BIAFF მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის ჟიური

ანჟეი სლოვიცკი

 

ანი სლოვიცკი

ანდრეი სლოვიცკი დაიბადა 1945 წლის 27 იანვარს პოლონეთში. ის 57 წლის განმავლობაში იყო კინოკულტურის გამოჩენილი მოღვაზე და მრავალი წლის განმავლობაში ვარშავაში არსებული ლეგენდარული კინო საზოგადოების KWANT-ის პრეზიდენტი, რომელიც წარმოადგენდა აღმოსავლეთ ევროპაში კინო კულტურის უმნიშვნელოვანეს ცენტრს. სლოვიცკის ჩატარებული აქვს მრავალი ფესტივალი და კინოსემინარი კინოს, კულტურისა და პოლიტიკის სფეროში გამოჩენილი ადამიანების მონაწილეობით [მიქელანჯელო ანტონიონი, ხულიო კორტასარი, რომან პოლანსკი, ანჯეი ვაიდა, კშიშტოფ კიშლოვსკი, სიდნეი ლუმეტი, ეტორე სკოლა, კლოდ ლელუში, იშტვან ცაბო, ნიკიტა მიხალკოვი, ანდრეი კონჩალოვსკი და სხვა], როგორც პოლონეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. წიგნების ავტორი და რედაქტორი. მრავალი ჯილდოს ლაურეატი (სერგო ფარაჯანოვის სახელობის პრემია - ბროწეული 2006, საერთაშორისო ფონდი თბილისი და ფარაჯანოვი "დიდი ოსტატის შემოქმედების ხსოვნას და პოპულარიზაციაში შეტანილი დიდი წვლილისთვის"). ანჟეი იყო ჟიურის წევრი სხვადასხვა კინოფესტივალებზე (I ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, პოლონეთის კინოს, ტელევიზიისა და თეატრალური სკოლის კინოფესტივალი ლოძში, კინო საზოგადოება KWANT ვარშავაში / პოლონეთი).

 


 

see biography

close biography

მეჰმეთ ალი არსლან

მეჰმეთ ალი არსლან

 

მეჰმეთ ალი არსლანი 1971 წელს დაიბადა დიარბაკირში. საბაზისო, საშუალო და უმაღლესი განათლება სტამბოლში მიიღო. 1989 წელს ჩააბარა ანატოლიის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე. იმავე წელს დაიწყო მუშაობა სტამბოლში, პეპსი კოლას აჯანსტეკის სარეკლამო ფირმაში, პოსტპროდუქციისა და წარმოების განყოფილებაში. 2006-2008 წლებში  იყო საფაკის ფილმების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

2009 წელს ჩამოაყალიბა საკუთარი კომპანია (Logos Film Making) და დღემდე მუშაობს მხატვრული და დოკუმენტური ფილმების წარმოებაზე.  მის ფილმებს მიღებული აქვს რამდენიმე პრიზი - ადანის, ანტალიის, მალატიის, ეგვიპტის, ანკარის და სხვა კინოფესტივალებზე. 2023 წელს გადაიღო ფილმი „გოგონა ბალკანეთიდან“.  ამჟამად მუშაობს  საკუთარ ფილმზე „მხოლოდ იმედი რჩება“.

 

 

 

see biography

close biography

ნიკოლოზ აბრამაშვილი

ნიკოლოზ აბრამაშვილი

 

ნიკოლოზ აბრამაშვილი დაიბადა 1982 წელს თბილისში. 2003 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი, რის შემდეგაც მოღვაწეობა დაიწყო კინოწარმოებაში. იგი გახლავთ პროდიუსერი და აღმასრულებელი პროდიუსერი 18 სრულმეტრაჟიანი ფილმის, 14 მოკლემეტრაჟიანი ფილმის და 40 სარეკლამო რგოლის. მისი ფილმები წარდგენილი იყო ტორონტოს, სან სებასტიანის, როტერდამის, ვარშავის, ლოს ანჟელესის და სხვა პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალების საკონკურსო პროგრამაში. იგი არის დირექტორი და თანადამფუძნებელი კინოკომპანია „ახალი ქართული ფილმისა“ და მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ კინოფესტივალის „დიოგენე 2020“. ასევე „საქართველოს კინოაკადემიის“ ვიცე-პრეზიდენტი და  ს.ს. „სინემა კლუბის“ სამეთვალყურეო საბჟოს თავმჯდომარე.

 

 

 

see biography

close biography

დიანა მარტიროსიანი

დიანა მარტიროსიანი

სომეხი კინოკრიტიკოსი და კულტურის ჟურნალისტი, დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრობს ერევანში. დიანამ დაამთავრა რუსულ-სომხური უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით. შემდეგ სწავლობდა ერევნის თეატრისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში კინომცოდნეობის ფაკულტეტზე. დიანა მუშაობდა ტელე და რადიო სადგურებზე, აშუქებდა კინოს ამბებსა და ინტერვიუებს. 2007 წლიდან ჩართულია სხვადასხვა კულტურულ, ურბანულ და კინო ღონისძიებებში, ფესტივალებსა და პროექტებში. იგი მუშაობს ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ოქროს გარგარი“ და ერევნის საერთაშორისო ანიმაციური კინოსა და კომიქსების ხელოვნების ფესტივალზე „რეანიმანია“. ის ასევე აშუქებდა მრავალ საერთაშორისო კინოფესტივალს ადგილობრივი სომხური გამოცემისთვის, ზოგიერთი სტატია ქვეყნდებოდა ინგლისურ და რუსულ ენებზე. ის იყო FIPRESCI-ს ჟიურის წევრი მოლოდისტისა, ოდესის და ტორინოს საერთაშორისო კინოფესტივალებზე. დიანა კურირებს საავტორო ფილმების ღონისძიებებს და ხელს უწყობს საჯარო დისკუსიებს, კითხვა-პასუხებსა და ჩვენებებს ადგილობრივ და საერთაშორისო აუდიტორიაში.

 

 

see biography

close biography

გიორგი ოვაშვილი

გიორგი ოვაშვილი - ჟიურის თავჯდომარე

 

გიორგი ოვაშვილს (დაბადებული 1963 წელს,  საქართველოში) დამთავრებული აქვს საქართველოს კინოსა და თეატრის სახელმწიფო ინსტიტუტი  (1996) და ჰოლივუდში, Universal Studios-ში ნიუ-იორკის კინოეკადემიის კინოშემოქმედების კურსი  (2006). გიორგი ოვაშვილს კინოკარიერის საწყის ტაპზე გადაღებული აქვს რამდენიმე საინტერესო მოკლმეტრაჟიანი ფილმი. 2005 წელს ბერლინალესა და ოდენსეს ფესტივალზე ჯილდოების მფლობელი გახდა. 2009 წელს კინოფესტივალ KVIFF-ის დასავლეთის აღმოსავლეთის კონკურსზე მისი სადებიუტო, სრულმეტრაჟიანი The Other Bank (გაღმა ნაპირი) წარადგინეს; ფილმმა თითქმის 50 ჯილდო მოიპოვა და ევროპის კინოაკადემიამ წლის ევროპული აღმოჩენის ნომინანტად დაასახელა. მეორე ფილმმა Corn Island (სიმინდის კუნძული, 2014) KVIFF-ზე საუკეთესო ფილმის ფესტივალის გრან პრი დაიმსახურა. გიორგის ბოლო კინოფილმის „ხიბულას“ პრემიერა 2017 წელს კარლოვი ვარის საერთშორისო ფესტივალზე გაიმართა.  ფილმი „მშვენიერი ელენე“ გიორგის ბოლო ნამუშევარია

 

 

see biography

close biography

BIAFF მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსის ჟიური

თამარ ბართაია

 

თამარ ბართაია  -  ჟიურის თავჯდომარე

 

თამარ ბართაია  

კინოსა და თეატრის დრამატურგი. მწერალი. დოკუმენტური კინოს რეჟისორი.  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

დაამთავრა  საქართველოს  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი -  კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, სასცენარო განხრით (ე.ახვლედიანის სახელოსნო); ასპირანტურა თეატრის დრამატურგიის განხრით (თ.ჩხეიძის სახელოსნო); დოქტურანტურა ხელოვნებათმცოდნეობის განხრით.

თამარი 20-ზე მეტი მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური ფილმის, სერიალის, მასობრივი ღონისძიების სცენარის ავტორია.

გამოცემული აქვს პიესების ორი კრებული  და ერთი რომანი. მისი პიესები   თარგმნიალია ინგლისურ, რუსულ, ლიტვურ, სომხურ, თურქულ და უკრაინულ ენებზე; დადგმულია საქართველოს თითქმის ყველა თეატრის სცენაზე.  ასევე, უკრაინაში, ლიეტუვაში, აზერბაიჯანში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთბულ შტატებში. 

არის ლიტერატურული პრემია ,,საბა’’-ს ლაურეატი, დრამატურგ ქალთა მსოფლიო ასოციაციის წევრი.

 

 

 

see biography

close biography

რუსუდან გლურჯიძე

რუსუდან გლურჯიძე 

 

რუსუდან გლურჯიძე რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანგული ენისა და ლიტერატურის განხრით. 1990-1996 წლებში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივესრსიტეტში, გიორგი შენგელაიას კლასში ეუფლებოდა კინორეჟისურასა და სცენარისტის პროფესიას. 2017 წლიდან არის საპროდიუსერო კომპანია „სინეტეკის“ პროდიუსერი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

რუსუდან გლურჯიძე არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი იყო, მათ შორის: კარლოვი-ვარის, ფესტივალზე, ევრაზიის, ფაჯრის (თეირანი) ფესტივალზე და სხვა. ფილმები -  „სხვისი სახლი“ (2016), „ოსკარი“ (1996), „ნოქტიურნი“ (1993).

 

see biography

close biography

არტურ ვებერი

არტურ ვებერი 

 

 

 

დაიბადა 1966 წელს ტალინში, ესტონეთი. დაამთავრა კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (VGIK) მოსკოვში, (კინოწარმოების განყოფილება) 1988 წელს, ხოლო 2000 წელს სამაგისტრო პროგრამა სახვითი ხელოვნების სფეროში.

არტური არის პროდიუსერი, რეჟისორი, სცენარისტი, კინოდისტრიბუტორი. JAFF კინოფესტივალის ხელმძღვანელი, ტალინი, ესტონეთი (2007 წლიდან), ოქროს და ვერცხლის სხივებით ამომავალი მზის ორდენის კავალერი (იაპონია) და ყირგიზეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის საპატიო წევრი.

 

შერჩეული ფილმოგრაფია:

2013 - კინოპროექტი "მანდარინები" (ესტონეთი-საქართველო, რეჟისორი ზაზა ურუშაძე) - პროდიუსერი, ფილმის ორიგინალური იდეის ავტორი;

2015 – მხატვრული ფილმის „სახლი ქალთევზებისთვის“ პროდიუსერი (ესტონეთი-უზბეკეთი, რეჟისორი იალკინ ტუიჩიევი); კრეატიული დოკუმენტური ფილმი „გამომშვიდობების ტური“ (ესტონეთი-ყირგიზეთი) პროდიუსერი. ფილმი გადაღებულია MEDIA Plus პროგრამის (EU) მხარდაჭერით.

2017 - დოკუმენტური ფილმი „იშვიათი ჯიში“, (ესტონეთი-საქართველო, რეჟისორი დავით ფიფია), პროდიუსერი; 2019 – მხატვრული ფილმი „ზღვის ფანტომები“ (უზბეკეთი-ესტონეთი, რეჟისორი ანდრეი არუთიუნოვი), თანაპროდიუსერი; 2020 – დოკუმენტური ფილმი „აბრეშუმის სიმები“ (ესტონეთი-უზბეკეთი), პროდიუსერი (რეჟისორები ტატიანა მულბაიერი და აკბარ ბექტურდიევი); 2022 წელი - მხატვრული მხატვრული ფილმი „ღვთის ზარი. ხარკი კიმ კი-დუკი“ (ესტონეთი-კორეა-ყირგიზეთი-ლიტვა, რეჟისორი კიმ კი-დუკი), პროდიუსერი

 

see biography

close biography

20

აპრილი
2024

სრული კალენდარი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30

BIAFF ვიდეო თრეილერი

ახალი ამბები

24 სექ

BIAFF 2023 ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები

ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდა. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006...

11 სექ

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის კინოსეანების განრიგი

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  კინოსეანების  განრიგი ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდება....

10 სექ

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა  ბათუმის მე-18 საერთაშორისო...

18 აპრ

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.XVIII BIAFF კინოფესტივალი 2023 წლის...