European Film Academy’s short film tour

უსიცოცხლო

შვედეთი, 2011 წ, 28 წთ.

 

რეჟისორი და სცენარის ავტორი: ჰუგო ლილია

პროდიუსერი: ბონი სკუგ ფინი

ოპერატორი: ბენიამ ორე

მონტაჟი: რიკარდ კრანცი 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ჰუგო ლილია უმეას უნივერსიტეტში შენეცნებით მეცნიერებას სწავლობდა, მოგვიანებით კი სტოკჰოლმის კინოს უნივერსიტეტის სარეჟისოროს ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. მისი სადიპლომო ფილმი „უსიცოცხლო“ 2011 წელს. ევროპის კინოაკადემიის პრიზზე იქნა ნომინირებული  

 

სინოფსისი

ზომბების აჯანყებიდან 30 წლის შემდეგ, ადამიანებმა მათი იაფ მუშახელად გამოყენება დაიწყეს. ახალგაზრდა წყვილს, კატრინსა და მარკს, ყოველდღიურად უწევს ბინძური ზომბების დაჭერა. ლობოტომიის ექსპერიმენტებში მონაწილეობისას  მათ ურთიერთობაში ბზარი ჩნდება.

 

see more

close

გაყინული ისტორიები

პოლონეთი, 2011, 26 წთ.

 

რეჟისორი:   გრეგორ იაროსზუკი

ოპერატორი:  მარსინ ვადინიაკი

მონტაჟი:  ბარბარა ფრონკი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

გრეგორ იაროსზუკი დაიბადა ვარშავაში 1983 წელს. 2011 წელს დაამთავრა ლოძის  კინოსკოლის სარეჟისორო ფაკულტეტი (პოლონეთი). სწავლის პერიოდში გადაიღო ექვსი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელთაგან რამდენიმე ევროპის მრავალ ფესტივალზე იყო ნაჩვენები.

 

სინოფსისი

სუპერმარკეტის ყველაზე ცუდმა თანამშრომლება ცხოვრების მიზანი უნდა მოძებნონ. მათ ამის გასაკეთებლად ორი დღე აქვთ.

 

see more

close

ჰიპერკრიზისი

ავსტრია 2011,  17 წთ.

 

რეჟისორი:  იოსებ  დაბერნიგი

ოპერატორი: კრისტიან გიესერი

რედაქტორი: იოსებ   დაბერნიგი

პროდიუსერი: იოსებ   დაბერნიგი

 

ბიოგრაფია 

იოსებ დაბერნიგი  დაიბადა 1956 წელს კიოტშახ-მაუთენში, ავსტრიაში. მან 1981 წელს დაამთავრა სამხატვრო ფაკულტეტი   და არის მხატვარი. დაბერნიგი 1994 წლიდან იღებს ფილმებს, მოღვაწეობს ვენაში.  პერსონალური გამოფენები ჰქონდა ცენტრ P74-ში, ლუბლიანაში (2011),  ვილფრიდ ლენტსიში, როტერდამი (2011) და გალერეა ანდრეას ჰიუბერიში, ვენა.

 

 

სინოფსისი

სამხრეთ კავკასიაში არსებული საბჭოთა კინომატოგრაფების ყოფილი დასასვენებელი სახლს პროფილი შეუცვასლეს, რამაც არ გაამართლა. დღეს სტუმრების სიაში მხოლოდ ნიჭიერი მოსკოველი ბორის მარტოვია. 

 

see more

close

ინციდენტი ბანკთან

შვედეთი, 2011; 12 წთ.

 

რეჟისორი: რუბენ იოსტლუნდი

ოპერატორი: მარიუს დიბვად ბრანდრუდ

რედაქტორი: რუბენ იოსტლუნდი

პროდიუსერი: მარიე კიელსონი, ერიკ ჰემენდროფი

 

ბიოგრაფია

რუბენ იოსტლუნდი დაიბადა 1974 წელს კუნძულ სტურსოზე, შვედეთში. 2004 წელს თავისი სადებიუტო ფილმი“The guitar Mongoloid” (მონგოლოიდური გიტარა) დაასრულა, რომელმაც FIPRESCI ჯილდო დაიმსახურა მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე. 2006 წელს რუბენის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სცენის ავტობიოგრაფიული ნომერი 6882“ ნომინირებული იყო EFA-ს პრემიაზე. 2011 წელს შედგა რეჟისორის მესამე ფანტასტიკური ჟანრის ფილმის “თამაში“-ს პრემიერა კანის რეჟისორების კვირეულზე, სადაც   მთავარი პრიზი და ფულადი ჯილდო აიღო. 

 

სინოფსისი

„ინციდენტი ბანკთან“ არის  იუმორისტული ხასიათის რეალური ამბავი ბანკის არშემდგარ გაძარცვაზე, ასევე დაკვირვება იმაზე, თუ როგორ რეაგირებს ხალხი მოულოდნელობაზე.  ფილმი გადაღებულია ერთ ეპიზოდად, რომელშიც  96 ადამიანი მონაწილეობს და 2006 წელს მომხდარ ნამდვილ ამბავს გვიყვება. 

 

see more

close

კვირადღეები

ბელგია, 2011, 16 წთ.

 

 

რეჟისორი:   ვალერი როსიერი

ოპერატორი:  ოლივერ ბუნჯინგი

რედაქტორი:  ნიკოლა გიუიტო, ვალერი როსიერი, ფრედ დე ლუფი

 

ბიოგრაფია

ვალერი როსიერიმ საინჟინრო მართვის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლა ბელგიაში, კინოთმცოდნეობის ფაკულტეტზე  გააგრძელა. მისი ბოლო ფილმი „იეტი“ წარდგენილი იყო მრავალ ფესტივალზე და მიღებული აქვს რამოდენიმე ჯილდო. 2008 წელს როსიერი იწყებს მოკლემეტრაჟიანი ფილმის „ღამე მშვიდობისა“-ს გადაღებას, რომელიც ათზე მეტ ჯილდოს ღებულობს საერთაშორისო კინოფესტივალებზე და 2009 წელს  ხდება ევროპული კინოპრემიის  ნომინანტი.  

 

სინოფსისი

ფილმი “კვირადღეები” დროის წარმავლობაზე მოგვითხრობს. როგორ ატარებს კაცობრიობა თავისუფალ დროს… თავისუფალ დროს, რომელიც ნებისმიერმა უნდა

შეივსოს… 

 

see more

close

დერბი

რუმინეთი, 2011, 15 წთ

 

რეჟისორი: პოლ ნეგოესკუ

ოპერატორი: ანდრეი ბუტიკა

რედაქტორი: ალექსანდრე რადუ

პროდიუსერი:  პოლ ნეგოესკუ 

 

 

ბიოგრაფია
პოლ ნეგოესკუ დაიბადა 1984 წელს ბუქარესტში. დაამთავრა სარეჟისორო ფაკულტეტი ეროვნულ კინოსკოლაში (UNATC).  გადაიღო რამოდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლებიც დაჯილდოვდა მრავალ საერთაშორისო კინოფესტივალზე (ბერლინალე, კარლოვი ვარი, როტერდამი, ლონდონი, სლამდენსი). “დერბი“ მისი მეორე ფილმია, რომელიც წარდგენილია ეროვნული კინოაკადემიის ჯილდოზე, პირველი ფილმი „განახლება“ იყო წარდგენილი 2009 წელს.
სინოფსისი
მირსეას ყავს 15 წლის ქალიშვილი, რომლის მეგობარი ბიჭი  ოჯახმა სადილზე მოიწვია. ის ადრე მოდის და გოგონას საძინებელ ოთახში გადიან. ტელევიზორის ყურებისას მირსეას საძინებელი ოთახიდან  შვილის კვნესა ესმის. სადილობისას აღმოჩნდება, რომ ის და მისი სტუმარი სხვადასხვა საფეხბურთო გუნდის გულშემატკივრები არიან. 

see more

close

ბერეკი

დანია,2010, 16 წთ.

 

რეჟისორი:დანიელ ჯოზეფ ბორგმანი

ოპერატორი: ნილ ბაჩოლზერი

რედაქტორი: დენ ლოგინი

პროდიუსერი: კატია ადომეითი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დენიელ ჯოზეფ ბორგმანი დაიბადა 1981 წელს დენედინში, ახალ ზელანდიაში. ოტაგოს უნივერსიტეტის კინომცოდნეობის ფაკულტეტის დაამთავრების შემდეგ ბორგმანი გადავიდა კოპენჰაგენში და მუშაობდა  VFX-ში მხატვარის პოზიციაზე. მისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ ადამიანი და ალბატროსი“ 2008 წელს დაჯილდოვდა „ხვალინდელი ლეოპარდების“ კონკურსში ლოკარნოს ფილმების ფესტივალზე, ხოლო ფილმმა „ბერიკმა“კანში „კვირის კრიტიკის“ გრან-პრი მოიპოვა.

 

 

სინოფსისი

„ბერიკი“- მოკლემეტრაჟიანი დრამა მეგობრობასა და ურთიერთგაგებაზე. მოქმედება ვითარდება სებებიში, ყაზახეთში. 33 წლის ბერიკი, რადიაციული მოწამვლის შედეგად დასახიჩრდა და დაბრმავდა, სანამ მისი ძმა სამსახურშია დღეებს მარტო ატარებს  სახლში. 11 წლის ადილი,  ამავე საცხოვრებელი კომპლექსის ბავშვებიდან ყველაზე პატარა და ნაკლებად პოპულარული, ბერიკის სახლის ზღურბლზე აღმოჩნდება და ნახავს ხულიგანის  ბურთს, რომელიც მან დაკარგა. 

 

see more

close

დიდი რბოლა

ესპანეთი, 2011 წ., 7წთ.

 

რეჟისორი/ოპერატორი/მონტაჟ:კოტე კამაჩო

პროდიუსერები:მარიანფერნანდესპასკალი

 

ბიოგრაფია

კოტე კამაჩო დაიბადა ოიარტზუნში 1980 წელს. დაამთავრა ბასკეთში უნივერსიტეტი ხელოვნებათცოდნეობის სპეციალობით. კოტე კამაჩო არის კომედიური ჟანრის სცენარისტი და მსახიობი, ასევე მუშაობს 3D ანიმაციაში და პოსტ-პროდუქციაში.  

 

სინოფსისი

1914 წელი. ლასარტესრბოლაზე მოულედნელად საზარელიდანაშაული ხდება, რომელიც საიდუმლოებითაა მოცული. მხოლოდერთირამარისცნობილი: რბოლაზე მსოფლიოსსაუკეთესო და ძლიერი ცხენებია დარეგისტრირებული. ცხენებზედაწესებულია მთავარი პრიზი ნახევარიმილიონია.

 

see more

close

ჯესი

გერმანია, 2011წ, 31 წთ.


რეჟისორი: მარი-ჯოზეფინ შნაიდერი
სცენარისავტორი: მარი-ჯოზეფინ შნაიდერი
მონტაჟი: ინგე შნაიდერი 

ოპერატორი: ჯენი ლუციგელი
პროდიუსერები: ჰარტმუტ ბიტომსკი, ბოდო კნაპეიდე, მაქსიმილიან მიულნერი

 

ბიოგრაფია

მარი-ჯოზეფინ შნაიდერი 1976 წელს დაიბადა აღმოსავლეთ ბერლინში. სკოლის დამთავრების შემდეგ კინოს სფეროში დაიწყო მოღვაწეობა, რეჟისორის ასისტენტად. 2002 წელს სწავლა განაგრძო გერმანიის კინოს და ტელევიზიის აკადემიაში (The DFFB). ამ პერიოდში მრავალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, მათ შორის “სიყვარული ვნებს” (რეჟისორ დუნდუ კილიჩთან ერთად), რომელიც ჩვენებებმა წარმატებულად ჩაიარა რამოდენიმე საერთაშორისო ფესტივალზე.

 

სინოფსისი
11 წლის ჯესის დედა ციხეში ჰყავს და სხვა ოჯახში იზრდება. საკუთარი თავის ძიებაში  სოფელში ბრუნდება, სადაც ის გაიზარდა. იქ კი ხვდება, რომ ეს ძიება ადრინდელი ცხოვრების საზღვრებს უნდა გასცდეს… 

 

see more

close

პატარა ბავშვები, დიდი სიტყვები

შვედეთი, 2011, 12 წთ.

 

 

რეჟისორი: ლიზა ჯეიმს ლარსონი        

რედაქტორი:  რობერტ ნორდი

პროდიუსერი: ანდრეას ემანუელსონი

 

ბიოგრაფია 

ლიზა ლარსონი ცენტრალურ ლონდონში გაიზარდა. 1997-2000 წლებში სწავლობდა კინოთმცოდნეობას ბრუნელის უნივერსიტეტში. 2009 წელს დაამთავრა მაგისტრატურა სცენარისტის სპეციალობით. ფილმმა „პატარა ბავშვები, დიდი სიტყვები“ გაიმარჯვა ცამეტ საერთშორისო კინოფესტივალზე და 2011 წელს ოსკარზე იყო ნომინირებული. 

 

სინოფსისი

როდესაც ალექსის თავის შვიდი წლის თანაკლასელებს უყვება, თუ რა სურს მას გახდეს როცა გაიზრდება, უხერხული დისკუსია იწყება უცნობ, მაგრამ მნიშვნელოვან საკითხზე. მასწავლებლის მიერ გაკეთბული ახსნა-განმარება ფარდას ხდის მ მის პირად ისტორიას -  მსხვერპლსა და დამნაშავეზე.

 

see more

close

მთლიანი ოჯახი

იტალია,2011, 20 წთ

 

რეჟისორი:ტერი გილიამი

რედაქტორი:მაიკ აუდსი

პროდიუსერები:გაბრიელე ორიჩიო,ემი გილიამი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ტერი გილიამი არის ამერიკელ-ბრიტანელი სცენარისტი, კინორეჟისორი, მულტიპლიკატორი,  მსახიობი და მონტიპიტონკომედიის ჯგუფის წევრი. გილიამი ცნობილია რამოდენიმე ფილმით: “დროის ბანდიტები”, ბრაზილია(1985), ბარონ მანჩაუსტენის თავგადასავალი (1988), მოთევზავე მეფე (1991), 12 მაიმუნი (1995), შიში და სიძულვი ლას-ვეგასში (1998), ძმები გრიმები (2005),ექიმი პარნასუსის წარმოსახვა (2009).

 

სინოფსისი

ნეაპოლის გადატვირთული ქუჩები, უამრავი მაღაზია, შეძლებული ამერიკელი წყვილი და მათი 10 წლის შვილი, ჯეკი ბრბოდან თავის დაღწევას ცდილობს. სანამ ცოლ-ქმარი გზის არჩევაზე ფიქრობს, ბიჭითავისდაუნებურად შორდება მათ.

 

see more

close

საერთაშორისო კონკურსი - მხატვრული ფილმების სექცია

გატეხილი

დიდი ბრიტანეთი,  2012 წ.; 90 წთ.


რეჟისორი: რუფუს ნორისი
სცენარის ავტორი:  მარკ ო როუ
ოპერატორი:  რობ ჰარდი B.S.C. 
მონტაჟი:  ვიქტორია ბოიდელი
ხმის რეჟისორი:  პოლ კოტერელი
მხატვარი:  ქეივ ქუინი
მუსიკა: Electric Wave Bureau 

როლებში:  ტიმ როთი, სილიან მერფი, რორი კინერი, რობერტ ემსი, ზანა მარიანოვიჩი, კლერ ბერტი, ბილ მილნერი, დენის ლოუსონი

ბიოგრაფია


რუფუს ნორისი მრავალი ჯილდოს მფლობელი ბრიტანელი თეატრის რეჟისორია, რომელმაც განათლება დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში მიიღო. 2001 წელს მან ივნინგ სტანდარტის სპეციალური პრიზი აიღო, როგორც წლის წარმატებულმა დამწყებმა რეჟისორმა იანგ ვიკში დადგმული სპექტაკლისათვის „სანამ ღამე ჩამოწვებოდეს“. „ივნინგ სტანდარტის“ ჯილდო, როგორც საუკეთესო რეჟისორმა, ნორისმა 2004 წელსაც მიიღო. ამავე წელს კრიტიკოსთა მიერ დაწესებული ჯილდოც მოიპოვა და ლოურენს ოლივიეს პრიზზეც იქნა ნომინირებული დადგმისთვის „ზეიმი“. 2009 წელს, მისი პირველი ფილმი, „King Bastard“, „ბი-ბი-სი ფილმზის“ მიერ იქნა პროდუსირებული. ამავე წელს, მან სამეფო დრამის თეატრში დადგა „სიკვდილი და მეფის მხედარი“, რომელიც ოლივიეს თეატრში ითამაშეს.

„გატეხილი“  მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.

 

სინოფსისი

 

11 წლის სკანკი დიაბეტით დაავადებული, ხალისიანი გოგონაა. ზაფხულის არდადეგები ახლახანს დაიწყო და მისი ცხოვრება იმედებით აივსო. მოულოდნელად, მისტერ ოსვალდი, საშინელი კაცი, რომელიც მოპირდაპირე სახლში ცხოვრობს, სცემს რიკს, კეთილ, მაგრამ მერყევი ხასიათის მქონე მეზობელ ბიჭს, რადგან მისტერ ოსვალდის ქალიშვილი მას გაუპატიურებაში სდებს ბრალს.  სკანკს ცხოვრებაზე უმანკო წარმოდგენა ნელ-ნელა ეცვლება, რიკისადმი მეგობრულ დამოკიდებულებაშიც ჩნდება ეჭვი. გოგონას ცხოვრებაში მოულოდნელად ჩნდება ქაოსი - მან არჩევანი უნდა გააკეთოს, ახალსა და ძველს, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის.

 

see more

close

ბოლო ნაბიჯი

ირანი, 2012 წ.; 88 წთ, ფერადი

 

რეჟისორი და სცენარის ავტორი: ალი მოსაფა

ოპერატორი: ალირეზა ბარაზანდე

მონტაჟი: ფარდინ საჰებზამანი

დამდგმელი რეჟისორი: ლეილა ჰატამი

როლებში: ლეილა ჰატამი, ალი მოსაფა, ალირეზა აღახანი, ჰამედ ბეჰდადი

პროდიუსერი: ალი მოსაფა

Road Movie Production-ის ნაწარმი

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


ალი მოსაფა 1966 წელს, თეირანში დაიბადა. დაამთავრა თეირანის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი და კინოკარიერა ოთხმოცდაათიან წლებში დაიწყო როგორც მსახიობმა. წარმატებას მან მიაღწია ჯერომ სელინჯერის ცნობილი რომანის, „ფრანის და ზუის“ ეკრანიზაციაში, რეჟისორ დარიუშ მეჰრჯუის 1994 წლის ფილმში, „ფარი, შესრულებული როლის შემდეგ, რომლისთვისაც მან ფაჯრის საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზიც მიიღო. 1991 წელს ალი მოსაფამ მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება დაიწყო: „ინკუბუსი“ (1991 წ.), „სიჩქარე“ (1993 წ.), „მოჩვენებითი პოეზია“ (1996 წ.) და „მეზობელი“ (1999 წ. ირანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროზი საუკეთესო ექსპერიმენტალური ნამუშევრისთვის). „ბოლო ნაბიჯი“ მისი მეორე მხატვრული ფილმია. ის 2012 წლის თეირანის ფაჯრის საერთაშორისო კინოფესტივალზე  ჯილდოს მფლობელი გახდა საუკეთესო სცენარისათვის.

 

სინოფსისი

 

ლეილა კინოვარსკვლავია, რომელიც ქმრის სიკვდილს გლოვობს. ფილმის გადაღებაზე, კამერის წინ სიცილი უტყდება და თავს ვერაფრით იმორჩილებს. ვერავინ ხვდება, რომ უეცარი ისტერიკის მიზეზი ქმრის სიკვდილია.

 

see more

close

მთებს მიღმა

თურქეთი/საბერძნეთი, 2012 წ., 94 წთ. ფერადი, HD CAM

 

 

რეჟისორი: ემინ ალფერი

სცენარის ავტორი: ემინ ალფერი

ოპერატორი: ჯორჯ ჩიპერ-ლილმარკი

მუსიკა: ვოლქან აქმეჰმედი, ინანჩ შანვერი

მონტაჟი: ოზქან ვარდარი

პროდიუსერი: ენის ქოზთეფენი, სეიფი თეომანი

საპროდიუსერო კომპანია: ბულუტ ფილმი

როლებში: თემერ ლევენთი, რეჰა ოზქანი, მეჰმეთ ოზგური, ბერქ ჰაქმანი

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ემინ ალფერი 1974 წელს თურქეთის ქალაქ ქონიაში დაიბადა. მან სტამბულში დაამთავრა ბოაზიჯის უნივერსიტეტი და აქვს მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი თურქეთის თანამედროვე ისტორიაში. კინო კოლეჯში სწავლის პერიოდში შეუყვარდა, თუმცა ეკონომიკური პირობების გამო ვერ გაყვა კინორეჟისორის პროფესიას. ამ მხრივ გამოცდილება მიიღო როგორც მსახიობმა, თავისი მეგობრების მოკლემეტრაჟიან ფილმებში მონაწილეობისას. ბოლოს თავადაც გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „რიფათი“ (2006 წ.) და „წერილი” (2005 წ.).

 ამჟამად კითხულობს ლექციებს სტამბულის ტექნიკურ უნივერსიტეტში. „მთებს მიღმა“, მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, წარდგენილი იქნა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც ალფერმა ორი პრიზი აიღო: კალიგარის პრიზი საუკეთესო მხატვრული ფილმისათვის და ჟიურის სპეციალური პრიზი  „ფორუმის“ სექციაში.

 

 

სინოფსისი

თურქი რეჟისორის, ემინ ალფერის წარმატებული დებიუტი. ფილმის მოქმედება თურქეთის ერთ-ერთ სოფელში ხდება, სადაც კაცი ორ შვილთან ერთად თავისი მწყემსი მამის მოსანახულებლად ჩადის. უღრუბლო ზაფხულის დღის სიმშვიდეს მთიდან ჩამოსული სტუმრები არღვევენ, რომელთაც თავისი თხების საბალახოზე გამოყვანა ამავე ადგილას სურთ. თითოეული მხარე თავისი ტერიტორიის დაცვას ცდილობს. ეს ვიზუალურად სრულყოფილი ფილმი მოგვაგონებს ცნობილი თურქი რეჟისორის, ნური ბილგე ჯეილანის ნამუშევრებს, სადაც თითქოსდა ერთფეროვან გარემოში უეცრად არეულობა შემოდის. ფილმი შეიძლება აღვიქვათ, როგორც იგავი თურქული პოლიტიკური წყობის შესახებ. ის აგრეთვე ზოგადად ადამიანის ბუნებაზეც მოგვითხრობს. ფილმის თანაპროდიუსერი სეიფი თეომანია, ნიჭიერი რეჟისორი, რომელიც წელს, მაისში ტრაგიკულად დაიღუპა.   

 

see more

close

უკაცრიელი კუნძული

ესტონეთი / ბელორუსაი / ლატვია; 2012 წ., 100 წთ.



პროდიუსერები: გატის უპმალისი, ენდა ლეტმეცი, ივან კოლბი
რეჟისორი: პიტერ სიმი
სცენარის ავტორი: მიკელ ულმანი, პიტერ სიმიმი
ოპერატორი:ვადიმ პოტეევი
ხმის რეჟისორები: მარტ ოცა, ჰარმო კალასტე, ვლადიმირ სუხადულოვი
მონტაჟი: ოლგა რეშეტნიკოვა, არმანდს ზვირვულისი
როლებშჲ: ლემბიტ ულფსაკი, იუნან ულფსაკი, ლენა კუურმაა, იგორ სიგოვი, სვეტლანა ზელენკოვსკაია

საპროდიუსერო კომპანია: LegeArtis Film 

ბიოგრაფია

პიტერ სიმი ცნობილი ესტონელი რეჟისორია. სიმის ადრეული ნამუშევარი “არაბელა - მეკობრის ქალიშვილი”, ყოფილ საბჭოთა კავშირში 9.2 მილიონმა მაყურებელმა ნახა. რეჟისორმა 1976 წელს მოსკოვის გერასიმოვის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტი დაამთავრა (ვგიკი, პროფესორ ა. სტოპლერის კურსი). პიტერ სიმი 11 მხატვრული და 12 დოკუმენტური ფილმის ავტორია.  ის თეატრალურ სცენაზეც დგამს სპექტაკლებს.

 

სინოფსისი

ფილმის ხუთი სიუჟეტური ხაზი ერთმანეთისგან განსხვავებულ პერსონაჟებზე მოგვითხრობს, რომელთა ცხოვრებაც ხანდახან იკვეთება. სამი დღის განმავლობაში ფილმის გმირები ცდილობენ წარსულის პრობლემები გადაჭრან და მომავლის იმედი დაიბრუნონ.

 

see more

close

თითქმის მამაკაცი

ნორვეგია, 2012 წ., 80 წთ, ფერადი

რეჟისორი: მარტინ ლუნდი

სცენარის ავტორი: მარტინ ლუნდი

ოპერატორი: მორტენ ფორსბერგი

მონტაჟი: ლარს აფნესეთი

როლებში: ჰენრიკ რაფაელსენი, იანე ჰელტბერგ ჰაარსეთი

პროდიუსერი: რუბენ ტორკილდსენი

საპროდიუსერო კომპანია: Ape&Bjørn AS

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

მარტინ ლუნდი დაიბადა 1979 წელს, სწავლობდა ოსლოში, ვესტერდალსის საკომუნიკაციო სკოლაში, სანამ სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაირიცხებოდა ნორვეგიის კინოსკოლაში, რომელიც 2008 წელს დაამთავრა. ამავე წელს მან გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „Balloon Moods“. 4 წლით ადრე, მისმა ფილმმა, „სახლის თამაში“, რამდენიმე ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის კლერმონ-ფერანისა და სანდენსის კინოფესტივალებში. მრავალი ჯილდო აქვს მიღებული რეკლამებში. მისმა სადებიუტო მხატვრულმა ფილმმა, „Twigson Ties the Knot“ (2010 წ.) დიდი პოპულარობა მოიპოვა ნორვეგიაში.

 

სინოფსისი

პირველი შვილის დაბადების მოახლოების მიუხედავად, ოცდაათს გადაშორებული, სიმპათიური ჰენრიკი ყველაფერს აკეთებს, რათა ახალგაზრდული ილუზიები შეინარჩუნოს. ჰენრიკის ახალგაზრდული ენამახვილობა არც მის პარტნიორს აწუხებს. თუმცა, როდესაც გულკეთილი ტონე მათ ახალ სახლში საღამოს მოაწყობს, კოლეგებისა და მეგობრებისათვის, ჰენრიკი აიწყვეტს. იგი ცდილობს გამომწვევი ქცევით დამალოს შინაგანი მღელვარება და თავს ირონიით იცავს. ეს ჰენრიკ რაფაელსონის ძლიერი სამსახიობო ნამუშევარია, ის მთავარი მოქმედი გმირის აშკარად გამოკვეთილ ნაკვთებსა და პროვოკაციულ იდუმალებას ერთმანეთში წარმატებით აზავებს.

 

see more

close

ნისლში

გერმანია / რუსეთი / ლატვია / ჰოლანდია / ბელარუსი, 2012 წ.; 127 წთ, ფერადი 


რეჟისორი: სერგეი ლოზნიცა

სცენარის ავტორი: სერგეი ლოზნიცა(ვასილ ბიკოვის ნოველის მიხედვით)

ოპერატორი: ოლეგ მუტუ

მონტაჟი: დანიელიუს კოკანაუსკისი

ხმა: ვლადიმირ გოლოვნიტსკი

როლებში: ვლადიმირ სვირსკი, ვლად აბაშინი, სერგეი კოლესოვი, ნიკიტა პერემოტოვსი, იულია პერესილდი, კირილ პეტროვი

პროდიუსერები: იურგის კარსონსი, კირილ შუვალოვი

საპროდიუსერო კომპანია: MA.JA.DE. FICTION, GP CINEMA COMPANY, RIJAFILMS, LEMMING FILM, BELARUSFILM 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

სერგეი ლოზნიცა დაიბადა 1964 წელს ბელორუსის ქალაქ ბარანოვიჩიში. გაიზარდა კიევში, იქვე დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი. დიდი ხნის მანძილზე დაინტერესებული იყო ხელოვნური ინტელექტის განვითარების საკითხებით. 1997 წელს დაამთავრა მოსკოვის გერასიმოვის სახელობის სახელმწიფო კინემატოგრაფიული ინსტიტუტი (ვგიკი) და სანკტ-პეტერბურგში დაიწყო საკუთარი დოკუმენტური ფილმების პროდუისირება. 2003 წელს, ფილმმა - „პორტრეტი“, მიიღო ჟიურის სპეციალური პრიზი კარლოვივარის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ამავე ფესტივალზე, 2007 წელს, „არტელმა“ მიიღო ჯილდო საუკეთესო დოკუმენტური ფილმისათვის. მისი ფილმები დაჯილდოვებულია ობერჰაუსენის, ლაიფციგის, კრაკოვის ფესტივალებზე. ლოზნიცა 2001 წლიდან ცხოვრობს გერმანიაში. „ჩემი ბედნიერების“ - ლოზნიცას სადებიუტო მხატვრული ფილმის პრემიერა 2010 წლის კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა და კანის ფესტივალის ოფიციალურ პროგრამაშიც შევიდა, ისევე, როგორც მისი ბოლო ფილმი „ნისლში“, რომელიც ოქროს პალმის რტოზე იქნა ნომინირებული.


სინოფსისი

საბჭოთა კავშირის დასავლეთ საზღვრები, 1942 წელი. რეგიონი ოკუპირებულია გერმანელების მიერ, მიდის პარტიზანული ბრძოლები. სოფელთან ახლოს, სადაც სუშენია, უბრალო რკინიგზის მუშა, ოჯახთან ერთად ცხოვრობს, მატარებელი ლიანდაგებიდან გადმოვა. უდანაშაულო სუშენიას სხვა აჯანყებულებთან ერთად დაიჭერენ, მაგრამ გერმანელი ოფიცერი მას სიცოცხლეს შეუნარჩუნებს და გაათავისუფლებს. სოფელში ხმები დაიძრება სუშენიას ღალატის შესახებ და პარტიზანები, ბურივი და ვოიტიკი ტყიდან შურის საძიებლად სუშენიასთან მოვლენ. სანამ პარტიზანები სუშენიას ტყეში მიუძღვებიან, გერმანელები მათ ალყაში მოაქცევენ. ბოლოს სუშენია დაჭრილი მტრის პირისპირ აღმოჩნდება, მარტო, ტყეში. მეგობრებისაგან და მტრისგან შორს, უღრან ტყეში, ზღვარი ღალატსა და გმირობას შორის იშლება და სუშენია მორალური არჩევნის წინაშე დგება.  

 

see more

close

სახლი კოშკურით

უკრაინა, 2011 წ., 81 წთ, შავ-თეთრი, 35 მმ

 

რეჟისორი: ევა ნეიმანი  

სცენარის ავტორი: ევა ნეიმანი (ფრიდრიხ გორენშტეინის რომანის მიხედვით)     

ოპერატორი: რიმვიდას ლეიპუსი

მუსიკა: იურგენ გრიოზინერი, ერიკ სატი

მხატვარი: გენადი პოპოვი, ალექსეი იუროვი         

მონტაჟი: პაველზა ლესოვი      

პროდიუსერი: ალესანდ რტკაჩენკო  

საპროდიუსერო კომპანია: 1+1 Production

როლებში:  დიმიტრი კობეტსკოი, ეკატერინა გოლუბევა, მიხაილ ვეკსლერი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ევა ნეიმანი 1974 წელს დაიბადა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში. მან დაამთავრა ფილიპს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი მარბურგში და გერმანიის ფილმისა და ტელევიზიის აკადემიის სარეჟისორო ფაკულტეტი ბერლინში. წარმატებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის, „Friereein, taueauf“  (2001 წ.) შემდეგ მან რამოდენიმე დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომლებიც მრავალ საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს (Allen beimalten, 2004, Das Meer sehen, 2005, WegeGottes, 2007). 2007 წელს ნეიმანმა გადაიღო პირველი მხატვრული ფილმი „მდინარესთან“, რომლის პრემიერაც როტერდამის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. „სახლი კოშკურით“ მისი მეორე ნამუშევარია. 

 

სინოფსისი

რვა წლის ბიჭუნა ავადმყოფი დედასთან ერთად მატარებლით  ბაბუასთან მიემგზავრება. გზად დედას ჯანმრთელობა გაუარესდება და დედა-შვილი იძულებული ხდება მატარებელი დატოვონ და მიყრუებულ სოფელში ჩამოვიდნენ, სადაც დედას საავადმყოფოში აწვენენ. მცირე ბიუჯეტიანი დრამა აღწერს ზამთრის ერთ დღეს საბჭოთა კავშირის პატარა სოფელში. ჩვენ ბავშვის თვალებით ვუყურებთ ომითა და უსახსრობით დატანჯულ ხალხს, რომელიც სხვის გასაჭირს არაფრად აგდებს. ფილმი ეფუძნება ფრიდრიხ გორენშტეინის ავტობიოგრაფიას, რომელმაც ტარკოვსკის „სოლარისი“ დაწერა.

 

see more

close

ქათამი ქლიავით

საფრანგეთი/გერმანია,  2011 წ.,  91 წთ., ფერადი

 

რეჟისორები:  ვინსენტ პარონო, მარიან სატრაპი

სცენარისტები:  ვინსენტ პარონო, მარიან სატრაპი

მონტაჟი:  სტეფან როში

მუსიკა:  ოლივიე ბერნე

როლებში:  მატიე ამალრიკი, ედუარ ბაერი, მარია მედეიროსი

პროდიუსერი:  ჰენგამეჰ პანაჰი

თრეილერის ნახვა

ვინსენტ პარონო

ვინსენტ პარონო, იგივე „ვინშლუსი“, დაიბადა 1970 წელს. იგი ევროპაში ცნობილი კომიქსებისა და გრაფიკული რომანების შემქმნელია. „ვინშლუსი“ ვინსენტ პარონოს ფსევდონიმია, მან მარიან სატრაპისთან ერთად გადაიღო ანიმაციური ფილმი „პერსეპოლისი“, მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, რომელმაც კანის ფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. „პერსეპოლისი“ ნომინირებულ იქნა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე და ოქროს გლობუსზე. აგრეთვე, წარდგენილი გახლდათ კანის ფესტივალის ოქროს პალმის რტოზეც. პარონომ  და სატრაპიმ ისევ გააერთიანეს ძალები, ფილმი „ქათამი  ქლიავით“ მარიან სატრაპის 2006 წელს გამოცემული წიგნის ადაპტირებაა.


მარიან სატრაპი

მარიან სატრაპი ირანული წარმოშობის, ფრანგი გრაფიკული რომანისტი, ილუსტრატორი, ანიმაციური ფილმების რეჟისორი და საბავშვო ფილმების ავტორია. 1983 წელს, თოთხმეტი წლის ასაკში იგი მშობლებთან ერთად გამოექცა ირანში არსებულ  რეჟიმს და ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გადავიდა საცხოვრებლად. ვენაში იგი ფრანგულ გიმნაზიაში დადიოდა. როგორც მის ავტობიოგრაფიულ ფილმში, „პერსეპოლისშია“ აღწერილი, სკოლის პერიოდში ის ძირითადად მეგობრების სახლებში რჩებოდა, სამი თვე ქუჩაშიც კი იცხოვრა. რთული ავადმყოფობის შემდეგ ის ირანში დაბრუნდა და სწავლა აზადის ისლამურ უნივერსიტეტში გააგრძელა, სადაც მარიან სატრაპის  მაგისტრის ხარისხი მიენიჭა.

 

სინოფსისი

თეირანი, 1958 წელი – ნასერალიხანს, ყველაზე ცნობილ მუსიკოსს, თავისი საყვარელი ვიოლინო გაუტყდება. ინსტრუმენტი შეუცვლელია, ხოლო ცხოვრება მუსიკის გარეშე აზრს კარგავს. კაცი ლოგინად ჩავარდება, ნელ-ნელა იძირება თავის ახალგაზრდობასა და შვილების მომავალზე ოცნებაში. ისტორია ერთი კვირის მანძილზე ვითარდება, საიდუმლოებებს ნათელი ეფინება და ვხვდებით, რატომ არ სურს მუსიკოსს სიცოცხლე მუსიკის გარეშე.   

see more

close

სიბნელეში

კანადა/გერმანია/პოლონეთი, 2011 წ., 143 წთ.


რეჟისორი: აგნეშკა ჰოლანდი 

სცენარის ავტორი: დევიდ შამონი

ოპერატორი: იოლანტა დილევსკა

მონტაჟი: მიშალ ცჟარნეცკი

როლებში: რობერტ ვიეკიევიჩი, ბენო ფურმანი, აგნიესკა გროჩოვსკა, მარია შარადერი, ჰერბერტ კნაუფი, კინგა პრეისი, კშიშტოფ სკონიეზნი 

პროდიუსერები: ლენდერ კარელი, პაულ სტეფენსი, ვოიეჟ დანოვსკი, ერიკ ჯორდანი, პატრიკ კნიფელი, მარკ-დანიელ დიჩანტი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

აგნეშკა ჰოლანდი 1948 წლის 28 ნოემბერს დაიბადა ვარშავაში. ის კინორეჟისორი და სცენარისტია. პრაღის კინოსკოლის დამთავრების შემდეგ, 1971 წელს, აგნეშკა ჰოლანდი პოლონეთში დაბრუნდა. კინოკარიერა ქშიშტოფ  ზანუსისთან და ანჟეი ვაიდასთან მუშაობით დაიწყო. მისი სადებიუტო  ნამუშევარი სატელევიზიო ფილმი იყო „საღამო აბდონებთან“ (1975 წ.), ხოლო პირველმა მხატვრულმა ფილმმა, „პროვინციელი მსახიობები“ (1978 წ,) 1980 წლის კანის კინოფესტივალზე კრიტიკოსთა საერთაშორისო პრიზი მიიღო. 1981 წელს ჰოლანდი საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. მისმა 1990 წლის ფილმმა, „ევროპა ევროპა”, ამერიკის კინოაკადემიის ნომინაცია მიიღო საუკეთესო სცენარისათვის. მიიღო ოქროს გლობუსი და ნიუ-იორკის კრიტიკოსთა პრიზი. „ოსკარის” ნომინაციაზე, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი, ჰოლანდის 1895 წლის ნამუშევარი, „ძნელი მოსავალი“ (Angry Harvest) იქნა წარდგენილი. ის ქშიშტოფ კიშლოვსკისთან ერთადაც მუშაობდა ტროლოგიის: „სამი ფერი - ცისფერი" - სცენარის შექმნის დროს.

 

სინოფსისი

„სიბნელეში“ მოგვითხრობს ნამდვილ ისტორიას ლეოპოლდ სოჩაზე, რომელიც გერმანელების მიერ ოკუპირებულ ლვოვში ჯიბის ქურდი იყო. ის შემთხვევით საკანალიზაციო მილში დამალულ ებრეალთა ჯგუფს იპოვის და საფასურის სანაცვლოდ მათ დამალვას დათანხმდება. თითქოსდა ზუსტად გათვლილი საქმე მოულოდნელად ვითარდება, ფილმის გმირებს 14 თვის მანძილზე გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ.

 

see more

close

აბრეშუმის გზის ქვეყნების სექცია

გაიღიმეთ

საქართველო/საფრანგეთი/ლუქსემბურგი, 2012, 91 წთ.


რეჟისორი/სცენარი: რუსუდან ჭყონია

ოპერატორი: კონსტანტინე მინდია ესაძე

მონტაჟი: რუსუდან ჭყონია, ჟან-პიერ ბლოკი, ლევან კუხაშვილი

ხმის რეჟისორი: პაატა გოძიაშვილი

მხატვარები: სოფო ბაზღაძე, მამუკა ესაძე,დიმა არსანისი გიგა იაკობაშვილი

როლებში: ია სუხიტაშვილი, გია როინიშვილი, ოლგა ბაბლუანი, თამუნა ბუხნიკაშვილი, ნანა შონია, შორენა ბეგაშვილი, მაკა ჩიჩუა 

პროდუსერი: რუსუდან ჭყონია, ნიკოლას ბლანკი

საპროდიუსერო კომპანია:Nike studio, Agat Films; CIE EX NIHILO 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

რუსუდან ჭყონია დაიბადა 1978 წლის 25 აპრილს, ქ. თბილისში.

2001 წელს დაამთავრა საქართველოს კინოსა და თეატრის უნივერსიტეტი ტელეგადაცემათარეჟისურის სპეციალობით. იმავე წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი ქუჩის ბავშვებზე მათ სახელი არ გააჩნიათ. რომელმაც მრავალი პრიზი მოუტანა, შემდეგ გადაიღო დოკუმენტური ფილმი ტრეფიკინგზე აღთქმული ქვეყანა და ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი 2005 -2006 წლებში მონაწილეობდა ბერლინალეს ტალანტების კამპუსში, 2007-ში კანის ფესტივალის რეზიდენსში, 2008ში სწავლობდა აბუდაბიში ნიიუორკის კინო აკადემიაში. 2012 ში გადაიღო ფილმი „გაიღიმეთ“.

 

სინოფსისი

ათი მრავალშვილიანი ქალი იბრძვის სილამაზის კონკურსის მოსაგებად, სადაც პრიზი ბინა და 25 ათასი დოლარია. მონაწილეებს ოცნებები მალე გაუცრუვდებათ, რადგან აღმოჩნდება რომ კონკურსი  მხოლოდ ფარსია. კონკურსის ორგანიზატორები და მედია მონაწილეთა რთულ სიტუაციას იყენებს: ქართველი ქალი, აფხაზეთის ომი, პატრიოტიზმი - ყველაფერი ეს  შოუს ორგანიზატორების მიერ აუდიტორიის გასართობად გამოიყენება. საბოოლოო ჯამში ყველაფერი კონკურსის მონაწილეებს შორის ჩხუბით მთავრდება. 

 

see more

close

მომავალი უსასრულოდ გრძელდება

თურქეთი/საფრანგეთი/გერმანია, 2011 წ., 108 წთ.

 

რეჟისორი: ოზჯან ალფერი 

სცენარის ავტორი: ოზჯან ალფერი

ოპერატორი: ფეზა ქალდირანი

მონტაჟი: აიჰან ერგურზელი, ტომას ბალკენჰოლი, ოზჯან ალფერი, უმუთსაკალიოღლუ

მუსიკა: მუსტაფა ბიბერი

როლებში:  გაი გიურზელი, დურუქან ორდუ, სარქის სეროპიანი, ოსმან კარაკოჩი, ერდალ ქირიქი

პროდიუსერი: ერსინ ჯელიქი, სონერ ალფერი

საპროდიუსერო კოპანია: Nar Film[1] /Unafilm/Arizona Films 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ოზჯან ალფერი დაიბადა 1975 წელს (ქ. ხოფა, ართვინი, თურქეთი). სწავლობდა ფიზიკასა და მეცნიერების ისტორიას სტამბულის უნივერსიტეტში. 1996-2000 წლებში მონაწილეობდა მესოპოტამიის კულტურის ცენტრისა და ნაზიმის კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებულ უორქშოპებში. 1997 წლიდან მუშაობდა კინოგადაღებებზე, როგორც რეჟისორის ასისტენტი და წარმოების მენეჯერი. მისი სადებიუტო ფილმი, „შემოდგომა”, დაჯილდოვდა ლოკარნოს, ბათუმის, სოფიას, ანკარასა და ერევანის საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

 

სინოფსისი 

სუმრუ სტუდენტი გოგონაა სტამბულიდან, რომელიც თურქეთის სოფლებში დადის და სევდიან სიმღერებს, ელეგიებს აგროვებს თავისი სადიპლომო ნამუშევრისათვის. ის ანტი-ქურთულ სამხედრო კამპანიებში დაღუპულთა ოჯახებს სტუმრობს, მათ ინტერვიუებსა და ნამღერს იწერს. მგზავრობისას ის აჰმედს ხვდება, რომელიც პატარა ქალაქში ცხოვრობს და კინოგაქირავება აქვს. მათ მრავალი საერთო ინტერესი აღმოაჩნდებათ. აჰმედი სუმრუს ეხმარება. საბოლოოდ „თავგადასავალი” სტამბულის ნაცვლად, ჰაკარის შორეულ მთებში მთავრდება, სადაც სუმრუს შეყვარებულის უეცარი გაქრობის საიდუმლოს ფარდა ეხდება.

 

see more

close

ბახმარო

საქართველო, 2011, 58 წთ.

 

რეჟისორი: სალომე ჯაში

სცენარის ავტორი: სალომე ჯაში

ოპერატორი: დერეკ ჰოვარდი

ხმის ოპერატორი: დავით სიხარულიძე
ხმის ინჟინერი: პაატა გოძიაშვილი

პროდიუსერები: ანა ძიაპშიპა (საქდოკ ფილმი,საქართველო) ჰაინო დეკერტი (ma.ja.de. გერმანია)
წარმოება: საქდოკ ფილმის და ma.ja.de

ბიოგრაფია

 
კინოდოკუმენტალისტი სალომე ჯაში. დაიბადა საქართველოში, 1981 წელს. 2002 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და 2003 წელს კავკასიის მედია სკოლაში მედია მენეჯმენტისა და ჟურნალისტიკის სპეციალობის დასრულების შემდეგ სალომე ჯაში საქართველოს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ში მუშაობდა ჟურნალისტად. მოგვიანებით, ლონდონის უნივერსიტეტის მედია ხელოვნების ფაკულტეტზე, დოკუმენტალისტის მაგისტრის ხარისხი მიიღო.
2007 წელს იყო ჟიურის წევრი ნორვეგიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე, ხოლო 2009 წელს იტალიაში, ლესინიას საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი. მისმა მოკლემეტრაჟიანმა დოკუმენტურმა ფილმმა, `მათი ვერტმფრენი”, საერთაშორისო კინოფესტივალები მოიარა და ოთხი პრიზის მფლობელი გახდა. 2009 წელს სალომე ჯაშის დოკუმენტური კინოპროექტი `რესტორანი ბახმარო” მონაწილეობდა ბერლინალეს `ტალენტ კამპუსის” დოკუმენტურ სექციაში და ექსორიენტეს კინოსემინარებზე. ფილმი დასრულდა 2011 წელს და ნაჩვენები იქნა `სილვერდოკ”-ის კინოფესტივალზე, ამერიკაში. სალომე ჯაში პროდიუსერული კომპანია შაკდოც Fილმ-ის დამაარსებელია.

 

სინოფსისი 


ფილმი ერთი შენობის ამბავს ყვება. ეს შენობა გურიის შუაგულში დგას და მასში
რესტორანს ყველაზე დიდი ფართი უჭირავს. რესტორნის კედლები ნარინჯისფერი და მწვანე პლასტიკატითაა დაფარული. გაწყობილი მაგიდები იშვიათ კლიენტს ელის. შენობის სამ სართულზე ნახავთ სხვადასხვანაირ ადამიანებს და დაწესებულებებს, რომლებსაც ერთმანეთთან თითქოს საერთო არაფერი აქვთ. ეს შენობა, ყოფილი სასტუმრო “ბახმარო”, ნოეს კიდობანს ჰგავს, რომელსაც თავს გადასარჩენად აფარებენ.  ამავე დროს ის მცირე მოდელია ქვეყნის, სადაც მუდმივად ცვლილებას ელიან.

see more

close

მოკრძალებული წვეულება

კინოჩვენების ადგილი: კინოთეატრი "აპოლო"


ირანი, 2012 წ., 100 წთ, ფერადი

რეჟისორი: მანი ჰაგიგი

სცენარის ავტორი: მანი ჰაგიგი, ამირ რეზა კოჰესტანი

ოპერატორი: ჰუმან ბეჰმანეში

მონტაჟი: ჰაედეჰ საფიარი

მუსიკა: ჯერემი სტრაჩანი, დევიდ ვეინკაუფი

როლებში: ტარანეჰ ალიდოსტი, მანი ჰაგიგი, საედ ჩანგიზიანი, ესმაილ კალაჯი, საბერ აბარი, მოჰამად აგჰებატი, დანიალ ფატი, ჰიმან დეგჰანი

პროდიუსერი: ჯალალ შამსიანი

 

ბიოგრაფია

 

მანი ჰაგიგი 1969 წელს დაიბადა. თავისი პირველი მხატვრული ფილმის, „აბადანის” (2003 წ.) შექმნამდე იგი რამდენიმე წელი ფილოსოფიას სწავლობდა. მისი მეორე მცირებიუჯეტიანი ფილმი, „კაცი სამუშაოზე” (2006 წ.), მანი ჰაგიგმა ხელის კამერით გადაიღო. ეს ნამუშევარი ბერლინის კინოფესტივალზე იქნა ნაჩვენები და მრავალი პრესტიჟული ჯილდოც მოიპოვა. მას ეკუთვნის სცენარები ცნობილი ირანული ფილმებისა: „ოთხშაბათის ფეიერვერკი“, „ელის შესახებ“, რომელმაც ბერლინის კინოფესტივალზე ვერცხლის დათვი მიიღო და „მაჰბუბის ცა“ (რეჟ. დარიუშ მეჰრჯუი, 2010 წ.). „მოკრძალებული წვეულება” მისი მეოთხე სრულმეტრაჟიანი ფილმია.

 

სინოფსისი

ქალი და მამაკაცი ომით განადგურებულ მთის გზაზე მგზავრობენ სპორტული ავტომობილით. მანქანა ფულით სავსე ტომრებითაა გატენილი. მგზავრები გზადაგზა გაჭირვებულებს ეხმარებიან. ეს კეთილი საქმეა თუ ფსიქოლოგიური თამაში? კითხვას ნელ-ნელა ეცემა პასუხი.

 

see more

close

ტალღების მესაიდუმლე – მესიჯი ზღვას

საქართველო, 2012, 5 წთ. 

 
რეჟისორი/სცენარისტი: ლევან წულუკიძე

მონტაჟი: ლევან წულუკიძე

პროდიუსერი: ლევან წულუკიძე

პროდიუსერული კომპანია: “Art Wave” 

 

სინოფსისი

 
ლევან წულუკიძის ფილმი “ტალღების მესაიდუმლე – მესიჯი ზღვას”, ნაკარნახებია მისივე მცირე ფანტასმაგორიული ჩანახატით, რომელიც ეძღვნება ქალაქს სადაც თავად ხელოვანი ცხოვრობს. ფილმი ერთგვარი დაკვირვებაა ბათუმზე – ზღვის ქალაქზე, განცდილი ერთ კონკრეტულ დღეს ქალაქში სეირნობისას, მისტიური მიკრო და მაკრო სამყაროების ინტეგრირებისას და რომელიც ტალღების მესაიდუმლესთან შეხვედრით სრულდება.

 

ბიოგრაფია


ქართველი მულტიმედია არტისტი ლევან წულუკიძე დაიბადა 1969 წლის 1 ნოემბერს ბათუმში. ის ექსპერიმენტული ელექტრო-როკ ჯგუფის „ნიჟარას“ დამაარსებელი და ლიდერია. ასევე გააჩნია სხვა მუსიკალური პროექტები. ლევან წულუკიძემ თავისი აქტივობა ხელოვნების სხვადასხვა სფეროებში დაიწყო 90-იანების შუა ხანებიდან შემეცნებითი ტელე და რადიო გადაცემებით, ღებულობდა მონაწილეობას გამოფენებში, აწყობდა ინსტალაციებს, ვიდეო-არტებს და ა.შ.მან მრავალი სასცენო წარმოდგენა შექმნა პოეზიის, მუსიკის და ვიზუალური ხელოვნებოს სინთეზით. ლევანი ასევე არის  მუსიკალურ-ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორი.

see more

close

სტანსები ქეთისთვის

საქართველო, 2012, 2 წთ.

 
რეჟისორი/სცენარისტი: ლევან წულუკიძე

მონტაჟი: ლევან წულუკიძე

პროდიუსერი: ლევან წულუკიძე

პროდიუსერული კომპანია: “Art Wave”

 

სინოფსისი

ეს არის ბათუმელი პოეტის სტანსები მიძღვნილი ბათუმელ ფოტოგრაფზე. მინიატურული ფილმი - ფოტო-პოეზია ინსპირირებული ფოტოებით, რომელსაც იღებდა ფოტოების ავტორი “ზენიტის” ფირის ფოტოკამერით.

 

ბიოგრაფია

ქართველი მულტიმედია არტისტი ლევან წულუკიძე დაიბადა 1969 წლის 1 ნოემბერს ბათუმში. ის ექსპერიმენტული ელექტრო-როკ ჯგუფის „ნიჟარას“ დამაარსებელი და ლიდერია. ასევე გააჩნია სხვა მუსიკალური პროექტები. ლევან წულუკიძემ თავისი აქტივობა ხელოვნების სხვადასხვა სფეროებში დაიწყო 90-იანების შუა ხანებიდან შემეცნებითი ტელე და რადიო გადაცემებით, ღებულობდა მონაწილეობას გამოფენებში, აწყობდა ინსტალაციებს, ვიდეო-არტებს და ა.შ.მან მრავალი სასცენო წარმოდგენა შექმნა პოეზიის, მუსიკის და ვიზუალური ხელოვნებოს სინთეზით. ლევანი ასევე არის  მუსიკალურ-ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორი.

see more

close

ვიოცნებოთ ბუნებრივობაზე

რუსეთი/გერმანია, 2011 წ, 30 წთ..


რეჟისორი: ჟენია გორინ

ოპერატორები: იური გორიანოვი, ალექსანდრ ზოლოტაევი, 
კრისტოფ ვიჩორეკი, პატრიკ მიულერი

მონტაჟი: იური გორიანოი, ალექსანდრ ზოლოტაევი

მოცეკვავეები: ჟანა სეკირბაიევა (Grand Theatre de Luxembourg), ჯასტინ ფ. კენედი (Alonzo King's Lines Ballet Repertory Ensemble),ორენ ლაზოვსკი (Deutche Oper Berlin), დენის ნოაკი (Deutche Oper Berlin).

მუსიკა: Nino Katamadze & Insight “GREEN”

პროდიუსერი: ალექსანდრ სკრასტინი

ბიოგრაფია

ჟენია გორინი რუსეთის ქალაქ კალუგაში დაიბადა 1965 წელს. სკოლის დამთავრების მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა დაიწყო საკუთარი თავის შეცნობის მიზნით. ზოგ ქალაქში ფსიქოლოგიურ და შემოქმედებით კოლექტივებს ქმნიდა.  ის მოსკოვის გერასიმოვის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუში რეჟისურის, ხოლო ბერლინის უნივერსიტეტი ფსიქოანალიზის ლექციებს ესწრებოდა როგორც თავისუფალი მსმენელი. ბოლო წლებია თავად კითხულობს ლექციებს ფსიქოლოგიაში და სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფის იდეოლოგი და პროდიუსერია (Pinball, The Postman of Nobel, Tadzio). გორინის სარეჟისორო დებიუტი 2010 წელს შედგა (ფილმი «40000 წუთი წითელში). ამჟამად ის სრულმეტრაჟიან ფილმზე, «მუსიკის მასწავლებლის სიზმრებზე» მუშაობს, რომელიც მსოფლიოში ცნობილ გიტარისტებზე ყვება.

 

სინოფსისი

2011 წლის ოქტომბერი. ბერლინის ერთ-ერთ რაიონში, კროიცბერგში მდებარე სტუდია Trix-ში, მთავრდება ნინო ქათამაძისა და ჯგუფ «Insight”-ის ახალი ალბომის “GREEN”-ის ჩაწერა. პარალელურად, მდინარის გადაღმა, ფრიდრიქსჰაინში, JACKI-ში, ბერლინური ანდერგრაუნის მექაში ოთხი ქვეყნიდან ჩამოსული თანამედროვე ბალეტის დასი პროექტ “Let’s dream of Nature”-ზე მუშაობს.  ეს არის ნინო ქათამაძისა და ჯგუფ «Insight”-ის ახლადდაბადებულ მუსიკაზე შექმნილი, თავისუფალი, სრულიად იმპროვიზირებული ცეკვა.

ავტორისაგან: “………… არავითარი ისტორია, არავითარი პოლიტიკა, არავითარი იდეოლოგია, არავითარი საინფორმაციო ფაშიზმი, არავითარი ხალხი და მათი შეხედულებანი. ფილმი მუსიკისა და ადამიანის სხეულის შერწყმაზეა, კამერა მხოლოდ ამ ინტიმურ პროცესს აკვირდება.

see more

close

ოსტატთა კოლექცია

ანგელოზის წილი

დიდი ბრიტანეთი/საფრანგეთი/ბელგია/იტალია,  2012 წl,  106 წთ.

 

რეჟისორი: კენ ლოუჩი

სცენარის ავტორი: პოლ ლავერტი

ოპერატორი:  რობი რაიანი

მონტაჟი: ჯონათან მორისი

მუსიკა: ჯორჯ ფენტონი

ხმა: რეი ბეკეტი

როლებში: პოლ ბრანიგანი, ჯონ ჰენშოუ, გარი მეიტლანდი, ჟასმინ რიგინსი, უილიამ რუანი, როჯერ ალამი, სიობან რეილი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

კენ ლოუჩი დაიბადა 1936 წელს, ნუინიტონში, დიდ ბრიტანეთში. სწავლობდა სამართალს და თეატრში მცირეხნიანი მოღვაწეობის შემდეგ, 1963 წელს, „იგი ბი-ბი-სიმ“ დაიქირავა რეჟისორის ასისტენტად. საყოველთაო ყურადღება მან 1966 წელს დადგმული სატელევიზიო სპექტაკლით - „ქეითი სახლში ბრუნდება“ და პირველი ორი ფილმით: „საწყალი ძროხა“ (1966 წ.) და „კესით“ (1970 წელს ამ ფილმმა კარლოვი ვარის ფესტივალზე ოქროს გლობუსი აიღო) მიიქცია.

ლოუჩმა შემდეგი ორი ათწლეული ტელევიზიაში გაატარა, მისმა პროექტებმა კომერციული წარმატება ვერ მოიპოვა. გადამწყვეტი მომენტი 1990 წელს დადგა, როდესაც მან „რიფ-რაფი“ გადაიღო, ამას მოყვა მრავალი ჯილდოს მფლობელი პროექტები: „საიდუმლო გეგმა“ (1990 წ.), „ქვების წვიმა“ (1993 წ.), „მიწა და თავისუფლება” (1995 წ.), „მე მქვია ჯო“ (1998 წ.), „ბედნიერი 16 წელი” (2002 წ.), „დამშვიდობების კოცნა“ (2004 წ.), „ქარი, რომელიც ქერის ყანაში ქრის“ (2006 წ.), „ეს თავისუფალი მსოფლიოა“ (2007 წ.), „ერიკის ძებნაში“ (2009 წ.), „ირლანდიური მარშრუტი“ (2010 წ.), და „ანგელოზის წილი“. კენ ლოუჩის ფილმებმა მრავალი პრიზი მოიპოვეს საერთაშორისო კინოფესტივალებზე (კანი, ვენეცია, ბერლინი). მას ასევე მიღებული აქვს ბრიტანეთის კინოაკადემიის (BAFTA) ჯილდოც.

 

სინოფსისი

სატირული კომედია გლაზგოელი ბიჭის შესახებ, რომელსაც ყოფითი პრობლემიდან თავის დაღწევა სურს. რობი სამშობიარო სახლში შეიპარება, რათა თავისი შეყვარებული, ლეონა და ახლადდაბადებული ვაჟი, ლუკი მოინახულოს. ახალშობილს ხელში აიყვანს და დაიფიცებს, რომ ბავშვის ცხოვრება მამის ცხოვრებასავით არეული არასოდეს იქნება. 

სოციალურ ცენტრში რობი ხვდება რინოს, ალბერტსა და მოს, რომელთათვისაც სამუშაოს პოვნა ისეთივე შორეული ოცნებაა, როგორც მისთვის. ცოტა ხანში რობი, მეგობრებთან ერთად ვისკის დეგუსტატორად იწყებს მუშაობას და ამ საქმეში დიდ ნიჭს გამოავლენს. რას იზამს? ძველ ძალადობას დაუბრუნდება, თუ ახალ ცხოვრებას დაიწყებს? ეს მხოლოდ ანგელოზებმა იციან... 

 

see more

close

ტურინის ცხენი

უნგრეთი / საფრანგეთი / გერმანია / შვეიცარია / აშშ,  2011 წ., 146 წთ.

 

რეჟისორი: ბელა ტარი

სცენარი: ბელა ტარი, ლასლო კრასნაჰორკაი

ოპერატორი: ფრედ კელემენი 

მხატვარი: შანდორ კალაი 

კომპოზიტორი: მიჰალი ვიგი

ხმის რეჟისორი: გაბორ ერდელი უმცროსი 

მონტაჟი: აგნეს ჰრანიცკი 

პროდიუსერ(ებ)ი: გაბორ ტენი 

მონაწილეობენ: ერიკა ბოკი, იანოშ დერჟი, მიჰალი კორმოში, რიჩი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დაიბადა 1955 წელს პეჩში, უნგრეთში. 16 წლისამ დაიწყო პირველი სამოყვარულო ფილმების გადაღება, შემდეგ ბელა ბალაშის სტუდიაში მუშაობდა ბუდაპეშტში და სწავლობდა კინოსა და თეატრის უმაღლეს სკლაში. 1984 წლიდან თანამშრომლობს მწერალ ლასლო კრასნაჰორკაისთან, ყველა მისი ფილმი, დაწყებული „წყევლიდან" (Kárhozat, 1988) ამ თანამშრომლობის შედეგია. კრასნაჰორკაის რომანის მიხედვით გადაღებულმა შვიდსაათნახევრიანმა ფილმმა „ეშმაკის ტანგო" (Sátántangó, 1994) ბელა ტარს დიდი  საერთაშორისო აღიარება მოუტანა. „ტურინული ცხენი", რომელიც, რეჟისორის თქმით, მისი უკანასკნელი ფილმია, წელს ჟიურის დიდი პრიზით აღინიშნა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

 

სინოფსისი

1889 წელს ტურინში მოგზაურობის დროს გერმანელი ფილოსოფოსი ფრიდრიხ ნიცშე შეესწრო სცენას, როგორ ამათრახებდა მეეტლე გაჯიუტებულ ცხენს. ნიცშე ცხენს მივარდა, ხელები ყელზე მოხვია, რომ დაეცვა, და გრძნობა დაკარგა. ამის შემდეგ ნიცშე სამუდამოდ დადუმდა და თავისი ცხოვრების ბოლო 11 წელი დედისა და დების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარა ლოგინად ჩავარდნილმა ისე, რომ სიტყვა აღარ უთქვამს. მაგრამ რა დაემართა ცხენს? ამ პროლოგის შემდეგ ნიცშე უკანა პლანზე იწევს და მთავარი გმირი სწორედ ეს ცხენი ხდება.

 

see more

close

ზეციური მანქანები

საფრანგეთი/ გერმანია. 2012, 115 წთ.

 

რეჟისორი: ლეოს კარაქსი

სცენარის ავტორი: ლეოს კარაქსი

ოპერატორი: კაროლინე ჩამპეტიერი

მონტაჟი: ნელი ქუეტიერი

მუსიკა: ნეილ ჰანონი

ხმა: ერვან კერზანეტი

როლებში: დენის, ლავანტი, ედიტ სკობი, ევა მენდესი, კელი მინოგუ, კორდელია პიკოლი, ელიზე ლჰომეაუ

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დაიბადა 1960 წლის 22 ნოემბერს, პარიზის გარეუბანში. ფრანგი კინორეჟისორი, კრიტიკოსი და სცენარისტი. მისი ფილმები გამორჩევა პოეტური სტილით და სიყვარულის თავისებური აღქმით. ლეოს კარაქსი რეჟისორის ფსევდონიმია და მისი ნამდვილი სახელის ანაგრამაა (Alex Oscar - Leos Carax). 

კინოკარიერა კარაქსმა რეცენზიების წერით დაიწყო. ამ პერიოდშივე გადაიღო რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი.  1984 წელს ლეოს კარაქსმა თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის, „ბიჭი ხვდება გოგოს" გადაღებისას დაიწყო თანამშრომლობა იმ დროს უმუშევარ მსახიობთან დენი ლავანთან, რომელიც მისი ალტერ-ეგო გახდა და ყველა მის მომდევნო ფილმში მიიღო მონაწილეობა. 

კარაქსმა მეორე ნამუშევარი „ცუდი სისხლი" ახალი ტალღის რეჟისორებს, კერძოდ ჟან-ლუკ გოდარს მიუძღვნა. ამ ფილმმა მაყურებლების ნაწილი აღაშფოთა, სამაგიეროდ, განამტკიცა რეჟისორის რეპუტაცია, რომელსაც თანამედროვე სამყაროში სიყვარულის მრავალი უცნობი მხარის აღმოჩენა შეუძლია.  კარაქსის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრებია „ბიჭი ხვდება გოგოს" (1984), „ცუდი სისხლი" (1986), „შეყვარებულები ხიდზე" (1991), „პოლა იქსი" (1999)

 

სინოფსისი

დილიდან ღამემდე, რამდენიმე საათი მონსინიორ ოსკარის ცხოვრებაში. იდუმალი პერსონაჟი, რომელიც  ერთი ცხოვრებიდან მეორეში მოგზაურობს. ის ერთდროულად მათხოვარიცაა, მკვლელიც, მონსტრი, ოჯახის კაციც ....  მრავალ როლს თამაშობს, მაგრამ სად არის კამერები?

ოსკარი მარტოა, მხოლოდ ქერათმიანი ქალი სელინი დაყვება, რომელიც ლიმუზნით დაატარებს მას პარიზის ქუჩებში. ოსკარიც,  როგორც კეთილსინდისიერი მკვლელი, მოძრაობს ერთი მკვლელობიდან მეორემდე. და მიყვება იდუმალ მამოძრავებელ ძალას, ქალების და წარსული ცხოვრების აჩრდილებს..

მაგრამ სად არის მისი ნამდვილი სახლი, ოჯახი და ყველაფერი დანარჩენი?

see more

close

ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი

საქართველო, 1983 წ; 93 წთ.

 

 

რეჟისორი: ელდარ შენგელაია;

სცენარის ავტორები: რეზო ჭეიშვილი, ელდარ შენგელაია;

ოპერატორი: ლევან პაატაშვილი

კომპოზიტორი: გია ყანჩელი

როლებში: რამაზ გიორგობიანი ,ვასილი კახნიაშვილი, თეიმურაზ ჩირგაძე ,ივანე საყვარელიძე, სესილია თაყაიშვილი, გრიგოლ ნაცვლიშვილი, გურამ ლორთქიფანიძე.

საპროდიუსერო კომპანია: „ქართული ფილმი“

 

ბიოგრაფია

დაიბადა 1933 წლის 26 იანვარს. 1958 წელს დაამთავრა საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი იუტკევიჩის სახელოსნო) იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის პირველი მდივანი (1976-1991), უზენაესი საბჭოს დეპუტატი (1990-1992), სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992), საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, კულტურის კომისიის თავმჯდომარე (1992), პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (1995). საქართველოს სახალხო არტისტი (1979). საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1988). საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე, პროფესორი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. დაჯილდოებულია საბჭოთა კავშირის სახელმწიფო (1985) და რუსთაველის სახელობის (1998) პრემიებით.  ვენეციის (1986) და ბერლინის  (1992) საერთაშორისო კინოფესტივალების ჟიურის წევრი

 

სინოფსისი 

 ახალგაზრდა მწერალს რედაქციაში მოთხრობა მიაქვს. მისი განხილვის მოლოდინში გადის შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული... მოთხრობას არათუ არავინ კითხულობს, მისი ყველა არსებული ეგზემპლარიც უკვალოდ ქრება. ამ დაწესებულებაში ყველა თავისი საქმით არის გართული: დირექტორი მუდამ გადარბენაზეა – თათბირიდან ბანკში, ბანკიდან შეხვედრაზე, შეხვედრიდან ბანკეტზე და ასე დაუსრულებლად, რედაქტორებიდან ზოგი ფრანგულს სწავლობს, ზოგი კერავს, ზოგი საუზმეს იმზადებს, ვიღაც შვებულებაშია, ვიღაც – მივლინებაში, სხვები ჭადრაკს თამაშობენ... ერთადერთი ადამიანი, ვინც ხელნაწერებს კითხულობს, მღებავია...

 

see more

close

გაუცხოება

თურქეთი, 2002 წ., 110 წთ.

 

რეჟისორი : ნური ბილგე ჯეილანი
სცენარის ავტორი : ნური ბილგე ჯეილანი
ხაზის პროდიუსერი: ფერიდუნ ქოჩი
ხმის რეჟისორი : იზმაილ კარადასი
სამხატვრო დირექტორი : ებრუ ჯეილანი
მონტაჟი : აიჰან ერგიურსელი, ნური ბილგე ჯეილანი
საუნდ მიქსი : ერქან აქთასი, Fono Film
საპროდიუსერო კომპანია : NBC Film
პროდიუსერი : ნური ბილგე ჯეილანი
როლებში: მუზაფერ ოზდემირი, მეჰმეთ ემინ თოფრაქი¸ზუჰარ გენჯარ ერქაია, ნაზან ქირილმისი, ფერიდუნ ქოჩი¸ფათმა ჯეილანი, ებრუ ჯეილანი

 

ბიოგრაფია

ნური ბილგე ჯეილანი დაიბადა სტამბულში 1959 წელს. დაამთავრა ბოსფორის უნივერსიტეტი ინჟინრის სპეციალობით, შემდეგ ორი წელი კინოხელოვნებას ეუფლებოდა მიმარ სინანის უნივერსიტეტში. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „კოზა“ ნაჩვენები იყო კანის კინოფესტივალზე 1995 წელს. სადებიუტო სრულმეტრაჟიანმა ფილმებმა „პატარა ქალაქი” და „ღრუბლები მაისში” მრავალი საერთაშორისო ჯილდო მიიღეს. ჯეილანის მესამე ფილმმა - „უზაკი” (შორეული), გრან პრი და საუკეთესო მსახიობის პრიზი დაიმსახურა კანის 2003 წლის კინოფესტივალზე. ამავე ფესტივალზე, 2006 წელს, ფილმმა „იქლიმერ” (კლიმატები) FIPRESCI-ის პრიზი დაიმსახურა და კინოკრიტიკოსთა მრავალი ჯილდო მიიღო. კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, როგორც საუკეთესო რეჟისორმა, მან კიდევ ერთხელ დაიმსახურა აღიარება, როდესაც უკანასკნელი ფილმი, “სამი მაიმუნი” წარადგინა.

 

სინოფსისი

ახალგაზრდა ფოტოგრაფი, რომელსაც ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს, იძულებულია თავის შორეულ ნათესავს დაეხმაროს, რომელიც თავშესაფრისა და ფულის საშოვნელად სოფლიდან ჩამოდის, რათა საბოლოოდ უცხოეთში გაემგზავროს.  

 

see more

close

ნარინჯისფერი ფორმა

ირანი, 2012 წ., 107 წთ, ფერადი

 

რეჟისორი და პროდიუსერი: დარიუშ მეჰრჯუი

სცენარის ავტორები: ვაჰიდეჰ მოჰამადი-ფარი, დარიუშ მეჰრჯუი

ოპერატორი: ფაროკ მაჯიდი

მონტაჟი: ჰაიდეჰ საფიარი

მუსიკა: ქრისტოფ რეზაე

როლებში: ჰამედ ბეჰდადი, ლეილა ჰატამი, მიტრა ჰაჯარი, ტანაზ ტაბატაბაი, ჰომაუნ ერშადი, ფერდოს კავიანი, არდეშირ როსტამი, ომიდ რუჰანი, მოჰამად ჯავად ჯაფარპური, მაიარ პურჰესაბი

აღმასრულებელი პროდიუსერი: რეზა დორმიშიანი

 

ბიოგრაფია 

დარიუშ მეჰრჯუი დაიბადა თეირანში, 1939 წელს. მოზრდილ ასაკში ის საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა და სწავლა კალიფორნიის უნივერსიტეტში (UCLA), კინოს ფაკულტეტზე დაიწყო. მოგვიანებით მან სპეციალობა ფილოსოფიით შეცვალა და უნივერსიტეტი 1964 წელს დაამთავრა. დარიუშ მეჰრჯუის საერთაშორისო აღიარება მისმა მეორე მხატვრულმა ფილმმა, „ძროხამ“ (1969 წ.) მოუტანა. 1971 წელს ეს ფილმი ირანიდან „გამოაპარეს“ და ვენეციის კინოფესტივალზე წარადგინეს, სადაც ყოველგვარი სუბტიტრებისა თუ თარგმანის გარეშე გავიდა და ფესტივალის მთავარი მოვლენა გახდა.  ეს ირანულ კინოში გადამწყვეტი ფილმია. 1973 წელს, მაჰრჯუიმ თავისი ყველაზე აღიარებული ნამუშევრის, „წრის“ გადაღება დაიწყო. ამ ფილმმა, 1978 წელს, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე FIPRESCI პრიზი აიღო.

 

1981 წელს მეჰრჯუი პარიზში გაემგზავრა და იქ რამოდენიმე წელი დაჰყო. ამ პერიოდში მან სრულმეტრაჟიანი, ნახევრად დოკუმენტური ფილმი გადაიღო ფრანგული ტელევიზიისათვის. ფილმში „ჰამუნი“ (1989 წ.) მეჰრჯუი ცდილობს აღწეროს პოსტ-რევოლუციური თაობის დამოკიდებულება მისტიციზმის მიმართ. ოთხმოცდაათიან წლებში მან გადაიღო ფილმები, რომლებიც ქალთა უფლებებს ეხებოდა. „ლეილა“, 1996 წელს გადაღებული ფილმი, პირველი ფილმია მეჰრჯუის კარიერაში, რომელიც ევროპის დიდ ეკრანებზე გამოვიდა. მისი ბოლო ფილმებია „სანტორი” (2007 წ.) და „თეირანი, თეირანი” (2010 წ.).

  

სინოფსისი 

ჰამედ აბანი პროფესიონალი ფოტოგრაფია. მასზე დიდ ზეგავლენას მოახდენს „ფენ შუიზე“ წაკითხული წიგნი და იგი მოულოდნელად დაინტერესდება გარემოს ჰარმონიულობითა და სისუფთავის დაცვით. იგი მერიაში მოეწყობა სამუშაოდ, ნარინჯისფერ ფორმას ჩაიცმევს და სახელსაც გაითქვამს.  ამგვარი ცვილება ჰამედის პირად ცხოვრებაზეც მოახდეს გავლენას და მას დიდი გამოცდის წინაშე დააყენებს.

 

see more

close

ერთხელ ანატოლიაში

თურქეთი/ ბოსნია ჰერცოგოვინა, 2011 წელი. 150 წუთი. ფერადი

რეჟისორი : ნური ბილგე ჯეილანი
პროდიუსერი : ზეინეფ ოზბათურ ათაქანი
თანაპროდიუსერები: მირსად პურივათრა (Prod2006),  ედა არიქანი (1000 volt), იბრაჰიმ შაჰინი (TRT), მიუგე ქოლათი (İmaj), მურათ აქდილექი (Fida Film), ნური ბილგე ჯეილანი (NBC Film)
სცენარის ავტორებ : ერქან ქესალი,  ებრუ ჯეილანი, ნური ბილგე ჯეილანი
ოპერატორი : გიოქჰან თირიქაი
მონტაჟი : ბორა გიოქსინგოლი,  ნური ბილგე ჯეილანი
სამხატვრო დირექტორი : დილექ იაფქუოზ აიაზთუნა
ხმის მონტაჟი : თომას რობერტი
როლებში: მუჰამათ უზუნერი, ილმაზ ერდოღანი, თანერ ბირსელი, აჰმეთ მუმთაზ თაილანი, ფირათ თანისი, ერქან ქესალი

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

პატარა ქალაქში ცხოვრება რაღაცით სტეპებში მოგზაურობას ჰგავს: ყოველ ბორცვს იქით რაღაც განსხვავებულს ელოდები, მაგრამ გარემო ყოველთვის ერთგვაროვანი და მონოტონურია…

 

see more

close

ვარშავის ბრძოლა , 1920

პოლონეთი , 2011წ., 115 წთ., ფერადი

 

რეჟისორი: იერჟი ჰოფმანი 

სცენარის ავტორი: იაროსლავ სოკოლი, იერჟი ჰოფმანი

ოპერატორი სლავომირ იძიაკი

მონტაჟიმარჩინ კოტ ბასტკოვსკი

მუსიკაკრზესიმირ დებსკი

როლებში: დანიელ ოლბრიხსკი, მიხალ ზებროვსკი, გრაზინას ზაპოლოვსკა, ბოგუსავ ლინდა, ვიქტორ ზბოროვსკი, ვოიეჟ პშზონიაკი, ადამ ფერენსი, ევა ვისნიევსკა, სტანისლავ ჩელინსკა, ალექსანდრ დომოგაროვი

პროდიუსერი: იერჟი მიჩალუკი, მარიუს გაზდა

საპროდიუსერო კომპანია: Zodiak Jerzy Hoffman Film Production

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

იერჟი ჰოფმანი დაიბადა პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, 1932 წელს. არის კინორეჟისორი და სცენარისტი. სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიული ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. სწავლა 1955 წელს დაამთავრა. 1954 წლიდან 1965 წლამდე მუშაობდა ედუარდ სკორჟევსკისთან ერთად. ერთობლივად 27 დოკუმენტური და 3 მხატვრული ფილმი შექმნეს: „განგსტერები და ფილანტროპები“ (1962 წ.), „კანონი და მუშტი“ (1964 წ.) და „სამი ნაბიჯი დედამიწაზე“ (1965 წ.). 1966 წელს მან პირველ დამოუკიდებელ პროექტზე იმუშავა. ჰენრიკ შენკევიჩის ტრილოგიის მეორე ნაწილის, „პან ვოლოდიჟოვსკის“  წარმატებული ეკრანიზაციის შემდეგ ფილმის წინაისტორია - „წყალდიდობა“ გადაიღო, რომელიც 1974 წელს ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე იყო ნომინირებული, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

ოთხმოცდაათიან წლებში, იერჟი ჰოფმანის ოცნება ახდა - გადაიღო ფილმი „ცეცხლით და მახვილით“ (1999 წ.) და ამგვარად შენკევიჩის ტრილოგია დაასრულა. ეს ფილმი პოლონური კინოს ისტორიაში, ბოლო 20 წლის განმავლობაში,   ფინანსურად ყველაზე წარმატებული პროექტია.

 

სინოფსისი

1920 წელს, პოლონეთში მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი ბრძოლა იმართება. პირველი მსოფლიო ომი დასრულდა, წითელი არმია, რომელმაც მოსკოვი აიღო, ახლა ვარშავისკენ მიემართება. პოლონელთა ბედი თითქოს გადაწყვეტილია, მაგრამ მოულოდნელი კონტრ-შეტევა ყველაფერს ცვლის. პოლონელი რეჟისორის ახალი ეპიკური ფილმი მოგვითხრობს ამ ისტორიული ბრძოლის შესახებ. მთავარი გმირები ახლადდაქორწინებულები, ვარშავის თეატრის მოცეკვავე ოლა (ნატაშა ურბანსკა) და პოლონელი კავალერისტი იანი (ბორის ზჟიჩი) გახლავთ. ცნობილი ოპერატორი, სლავომირ იდჟიაკი (იყო ნომინირებული „ოსკარზე“ ფილმისთვის „Black Hawk Down“) უახლეს 3D ტექნოლოგიას იყენებს,  რათა მაყურებელმა ბოლომდე  „შეიგრძნოს“  ფილმი.

 

see more

close

საერთაშორისო კონკურსი - დოკუმენტური ფილმების სექცია

ბელა ვისტა

ურუგვაი/გერმანია, 2012 წ, 73 წთ.

 

რეჟისორი: ალისია კანო 

სცენარისავტორი: ალისია კანო         

ოპერატორი: არაუკო ჰერნანდესი      

მონტაჟი: ფერნანდო ეპსტეინი

პროდიუსერი:  ალისია კანო

როლებში: აგუსტინა აგუერო, ელიზა დი პასკუა, ფაბიანა დინარდი   

საპროდიუსერო კომპანია:  Alicia Cano Films, MJ Producciones,Filmproduktion Thomas Mauch 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ალისია კანო 1982 წელს, ურუგვაიში დაიბადა. 2006 წელს ის სასწავლებლად გაემგზავრა იტალიაში და იქ მაგისტრის ხარისხი მიიღო. მისი ინტერესის სფერო დოკუმენტური კინოა. მომდევნო წლებში ის წარმატებით მუშაობდა პოპულარულ იტალიურ დოკუმენტურ სერიალზე „Reparto Maternità“ (სამშობიარო პალატა). სატელევიზიო ფილმი, რომლის 26 სერია ალისია კანომ ბოლონიის ერთ-ერთ სამშობიარო სახლში გადაიღო, Fox Life საერთაშორისო არხის დაკვეთით შეიქმნა. 2010 წელს იგი ბუენოს აირესის  BAFICI-ის ტალანტ კამპუსში მიიწვიეს. „ბელა ვისტა“ მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია.

 

სინოფსისი

„ბელა ვისტა“ მოგვითხრობს ისტორიას სახლის შესახებ, რომელშიც ჯერ საფეხბურთო კლუბი იყო განთავსებული, შემდეგ ტრანსექსუალთა ბორდელი, ბოლოს კი კათოლიკურ ეკლესიად გადაკეთდა. სახლი ურუგვაის პატარა, კონსერვატიულ სოფელში მდებარეობს. ორი ტრანსექსუალი, ერთი ბორდელის უფროსი, ხოლო მეორე ფეხბურთელი გაუჩო, აგრეთვე მოხუცი ქალბატონი, სახლის გაყოფას ცდილობენ და თავისი ტერიტორიისთვის იბრძვიან.

 

see more

close

ჩემი სახლი

ირანი,  2012 წელი, 49 წთ.  HD ფერადი

 

რეჟისორი და სცენარის ავტორი: მოჰსენ ამირიუსეფი

ოპერატორი: რუ ზბეჰ რაიგა

მონტაჟი: ბაჰრამ კიაროსტამი

ხმის რეჟისორი: ჰოსეინ მაფი

წარმოების მენეჯერი: მოჰამად-ჰოსეინ კარკჰეირანი

ფოტოგრაფი: ფარინა რაჰბარი

პროდიუსერები: საიედ რაშტიანი და ფირუზ კალანტარი 

 

ბიოგრაფია 

მოჰსენ ამირიუსუფი დაიბადა 1972 წელს, აბადანში. დაამთავრა ისპაჰანის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი. მოკლემეტრაჟიანი ფილმების შექმნა 1997 წლიდან დაიწყო. მის 2000 წლის ფილმს, „ქვის ხელები“, ძალინ დიდი წარმატება ხვდა წილად ირანში და საზღვარგარეთ. ამირიუსუფის პირველი მხატვრული ფილმი, „ცუდი სიზმარი“ (2004 წ.) ნაჩვენები იქნა კანის ფესტივალზე და საერთო ჯამში 10 საერთაშორისო პრიზის მფლობელი გახდა. მისმა მეორე ფილმმა „Fire-Maker“ (2007-2010 წ.) ჯილდო მიიღო მონრეალის კინოფესტივალზე. 2012 წელს მოჰსენ იუსუფმა ორ დოკუმენტურ ფილმზე - „ჩემი სახლი” და „Kahrizak-ის“ ეპიზოდზე, „ოთხ ხედი“ - დაასრულა მუშაობა.

 

სინოფსისი

მოჰსენ მირიუსეფი, ფილმს რეჟისორი, მრავალი წლის განმავლობაში ბინის ქირაობის შემდეგ, ცდილობს სახლის ყიდვას. ის მოგვითხრობს სახლის ყიდვის ისტორიას, თეირანში ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. 

 

see more

close

ნახმანი

ალექსანდრ  შაპირო, უკრაინა, 2012; 41 წთ.

ბიოგრაფია

ალექსანდრ  შაპირო  დაიბადა 1969 წელს. ის მხატვრულ ფილმებს 2000 წლიდან ქმნის. მისმა ნამუშევრებმა, სადებიუტო ფილმ „ციკუტადან“ მოყოლებული,  დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს. მისი ფილმები წარდგენილი იყო კანისა და ბერლინის კინოფესტივალებზე. შაპიროს ფილმები უკრაინული არტ-ჰაუსის უმთავრესი ნაწილია. ის კიევში ცხოვრობს და მუშაობს.

 

სინოფსისი

დოკუმენტური ფილმი „ნახმანი“ აღწერს საკულტო უკრაინელი რეჟისორის, ალექსანდრ შაპიროს მოგზაურობას ცენტრალურ უკრაინაში ებრაული ახალ წლის, „როშ ჰაშანის“ პერიოდში. „ნახმანი“ შესავალია ფილმების სერიისა „ჰასიდური ცადიკების“ (წინასწარმეტყველების) შესახებ. ფილმი გამოირჩევა თავისი სტილისტიკითა და თხრობის მანერით. რეჟისორს გამოყენებული აქვს უნიკალური საარქივო მასალა უკრაინაში მოღვაწე ცადიკთა სიკვდილის, მათი სწავლებისა და მოღვაწეობის შესახებ.  

 

see more

close

არგენტინული გაკვეთილი

პოლონეთი,  2011წელი,  56 წთ.

 

რეჟისორი: ვოიცეხ სტარონი

სცენარის ავტორი: ვოიცეხ სტარონი

ოპერატორი: ვოიცეხ სტარონი

ხმის რეჟისორი:  მალგორცატა სტარონი

მუსიკა:  აგატა სტერჟკოვსკა

როლებში:  აგნეშკა ბოჟანოვსკა, ვოიცეხ სტარონი, ზბიგნევ ოსინსკი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ვოიცეხ სტარონი დაიბადა პოლონეთში, 1973 წელს. 1996 წელს, ქალაქ ლოძში, დაამთავრა პოლონეთის კინოაკადემია ოპერატორის სპეციალობით. მისი ყველაზე ცნობილი კინოპროექტი „ციმბირული გაკვეთილია“ (1998წ.), რომელიც დაჯილდოვდა „სინემა დიუ რეელის“ (Cinéma du Réel) ფესტივალსა და კრაკოვის საერთაშორისო კინოფესტივალებზე. არის ოპერატორი ფილმებისა „El Misionero“ (2000 წ.) და „ჩემი ნიკიფორე“ („Mój Nikifor“, 2004 წ.) 2011 წელს მიიღო ვერცხლის დათვი ბერლინის 61-ე კინოფესტივალზე, როგორც საუკეთესო ოპერატორმა, პაულა მარკოვიჩის ფილმისათვის „პრემია“.

 

სინოფსისი

რვა წლის ბიჭუნა, სახელად იანეკი, პოლონეთიდან არგენტინაში მიემგზავრება, სადაც დედამისი პოლონური ენის მასწავლებლად მუშაობს. მარტოსული და დაბნეული იანეკი ხვდება 11 წლის მარსიას, მშვენიერ გოგონას და მათ შორის მეგობრობა იწყება. ეს შესანიშნავი დოკუმენტური ფილმი, იანეკის მამამ 16 მმ-იან ფირზე გადაიღო.

„არგენტინული გაკვეთილი“ აღწერს ახალ გარემოში მოხვედრილი ბიჭის ამბავს.  ფილმი საინტერესო ოპერატორული ნამუშევარია და გამორჩევა ორიგინალური მუსიკალური გაფორმებით.  

 

see more

close

ისევ მოედანზე

ნორვეგია/კანადა, 2012წელი; 83 წთ.

 

რეჟისორი პეტრ ლომი
სცენარისავროტი პეტრ ლომი, ტორსეინ გრუდე
ოპერატორიპეტრ ლომი
ხმის რეჟისორი:  იეროენ გეიერსი
მონტაჟი:  პეტრ ლომი, ერიკ ანდერსონი

პროდიუსერიტორსეინ გრუდე
საპროდიუსერო კომპანია: Piraya Film

როლებში: უოლი ჰოსნი, მოჰამად საიდი, ლამიზ რეჯაბი, სალვა ჰოსეინი, მარკ ნაბილი

 

ბიოგრაფია 

პეტრ ლომი დაიბადა პრაღაში 1968 წელს. გაიზარდა კანადაში. დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი და მიიღო მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი პოლიტიკურ ფილოსოფიაში. თავისი საუნივერსიტეტო კარიერა პეტრ ლომმა 2003 წელს მიატოვა და მთელი დრო ადამიანის უფლებებზე დოკუმენტური ფილმების შექმნას დაუთმო. მისი პირველი ფილმია 2004 წელს გადაღებული „ყირგიზეთში მოტაცებული პატარძალი“. „უკან, მოედანზე“ რეჟისორის ბოლო ნამუშევარია.

 

სინოფსისი

ფილმი გადაღებულია ეგვიპტეში, იანვრის რევოლუციის დაწყებიდან 10 თვის განმავლობაში. პროტესტები ერთი წლის შემდეგაც გრძელდება, მაგრამ ტაჰირის მოედანზე განვითარებულმა მოვლენებმა და ზოგადად, „ხავერდის რევოლუციამ“, ეგვიპტეს გაააზრებინა, რომ ყველაზე დიდი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა. ბრძოლა ძალადობის, მოძველებული წყობის, კორუფციისა და რაც მთავარია, ადამიანის შელახული უფლებების წინააღმდეგ. ეს ხუთი ეგვიპტელის ისტორიაა, რომლებიც განსხვავებულ სოციალურ წრეს მიეკუთვნებიან. 

 

see more

close

ნოუსლენდი

ავსტრია,  2011 წ, 82 წთ., ფერადი

რეჟისორი:  ალექსეი იგუდესმანი

ოპერატორი:  სებასტიან ლეიტნერი

მონტაჟი:  სებასტიან ლეიტნერი

მუსიკა:  ალექსეი იგუდესმანი

როლებში: ჯულიან რაჩლინი, ჯონ მალკოვიჩი, სერ როჯერ მური

პროდიუსერი: ჯულიან რაჩლინი, ალექსეი იგუდესმანი, ჯორჯ ვოტისი

საპროდიუსეროკომპანია: SLfilm      

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ალექსეი იგუდესმანი (პეტერბურგი, რუსეთი) საზოგადოებისთვის ცნობილია არამარტო როგორც წარმატებული მევიოლინე და დირიჟორი, არამედ როგორც მსახიობი და რეჟისორიც. თორმეტი წლის ასაკში ის ჩაირიცხა იეჰუდი მენუჰინის სამუსიკო სკოლაში, მოგვიანებით სწავლა გააგრძელა ვენის კონსერვატორიაში. მას მსოფლიო ორკესტრებთან ერთად მრავალი მუსიკალური ჩანაწერი აქვს შექმნილი. უთანამშრომლია მსახიობ სერ როჯერ მურთან, აგრეთვე კომპოზიტორ ჰანს ციმერთან „შერლოკ ჰოლმსის“ საუნდტრეკის შექმნისას. ცნობილ კონცერტში, „A Little Nightmare Music“, რომელშიც იგი მაყურებელს წინაშე პიანისტ იუნ-კიჯუსთან ერდათ წარსდგა, წარმატებითაა შერწყმული კლასიკური მუსიკა და კომედია. ეს წარმოდგენა დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგუდესმანი ფილმში,  ნოუსლანდი", თავადაც მონაწილეობს.

 

სინოფსისი

„ნოუსლანდი“ კლასიკური მუსიკისადმი მიძღვნილი იუმორისტული ოდაა, რომელშიც მრავალ სახელგანთქმულ მუსიკოსს ვიხილავთ. ამ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში მხატვრული ელემენტებიც იკვეთება. „ნოუსლანდში“ ცნობილ მუსიკოსთან, ჯულიან რაჩლინთან ერთად, კინოვარსკვლავები, ჯონ მალკოვიჩი და სერ როჯერ მურიც მონაწილეობენ. ფილმი კლასიკურ მუსიკოსებს ორიგინალურად წარმოაჩენს.

 

see more

close

დაკონსერვებული ოცნებები

ფინეთი, 2012 წელი, 81 წთ, ფერადი

 

რეჟისორი: კატია გაურილოფი
ოპერატორი: ჰეიკი ფარმი, ტუომო ჰუტრი
სცენარის ავტორი: იარკო ტ. ლაინე, იონას ბერგჰალი, კატია გაურილოფი
მონტაჟი: ტიმო პელტოლა 

მუსიკა: კარსტენ ფუნდალი
პროდიუსერი: იონას ბერგჰალი

საპროდიუსეროკომპანია: JoonasBerghäll for OktoberOy

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

კატია გაურილოფი დაიბადა 1972 წელს ქალაქ ინარიში, ლაპლანდიაში. მან ტემპერეს გამოყენებითი ხელოვნებისა და მედიის უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა (2000 – 2004 წწ). ფილმებს 1998 წლიდან იღებს. არის რეჟისორი და საპროდიუსერო კომპანია „October Production Company“-ის თანამფლობელი. მისი დოკუმენტური ფილმი „ყვირილი ქარში“ (2008 წ) ნაჩვენები იქნა მრავალ ფესტივალზე და ფინეთში „State Quality Support“ ჯილდოც მიიღო.

  

სინოფსისი

„კონსერვირებული ოცნებები“ გვიყვება მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის ლირიულ ამბავს. ის ჩვეულებრივი მუშა ხალხისა და მათი ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ისტორია კონსერვის ქილის მარშრუტს მიყვება, რომელიც „მგზავრობას“ მსოფლიოს ერთი ბოლოდან იწყებს და მთელს ევროპას მოივლის. ეს დოკუმენტური ფილმი ყველა იმ ადამიანზე გვიამბობს, ვინც ამ კონსერვის ქილის შექმნასა და „მოგზაურობის“ უკან დგას.  

 

see more

close

იძულებითი რევოლუცია

დიდი ბრიტანეთი/ირლანდია, 2012 წელი; 70 წუთი.

 

რეჟისორი: შონ მაკალისტერი

ოპერატორი: შონ მაკალისტერი

მსახიობები: ქაის ალ-ქალისი

პროდიუსერი: ელჰუმ შაკერიფარი

აღმასრულებელი პროდიუსერები: შონ მაკალისტერი, ნიკ ფრეიზერი, ალენ მეიერი

ბიოგრაფია

მრავალი ჯილდოს მფლობელი, დოკუმენტალისტი შონ მაკალისტერი, ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კინორეჟისორია. მისი ადრეული ფილმები “მტრისთვის მუშაობა” (1997 წელი) და “პირადი მცველები” (1998 წელი) ნომინირებული გახლდათ სამეფო სატელევიზიო საზოგადოების ჯილდოზე. დიდი წარმატება ხვდა წილად მის ბოლოდროინდელ ფილმებსაც, მათ შორისაა სანდენსის ფესტივალის პრიზის მფლობელი “ლიბერაჩე ბაღდადიდან” (2004 წელი) და “იაპონია: სიყვარულისა და სიძულვილის ისტორია” (2008 წელი).

მაკალისტერის ფილმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებზე მოგვითხრობენ. თითოეული ნამუშევარი ამ ადამიანების გულწრფელი და ინტიმური პორტრეტია, ამიტომაცაა, რომ მაყურებლისთვის უწყვეტ შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

მისი ბოლო პროექტი 2012 წლის დოკუმენტური ფილმი “იძულებითი რევოლუციონერია”, რომელიც ე.წ. “არაბული გაზაფხულით” შთაგონებული აჯანყებების შესახებ გვიყვება, ამ რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ ნაწილში.  რეჟისორი იკვლევს სადამის დაცემის შემდეგ დაწყებული “არაბული გაზაფხულის” გამომწვევ მიზეზებს.

  

სინოფსისი 

ფილმი აღწერს იემენის რევოლუციას ტურისტული გიდის, კაისის თვალებით. ის მომხდარის თავისებურ ვერსიას გვაწვდის. „იძულებითი რევოლუცია“ საკმაოდ „პირადია“, გამოირჩევა მთავარი გმირის გონივრული კომენტარებით. ჩვენ შეგვიძლია გავეცნოთ ქვეყანას, სადაც გადამღებ ჯგუფს იშვიათად თუ უშვებენ, თვალი ვადევნოთ კაისის გზას პრეზიდენტის აქტიური მომხრიდან იძულებით რევოლუციონერამდე, მაშინაც კი, როდესაც ის სანა’ას სისხლიან ქუჩებში მძვინვარე მომიტინგეებს უერთდება.  

 

see more

close

სპეციალური რეისი

შვეიცარია,  2011 წელი, 103 წუთი.

პროდიუსერი: ფერნან მელგარი
რეჟისორი: ფერნან მელგარი
მონტაჟი: კარინ სუდანი
ოპერატორი: დენის იუტსელერი
საპროდიუსერო კომპანია: Climage (www.climage.ch)

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ფერნან მელგარი 1961 წელს დაიბადა მაროკოში. ის შვეიცარიელი მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი და მემონტაჟეა. მელგარი ესპანელი იმიგრანტების შვილია, ის ქალაქ ლოზანაში 1963 წლიდან ცხოვრობს. ადრეულ 80-იანებში მან ბიზნესის სწავლა შეწვიტა, რათა თავის მეგობრებთან ერთად ლოზანაში “ლე კაბარე ორუელი” გაეხსნა, რომელიც მოგვიანებით ფრანკოფონი შვეიცარიელების კულტურული ანდერგრაუნდის მექად იქცა. მოგვიანებით მანვე დაარსა ცნობილი როკ კლუბი “ლა დოლჩე ვიტა”.  1985 წლიდან კინო კოლექტივ “კლიმაჟის” წევრია, ერთად მათ მრავალი დოკუმენტური ფილმი შექმნეს. მელგარის დოკუმეტურმა ფილმმა “ციხესიმაგრე” უამრავი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ოქროს ლეოპარდი ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრი და ვერცხლის მაგნოლია შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე. 

 

სინოფსისი

ჟენევასთან ახლოს, ფრამბუას ციხეში, 25 არალეგალური ემიგრანტი დეპორტაციას ელის. მათ ახლობლებთან დამშვიდობებისა და ქვეყნის ნებაყოფლობით, რეგულარული რეისით დატოვების საშუალებას აძლევენ. თუ ამ შეთავაზებაზე უარს იტყვიან, მაშინ სპეციალური რეისით გამგზავრება მოუწევთ. 

see more

close

საერთაშორისო კონკურსი - მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია

ყველაზე ძვირფასი

საქართველო, 2012, 28 წთ.

 

რეჟისორი/სცენარისტი: სოსო ბლიაძე

ოპერატორი: დიტო დეკანოიძე

მონტაჟი: სოსო ბლიაძე

როლებში: მირიან სულაკაური, ნინუცა მაყაშვილი, ლაშა სამადაშვილი

 

ბიოგრაფია 

 

სოსო ბლიაძე დაიბადა თბილისში, 1986 წელს. 2003-2007წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე. 2008-2012წლებში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, მხატვრული კინოს რეჟისურის ფაკულტეტზე. გადაღებული აქვს 7 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და 1 დოკუმენტური ფილმი.

 

 

სინოფსისი 

ფილმი არის მაწანწალა ბიჭის შესახებ, რომელიც  მიტოვებულ ტროლეიბუსში ცხოვრობს. ის მათხოვრობს კომპიუტერების მაღაზიის პირდაპირ. ყოველდღე დგას და უყურებს მის საყვარელ ლეპტოპს, რომელიც შუშის მიღმა, მაღაზიაში დევს. მისი ცხოვრება  მას შემდეგ იცვლება, რაც მის საყვარელ ლეპტოპს ახალგაზრდა ბიჭი იყიდის.

 

see more

close

2 კვირით ადრე

საქართველო, 2011, 28წთ.


რეჟისორი: პაპუნა მოსიძე

სცენარი: პაპუნა მოსიძე

ოპერატორი: გელა ჩინჩალაძე

მონტაჟი: თემო ეზუგბაია, პაპუნა მოსიძე

პროდიუსერი: პაპუნა მოსიძე

როლებში: დავით ბროცკი, ლევან სტურუა

ბიოგრაფია


პაპუნა მოსიძე დაიბადა 1983 წელს თბილსში. 2005წელს დაამთავრა თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.



სინოფსისი

25 წლის გიო თბილისში, მოხუცებულ ბებიასთან ერთად ცხოვრობს. უპერსპექტივობისა და ყოველდღიური ერთფეროვნებისგან თავის დასაღწევად მას გერმანიაში წასვლა აქვს გადაწყვეტილი. 7000 ევრო ის თანხაა, რომელიც მან ვიზის მისაღებად, რამოდენიმე დღეში უნდა იშოვოს.

see more

close

შავი თუთა

საქართველო, 2012, 22 წთ.

 

რეჟისორი: გაბრიელ რაზმაძე

სცენარის ავტორები: გაბრიელ რაზმაძე, თინათინ ყაჯრიშვილი

ოპერატორი: გოგა დევდარიანი

პროდიუსერი: შპს ჯემინი, თინათინ ყაჯრიშვილი; ადასტრა ფილმსი, სებასტიან ობერი

მსახიობები: მაქსიმე მაჩაიძე, ნატა ბერაძე, ზურა ბეგალიშვილი, თამარ ბუხნიკაშვილი

 

ბიოგრაფია


გაბრიელ რაზმაძე დაიბადა 1977 წ. ქ. თბილისში. 1999 წ. დაამთავრა თეატრის და კინოს უნივერსიტეტი თბილისში. ის წარმოადგენს სარეკლამო კლიპების ერთ-ერთ საუკეთესო რეჟისორს საქართველოში. გადაღებული აქვს 500-ზე მეტი სარეკლამო კლიპი და მრავალჯერ იყო დაჯილდოებული „ოქროს ვაშლით“ საქართველოში ჩატარებულ რეკლამის ფესტივალზე. „შავი თუთა“ მისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმია.

 

სინოფსისი 

 

ნიკა და ანი შემთხვევით შეხვდებიან ერთმანეთს. ერთი დღე საკმარისი აღმოჩნდება ორივესთვის, რომ რაღაცაზე დაფიქრდნენ, გრძნობაც გაუჩნდეთ და ისევ დაშორდნენ. ისინი სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობენ, რომელიც განსაზღვრავს მათი ცხოვრების წესს. ნიკასთან შეხვედრისას ანის ახსენდება წაკითხული წიგნი თოლიაზე, რომელსაც ფრენის სწავლა უნდა. სხვა თოლიებისაგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ საჭმლის საძიებლათ დაფრინავენ, მას უბრალოდ ფრენა უნდა ღრუბლებს ზევით, ცაში, სადაც მარტო ქარი და წვიმაა.

 

see more

close

სტაფილოს წვნიანი

საქართველო, 2012;  6  წთ.

 

რეჟისორი:  სალომე  საღარაძე

ოპერატორი:  სალომე  საღარაძე

მონტაჟი:  სალომე საღარაძე

სცენარის ავტორი:  სალომე საღარაძე, ლუკა ჩხაიძე

მთავარ როლებში:   ლუკა ჩხაიძე, სალომე ფილიშვილი

პროდიუსერი:  ნინო გამისონია

სინოფსისი

სტაფილოს წვნიანი, ერთ ჭერქვეშ ორი ადამიანის ურთიერთობის კრიზისი  და ექსპრესიული ცეკვა სამზარეულოში.

 

ბიოგრაფია

სალომე საღარაძე 1979 წელს დაიბადა საქართველოში. ის 6 მოკლემეტრაჟიანი ფილმის, 30-მდე სარეკლამო და მუსიკალური რგოლის, 5 დოკუმენტური ფილმის, 8 სატელევიზიო პროექტის ავტორი და რეჟისორია.  ფილმმა „ქაღალდის წერილი” აიღო გრან-პრი საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალზე „დებიუტი“, ფილმი მესამე ნახევარი მიწვეული იყო საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალზე თელავივში. ასევე აღებული აქვს  ერევანის  საერთაშორისო ქალთა ფესტივალის “‘კინ“ პრიზი.

 

see more

close

საზამთრო

პოლონეთი/საქართველო, 2012, 10 წთ.

 

რეჟისორი: ტატო კოტეტიშვილი

სცენარი: ნიკოლოზ მდივანი, ტატო კოტეტიშვილი

ოპერატორი: ტატო კოტეტიშვილი

მონტაჟი: ვოიჩეხ იანასი, ტატო კოტეტიშვილი

პროდიუსერი: PWSFTviT/ZANGO DESIGN

ბიოგრაფია 

ტატო კოტეტიშვილი დაიბადა 1987 წელს საქართველოში, 2008 წლიდან არის პოლონეთის ნაციონალური კინო სკოლის სტუდენტი ლოძში.

 

სინოფსისი

უდაბნოს შუაგულში, ზაფხულის ყველაზე მზიან დღეს, ორი საზამთროს გამყიდველი  ერთმანეთს ხვდება და მათი პაექრობაც  იწყება.

 

see more

close

Blames & Flames

ირანი, 2012 წ, 28 წთ.

 

რეჟისორი და სცენარის ავტორი: მოჰამედრეზა ფარზადი

მონტაჟი: ფარაჰნაზ შარიფი

ხმის რეჟისორი: მეჰრშად მალაკუტი

 

სინოფსისი

1978 წელს, ირანის ისლამური რევოლუციის მიჯნაზე,  ქვეყნის ტერიტორიაზე ასოცდაათზე მეტი კინოთეატრი დაიწვა, მათ შორის ოცდარვა მხოლოდ თეირანში. ვინ დაწვა ისინი? და რატომ? შეიძლება თუ არა, კინომ რევოლუცია იწინასწარმეტყველოს? რევოლუცია უხილავ საფრთხეს ცისფერ ეკრანებზე ხედავს?

 

ბიოგრაფია

მოჰამედრეზა ფარზადი დაიბადა 1978 წელს.  დაამთავრა თეირანის ხელოვნების უნივერსიტეტის თეატრალური ფაკულტეტი  და მაგისტრის ხარისხი მიიღო. ფარზადიმ პოეტი და თარჯიმანია,  თარგმნა ისეთი ცნობილი ავტორების პიესები, როგორებიცაა ვუდი ალენი, არიელ დორფმანი, დევიდ აივსი, ნილო კრუსი და ა.შ. მისი დოკუმეტური ფილმები დაჯილდოვებულია საერთაშორისო პრიზებით. რეჟისორის სადებიუტო ნამუშევრის, “ჰაერში” პრემიერა 2011 წლის ბერლინალეზე შედგა და 20 ფესტივალზე იქნა ნაჩვენები. 

 

see more

close

ადამიანის დაბადება

ირანი, 2011 წ.,  25 წთ.

 

რეჟისორი და პროდიუსერი: მაზდაკ მირაბედინი

როლებში:  ნედა სარემი მონფარედი, ვაჰიკ ჰარტუნიანი და ბასიმ ალრასამი 

ოპერატორი: კიარაშ ფატჰი

ხმის რეჟისორი: ფაჰრად ბაგჰერი

მონტაჟი: ჰამიდ ნაჯაფი რაადი

 

სინოფსისი

თხუთმეწლიანი მუშაობის შემდეგ ნედა სარემი მონფარედი აბსტრაქტული მხატვრობის ახალ სტილს ქმნის. მკაცრი ცენზურისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში ირანელ ქალბატონს წინ უამრავი სირთულე ხვდება.

 

ბიოგრაფია

მაზდაკ მირაბედინი დაიბადა 1976 წელს,  თეირანში. სწავლობდა მათემატიკას, შემდეგ კი კლასიკურ მუსიკას. 2000- 2005 წლამდე მიზდაკ მირაბედინი კინორეჟისურას კალიფორნიის უნივერსიტეტში ეუფლებოდა. “ადამიანის დაბადება” მისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმია.

 

see more

close

ძაღლისთასმა

ისრაელი, 2012 წ, 26 წთ.

 

რეჟისორი: ეთი ციკო

სცენარისავტორი: ეთიციკო

ოპერატორი: ტალია(ტულიკ) გალონი

მონტაჟი: ეითანვარდი

 

ბიოგრაფია

ეთი ციკო დაიბადა1982 წელს, ისრაელის ქალაქაქ კელონში. თავიდან თეატრალურ ხელოვნებას ეუფლებოდა, შემდეგ თელ-ავივში გადავიდა საცხოვრებლად, მოგვიანებით კი მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა. დაბრუნების შემდეგ სწავლა თელ-ავივის უნივერსიტეტის კინოფაკულტეტზე განაგრძო. მისი ფილმი “დასვრილი” ნაჩვენებია ისრაელისა და მსოფლიოს სხვადასხვა  კინოფესტივალებზე.

 

სინოფსისი

მარინას გაყინულ ცხოვრებას ბზარი უჩნდება. იძულებულია ძებნა დაიწყოს. მისი მოგზაურობა საშიშროებებითაა სავსეა. 

 

see more

close

წყევლა

გაერთიანებული სამეფო, 2012 წელი, 16 წუთჲ.

 

რეჟისორი: ფიზალ ბულიფა

პროდიუსერი: გევინ ჰემფრისი

მონტაჟი: ფიზალ ბულიფა, ტაინა გალისი

სცენარის ავტორი: ფიზალ ბულიფა

ოპერატორი: ტაინა გალისი  

 

სინოფსისი

 

ფატინე სოფლიდან მიდის, რათა მასზე  გაცილებით უფროსი  შეყვარებული ნახოს. გზად პატარა ბიჭუნას ეყრება და სახლში დაბრუნების სურვილი უჩნდება…

 

ბიოგრაფია

 

ფიზალ ბულიფა მაროკული წარმოშობით  ბრიტანელია, რეჟისორი და სცენარისტია  რამოდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმისა, მათ შორის “დაწვი ჩემი სხეული” , “მეძავი” და სხვა. ეს უკანასკნელი 2010 წელს ბრიტანეტში შექმნილი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის სტატუსი მიიღო და ლონდონის ისტ-ენდ ფესტივალზე და Angers Premiers Plans 2010-ზე ჟიურის გრან-პრი მოიპოვა. 

 

see more

close

ბებიები

არგენტინა /გაერთიანებული სამეფო, 2011 წელი, 9 წუთი.

 

რეჟისორი: აფარინ ეგჰბალი

პროდიუსერი: კასია მალიპანი

ოპერატორი: კლერ ბაქსტონი

მონტაჟი: ქეთრინ ლი

 

სინოფსისი

ბუენოს აირესში, მომცრო ბინაში მცხოვრები მოხუცებული ქალბატონი მოუთმენლად ელოდება შვილიშვილის დაბადებას. ტრაგიკული შემთხვევის გამო მისი მოლოდინი ოცდაათ წელიწადს გრძელდება. “ბებიები”არგენტინაში 1976-1983 წლების  გენერალ ვიდელას სამხედრო დიქტატურის პერიოდის ცხოვრებას აღწერს. ამ პერიოდში 30000 ადამიანი “გაქრა” გაურკვეველ ვითარებაში…

 

ბიოგრაფია

აფარინ ეგჰბალი ირანში დაიბადა, 1979 წლის ირანული რევოლუციის შემდეგ მისი ოჯახი იძულებული გახდა ლონდონში გადასულიყო საცხოვრებლად. ის მრავალი ჯილდოს მფლობელია. 2007 წელს, პრესტიჟულ Kodak Commercial Awards-ზე მისმა ფილმმა სამი პრიზი მოიპოვა.

see more

close

Armadingen

გერმანია, 2011 წ., 23 წთ.

 

რეჟისორი: ფილიპ კესბორერი

სცენარის ავტორები: ტომას კრაუსლახი, ფილიპ კესბორერი, მატიას შულცი

ოპერატორი: იაკობ ბეურლე

პროდიუსერები: მატიას შულცი, დანი ბარში

 

სინოფსისი

უოლტერი თავის მეუღლესთან ჰელგასთან ერთად მივარდნილ ფერმაში ცხოვრობს ჩრდილოეთ გერმანიაში. ისინი  მრავალი წელია ერთფეროვან ცხოვრებას ეწევიან. ჩვეული საუზმის შემდეგ, პურის ყანაში მომუშაობისას უოლტერი ტრაქტორში რადიოთი მოისმენს, რომ დედამიწას ასტეროიდი უახლოვდება, რაც აიძულებულებს ღირებულებების გადაფასებას და  გადაწყვეტს  ცოლს დაუვიწყარი უკანასკნელი დღე აჩუქოს.

 

ბიოგრაფია

ფილიპ კესბორერი დაიბადა 1983 წელს  გერმანიის ქალაქ ბიბერახში. დაეუფლა მედია დიზაინს ბადენ-ბადენის ტელეარხ SWR-ში. 2007 წლიდან  კიოლნის მეადია ხელოვნების აკადემიის სტუდენტია (სპეციალობა მხატვრული ფილმების რეჟისორი). 2006 წლიდან ქმნის ვიდეოკლიპებსა და სატელევიზიო რეკლამებს SWR-სა და WDR-სთვის.

see more

close

შუქურა

აზერბაიჯანი, 2012 წ,16 წთ.

 

რეჟისორი: ფარიზ ახმედოვი

სცენარის ავტორი: ესმირა აიდუბი

ოპერატორი: ნიზამი აბასი

მონტაჟი:  როვშან ვაგიფოღლუ

ბიოგრაფია

ფარიზ ახმედოვი დაიბადა 1983 წლის 15 დეკემბერს, ბაქოში. 2001-2005 წლებში აზერბაიჯანის ხელოვნებისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასცენარო ფაკულტეტზე სწავლობდა, ხოლო 2007-2010 წლებში რუსტამ იბრაგიმოვის სახელობის საერთაშორისო კინოსკოლის საპროდიუსერო ფაკულტეტზე. ფარიზ ახმედოვი 2010 წლიდან რუსეთის გერასიმოვის სახელობის სახელმწიფო ინსიტუტის (ვგიკის) სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტია. 2009 წელს მონაწილეობდა  ბერლინალეს ტალანტ კამპუსში.

 

სინოფსისი

აკიფი ახალგაზრდა ნარკომანია. მოულოდნელად მამა ბრუნდება, რომელსაც შვილი კუნძულზე მიჰყავს. ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანი იძულებულია ერთმანეთი თავიდან გაიცნოს.

 

see more

close

ბედისწერის აკვანი

უკრაინა, 2011, 8 წთ.

 

ბიოგრაფია

დაიბადა 1982 წ. კიევში. დაამთავრა ეკონომიკის და ტურიზმის ფაკულტეტი „ტურიზმის მენეჯმენტის“ სპეციალობით (2002-2007). 2008 წლიდან არის კიევის თეატრის, კინოს და ტელევიზიის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მხატვრული კინორეჟისურის სპეციალობით.

 

სინოფსისი

არავის შეუძლია ჩვენს ნაცვლად ჩვენი ბედისწერა გადაწყვიტოს. თითოეული ადამიანი თავად განაგებს თავის ბედს.  თუ  საკუთარი თავის გჯერა ცხოვრებსაც იოლად შეცვლი უკეთსობისკენ.

 

see more

close

ლორო შესტანის უკანასკნელი დღე

ალბანეთი/რუმინეთი/კოლუმბია/ბულგარეთი,  2011 წ, 30 წთ.

 

რეჟისორი: სოკოლ კერაი

სცენარის ავტორი: სოკოლ კერაი           

ოპერატორი: პეტერ ველციოვი           

მონტაჟი: ეტიენ ბუსაკი           

 

ბიოგრაფია

სოკოლ კერაი 1976 წელს ალბანეთის ქალაქ ლაცში დაიბადა. მან კინოსა და თეატრის ნაციონალური უნივერსიტეტი დაამთავრა კინორეჟისორის სპეციალობით. 2009 წლიდან იგი ბაიროითის უნივერსიტეტის (გერმანია) მედიაფაკულტეტის სტუდენტია.

 

სინოფსისი

ლორო შესტანს რთული ცხოვრება აქვს, ცოლი გარდაეცვალა, იტალიაში ემიგრირებულმა ქალიშვილმა სამშობლო დაივიწყა, ზღვაში თევზი დაილია. ლორო შუახნის ასაკშია, ცხოვრებამ ამაოდ ჩაიარა, ვერც ახალ ყაიდას გაუგო. თანამგზავრად მხოლოდ თავისი მტრედები დარჩენია. 

see more

close

შემთხვევითი ეპიზოდის უმნიშვნელო დეტალები

რუსეთი,  2011 წ., 28 წთ..

 

რეჟისორი: მიხაილ მესტეცსკი

სცენარის ავტორები: მიხაილ მესტეცსკი, ნიკოლაი კულიკოვი

ოპერატორი: ტიმოფეი პარსჩიკოვი

მონტაჟი: მარია ვიმკენი, მიხაილ მესტეცსკი

პროდიუსერი: სერგეი კორნიხინი

სინოფსისი

მიყრუებულ ადგილას, რკინიგზაზე ტექნიკური სამუშაოების გამო, ერთმანეთის პირისპირ ორი მატარებელი ჩერდება. დრო გადის, მაგრამ პრობლემა ვერ გვარდება. მგზავრებს შორის უცნაური ურთიერთობა იწყება…

 

ბიოგრაფია

მიხაილ მესტეტსკი (დაბ. 1980 წელს) სცენარისტი და რეჟისორია. 2003 წელს მან რუსეთის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა ფილოლოგის სპეციალობით, ხოლო 2006 წელს მოსკოვის სასცენარო და სარეჟისორო კურსები გაიარა. მისი პროზაული თხზულებები გამოქვეყნებულია სხვადასხვა ჟურნალში. როგორც რეჟისორი მიხაილ მესტეტსკი მრავალი ნაციონალური და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. 

see more

close

ჩვენი სიცოცხლე სხვებში გაგრძელდეს

რუსეთი, 2012 წ., 30 წთ.

 

რეიჟისორი/ სცენარის ავტორი: გიორგი მოლოდცოვი

ოპერატორი: სერგეი ამირჯანოვი, გიორგი მოლოდცოვი, დარია დომუხოვსკაია

მონტაჟი: გიორგი მოლოდცოვი

 

სინოფსისი

ფილმის მთავარ გმირად რეჟისორის დედა გვევლინება, რომელსაც აფხაზეთში, თავისი ქართველი მამის მიტოვებულ საფლავზე ძეგლის აღმართვა სურს. მის ნახევარძმას და დას აკრძალული აქვთ აფხაზეთში ჩასვლა. მაშინ 250 000  ქართველი (მოსახლეობის 60%) იძულებული გახდა თავისი სახლი დაეტოვებინა.



ბიოგრაფია   

გიორგი მოლოდცოვმა მოსკოვის გერასიმოვის სახელობის ინსტიტუტი (ვგიკი) 2008 წელს დაამთავრა (სერგეი მიროშნიჩენკოს სახელოსნო). 2006 წლიდან იგი სარეკლამო სააგენტო “Laboratory for Social Advertising”-ის კრეატიული დირექტორია. მის მიერ შექმნილმა სოციალურმა რეკლამებმა 40-ზე მეტი ჯილდო მოიპოვეს. 2008 წლიდან ის მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალის დოკუმენტური სექციის კოორდინატორია. მოლოდცოვი მრავალ საერთაშორისო კინოფორუმისა თუ უორკშოფის მონაწილე გახლდათ, მათ შორის ბერლინალეს ტალანტ კამპუსის, ბალტიის ზღვის ფორუმისა და ა.შ. 

 

see more

close

ხორვატული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია

ბინძური პატარა ბუშტულები

ხორვატია,  2009 წ., 12 წთ.


სცენარის ავტორი და რეჟისორი: ივან ლივაკოვიჩი

როლებში: ანა მარასი, გორან ბოგდანი, ნერა სტიპიჩევიჩი, ივა ვისკოვიჩი, მირიანა ჟეპეკი
ოპერატორი: მარკო იერბიჩი
ბროდიუსერი :მირტა პულოვსკი
საპროდიუსერო კომპანია: Akademija dramske umjetnosti / Academy of Arts & Drama

 

ბიოგრაფია

ივან ლივაკოვიჩმა (დაიბადა 1982 წელს ) ბაკალავრის ხარისხი ზაგრების დრამატული ხელოვნების აკადემიაში მიიღო, სადაც დღემდე განაგრძობს სწავლას. მისმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმებმა „ხარაკირი ბავშვები“, «The Fucking Game», «Pandemic», აგრეთვე დოკუმეტურმა პროექტებმა და სატელევიზიო პიესამ მრავალი ჯილდო მოიპოვეს. 

 

სინოფსისი

ცხოვრება ცუდ ტელევიზიას გავს. ფილმი, რომელშიც უფერული ზღვარია რეალობასა და ილუზიას, სიყვარულსა და სიძულვილს შორის,  გვიყვება პიროვნებისა და ზოგადად, საზოგადოების თეატრალურ მხარეზე.

 

see more

close

დუბრავას პირველი ლედი

ხორვატია / 2011 წელი/ 20 წუთი / მხატვრული

სცენარის ავტორი და რეჟისორი: ბარბარა ვეკარიჩი
როლებში: ტენა პატაკი, მარია პილიშკიჩი, ასიმ უგლიენი, ლანა ბარიჩი, სლავიკა კნეჟევიჩი  

ოპერატორი: ფილიპ ტოტი  

პროდიუსერი: ივანა გრუბისიჩ პერიშიჩი, მარიანა მარტელოკი

საპროდიუსერო კომპანია: Academy of Dramatic Art (ADU) 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ბარბარა ვეკარიჩმა (დაიბადა 1987 წელს) დრამატული ხელოვნების აკადემიის სარეჟისორო ფაკულტეტი. ვეკარიჩი კინო ორგანიზაცია „მოუშენის“ თანადამფუძნებელია. იგი 2011 წელს ბერლინალეს „ტალანტ კამპუსსა“ და „go East Young Professionals 2011“-ში მონაწილეობდა. გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, მათ შორის «Adieu», «N», «Nina», «Please» და «dj Grandpa».

 

სინოფსისი

ამრა მთელს უბანში სახელგანთქმული გოგონაა, ის პორნო რეპს მღერის და თან წესიერი ქალიშვილივით გამოიყურება... დინა ,მისი უმცროსი, პუტკუნა დაა, რომელიც ამრას საწამებლად გაჩნდა. ამრა და მისი „მენეჯერი“ გადაწყვეტენ ვიდეოკლიპის გადაღებას სიმღერაზე „გოგონა ბანდიდან“. ამავე დღეს მშობლები სამოგზაუროდ ბოსნიაში გაემგზავრებიან და ამრა იძულებულია თავის უმცროს დას მოუაროს. 

see more

close

შემდეგ ტანიას ვხედავ

ხორვატია, 2010 წ., 34 წთ.

 

სცენარის ავტორი და რეჟისორი: იურაი ლეროტიჩი
როლებში: მარინ რადმანი, ნიკო გამულინ-ვილოგორაჩი, ენა მაზიჩი, მარიანა როგინა, ტრპიმირ იურიჩი.

ოპერატორი: იაკოვ ლეროტიჩი
პროდიუსერი: ოლინკა ვისტიჩა და დანა ბუდისავლიევიჩი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

იურაი ლეროტიჩი 1978 წელს, გერმანიის ქალაქ კიელში დაიბადა. 2001 წელს მან ზადარის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა. ამჟამად იგი ზაგრების დრამატული ხელოვნების აკადემიაში სწავლობს.

 

სინოფსისი
16 წლის ჟელკო და მისი უმცროსი ძმა დედის საავადმყოფოში მოხვედრის შემდეგ მარტო ცხოვრობენ. ჟელკოს 2 მიზანი აქვს: ძალა მოიკრიბოს და გაიცნოს ტანია და დედისთვის პარიკის საყიდლად ფული იშოვოს. თუ თავის მიზნებს მიაღწევს, მაშინ ცხოვრება მთლიანად შეიცვლება. ფილმი გარდატეხის ასაკზე მოგვითხრობს და თითქმის მთლიანად ფოტო მონტაჟზეა აგებული. 

see more

close

რატომ სპილოები?

ხორვატია, 2012 წ., 8 წთ.


რეჟისორი, სცენარის ავტორი, მონტაჟი: მარკო მეშტოვიჩი
პროდიუსერები: Kreativni sindikat, Zagreb film
ანიმაცია: სინიცა მატაიჩი, მარკო მეშტოვიჩი 

 

ბიოგრაფია

მარკო მეშტოვიჩი დაიბადა შტუტგარტში 1972 წელს. 1997 წელს მან ზაგრების გამოყენებითი ხელოვნების აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი დაამთავრა. მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში, ჰქონდა პერსონალური გამოფენაც. 2000 წლიდან ქმნის ანიმაციურ ფილმებს.  2008 წელს პირველი დამოუკიდებელი პროექტები „Notes'' და „უძილობა არ კლავს'' შექმნა. ეს ფილმები მრავალ ფესტივალზე იქნა ნაჩვენები და პრიზების მფლობელიც გახდა.

 

სინოფსისი
მარტივ კითხვას ყოველთვის მარტივი პასუხი არ მოსდევს.

 

 

see more

close

CAUCADOC პროგრამა

მგლის ხახა

პიეტრო მარჩელო, 2009 იტალია, 2009, 76  წთ.

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

დიდი ხნის არყოფნის შემდეგ კაცი მატარებლით ბრუნდება მშობლიურ ჩაჟამულ საპორტო ქალაქში, სადაც იგი დაეხეტება და თავისივე მეხსიერებაში შემორჩენილ ადგილებს სტუმრობს. ცდილობს, ამ გახრწნილსა და გაუბედურებულ ადგილებში წარსული დიდების ამოკითხვას.

 

ძველი უბნის პატარა ბინაში მას წლებია ცივი სადილი და ცხოვრების თანამგზავრი ელის.

 

მარი და ენცო შეხვედრას იმ დღიდან ელოდნენ, რაც ერთმანეთი გისოსებს მიღმა გაიცნეს და გადამალულ აუდიოკასეტებზე ჩაწერილ მდუმარე გზავნილებს უგზავნიდნენ ერთმანეთს. მათი ოცნება ქალაქგარეთ პატარა სახლია, რომელიც ქალაქსა და ზღვას გადაჰყურებს; თითქოს უსასრულო ბედნიერებაში რომ ჰკიდია. თვით ქალაქში კი, კროჩე ბიანკას ლაბირინთში აწმყოსგან ხელუხლებელი მეოცე საუკუნე ინახება.   

 

see more

close

პელეშიანის მდუმარება

პიეტრო მარჩელო, იტალია, 2011 წ., 52 წთ. 

სინოფსისი

“პელეშიანის სიჩუმე” სომეხი კინორეჟისორის ართავაზდ პელეშიანის ნამუშევრების მოგონებაა. მისი ფილმებისა და მათი შექმნის, კინოხელოვნებისა და მისი ადამიანთან, ცხოვრებასთან, გონებასთან, ემოციებთან მიმართების პორტრეტია. ართავაზდ პელეშიანი დასავლეთისთვის უცნობი იყო 1983 წლამდე, სანამ ფრანგი კინოკრიტიკოსის სერჟ დანეის დამსახურებით მისმა ნამუშევრებმა ყურადღება არ მიიპყრო ევროპაში. როგორც დანეი ამბობს, “პელეშიანი მიზნად ისახავს, ასახოს “დროის ემოციური და სოციალური გულისცემა’”.

“პელეშიანის სიჩუმე” არ არის ბიოგრაფიული ფილმი, არც ფილმი-ესეი. ის უბრალოდ მსოფლიო კინოს ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორის გამორჩეული ღვაწლის ანგარიშია.

პელეშიანის ფილმები გამორჩეულია ინტენსიურობით. იგი “დისტანციური მონტაჟის” ფორმით ექსპერიმენტირებს, რომელსაც საფუძველი სერგეი ეიზენშტეი-ნისა და ძიგა ვერტოვის ნამუშევრებში უდევს, თუმცა, ამავე დროს, ამ ორი ცნობილი რუსი რეჟისორის მონტაჟის საფუძვლებს ეწინააღმდეგება.

პელეშიანის პორტრეტიც “დისტანციური მონტაჟის” გამოყენებითაა შექმნილი. ფილმი ექსპერიმენტული ჰიპერბოლაა, მონტაჟის სრული და ინტენსიური მატერიალიზაცია, პელეშიანის სამყაროს შთამაგონებელი და პოეტური ხედვა.

ამბავი მოსკოვში პელეშიანთან შეხვედრით იწყება; ფილმში გამოყენებულია კადრები თავად პელეშიანის ნამუშევრებიდან და სხვა აქამდე უცნობი მასალა.

 

see more

close

გახსნის ფილმი

18

აპრილი
2024

სრული კალენდარი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30

BIAFF ვიდეო თრეილერი

ახალი ამბები

24 სექ

BIAFF 2023 ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები

ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდა. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006...

11 სექ

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის კინოსეანების განრიგი

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  კინოსეანების  განრიგი ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდება....

10 სექ

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა  ბათუმის მე-18 საერთაშორისო...

18 აპრ

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.XVIII BIAFF კინოფესტივალი 2023 წლის...