საერთაშორისო ჟიური - მხატვრული ფილმების სექცია
რომან ბალაიანი
რომან ბალაიანი
რომან ბალაიანი დაიბადა 1941 წელს, მთიან ყარაბახში. დაამთავრა ი. კარპენკო-კერის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1959-1961 წლებში მუშაობდა სტეფანოკერტის თეატრში. 1961-1964 წლებში კი სწავლობდა ერევნის კარპენკო-კაროგოს სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისრო ფაკულტეტზე.
ბალაიანის სარეჟისორო კარიერა 1970 წელს კიევის კინოსტუდიაში დაიწყო. მისი ფილმები „ბირიუკი“(1978), „დამიცავი, ჩემო თილისმა“(1986), „ორი მთვარე, სამი მზე“(1998) - წარდგენილი იყო სხვადასხვა ფესტივალებზე და მირებული აქვს რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო. მათ შორის - ბერლინის, კარლოვი ვარის, ვენეციის, მოსკოვის, კიევის კინოფესტივალები და ა.შ.
see biography
close biography
ალისა სიმონ
ალისა სიმონ
25 წელზე მეტი ალისა ფილმების კურატორია. 1999 წელს იგი დასახელდა ჩიკაგოს წლის მოქალაქედ ხელოვნების ინსტიტუტთან არსებული კინოცენტრის სკოლისთვის გაწეული ინოვაციური პროგრამის შემუშავებისთვის. ალისა სიმონმა თავისი კარიერა დაიწყო მინეაპოლისში, ვოლკერის ხელოვნების ცენტრის ფილმების დეპარტამენტში. ასევე ჯორჯ ისტმან ჰაუსის საერთაშორისო მუზეუმში, როჩესტერში. ალისა “Palm Springs”-ის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის შემდგენელია, დამატებით იგი ფილმებს განიხილავს, წერს ფესტივალებისა და რეჟისორების შესახებ ჟურნალ Variety-სთვის. საერთაშორისო კინოფესტივალების ჟიურის წევრი იყო ვენეციაში, ტაიპეიში, გოთენბურგში, სტამბულში, ბუსანში, ბელგრადში, ამსტერდამში, სარაიევოში, სან ფრანცისკოში, ტურინში, ლუბლიანაში, სოჭში, ვანკუვერში და მონრეალში. ალისა ფიქრობს, რომ შემდეგი ახალი და საინტერესო კინემატოგრაფიული ტალღის ფორმირება საქართველოში მოხდება.
see biography
close biography
პაველ ივანოვი
პაველ ივანოვი
სამსახიობო განხრით დაამთავრა სლონოვის თეატრის სკოლა სარატოვში. ასევე, წარჩინებით დაამთავრდა ბელორუსიის თეატრისა და ხელოვნების ინსტიტუტი. წარმოდგენებს დგამდა რუსეთისა და ბელორუსიის თეატრებში.
მუშაობდა ახალგაზრდული ტელეგადაცემების რეჟისორად ბელორუსიის ტელევიზიაში. მისი სცენარის მიხედვით გადაღებულ იქნა რამოდენიმე სერიალი და მხატვრული ფილმი ბელორუსიაში, რუსეთსა და ყაზახეთში. გახლავთ საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატი.
ამჟამად ბელორუსიის ხელოვნების სახელმწიფო აკადემიაში სატელევიზიო ხელოვნების ფაკულტეტის დეკანია, პროფესორი - კინო-სატელევიზიო რეჟისურის დეპარტამენტში, ასევე, - ვორკშოპის - „კრეატიული სატელევიზიო რეჟისურა“ - სამხატვრო ხელმძღვანელი, აკადემიკოსი - რადიოსა და ტელევიზიის ევრაზიის აკადემიაში.
see biography
close biography
მიხეილ სტამბოლიანცი
მიხეილ სტამბოლიანცი
დაიბადა 1938 წელს, ერევანში. ერევნის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მექანიკის ინჟინრად. 1968 წელს დაამთვრა გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი (VGIK), შემდეგ კი მუშაობდა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდში *Gosfilmofond), სომხურ კინოსტუდიაში, ხელოვნების ინსტიტუტში (სომხეთის ეროვნული სამეცნიერო აკადემია). 1991-97 წლებში იყო კულტურის მინისტრის მოადგილე. 2004 წელს ჰარუთიუნ ხაჩტრიანთან და სუსანა ჰარუთიუნიანთან ერთად დაარსა საერთაშორისო კინოფესტივალი - „ოქროს გარგარი“ (Golden Apricot), და დღემდე არის ამ ფესტივალის პროგრამის დირექტორი.
see biography
close biography
ზაზა ურუშაძე
ზაზა ურუშაძე
ზაზა ურუშაძე დაიბადა 1966 წელს. 1987 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოს ფაკულტეტი. 1988–1999 წლებში მუშაობდა კინოსტუდია ”ქართულ ფილმში” დამდგმელ რეჟისორად, 1999–2000 წლებში სააქციო საზოგადოება ”ქართული ფილმის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, 2002–2004 წლებში საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორად.
2013 წელს არჩეულ იქნა საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარედ.
see biography
close biography
საერთაშორისო ჟიური - დოკუმენტური ფილმების სექცია
ოდრიუს სტონისი
ოდრიუს სტონისი
ლიტველი კინორეჟისორი და პროდიუსერი. ევროპის კინოაკადემიის და ევროპული დოკუმენტური კინოკავშირის (European Documentary Network) წევრი. როგორც დამოუკიდებელმა კინორეჟისორმა და პროდიუსერმა გადაიღო 14 ფილმი. მის ფილმებს არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის: ნიონის, ბორნჰოლმის, ახალი ბრანდენბურგის, ობერჰაუზენისა და სან ფრანცისკოს კინოფესტივალების ჯილდოები.
1992 წელს ფილმი - „ბრმების მიწა“ - ევროპული კონოაკადემიის პრიზითი -„ფელიქსი“ - დაჯილდოვდა, როგორც წლის საუკეთესო ევროპული დოკუმენტური ფილმი. 2004-2005 წლებში იყო დოკუმენტური ფილმის ლექტორი დანიის ევროპული კინოს უნივერსიტეტში. 2006 წელს ლექციებს კითხულობდა ვასედას უნივერსიტეტში, ტოკიოში.
see biography
close biography
ულვი მეჰტი
ულვი მეჰტი
კინო ექსპერტი და არტ–პუბლიცისტი, რუსეთის კინოკრიტიკოსების გილდიის წევრი. 1997-1998 წლებში კინოკრიტიკოსებთან – სერგეი დობროტვორსკისთან და მიხაილა ტროფიმენკოვასთან - გაიარა სანკტ–პეტერბურგის კინოსა და ტელევიზიის ინსტიტუტთან არსებული კინოექსპერტების უმაღლესი კურსები. 2000 წლიდან ჩართულია რუსულენოვან მედიასივრცეში. გახლავთ რუსულენოვანი კონცეპტუალური პროექტის, აზერბაიჯანის კონტრკულტურული პორტალის – "Kultura.Az" - თანაავტორი.
ულვიმ მონაწილეობა მიიღო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრის სამშვიდობო ინიციატივების ერთობლივ კინოპროექტში - „ნაბიჯი დიალოგისაკენ“ (Southcaucasus.com) - „თურქული კინოს დღეები ერევანში“. მან ჩაატარა ლექციების კურსი აზერბაიჯანული და თურქული კინოს შესახებ. როგორც პუბლიცისტი, იგი თანამშრომლობდა რუსულ გამომცემლობებთან – „Искусство кино“ („კინოხელოვნება“), „Русский журнальный зал - литературно-художественный журнал «Дружба народов» („რუსული საჟურნალო დარბაზი – ლიტერატურულ – მხატვრული ჟურნალი „ერთა მეგობრობა“), "РИА-Новости" („რია–ნოვოსტი“), კინოჟურნალი "Сеанс" („სეანსი“), რუსული ინტერნეტ–გამომცემლობები „Частный корреспондент“ („კერძო კორესპონდენტი“). ამავდროულად, აზერბაიჯანში გამოსცემდა პუბლიკაციების სერიას თანამედროვე ხელოვნების განვითარების შესახებ.
see biography
close biography
მიროლიუბ ვუსკოვიჩი
მიროლიუბ ვუსკოვიჩი
მიროლიუბ ვუსკოვიჩი დაიბადა 1952 წელს. 1979 წლიდან იუგოსლავიის კინოს ინსტიტუტში მუშაობს სხვადასხვა კვლევასა და პროექტზე, მათ შორის: იუგოსლავიური ფილმების რეტროსპექტივა - პარიზის ჟორჟ პომპიდუს ცენტრი, როიალ კინემათეკა (Cinematheque Royale) ბრიუსელი, პორდენონეს უხმო ფილმების ფესტივალი და სხვა. ასევე, 1995 – 1998 წლებში გახლდათ ყოველთვიური სატელევიზიო პროგრამის - Cinema Art - შემქმნელი და კრიტიკოსი. არაერთი ინტერვიუს ავტორი და სატელევიზიო პორტრეტის პროდიუსერია, მათ შორისა ისეთი მოღვაწეების პორტრეტების, როგორებიცაა - ნაგისა ოშიმა, პიტერ გრინვეი, ჩანტალ ეიკერმანი, დენიელ ტოსკან დიუ პლანტიერი, ჰარვი კეიტელი, სიმონ პერი, სერგეი ბოდროვი, ცაი მინგ-ლიანგი, პოლ მორისეი, ჰოუ ციაო-ციენი.
გახლდათ არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის მრჩეველი (ბუსანი, თესალონიკი, ვენეცია, როტერდამი). მუშაობდა სხვადასხვა პროექტზე, მათ შორის: „კედლის დაცემის შემდეგ“ (როტერდამი), „იუგოსლავიის შავი ტალღა“ (სოჭი), „ბელგიური სიურეალიზმი და კინო“ (კარლოვი ვარი), „აღმოსავლეთ მხარის ისტორია“ (სოჭი), „აღმოსავლეთის მცხოვრებნი, ქალაქური ცხოვრება“ (ფლორენცია), „ბელგრადში სუნთქვა ადვილია და წერილები საზღვარგარეთიდან“ (კლაიპედა და ვილნიუსი), „თავისუფლების გამოხატვა ბელგრადიდან (ჰუესკა), „კონტექსტი: ევროპა (ვენა), წითელი დასავლეთელები (როტერდამი).
2009 წლიდან გახლავთ ევროპის კინოაკადემიის წევრი. 2008-2012 წლებში Eurimages-ზე იყო სერბიის წარმომადგენელი. 2007 წლიდან დღემდე გახლავთ სერბიის კინოცენტრის დირექტორი.
see biography
close biography
პაველ ლოჟინსკი
პაველ ლოჟინსკი
პაველ ლოჟინსკი 1965 წლის 4 დეკემბერს დაიბადა ვარშავაში. იგი გახლავთ პროდიუსერი, მწერალი და დოკუმენტური ფილმების რეჟისორი. პაველმა კარიერა კრისტოფ კიშლოვსკის ფილმის - „სამი ფერი: თეთრი“ - გადაღების დროს ასისტენტობით დაიწყო. 1988 წელს ის მიიღეს ლოძის ეროვნულ კინოსკოლაში, სადაც 1992 წლამდე სწავლობდა. აქვე გადაიღო თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენრტური ფილმი - „დაბადების ადგილი“ - რომელმაც სან ფრანცისკოსა და მარსელში გრანპრი მიიღო.
ლოჟინსკი ცნობილია უბრალო, მახლობელი ფილმების შექმნით, - ჩვეულებრივი ადამიანების ისტორიების გადაღებით, რომლებშიც მისი პერსონაჟების წვრილმანი პრობლემები გავრცელებული სოციალური პრობლემების ფონზეა ნაჩვენები. ფილმები - „გამოსავალი“ (The Way It Is, 1999), „დები“ (Sisters, 1999) და „ქალი უკრაინიდან“ (A Woman From Ukraine, 2002), მარტომ გადაიღო თავისი კამერით, რითაც საგნებს ინტიმურობის მნიშვნელობა ეძლეოდა.
ფილმის გადაღების მისეული სტილი კამერას საშუალებას აძლევს, გარეგანი ხელშეშლის გარეშე გამოავლინოს ადამიანის ქცევის ნამდვილი მოტივაციები. პაველის ფილმები „ჩვეულ სამყაროს“ ხსნიან, აღმოაჩენენ სიტუაციებს, რომლებთანაც ადამიანებს შეუძლიათ გააიგივონ და დააკავშირონ საკუთარი თავი.
see biography
close biography
ანა ძიაპშიპა
ანა ძიაპშიპა
ანა ძიაპშიპა გახლავთ არტ მენეჯერი. 2009 წლიდან მუშაობს „საქდოკ ფილმში“ - როგორც პროდიუსერი. 5 წლის განმავლობაში საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში იყო კინოექსპორტის დეპარტამენტის ხელძღვანელი. მისი ძირითადი საქმიანობა გახლდათ საერთაშორისო ფონდებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობა, ასევე, - ქართული ფილმების წარდგენა საერთაშორისო ფესტივალებსა და კინობაზრობებზე. 2007, 2009, 2010 წლებში ანა მუშაობდა ბერლინალეს ევროპულ კინობაზარზე, 2005-2008 წლებში კი - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე. 2009 წელს მან ორგანიზება გაუწია დოკუმენტური ფილმების პირველ ფორუმს Pitch.Doc. ასევე, მუშაობდა სხვადასხვა ტრეინინგისა და ვორკშოპის ორგანიზებაზე. იგი გახლავთ „საქდოკ ფილმის“ ერთ–ერთი დამფუძნებელი.
see biography
close biography
საერთაშორისო ჟიური - მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია
მიხეილ კობახიძე
მიხეილ კობახიძე
დაიბადა 1939 წლის 5 აპრილს თბილისში. 1965 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი გერასიმოვისა და თამარა მაკაროვას სახელოსნო).
მიხეილ კობახიძემ თბილისში გადაიღო პირველი სადიპლომო ფილმი "რვა-ნახევარი", სურათი ანტისაბჭოურ ნაწარმოებად მიიჩნიეს და მოსკოვში გაგზავნამდე გაანადგურეს. 1964 წელს გადაღებულმა სადიპლომო ფილმმა - "ქორწილი" - ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე სამი პრიზი მიიღო (ფესტივალის მთავარი პრიზი, კინოჟურნალისტთა ასოციაციის პრიზი, "საერთაშორისო ევანგელისტური კინოცენტრის პრიზი"). 1969 წელს "მუსიკოსების" გადაღების შემდეგ მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის, ალექსანდრე რომანოვის, განკარგულებით მიხეილ კობახიძეს დამოუკიდებლად ფილმების გადაღება აეკრძალა. 2001 წელს საფრანგეთში გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - "გზაზე".
see biography
close biography
მირა სტალევა
მირა სტალევა
მირა სტალევა ბოლო 18 წელი ჩართული იყო აუდიოვიზუალური სამყაროს სხვადასხვა სფეროში. მას მიღებული აქვს ხარისხი ფსიქოლოგიასა და თეოლოგიაში. მირა სტალევამ მუშაობა დაიწყო სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალში გახსნის დღიდანვე, ის არის ამ ფესტივალის დირექტორის მოადგილე და სოფიას კრებების (კოპროდუქციის ბაზარი ფესტივალის ფარგლებში) თავმჯდომარე. იგი ჩართულია პროგრამირებაში, კონსულტირებაში, წარმოებაში, გავრცელებასა და გამოფენაში, ხელოვნების ფესტივალის ძირითად ღონისძიებებში. ასევე, იგი გახლავთ ევროპული კინოაკადემიის წევრი.
see biography
close biography
ეკატერინა ჩერქეს-ზადე
ეკატერინა ჩერქეს-ზადე
ეკატერინა ჩერკეს-ზადე არის მოსკოვის კინოსკოლის ხელმძღვანელი. მან დაამთავრა მოსკოვის ბეჭდური ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი (გამომცემლობისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტი). მუშაობდა სხვადასხვა პროექტზე მედიასა და საგამომცემლო ინდუსტრიაში. 2009 წლიდან ეკატერინა აქტიურად ჩაერთო ხელოვნების საგანამანათლებლო სფეროში.
მოსკოვის კინოსკოლა უნიკალური საგანმანათლებო ცენტრია, რომლის მიზანია პროფესიონალების დატრენინგება კინოინდუსტრიის ყველა სფეროში - პრეწარმოება, წარმობა, პოსტწარმოება, კინო-დისტრიბუცია.
see biography
close biography
ენდრიუ ვიალი
ენდრიუ ვიალი
ენდრიუ ვიალი არის დამოუკიდებელი კინო-სატელევიზიო პროდიუსერი, რომელსაც ამ მხრივ არაერთ პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის: აშშ, იაპონია, ინდოეთი, ევროპა და აფრიკა.
მისი ნამუშევრებს მოპოვებული აქვს 100–ზე მეტი საერთაშრისო ჯილდო. როგორც კინო ინდუსტრიის ექსპერტი, ენდრიუ ვიალი პერიოდულად იყო ჩართული სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო სექტორისთვის საკონსულტაციო საქმიანობაში.
უკანასკნელი წლების განმავლობაში იგი წარმოადგენს ჯაიპურის, კიშის და ნეპალის საერთაშორისო კინოფესტივალების ჟიურის წევრს, ასევე პროდიუსირებს ახალ ფილმებს და მონაწილეობს ავსტრალიურ და საზღვარგარეთულ კინო და სატელევიზიო პროგრამებში.
see biography
close biography
ლატავრა დულარიძე
ლატავრა დულარიძე
ლატავრა დულარიძე
see biography
close biography
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
- 11
- 12
- 13
- 14
- 15
- 16
- 17
- 18
- 19
- 20
- 21
- 22
- 23
- 24
- 25
- 26
- 27
- 28
- 29
- 30
ახალი ამბები