SILK ROAD SECTION

ოქრო და სპილენძი

92წთ, ფერადი/35მმ, ირანი/ 2010


 
ჟანრი: დრამა

რეჟისორი: ჰომაიოუნ ასადიან

სცენარის ავტორი: ჰამედ მოჰამადი

ოპერატორი: ჰოსეინ ჯაფარიან

როლებში: ნეგარ ჯავაჰერიანი, ბეჰროუზ შაიბი, იავად ეზატი, საჰარ დონალშაჰი, მეჰრან რაჯაბი

მონტაჟი: ბაჰრამ დეჰგანი

კოსტიუმები: მარიან გოლზარი

გახმოვანება: მასოუდ ბეჰნამი

მხატვრული რედაქტორი: მეჰრდად მიკრიანი

მუსიკა: არია აზიმნეჯადიპროდიუსერები: მაჯიდ კარიმი, მანოუჩერ მოჰამედი

საპროდუსერო კომპანიები: Faradis Film Company with Association of Tehran Municipality’s Art & Culture Dept.

ბიოგრაფია

 
ჰომაიოუნ ასადიანი დაიბადა 1959 წელს. 1974 წლიდან ესწრებოდა კინორეჟისურის კურსებს, სწავლა გააგრძელა თეირანის დრამატული ხელოვნების კოლეჯში, სადაც კინორეჟისურას ეუფლებოდა. თავიდან ასადიანი ფოტოგრაფიით იყო გატაცებული და ოცამდე მხატვრული ფილმის ფოტოგრაფიც გახლდათ. ასევე მუშაობდა 15 ფილმის რეჟისორის ასისტენტად და წერდა სცენარებსაც. ჰომაიოუნ ასადიანი ოთხი  სერიალის, ორი სატელევიზიო ფილმისა და შვიდი მხატვრული ფილმის ავტორია.  


სინოფსისი


საიდ რეზა ახალგაზრდა სასულიერო პირია, რომელიც მიემგზავრება თეირანში, რათა სწავლა  დაასრულოს და მორალის კურსებს დაესწროს. ცოლის ავადმყოფობა ცვლის მის ცხოვრებას. იგი იძულებული ხდება თეოლოგიის კურსი მიატოვოს და მეუღლესა და ორ  ბავშვზე იზრუნოს.

see more

close

ერთხელ მარაქეშში

60 წთ/ირანი/2006



რეჟისორი: სეიფოლა სამადიანი

მონტაჟი: სეიფოლა სამადიანი

საპროდიუსერო კომპანია: Tassvir Film Center


ბიოგრაფია


დოკუმენტური ფილმების რეჟისორი, გამომცემელი და ფოტოგრაფი სეიფოლა სამადიანი დაიბადა 1954 წელს. მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ინგლისურ ლიტერატურაში. 1968 წელს მან დაიწყო ფოტოგადაღება, 1978 წელს კი დოკუმენტური ფილმების შექმნა. „თეთრი სადგური” (1999); „თეირანი, 25-ე საათი” (1999); „მკვლელობის ხელოვნება” (2003); „ერთხელ მარაკესში” (2006). სეიფოლა სამადიანი თავად იყო თავისი ფილმების რეჟისორი, ოპერატორი და სცენარის ავტორიც. რამდენიმე ფილმზე სეიფოლა მუშაობდა აბას კიაროსტამთან ერთად. სეიფოლა სამადიანი იყო ისეთი საერთაშორისო კინოფესტივალების ჟიურის წევრი, როგორებიცაა: მილანის კინოფესტივალი, ფაჯის კინოფესტივალი, ბიენალეს ევროპული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი. თავისი ფილმებით მონაწილეობა აქვს მიღებული ტრიბეკას, სან-ფრანცისკოს, ამსტერდამის და სხვა ფესტივალებში. სეიფოლა სამადიანი 2004 წლიდან დღემდე ტასვირის კინოფესტივალის დირექტორია, და ასევე ტასვირის ჟურნალის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.



სინოფსისი


2005 წლის შემოდგომაზე 16 სტუდენტი ნიუ-ორკიდან და მაროკოდან შეიკრიბნენ მარაქესში, როგორც ტრიბეკის კინოინსტიტუტის, ტრიბეკას კინოფესტივალის და მარაქესშის საერთაშორისო კინოფესტივალის ფონდის სტუმრები, რათა  დაესწრონ აბას კიაროსტამის მასტერკლასებს, სადაც მარტინ სკორსეზეც იღებდა მონაწილობას. იქვე იყო ოპერატორების ჯგუფი, რათა გადაეღოთ ახალგაზრდა არტისტების და ვეტერანი რეჟისორის შეხვედრა. სეიფოლა სამადიანის დოკუმენტურ ფილმში “ერთხელ მარაქესში” ნაჩვენებია კიაროსტამის კინემატოგრაფიული ენის კულტურული მრავალფეროვნება და ხელოვნებისადმი სიყვარული, რომელთა სინთეზიც მის ფილმებშია განფენილი. ფილმში ჩანს სტუდენტური ფილმების ნაწყვეტები, ასევე მცირე ინტერვიუ მარტინ სკორსეზესთან. ფილმის პრემიერა შედგა 2006 წლის ტრიბეკას კინოფესტივალზე. 

see more

close

გაზალე ალიზადე

42, ირანი/2010


ჟანრი: დოკუმენტური

რეჟისორი: პეგა აჰანგარანი

სცენარის ავტორი: პეგა აჰანგარანი

ბიოგრაფია


პეგა აჰანგარანი დაიბადა 1984 წელს, ქ. არაკში (ირანი).  პეგა  არის მსახიობი და დოკუმენტური კინოს რეჟისორი. იგი თამაშობს საკმაოდ ბევრ ირანულ ფილმში. აქვს გადაღებული რამდენიმე დოკუმენტური ფილმი. პეგა თამაშობს დედამისის, მანჯე ჰეკმატის ფილმებშიც, რომელიც არის რეჟისორი და პროდიუსერი. პეგას მიღებული აქვს პრიზები, როგორც მსახიობს საერთაშორისო კინოფესტივალებზე. 


სინოფსისი


ახალგაზრდა ირანელი პოეტი ქალის ხანმოკლე ცხოვრების ლირიული მიმოხილვა.

see more

close

შავი

122’ ფერადი, ინდოეთი, 2005


 
რეჟისორი: სანჯაი ლეილა ბანსალი

სცენარის ავტორი: სანჯაი ლეილა ბანსალი

ოპერატორი: რავი ჩანდრალი

მონტაჟი: ბელა სეგალი

როლებში: ამიტაბ ბაჩანი, რანი მუკერჯე, ნანდანა სენი, აიშა კაპური

მუსიკა: მაიკლ დანა

ბიოგრაფია

 
ბანსალი ინდოეთის კინო სამყაროში ყველაზე ცნობილი რეჟისორია. მის ფილმებს აქვს დიდი ემოციური დატვირთვა, აუდიტორიაზე შთაბეჭდილებას ახდენს ექსტრავაგანტური სცენებით და პერსონაჟების პორტრეტებით. სანამ რეჟისორი გახდებოდა დაამთავრა ფილმის მონტაჟის კურსები ინდოეთის კინოსა და ტელევიზიის ინსტიტუტში. სანამ კინო კარიერას დაიწყებდა იგი იყო ვინდუ ვინოდ ჩოპრას ასისტენტი. მას სხვადასხვა ფესტივალებზე აღებული აქვს ჯილდოები.

 

 სინოფსისი 


“შავი” არის ისტორია ბრმა და ყრუ-მუნჯი გოგონასი. მასწავლებელი მას იმედის ნაპერწკალს უღვივებს სხვადასხვა საგნების სწავლით, რომელსაც დიდი მუშაობა სჭირდება რომ გოგონას რამე ისწავლოს. მისი ამბიციაა გოგონამ დიპლომი აიღოს, და ამისთვის მთელ მის ენერგიას ხარჯავს. საბოლოოდ გოგონა აღწევს დასახულ მიზანს, იგი კურსდამთავრებული ხდება. 

see more

close

გალობის რაინდები

46 წთ/ფერადი /საქართველო /2010

 


ჟანრი: დოკუმენტურ-მხატვრული

რეჟისორი: ნანა ჯანელიძე

პროდიუსერი: ერეკლე ტრიპოლსკი

სცენარის ავტორი: თემურ ჭკუასელი

ოპერატორი: გიორგი ბერიძე

მხატვარი: ზურა მიქელაძე

კოსტიუმების მხატვარი: მაკა ჯებირაშვილი

კომპოზიტორი:  მიშა მდინარაძე

როლებში: რატი ამაღლობელი(მთხრობელი), მიშო ჯავახიშვილი(ექვთიმე კერესელიძე), ზურა გეწაძე (ფილიმონ ქორიძე), ნინო გაჩეჩილაძე (ზინაიდა ვორობეცი), დიმა ტატიშვილი(მღვდელი რაჟდენი) 


თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 
კინორეჟისორი და  სცენარისტი ნანა ჯანელიძე, საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ 1981  წლიდან მუშაობდა ასისტენტად რეჟისორ თ. აბულაძესთან. 1984 წელს იყო ფილმ “მონანიების” მუსიკის და სცენარის ავტორი. 1994 წელს ის  წერს სცენარს და იღებს ფილმს “ იავნანა”, რომელმაც მიიღო;  საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, მოსკოვის XV ახალგაზრდული საერთაშორისო ფილმების ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი, იალტის ფილმების ფორუმის “XX საუკუნის კინო” მთავარი პრიზი “ ვერცხლის ლურსმანი”, პიზაროს (იტალია) ფილმების ფესტივალის მთავარი პრიზი “Premio del Trentenalle”, ლაგოვის (პოლონეთი) ზაფხულის კინო ფესტივალის ‘ ლაგოვი-94” ჯილდო “ ვერცხლის ყურძენი” და “ ვერცხლის რაინდი”.  და 1995 წელს მიიღო“ ოქროს რაინდის” პრიზი საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე.

 

სინოფსისი 


ფილმი მოგვითხრობს იმ რთულ და ხიფათიან გზაზე, რაც ქართულმა გალობამ XIX -XXსაუკუნეეში გამოიარა, როდესაც ჯერ რუსეთის იმპერიამ, შემდეგ კი ბოლშევიკური მთავრობამ მას სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა. ქართული საგალობლების გადასარჩენად მისი სანოტო სასიტემაზე გადატანა ითავა ცნობილმა საოპერო ბანმა, ლასკალას სოლისტმა, ფილიმონ ქორიძემ. ფილიმონმა თავი მიანება ბრწყინვალე საოპერო კარიერას და 5500 საგალობელი ნოტებზე გადაიტანა. მისი გარდაცვალების შემდეგ საქმე ბოლომდე მიიყვანა მესტამბე, ექვთიმე კერესელიძემ. ექვთიმემ მრავალი გაჭირვება გადაიტანა ძვირფასი ხელნაწერების შესავსებად და გადასარჩენად.  ბოლოს ექვთიმემ ქართული საგალობლები სამი წლით ქართულ მიწას მიაბარა და ამით იხსნა ისინი ბოლშევიკური მთავრობის დევნისგან. 

see more

close

საქართველო ღვინის სიყვარულით

52’ საქართველო, საფრანგეთი, 2010

 


რეჟისორი: პიერ გოთშელი, ირმა ინარიძე

ოპერატორი: ფრანკ როსი, პიერ გოთშელი

მონტაჟი: Bილბო კალვესი

გახმოვანება: ანდრე მილზი

პროდიუსერული კომპანია:  ARTE Geo 360°



პიერ გოთშელი

 
პიერ გოთშელი მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად რეკლამებში და მხატვრულ ფილმებზე 10 წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგ დაიწყო მუშაობა დოკუმენტურ ფილმებზე ტელევიზიისთვის და რაიდოსთვის ევროპასა და აფრიკაში. მისი სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება მსოფლიო კულტურას და ბოლო ათი წელია ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, სადაც ის ატარებს სემინარებს პროფესიონალი ჟურნალისტებისათვის.



ირმა ინარიძე

 

ირმა ინარიძე 1999 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს ფრანგულ რადიოსთან და კინოსთან. ფრანგ რეჟისორ Pierre Goetschel--თან ერთად 1999-2005 წლებში განახორციელა რამოდენიმე რადიო დოკუმენტური ფილმი ფრანგულ რადიო “France Culture"-თან: “უკრაინა, სიჩუმის იმპერია” – 2003 წელი, “და იყო სამჯერ რევოლუცია” – 2005 წელი, 2002 წელს მუშაობდა ფრანგი რეჟისორის Julie Bertuccelli– – ის ფილმზე “რაც ოთარი წავიდა”, როგორც ფრანგული პროდუქციის Les  Films Di Poisson ასისტენტი. “საქართველო ღვინის სიყვარულით” მისი და პიერ გოჩელის პირველი ერთობლივი დოკუმენტური ფილმია, რომელიც ფრანგული სატელევიოზიო არხის “Arte”--ს მიერ იქნა დაფინანსებული. ამჟამად მუშაობს ახალ დოკუმენტურ ფილმზე, რომელსაც კვლავ “Arte”- დააფინანსებს და რომლის თემაც, კვლავ საქართველოა. არის მრავალი კულტურული პროექტის პროდიუსერი, საქართველოსა და საფრანგეთს შორის. 

სინოფსისი


საქართველოში, ღვინო ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. 4 წლის წინ კრემლმა დააწესა ემბარგო ქართულ ღვინოზე. ფილმში ნაჩვენებია სამი ღვინის მწარმოებელი – გლეხი, ღვინის მწარმოებელთა ორგანიზაცია და ახალი ფეშენებელური ღვინის ქარხანა. მათი მეშვეობით ნაჩვენებია ათასწლოვანი ტრადიციის, საბჭოური მემკვიდრეობისა და საბაზრო ეკონომიკას შორის მოქცეული ქვეყანა, რომელიც მეტამორფოზას განიცდის. 

see more

close

ღრუბლებს შორის მორბენალი

76წთ, შავ-თეთრი/35მმ, ირანი/ 2010

 


ჟანრი: დრამა

რეჟისორი: ამინ ფარაჯფოური

სცენარის ავტორი: ამინ ფარაჯფოური 

ოპერატორი: მოჰამედ აშეგი

როლებში: ამირ საფირი, ნასიმ ადაბი, ალი სალაჰი, ქეივან საკეტოფი

ფილმის მონტაჟი: მაჯიდ აშეგი

გახმოვანება: ფარად არჯომანდი

მუსიკა: ოჰმიდ ჰაჯილი


ბიოგრაფია

ამინ ფარაჯფოური დაიბადა 1974 წელს თავრიზში. იგი არის თეირანის ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ამინი,  ცნობილი ირანელი რეჟისორის მასოუდ კიმიაის თანაშემწე. შემდგომში თავად გადაიღო 4 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 2000-2005 წლებში. “ღრუბლებს შორის მორბენალი” მისი პირველი მხატვრული ფილმია. 
 

 

სინოფსისი

 

მილადი, მეამბოხე ახალგაზრდა, რომელიც საშუალო სკოლაში ნარკოტიკებით არის “გატაცებული”. ეს ვითარება უქმნის მას პრობლემებს როგორც სკოლაში, ასევე   მარტოხელა დედასთან. მილადს აქვს ნარკომავაჭრეთა ვალი და ცდილობს მათ დაემალოს. ამ დროს მას მასწავლებელი მარათონში მონაწილეობას სთავაზობს. 

 

see more

close

"ქეთო და კოტეს" ძიებაში"

66 წთ. საქართველი, 2010



ჟანრი : დოკუმენტური, კომედია

სცენარის ავტორი, რეჟისორი, ოპერატორი: დავით გუჯაბიძე

მწარმოებელი კომპანია:  “დამოუკიდებელი კინოპროექტი” 

პროდიუსერი: არჩილ გელოვანი

რეჟისორის ასისტენტი :  სოფო მიქიაშვილიმონტაჟის

რეჟისორი : გიორგი ხარებავა

გახმოვანება : დათო სიხარულიძე, გიორგი ხარებავა

ბიოგრაფია

 
1978 წელს დაამთავრა თბილისის სახ. უნვერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1986 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტეს კინოსაოპერატორო ფაკულტეტი (ლევან პაატაშვილის სახელოსნო). 1994 წელს ამავე ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაცულტეტი (მერაბ კოკოჩაშჰვილის სახელოსნო). მხატვრული და დოკუმენტური ფილმების დამდგმელი რეჟისორი და ოპერატორი.

 

სინოფსისი


დოკუმენტური ფილმი წარმოადგენს კინოგადაღებების ვიდეო-დღიურს. ფილმი `ქეთო და კოტეს~ ძიებაში~ აღგვიწერს მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის შექმნის პროცესს. ამასთანავე, მასში შესულია უნიკალური ვიდეომასალა ვახტანგ ტაბლიაშვილის და იოსებ სუმბათაშვილის (`ქეთო და კოტეს~ დამდგმელი მხატვარი) ინტერვიუების სახით, აგრეთვე. 1948 წელს გადაღებული კინოქრონიკა, რომლებზეც `ქეთო და კოტეს~ გადაღებების მომენტებია აღბეჭდილი.ფილმი თავისი ფორმით წარმოადგენს მესამე ნამუშევარს დ. გუჯაბიძის საავტორო დოკუმენტური ფილმების სერიიდან პირობითი სახელით `კულისები~. (წინა ორი ფილმი - `რამდენიმე სურათი თეატრის ცხოვრებიდან, ანუ ინტერვიუ ჭოლასთან~ (2005) და `როკვით განფენილნი~ (2006) შეეხება ქართული თეატრის და ქართული ხალხური ცეკვის ოსტატებს)

see more

close

ჰოსეინ საბზიანის კინოსკოლა

52 წთ,  ირანი, 2005

 

რეჟისორი: აზადე აჰლაგი 

სცენარის ავტორი: აზადე აჰლაგი

ბიოგრაფია

 
დაიბადა 1978 წელს შირაზში (ირანი). 2002 წელს ბაკალავრის ხარისხი მიიღო კომპიუტერულ მეცნიერებაში, მელბურნის უნივერსიტეტში.  2008 წელს თეირანში მაჰე მეჰრის უნვერსიტეტში სწავლობდა თანამედროვე ხელოვნების ისტორიას და ასევე აქვე გადიოდა სხვადასხვა კურსებს კინემატოგრაფიაში და ფოტოგრაფიაში. პროფესიული კარიერის პერიოდში ის მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად სხვადასხვა რეჟისორებთან როგორებიცაა: მანიჯე ჰეკმატი (2007); აბას კიაროსმატი (2004-2007); აზადე არის რეჟისორი ფილმისა “ჰოსეინ საბზიანის კინო სკოლა” (2005), რომელიც ნაჩვენები იქნა მრავალ კინოფესტივალზე, მათ შორის: პუსანის საერთაშორისო კინფესტივალი(2005); დელ სინე პობრეს საერთაშორისო კინოფესტივალი (კუბა 2006) და ტასვირის კინოფესტივალი (ირანი 2007)



სინოფსისი 


ფილმი მოგვითხრობს მსახიობ ჰოსეინ საბზიანზე (მთავარი როლის შემსრულებელი აბას კიაროსმატის ფილმში “ახლო კადრი”), რომელიც თეირანის კლინიკაში სიკვდილის პირასაა. მეგობრები და ოჯახის წევრები ინტერვიუში განსხვავებულ გრძნობებზე ლაპარაკობენ -“ის იყო ნამდვილი პოეტი!”, “ჩვენ ყველას გვრცხვენოდა მისი!”. ფილმში გვხდება სასიყვარულო საუბრებიც ახალგაზრდა ქალთან, მეგობართან შეხვედრები,  ღამის ვიზიტი საბზიანის მიტოვებულ სახლში,  რომლის კინოსკოლად გადაქცევაზე ოცნებობდა. კითხვას, თუ “რას ნიშნავს კინოს სიყვარული?” არასოდეს ჰქონია უფრო ღრმა პასუხი. 

 

 

see more

close

INTERNATIONAL SHORT FILMS COMPETITION SECTION

April chill

Director: Tornike Bziava

Run Time: 15

Country: Georgia

Year: 2009

 

see more

close

Dream on LaScala

Director: Zura Demetrashvili

Run Time: 23

Country: GEORGIA

Year: 2010

 

see more

close

Rhesus Negative

Director: Valerian Kirkitadze

Run Time: 90

Country: GEORGIA

Year: 2010

 

see more

close

The Land of Rising Sun

Director: Natia Nikolaishvili

Run Time: 7

Country: GEORGIA

Year: 2010

 

see more

close

For this moment still

Director: Zagros Manuchar

Run Time: 14

Country: Finaland

Year: 2009

 

see more

close

Pink River

Director:Zacharias Mavroeidis

Run Time: 18

Country: Bosnia and Herzegovina

Year: 2010

 

see more

close

Pit-hole

Director: Jiri Stejskal

Run Time: 23

Country: Czech

Year: 2009

 

see more

close

Unlucky Talisman

Director: Jiri Muttika

Run Time: 19

Country: Estonia

Year: 2009

see more

close

Change of Direction

Director: Jirme Bleitrach, 

Run Time: 14'30

Country: France 

Year: 2010

see more

close

Stained

Director: Eti Tsicko

Run Time: 22

Country: Isarel

Year: 2009

 

see more

close

Deal

Director: Artem Gantsev

Run Time:24

Country: Kazakhstan

Year: 2010

see more

close

Post

Director: mohammed JaroldGhasem pour

Run Time: 9

Country: Iran

Year: 2009

 

see more

close

On losing the train of my thoughts

Director: raharazavi 

Run Time: 5’30

Country: Iran

Year: 2009

 

see more

close

No Song in Autumn

Director: Karsten Pruehl

Run Time

Country: Germany

Year: 2010

see more

close

Doll’s Factory

Director: Ainhoa Menndez

Run Time: 11

Country: Spain

Year: 2010

see more

close

Rapunzel

Director:Tolga Karacelik 

Run Time:18

Country: Turkey

Year: 2010

 

see more

close

Mother

Director: Jakub Piatek 

Run Time:11

Country: Poland

Year: 2009

see more

close

Hanoi-Waszawa

Director: Katarzyna Klimkiewicz

Run Time: 9

Country: Poland

Year: 2009

see more

close

The birthday

Director: Jenifer Malmqvist

Run Time: 18

Country: Sweden/Poland

Year: 2010

see more

close

Street Feeling

Director:Kristeffer KarissenRus

Run Time: 17

Country: Poland

Year: 2009

see more

close

Fisherman

Director:M. BarishChorak 

Run Time:15

Country: Turkey

Year: 2010

 

see more

close

Brelok

Director: Ildar Yagafarov

Run Time: 22

Country: Russia

Year: 2010

see more

close

Rabbit-hutch

Director: Dimitry Averin

Run Time: 17

Country: Russia

Year: 2010

see more

close

Two hours

Director: Ramune Cekuole-Che

Run Time: 15

Country: Russia

Year: 2010

see more

close

Not Scared

Director: kateryna Naumenko

Run Time: 14

Country: Ukraine

Year: 2010

 

see more

close

The dead End

Director: Ivan Tymshin

Run Time

Country: Ukraine

Year: 2010

see more

close

In Memory of Piter

Director: Vladimir Tikhov

Run Time

Country: Ukraine

Year: 2010

see more

close

Hamam

Director:Tunc Sahin

Run Time:12

Country: Turkey

Year: 2010

 

see more

close

Girl like me

Director:Rowland Jobson

Run Time:

Country: UK

Year: 2009

 

see more

close

Junk

Director:Kirk Hendry

Run Time:

Country: UK

Year: 2010

 

see more

close

GERMAN SECTION

ჯონ რაბე

134 წთ, ფერადი/35მმ, გერმანია/ ჩინეთი/ საფრანგეთი 2009

 


ჟანრი: ბიოგრაფიული, დრამა

რეჟისორი: ფლორიან გალენბერგერი

სცენარის ავტორი: ფლორიან გალენბერგერი

ოპერატორი: იურგენ იერგესი

როლებში: უირიჩ ტუკური, დანიელ ბრული, სტივ ბუსკემი, ანე კონსიგნი

მონტაჟი: ჰანსიორგ ვეიბრიჩი. 

გახმოვანება:.გუილიამა სიამამუსიკა: ანეტე ფოქსი

პროდიუსერები: ჟან მოტო, ფილიპ ვოგესი, ბენჟამენ ჰერმანი

საპროდუსერო კომპანია: Hofmann & Voges Filmproduktion GmbH & Co. Huayi Brothers & Taihe Investment, Pampa Production (Paris)



თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


ფლორიან გალენბერგი დაიბადა 1972 წელს მიუხენში. იგი  ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას და რუსულ ენას სწავლობდა, 1992 წლიდან კი მიუნხენის ტელევიზიისა და კინოს კოლეჯის სტუდენტი იყო. 2001 წელს გალენბერგმა აიღო სტუდენტური ოსკარი მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის „Quiero Ser", რომელშიც მექსიკელი უსახლკარო ბავშვების ცხოვრებაა ნაჩვენები. 



სინოფსისი


ჩინეთი ცეცხლში იყო გახვეული, როდესაც გერმანელი ბიზნესმენი სამშობლოდან შორს, უნებლიედ გმირად იქცა. 1937 წელს, როცა იაპონიის საიმპერატორო ჯარი თავს ესხმის ჩინეთს და გაუგონარი სისასტიკით უსწორდება იმდროინდელი დედაქალაქის, ნანკინის მოსახლეობას, ჯონ რაბე მოქმედებას იწყებს. დიდი საფრთხის მიუხედავად, ის ქალაქში დარჩენილი ბიზნესმენების, ექიმებისა და მისიონერების მცირე ჯგუფთან ერთად დაცვის ზონას აწყობს არასამხედრო პირებისთვის, რომელიც 250 000 ადამიანს გადაარჩენს იმისაგან, რაც მოგვიანებით „ნანკინის ჟლეტის“ სახელით შევა ისტორიის სახელმძღვანელოებში.

see more

close

ვისკი არყით

104 წთ, ფერადი/35მმ, გერმანია, 2009

 

ჟანრი: კომედია, დრამა

რეჟისორი: ანდრეას დრეზენი

სცენარის ავტორი: ვოლფგანგ კოლჰააზე

ოპერატორი: ანდრეას ჰოეფერი

როლებში: ჰენრი ჰიუბხენი, კორინა ჰარფუხი, სილვესტერ გროთი

მონტაჟი: იორგ ჰაუშილდი 

გახმოვანება: პეტერ შმიდტი

მხატვრული რედაქტორი: ზუზანე ჰოპფი

მუსიკა: იენს კვანდტი

პროდიუსერები: კუკი ციშე, პეტერ რომელი, კრისტოფ მიულერი

საპროდუსერო კომპანია: Senator Film Produktion GmbH , Peter Rommel Productions (Berlin),  Rundfunk Berlin-Brandenburg (RBB)

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 
ანდრეას დრეზენი დაიბადა 1963 წელს გერაში, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. 70- იანი წლებიდან იღებდა სამოყვარულო ფილმებს. სკოლის დასრულების შემდეგ, 1982 წლიდან, ხმის ინჟინრად მუშაობდა შვერინის თეატრში, ტრენინგის კურსი გაიარა კინოსტუდია DEFA-ში, სადაც რეჟისორ გიუნტერ რაიშის ასისტენტადაც მუშაობდა. 1986-1991 წლებში კინორეჟისურას სწავლობდა პოტსდამ-ბაბელსბერგის კინოსა და ტელევიზიის აკადემია „კონრად ვოლფში”. 1992 წლიდან მუშაობს სცენარისტად და რეჟისორად. ცხოვრობს პოტსდამში.

 

სინოფსისი


შუა ხნის პოპულარულ მსახიობს, ოტო კულბერგს სმა და ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს, მას განსაკუთრებით ქალები ანებივრებენ. როდესაც ერთ დღეს ისევ ზედმეტს დალევს, თავისი ახალი ფილმის გადაღებაზე ვერ მიდის. პროდიუსერი შიშობს, რომ ოტოს გამო ფილმი შეიძლება საერთოდ ჩაიშალოს, ამიტომ შემცვლელს იწვევს, ოტოზე ბევრად ახალგაზრდა არნოს და უსაფრთხოებისთვის ყველა სცენას მასთან ხელმეორედ იღებს. ოტო იძულებული ხდება არა მარტო ფილმში თავისი როლის შენარჩუნებისთვის იბრძოლოს, არამედ საკუთარ ცხოვრებასაც გადახედოს.

see more

close

არასდროს ვყოფილვარ ასე ბედნიერი

92წთ, ფერადი/35მმ, გერმანია/ 2009 


 
ჟანრი: დრამა

რეჟისორი: ალექსანდრ ადოლფი

სცენარის ავტორი: ალექსანდრ ადოლფი

ოპერატორი: იუტა პოლმანი

როლებში: დევიდ სტრიესოუ, ნადია ული

ფილმის მონტაჟი: სილკე ბოჩი

კოსტიუმები: კრისტიან იორში

გახმოვანება:.პიტერ დეინინგერი

მხატვრული რედაქტორი: ჯულია კიონიგ

მუსიკა: დიტერ შლიფი

პროდიუსერები: ანე ევენი, ერნსტ ლუდვიგ განცერტი, მილენა მაიცი

საპროდუსერო კომპანია: Eikon Media GmbH 

ბიოგრაფია

 

ალექსანდერ ადოლფი დაიბადა 1965 წლის 10 ნოემბერს მიუნხენში, გერმანიაში. სწავლობდა მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის ინსტიტუტში იურიდისპრუდენციას. მოგვიანებით წერდა რადიოპიესებს. 90-იანი წლებიდან ის მოღვაწეობს, როგორც რეჟისორი და სცენარისტი. 2002 წლიდან ადოლფი კითხულობს ლექციებს მიუნხენის სატელევიზიო ინსტიტუტში, ასევე კიოლნის საერთაშორისო კინოსკოლაში. 
 

 

სინოფსისი

 
მაღაზიაში არშიყის შემდეგ, ძებნილი, თვითმარქვია ფრანკი დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. გათავისუფლების შემდეგ ფრანკი ცდილობს ფული პატიოსანი გზით მოიპოვოს და იმუშაოს. ერთხელ ის ისევ ხვდება ქალს მაღაზიიდან, ვისთანაც ჰქონდა ფლირტი. კაცს არ აღელვებს ის ფაქტი, რომ ქალი მეძავია. ფრანკი მაინც ვერ ივიწყებს თავის ადრინდელ საქმიანობას და სულ უფრო კარგავს რეალობის აღქმას.

see more

close

MEET THE JURY

ზოგი რამ საქართველოს შესახებ

98წთ, ფერადი/35მმ, საფრანგეთი/ 2009 

 


რეჟისორი: ნინო კირთაძე

სცენარი: ნინო კირთაძე

ოპერატორი: ნატალი დიურანი, დენი გრავული, ზურაბ კოდალაშვილი, ნინო კირთაძე,

მუსიკა: გიო ცინცაძე

მონტაჟი: ნინო კირთაძე, ლიზი ბერგერი    

პროდიუსერული კომპანია:Zadig Productions ,  ARTE , Georgian Public Broadcaster, YLE Finland , Sundance Institute USA

 


 ბიოგრაფია


მსახიობი, რეჟისორი და ჟურნალისტი ნინო კირთაძე დაიბადა 1968 წელს თბილისში. 23 წლისამ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა ლიტერატურათმცოდნეობის სპეციალობით და ამავე უნივერსიტეტის პედაგოგი გახდა. 1994–95 წლებში იყო ჯერ AFP–ის, შემდეგ კი AP–ს ჟურნალისტი. წერდა ჩეჩნეთის ომის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტების შესახებ. 1996 წელს ნანა ჯორჯაძის ფილმში „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ მთავარი როლი შეასრულა. 1999 წელს გადაიღო თავისი პირველი დოკუმენტური ფილმი „ედუარდ შევარდნაძის სამი ცხოვრება“. .1997 წლიდან საფრანგეთში დასახლდა, სადაც თანამშრომლობდა პიტერ ბრუკთან, ჟან–პიერ ამერისთან, ფილიპ მონიესა და ჟერარ პირესთან. ნინო კირთაძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების უმრავლესობა პრესტიჟული საერთაშორისო პრიზებითაა აღნიშნული, მათ შორის არის ევროპული კინოაკადემიის ჯილდო საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის, რომელიც მას 2006 წელს მიენიჭა ფილმისთვის „გველეშაპი კავკასიის წმინდა წყლებში“. მისი ბოლო ნამუშევარი „დურაკოვო – ბრიყვების სოფელი“ (2008) სანდანსის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდა, ხოლო საფრანგეთში წლის საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად აღიარეს.



სინოფსისი


პოლიტიკური იგავი მსოფლიოში არსებულ უთანასწორობაზე და საერთაშორისო პოლიტიკის საეჭვო ღირებულებების შესახებ. 2008 წელი. რთული, ძალადობით აღსავსე პერიოდი საქართველოში  – საპრეზიდენტო არჩევნებიდან დაწყებული, აგვისტოს „ომითა და მშვიდობით“ დამთავრებული. ისტორია მისი მთავარი გმირების – საქართველოს პრეზიდენტის,  ხელისუფლების, ქართული ოპოზიციის, სხვა სახელმწიფოების ლიდერების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და, რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქეების პირითაა მოთხრობილი.

see more

close

ოსამა

82წთ, ფერადი/35მმ, ავღანეთი/ირანი/ირლანდია/იაპონია/ჰოლანდა, 2003.

 


ჟანრი: დრამა 

რეჟისორი: სიდიქ ბარმაკი

სცენარის ავტორი: სიდიქ ბარმაკი

ოპერატორი: იბრაჰიმ გაფური

როლებში: მარინა გოლბაჰარი, არიფ ჰერატი, ზუბაიდა საჰარი

მონტაჟი: სიდიქ ბარმაკი

საპროდუსერო კომპანია:  Barmak Film with cooperates with NHK (Japan) and leBrcoquy Fraser (Ireland).

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


რეჟისორი სიდიქ ბარმაკი დაიბადა 1962 წელს ავღანეთში. ის სწავლობდა მოსკოვში კინომცოდნეობის ფაკულტეტზე. დაწერილი აქვს სცენარები მრავალი ფილმისთვის, გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი ფილმები. მისი პირველი მხატვრული ფილმი იყო ოსამა, რომელმაც მრავალი კინოფესტივალის ჯილდო აიღო, მათ შორის კანის კინოფესტივალის პრიზი და ოქროს გლობუსი (ამერიკის კინოაკადემია). ბარმაკი იყო ავღანური ფილმების ორგანიზაციის დორექტორი 1992-1996 წ.წ.  შიდიქ ბამრკაი არის ასევე “ავღანეთის ბავშვთა საგანამანათლებლო მოძრაობის” დირექტორი. ეს ორგანიზაცია დაარსებულია ირანელი კინორეჟისორის მოჰსენ მაჰმალბაფის მიერ და მისი მიზანია განათლების, კულტურის და ხელოვნების პრომოცია ავღანეთში. 



სინოფსისი


12 წლის ავღანელი გოგონა და  დედამისი სამსახურს კარგავს, მას შემდეგ, რაც თალიბები ხურავენ იმ საავადმყოფოს, სადაც ისინი მუშაობდნენ. დედას არჩევანი არ რჩება და იძულებულია ქალიშვილი შენიღბოს, როგორც ბიჭი. მას ოსამას ეძახიან. გამუდმებული შიშის ქვეშ მყოფი ოსამა იწყებს სახიფათო და გაურკვეველ მოგზაურობას, რათა თალიბებმა მისი ნამდვილი ვინაობა არ აღმოაჩინონ.

see more

close

ქუჩის დღეები

86 წთ, 35 მმ, ფერადი, საქართველო, 2009

 


ჟანრი: დრამა

რეჟისორი: ლევან კოღუაშვილი

სცენარის ავტორი:  ლევან კოღუაშვილი, ბორის ფრუმინი, ნიკოლოზ მარი

ოპერატორი: არჩილ ახვლედიანი

მხატვარი: კოტე ჯაფარიძე

მონტაჟი: ნოდარ ნოზაძე

პროდუსერები: არჩილ გელოვანი, ლევან კორინთელი, გია ბაზღაძე

როლებში: გუგა კოტეტიშვილი, რუსუდან  კობიაშვილი, ირაკლი რამიშვილი, გიორგი ყიფშიძე, თემო გოგიძე, ლევან ჯივიძე, ზურა ბეგალიშვილი

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 
ლევან კოღუაშვილი დაიბადა 1973 წელს. სწავლობდა რუსეთის სახელმწიფო კინოინსტიტუტში და ნიუ-იორკში კინორეჟისურის სამაგისტრო პროგრამაზე. 2002-2007 წლებში ცხოვრობდა ნიუ-იორკში, სადაც სწავლობდა ნიუ იორკის ხელოვნების სკოლაში.  გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმი. 2008 წელს დაბრუნდა საქართველოში თავისი პირველი მხატვრული ფილმის “ქუჩის დღეების” გადასაღებად, რომელიც 2010 წელს დაასრულა და მრავალ საერთაშორისო კინოფესტივალზე იყო წარგენილი

 



სინოფსისი 


ფილმის მთავარი გმირი, 45 წლის თბილისელი ნარკომანი, თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგას: კორუმპირებული პოლიციელები მისგან მეგობრის შვილის – 16 წლის ბიჭის დაბეზღებას ითხოვენ. თუ დათანხმდება, წამლით და ფულით დაასაჩუქრებენ, ხოლო თუ უარს იტყვის, 10 წლით გაუშვებენ ციხეში და ამით მისი ცხოვრება პრაქტიკულად დასრულდება. კედელთან მიყენებული ფილმის მთავარი გმირი პოლიციელების წინადადებაზე თანხმდება და მეგობრის შვილის გასაწირად მიდის, მაგრამ ბოლო წუთს მასში დიდი ხნის წინ დაკარგული ღირსების ნატამალი იღვიძებს.

see more

close

RETROSPECTIVE

Plamuz

Director:Zbygnev Rybchinsky

Run Time:9:38

Country: Poland

Year: 1973

 

see more

close

სუპი

8’22’, პოლონეთი, 1974

 

რეჟისორი: ზბიგნევ რიბჩინსკი 

სინოფსისი


კაცი იღვიძებს და იწყება დღე, სანამ სამსახურში წავიდოდეს. სიურეალისტური ოცნება გადადის საშინელ რეალობაში, რაც გამოხატულია განსაკუთრებული გზით, იშვიათი თვალსაზრისით, როგორიცაა კბილის გახეხვა პირის ღრუს შიგნიდან. ასევე ადამიანის თვალისთვის უჩვეულოდ უცნაური ფერებია. ნივთებიც კი  გაცილებით დიდი ჩანს, თითქოს შუშიდან უყურებდე, და  რეალობის სიმბოლურ გამოსახულებას წარმოადგენს

 

 

see more

close

ახალი წიგნი

10’26’’, პოლონეთი, 1975


რეჟისორი: ზბიგნევ რიბჩინსკი 

სინოფსისი

 

უბრალო ისტორია წითელ ქურთუკიან და ქუდიან კაცზე, რომელიც სახლიდან ოფისში მიდის ის ავტობუსით მგზავრობს და მაღაზიასთან ჩერდება წიგნის საყიდლად. ოფისი დაკეტილია. ის სამჯერ ბრუნდება და ამასობაში გზად მეგობარი ხვდება. მეგობართან ერთად ცოტა ხნით კაფეში ჩერდება და შემდეგ კი სახლში ბრუნდება. ფილმში რიბჩინსკი ექსპერიმენტს მიმართავს - ეკრანს ცხრა ნაწილად ყოფს, და ასე მაყურებელს შესაძლებლობა მიეცემა ერთდროულად ადევნოს თვალი ქალაქის ცხრავე ადგილს. ყველა სცენა მნიშნელოვანია, მიუხედავად იმისა, იმყოფება თუ არა ფილმის გმირი, პროტაგონისტი წითელ ქურთუკიანი კაცი იმ ადგილას. 

 

 

see more

close

ოჰ, მე ვერ გავჩერდები!

10’07’’, პოლონეთი, 1976

 

რეჟისორი: ზბიგნევ რიბჩინსკი 

სინოფსისი

 

ისტორია მონსტრზე, რომელიც საოცარი სიჩქარით მოძრაობს და ანადგურებს ყველაფერს, რაც კი გზად შეხვდება: ადამიანებს, ცხოველებს, მანქანებს, შენობებს, სიჩქარე ყოველ წამს მატულობს და ნივთები მონსტრის პირში თავბრუსდამხვევი სიჩქარით ცვივდება. ხოცვა-ჟლეტა  გადაღებულია ე.წ. სუბიექტური კამერით, და მაყურებელი თვალს ადევნებს ყოველივე ამას მონსტრის თვალთახედვით. 

 

 

see more

close

ტანგო

08’10’’ 35 მმ, ფერადი, პოლონეთი, 1980


 

რეჟისორი: ზბიგნევ რიბჩინსკი 

სინოფსისი

 

36 პერსონაჟი ცხოვრების სხვადასხვა საფეხურიდან. სხვადასხვა დროის წარმომადგენლები, ურთიერთობენ ერთ ოთახში, მოძრაობენ მარყუჟში და მათ სტატიკური კამერა აკვირდება.

see more

close

ორკესტრი

57’  HDTV, 1990


რეჟისორი: ზბიგნევ რიბჩინსკი

სინოფსისი

 

ორკესტრი არის უსასრულო პროცესი: ის იწყება შოპენის დაკრძალვის მარშით, ოციოდე ელექტრონული მოჩვენებებით, რომლებიც შემდეგ პიანინოს გასაღებად იქცევა და მთავრდება რაველის ბოლეროს მზარდი რიტმებით. 

see more

close

The Discreet charm of the diplomacy

Director: Zbygnev Rybchinsky

Run Time:2:56

Country: USA

Year: 1984

 

see more

close

Imagine

Director: Zbygnev Rybchinsky

Run Time:4:20

Country: USA

Year: 1986

 

see more

close

ნაბიჯები

26’ 35 მმ, პოლონეთი, 1987

 

რეჟისორი: ზბიგნევ რიბჩინსკი 

სინოფსისი

 

“ნაბიჯებში” ყველაფერი ცოცხლად კეთდებოდა. რიბჩინსკის ჰქონდა 7 კამერა, 4 ვიდეო კამერა, და დიდი რაოდენობით კაბელები და მავთულები. როგორც ის ამბობს ყველაზე საინტერესო იყო კადრების დანახვა გადაღების დროს. ამგვარად, ამ და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით, ის იყო ნაწილი წარსულისა მიუხედავად იმისა რომ კადრები უკავშირდებოდა აწმყოს.




see more

close

მეოთხე განზომილება

27’ 35 მმ, ფერადი, 1988


რეჟისორი: ზბიგნევ რიბჩინსკი

სინოფსისი

 

მეოთხე განზომილება იწყება ბიბლიაზე მითითებით: დიდი გადაშლილი წიგნი ხსნის ფრთებს, სანთლის გარშემო იხვევა, სინათლის სიმბოლო, დაბადებული სიტყვის შემქმნელებისგან (და უფალმა თქვა: და იყოს ნათელი!) შემდეგ ჩნდება უბრალო მასა რომელიც თვითონ იხსნება ნელ-ნელა. მოგვიანებით ადამიანი დადის მთის გარშემო. განხეთქილების ვაშლი, ჩნდება ჩარჩოს კუთხეშიქალი მამაკაცის გვერდით

see more

close

კაფკა

62 ’HDTV, 1992

 

რეჟისორი: ზბიგნევ რიბჩინსკი

სინოფსისი


კაფკაში, მის ყველაზე დრამატულ ნამუშევარში, რიბჩინსკიმ სრულყოფილი გახადა ჟესტების კონტროლის მექანიზმი. პოლონელი ხელოვანის წარმოსახვითი მოცულობა არის ჩეხი მწერლის ლიტერატურული პერსონაჟების და ადგილების გარდაქმნა. “როდესაც მე წავიკითხე კაფკა, იდეების გარდა კადრებიც მქონდა. რატომ ავირჩიე კაფკა ამდენ თემას შორის? იმიტომ რომ ის არის საუკუნის ყველაზე დიდი ვიზუალური მწერალი”,  ამბობს რიბჩინსკი. 





see more

close

The day before

Director: Zbygnev Rybchinsky

Run Time:2:00

Country: USA

Year: 

 

see more

close

The vision

Director: Zbygnev Rybchinsky

Co-director : DorotaZglobicka

Run Time:8:30

Country: Poland

Year: 2010

see more

close

ახლო კადრი

100 წთ, ფერადი, ირანი, 1991

 

რეჟისორი: აბას კიაროსტამი

სცენარის ავტორი: აბას კიაროსტამი

ფილმის დირექტორი: აბას კიაროსტამი

როდიუსერი: ალი რეზა ზარინი

ფოტოგრაფი: ალი რეზა ზარინდასტი

მუსიკა: აჰმად ასგჰარი, მოჰამედ ჰაგჰიგჰი

როლებში: ჰოსაინ საბზიანი, ჰოსაინ ფარაზმანდი, აბოლფაზლ აჰანკჰაჰი, მეჰრდად აჰანკჰაჰი, მოჰსენ მაკჰმალბაფი

პროდიუსერული კომპანია: Hassan Aghakarimi, Inst. de Desenv. Intelectual para Crianças e Adolescentes



თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

აბას კიაროსტამი დაიბადა 1940 წლის 22 ივნისს თეირანში. 1960-დან 1968 წლამდე კინემატოგრაფიული კარიერა დიზაინერობითა და რეკლამების რეჟისორობით დაიწყო. 1969 წელს მეგობართან ერთად ბავშვთა და მოზრდილთა ინტელექტუალური განვითარების ინსტიტუტში (კანუნი) ჩამოაყალიბა კინემტოგრაფიული დეპარტამენტი, სადაც წლების განმავლობაში რეჟისორებთან: ა. ნადერი, ბ. ბეიზაი, დ. მერჰჯუი, ე. ფოროზეში, სობრა შ. სალესი შექმნა მრავალი საინტერესო ფილმი. 1970 წლამდე კიაროსტამს გადაღებული აქვს მრავალი მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ფილმი. იგი არაპროფესიონალ მსახიობებთან ბუნებრივ, გარემოში მუშაობას ანიჭებს უპირატესობას. მის ნამუშევრებს ახასიათებს პოეტურობითა და სიმბოლიზმით შენიღბული ბასრი ჩეხოვისეული იუმორი. 1980-იანების ბოლოს კიაროსტამს დამსახურებულად აღიარებენ საერთაშორისო კინოფესტივალებზე და ელიტარულ კინოწრეებში. 1992 წელს მან მიიღო როსელინის პრიზი კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის. 1997 წელს "ალუბლის გემომ" კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტო დაიმსახურა, ფილმმა "ქარი წაგვიღებს" კი ჟიურის მთავარი პრიზის მფლობელი გახადა Venice Mostra-ზე 1999 წელს. 1997 წლის 13 ნოემბერს უინესკომ რეჟისორს ფელინის სახელობის მედალი მიანიჭა.


სინოფსისი 


ალი, რომელმაც თითქოს მიიღო შემოთავაზება მოჰსენ მაჰმალბახის ფილმში, შედის ერთ-ერთ ცნობილ და მდიდარ ოჯახში თეირანში და სთავაზობს წარმოჩენილ როლს ამ ფილმში. ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ ამ ფილმში წარმოაჩენენ რეალურ მოვლენებს, რომელსაც თან სდევს სასამართლო განხილვის კადრები. 

see more

close

ABC აფრიკა

84 წთ, ფერადი, ირანი/საფრანგეთი, 2001

 

ჟანრი: დოკუმენტური

რეჟისორი: აბას კიაროსტამი

სცენარის ავტორი: აბას კიაროსტამი

ფილმის დირექტორი: აბას კიაროსტამი

პროდიუსერი: აბას კიაროსტამი, მარინ კარმიცი

ფოტოგრაფი: სეიფოლაჰ სამადიანი

მუსიკა: მოჰამედ რეზა დელპააკი

როლებში: აბას კიაროსტამი, მარინ კარმიცი

საპროდიუსერო კომპანიები: Abbas Kiarostami Productions

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

 

დაიბადა 1940 წლის 22 ივნისს თეირანში. 1960-დან 1968 წლამდე კინემატოგრაფიული კარიერა დიზაინერობითა და რეკლამების რეჟისორობით დაიწყო. 1969 წელს მეგობართან ერთად ბავშვთა და მოზრდილთა ინტელექტუალური განვითარების ინსტიტუტში (კანუნი) ჩამოაყალიბა კინემტოგრაფიული დეპარტამენტი, სადაც წლების განმავლობაში რეჟისორებთან: ა. ნადერი, ბ. ბეიზაი, დ. მერჰჯუი, ე. ფოროზეში, სობრა შ. სალესი შექმნა მრავალი საინტერესო ფილმი. 1970 წლამდე კიაროსტამს გადაღებული აქვს მრავალი მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ფილმი. იგი არაპროფესიონალ მსახიობებთან ბუნებრივ, გარემოში მუშაობას ანიჭებს უპირატესობას. მის ნამუშევრებს ახასიათებს პოეტურობითა და სიმბოლიზმით შენიღბული ბასრი ჩეხოვისეული იუმორი. 1980-იანების ბოლოს კიაროსტამს დამსახურებულად აღიარებენ საერთაშორისო კინოფესტივალებზე და ელიტარულ კინოწრეებში. 1992 წელს მან მიიღო როსელინის პრიზი კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის. 1997 წელს "ალუბლის გემომ" კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტო დაიმსახურა, ფილმმა "ქარი წაგვიღებს" კი ჟიურის მთავარი პრიზის მფლობელი გახადა Venice Mostra-ზე 1999 წელს. 1997 წლის 13 ნოემბერს უინესკომ რეჟისორს ფელინის სახელობის მედალი მიანიჭა.
 

 

სინოფსისი 

 

უგანდა, 2000 წლის მარტი. აბას კიაროსმატი და მისი ასისტენტი სეიფოლა სამადიანი გაერთიანებული ერების სოფლის მეურენეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის თხოვნით კამპალაში ჩადიან. მთელი ათი Dდღის მანძილზე კამერაზე აღბეჭდეს ათასობით ბავშვის სახე, რომელთა მშობლებიც შიდსით დაიღუპნენ. ეს ჩანაწერები აღწერს ცრემლებს და სიცილს, მუსიკას და სიჩუმეს, სიცოცხლეს და სიკვდილს. ეს ფილმი ადასტურებს აფრიკის მზიან გამძლეობას, მიუხედავად ამდენი ტანჯვისა და დაავადებებისა. 

 

 

 

 

 

see more

close

Video arts

Director: Abbas Kiarostami

Run Time:81

Country: 

Year: 

 

see more

close

გზები

32’, ირანი, 2005

 

რეჟისორი: აბბას კიაროსტამი

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

 

დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავს ლანდშაფტების სილამაზეს. შავ-თეთრი ფოტოგრაფიები პოეტური წიაღსველბით და  პოლიტიკური დატვირთვის მქონე მუსიკა. 

 

see more

close

წვიმა

რეჟისორი: აბბას კიაროსტამი

11 წთ.

see more

close

თოლიას კვერცხი

რეჟისორი: აბბას კიაროსტამი

 17 წთ.

see more

close

კომში

რეჟისორი: აბბას კიაროსტამი

12 წთ. 

see more

close

ორი ეპიზოდი ხუთიდან

რეჟისორი: აბბას კიაროსტამი

10 წთ.

see more

close

INTERNATIONAL COMPETITION - DOCUMENTARY FILMS

1929

104’, ფერი/თეთრი და შავი, საფრანგეთი, 2009


 
რეჟისორი: უილიამ კარელი

სცენარის ავტორი: უილიამ კარელი

თხრობა: უილიამ კარელი

მონტაჟი: მიშელ ჰოლანდერი

საპროდიუსერო კომპანია: Dominique Tibi for Roche Productions


თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 
უილაიმ კარელი პარიზში სწავლის შემდეგ გადავიდა ისრაელში, სადაც დაახლოებით 10 წელი    ქალაქ კიბუცში ცხოვრობდა. 1981 წელს იგი დაუბრუნდა ფოტოგრაფიას და 10 წელი იმუშავა ფოტორეპორტიორად ისეთი სააგენტოებისთვის, როგორებიცაა „გამა” (1972-1976) და „სიგმა” (1976 - 1983). ამის შემდეგ კარელი იწყებს კინო რეჟისურას. ოთხმოციანი წლების მიწურულიდან იგი იღებს სხვადასხვა ისტორიულ და პოლიტიკურ-დოკუმენტური ჟანრის ფილმებს, რომელებიც უკავშირდება მეოცე საუკუნის საკმაოდ დელიკატურ საკითხებს.  მისი ფილმები ხშირადაა ნაჩვენები „არტეს” და „ფრანს 3” ტელეარხების მიერ. კარელი აგრეთვე ქმნის ფრანგ და ამერიკელ პოლიტიკოსთა პორტრეტებს – ვალერი გისკარდ ესტეინი, ფრანკ მიტერანდი, ჟან-მარი ლე პენი, ჯონ კენედი და ჯორჯ ბუშ უმცროსი.  შეერთებულ შტატებს  მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კარელის ნამუშევრებში. ფილმის „თეთრი სახლის კაცების” – (ფილმი პრეზიდენტების შესახებ კრიზისის პერიოდში), იგი იკვლევდა ჩIA-ის საიდუმლოებებს. კარელი აგრეთვე ავტორია ფილმისა „მთავრის ბნელი მხარე“ (2002). ფილმში „ემფაიერ სთეით ბილდინგის მკვლელები” (2008)  

 


სინოფსისი 


რეჟისორი უილიამ კარელი იკვლევს უდიდეს საფონდო ბაზრის კრახს ისტორიაში, რომელიც მოხდა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე,  80 წლის წინ, „შავი ხუთშაბათს”, 1929 წლის 24 ოქტომბერს. ფილმში ეკონომისტები და ისტორიკოსები ცდილობენ განიხილონ კრახის გამომწვევი მიზეზები, მისი ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები.  კრახმა გამოიწვია უკიდურესი სიღარიბე და მემარჯვენეთა ზრდა, რამაც გავლენა იქონია შემდეგ დეკადაზე. ამის საილუსტრაციოდ რეჟისორი  1929 წლის შავ-თეთრი არქივების ფირებს იყენებს. პირველი ნაწილი - „კრიზისი”იმ წლის ანალიზს ახდენს, როცა საფონდო ბირჟამ კრახი განიცადა.  „შავი ხუთშაბათის“ უკეთ საილუსტრაციოდ ფილმში ისმის 20-იანი წლების მხიარული მუსიკა, ჩანს ქალების ცეკვა და უახლესი დიზაინის მანქანების მოძრაობა ნიუ- იორკის ქუჩებში. იზრდება მასობრივი მოხმარება ისეთი საგნებისა, როგორიცაა ავტომობილი, სარეცხი მანქანა და მაცივარი. საფონდო ვაჭრობა და ეკონომიკა გამოიყურება უფრო განვითარებულად,  ვიდრე ოდესმე. ყველაფერი კარგადაა საბედისწერო დღემდე.  

see more

close

ცარიელი ქალაქი

94’ აშშ, 2009


 
რეჟისორი: სელინ დანიე

ოპერატორი: რიო მურაკამი, პიტერ სზოლოსი

მონტაჟი: ვანესა როვოლტი

გახმოვანება: ერიკ ოფინი

პროდიუსერები: ავივა ვიშნოუ, ვანესა როვორტი

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


ფრანგმა, ახალბედა რეჟისორმა სელინ დანიემ, სორბონის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, კინოში გადაინაცვლა. დანიე ფილმების წარმოებაში ჩაერთო პარიზში დამოუკიდებელ საპროდიუსერო სახლში- Les Enragés მუშაობის დროს. ის იყო ავანგარდული თეატრალური ჯგუფის -La Compagnie Vapeur წევრი. 2006 წელს, ნიუ იორკში გადასვლის შემდეგ, სანამ საკუთარ წარმოებას დაიწყებდა, დანიე მოდასა და კინო სამყაროში მუშაობდა. მისი ფილმები არის როგორც პრაქტიკული, ისე სუფთა ესთეტიური, რადგანაც მას გააჩნია უნიკალური ინდივიდუალური მიდგომა ყველაფრის მიმართ, რასაც აკეთებს. ამ ყველაფერმა კი ის მიიყვანა პირველ რეჟისორულ დებიუტამდე.

 

სინოფსისი 


დღესდღეობით მანჰეტენი ასოცირდება ძვირადღირებულ საკუთრებასთან, ცნობილ სავაჭრო ნიშნებთან და მოდის მიმდევრებთან. 70 წლების ბოლოს კი ის იყო ვირთხების და კრიმინალის ბუდე, იაფფასიანი და საზიზღარი - ადგილი სადაც ემიგრანტები, ღარიბი ხალხი და მსახიობები იყრიდნენ თავს.  მუსიკა, ხელოვნება, მოდა და კინოსამყარო სწრაფად ვითარდებოდა,  ნარკოტიკების და სიგიჟის ხარჯზე.


see more

close

ხალხის მტრები

94 წთ, კამბოჯა/ბრიტანეთი, 2009



რეჟისორი: რობ ლემკინი

სექცია: დოკუმენტური

ოპერატორი: რობ ლემკინი

მონტაჟი: სტეფან რონოვიცი

სცენარის ავტორი: რობ ლემკინი

კომპოზიტორი:  დანიელ პემბერტონი

პროდიუსერი: რობ ლემკინი, თეტ სამბათი 

საპროდიუსერო კომპანიები:Old Street Films. 67 Hurst Street. Oxford OX4 1HA. England

 



თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


რობ ლემკინი არის Old Street Films-ის დამფუძნებელი და დირექტორი. მას გადაღებული აქვს 50 დოკუმნტური ფილმი BBC – სთვის,  Channel 4, ITV, Sky, The History Channel (US)  და Arts & Entertainment.- სთვის.  მიღებული აქვს მრავალი პრიზი ბრიტანეთში და საზღვარგარეთ და მისი ნამუშევარი ნაჩვენები იყო C4, BBC და  ITV – ზე. მას შექმნილი აქვს რამდენიმე ფილმი აზიის ისტორიასა და პოლიტიკაზე, მათ შორისThe Real Dr Evil (BBC/Arts & Entertainment 2003), Who Really Killed Aung San? (BBC2 1997), Malaya: The Undeclared War (BBC2 1998), China: Handle with Care (C4 2001) Bearers of the Sword (C4 2002) 

 


სინოფისი

 

ჟურნალისტი, რომლის ოჯახი ხმერ როუშის მიერ იქნა მოკლული, ათწლელულს ატარებს იმ ხალხთან დამეგობრებაში, რომლებმაც უამრავი მკვლელობა ჩაიდინეს კამბოჯიის “მკვლელობების მინდვრებში”. ამ მკვლელებისგან და მათი შეფისგან ის გებულობს ახალ და შემზარავ ამბებს იმდროინდელ გენოციდზე, მაგრამ სიმართლე, რომელიც აღმოაჩინა, ძვირად დაუჯდება. 

see more

close

....და ყველაფერი კარგად მიდის

89 წთ, ფერადი, შავ-თეთრი, აშშ, 2010


 
ჟანრი: დოკუმენტური

რეჟისორი: სტივენ სოდერბერგი

ფილმის დირექტორი: სუზან ლიტენბერგი

პროდიუსერი: ამი ჰობი, ჯოშუა ბლუმი, კატლინ რუსო

მუსიკა: ფორესტ გრეი

როლებში: სპალდინგ გრეი

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

 


სტივენ სოდერბერგი დაიბადა 1963 წლის 14 იანვარს, ატლანტაში (აშშ). სკოლის დამთავრების შემდეგ ჰოლივუდში წავიდა, სადაც შტატგარეშე რეჟისორად მუშაობდა. ჰოლივუდში სამუშაოდ  დრო ცოტა ჰქონდა, ის სახლში დაბრუნდა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების შექმნა და სცენარების წერა დაიწყო. პირველი წარმატება სოდერბერგს 1986 წელს მოუტანა, როდესაც როკ-ჯგუფ YES  –სთან გადაწყდა სრულმეტრაჟიანი კონცერტის გადაღება, ის გრემის მფლობელი გახდა (YES  9012 LIVE (1985). ამ წარმატების შემდეგ სოდერბერგმა გადაიღო მცირე ბიუჯეტიანი ფილმი „ვინსტონი” (1987), რაც შემდეგ განავრცო ფილმში „სექსი, ტყუილი და ვიდეოჩანაწერები” (1989). ფილმმა კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო მიიღო საუკეთესო რეჟისურისთვის, ხოლო საუკეთესო სცენარისათვის „ოსკარით“ დაჯილდოვდა. 1998 წელს სოდერბერგმა გადაიღო ფილმი „ხედვის გარეშე” (1998), არანაკლებ კრიტიკული და კომერციულად წარმატებული ფილმი, ვიდრე „სექსი, ტყუილი და ჩანაწერები” (1989). 2000 წელს კი სოდერბერგმა გადაიღო ორი ცნობილი და დღემდე პოპულარული ფილმი: „ერინ ბროკოვიჩი“ (2000) და „ტრაფიკი” (2000). ფილმები ნომინირებული იყო ოსკარზე და მოიპოვეს ჯილდო საუკეთესო რეჟისურისათვის.
 

 

სინოფსისი

 
ფილმი წარმოგვიდგენს მონოლოგისტ სპალდინგ გრეის იდუმალ პორტრეტს, ისე, როგორც ეს აღწერილი იყო მისი ყველაზე კრიტიკული ბიოგრაფის (სპალდინგ გრეი) მიერ. სოდერბერგმა, რომელიც თანამშრომლობდა გრეისთან „გრეის ანატომიის” გადაღების დროს, შეძლო იშვიათი კადრების მეშვეობით შეექმნა და წარმოედგინა ბოლო მონოლოგი. ფილმში, გრეის მამის და შვილის სახელებიც გაიელვებს, მაგრამ რეალურად იგი წარმოადგენს ერთი კაცის შოუს, რომელშიც კარგადაა დანახული სპალდინგ გრეის ინტელექტი და უნივერსალური ჭეშმარიტების დანახვის ნიჭი. 

see more

close

ინსაითი

60 წთ.,  საქართველო, 2010


 
რეჟისორი და სცენარისტი: გია დიასამიძე

ოპერატორი: გია დიასამიძე

მონტაჟი: გია დიასამიძე

პროდიუსერი: ზურა დიასამიძე


ბიოგრაფია


გია დიასამიძე დაიბადა ქ. ბათუმში, 1971 წლის 9 იანვარს. 1977–1985 წწ. სწავლობდა ქ. ბათუმის 22–ე საშუალო სკოლაში. 1985–89 წწ. სწავლობდა ქ. ბათუმის საზღვაო სასწავლებელში. 1989 წ. ჩააბარა ქ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უცხო ენათა სპეციალობაზე, 1990 წლიდან სწავლა გააგრძელა ქ. თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში, რომელიც დაასრულა 1994 წელს. 2002 –2004 წლებში სწავლობდა ქ.მოსკოვში, რუსეთის სახელმწიფო კინოინსტიტუტში(ВГИК), სარეჟისორო ფაკულტეტზე. ფილმოგრაფია(დოკუმენტური ფილმები): 2010 წ.–„ინსაითი“; 2010 წ.–„მოლოდინი“; 2009 წ.–„როგორ კეთდება ანიმაცია“; 2007 წ.–„არტგენის კვალდაკვალ“; 2006 წ.–„ადილა“; 2005 წ.–„მოგზაურობა ფოლკლორში“.მუსიკალური კლიპები: 2009 წ.–„ნენა–ნენა“; 2009 წ.–„ალილო“; 2008 წ.–„მოდი, ვისწავლოთ ერთად“; 2007 წ.–„ჩვენ ერთად ვართ“; 2005 წ.–„გულის ვარდი“.
 

 

სინოფსისი

 

დოკუმენტური ფილმი „ინსაითი“ მოგვითხრობს ქართველი მომღერლის ნინო ქათამაძისა და ჯგუფის „ინსაითი“ მუსიკალური ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.  ფილმში გამოყენებულია ბოლო ათი წლის განმავლობაში გადაღებული ვიდეომასალები და ნაჩვენებია მათი მუსიკალური გზა. ფილმი გვაცნობს მუსიკოსებს და მათ შემოქმედებას. 

 

 

 

see more

close

კურდღელი ბერლინიდან

39 წ. პოლონეთი/გერმანია/2009


რეჟისორი: ბარტოზ კონოპკა

სცენარის ავტორები: ბარტოზ კონოპკა,მათეუშ რომასკანი

ოპერატორი: პიოტრ როსოლოვსკი

მონტაჟი: მათეუშ რომასკანი

სექცია: დოკუმენტური/ისტორიული

პროდუსერი: ანა ვიდრა

საპროდუსერო კომპანია: MS FILMS in co-production with ma.ja.de. filmproduktion, in association with MDR, RBB/ARTE, Lichtpunt, YLE and VPRO




თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 
ბარტოზ კონოპკა დაიბადა 1972 წლის 8 სექტემბერს, პოლონეთში. იგი პოლონელ კინემატოგრაფისტთა ახალ თაობაში  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კინორეჟისორია. კონოპკა კინოს თეორიას სწავლობდა კრაკოვის უნივერსიტეტში, კიშლოვსკის კინო დეპარტამენტში, კატოვიცის უნივერსიტეტში და ანჟეი ვაიდას კინოსკოლაში. მიღებული აქვს 30-მდე ჯილდო ფილმებისათვის, რომლებიც მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის ტელესივრცეშია  ნაჩვენები.


სინოფსისი

 
ისტორია ველურ კურდღლებზე, რომლებიც  ბერლინის კედლებს შორის ცხოვრობდნენ. 28 წლის მანძილზე „მკვდარი ზონა” მათი ყველაზე უსაფრთხო თავშესაფარი იყო - ბალახით სავსე ადგილი, მტაცებლებისგან თავისუფალი. ჯარისკაცები მათ ადამიანების თავდასხმისგანაც იცავდნენ. ისინი ჩაკეტილნი, მაგრამ ბედნიერები იყვნენ. როცა მათმა რიცხვმა ათასებს მიაღწია, ჯარმა  კურდღლების დევნა დაიწყო, მაგრამ კურდღლები გადარჩნენ.  ერთ დღეს კედელი დაინგრა. კურდღლები იძულებული იყვნენ მიატოვებინათ კომფორტული საცხოვრებელი და გადასახლებულიყვნენ დასავლეთ ბერლინში. მას შემდეგ, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპის მცხოვრებნი, ისინიც სწავლობენ თუ როგორ იცხოვრონ თავისუფალ გარემოში.


see more

close

ყველაზე ცუდი კომპანია მსოფლიოში

50 წუთი/ფერადი, ისრაელი, 2009


  
ჟანრი: დოკუმენტური 

რეჟისორი: რეგევ კონტესი

სცენარის ავტორი: რეგევ კონტესი, არიკ ლაჰავ-ლეიბოვიჩი

ოპერატორი: იატაი რაზიელი, რეგევ კონტესი, ბენჟი ქოენი

მონტაჟი: არიკ ლაჰავ –ლეიბოვიჩი

მუსიკა: იური ოფირი

პროდიუსერები: ელიონ რატზოვსკი, იოსი უზარდი, გაი ჯაკოელი, ნოა ლიფშიცი

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


რეჟისორი და მწერალი რეგევ კონტესი დაიბადა 1976 წელს. დაამთავრა ბეზალელის ხელოვნების აკადემია იერუსალიმში. მისმა პირველმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „ნაწილი 10,953” ისრაელის პირველი არხის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე პირველი პრიზი მიიღო  და   იერუსალიმის საერთაშორისო კინოფესტივალის ფინალისტი გახდა. რეჟისორს გადაღებული აქვს ფილმები: პროექტ -The Moments Project for Jerusalem  International Film Festival--ისათვის,  – „ძებნილი” (2004), “სუვენირების მაღაზია”( 2005)

 


სინოფსისი  

 
სამი განქორწინებული, საშუალო ასაკის მამაკაცი პატარა, წარუმატებელ სადაზღვევო სააგენტოში მუშაობს, რომელიც  მენეჯერის ნაქირავებ ბინაში მდებარეობს. ფილმი იწყება 31 დეკემბრის აღწერით, რომელიც ყველაზე სტრესული დღეა სადაზღვევო კომპანიისათვის. კარგი განათლების მქონე სამეული (მათ შორის ფილმის რეჟისორის მამაც), ინარჩუნებს  იუმორის გრძნობას, თუმცა ბიზნესის წამოებაზე წარმოდგენა არა აქვთ. მათი კომპანია ფულის შოვნის შესაძლებლობებს კარგავს და გამუდმებით გაკოტრების ზღვარზე იმყოფება.

see more

close

INTTERNATIONAL COMPETITION - FEATURE FILMS

ცხოვრება სიკვდილის შემდეგ

104წთ/ფერადი/აშშ/2009

 


ჟანრი: დრამა; მისტიკა; ტრილერი

რეჟისორი: აგნიესზკა ვოიტოვიც-ვოსლოო

სცენარის ავტორი: აგნიესზკა ვოიტოვიც-ვოსლოო; პოლ ვოსლოო; ჯაკუბ კოროლცზუკი

ოპერატორი: ანასტას ნ. მიჩოსი

როლებში: კრისტინა რიჩი; ლიამ ნისონი; ჯასტინ ლონგი; სელია უესტონი

მონტაჟი: ნაივენ ჰოუვიკოსტიუმები: ლუკა მოსკახმა: ჯერი შტაინი; მეტ დოუსონი; მარკო ა. კოსტანცო; კოლ ანდერსონი; სტივენ ბარდენი; დან ფინკი; დომინიკ ტაველა.

მხატვრული რედაქტორი: ანუ შვარცი

მუსიკა: პოლ ჰასლინგერი

საპროდიუსერო კომპანია:  Lleju Productions; Harbor Light Entertainment; Plum Pictures

 




თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 


აგნიესზკა ვოიტოვიც-ვოსლოო რეჟისორი და მწერალია. 2003 წელს დაამთავრა ნიუ-ორკის თიშის სახელოვნებო სკოლა კინემატოგრაფიის სპეციალობით. მისი დებიუტი, მოკლემეტრაჟიანი ფილმით “პატე”, სანდენსის კინოფესტივალზე შედგა, შემდეგ კი მიიღო რამდენიმე პრესტიჟული პრიზი, მათ შორის NYU's Wasserman Award, Fielle d'Or-ი ბევერლი ჰილზის კინოფესტივალზე, ჟიურის მთავარი პრიზი ჰიუსტონის საერთაშორისო კინოფესტივალზე და ა.შ. Filmmaker Magazine-მა ვოიტოვიც-ვოსლოო დამოუკიდებელი კინოს 25 ახალ სახეს შორის დაასახელა. რეჟისორის პირველი მხატვრული ფილმი “ცხოვრება სიკვდილის შემდეგ” - ფსიქოლოგიური ტრილერი (ლიამ ნილსონი, კრისტინა რიჩი, ჯასტინ ლონგი) 2009 წლის ოქტომბერში გამოვიდა.
 

 

სინოფსისი

 


საშინელი ავტოავარიის შემდეგ ანა იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ ადგილობრივი დამკრძალავი ბიუროს დირექტორი ელიოტ დიკონი მის სხეულს დაკრძალვისთვის ამზადებს. დაბნეულ, შეძრწუნებულ ანას, რომელიც სრულიად ცოცხლად გრძნობს თავს, არ სჯერა რომ მოკვდა, მიუხედავად ელიოტ დიკონის ჩაგონებებისა, რომ ის უბრალოდ გარდამავალ ეტაპს გადის საიქიოს გზაზე. ბიუროს დირექტორი არწმუნებს გოგონას, რომ მიცვალებულებთან კონტაქტის უნარი აქვს, რომ ის ერთადერთია, ვისაც ანას დახმარება შეუძლია. დამკრძალავი ბიუროს შიგნით გამომწყვდეული, ელიოტის პირისპირ დარჩენილი ანა, იძულებულია თვალი გაუსწოროს  შიშებს და საკუთარ სიკვდილს შეურიგდეს. მაგრამ ანას მგლოვიარე მეგობარი ბიჭი პოლი არ ეჭვობს, რომ ელიოტი სულაც არ არის ის, რადაც თავს ასაღებს. დაკრძალვის მოახლოებასთან ერთად პოლი სულ უფრო და უფრო უახლოვდება შემაშფოთებელ სიმართლეს. მაგრამ ხომ შეიძლება უკვე ძალიან გვიან იყოს?! ანამ შეიძლება უკვე გადაკვეთოს საზღვარი და სხვა სამყაროში შეაბიჯოს.

see more

close

სხვა ზეცა

86წთ/35მმ/ფერადი/რუსეთი/2010

 


ჟანრი: დრამა

რეჟისორი: დიმიტრი მამულია

სცენარის ავტორი: დიმიტრი მამულია; ლეონიდ სიტოვი.

ოპერატორი: ალიშერ ხამიდხოჯაევი

როლებში: ჰაბიბ ბუფარესი; ამირზა მუჰამადი; მიტრა ზეიჰედი.

მონტაჟი: დაშა დანილოვახმა: მარინა ნიგმატულინა

მუსიკა: ანა მუზიჩენკო

საპროდიუსერო კომპანია: Metronomefilm;  Arsen Gotlib Production




ბიოგრაფია

 

დაიბადა 1969 წელს, თბილისში. 1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი, სადაც შემდგომ ლექციებსაც კითხულობდა. დიმიტრი მამულია ლიტერატურულ-ფილოსოფიური ალმანახი “ლოგოსი”-ს მთავარი რედაქტორი იყო, რომელიც რუსეთსა და იაპონიაში იბეჭდებოდა. მისი ნაშრომი “სამგზის ჰესე” (Dreimal Hesse) გამოქვეყნდა გერმანიაში. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომი თემაზე მოსკოვური რომანტიკული კონცეპტუალიზმი. დიმიტრი მამულია გადიოდა სარეჟისორი და სასცენარო კურსებს და  გადაღებული აქვს შემდეგი მოკლემეტრაჟიანი ფილმები: “ენითაღუწერელი საზოგადოება” (2006) და “სირინოზების დუმილი” (2006)  ბაკურ ბაკურაძესთან ერთად გადაღებული ფსევდო-დოკუმენტური ფილმი “მოსკოვი” მოგვითხრობს ყირგიზულ ოჯახზე, რომელიც დედაქალაქში მოხვედრას ცდილობს. “სხვა ზეცა” მამულიას დებიუტია მხატვრულ კინოში. 

 

სინოფსისი

 

ალი და მისი 9 წლის ვაჟი ცენტრალური აზიის ვრცელ, უდაბურ სტეპებზე ცხვრის ფარასთან  ერთად დაეხეტებიან. ბიჭს დედა ენატრება, რომელიც არ უნახავს მას შემდეგ რაც მოსკოვში წავიდა, უკეთესი ცხოვრების საპოვნელად. ისინი მის პოვნას გადაწყვეტენ. დიდი ქალაქი მათთვის მძიმე ხვედრს ამზადებს: მუშის შემთხვევითი შემოსავალი და სიღატაკეში ცხოვრება. ალი მოთმინებით იტანს ყველა შეურაცხყოფას... ის ეძებს ცოლს, ცოცხალსა თუ მკვდარს, ყველგან დიდი ქალაქის ლაბირინთებში. ფილმი მოუკერძოებლად, დოკუმენტალურად ასახავს უფსკრულის პირას მდგარი კაცის ყოფა-ცხოვრებასა. უცხო გარემოში, რომელიც მას ინტუიტიური მოქმედებებისა და ურთიერთობებისაკენ უბიძგებს. ალი ვერ ამჩნევს რა ტელევიზიით გადმოცემულ დრამატულ მსოფლიო მოვლენებს, გარე სამყაროც უარს ამბობს შეამჩნიოს მისი შინაგანი დრამა.

see more

close

შოფინგ-ცენტრის გოგონები

82 წუთი/ფერადი/პოლონეთი/2009


ჟანრი: დრამა

რეჟისორი: კატარზინა როსლანიეკი

სცენარის ავტორი: კატარზინა როსლანიეკი

ოპერატორი: ვიტოლდ სტოკი

როლებში: ანა კარცმარციკი, დაგმარა კრასოვსკა, დომინიკა გვიტი 

მონტაჟი: ვოციეხ მროჟნისკი, იაროსდლავ კამინსკი, კამილ ცვარტოზი

მუსიკა: ადამ ოსტროვსკი

პროდიუსერი: ვლადიმერ ნიდერჰაუსი


 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


კატარზინა დაიბადა 1980 წელს. სანამ დაიწყებდა ვარშავის და ანჯეი ვაიდას (სამაგისტრო) კინოსკოლაში სწავლას, მანამ გდანსკის უნივერსიტეტში ეკონომიკასა და სამართალს სწვლობდა. 2006 წელს როსლანიეკმა გადაიღო “შოფინგ ცენტრის გოგონები,” როგორც მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელმაც მას მოუტანა გდინიის პოლონეთის კინოფესტივალის სპეციალური პრიზი. “შოფინგ ცენტრის გოგონები” (2009) მისი პირველი სრუმლეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელამც მოიპოვა საუკეთესო დებიუტის პრიზი   ERA New Horizons  –ის კინოფესტივალზე ვროცლავში (2009).

 


სინოფსისი

 
14 წლის ალისა აღმოჩნდება განსხვავებულ თინეიჯერების გარემოში, რომლებმაც გადალახეს 18 წელი და სხვა ფასეულობები გააჩნიათ. უხეში და სასტიკი მოზარდები  ალისას ცხოვრებას ჯოჯოხეთად უქცევენ, სანამ თავიანთ გარემოში ჩაითრევენ. ისინი კლიენტების ძებნაში სავაჭრო ცენტრებში დახეტიალობენ. ფილმში განხილულია ადრეულად მომწიფებული თაობის ბედი. 

 


 

 

 

see more

close

კოსმოსი

122 წუთი, თურქეთი, 2009 


 
რეჟისორი: რეჰა ერდემი

სცენარის ავტორი: რეჰა ერდემი

ოპერატორი: ფლორენტ ჰერი

როლებში: სერმეტ იესილი, თურქუ თურანი, ჰაკან ნალტუნტასი, საბაჰა დოგიანილმაზი  


თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

რეჰა ერდემი დაიბადა სტამბულში 1960 წელს. დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის კინომატოგრაფიის ფაკულტეტი, სადაც მიიღო მაგისტრის წოდება ვიზუალურ ხელოვნებაში. მას ფრანგულ-თურქული თანამშრომლობით გადაღებული აქვს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “ო, მთვარე” (1989), რომელმაც ნანტის კინოფესტივალზე სხვადასხვა პრიზი მოიპოვა.  ერდემის მრავალი ფილმი იყო ნაჩვენები საერთაშორისო კინოფესტივალებზე, როგორებიცაა: ლოკარნოს, მოსკოვის და ვანკუვერის კინოფესტივალები.  

 

სინოფსისი 


კოსმოსი ქურდია, რომელიც სასაზღვრო ქალაქში ბრუნდება. როგორც კი ის ქალაქში მოხვდება, გადაარჩენს პატარა ბიჭს მდინარეში დახრჩობისგან, რის შემდეგაც იგი ცნობილი გახდება როგორც სასწაულთმოქმედი. კოსმოსი ძალიან უცნაური ადამიანია. ის არასდროს  ჭამს და სძინავს. მისი ყველაზე გასაოცარი უნარია, მაღალ ხეებზე აძრომა საოცარი მოხერხებულობით. იგი გულახდილად ამბობს საკუთარ სურვილს, რაც აშინებთ ქალაქის მცხოვრებლებს. ის სიყვარულს ეძებს. მალე კოსმოსი და ნეპტუნი, გადარჩენილი ბიჭის მოზარდი და, დაახლოვდებიან საკმაოდ ექსცენტრიული გზით – ხეებზე და სახურავებზე ჭიკჭიკით, რომელიც ჩიტების იმიტაციას წარმოადგენს. კოსმოსის ჩამოსვლასთან ერთად ქალაქის პატარა მაღაზიებში მასიური ძარცვა იწყება. მოგვიანებით ქალაქის მოსახლეობა გებულობს, რომ კოსმოსს გააჩნია ადამინების განკურნების ნიჭი, მაგრამ არასასიამოვნო შემთხვევების  გამო კოსმოსის ბედი იცვლება, რის შედეგაც კოსმოსი ქალაქს ტოვებს. 

see more

close

კოღოების ბადე

95 წთ/ესპანეთი/2010



რეჟისორი: აგუსტი ვილა

სცენარის ავტორი: აგუსტი ვილა

ოპერატორი: ნეუს ოლე

როლებში: ემა სუარესი, ედუარდ ფერნანდესი, ჯერალდინე ჩაპლინი, მარკოს ფრანცი, ალექს ბატილორი.

ფილმის მონტაჟი: მარტი როკა

კომპოზიტორი: ალფონს ცონდე

პროდუსერი: ლუის მინარო

საპროდუსერო კომპანია: Eddie Saeta S.A.

 



ოგრაფია


აგუსტი ვილა დაიბადა 1961 წელს ბარსელონაში. ავტორია სხვადასხვა სატელევიზიო პროგრამისა, მათ შორის “ახალი ფიქცია”(1997),  “ალისა და თუთიყუში” (1997), და ასევე გადაღებული აქვს ფილმები: “შუშის კაცი”. (1993)  “სკამი პარკში”,(1999) და დოკუმენუტური ფილმი “3055 ჟან ლეონი”(2006). 



სინოფისი


მარია იტანჯება ალცჰაიმერის დაავადებისგან. მარიას 15 წლის შვილიშვილი ლუი საკუთარ თავში იკეტება, რათა გაექცეს მშობლების ოჯახურ კრიზისს. მას ქუჩიდან უპატრონო ძაღლები და კატები სახლში მოჰყავს. მამამის მიგელს სურს ბოლო მოუღოს თავისი შვილის ექსცენტრიულ ქცევას, მაგრამ ლუისს დედა იცავს. ამასობაში ბინაში ცხოველთა რიცხვი თანდათან იზრდება. “ფილმის გმირებს სჯერათ, რომ ერთადერთი, რისიც უნდა ეშინოდეთ კოღოებია. დარწმუნებულები არიან, თუ ყველაფერს შეზღუდავენ ამით მიაღწევენ ბედნიერებას, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მუდმივი ბედნიერება დამდგარი წყალივითაა. და დამდგარი წყალი მალე იწყებს ლპობას. და მაშინ შეუძლიათ კოღოებს, მგლებად იქცნენ”- ამბობს ფილმის რეჟისორი აგუსტი ვილა. 

see more

close

არაფერი პირადული

85წთ/ფერადი/35მმ/ირლანდია, ჰოლანდია/2009


ჟანრი: დრამა

რეჟისორი: ურსულა ანტონიაკი

სცენარის ავტორი: ურსულა ანტონიაკი

ოპერატორი: დანიელ ბუკე

როლებში: ლოტე ვერბეეკი; სტივენ რი

მონტაჟი: ნატალი ალონსო კასალე

კოსტიუმები: ბო როოსტერმან - ფროეგენი

ხმა: ვიქტორ ჰორსტინკი; იან შერმერი

მხატვრული რედაქტორი: ჯეინ ინგლიში

მუსიკა: იტან როუზი

საპროდიუსერო კომპანიები: Rinkel Film & TV; Edwin van Meurs & Reinier Selen



თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ურსულა  ანტონიაკმა დაამთავრა პოლონური (კინო/ტელე პროდუსინგი), და ჰოლანდიური (კინორეჟისურა) კინო აკადემია. მისი ფილმი "Bijlmer Odyssey" ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვანი ჰოლანდიური სატელევიზიო პროდუქტიდან, რომელიც მრავალ ქვეყანაში გაიყიდა, როგორც ევროპაში ასევე მის ფარგლებს გარეთ. მისმა კომედიამ  ჰოლანდიაში ინტეგრაციის "Dutch for non Advanced", შესახებ როგორც მაყურებლის, ისე კრიტიკოსთა ყურადღება მიიქცია. “არაფერი პირადული” ურსულას დებიუტია მხატვრულ კინოში და საერთაშორისო კო-პროდუქციაში. ფილმი გადაღებულიაირლანდიაში, ჰოლანდიაში და ესპანეთში, სადაც მთავარ როლს სტივენ რი ასრულებს. ფილმი “არაფერი პირადული” - ურსულა  ანტონიაკის სხვა სურათების მსგავსად - პოეტურ გამოსახულების  და მსუბუქი ირონიის კომბინაციაა. 

 

 

სინოფსისი

ახალგაზრდა მეამბოხე ქალი და მოხუცი ბრძენი ერთმანეთს პირად თავისუფლებაზე უყვებიან. ჰოლანდიელი ქალი მიატოვებს რა მთელ თავის საკუთრებას, ნებაყოფლობით ხდება მაწანწალა და ნანატრ მარტოობას ირლანდიის, კონემარის მკაცრ პეიზაჟში აღმოაჩენს. ასაკშიშესული კაცი მარტო ცხოვრობს იზოლირებულ სახლში ირლანდიაში. ქალი რადიკალური და უკომპრომისოა. კაცი კი ბრძენი და ირონიული.ორივე მათგანი მარტოობაში ხედავს თავისუფლებას – ეს აერთიანებს მათ. ახალგაზრდა მოგზაური ქალი და მოხუცი განათლებული მარტოხელა მამაკაცი გარიგებას დადებენ: საკვები სამუშაოს სანაცვლოდ. მაგრამ ერთი პირობით: არაფერი პირადული. კონტაქტისა და შეკითხვების გარეშე. დღეს დღე მისდევს, ისინი კი თანდათან სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. ვინ დაარღვევს პირობას პირველი და ვინ აღიარებს პირად ინტერესს?

see more

close

ძვირფასი

109’ ფერადი, აშშ, 2009

 


ჟანრი: დრამა

რეჟისორი: ლი დანიელსი

სცენარის ავტორი: დამიენ პოლი

როლებში: გაბორი სიდიბი, ლენი კრავიცსი, პოლა პატონი, მო’ ნიკ, მერაია ქერი

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 
ლი დანიელსი, პროდიუსერი და რეჟისორი, რომლის ფილმმაც “ძვირფასი” აიღო ოსკარი 2010 წელს ნომინაციებში: საუკეთესო სურათი და საუკეთესო რეჟისორი. ფილადელფიელმა დენიელსმა, უნივერსიტეტი 2 წლის შემდეგ მიატოვა და წავიდა ლოს ანჟელესში სცენარისტის კარიერის გასაკეთებლად. როგორც პროდიუსერი, მისი პირველი ფილმი იყო „მონსტრების ბალი“ (ბილი ბობ ტორტონი, ჰოლი ბერი) კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს. ფილმმა აიღო ოსკარი საუკეთესო სცენარისთვის და ჰოლი ბერმა კი საუკეთესო მთავარი როლის შესრულებისთვის. მომდევნო ფილმი იყო The Woodsman  (2004), და Shadowboxer  (2005). Precious-ის ჩათვლით, დანიელსი ცნობილია მძიმე დრამებით და უჩვეულო სამსახიობო არჩევანით.

 


სინოფსისი


ძვირფასი ჯონი სკოლის მოსწავლე გოგონაა, რომელსაც ცხოვრებაში კარგი არაფერი ჰქონია. ის ფეხმძიმედაა მამამისის შვილისგან უკვე მეორედ. მას წერა-კითხვა არ შეუძლია და თანაკლასელები სიმსუქნის გამო დასცინიან. სახლში საშინელი სიტაუცია აქვს, სადაც დედამისია უფროსი და ჯონი როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად ტერორის ქვეშ ჰყავს. ინსტინქტები ერთ რამეს ეუბნება: თუ ოდესმე გადაწყვეტს ამ მარწუხებიდან გამოსვლას, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა იყოს.

see more

close

თოჯინები

85წთ/ფერადი/35მმ/აზერბაიჯანი/2010



ჟანრი: დრამა

რეჟისორი: ჩინგიზ რასულზადე

სცენარის ავტორი: ჩინგიზ რასულზადე; რამიზ ფატალიევ 

ოპერატორი: იური ვარნოვსკი

როლებში: გორგუდ ჯაფარლი, ევგენი გაჰრამანოვი, ისკენდერ აგაგულოვი, ჯავიდ გულიევი, ვაჰიდ ალიევი, ჯამინა აგაიევა, ელვირა ჯაფაროვა. 

მონტაჟი: ელშად რაჰიმოვი მუსიკა: ისა მელიკოვი

საპროდიუსერო კომპანია: Sinag-film               


თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


ჩინგიზ რასულზადესცენარისტი, რეჟისორი და პროდუსერი ჩინგიზ რასულზადე დაიბადა 1972 წელს ბაქოში (აზერბაიჯანი).  1998 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო სახელოვნებო ინსტიტუტის დასრულების შემდეგ ჩააბარა მოსკოვის კინოსკოლაში (ВГИК). რომელიც დაამთავრა 2004წელს გადაღებული აქვს ორი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი: MIMoZHIZNI (2003) და პრიზის მფლობელი Gestures. Reconciliation… (2005) “თოჯინები” მისი დებიუტია მხატვრულ კინოში.


სინოფსისი


ბაქო, აზერბაიჯანი, 1989წელი. იმპერიის დაცემა მოახლოებულია. ახალგაზრდების ჯგუფი მიკი მაუსის და სხვა პერსონაჟების ფორმებში გადაცმული, ზღვის სანაპირო პარკში მუშაობს და  გამვლელებს მათთან ფოტოების გადაღებას სთავაზოებნ.  ეს ნიღბები მათი მოწიფულობის სიმბოლოა, რადგან ეს ყმაწვილები საკუთარი თავის ძიებაში არიან, მაშინ როდესაც ისტორიული მოვლენები შეუბრალებლად აისახება მათ ცხოვრებაზე. “თოჯინები” არის ნოსტალგიური ზღაპარი რასულზადეს თაობის ზრდის შესახებ. ფილმი იუმორით მოგვითხრობს რიგით აზერბაიჯანლების უმოწყალო ბედზე, რომლიც გამოწვეულია უკანასკნელი 20 წლის სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებებით. 

see more

close

არის რაღაც, რაც თქვენ არ იცით

92წთ/ფერადი/35მმ/ირანი/2010


ჟანრი: დრამა

რეჟისორი: ფარდინ საჰებ ზამანი

სცენარის ავტორი:  ფარდინ საჰებ ზამანი

ოპერატორი: ჰოუმან ბეჰმანეში

როლებში: ალი მოსაფა, ლეილა ჰატამი, მაჰტაბ კერამატი

მონტაჟი: ფარდინ საჰებ ზამანი

მუსიკა: ამირ-ალი ვაჯედ სამიეი

საპროდიუსერო კომპანიები: Bამდად Fილმ

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ფადრინ საჰებ ზამანი დაიბადა 1963წელს  თეირანში. დაამთავრა თეირანის ხელოვნების უნივერსიტეტი. გადაღებული აქვს სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმი და თავი დაიმკვიდრა, როგორც პროფესიონალმა ხმის რეჟისორმა. დრამა “არის რაღაც, რაც თქვენ არ იცით” ზამანის სარეჟისორი დებიუტია.

 


სინოფსისი

 
ღამის ცვლის ტაქსის მძღოლი ალი, თეირანის ქუჩებში მუშაობს და სხვადასხვა ტიპის ადამიანებს ხვდება. მდუმარე, უნუგეშო კაცი ქალაქის უკანასკნელი ტრადიციული კაფის მეპატრონე დენისს და მომხიბვლელ ლეილას გაიცნობს. ორივე მათგანი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მის კლიენტთა შორის. ალი უახლოვდება იდუმალ ახალგაზრდა ქალს, რომელთანც მსგავსი ხასიათი  და ღრმა შინაგანი იზოლაცია აკავშირებს. დაუმთავრებელი წინადადებებით სავსე ბანალური საუბრების მიღმა, პროტაგონისტების წარსულის ღრმა ტრავმები იმალება, რომელთაც საწყის ცხოვრებისეულ გზას დააშორეს ისინი.. დებიუტანტი რეჟისორის ფარდინ საჰებ ზამანის მარტინ სკორსეზეს “ტაქსის მძღოლის”(1976) გავლენით შექმნილი მელანქოლიური, ამაღელვებელი დრამა მოგვითხრობს ადამიანების გაუცხოებაზე.  

see more

close

MASTERS’ COLLECTION

კონტროლის ლიმიტი

116 წუთი/35 მმ/DVD/ ა.შ.შ, 2009

 

ჟანრი: დრამა, მისტიკა

რეჟისორი: ჯიმ ჯარმუში

სცენარის ავტორი: ჯიმ ჯარმუში

ოპერატორი: ქრისტოფერ დოილი

როლებში: ისააკ დე ბანკოლე, იამ აბასი, გაელ გარსია ბერნალი, პაზ დე ლა ჰუერტა, ტილდა სვინტონი

პროდიუსერული კომპანია: Entertainment Farm, Focus Features, Point Blank

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ამერიკული დამოუკიდებელი კინოს ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომლის ნამუშევრებზეც მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ევროპულ ფილმებს. წარმატებული დებიუტის შემდეგ (Permanent Vacation  1980), გადაიღო (Stranger Than Paradise 1984), რომელმაც მოიპოვა ჯილდოები კანის , სანდენსის და ლოკარნოს ფესტივალებზე. (Mystery Train 1989) და (Dead Man 1995) ნაჩვენები იქნა კარლოვი ვარში, ისევე როგორც ნაჩვენები იყო Broken Flowers (2005), რომელმაც აიღო მთავარი პრიზი კანის ფესტივალზე. „სიმპსონების“ მე-19 სეზონის, მე-18 ეპიზოდში , ჯარმუშმა რომელიც ცხოვრობს და მუშაობს ნიუ იორკში, თავის ფილმებზე თქვა, რომ ეს არის „სოციალური შეუსაბამობები - ამერიკული ოცნების ბნელი მხარე“ 
 

 

სინოფსისი

 
მარტოხელა, უსახელო კაცი მოგზაურობს ესპანეთის სოფლებში და ხვდება უცნაურ ხალხს ფინჯან ყავაზე და აგროვებს ინფორმაციას. რა არის მისი განზრახვა და რას იწერს ასანთის კოლოფებზე?

 

 

 

 

see more

close

უჩინარი მემუარისტი

128 წთ, საფრანგეთი/გერმანია/დიდი ბრიტანეთი, 2010


ჟანრი: დრამა, მისტიკა

რეჟისორი: რომან პოლანსკი

სცენარის ავტორი: რომან პოლანსკი, რობერტ ჰარისი

ოპერატორი: პაველ ედელმანი

როლებში: ევან მაკგრეგორი, პირს ბროსნანი, ოლივია ვილიამსი, კიმ კატრალი

მონტაჟი: ჰერვ დე  ლუზი

მუსიკა: ალექსანდრე დესპლატი

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 
პოლონელი რეჟისორი, პროდიუსერი და მსახიობი რომან პოლანსკი დაიბადა 1933 წლის 18 აგვისტოს საფრანგეთში. პოლანსკიმ 1961 წელს დატოვა პოლონეთი და გადავიდა საფრანგეთში საცხოვრებლად რამდენიმე წლით, ხოლო შემდეგ კი ბრიტანეთში, სადაც ის ჟერარ ბრენჩთან ერთად მუშაობდა 3 ფილმზე, მათ შორის ღეპულსიონ „ზიზღი“ (1965). 1968 წელს ის გადასახლდა  ა.შ.შ–ში, სადაც მალეე მოიპოვა  აღიარება ოსკარის მფლობელი საშინელებათა ფილმით “Rosemary’s Baby”  („როზმარის პატარა“).პოლანსკის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „დანა წყალში“ (1962), რომელიც გადაღებულ იქნა პოლონეთში, ნომინირებული იყო ოსკარზე, როგორც საუეთესო უცხოური ფილმი. მას შემდეგ კიდევ 5 ოსკარი აიღო და 2002 წელს კი ოსკარი გადაეცა როგორც საუკეთესო რეჟისორს, ფილმისთვის „პიანისტი“. რეჟისორს ასევე მიღებული აქვს 2 BAFTA--ს პრიზი, 4 ცეზარი, ოქროს გლობუსი და ოქროს პალმის რტო. 

 


სინოფსისი


როდესაც წარმატებული ბრიტანელი მწერალი ,“სული“ თანხმობას განაცხადებს, რომ დაასრულოს ყოფილი ბრიტანელი პრემიერ მინისტრის ადამ ლანგის დღიურები, მისი აგენტი არწმუნებს, რომ ესაა მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი შანსი, მაგრამ პროექტი თავიდანვე გაწირული ჩანდა, რადგანაც მისი წინამორბედი (ლანგის ასისტენტი), უბედური შემთხვევისას გარდაიცვალა.ეს მღელვარე პოლიტიკური თრილერი არის ისტორია ტყუილის და ღალატის შესახებ – სექსუალურ, პოლიტიკურ და ლიტერატურულ საკითხში. მსოფლიოში, სადაც არავინაა ისეთი როგორიც ჩანს, „სული“ სწრაფად აღმოაჩენს, რომ წარსული შეიძლება იყოს მკვდარი, ხოლო ისტორიას წერს ის, ვინც ცოცხალია და თან შეუძლია  დაწეროს თავისი შეხედულებისამებრ.

see more

close

ადელ ბლან სეკის უჩვეულო თავგადასავალი

105 წუთი, საფრანგეთი, 2010 


 
ჟანრი: სათავგადასავლო, ფანტასტიკა

რეჟისორი: ლუკ ბესონი

სცენარის ავტორი: ლუკ ბესონი

როლებში: ლუკ ბესონი, ჟან პოლ რუვი, ლუის ბურგოანი, ერიკ სერა

მუსიკა: ერიკ სერა

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


რეჟისორ ლუკ ბესონს, რომელიც მიჩნეულია  სტივენ სპილბერგის ფრანგ ექვივალენტად, აქვს სწრაფი, ულტრა–სტილური, მაღალ ბიუჯეტიანი, მაღალ მოთხოვნადი ფილმების შექმნის რეპუტაცია. მყვინთავების ინსტრუქტორის შვილი, დაიბადა 1959 წლის 18 მარტს პარიზში და ბავშვობის უმეტესი ნაწილი გაატარა მყვითავების კლუბში იუგოსლავიასა და საბერძნეთს შორის. მისი ადრეული ცხოვრება მთლიანად წყალთან იყო დაკავშირებული. ლუკ ბესონის კრეატიული ნიჭი გამომჟღავნდა, როცა დაწერა პირველი ვარიანტი ფილმებისა „The Big Blue” დიდი ლურჯი (1997)  და The Fifth Element  (1997) – მეხუთე ელემენტი. მანმადე, სანამ 17 წლის ასაკში უბედური შემთხვევა მოუვიდოდა, რის შემდეგ ჩაყვინთვა აღარ შეეძლო და იძულებული გახდა  ბესონი  გარკვეული პერიოდი დაკავებული იყო სცენარების წერით და პროდიუსერობით, და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გამოვიდა მისი შემდგომი ფილმი „ანგელოზი-ა“ (2005 წ.), თუმცა დიდი წარმატება არ მოყოლია. პარალელურად ბესონმა დაიწყო ფანტასტიკური ჟანრის წიგნების წერა, რომლის მთავარი პერსონაში იყო არტური და მისი მოგზაურობები მინიმოის სამყაროში. შემდგომში კი წიგნის მიხედვით ბესონმა სცენარიც მოამზადა და გადაიღო  მხატვრულ-ანიმაციური ფილმი „არტური და უჩინარნი“ (2007 წ.). 



სინოფსისი


1912 წელი. ადელ ბლან–სეკი, შეუპოვარი ახალგაზრდა რეპორტიორი, ყველაფერზე წავა მიზნების მისაღწევად, ეგვიპტეში წასვლის და ნებისმიერი ზომის მუმიებთან შებრძოლების ჩათვლით. ამასობაში, პარიზში პანიკა ისადგურებს. 136 მილიონი წლის პტეროდაქტილის კვერცხი, ისტორიის მუზეუმის თაროზე, იდუმალ ვითარებაში იჩეკება და ფრინველი ქალაქს ატერორებს. მაგრამ ადელ ბლან–სეკს არაფერი აშინებს, რომლის თავგადასავლები უფრო მეტ უცნაურობებსაც იცნობს. 

see more

close

20

აპრილი
2024

სრული კალენდარი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30

BIAFF ვიდეო თრეილერი

ახალი ამბები

24 სექ

BIAFF 2023 ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები

ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდა. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006...

11 სექ

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის კინოსეანების განრიგი

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  კინოსეანების  განრიგი ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდება....

10 სექ

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა  ბათუმის მე-18 საერთაშორისო...

18 აპრ

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.XVIII BIAFF კინოფესტივალი 2023 წლის...