BIAFF - საერთაშორისო კონკურსის ჟიური - მხატვრული ფილმების სექცია

ლანა ღოღობერიძე

საქართველო -ჟიურის თავმჯდომარე

ლანა ღოღობერიძე  დაიბადა 1928 წელს თბილისში. ქართველი კინორეჟისორი, მთარგმნელი, მწერალი და დიპლომატი. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1958 წელს – კინომატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1958 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" დამდგმელ რეჟისორად. 1983–1988 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო სახელოსნოს. მისი ფილმები ნაჩვენები იყო არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე, მათ შორის, კანში, ბერლინში, ვენეციაში, ტოკიოში, სან-რემოში, ჟენევაში. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ევროსაბჭოში. არის რამდენიმე წიგნის ავტორი, გამოცემული აქვს პოეზიის თარგმანების რამდენიმე კრებული.

 

see biography

close biography

კარმენ გრეი

გერმანია

კარმენ გრეი დაიბადა ახალ ზელანდიაში და ამჟამად ცხოვრობს ბერლინში. იგი არის დამოუკიდებელი ჟურნალისტი, კრიტიკოსი და პროგრამისტი. იგი წერს ხელოვნებაზე, პოლიტიკაზე, მუსიკაზე და კულტურაზე შემდეგი ჟურნალებისთვის: The New York Times, The Guardian, The Observer, Sight & Sound, The Calvert Journal and The Village Voice. ასევე, არის ლონდონური ჟურნალის - Dazed & Confused magazine - კინორედაქტორი. ამჟამად გახლავთ შვეიცარიის ვინტერთურის ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების შესარჩევ კომისიაში. მას განათლება მიღებული აქვს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის კულტურის, ისტორიისა და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით.

 

see biography

close biography

ნიკოლოზ აბრამაშვილი

საქართველო

ნიკოლოზ აბრამაშვილი დაიბადა 1982 წელს თბილისში. 2003 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი, რის შემდეგაც მოღვაწეობა დაიწყო კინოწარმოებაში. იგი გახლავთ პროდიუსერი და აღმასრულებელი პროდიუსერი 11 სრულმეტრაჟიანი ფილმის, 12 მოკლემეტრაჟიანი ფილმის და 40 სარეკლამო რგოლის. მისი ფილმები წარდგენილი იყო ტორონტოს, სან სებასტიანის, როტერდამის, ვარშავის, ლოს ანჟელესის და სხვა პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალების საკონკურსო პროგრამაში. იგი არის დირექტორი და თანადამფუძნებელი კინოკომპანია „ახალი ქართული ფილმისა“ და მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ კინოფესტივალის „დიოგენე 2020“. ასევე „საქართველოს კინოაკადემიის“ ვიცე-პრეზიდენტი და  ს.ს. „სინემა კლუბის“ სამეთვალყურეო საბჟოს თავმჯდომარე.

 

see biography

close biography

Layth Abdulamir

საფრანგეთი

ლეიტ აბდულამირი

ლეიტ აბდულამირი, დაიბადა 1957 წლის 24 ოქტომბერს ერაყში, ის არის ერაყელ-ფრანგი კინორეჟისორი, რომელიც 1977 წლიდან პარიზში ცხოვრობს ~. პარიზში მან მაგისტრის ხარისხი მიიღო სახვითი ხელოვნების მიმართულებით და სწავლობდა კინოს პარიზის სორბონის უნივერსიტეტში. 1980 წელს ის ჩავიდა კიევში, სადაც დაამთავრა თეატრის, კინოს და ტელევიზიის კიევის ეროვნული უნივერსიტეტი კინოს მიმართულებით. 

ლეიტ აბდულამირი 1999-2004 წლებში მუშაობდა დუბაის ტელევიზიაში და  გადაღებული აქვს მრავალი დოკუმენტური და მხატვრული ფილმი. მისი ფილმები მრავალ საერთაშორისო კინოფესტივალზე მონაწილეობდა და არაერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო.

 

 

see biography

close biography

გიორგი ოვაშვილი

საქართველო

გიორგი ოვაშვილს (დაბადებული 1963 წელს,  საქართველოში) დამთავრებულიაქვს საქართველოს კინოსა და თეატრის სახელმწიფო ინსტიტუტი  (1996) დაჰოლივუდში, Universal Studios-ში ნიუ-იორკის კინოეკადემიის კინოშემოქმედებისკურსი  (2006). გიორგი ოვაშვილს კინოკარიერის საწყის ტაპზე გადაღებული აქვსრამდენიმე საინტერესო მოკლმეტრაჟიანი ფილმი. 2005 წელს ბერლინალესა დაოდენსეს ფესტივალზე ჯილდოების მფლობელი გახდა. 2009 წელს კინოფესტივალKVIFF-ის დასავლეთის აღმოსავლეთის კონკურსზე მისი სადებიუტო, სრულმეტრაჟიანი The Other Bank (გაღმა ნაპირი) წარადგინეს; ფილმმა თითქმის50 ჯილდო მოიპოვა და ევროპის კინოაკადემიამ წლის ევროპული აღმოჩენისნომინანტად დაასახელა. მეორე ფილმმა Corn Island (სიმინდის კუნძული, 2014)KVIFF-ზე საუკეთესო ფილმის ფესტივალის გრან პრი დაიმსახურა. გიორგის ბოლოკინოფილმის „ხიბულას“ პრემიერა 2017 წელს კარლოვი ვარის საერთშორისოფესტივალზე გაიმართა.  


 

see biography

close biography

BIAFF - საერთაშორისო კონკურსის ჟიური - დოკუმენტური ფილმების სექცია

ნინო კირთაძე

საფრანგეთი/საქართველო - ჟიურის თავმჯდომარე

ნინო კირთაძე დაიბადა თბილისში (საქართველo).  სამსახიობო კარიერა დაიწყო მთავარი როლის შეასრულებით ნანა ჯორჯაძის ფილმში “შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“,  რომელიც 1996 წელს კანის კინოფესტივალის პროგრამაში მოხვდა და ოსკარზეც იყო ნომინირებული. გასული საუკუნის 90 – იანი წლების პერიოდში ის მუშაობდა AFP– სა და AP– ს   კორესპოდენტად და აშუქებდა ჩეჩნეთის ომსა და სხვა შეიარაღებულ კონფლიქტებს რეგიონში. 1997 წლიდან ნინო კირთაძე ცხოვრობს საფრანგეთში, სადაც მუშაობდა პიტერ ბრუკთან, ჟან პიერ ამერიასთან, ფილიპ მონიესთან, კლოდ გორეტასთან და ოლივიე ლანგლოასთან. ნინო ფრანგი მწერლებისა და რეჟისორების საზოგადოების La SCAM- ის და ევროპული კინოაკადემიის წევრი. ის  ამჟამად არის ასევე EUROIMAGE-ში საქართველოს წარმომადგენელი. ნინო კირთაძე რეგულარულად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორც კონსულტანტი, ჟიური, ლექტორი.

ნინო კირთაძის დოკუმენტური ფილმების ძირითადი თემატიკა  წინააღმდეგობრივი საკითხებია, ყოველთვის აქცენტს აკეთებს ადამიანურ დრამაზე და ქმნის ღრმა, ადამიანურ პორტრეტებს. ნინოს ფილმებმა მოიპოვეს საერთაშორისო აღიარება და მრავალი პრესტიჟული პრემია მსოფლიოს ფესტივალებზე, მათ შორის მსოფლიო კინოს საუკეთესო რეჟისორის პრემია Sundance– ში დურაკოვო – სულელების სოფელში (2008) და ევროპის კინოაკადემიის საუკეთესო დოკ

 

see biography

close biography

კრჟიშტოფ გიერატი

პოლონეთი

კრჟიშტოფ გიერატი კინოს ექსპერტია. დაამთავრა იაგელონიის უნივერსიტეტი. სწავლობდა ვარშავაში, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში. მან დაარსა და გარკვეული პერიოდი ხელმძღვანელობდა ებრაული კულტურის ფესტივალს, გრაფიტის კინოცენტრსა და ფონდ „პოლონურ კინოს“. გახლავთ კრაკოვის მერის ყოფილი მოადგილე, პოლონეთის სახელმწიფო ტელევიზიის კინო განყოფილების დირექტორი, პოლონელ კინორეჟისორთა ასოციაციის გენერალური მდივანი. ასევე, არის პოლონური და ევროპული კინოაკადემიის წევრი. 2000 წლიდან ხელმძღვანელობს კრაკოვის კინოფესტივალს.  იგი არის კრაკოვის კინოფონდის დამაარსებელი და პრეზიდენტი, აღნიშნული კინოფონდი ახორციელებს კრაკოვის კინოფესტივალს და ეწევა პოლონური მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების საზღვარგარეთ პოპულარიზაციას. ასწავლის კრაკოვის აკადემიაში. გახლავთ არაერთი კინოფესტივალის ჟიურის წევრი.

 

see biography

close biography

ირინა რომანჩენკო

უკრაინა

სცენარის ავტორი, რეჟისორი, რედაქტორი. საერთაშორისო მინი კინოფესტივალის ფესტივალი «ევროპული ექსპრესის» დამფუძნებელი და დირექტორი. ირინა არის უკრაინის კინოაკადემიის წევრი, უკრაინის სახელმწიფო კინოს სააგენტოს   და უკრაინის კულტურული ფონდის ექსპერტი.

 

see biography

close biography

მიხეილ კვირიკაძე

საქართველო

მიხეილ კვირიკაძე სწავლობდა სანტა მონიკას კოლეჯში ფოტოგრაფიის სპეციალობით (1994-1996), რომლის შემდეგაც დაამთავრა ლოს-ანჯელესის კინოსკოლა (კინემატოგრაფიის სპეციალობით).

1996-2000 წლებში მუშაობდა ჰოლივუდში. თავიდან დაიწყო სტაჟირებით და შემდგომში უკვე ოპერატორის ასისტენტის და ოპერტორის პოზიციაზე მუშაობდა. მიხეილ კვირიკაძე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობდა კინორეჟისორებთან - აგნეშკა ჰოლანდი, ვიმ ვენდერსი, ნიკიტა მიხალკოვი და ა.შ.

2005-2020 წლების პერიოდში ის  20 –ზე მეტი ფილმის გადაღების პროცესში იყო ჩართული როგორც ოპერატორი (რუსეთში, უკრაინაში, საქართველოში) სხვადასხვა კინორეჟისორებთან, მათ შორის ნანა ჯორჯაძესთან.

 

see biography

close biography

BIAFF - საერთაშორისო კონკურსის ჟიური - მოკლემეტრაჟიანი ფილმების და COVIDEO სექცია

ოთარ ლითანიშვილი

საქართველო - ჟიურის თავმჯდომარე

ოთარ ლითანიშვილი დაიბადა 1952 წელს ქ. სოხუმში.  საქართველოს შოთა  რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის დეკანი,  ასოცირებული პროფესორი, კინორეჟისორი, ფილოლოგი,.

1974 წელს დაამთავრა თსუ დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის განხრით. 1980 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის კინოფაკულტეტი კინორეჟისორის სპეციალობით (ელდარ შენგელაიას შემოქმედებითი სახელოსნო).

იყო კინოოპერატორთა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ „ოქროს თვალის“ (“Golden Eye”) ჟიურის წევრი (2010-2011წწ.), ჟიურის თავმჯდომარე (2011-2014წწ.), მსოფლიო კინოსკოლათა  გაერთიანება  CILECT -ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ყოველწლიური საერთაშორისო კონკუტრსის ჟიურის წევრი (2014-2020 წწ), საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის სრულმეტრაჟიანი ფილმების სასცენარო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე (2020წ).  მრავალი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების რეჟისორი და სცენარის ავტორი

 

see biography

close biography

ზურაბ მაღალაშვილი

საქართველო

ზურაბ მაღალაშვილი დაიბადა 1967 წ. თბილისში. 1985 -1992 წწ.-ში სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრისა და კინოს ინსტიტუტში - სამსახიობო ფაკულტეტზე.  1999 - 2000 წწ.-ში კოლუმბიის უნივერსტეტში ინგლისური ენის და ლიტერატურის  კურსზე. 1993 წლიდან ზურა მრავალი დოკუმენტური და მხატვრული ფილმის პროდუსერი იყო, ასევე მონაწილეობდა როგორც მსახიობი ბევრ ფილმში.

1992 - 1999 წწ. ახალგაზრდა კინოს დახმარების ფონდის დამფუძნებელი და დირექტორი,  კავკასიის საერთაშორისო რეკლამის ფესტივალის CIFA –ს იდეის ავტორი და დამფუძნებელი. 2002-2005 წწ.-ში კითხულობდა ლექციებს ფილმწარმოების და მენეჯმენტის საწყისები. შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს ინსტიტუტში. 2005 წლიდან არის კინოკომპანია ”სინეტექის” დირექტორი და აქტიურად იყო ჩართული საპროდუსერო საქმიანობაში. 

2016-2019 წლებში იყო საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი.

 

see biography

close biography

დათო ევგენიძე

საქართველო

დათო ევგენიძე დაიბადა 1958 წელს თბილისში. 1982 წელს დაამთავრა მოსკოვის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსევატორია. 1983 წელს საბჭოთა კავშირის მუსიკოს შემსრულებელთა კონკურსზე დაჯილდოვდა გრან-პრით. 1985-1986 წლებში მისი ნაწარმოებები იდგმებოდა მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე. იმავე წლებში დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურა. 1987 წელს განახორციელა პირველი წარმოდგენები ნიუ-იორკში. 

დათო ევგენიძე წერს მუსიკას სპექტაკლებისათვის, ფილმებისათვის, მონაწილეობს საერთაშორისო კონკურსებში. ის არის  50-ზე მეტი კინოფილმის მუსიკის ავტორი და მრავალი ჯილდოს მფლობელი („მანა“, ოქროს არწივი, ნიკა და ა.შ.)

 

see biography

close biography

BIAFF - კინოკრიტიკოსთა ჟიური

ლელა  ოჩიაური

საქართველო - ჟიურის თავმჯდომარე

კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი,  კულტურის ანალიტიკოსი. გაზეთ „რეზონანსის“ კულტურის გვერდის რედაქტორი. გაზეთ „გალაკტიონის“ მთავარი რედაქტორი.1974 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. 1981-1982 წლებში სტაჟირება გაიარა მოსკოვის კინოს ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.  

ლელა ოჩიაური არის წიგნების - გოგი ოჩიაური, „ლიტერა“, 2008, ოთარ იოსელიანი „კადრირება“  (ტექსტი), 2008, The Sculpture and Art of Gogi Ochiauri, Nova Sciaence Publisgers, Inc. New York, 2011 და რამდენიმე სამეცნიერო კრებულის თანაავტორი, რამდენიმე ათეული სამეცნიერო სტატიისა და მრავალი პუბლიკაციის ავტორი თანამედროვე კულტურის სხვადასხვა საკითხზე.

პროფესიული პრემიები: საქართველოს კინოკავშირის პრემია წლის საუკეთესო ნაშრომისთვის „ნოსტალგია“ (1986); გაზეთ „კავკასიონის“ პრემია საუკეთესო პუბლიკაციისთვის „მამა რომა“ (1991); აჭარის თეატრის მოღვაწეთა რეგიონული კავშირის პრემია ბათუმის თეატრის სპექტაკლებზე გამოქვეყნებული წერილებისთვის (2007) და სხვა. 

 

see biography

close biography

არჩილ შუბაშვილი

საქართველო

დაიბადა 1951 წელს. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1980). 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი კინომცოდნის სპეციალობით. იმავე წელს დაიწყო მუშაობა უნივერსიტეტის კინოს ენისა და სტრუქტურის შემსწავლევ ლაბორატორიაში. 1991 წლიდან კითხულობს ლექციებს კინოს ისტორიასა და თეორიაში. 1999 წლიდან 2013 წლამდე მუშაობდა საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ. დღემდე არის საქართველოს კინოაკადემიის გამგეობის წევრი. საზოგადოებრივ მაუწყებელში მისი სცენარით შექმნილია რამდენიმე დოკუმენტური ფილმი („გენერალი მაღლაკელიძე“, „დაკარგული ქართველი ქალი“, „შალვა ნუცუბიძე“, „პეტრე მელიქიშვილი“ და სხვა). 1995 წლიდან - ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტუმარია. სისტემატურად აქვეყნებს მასალებს ქართული და უცხოური კინემატოგრაფიული მოვლენების შესახებ. თანაავტორია „ქართული მხატვრული კინოს ფილმოგრაფიისა“ და კრებულის „ქართველი კინორეჟისორები“.  

 

see biography

close biography

თეო ხატიაშვილი

საქართველო

1990 წ. დაამთავრა თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სპეციალობა.  1997 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “სერგო ფარაჯანოვის მითოლოგიურ-მეტაფორული სამყარო”. 

1998-2014 წ.წ. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, 2014 წ-დან დღემდე კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. 

1990 წლიდან თანამშრომლობს სხვადასხვა ბეჭდვით მედიაში. 2006-2010 წ.წ. მიჰყავდა საავტორო გადაცემა საღამო მშვიდობისა, ბაბილონ  საზოგადოებრივი მაუწყებლის I რადიოში. 2007-2014 წ.წ. იყო გადაცემა წითელი ზონის რედაქტორი (რადიო “თავისუფლებისა” და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტი).

დაინტერესებულია კინოში გენდერული ასპექტების კვლევით.

 

see biography

close biography

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30

BIAFF ვიდეო თრეილერი

ახალი ამბები

03 Oct

BIAFF 2024 ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები

 ბათუმის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 27 სექტემბერი - 3 ოქტომბერს ჩატარდა. კინოფესტივალზე...

22 Sep

BIAFF 2024 - კინოსეანსების ყოველდღიური განრიგი

 შენიშვნა:  FC -მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურის,  SC– მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო  კონკურსი, GEO –...

19 Sep

BIAFF 2024 ბათუმის კინოფესტივალის სრული პროგრამა და საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობა

BIAFF 2024  ბათუმის კინოფესტივალის სრული პროგრამა და საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობა   ბათუმის მე-19...

16 Sep

BIAFF 2024 ბათუმის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა

ბათუმის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 27 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდება....