საერთაშორისო ჟიური - მხატვრული ფილმების სექცია
დიტო ცინცაძე - ჟიურის თავმჯდომარე
დიტო ცინცაძე - ჟიურის თავმჯდომარე
დიტო ცინცაძე დაიბადა 1957 წელს, თბილისში (საქართველო). 1975-დან 1981 წლამდე თბილისის კინოსა და თეატრის ინსტიტუტში სწავლობდა, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ ელდარ შენგელაია და ოთარ იოსელიანი. 1980-90-იან წლებში, ის სხვადასხვა რეჟისორთან ასისტენტად მუშაობდა. 1984 წელს თავისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი "თეთრი ღამეები" გადაიღო. საქართველოს ტელევიზიისთვის 1988 წელს მან გადაიღო "დახატული წრე" და 1990 წელს - მოკლემეტრაჟიანი ფილმი "სტუმრები", ხოლო 1992 წელს - "სახლი" (სატელევიზიო ფილმი). მოკლემეტრაჟიანი ფილმები რეჟისორს ისევ აინტერესებს, რაზეც მიუთითებს ის ფაქტი, რომ 2002 წელს მან ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ეროტიკული ისტორია" გადაიღო. 1990-იანების ბოლოს ის საცხოვრებლად ბერლინში გადავიდა, სადაც დღემდე ცხოვრობს. მან გადაიღო სამი სრულმეტრაჟიანი ფილმი - "ზღვარზე" (1993), რომელმაც 1993 წელს ლოკარნოს ფესტივალზე "ვერცხლის ლეოპარდი" და შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე "ოქროს არწივი" მიიღო; 2000 წელს გადაღებული "დაკარგული მკვლელები" იმავე წელს ჯერ კანის ფესტივალის "განსხვავებული ხედვის" სექციაში და შემდეგ - სან სებასტიანის კინოფესტივალზე აჩვენეს. "დაკარგულმა მკვლელებმა" მონაწილეობა მიიღო ისეთ ფესტივალებში, როგორიცაა ევროპული ახალგაზრდული კინოს ფესტივალი კოტბუსში (გერმანია) და სალონიკის ფესტივალზე, სადაც საუკეთესო რეჟისურისთვის და საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის პრემიები დაიმსახურა. ფილმისთვის "გასროლის შიში" რეჟისორს სან სებასტიანის კინოფესტივალზე "ოქროს ნიჟარა" გადასცეს.
see biography
close biography
მაჰტაბ კერამატი
მაჰტაბ კერამატი, ირანი
მაჰტაბ კერამატი (ირანის ქალაქ თეირანში 1970 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა) ირანელი მსახიობია. 2006 წელს ირანში ,,იუნისეფის“ ეროვნულ ელჩად დაინიშნა. სამსახიობო კურსებს გადიოდა, როდესაც ,,ანხელოსის კაცებში“ ჰელენის როლი მიიღო, რამაც ეროვნული აღიარება მოუტანა. შემდეგ გამოჩნდა ფილმებში ,,მუმია III” და ,,წვიმის კაცი“, რისთვისაც ნომინირებული იყო ფაჯრის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდოზე იყო წარდგენილი. ამის მერე ითამაშა ფილმებში: ,,წმინდა მარიამი“, ,,სისხლისფერი მიწა“, ,,ჯოჯოხეთი“, ,,განსაწმენდელი“, ,,სამოთხე“, ,,არის რაღაცები, რაც არ იცი“, ,,ალცჰაიმერი“, ,,მისტერ და მისის ემის პირადი ცხოვრება“. ფილმ ,,ოცში“ შესრულებული, მეორეხარისხოვანი როლისთვის პრიზი ,,ბროლის ფასკუნჯი“ მიიღო.
see biography
close biography
გულნარა აბიკეიევა
გულნარა აბიკეიევა, ყაზახეთი
გულნარა აბიკეიევა, ცნობილი, ყაზახი კინოკრიტიკოსი და კინომკვლევარი. 2005-2013 წლებში ალმათიში საერთაშორისო კინოფესტივალის - ,,ევრაზიის“ - სამხატვრო დირექტორი იყო. სხვა წლებში მთავარ რედაქტორად მუშაობდა ჟურნალებისთვის: Asia-kino, Territoriya Kino, რომლებიც ყაზახურ კინემატოგრაფიას ეხებოდა. 2001-2002 წლებში ბოუდინ-კოლეჯში ფულბრაიტის სტიპენდიანტი იყო, პიტსბურგის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა და ჰარვარდის, იელისა და ტაფტსის უნივერსიტეტებშიც მოღვაწეობდა. აბიკეიევამ კინემატოგრაფიის შესახებ ათი წიგნი დაწერა - ძრითადად, ყაზახეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შესახებ. პირველი წიგნი იყო ,,ახალი, ყაზახური კინემატოგრაფია“ (1998). შემდეგ ნაშრომი - ,,ცენტრალური აზიის კინემატოგრაფია: 1990-2001“ - რუსეთის კინოკრიტიკოსთა კავშირმა ,,თეთრი სპილოთი“ დააჯილდოვა, როგორც წლის საუკეთესი წიგნი კინემატოგრაფიის შესახებ დსთ-ის ქვეყნებში. წიგნი ,,ერის შენება ყაზახეთში, სხვა ცენტრალურაზიურ სახელმწიფოებში და როგორ აისახება ეს პროცესი კინემატოგრაფიაში“ (2006) ეროვნული ჯილდოთი - კულაგერით - დაჯილდოვდა, როგორც 2007 წლის საუკეთესო წიგნი ყაზახეთში. კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციისა და აზიური კინემატოგრაფიის განვითარების კავშირის წევრობის გამო, სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის შემადგენლობაში იყო. ამჟამად ალმათიში, ტურანის უნივერსიტეტში, პროფესორია, სადაც კინოისტორიისა და კინოთეორიის შესახებ ლექციებს კითხულობს. 2013 წელს სამი საერთაშორისო გამოცემა ჰქონდა: გაერთიანებულ სამეფოში - ,,ცენტრალური აზიის კინემატოგრაფია. კულტურული ისტორიების ახლებური გააზრება“, მაიკლ როულანდისა და ბირგიტ ბოიმერსის თანარედაქტორობით; სამხრეთ კორეაში - ,,ცენტრალური აზიის კინემატოგრაფიის უცნობი, ახალი ტალღა“, კიმ ჯი-სოკის თანარედაქტორობით და რუსეთში - ერთ-ერთ საუკეთესო საგამომცემლო სახლში ,,მაჰმალბაფის კინოს სახლი“ დაიბეჭდა.
see biography
close biography
ირინა გორდიჩუკი
ირინა გორდიჩუკი, რუსეთი
ირინა გორდიჩუკი დაიბადა ყირიმში, ფეოდოსიაში. დაამთავრა სარატოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის მიმართულებით. თავდაპირველად თარჯიმნად დაიწყო მუშაობა კიევში, ტურისტულ კომპანიაში. მისი სატელევიზიო კარიერა კინოს შესახებ ისეთი გადაცემების ავტორობით დაიწყო, როგორიცაა: „ყველაფერი კინოზე“, „სახელი“, „ეგოისტი“, „საკუთარი როლი“. თავის გადაცემებში არაერთ ცნობილ კინოსახესთან ააქვს ჩაწერილი ინტერვიუ, მათ შორის: ემირ კუსტურიცა, ოლეგ იანკოვსკი, ჯერზი ჰოფმანი, რომან ბალაიანი, პიერ რიშარი, ნიკიტა მიხალკოვი და სხვები - არტისტები, რომლებიც სხვადასხვა უკრაინული თუ საერთაშორისო კინოფესტივალისა და თუ სატელევიზიო კონკურსის გამარჯვებულები არიან: მსახიობი ბოგდან სტუპკა, რომელიც უკრაინული „ოქროს ტალღის“ გრანპრის მფლობელია, იგორ კოსტინი - პირველი ფოტოგრაფი, რომელმაც ჩერნობილის კატასტროფა აღბეჭდა.
ირინა გორდიჩუკი 2002 წელს დასახელდა უკრაინის საუკეთესო ჟურნალისტთა შორის, 2009-2010 წლებში დაინიშნა კიევის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამულ დირექტორად. გახლავთ კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის (FIPRESCI) სრულუფლებიანი წევრი. არაერთხელ ყოფილა კინოფესტივალების ჟიურიში, მათ შორის: კიევში, ოდესაში, ერევანში, მინსკში და ტომსკში.
see biography
close biography
ლიზა ანტონოვა
ლიზა ანტონოვა
ლიზა ანტონოვა სევასტოპოლში დაიბადა. დამთავრებული აქვს თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი რუსეთის თეატრალურ ხელოვნებათა აკადემიაში. მუშაობდა რუსეთის კინოხელოვნებათა აკადემიის მიერ ორგანიზებულ, ,,ნიკას“ დაჯილდოების ცერემონიის რედაქტორად, სევასტოპოლის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამების დირექტორად, გერმანიასა და ფინეთში რუსული ფილმების ფესტივალებზე რედაქტორად კინოკომპანიებისთვის Central Partnership და Studio IV. 2005 წლიდან ლიზა ანტონოვა მოსკოვში კინოკომპანია Passenger Studio-ს თანადამფუძნებელი (ალექსანდრ მინდაძესთან ერთად) და კრეატიული პროდიუსერია, ხოლო 2012 წლიდან - მმართველი დირექტორი.
ფილმოგრაფია (რჩეული) - 2015: ,,ძვირფასი ჰანსი, საყვარელი პიტერი“, მხატვრული, სრულმეტრაჟიანი. სცენარის ავტორი და რეჟისორი - ალექსანდრი; 2014: ,,ძმები ჩ“, მხატვრული, სრულმეტრაჟიანი. სცენარის ავტორი - იელენა გრემინა, რეჟისორი - მიხაილ უგაროვი. 2014: ,,კომიკური ცხოვრება. ოლეგ პოპოვი“, დოკუმენტური, სრულმეტრაჟიანი. სცენარის ავტორი - ალექსანდერ ანენსკი, რეჟისორი - ანდრეი ანენსკი; 2013: ,,საბრძოლო ჩექმა“, მხატვრული, სრულმეტრაჟიანი. სცენარის ავტორი და რეჟისორი - კატია შაგალოვა მინდაძე; 2011: ,,უმანკო შაბათი“, მხატვრული სრულმეტრაჟიანი. სცენარის ავტორი და რეჟიოსრი - ალექსანდრ მინდაძე.
see biography
close biography
საერთაშორისო ჯიური - დოკუმენტური ფილმების სექცია
ნარგიზ ბაგირზადე
ნარგიზ ბაგირზადე - სცენარისტი, მწერალი.
ნარგიზ ბაგირზადე - სცენარისტი, მწერალი.
დაიბადა ბაქოში (აზერბაიჯანი). 1996-2000 წლებში ბაქოს უნივერსიტეტში იურიდიულ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე სწავლობდა. 2004 წლიდან თავის ნაშრომებს აქვეყნებდა ჟურნალში ,,ლიტერატურული აზერბაიჯანი“, ლიტერატურულ კრებულებსა და თანამედროვე, აზერბაიჯანულ-რუსული პროზის ანთოლოგიაში.
2008 წელს ს. გერასიმოვის სახელობის რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში სცენარისტის სპეციალობით. 2010 წელს გამოსცა წიგნი ,,ზეგინდელი დღე“, რომელიც აზერბაიჯანის “წიგნის ეროვნული პრიზის” მფლობელთა სიაში შევიდა. იმავე წელს ნარგიზმა ახალგაზრდა, აზერბაიჯანელ მწერალთათვის განკუთვნილი, პრეზიდენტის სტიპენდია მიიღო.
2013-2016 წლებში მისი პიესა ,,ფეის ბუქი. პოსტ სკრიპტუმი“ ლატვიის ქალაქ რიგასა და რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში (,,ფეის ბუქი. ცხოვრება“) დაიდგა.
ნარგიზმა რამდენიმე სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის სცენარი დაწერა: ,,ერთი ნაბიჯი“ (ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე), ,,გიჟური იუბილე“, ,,ბაქო, მიყვარხარ“, ,,მატარებელი, სახელწოდებით დრო“.
ამჟამად ნარგიზი აზერბაიჯანული და რუსული კინოსტუდიებისა და ტელეკომპანიებისთვის წერს სცენარებს.
see biography
close biography
ოლეს იანჩუკი
ოლეს იანჩუკმა (დაბადებული 1956 წელს, უკრაინაში) კიევის ფოტოგრაფიის ინსტიტუტი დაამთავრა 1976 წელს.
სანამ კიევში თეატრალურ ინსტიტუტში კინორეჟისურას შეისწავლიდა (1979), ფოტოჟურნალისტად მუშაობდა. 1984 წელს დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიაში კინორეჟისორის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. მას შემდეგ იანჩუკი ისტორიული დრამების რეჟისორი და პროდიუსერი გახდა. მისი ფილმებია: ,,შიმშილი-33“ (1991), ,,შემოდგომის მკვლელობა მიუნხენში“ (1995), ,,დაუმარცხებელი“ (2000), ,,გმირების ასეული“ (2004). მისი უახლესი ფილმია ,,მეუფე ანდრეი“ (2008).
ამჟამად ოლეს იანჩუკი უკრაინის ქალაქ კიევში დოვჟენკოს სახელობის ეროვნული კინოსტუდიის თავმჯდომარე და გენერალური დირექტორია.
see biography
close biography
ელჰუმ შეიკრიფარ
ელჰუმ შეიკრიფარ
ელჰუმ შეიკრიფარი ,,ბაფტაზე“ ნომინირებული პროდიუსერია. მისმა უახლესმა ფილმმა ,,სირიული, სასიყვარულო ისტორია“ (რეჟისორი - შონ მაკალისტერი, 2015 წ.) ,,ბაფტაზე“,,კინო მშვიდობისთვის“ ჯილდო მიიღო, ასევე წარდგენილი იყო დამოუკიდებელი ფილმების ბრიტანულ დაჯილდოებასა და ევროპული ფილმების დაჯილდოებაზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში. ელჰუმის ფილმები მრავალ კინოფესტივალზე იყო წარდგენილი - ბერლინალეზე, ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე და, ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზეც. ამჟამად ელჰუმი ლონდონის კინოფესტივალზე პროგრამების საკითხში მრჩეველია და თანამედროვე, არაბული კულტურის ფესტივალზე - შუბაკზე - კურატორის მოადგილეა.
see biography
close biography
მარინა რაზბეჟკინა
რეჟისორი, სცენარისტი, პრიდიუსერი.
დაიბადა ყაზანში. დაამთავრა ყაზანის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. სოფლის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, შემდეგ - რესპუბლიკურ გაზეთებში რეპორტიორად. 1989 წელს მარინა რაზბეჟკინამ დოკუმენტური ფილმების სცენარის წერა და გადაღება დაიწყო. მან ოცდაათზე მეტი დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომლებიც სხვადასხვა ფესტივალზე იყო წარმოდგენილი, მათ შორის - ამსტერდამის, ლაიპციგის ფესტივალებსა და ,,არტდოკფესტზე“. 2004 წელს რაზბეჟკინამ თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ,,მოსავლის აღების დრო“ გადაიღო, რომელიც ევროპის კინოაკადემიის ფასბინდერის ჯილდოზე იყო ნომინირებული.
ბოლო რვა წლის განმავლობაში მარინა რაზბეჟკინა დოკუმენტური ფილმისა და დოკუმენტური თეატრის სკოლას ხელმძღვანელობს, რომელიც მიხაილ უგაროვთან ერთად დააარსა. ეს უნიკალური, საგანმანათლებლო პროექტი ევროპისა და აშშ-ის კინოსკოლების ყურადღებას იპყრობს. ამ სკოლის კურსდამთავრებულთა ფილმები რუსულ და საერთაშორისო ფესტივალებზეა წარმოდგენილი.
მარინა რაზბეჟკინა ევროპის კინოაკადემიის წევრია და მოსკოვში ცხოვრობს.
see biography
close biography
გივი ბესიკ ოდიშარია
გივი ბესიკ ოდიშარია
დაიბადა 1953 წ. თბილისში. 1979-1981 წწ. დაამთავრა მოსკოვის ორწლიანი უმაღლესი სასცენარო და სარეჟისორო კურსები. 1982-2002 წწ.-ში მუშაობდა - კინოსტუდია “ქართული ფილმში” - სცენარისტი და რეჟისორი. 2002-2004 წწ. “მეცხრე არხი” სცენარისტი და რეჟისორი. 2007-2014 წწ.-ში საზოგადოებრივი მაუწყებელში რედაქტორის პოზიციაზე.
1994-დან დღემდე არის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში დრამატურგიის პედაგოგი და კითხულობს სალექციო კურსს კინოდრამატურგიაში. 2014-დან დღემდე საზ.მაუ-ს დოკუმენტური ფილმების სტუდიის სცენარისტი და რეჟისორი
მრავალი კინოფილმის სცენარის ავტორი, მათ შორის - 1985 - “ჩიორა” რეჟ. ნ.ნენოვა/გ.წულაია (1985), “დახატული წრე” რეჟ. დიტო ცინცაძე (1989), “რამინი” რეჟ. აუდრიუს სტონისი (2011), “ორმაგად უცხონი” რეჟ. უგის ოლტე (2015)
see biography
close biography
საერთაშორისო ჟიური - მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია
დავიდ მურადიანი
დავიდ მურადიანი, სომხეთი
დავიდ მურადიანი ერევანში 1951 წელს დაიბადა. 1973 წელს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაამთავრა. ერევნის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინტიტუტში კინოისტორიასა და სცენარის ხელოვნებას ასწავლის. მის ნაშრომებს შორისაა არაერთი სტატია და რამდენიმე მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი თუ დოკუმენტური ფილმის სცენარი. 1971-73 წლებში მურადიანი ეროვნულ რადიოში მუშაობდა, 1976-91 და 1997-2001 წლებში სტუდია ,,ჰაიფილმში“ ჯერ სცენარებისა და სარედაქციო საბჭოს წევრი იყო, შემდეგ -მთავარი რედაქტორი და სამსახიობო პროგრამების დირექტორის მოადგილე. 2003 წელს მისი პიესა - ,,ჩვენი ძველი ფორტეპიანო“ - ლევონ შანტის პრიზით დაჯილდოვდა, როგორც წლის საუკეთესო პიესა. მურადიანის ნაშრომები მედიაში 1969 წლიდან იბეჭდება. მისი პირველი წიგნი 1976 წელს გამოიცა. შემდეგ კიდევ 8 წიგნი გამოსცა. მისი ნაშრომები ნათარგმნია რუსულ, უკრაინულ, ტაჯიკურ, ქართულ, რუმინულ, ფრანგულ, გერმანულ, უნგრულ და ინგლისურ ენებზე. 1994-96 და 2001-2008 წლებში სომხეთის მწერალთა კავშირის პრეზიდენტის მოადგილე იყო, 2008-2010 წლებში - სომხეთის კულტურის მინისტრის მოადგილე, 1993 წლიდან ერევნის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში კინომცოდნეობისა და სცენარის წერის პროგრამის ხელმძღვანელია, 2014 წლიდან - ამავე ინსტიტუტის რექტორი.
see biography
close biography
დილიარა ტასბულატოვა
დილიარა ტასბულატოვა
დილიარა ტასბულატოვა - კინოკრიტიკოსი, ჟურნალისტი, ბლოგერი. დილიარამ გერასიმოვის სახელობის, კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი დაამთავრა, სპეციალობით - კინოკრიტიკოსი/კინოთეორეტიკოსი. მის ნაშრომებს შორისაა სამი ათასზე მეტი სტატია, ინტერვიუები ცნობილ კინორეჟისორებთან და მსახიობებთან (მაიკლ მური, მეთ დეიმონი, ლარს ფონ ტრიერი და ა.შ.). წლის საუკეთესო კინოკრიტოსად დასახელდა 2000, 2003 წწ.-ში. დილიარამ მოთხრობების სამი წიგნი გამოაქვეყნა, რომლებიც რუსეთში 2015 წლის საუკეთესო გამოცემებად არის აღიარებული.
see biography
close biography
იულია სინკევიჩი
იულია სინკევიჩი
იულია სინკევიჩი ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორია. ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალი, აღმოსავლეთ ევროპაში მაყურებელთა სიმრავლის მიხედვით, ერთ-ერთი უდიდესია, სადაც წარმოდგენილია, როგორც კინოხელოვნების ნიმუშები (საერთაშორისო, ეროვნული და დოკუმენტური კონკურსის პროგრამები), ასევე ინდუსტრიის კავშირების დასამყარებელი პლატფორმა, კინოინდუსტრიის ოფისი, ზაფხულის კინოსკოლა და კინობაზარი.
მანამდე, რამდენიმე წლის განმავლობაში, იულია სადისტრიბუციო და მწარმოებელი კომპანია ,,არტჰაუს ტრაფიკის“ თანამშრომელი იყო, კერძოდ, ფესტივალის რჩეული, მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ფილმების რეკლამირება ევალებოდა, რომელთა შემქმნელებს შორის იყვნენ: თავად აღნიშნული კომპანია, ახალგაზრდა, უკრაინელი რეჟისორები და ასევე ხდებოდა საერთაშორისო თანამშრომლობა უკრაინელ და უცხოელ პროფესიონალებს შორის.
2010 წლიდან ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე მუშაობს. მის მოვალეობებს შორისაა: ფესტივალის ზოგადი ორგანიზება, პროგრამების შედგენა, გუნდის მართვა, საორგანიზაციო პროცესები, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა და ფესტივალის რეკლამირება უკრაინაშიც და მის გარეთაც. ფესტივალის ფარგლებში წლების განმავლობაში იულიამ უკრაინასა და სხვა ქვეყნებში, კულტურულ და აუდიო-ვიზუალურ სექტორებში, პროფესიონალებთან მნიშნველოვანი კავშირები დაამყარა. ასევე, იულია ვიტალი მანსკის დოკუმენტური ფილმის - ,,ახლობლების“ - ერთ-ერთი პროდიუსერიც არის.
იულიას კარიერა მოიცავს ხელოვნების სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებული (მუსიკა, თეატრი, კინო და ა.შ.), კულტურული პროექტების მართვას. იულია სინკევიჩის მონაწილეობით, ყველაზე ცნობილი, კუნტურული ღონისძიებებია: საერთაშორისო, მუსიკალური ფესტივალი - კეკტებელის ჯაზფესტივალი, თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - გოგოლფესტი, ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალი.
იულია სინკევიჩმა კიევი-მოგილევსკის აკადემიის ეროვნულ უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.
see biography
close biography
ზაზა ხალვაში
ზაზა ხალვაში, საქართველო
ზაზა ხალვაში დაიბადა 1957 წლის 17 აპრილს ბათუმში. 1979 წელს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1982 წელს – შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (თენგიზ აბულაძის და რეზო ჩხეიძის სახელოსნო). 1977 წლიდან მუშაობს კინოსტუდია ”ქართულ ფილმში” ჯერ რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ – რეჟისორად. 1997 წლიდან ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში ასწავლის რეჟისურას. 2006 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ტელე–კინო ხელოვნების დეპარტამენტის უფროსი, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, 2007-2012 ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მმართველი. 2013 წლიდან აჭარის ტელევიზიის მრჩველეთა საბჭოს თავჯდომარეა. 2015 წ. გადაიღო ფილმი “სოლომონი”, რომლის პრემიერაც ბათუმის კინოფესტივალზე შედგა და ასევე ნაჩვენები იქნა სხვა კინოფესივალებზეც მათ შორის - თბილისი (პრიზი საუკეთესო ქართული ფილმისთვის), ირანის და ა.შ.
see biography
close biography
ზურაბ სტურუა
ზურაბ სტურუა, საქართველო
დაიბადა 1962 წელს. 1984 წელს დაამთავრა თბილისის შ. რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტი თეატრისა და კინოს სამსახიობო ფაკულტეტი.
1985 წლიდან მუშაობს თბილისის მარჯანიშვილის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. არის გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი. განსახიერებული აქვს მრავალი კინოროლი, მათ შორის ალეკო ცაბაძის, ზაზა ხალვაშის ფილმებში.
see biography
close biography
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
- 11
- 12
- 13
- 14
- 15
- 16
- 17
- 18
- 19
- 20
- 21
- 22
- 23
- 24
- 25
- 26
- 27
- 28
- 29
- 30
- 31
ახალი ამბები