საერთაშორისო ჟიური - მხატვრული ფილმების სექცია

რიჩარდ ბრილსკი

 ბიოგრაფია

  ბიოგრაფია

რიჩარდ ბრილსკი რეჟისორი და სცენარისტია. ის ხელოვნების აკადემიასა და პოლონეთის ნაციონალურ კინო სკოლაში სწავლობდა ქალაქ ლოძში. 2004 წლიდან ამავე სკოლაში კითხულობს ლექციებს. მის მხატვრულ ფილმებს, სატელევიზიო რეკლამებსა თუ სერიალებს მრავალი პრიზი აქვთ მოპოვებული.

 

 ფილმოგრაფია:

 - Debora /Deborah/ - 1995 writer, director; 4th Terlicke Filmove Leto, Czech Republic, 1996 - Main Prize

-        In Bad Time, 1988, writer

-       Zhoorek - 2003 writer, director’ Awards - 35th Giffoni Film Festival 2005, 3rd International Dubrovnik Film Festival 2005, Los Angeles 7th. Annual Polish Film Festival, 2005,  5th Polish Eagle Awards 2003, 11th  National Film Festival Września - Poland 2004 

-       Friday`s Weather - 2007/8 TV series director

-       A Wonderful Summer/ - 2010 writer, director;  Awards - 18th Annual Seattle Polish Film Festival. 2010 , Chicago 22nd Polish Film Festiwal in America. 2010, 39th Lubuski Film Summer Festival, Łagów Poland. 2010, Toronto Ekran 2011 PFF 

see biography

close biography

ელდარ შენგელაია

ბიოგრაფია 

 

 

ბიოგრაფია

დაიბადა 1933 წლის 26 იანვარს. 1958 წელს დაამთავრა საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი იუტკევიჩის სახელოსნო) იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის პირველი მდივანი (1976-1991), უზენაესი საბჭოს დეპუტატი (1990-1992), სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992), საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, კულტურის კომისიის თავმჯდომარე (1992), პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (1995). საქართველოს სახალხო არტისტი (1979). საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1988). საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე, პროფესორი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. დაჯილდოებულია საბჭოთა კავშირის სახელმწიფო (1985) და რუსთაველის სახელობის (1998) პრემიებით.  ვენეციის (1986) და ბერლინის  (1992) საერთაშორისო კინოფესტივალების ჟიურის წევრი.

 

ფილმოგრაფია

The Legend of the Icy Heart (1958) A Snow Fairy Tale (1959), The White Caravan (1963), Miqela (1965), An Unusual Exhibition(1968), The Eccentrics (1973), The Stepmother of Samanishvili (1977), Blue Mountains, or Unbelievable Story (1983), Expres-informatsia (1993), Dog Rose (1996)

see biography

close biography

გიორგი პალფი

ბიოგრაფია

 

 

ბიოგრაფია

გიორგი პალფი 1974 წელს დაიბადა ბუდაპეშტში. ის კინორეჟისორი და სცენარისტია, რომელიც თავისი კარიერის დასაწყისშივე უნგრული კინოს ამომავალ ვარსკვლავად მონათლეს. ბუდაპეშტის თეატრისა და კინოს აკადემიაში სწავლის პერიოდში (1995-2002 წწ), პალფიმ ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. ორივე ნამუშევარი დაჯილდოვდა და სხვადასხვა ფესტივალზეც აჩვენეს.

 

რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი “სლოკინი”/Hukkle (2002 წელი), ფილმი, რომელშიც თითქმის არ არის დიალოგი, საერთო ჯამში ოცზე მეტი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა, მათ შორისაა ევროპის კინოდაჯილდოვება და სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი. პალფის მეორე ფილმი “ტაქსიდერმია” (2006 წელი), რომელიც თავისი ორიგინალური სცენარითა და განუმეორებელი სტილით გამოირჩევა, ორმოცზე მეტ საერთაშორისო ფესტივალზე იქნა ნაჩვენები და სანდენსის კინოფესტივალზე პრიზიც მიიღო, როგორც საუკეთესო ევროპულმა კინოპროექტმა. შემდეგი პროექტი “მე შენი მეგობარი არა ვარ” (2009), ნახევრად დოკუმენტური ფილმია, რომელიც მთლიანად მოყვარულ მსახიობთა, მათ შორის თავად პალფის თამაშს ეფუძნება. ამ ფილმმა უნგრულ კინო კვირაზე სპეციალური პრიზი მიიღო. 

see biography

close biography

ნიკ ჰოლდსუორთი

 ბიოგრაფია

 

ბიოგრაფია

ნიკ ჰოლდსუორთი, ბრიტანელი მწერალი და ჟურნალისტია. მისი სფერო  უკვე 20 წელია  რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე პროცესებია. იგი ჟურნალ “Variety” აღმოსავლეთ ბიუროს  ხელმძღვანელობს. მუშაობდა მოსკოვში, “სანდეი ტელეგრაფის” კორესპონდენტად, ასევე “თაიმსსა” და “ჰოლივუდ რეფორთერში”. მისი სტატიები ქვეყნდება ბრიტანეთისა და საერთაშორისო პრესაში. იგი ბი-ბი-სის რამოდენიმე რადიო პროგრამისა და WTN-ის ტელე პროექტის პროდიუსერია.

ჰოლდსუორთი მოსკოვსა და ბრისტოლში (დიდი ბრიტანეთი) ცხოვრობს. იგი ავტორია ცნობილი სტატიისა “მოსკოვი, მშვენიერი და დაწყევლილი - თარგმანში დაკარგული ცხოვრება რუსეთში”, აგრეთვე თანაავტორია  ომის ვეტერანის, ზიგმუნდ დიჟბალის სტატიისა “რუსი პატრიოტი, წითელი არმიის ჯარისკაცის სამსახური სამშობლოსათვის და წითელი არმიის წინააღმდეგ”.

ნიკმა შექმნა ორი დოკუმენტური ფილმი ევროპის საგანმანათლებლო ფონდისათვის ტურინში, ასევე თანაავტორია დოკუმენტური პროექტის სცენარისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ცნობილ მოღალატეებზე გვიყვება.

see biography

close biography

სერგეი ლავრენტიევი

ბიოგრაფია

 

ბიოგრაფია

სერგეი ლავრენტიევი დაიბადა 1954 წელს. კარიერა როგორც მსახიობმა, სამოცდაათიან წლებში დაიწყო. მოსკოვის გერასიმოვის სახელობის სახელმწიფო კინემატოგრაფიული ინსტიტუტის (ვგიკის) დამთავრების შემდეგ მან მუშაობა «გოსფილმფონდში», მსოფლიოს უდიდეს კინოარქივში დაიწყო. «პერესტროიკის” დროს იგი წამყვან კინოკრიტიკოსად, საბჭოთა კინოკრიტიკის ე.წ. “ახალი ტალღის” ერთ-ერთ ფუძემდებლად იქცა. ლავრენტიევის მრავალი სტატია გამოქვეყნდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პრესაში, მათ შორის ჟურნალებში “სოვეტსკი ეკრან”, “ისკუსტვო კინო”, “კულტურა” და ა.შ. მისი ცნობილი პუბლიკაციის “დაუსრულებელი ამბის” (1987 წლის აპრილი) გამოსვლის შემდეგ საბჭოთა ცენზურამ უცხოური ფილმების საბჭოთა ეკრანებზე ჩვენების ნება დართო. ოთხმოცდათიან წლებში მას მიჰყავდა პროგრამა “კინომარათონი”.

1999 წლიდან მოყოლებული იგი გახლდათ სოჩის საერთაშორისო კინოფესტივალის, ფესტივალ “სიყვარულის სახეების”, სოჩის საბავშვო კინფესტივალ “კინოტავრიკის”, ფესტივალ “ზერკალოს”, ორენბურგის ფესტივალ “ისტ-უესტისა” და ჩიბოქსარის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის დირექტორი. 2002 წლიდან 2012 წლამდე იყო რუსეთის “ოსკარის” კომიტეტის წევრი.

ავტორია წიგნისა “კლინტ ისტვუდი. განრისხებული და სიმპათიური” (2001 წელი). ლავრენტიევის ახალი ნამუშევარი “ვესტერნი წითელი დროშის ქვეშ” 2009 წელს გამოქვეყნდა. 2011-2012 წლებში, მის მიერ ორგანიზებული რეტროსპექტივა “წითელი ვესტერნები” წარმატებით იქნა ნაჩვენები როტერდამის, გოთენბურგის, ლინცის, ვროცლავის, კაუნასის, ბრატისლავას, ტრომსოს ფესტივალებზე.

2012 წელს სერგეი ლავრენტიევმა დაასრულა მუშაობა წიგნზე “შმიდტის შესახებ. რუსეთიდან სიყვარულით”, რომელიც ცნობილ ხორვატ რეჟისორს, ბრანკო შმიდტს ეძღვნება.

see biography

close biography

საერთაშორისო ჟიური - დოკუმენტური ფილმების სექცია

ფარდინ ზამანი

ბიოგრაფია

ბიოგრაფია

ფარდინ ზამანი დაიბადა  1963 წ. თეირანში.  მან დაამთავრა თეირანის უნივერსიტეტი. მას გადაღებული აქვს სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმი და არის ასევე პროფესიონალი ხმის ინჟინერი. ფარდინ ზამანის სარეჟისორო დებიუტია ფილმი „არის რაღც რაც შენ არ იცი“, რომელიც კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე იყო ნომინირებული 2010 წ. და ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. 

ბიოგრაფია
As Film Director: There Are Things You Don’t Know 92 min. 35 mm. 2010Silence 20min. DVCam. 2005Quartet for Three  18min. 16mm. 1988Cold Season 12 min. 16mm. 1987
As Editor:Last Step (Ali Mosaffa) 90 min. 35 mm. 2011Eve and Adam, 52 min. DVcam 2008 - DocumentaryMy Boats, 26 min. 35 mm. 2005Silk’s Dream, 45 min. DVCam. 2003Behesht-e Zahra,  45 min. DVCam. 2003Looking For Shehrzad, 2002, Documentary

see biography

close biography

გულენ გულერმა

ბიოგრაფია


ბიოგრაფია

გულენ გულერმა, 2002 წელს შპს “იალან დუნიას” დაარსების შემდეგ, პროდიუსირება გაუკეთა კარნეგის პრიზის მფლობელ ვიდეო ინსტალაცია “კუბას” და ტერნერის პრიზის მფლობელ “12-ს”, მოგვიანებით კი თანამედროვე მხატვრის, ქუთლუგ ატამანის ციფრულ ფილმ  “2 გოგონას”, რომელმაც 14 ეროვნული და საერთაშორისო ჯილდო მიიღო. იგი მრავალი ევროპული ფილმის თანაპროდიუსერია.  მის პროექტებში შედის BBC R 4-ისთვის შექმნილი რადიოდრამა “ჩემი სახელია წითელი”, რომელიც ორჰან ფამუკის ცნობილი რომანის ადაპტირებაა, პიესა “ფაუსტი თურქეთში სეირნობს”, აგრეთვე მრავალი დოკუმენტური პროექტი თუ პროგრამა, რომელიც თურქულ ტელეარხ FoxTurkey-ზე გადის. იგი კავკასიასა და რომში ხელოვნების განვითარებისათვის შექმნილი ღია საზოგადოების საბჭოს წევრიც გახლავთ. ამჟამად გულენ გულერი მხატვრულ ფილმსა და დოკუმეტურ პროექტ “სტამბულის ძაღლებზე” მუშაობს. 

 

see biography

close biography

ნინო ორჯონიკიძე


ბიოგრაფია

ბიოგრაფია

ნინო ორჯონიკიძე დოკუმენტური კინოს პროდიუსერი და რეჟისორია. ლონდონის გოლდსმითის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, იგი მუშაობდა დოკუმენტური ფილმების რეჟისორად და პროდიუსერად ჯერ “რუსთავი 2-ში”, მოგვიანებით კი “ინტერნიუს საქართველოში”. 2008 წელს დააფუძნა დამოუკიდებელი საპროდიუსერო კომპანია “არტეფაქტ პროდაქშენი”. არის რამოდენიმე დოკუმენტური ფილმის რეჟისორი. მის პროექტებში შედის “ინგლისურის მასწავლებელი” (2012წ.) და “ალცნეი” (2009წ.), რომელიც მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ჯილდოს მფლობელი გახდა, მათ შორის ლაიფციგის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის და კრაკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის. ნინო ორჯონიკიძე არის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის ლექტორი, იგი ლექციებს კითხულობს დოკუმენტურ კინოსა და სატელევიზიო წარმოებაში.

see biography

close biography

სერგეი ბუკოვსკი


ბიოგრაფია

ბიოგრაფია
სერგეი ბუკოვსკი დაიბადა 1960 წელს ბაშკირეთში. დაამთავრა კიევის კარპენკო-კარის სახელობის თეატრის, კინოსა და ტელეხელოვნების ნაციონალური უნივერსიტეტი კინორეჟისორის სპეციალობით. საბჭოთა არმიაში მსახურობის შემდეგ მან 10 წელზე მეტი უკრაინულ დოკუმენტურ კინოსტუდიაში იმუშავა. 25 წლის განმავლობაში ბუკოვსკიმ ორმოცდაათამდე დოკუმეტური ფილმი შექმნა. მათ შორის “ხვალ დასვენებაა” (1987წ.), “სახურავი” (1990წ.), “დისლოკაცია” (1992 წ.), “დეფისი” (1992 წ.), “ბერლინისკენ” (1995 წ.), “ვილენ კალიუტა. რეალური შუქი” (2000წ.), “წითელი მიწა” (2001წ.) და დოკუმენტური ტელესერიალი “ომი. უკრაინული ანგარიში”, რომელიც 2004 წლის ტარას შევჩენკოს ჯილდოს მფლობელია. მისმა ფილმებმა მრავალი საერთაშორისო პრიზი მოიპოვა.1998 წლიდან 2003 წლამდე ბუკოვსკი ლექციებს კითხულობდა კიევის კარპენკო-კარის სახელობის უნივერსიტეტში. მისი სტუდენტის, იგორ სტრემბიტსკის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი 2005 წლის კანის ფესტივალზე ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა.

see biography

close biography

რადოსლავ პივოვარსკიმ

ბიოგრაფია

ბიოგრაფია
რადოსლავ პივოვარსკიმ დაამთავრა ლოძის სახელმწიფო კინო სკოლა (რომან პოლანსკის, ანჟეი ვაიდასა და ქშიშტოფ კიშლოვსკის ალმა მატერი).  1972-1980 წლებში იგი დოკუმენტურ ფილმებს ქმნიდა. 1982 წლიდან როგორც სცენარისტმა მუშაობა დაიწყო  ცნობილ პოლონურ ტელესერიალზე “ბატონი მარტოხელა”. 1984 წლიდან 2004 წლამდე შექმნა ცხრა მხატვრული ფილმი, მათ შორის “გუშინ” (სან-სებასტიანის კინოფესტივალის გრან-პრისა და ვენეციის FIRESCI-ის პრიზის მფლობელი), “მატარებელი ჰოლივუდამდე” (ორლეანის გრან-პრი, საფრანგეთი), “მარტი გვეალერსება”, “დედაჩემის საყვარლები”და “გრძნობათა მიმდევრობა”, რომელმაც გდანსკში, პოლონურ კინოფესტივალზე გრან-პრი დაიმსახურა. მისი პოეტური ფილმები დიდი პოპულარობით სარგებლობენ როგორც სამშობლოში, ისე საზღვარგარეთაც და მნიშვნელოვანი კომერციული წარმატებებიც მოიპოვეს. 1999-2010 წლებში პივოვარსკი ქმნიდა სატელევიზიო მინი სერიალებს სახელმწიფო არხისათვის. რადოსლავ პივოვარსკიმ მრავალი პოლონელი კინოვარსკვლავი აღმოაჩინა. რეჟისორი ამბობს: “ჩემთვის მთავარია მსახიობებს საშუალება მივცე, მიაღწიონ სრულფასოვან წარმატებას და  პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ“. 

see biography

close biography

საერთაშორისო ჟიური - მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია

დათო ჯანელიძე

ბიოგრაფია

ბიოგრაფია

დათო ჯანელიძე დაიბადა 1958 წლის 4 აპრილს. 1981 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (ელდარ შენგელაიას სახელოსნო). საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის წევრი. მისი ფილმები მრავალ საერთაშორისო კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები. 

ფილმოგრაფია
Absurd Story, 1982,17 min., Feature;Deduna 1987 – 63min., Feature (Grand Prize Mannheim; Lodgers 1990 - 80 min., Feature.Grand Prize Montpellier. Co-scriptwriter and directorThe Castle 1994 –108min. FeatureTsilkani 1998,  46 min. documentary.Script and directorGeorgia- last 10 years 2001 ,  46 min.documentary . DirectorMaidan Nave of the World 2004, 52 min. Documentary Atagenus  2006 TV serial.  Feature,8X 46min. DirectorJacko`s Lodgers  2009  Feature, 86 min. Tallin, Black nights IFF(2009),Tbilisi IFF(2009),RoIFF(Bucharest 2010),Yerevan IFF(2010),Baku IFF(2010)

see biography

close biography

ირინა რომანჩენკო

ბიოგრაფია

ბიოგრაფია
ირინა რომანჩენკო დაიბადა კიევში. ის თეატრისა და კინოს კრიტიკოსი, რეჟისორი და სცენარისტია. დაამთავრა კიევის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ნაციონალური უნივერსიტეტი. მრავალი წელია მუშაობს როგორც მემონტაჟე და სატელევიზიო რეჟისორი. ავტორია სატელევიზიო პროგრამისა “კინოს მაგია”. 2006 წლიდან ტელეკომპანია “კიევის” კინო განყოფილების მთავარი მემონტაჟეს თანამდებობას იკავებს. უყვარს პოლონური კულტურა და ევროპული კინო. გახლდათ მრავალი საერთაშორისო ფესტივალის, მათ შორის “ევროპის გზაჯვარედინის” (დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალი), “არაჩვეულებრივი კინო ფესტივალისა” და პოლონეთის საზაფხულო კინო აკადემიის ჟიურის წევრი. ირინა რომანჩენკო კიევის საერთაშორისო კინოფესტივალის “ევროპული ექსპრესის” დამფუძნებელი და დირექტორია. 

see biography

close biography

ქშიშტოფ კოპჩინსკი

ბიოგრაფია

ბიოგრაფია
ქშიშტოფ კოპჩინსკი კინო პროდიუსერი, რეჟისორი, სცენარისტი და მწერალია. იგი ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი აგრეთვე შპს “ეურეკა მედიას” აღმასრულებელი დირექტორი და პრეზიდენტიც გახლავთ. მან 150-მდე ფილმს გაუკეთა პროდიუსირება, აქედან 40 დოკუმენტურს, რომელთაც საერთო ჯამში 125 საფესტივალო ჯილდო მიიღეს. “ქვის სიმშვიდე” მისი სარეჟისორი დებიუტი, მრავალ საერთაშორისო ფესტივალზე იქნა ნაჩვენები, მათ შორის ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზეც.  ქშიშტოფ კოპჩინსკის მრავალი ჯილდო აქვს მიღებული, იგი ლოკარნოს კრიტიკოსთა 2008 წლის პრიზის, პოლონეთის პროდიუსერთა პრიზისა და კრაკოვის კინოფესტივალის ჯილდოს მფლობელია. კოპჩინსკი ევროპის კინოაკადემიისა და ევროპის დოკუმენტური ქსელის წევრია.   

see biography

close biography

სიტორა ალიევა

ბიოგრაფია


ბიოგრაფია
სიტორა ალიევა დაიბადა დუშანბეში. მისი სამსახიობო დებიუტი 7 წლის ასაკში შედგა. მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში მან ათამდე როლი შეასრულა მხატვრულ და სატელევიზიო ფილმებში. 1987 წელს დაამთავრა მოსკოვის გერასიმოვის სახელობის სახელმწიფო კინემატოგრაფიული ინსტიტუტის (ვგიკის) სასცენარო და კინოს ისტორიის ფაკულტეტი. 1987-1988 წლებში მუშაობდა კულტურის ფონდში, ხოლო 1987-1991 წლებში  კინოსტუდია “ტაჯიკფილმში” მთავარ მემონტაჟედ. 1991-1993წლებში მუშაობდა მემონტაჟედ კინოს განვითარების ფონდში, ხოლო 1994 -1996 წლებში გახლდათ დ. დონდურეის, ჟურნალ “Film Art-ის” მთავარი რედაქტორის ასისტენტი, აგრეთვე კომპანია “კინოტავრის” მიერ ორგანიზებული სოჩის კინოფესტივალის პროგრამის დირექტორი. 2005 წლიდან არის ღია კინოფესტივალ “კინოტავრის” პროგრამის დირექტორი. 
სიტორა ალიევა მიწვეული იყო ჟიურის წევრად მრავალი კინოფესტივალზე: ჰიდერაბადის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალი, ტალინის საერთაშორისო კინოფესტივალი “შავი ღამეები” (NETPAC ჟიური), კოტბუსის აღმოსავლეთ ევროპის კინოფესტივალი, ბერლინალე (სექცია “Generation”), კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი (“East of the West” ჟიური), ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი (“Corto Cortissimo” ჟიური).  

see biography

close biography

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31

BIAFF ვიდეო თრეილერი

ახალი ამბები

03 Oct

BIAFF 2024 ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები

 ბათუმის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 27 სექტემბერი - 3 ოქტომბერს ჩატარდა. კინოფესტივალზე...

22 Sep

BIAFF 2024 - კინოსეანსების ყოველდღიური განრიგი

 შენიშვნა:  FC -მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურის,  SC– მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო  კონკურსი, GEO –...

19 Sep

BIAFF 2024 ბათუმის კინოფესტივალის სრული პროგრამა და საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობა

BIAFF 2024  ბათუმის კინოფესტივალის სრული პროგრამა და საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობა   ბათუმის მე-19...

16 Sep

BIAFF 2024 ბათუმის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა

ბათუმის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 27 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდება....