მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსის ჟიური
საფარ ჰაქდოდოვი
საფარ ჰაქდოდოვი - ჟიურის თავჯდომარე
ტაჯიკი სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი საფარ ჰაქდოდოვი 1961 წლის 5 აგვისტოს დაიბადა. 1986 წელს კინოსტუდია Tajikfilm-ში დაიწყო მუშაობა.
2004 წელს ტაჯიკეთში საერთაშორისო კინოფესტივალი „დიდორი“ დააარსა, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.
2011 წელიდან ტაჯიკეთის რესპუბლიკის კინემატოგრაფთა კავშირის თავმჯდომარეა. მისი სადებიუტო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ოცნება რეალობაში“ (1991) ფინეთში, ტამპედეში, საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან-პრით დაჯილდოვდა. მისი სცენარის მიხედვით გადაღებულ ფილმებს „ჭეშმარიტი შუადღე“ და „მასწავლებელი“ (რეჟისორი - ნ. საიდოვი) ბევრ საერთაშორისო კინოფესტივალზე არაერთი ჯილდო მიენიჭა.
see biography
close biography
ჰანა მახმალბაფი
ჰანა მახმალბაფი
ჰანა მახმალბაფი 1988 წლის 3 დეკემბერს თეირანში დაიბადა. 7 წლის ასაკში მამის, მოჰსენ მახმალბაფის ფილმში მონაწილეობდა, სახელწოდებით „უმანკოების წამი“.
მახმალბაფების ოჯახურ ნაშრომებში რეგულარულად მონაწილეობდა, როგორც ფოტოგრაფი, სცეარის კორექტორი და რეჟისორის თანაშემწე. მახმალბაფის კინოსკოლაში კინოხელოვნებას 8 წლის განმავლობაში სწავლობდა, რომელიც 16 წლის ასაკში დაასრულა.
8 წლის ასაკში პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, სახელწოდებით „დღეს, როცა დეიდაჩემი ავადმყოფობდა“. 1997 წელს ამ ფილმმა საერთაშორისო ყურადღება მიიქცია, მაშინ რეჟისორი მხოლოდ 9 წლის იყო. 14 წლის ჰანამ გადაიღო დოკუმენტური ფილმი „სიგიჟის სიხარული“. ამ ფილმის პრემიერა 2003 წელს ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართა და 3 საერთაშორისო ჯილდო მიიღო.
18 წლისამ თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ბუდამ სირცხვილით გონება დაკარგა“ გადაიღო, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა და კინოფესტივალებზე ბევრი პრესტიჟული ჯილდო მიიღო - ბერლინში, სან-სებასტიანში, რომში, მონრეალში, თესალონიკიში, ჰონგ-კონგში.
ჰანას ფილმი „მწვანე დღეები“ ირანის 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომხდარ ინციდენტებს ასახავს. ეს ფილმი ვენეციის კინოფესტივალის ოფიციალური სექციისთვის შეირჩა და სიმამაცის ჯილდო მიიღო.
„ვიზა წამისთვის“ ჰანას ლექსების კრებულია, რომელიც 2003 წელს სამ ენაზე გამოიცა.
see biography
close biography
ნინელი ჭანკვეტაძე
ნინელი ჭანკვეტაძე
ნინელი ჭანკვეტაძე (1957, თბილისი). 1979 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1979 წლიდან დღემდე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია. 1983 წლიდან არის საქართველოს თეატრალური საზოგადოების, ხოლო 1986 წლიდან საქართველოს კინოკავშირის წევრი.
საქართველოს დამსახურებული არტისტი (1990). 1999 წელს დაჯილდოვდა „ღირსების ორდენით", 2006 წელს არჩეულია საქართველოს ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის ვიცე–პრეზიდენტად. 1979 წელს მიენიჭა საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.
დაჯილდოებულია ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრიზით შემოქმედებითი მიღწევებისათვის. მიღებული აქვს პრიზები ნატო ვაჩნაძის სახელობის (1997), კიევის ახალგაზრდული კ/ფ (1993), პირველ ქართულ კინოფესტივალის „ოქროს არწივის" (1995). მონაწილეობდა – ბარსელონის (1987), ლათინური ამერიკის (1988), ედინბურგის (1988), ლონდონის შექსპირის სახელობის (1994) საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე. მონაწილეობდა მრავალ კინოფილმში, მათ შორის - კუკარაჩა (1982), რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა (1986), ცხელი ზაფხულის სამი დღე (1981) , ბრავო ალბერ ლოლიშ (1987), ვალსი პეჩორაზე (1992), სამი სახლი (2008), სავარძელი (2017) და ა.შ.
see biography
close biography
დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის ჟიური
ალექსანდრე რეხვიაშვილი
ალექსანდრე რეხვიაშვილი - ჟიურის თავჯდომარე
ალექსანდრე რეხვიაშვილი დაიბადა 1938 წლის 17 იანვარს, ქ. მოსკოვში. 1955 წელს დაამთავრა მოსკოვის 167–ე საშუალო სკოლა. 1962 წელს - საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი (ა. გალპერინის სახელოსნო), ხოლო 1971 წელს - ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი გერასიმოვის სახელოსნო). 1971 წლიდან მოღვაწეობს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, ასწავლიდა რეჟისურას თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში. არის მანჰეიმის (1979) და მიუნხენის (1990) საერთაშორისო კინოფესტივლების პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი (1998). 2007 წელს კინოში გაწეული ღვაწლისათვის კინოფესტივალ „საჩუქარზე“, გადაეცა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრიზი. 2011 წელს ბათუმის საერთაშორისო კინოფეტივალზე გადაეცა სპეციალური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის.
see biography
close biography
შონ მაკალისტერი
შონ მაკალისტერი, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი წარმატებული დოკუმენტალისტია. 1996 წ. მან დაამთავრა ნაციონალური კინოსკოლისა და ტელევიზიის სასწავლებელი. რამდენიმე წარმატებული და მრავალი ჯილდოს მფლობელი სატელევიზიო დოკუმენტური ფილმების გადაღების შემდეგ დააარსა საკუთარი პროდუსერული კომპანია Tenfoot Films, 2000 წ.
შონის ფილმები დღემდე განაგრძობს მაყურებელში გაოცების და აღმაფრენის გამოწვევას. მისი ფილმები, ჩვეული ინტიმურობით და გულწრფელობით, წარმოაჩენს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურ თუ პერსონალური კონფლიქტის პირობებში გადარჩენისთვის იბრძვიან.
2005 წელს, შონის შესანიშნავმა ფილმმა “ბაღდადის გათავაისუფლება“, რომელიც ერაყელ პიანისტზე სამირ პეტერის შესახებ გადაიღო, ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა სანდენსის კინოფესტივალზე. მისმა ბოლო ორმა ფილმმა "იძულებით რევოლუციონერი" (2012) და სირიის სიყვარულის ამბავი (2015) მრავალ საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა წარმატება.
see biography
close biography
მეჰმეთ ალი არსლან
მეჰმეთ ალი არსლან
მეჰმეთ ალი არსლანი 1971 წელს დაიბადა დიარბაკირში. საბაზისო, საშუალო და უმაღლესი განათლება სტამბოლში მიიღო. 1989 წელს ჩააბარა ანატოლიის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე. იმავე წელს დაიწყო მუშაობა სტამბოლში, პეპსი კოლას აჯანსტეკის სარეკლამო ფირმაში, პოსტპროდუქციისა და წარმოების განყოფილებაში. 2006-2008 წლებში იყო საფაკის ფილმების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
2009 წელს ჩამოაყალიბა საკუთარი კომპანია (Logos Film Making) და დღემდე მუშაობს მხატვრული და დოკუმენტური ფილმების წარმოებაზე. მის ფილმებს მიღებული აქვს რამდენიმე პრიზი - ადანის, ანტალიის, მალატიის, ეგვიპტის, ანკარის და სხვა კინოფესტივალებზე. ამჟამად მუშაობს საკუთარ ფილმზე „მხოლოდ იმედი რჩება“.
see biography
close biography
სეიფოლა სამადიანი
სეიფოლა სამადიანი
დოკუმენტური ფილმების რეჟისორი, გამომცემელი და ფოტოგრაფი სეიფოლა სამადიანი დაიბადა 1954 წელს. მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ინგლისურ ლიტერატურაში. 1968 წელს მან დაიწყო ფოტოგადაღება, 1978 წელს კი დოკუმენტური ფილმების შექმნა. „თეთრი სადგური” (1999); „თეირანი, 25-ე საათი” (1999); „მკვლელობის ხელოვნება” (2003); „ერთხელ მარაკესში” (2006). სეიფოლა სამადიანი თავად იყო თავისი ფილმების რეჟისორი, ოპერატორი და სცენარის ავტორიც. რამდენიმე ფილმზე სეიფოლა მუშაობდა აბას კიაროსტამთან ერთად. სეიფოლა სამადიანი იყო ისეთი საერთაშორისო კინოფესტივალების ჟიურის წევრი, როგორებიცაა: მილანის კინოფესტივალი, ფარჯის კინოფესტივალი, ბიენალეს ევროპული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი. თავისი ფილმებით მონაწილეობა აქვს მიღებული ტრიბეკას, სან-ფრანცისკოს, ამსტერდამის და სხვა ფესტივალებში. სეიფოლა სამადიანი 2004 წლიდან დღემდე ტასვირის კინოფესტივალის დირექტორია, და ასევე - ტასვირის ჟურნალის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.
see biography
close biography
ვოლკერ კუფალი
ვოლკერ კუფალი
დაიბადა 1969 წელს ლიუნებურგში, ქვემო საქსონიაში, გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში. კონსტანსსა და ლაიფციგში სწავლობდა სოციალურ მეცნიერებებს. 1996 წლამდე არტჰაუსის ადგილობრივ კინოთეატრში კინომექანიკოსად და პროგრამისტად მუშაობდა. 1996-2000 წლებში არტჰაუსისა და კომერციული კინოთეატრებისთვის თეატრალური მენეჯერი იყო. 2001-2003 წლებში ბრაუნშვაიგის საერთაშორისო კინოფესტივალის მხატვრული და მმართველი დირექტორი იყო. 2008 წლიდან ორეკრანიანი დამოუკიდებელი არტჰაუსის კინოთეატრის - Universum Cinema-ს თანადამფუძნებელი და მმართველი დირექტორია, რომელიც ბრაუნშვაიგში Europa Cinemas-ისა და CICAE-ს წევრია. 2014 წლიდან Filmland MV gGmbH-ისა და Film commission MV-ის დირექტორია. ასევე, შვერინში, მეკლენბურგ-პომერანიაში - FILMKUNSTFEST MV-ის მხატვრული დირექტორი.
see biography
close biography
მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურის ჟიური
მოჰსენ მახმალბაფი
მოჰსენ მახმალბაფი - ჟიურის თავჯდომარე
მოჰსენ მახმალბაფი (1957 წელს დაიბადა თეირანში)ირანული კინოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი ფილმები, როგორც წესი, ინდივიდისა და ზოგად სოციალურ-პოლიტიკურ გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას ასახავს. შესაბამისად, მისი ნამუშევრები ირანის და ირანელი ხალხის უახლესი ისტორიის ყველაზე კარგი ქრონიკაა.
ბოლო ათი წლის განმავლობაში მოჰსენ მახმალბაფის ფილმები ფართოდაა წარმოდგენილი სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე. მრავალი ჯილდოს მფლობელი რეჟისორი ირანული კინოს ახალი ტალღის წამომადგენელია. ჟურნალმა „თაიმმა" მახმალბაფის 2001 წელს გადაღებული ფილმი „ყანდაარი" (Kandahar) ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმს შორის დაასახელა.
მოჰსენ მახმალბაფი ბევრი საპატიო ჯილდოს მფლობელია. ასევე, მიღებული აქვს დოქტორის საპატიო წოდებები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, 50 საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის: 1998 წელს საფრანგეთში - ხელოვნებისა და ლიტერატურის მარშალი, 2006 წელს სომხეთში - სერგეი ფარაჯანოვის ჯილდო, 2002 წელს იტალიაში- ფრანსუა ტრიუფოს ჯილდო, 2001წელს იუნესკოსგან - ფედერიკო ფელინის საპატიო ჯილდო, 2006 წელს რომიდან - გამბედაობისა და სიმამაცის ჯილდო, 2003 წელს პუსანის კინოფესტივალზე - საუკეთესო, აზიელ კინორეჟისორად დასახელდა, ხოლო 2007 წელს აზიის კინოაკადემიის დეკანად აირჩიეს.
2005 წელს, აჰმადინეჯადის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მოჰსენ მახმალბაფმა ირანი დიქტატურის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა. ამჟამად რეჟისორი ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობს.
see biography
close biography
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
- 11
- 12
- 13
- 14
- 15
- 16
- 17
- 18
- 19
- 20
- 21
- 22
- 23
- 24
- 25
- 26
- 27
- 28
- 29
- 30
ახალი ამბები