BIAFF - კინოკრიტიკოსთა ჟიური

თეო ხატიაშვილი

თეო ხატიაშვილი

 

 

1990 წ. დაამთავრა თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სპეციალობა.  1997 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “სერგო ფარაჯანოვის მითოლოგიურ-მეტაფორული სამყარო”.

1998-2014 წ.წ. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, 2014 წ-დან დღემდე კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

1990 წლიდან თანამშრომლობს სხვადასხვა ბეჭდვით მედიაში. 2006-2010 წ.წ. მიჰყავდა საავტორო გადაცემა საღამო მშვიდობისა, ბაბილონ  საზოგადოებრივი მაუწყებლის I რადიოში. 2007-2014 წ.წ. იყო გადაცემა წითელი ზონის რედაქტორი (რადიო “თავისუფლებისა” და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტი).

დაინტერესებულია კინოში გენდერული ასპექტების კვლევით.

 

see biography

close biography

ნინო ჩიმაკაძე

ნინო ჩიმაკაძე


 

კინოჟურნალისტი, კულტურის მკვლევარი. დაამთავრა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ჟურნალისტიკის მიმართულებით (ბაკალავრი), ასევე GIPA-ს ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტი  სამაგისტრო კურსი. 2013-2015 წლებში სწვალობდა ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე, კულტურის კვლევების მიმართულებით.

2009 წლიდან დროს მუშაობდა გამოცემებში: „ლიბერალი“  „ცხელი შოკოლადი“,  „ ამარტა“, „Transition Online”. 2012-2013 წლებში იყო გადაცემა „ არტ-ჰაუსის“ თანაწამყვანი რადიო „ ცხელ შოკოლადში“. 2014 წელს მუშაობდა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმების სელექციაზე.  ამჟამად თანამშრომლობს ჟურნალ „ინდიგოსთან“  და საერთაშორისო მედია პლატფორმა “Atinati.com” -თან, ძირითადად კინოს მიმართულებით ( სტატიები, რევიუები, მულტიმედია პროექტები).

 

see biography

close biography

ლელა ოჩიაური

ლელა  ოჩიაური

 


კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი,  კულტურის ანალიტიკოსი. გაზეთ „რეზონანსის“ კულტურის გვერდის რედაქტორი. გაზეთ „გალაკტიონის“ მთავარი რედაქტორი.1974 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. 1981-1982 წლებში სტაჟირება გაიარა მოსკოვის კინოს ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.  

ლელა ოჩიაური არის წიგნების - გოგი ოჩიაური, „ლიტერა“, 2008, ოთარ იოსელიანი „კადრირება“  (ტექსტი), 2008, The Sculpture and Art of Gogi Ochiauri, Nova Sciaence Publisgers, Inc. New York, 2011 და რამდენიმე სამეცნიერო კრებულის თანაავტორი, რამდენიმე ათეული სამეცნიერო სტატიისა და მრავალი პუბლიკაციის ავტორი თანამედროვე კულტურის სხვადასხვა საკითხზე.

პროფესიული პრემიები: საქართველოს კინოკავშირის პრემია წლის საუკეთესო ნაშრომისთვის „ნოსტალგია“ (1986); გაზეთ „კავკასიონის“ პრემია საუკეთესო პუბლიკაციისთვის „მამა რომა“ (1991); აჭარის თეატრის მოღვაწეთა რეგიონული კავშირის პრემია ბათუმის თეატრის სპექტაკლებზე გამოქვეყნებული წერილებისთვის (2007) და სხვა. 

 

see biography

close biography

BIAFF - საერთაშორისო კონკურსის ჟიური - მხატვრული ფილმების სექცია

ლანა ღოღობერიძე

 

ლანა ღოღობერიძე  

 

 

 ლანა ღოღობერიძე  დაიბადა 1928 წელს თბილისში. ქართველი კინორეჟისორი, მთარგმნელი, მწერალი და დიპლომატი. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1958 წელს – კინომატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1958 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" დამდგმელ რეჟისორად. 1983–1988 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო სახელოსნოს. მისი ფილმები ნაჩვენები იყო არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე, მათ შორის, კანში, ბერლინში, ვენეციაში, ტოკიოში, სან-რემოში, ჟენევაში. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ევროსაბჭოში. არის რამდენიმე წიგნის ავტორი, გამოცემული აქვს პოეზიის თარგმანების რამდენიმე კრებული.

see biography

close biography

გოგი გვახარია

 

გოგი გვახარია 

 

 

გოგი გვახარია დაიბადა 1957 წელს თბილისში. ხელოვნებათმცოდნე, კინომცოდნე.  ილიას უნივერსიტეტის სრული პროფესორი, "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი 1995 წლიდან. ავტორი წიგნების "ცრემლიანი სათვალე", "მიხეილ კალატოზიშვილი", "ცენზურა კინოში", “Le cinema georgien”. (Paris. “Centre Georges Pompidou, “Sergei Paradjanov” (“Le cinema Armenian”. Paris “Centre Georges Pompidou,). სატელევიზიო გადაცემების "ფსიქოს",  "წითელი ზონის", "ანარეკლების" ავტორი და წამყვანი. იყო ობერჰაუზენის, ნიონის, ვისბადენის ფესტივალებს ჟიურის წევრი.

 

 

 

see biography

close biography

ნინო მხეიძე

ნინო მხეიძე

 

 

კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. 1993-2010  წლებში ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრისა და კინოს      უნივერსიტეტში, 2007-2010 წლებში იყო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე.

 

2010 წლიდან დღემდე, ნინო მხეიძე არის ილიას უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი, ასოცირებული პროფესორი.  კინომცოდნეობის პროგრამის ხელმძღვანელი. 2016-2018 წლებში  მიწვეულ პედაგოგად მუშაობდა კავკასიის ახალ კინოსკოლაში. 2016-2018 წლებში -  „წერე ქართულ კინოზე“- ჟიურის წევრი და კონკურსის ერთერთი დამფუძნებელი კინოცენტრთან ერთად. 2020 წლიდან ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის დირექტორი.

 

ნინო მხეიძე არის შემდეგი სახელმძღვანელოების ავტორი  - „ქართველი კინორეჟისორები“ -  I - II ნაწილი,  შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2006-2007 წ.წ.;  „ყველა დროის 12 საუკეთესო ქართული ფილმი (ქართულ-ინგლისურ ენაზე)“, 2012 წ.  (თანაავტორი და რედაქტორი); „წიგნი-ალბომი - ოპერატორი გიორგი ბერიძე“, 2018 წ. (თანაავტორი).

 

 

see biography

close biography

ქეთი მაჭავარიანი

ქეთი მაჭავარიანი

 

 

ქეთი მაჭავარიანი  დაიბადა 1973 წელს. 1995 წელს დაამთავარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, იმავე წელს ჩააბარა თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსისტეტის ასპირანტურაში, კინომცოდნეობის სპეციალობაზე. 2002 წელს  დაამთავრა ამავე უნივერსისტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. ქეთი მაჭავარიანი 2005-2006 წლებში იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს  დაფინანსებით   სტაჟირებას გადიოდა ტელეკომპანია RAI-ში. 2010  წელს გაიარა კინო  ტრეინინგ პროგრამა MAIA WORKSHOP (იტალია). 

რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღების შემდეგ 2011 წელს კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა ქეთი მაჭავარიანის მხატვრული ფილმის “ მარილივით თეთრის” პრემიერა. ფილმი მრავალი კინოფესტივალის  პროგრამის მონაწილე  და პრიზების მფლობელია. 2016  წელს ქეთი მაჭავარიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით გადაიღო  მოკლემეტრაჟიანი ფილმი “საქართველო 1992” – აკა მორჩილაძის მოთხრობის მიხედვით. 2020 წელს დაასრულა მუშაობა დოკუმენტურ ფილმზე “ მზიური”, (იდეის ავტორი ცისანა ხუნდაძე) ფილმის პრემიერა შედგა კანადაში,  დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე”HotDocs”, სადაც ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა.  

ქეთი მაჭავარიანი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და წლების მანძილზე მუშაობს კინო და ტელე პროდიუსერად  

 

 

see biography

close biography

BIAFF - საერთაშორისო კონკურსის ჟიური - დოკუმენტური ფილმების სექცია

ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი

ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი

ბიოგრაფია 

ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი - რეჟისორი, ოპერატორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოც.პროფესორი, საპროდიუსერო სტუდია "აკრობატის" დამაარსებელი. მისი სადიპლომო ფილმი "დილის რომენსი" პირველად სტუდენტური კინოს ისტორიაში წარდგენილი იყო სტუდენტურ "ოსკარზე" ლოს ანჯელესში 1997 წელს. ამ ფილმმა მოიპოვა 3 მთავარი პრიზი და 11 საერთაშორისო დიპლომი და ჯილდო.

ვახტანგი სწავლობდა მიუნხენის უმაღლესს კინო აკადემიაში (პროფ. ვიმ ვენდერსი). 2 ჯერ იყო DAAD სტიპენდიანტი. 1997 წლიდან იგი არის მიუნხენის კინოფესტივალის ტექნიკური კოორდინატორი.

ვახტანგი არის 7 სრულმეტრაჟისნი დოკ.ფილმის ავტორი. მისი ფილმი "Life is Be" 2016-ში

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე "პრომეთე" მოიპოვა მთავარი პროზი "საუკეთესო ქართული დოკ. ფილმი". ვახტანგის ბოლო ფილმს "გამჭვირვალე სამყარო" მოპოვებული აქვს 6 გრან-პრი და ამ ფილმით გაიხსნა 3 საერთაშორისო კინოფესტივალი.

2003 - 2012 წლებში ვახტანგი იყო ლექტორი 5 უნივერსიტეტში თბილისში მიმართულებით "ხმის ჩაწერა და მონტაჟი" და "საავტორო დოკ. კინო". 2012 წლიდან - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

 

 

 

see biography

close biography

ევგენია ოსტანინა

ევგენია ოსტანინა

 

ევგენია ოსტანინამ დაამთავრა როსტოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და კულტურული კვლევების ფაკულტეტი. მონაწილეობდა პროექტებში "ვადა", Lenta.doc, "ეს მე ვარ", პირველი არხი,  დოკუმენტური ვებ-პროექტი "რეალობას" რედაქტორი და რეჟისორი. დოკუმენტური ფილმი „თეთრი დედა“ მისი რეჟისორული დებიუტია. ევგენიას ბოლო ნამუშევარია, დოკუმენტური ფილმი „რასტორგუევი“ - დოკუმენტური კინორეჟისორის ალექსანდრე რასტორგუევის შესახებ, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოკლეს 2018 წელს.

 

 

see biography

close biography

ანჟეი სლოვიცკი

ანჟეი სლოვიცკი

 

ანდრეი სლოვიცკი დაიბადა 1945 წლის 27 იანვარს პოლონეთში. ის 57 წლის განმავლობაში იყო კინოკულტურის გამოჩენილი მოღვაზე და მრავალი წლის განმავლობაში ვარშავაში არსებული ლეგენდარული კინო საზოგადოების KWANT-ის პრეზიდენტი, რომელიც წარმოადგენდა აღმოსავლეთ ევროპაში კინო კულტურის უმნიშვნელოვანეს ცენტრს. სლოვიცკის ჩატარებული აქვს მრავალი ფესტივალი და კინოსემინარი კინოს, კულტურისა და პოლიტიკის სფეროში გამოჩენილი ადამიანების მონაწილეობით [მიქელანჯელო ანტონიონი, ხულიო კორტასარი, რომან პოლანსკი, ანჯეი ვაიდა, კშიშტოფ კიშლოვსკი, სიდნეი ლუმეტი, ეტორე სკოლა, კლოდ ლელუში, იშტვან ცაბო, ნიკიტა მიხალკოვი, ანდრეი კონჩალოვსკი და სხვა], როგორც პოლონეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. წიგნების ავტორი და რედაქტორი. მრავალი ჯილდოს ლაურეატი (სერგო ფარაჯანოვის სახელობის პრემია - ბროწეული 2006, საერთაშორისო ფონდი თბილისი და ფარაჯანოვი "დიდი ოსტატის შემოქმედების ხსოვნას და პოპულარიზაციაში შეტანილი დიდი წვლილისთვის"). ანჟეი იყო ჟიურის წევრი სხვადასხვა კინოფესტივალებზე (I ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, პოლონეთის კინოს, ტელევიზიისა და თეატრალური სკოლის კინოფესტივალი ლოძში, კინო საზოგადოება KWANT ვარშავაში / პოლონეთი).

see biography

close biography

BIAFF - საერთაშორისო კონკურსის ჟიური - მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია

შოთა გუჯაბიძე

შოთა გუჯაბიძე

 

შოთა გუჯაბიძე დაიბადა 1972 წელს (ბათუმი).  2002 წელს დაამთავრა ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის, კინორეჟისურის ფაკულტეტი.  შოთას გადაღებული აქვს ათობით დოკუმენტური ფილმი. 2008-10 წლებში წლებში აჭარის ტელევიზიაზე  ჰქონდა სატელევიზიო პროექტი "ასი წლის მერე", 2010-13 წლებში საავტორო დოკუმენტური ფილმების ციკლი "სახლი ბათუმში", ბათუმის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე. 2018 წლიდან აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე აქვს შემეცნებითი პროექტი "რკინის თეატრი".  შოთა იყო თიბისი ბანკის პროექტის 20/12 გამარჯვებული, რომლის ფარგლებშიც გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ერთ -ერთი უახლესი მოკლემეტრაჟიანი ფილმი შოთამ გადაიღო პროექტის  "ბათუმის ტალღა" ფარგლებში - 10 ბათუმელი კინორეჟისორის ჯგუფური პროექტი, რომელიც ორიენტირებული იყო ბათუმის თემაზე და მისი პრემიერა შედგა BIAFF ბათუმის კინოფესტივალზე 2016 წელს.

1994 წლიდან მუშაობს აჭარის ტელევიზიაში. 2012 წლიდან კითხულობს ლექციებს კინორეჟისურაში ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში.არის ორგანიაცია „ბათომის“ თანადამფუძნებელი, რომელიც მუშაობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე.

შოთა არის მრავალი ფოტოკუნკურსის გამარჯვებული, გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სტატია ბათუმის ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობაზ, ავტორი წიგნისა "ბათომი, რომელიც 2016 წელს "საბას" ნომინანტი  გახდა „საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა“;

 

see biography

close biography

კოტე ჩლაიძე

კოტე ჩლაიძე

 

კოტე ჩლაიძე დაიბადა 1973 წელს თბილისში. 1995 წელს დაამთავრა  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი კინომენეჯმენტის განხრით და 1998 წელს  2 წლიანი სარეჟისორო კურსი (ალექსანდრე რეხვიაშვილის სახელოსნო).  გადაღებული აქვს რამოდენიმე მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმი. 2005 წლიდან მუშაობს კინემატოგრეფიის ეროვნულ ცენტრში სხვა და სხვა პოზიციებზე.

 

see biography

close biography

დათო ჯანელიძე

დათო ჯანელიძე

 

დათო ჯანელიძე დაიბადა 1958 წლის 4 აპრილს. 1981 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (ელდარ შენგელაიას სახელოსნო). საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. დათო ჯანელიძე არის საერთაშორისო კინოფესტივალების მონაწილე და მრავალგზის ლაურეატი, სამი საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი, კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის წევრი, ევროპული კინოაკადემიის (EFA) წევრი.

რამდენიმე სტუდენტური და ახალგაზრდული კინოფესტივალის დამფუძნებელი, სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი (“ჩვენ მოვდივართ”, “სესილი”, “ამირანი”). სხვადასხვა წლებში იყო მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ჟურის წევრი - თბილისი, ბაქო, ერევანი, პორტო, ლოძი, BIAFF (ბათუმი),

 

see biography

close biography

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31

BIAFF ვიდეო თრეილერი

ახალი ამბები

03 Oct

BIAFF 2024 ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები

 ბათუმის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 27 სექტემბერი - 3 ოქტომბერს ჩატარდა. კინოფესტივალზე...

22 Sep

BIAFF 2024 - კინოსეანსების ყოველდღიური განრიგი

 შენიშვნა:  FC -მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურის,  SC– მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო  კონკურსი, GEO –...

19 Sep

BIAFF 2024 ბათუმის კინოფესტივალის სრული პროგრამა და საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობა

BIAFF 2024  ბათუმის კინოფესტივალის სრული პროგრამა და საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობა   ბათუმის მე-19...

16 Sep

BIAFF 2024 ბათუმის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა

ბათუმის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 27 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდება....