანის ფილმის წარმოება

როლებში: უმუთ კარადაგი, ფილიზ ბოზოკი, გოხან აზლაგი, აიშე გინიუზ დემირჩი, მაჰირ გინშირაი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

სემიჰ კაპლანოღლუ დაიბადა 1963 წელს თურქეთში. ის არის თურქეთში თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი. მისი პირველი ფილმები „სახლიდან შორს“ (2001) და “ანგელოზის დაცემა“ (2004) ნაჩვენები იყო საერთაშორისო ფესტივალებზე მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ მისი მესამე მხატვრული ფილმით „კვერცხი“ (2007) კაპლანოღლუმ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, რადგან ფილმის პრემიერა შედგა Quinzaine des Réalisateurs–ში. 2008 წელს ფილმის „რძე“ პრემიერა შედგა ვენეციის კინოფესტივალზე, სადაც მან აიღო საერთაშორისო ჯილდო, როგორიცაა FIPRESCI პრიზი სტამბულის კინოფესტივალისთვის. „თაფლი“ (2010), იუსუფის ტრილოგიის მესამე ნაწილი, რომელმაც იმავე წელს ბერლინალეზე ოქროს დათვი მოიპოვა. როგორც პროდიუსერმა, მან ცოტა ხნის წინ თავისი მეგობარ რეჟისორ აიდა ბეგიჩთან ერთად შეიტანა წვლილი ფილმის „სარაევოს შვილები“ შექმნაში, რომელმაც განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა კანის კინოფესტივალზე, აიღო სპეციალური პრიზი „Un Certain Regard“-ის სექციაში. „მარცვალი“ მისი მეექვსე მხატვრული ფილმია.

 

 

სინოფსისი

მამისგან მემკვიდრეობით მიღებულ მიწაზე მებაღეობითა და მეურნეობის წყალობით მცხოვრები ჰასანი, ცდილობს შეეწინააღმდეგოს ელექტრო ბოძების მისი მიწის შუაგულში მონტაჟს. მექაში დაგეგმილ მის მოგზაურობას ის წარსულში ძიებისკენ უბიძგებს

 

see more

close

ზამთარს ვეღარ ნახავ

კანადა, 2021

 

რეჟისორი: აბდოლრეზა კაჰანი 

მონტაჟი: შიმა მონფარედი

სცენარი: აბდოლრეზა კაჰანი 

მონაწილეობენ: ალი არიანა, არიან აბასნია, სადაფ შაკორი

დამდგმელი ოპერატორი: მოინ რეზა მოტალებიMoein Reza Motallebi

მწარმოებელი კომპანიები: Ark Gate Films, Chelifilms

 

ბიოგრაფია

 

აბდოლრეზა კაჰანი არის ტიტულოვანი ირანელი რეჟისორი. მას აქვს თეირანის უნივერსიტეტის თეატრის ხელოვნების მაგისტრის ხარისხი. კაჰანის კარიერა ცამეტი წლის ასაკში ექსპერიმენტული მოკლემეტრაჟიანი ფილმების და დოკუმენტური ფილმების გადაღებით დაიწყო. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი "ცეკვა მთვარესთან" 2004 წელს გადაიღო. კაჰანიმ თავის სამშობლოში, ირანში რვა მხატვრული ფილმი გადაიღო, მათგან რამდენიმეს ირანულმა ცენზურამ ბანი დაადო. რის გამოც  2015 წელს რეჟისორი იძულებული გახდა დაეტოვებინა ირანი და საფრანგეთში გადასულიყო.  მიუხედავად ირანის რეჟიმის ანტაგონიზმისა კაჰანის ნამუშევრების მიმართ, მისი ფილმები ძალიან წარმატებული იყო როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით. მოპოვებული აქვთ ჯილდოები ისეთ საერთაშორისო კინოფესტივალებზე, როგორიცაა კარლოვი ვარისა და სალონიკის ფესტივალები. მას შემდეგ რაც კაჰანიმ ირანი დატოვა, იგი აქტიურად იღებდა ფილმებს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად ტაილანდში, საფრანგეთსა და კანადაში. დღეს კაჰანი თავს მომთაბარე რეჟისორად თვლის, რომელიც არ ეკუთვნის ერთ ადგილს და ქვეყანას. მას სიამოვნებას ანიჭებს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მუშაობა და სურს გააგრძელოს სამყაროს შესწავლა კინოს ობიექტივიდან.

 

სინოფსისი

ფილმი მოგვითხრობს ორ შეყვარებულ ქალზე, რომლებიც ფარულად გადაიღეს მანქანაში სექსის დროს.. ეს ვიდეოკადრები სწრაფად ვრცელდება ირანში სოციალურ ქსელში, რაც უდანაშაულო მსხვერპელბის ცხოვრებას ანგრევს. ეს ამბავი კიდევ უფრო აქტუალური ხდება, როდესაც მანქანა სადაც გადაიღეს ეს ვიდეოკადრები, აღმოჩნდება რომ ეკუთვნის  ცნობილ რელიგიურ პოლიტიკურ პირს.   ერთ -ერთი ქალი შეყვარებული მისი ცოლისდაა, რაც სრულიად მიუღებელია მისი საზოგადოებრივი როლისთვის საზოგადოებაში. ამ რელიგიური პოლიტიკოსის გონებრივი, ემოციური რღვევა მას უკონტროლოს ხდის.

 

see more

close

ულბოლსინი

ყაზახეთი/საფრანგეთი, 2020; 71 წთ.

 

 

რეჟისორი: ადილხან იერჟანოვი

სცენარი: ადილხან იერჟანოვი

აღმასრულებელი ოპერატორი: აზამატ დულატოვი

მონტაჟი: ადილხან იერჟანოვი

მუსიკა: ალუა ორენტაი

მონაწილეობენ: ასელ სადვაკასოვა, დინარა საგი, ყერბოლატ არკოჟა. ბერიკ აიტჟანოვი, დანიარ ალშინოვი, სანჯარ მადი 

პროდიუსერები: სერიკ აბიშევი, ოლგა ხლაშევა

მწარმოებელი კომპანიები.: Sunny Production, Short Brothers, Arizona Productions

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ადილხან იერჟანოვი (1982, ყაზახეთი) ყაზახეთის ჯეზქაზგანის რეგიონში დაიბადა. კინოხელოვნებას ყაზახეთის ხელოვნების ეროვნულ აკადემიაში დაეუფლა. შემდეგ გრანტი მოიპოვა და სწავლა ნიუ-იორკში განაგრძო. იერჟანოვმა რამდენიმე მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, მათ შორის „მესაკუთრეები“ (2014), რომლის პრემიერა კანის კინოფესტივალზე გაიმართა, შემდეგ კი მსოფლიოს არაერთ კინოფესტივალზე იქნა ნაჩვენები და დაჯილდოებული. ფილმის „შავი ჭირი სოფელ კარატასში“ პრემიერა 2016 წლის როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. იერჟანოვმა ფილმისთვის „ბნელი, ბნელი კაცი“ (2019), წარმატებული რეჟისურისთვის, აზიურ-წყნარი ოკეანის კინო პრიზი დაიმსახურა.

 

სინოფსისი

 

ძლიერი ნებისყოფის მქონე და გაბედული ულბოლსინი ქალაქში ცხოვრობს. მისი უმცროსი და აჟარი  სკოლას ამთავრებს სოფელ კარატასში. ულბოლსინს დიდი გეგმები მისი საყვარელი დის მომავალთან დაკავშირებით - მან შეძლო საკმარისი თანხის დაზოგვა ისე, რომ აზარს შესძლებოდა პრესტიჟულ უცხოურ უნივერსიტეტში ჩაბარება, რაც მას საშუალებას მისცემს ჰქონდეს კარგი კარიერა და გახდეს თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანი. თუმცა, როდესაც ულბოლსინი კარატასში აჟარს ჩააკითხავს, აღმოაჩენს, რომ გოგონა ადგილობრივმა მკურნალმა, ურგენმა, გაიტაცა, სოფლის უაღრესად პატივცემულმა პირმა. მას სურს აჟარი მისი "ტოკალი" - უმცროსი ცოლი გახდეს, მაგრამ ულბოლსინი არ აპირებს ამის ასე დატოვებას და კარატასის პატრიარქალურ სამყაროსთან ბრძოლას იწყებს...

 

see more

close

BIAFF ARTDOC FEST წარმოგიდგენთ

არ მოგერიდოს, გვესტუმრე დედა

ბელგია, უნგრეთი, პორტუგალია, რუსეთი; 2020 წელი. 12 წთ.

 

რეჟისორი: ანა არტემიევა

სცენარის ავტორი: ანა არტემიევა

ოპერატორი: არტურ სოკოლოვი

პროდიუსერი: დაფნე პასკალი

ხმის ოპერატორი: დევიდ ვრანკენი

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

დედისა და 3 წლის შვილის განშორების ამბავი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში აღმოჩნდებიან და სავიზო პრობლემების გამო, ერთმანეთთან შეხვედრას ვეღარ ახერხებენ. ისინი ერთმანეთს ყოველ დღე ვიდეო თვალით ურეკავენ და მალე შეხვედრაზე ოცნებობენ.

 

ბიოგრაფია

ანა არტემიევა მოსკოვში დაიბადა. მოსკოვში “ვგიკის” ანიმაციისა და კინემატოგრაფიის ფაკულტეტი დაამთავრა. მაგისტრატურა 2019 წელს, “დოკნომადის” დოკუმენტური ფილმების  პროგრამაში გაიარა. მისი სადიპლომო ფილმი “იყო და არა იყო რა, იყო ერთი დედა” მსოფლიოს მასშტაბით, ორმოცდაათამდე ფესტივალზე მონაწილეობდა და ოცდახუთამდე ჯილდო მიიღო. ცნობილ რუს რეჟისორ ელენა ლასკაკისთან ერთად, ანიმაციის მიმართულებით თხუთმეტამდე დოკუმენტურ კინოზე იმუშავა.

 

see more

close

ორმო

რუსეთი, 2020; 71 წთ.

 

რეჟისორი: ანდრეი გრიაზევი 

მონტაჟი: ანდრეი გრიაზევი

სცენარი: ანდრეი გრიაზევი

პროდიუსერი: ანდრეი გრიაზევი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დაიბადა მოსკოვში, საბჭოთა კავშირში 1982 წელს. თავიდან იგი გახლდათ პროფესიონალი ფიგურული მოციგურავე, მონაწილეობდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში 2000-დან 2006 წლამდე. მუშაობდა მოცეკვავედ საერთაშორისო ყინულის შოუში. მისმა დოკუმენტურმა ნამუშევრებმა საერთაშორისო ფესტივალების ოცზე მეტი პრიზი მიიღო. „ხვალ“ არის ფილმი რუსული ჯგუფის „Voina“-ს შესახებ, რომელიც ნაჩვენები იყო ბერლინალეს 2012 წლის ფორუმზე და იმავე წელს ნომინირებული იყო „Sutherland Award“-ზე ლონდონის კინოფესტივალზე.

 

სინოფსისი

ფილმი აწყობილია YouTube-ზე მოპოვებული უამრავი ვიდეოთი, სადაც რუსეთის მოსახლეობა პირდაპირ მიმართავს პრეზიდენტ პუტინს. ქვეყანაში არსებული განწყობის კალეიდოსკოპი - მორჩილებიდან უსამართლობითა და ყოვლისმომცველი კორუფციით გამოწვეულ გაბრაზებამდე.

 

see more

close

საჩუქარი

რუსეთი, 2020; 51 წთ.

 

 

რეჟისორი: ვალენტინ სიდორენკო

დამდგმელი ოპერატორი: ვალენტინ სიდორენკო

პროდიუსერი: ვალენტინ სიდორენკო

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

 

ვალენტინ სიდორენკო დაიბადა პატარა ქალაქ გორნიაკში, რომელიც ალტაის მხარეში მდებარეობს, რუსეთისა და ყაზახეთის საზღვარზე და სადაც პეიზაჟები სავსეა უსაზღვრო სივრცეებით. წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის სერგეი გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (VGIK) ანიმაციისა და მულტიმედია მიმართულებით, ასევე დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის  დოკუმენტური კინოსა და ფოტოხელოვნების აკადემია - ფოტოგრაფიკა. მუშაობს დოკუმენტურ ფილმებზე, ფოტოგრაფიასა და ანიმაციაზე. ყველა ეს საქმიანობა მისთვის შამანიზმამდე დადის. ისტორია უნდა გაცხადდეს. მაგრამ მთავარი მაინც ჰაერია.

სინოფსისი

 

ცეცხლმა არა მხოლოდ ალექსანდრეს საცხოვრებელი გაანადგურა, არამედ მისი თავისუფლებაც. ის დედასთან გადადის, სადაც ახალ ცხოვრებას იწყებს დადგენილი წესებით. მთავარი წესი: არა ალკოჰოლს სახლში! წინააღმდეგ შემთხვევაში სკანდალი გარდაუვალია. ის დასალევად თანამოაზრეებს ეძებს, მაგრამ ყველა ვისაც ხვდება საკუთარი პრობლემებით არის შეპყრობილი. მათ დასახმარებლად კი ალექსანდრე იძულებულია თავისი ნიჭი - წინასწარმეტყველება - გამოიყენოს.

 

 

 

 

 

see more

close

რასტორგუევი

რუსეთი, 2021 წ; 127 წთ.

 

 

რეჟისორი: ევგენია ოსტანინა

სცენარისტი: ევგენია ოსტანინა

ოპერატორი: ალექსანდრე რასტორგუევი, მიხაილ ხურსევიჩი, ანდრეი კისელევი, პაველ კოსტომაროვი

პროდიუსერი: ევგენი ჯინდილისი

ხმის ოპერატორი: როსტისლავ კორენბლიტი

კინოსტუდია: შპს "TWINDY"

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი 

2018 წლის 30 ივლისს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოკლეს დოკუმენტური კინოს რეჟისორი ალექსანდრე რასტორგუევი. მანუნიკალური კვალი დატოვა  რუსულ კინოში, თუმცა ბევრად ნაკლები, მოასწრო ვიდრე შეეძლო. "რასტორგუევი" არის ჩვენი დროის ერთ -ერთი ყველაზე თავისუფალი კინორეჟისორის პორტრეტი; პირდაპირი საუბარი და ფილმების ფრაგმენტები, რომლებიც ქმნიან ერთიან განაცხადს ხელოვნების, სამშობლოს და ტკივილის მნიშვნელობის შესახებ.

 

ბიოგრაფია 

ევგენია ოსტანინამ დაამთავრა როსტოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და კულტურული კვლევების ფაკულტეტი. მონაწილეობდა პროექტებში "ვადა", Lenta.doc, "ეს მე ვარ", პირველი არხი,  დოკუმენტური ვებ-პროექტი "რეალობას" რედაქტორი და რეჟისორი. დოკუმენტური ფილმი „თეთრი დედა“ მისი რეჟისორული დებიუტია. ევგენიას ბოლო ნამუშევარია, დოკუმენტური ფილმი „რასტორგუევი“ - დოკუმენტური კინორეჟისორის ალექსანდრე რასტორგუევის შესახებ, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოკლეს 2018 წელს.

 

 

see more

close

18

აპრილი
2024

სრული კალენდარი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30

BIAFF ვიდეო თრეილერი

ახალი ამბები

24 სექ

BIAFF 2023 ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები

ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდა. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006...

11 სექ

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის კინოსეანების განრიგი

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  კინოსეანების  განრიგი ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდება....

10 სექ

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა  ბათუმის მე-18 საერთაშორისო...

18 აპრ

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.XVIII BIAFF კინოფესტივალი 2023 წლის...