International Feature Film Competition Jury
გეორგი დიულგეროვი
ბულგარეთი
გეორგი დიულგეროვი დაიბადა 1943 წლის 30 სექტემბერს ბულგარეთის ქალაქ ბურგასში. 1970 წელს, მოსკოვში დაამთავრა“ვგიკ”-ის კინოსკოლა. მას გადაღებული აქვს14 მხატვრული ფილმი, ორი სრულმეტრაჟიანი და რამოდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბერლინის, ლოკარნოს, ობერჰაუსენის, აველინოს, პალერმოს, როტერდამის, მონტრეალის, სან ფრასცისკოს, ბათუმისმონსის, მანჰეიმ-ჰეიდელბერგის და სარაევოს კინოფესტივალებზე. მისი ფილმი “ბანაკი” მონაწილეობდა 1990 წლის კანის ფესტივალის პროგრამაში "ქუინზაინე დეს რéალისატეურს"სექციაში. დიულგეროვს დადგმული აქვს ასევე თეატრალური დადგმები და გადაღებული აქვს რამოდენიმე სატელევიზიო პროექტი. ის იყო ბერლინის, მოსკოვის, მოლოდისტის (კიევი, უკრაინა)საერთაშორისოკინოფესტივალის ჟიურის წევრი. მონრეალის კინოფესტივალზე გიორგი დიულგეროვის ფილმმა “ქალბატონიზი” მოიპოვა მაყურებლისა და ტოიოტა კანადას პრიზებისაუკეთესო ფილმისათვის. ასევე, ჯილდო საუკეთესო ფილმისათვის სარაევოს, ტრიესტეს კინოფესტივალზე, აღმასრულებელი სააგენტოს “ნაციონალურიკინოცენტრის” ჯილდო წლის საუკეთესო ფილმისათვის. 2006 წელს ევროპულმა კინოაკადემიამ ფილმი “ქალბატონიზიი” შეარჩია 49 საკონკურსო ფილმს შორის ევროპული კინო დაჯილდოვებისათვის. მისი უკანასკნელი ფილმი “თხა” დაფუძნებულია იორდან რადიჩკოვის მოთხრობებზე და მიღებული აქვს მაყურებლის ჯილდო სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალზე. გეორგი დიულგეროვი არის სოფიის დრამატული და კინოხელოვნების აკადემიის კინო-ტელერეჟისურის სრული პროფესორი (ბულგარეთი) და ევროპული კინოაკადემიის წევრი ხმის უფლებით.
see biography
close biography
დარიუშ მეჰრჯუი
ირანი
ირანული კინოს ახალი ტალღის წარმომადგენელი მეჰრჯუი მოიაზრება ერთ-ერთ ყველაზე ინტელექტუალ რეჟისორად, რომელმაც ირანულკინოში რეალიზმი და სიმბოლიზმიშემოიტანა. დარიუშ მეჰრჯუი დაიბადა თეირანში (ირანი), 1939 წელს. მოგვიანებით ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა და ლოს ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტში, კინოფაკულტეტზე სწავლობდა. მან ძირითად პროფესიად ფილოსოფია აირჩია და 1964 წელს დაამთავრა კალიფორნიის უნივერსიტეტი. რეჟისორს მეორე ცნობილმა ფილმმა, `ძროხა” (1969) როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო აღიარება მოუტანა. 1971 წელს ფილმი მალულად გაიტანეს ირანიდან და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარადგინეს, სადაც პროგრამისა და სუბტიტრების გარეშე აჩვენეს და ეს ფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. ეს ფილმი ირანულიკინოს ისტორიაში ახალი ათვლის წერტილი გახდა. 1973 წელს მეჰრჯუიმ ყველაზე გახმაურებული ფილმის, `წრე”, გადაღება დაიწყო, რომელმაც 1978 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე `ფიპრესის~პრიზი მიიღო.1981 წლიდან, რამდენიმე წლით, პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. ამხნის განმავლობაში მან ფრანგული ტელევიზიისთვის სრულმეტრაჟიანი, მხატვრულ-დოკუმენტური ფილმიშექმნა. ფილმში - `ჰამუნი”(1989), მეჰრჯუი შეეცადა აესახა თავისი პოსტ-რევოლუციური თაობის ინტერესების პოლიტიკიდან მისტიციზმში გადართვა. 90-იან წლებში მეჰრჯუიმ ქალთა უფლებების შესახებ გადაიღო ფილმი. ფილმი - ”ლეილა” (1996) წარმატებული იყო დასავლეთშიც. მისი ბოლო ფილმებია `სანტური” (2007) და `თეირანი, თეირანი” (2010).
see biography
close biography
ირა კორმანშაუსი
გერმანია
ირა სწავლობდა სოციალურ მეცნიერებებს, დრამას და რუსულ ენას დუისბურგში, დიუსელდორფში და ბერლინში. ისარის რუსული და ინგლისური ენების თარჯიმანი, რუსული ფილმების ექსპერტი (განსაკუთრებით დოკუმენტური ფილმების). 20 წელზე მეტია მუშაობს სხვადასხვა ფესტივალებისთვის: მათშორის “წერილი ადამიანს” (პეტერბურგი, რუსეთი), გრენზლანდ-ფილმტაგე (შელბ, გერმანყ), საერთაშორისო კინოფესტივალი (ფილადელფია, აშშ).
see biography
close biography
ოლენა ფესტისოვა
უკრაინა
ოლენა ფესტისოვა უკრაინელი პროდიუსერი, სცენარისტი და რეჟისორია. პროდიუსერული სტუდია ინტერფილმის დამაარსებელი და ხემძღვანელი, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს აწარმოებს და უცხოურ კორპდუქციაშიც საკამოდ წარმატებულია.ოლენა ფესტისოვა აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო ქსელში, სემინარებსა და კო-პროდუქციებში. არაერთხელ ყოფილა ჟიურის წევრი სხვადასხვა კინოფესტივალებზე. ის აგრეთვე კითხულობს ლექციებს კინო წარმოებაზე, უკრაინის კინო სკოლებში. გარდა ამისა ოლენა უკრაინის კინო სააგენტოს სელექციის კომიტეტის ექსპერტია. ჴოლენა რეჟისორი და სცენარისტია რამდენიმე ფილმისა, რომლებმაც საერთაშორისო კინოფესტივალებზე უამრავი პრიზი მიიღო. 2009 წელს, საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის უკრაინის სახელმწიფოს ჯილდო დაიმსახურა.
see biography
close biography
გოგი გვახარია
საქართველო
გოგი გვახარია დაიბადა 1957 წელს. ხელოვნებათმცოდნე, კინომცოდნე, შოთა რუსთაველის სახელობს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი. რადიო თავისუფლების მიმომხილველი. პროგრამა ”წითელი ზონის” ავტორი და წამყვანი.იკვლევს კინოსენას და ფილმის სახვით გადაწყვეტას. თავისი მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მიუძღვნა კინოხელოვნების პროპაგანდას ტელევიზიის საშუალებით. იყო ავტორი პოპულარული ტელეპროგრამისა ”ფსიქო”, ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, სადაც პირველად უჩვენეს ქართულ ენაზე დუბლირებული ფილმები და ფილმის ანალიზის დროს პირველად, ქართული ტელევიზიის ისტორიაში გაუშვეს მაყურებლის ზარები პირდაპირ ეთერშიიყო ნიონის, ობერხაუზენის, თბილისის კინოფესტივალების ჟიურის წევრი. საფრანგეთის, დიდროს სტიპენდიანტი.
see biography
close biography
BIAFF 2011 International Doc Film Competition Jury
პაველ პავლიკოვსკი
ბრიტანეთი
პაველ პავლიკოვსკი (დაიბადა 1957 წელს) პოლონური წარმომავლობის ბაფთა-ს პრიზიორი, კინორეჟისორი და აკადემიკოსია. 80-90იან წლებში პავლიკოვსკი ცნობილი იყო, როგორც საუკეთესო დოკუმენტალისტი, რომლის უნიკალურმა ლირიზმმა და ირონიამ ბევრი თაყვანისმცემელი და პრიზი შესძინა ავტორს მსოფლიოს მასშტაბით. "მოსცოწ ჵიეტუსჰკი" იყო პოეტური სულისკვეთებით განსჭვალული მოგზაურობა რუსი მწერლის ვუანედიკტ იეროფეუევის კულტურულ სამყაროში. რეჟისორი დაჯილდოვდა ემის, სამეფო ტელევიზიის საზოგადოებისა და სხვა პრიზებით.მრავალი პრიზის მფლობელი დოსტოევსკის მოგზაურობა” აღწერს სანკტ-პეტერბურგის ტრამვაის მძღოლისა და ერთადერთი დისიდენტის, ფიოდორ დოსტოევსკის მიერ გავლილ ცხოვრებას, რომელიც მოგზაურობს დასავლეთ ევროპაში და სტუმრობს არისტოკრატებს, მონარქებსა და ბადენ-ბადენის კაზინოს. “მოგზაურობა ზინოვსკისთან ერთად” არის სიურეალისტური ნავით მოგზაურობა მდიანრე ვოლგაზე რუსთან ერთად, რომელიც შეიძლება დიქტატორი აღმოჩნდეს. ამ ფილმისათვის 1995წელს პავლიკოვსკი დააჯილდოვეს როგორც საუკეთესო ბრიტანელი დოკუმენტალისტი 1998 წელს პალიკოვსკიმ გადაიღო 50-წუთიანი ფილმი “თწოცკერს”, რომელშიც აღწერილია იორკშირში მიმდინარე სასიყვარულო ისტორია, რომელიც გადაიღო თანაავტორ და თანარეჟისორ იან დუნკანთან ერთად. 2000 წელს შეიქმნა ფილმი “ჩემი ზაფხულის სიყვარული” ჰელენ კროსის რომანის მიხედვით, რომელიც ბაფთა –სა და მსოფლიოს მრავალი ფესტივალის პრიზიორია.
see biography
close biography
როსიტა ვალკანოვა
ბულგარეთი
ბულგარელი პროდიუსერი. დაამთავრა კინორეჟისურა, თეატრისა და კინო ხელოვნების ფაკულტეტი სოფიის ეროვნულ აკადემიაში, რის შემდეგაც დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს იღებდა. “კლასფილმის” დაარსების შემდეგ ის იყო იგლიკატრიფონოვას ფილმის “წერილი ამერიკაში”, პროდიუსერი, რომელიც კარლოვი ვარის კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში მონაწილეობდა. როსიტ უწევდა პროდუსინგს ასევე რამდენიმე სხვა ფილმსაც – წელს ივან ჩერკელოვის ფილმი “კიბორჩხალა” (2009), “ნაძვის ხე თავდაყირა” (2006, რეჟისორი: ივან ჩერკელოვი, ვასილ ჟივკოვი), რომელიც კიევის 41-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ძირითად პროგრამაში იქნა ნაჩვენები და ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. დრაგომირშოლევის სადებიუტო ფილმი “თავშესაფარი” მისი უახლესი პროდიუსერული ნამუშევარია. როსიტავალკანოვა ევროპული კინოაკადემიის წევრია.
see biography
close biography
ნოსირ საიდოვი
ტაჯიკეთი
ნოსირ საიდოვი დაიბადა 1966 წელს ტაჯიკეთში.მან დაამთავრა კინორეჟისურის ფაკულტეტი, ტაჯიკეთის თურსუნ-ზადენის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში. „ნამდვილი შუადღე“ მისი პირველი მხატვრული ფილმია.ფილმმა გაიმარჯვა ინდოეთის, ირანის, იაპონიის და რუსეთის კინოფესტივალებზე.საიდოვი იყო რეჟისორის ასისტენტი ფილმებში: ლუნა პაპა 1999 წელს და The Suit 2003წელს.
see biography
close biography
სალომე ჯაში
საქართველო
სალომე ჯაში ქართველი კინო დოკუმენტალისტია. ის 1981 წელს დაიბადა საქართველოში. 2002 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და 2003 წელს კავკასიის სკოლაში მედია მენეჯმენტისა და ჟურნალისტიკის დამთავრების შემდეგ, სალომე ჯაში საქართველოს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ში მუშაობდა, როგორც ჟურნალისტი. მოგვიანებით ლონდონის უნივერსიტეტის მედია ხელოვნების ფაკულტეტზე, დოკუმენტალისტის მაგისტრის ხარისხი მიიღო.ის 2007 წელს როგორც ჟიურის წევრი მიწვეული იყო ნორვეგიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე, ხოლო 2009 წელს იტალიაში ლესინიას საერთაშორისო კინოფესტივალზე. მმისმა მოკლემეტრაჟიანმა დოკუმენტურმა ფილმმა “მათი ვერტმფრენი” საერთაშორისო კინოფესტივალები მოიარა და ოთხი პრიზის მფლობელი გახდა. 2009 წელს მისი დოკუმენტური კინოპროექტი “რესტორანი ბახმარო” მონაწილეობდა ბერლინალეს “ტალენტ კამპუსის” დოკუმენტურ სექციაში და ექსორიენტ ესკინო სემიანრებზე. ფილმი დასრულდა 2011 წ. და ნაჩვენები იქნა “სილვერდოკ” კინოფესტივალზე ამერიკაში. სალომე პროდიუსერული კომპანია Sakdoc Film-ის დამაარსებელია. ამჟამად სალომე მუშაობს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების სერიაზე, რომელიც წარმოადგენს საბჭოთა კავშირის დაშლის ოცი წლისთავის ინდივიდუალურ აღქმას.
see biography
close biography
BIAFF 2011 International Short Film Competition Jury
კრისტინა ტრაპი
საფრანგეთი
კრისტინა ტრაპი 1999 წლიდან გერმანიის, საფრანგეთის, ბელგიის და ლუქსემბურგის კინოინდუსტრიაში მუშაობდა. მათ შორის –გერმანიის ადგილობრივ კინო ფონდ MFG-ში, იყო არტ ეს პროდიუსერი, სტრასბურგის კინო კომისიის თავჯდომარე და ლუდვიგსბურგსა და პარიზში ევროპული სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი.2004 წლიდან ის იავეს (EAVE)პროგრამების მენეჯერია. 2007 წელს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, 2009 წლიდან კი ამ პროგრამის დირექტორია.კრისტინა მჭიდროდ თანამშრომლობს უამრავ ევროპულ ფესტივალთან და პროდიუსერულ კომპანიასთან. ბოლო რამდენიმეწლის მანძილზე ბერლინალესკო-პროდუქციის ბაზარზე გაყიდვების მენეჯერია. ის არის საფრანგეთის, კორტ-აზურის რეგიონის ადგილობრივი ფონდის დოკუმენტური ფილმების კომისიის წევრი.
see biography
close biography
ელჩინ მუსაოგლუ
აზერბაიჯანი
დაიბადა 1966 წელს აზერბაიჯანში. აზერბაიჯანის ხელოვნებისა და კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში დაამთავრა თეატრის რეჟისურა, ხოლო მოსკოვის სახელწიფო თეატრალურ ინსტიტუტში თეატრალურზე სწავლობდა მარკ ზახაროვის ხელმძღვანელობით. გადაღებული აქვს ორმოცდაათამდე დოკუმენტური და მხატვრული ფილმი, რომელთა უმრავლესობაც ნაჩვენები იყო ობერჰაუზენის, ლაიპციგის და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე.ელჩინ მუსაოღლუ არის აზერბაიჯანის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი და საზოგადოება “დოკუმენტური ფილმების და საავტორო პროგრამების განვითარების” დამფუძნებელი
see biography
close biography
მოჰამად ატებაი
ირანი
დაიბადა თეირანში 1962 წელს. თეირანის უნივერსიტეტში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ 1985_1989 წლებში, თეირანის აზადეს უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცინერებათა ბაკალავრის ხარისხი მიიღო, ინგლისური ლიტერატურის განხრით, ხოლო მაგისტრატურა მასაჩუსეტის კინო-ტელე სტუდიაში დაამთავრა.მოჰამედ ატებაი მუშაობა დაიწყო როგორც ფრილენსერმა (მწერალი და მთარგმნელი). 1987 წლიდან ირანულ პერიოდულ გამოცემებთან თანამშრომლობს. 1997_2001 წლებში, მთავარ რედაქტორად მუშაობდა “საერთაშორისო ფილმში”. იყო ირანული მედიის საერთაშორისო კინო მარკეტინგის ანალიტიკოსი, “სინემაიას” წარმომადგენელი.1989_1997 წლებში სახელმწიფოს ხელშეწყობით ფარაბის კინო ფონდი შექმნა. 1997 წელს დააარსა დამოუკიდებელი ირანული პროექტი და პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო ირანულ კერძო სექტორში, საერთაშორისო პრომოუშენის და მარკეტინგის კუთხით.
აქტიურად იყო ჩართული კო-პროდუქციებში და ფონდების მოზიდვაში, როგორც ასოცირებული პროდიუსერი და შემდეგ უკვე პროდიუსერი, ფილმებზე: მაისის ქალი (რაქშან ბანი_ეტემად, 1998), წრე (ჯაფარ პანაჰი, 1999), მიტოვებული სადგური (ალი_რეზა რაისიანი, 2002) და იავნანა (მანიჯეჰ ჰეკმატი, 2011); საერთაშორისო მასშტაბით აწარმოებდა ორასზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმს. ირანულ კინოზე ლექციებს კითხულობს ესპანეთში, სომხეთში, იაპონიასა და ამერიკაში. 1995 წლიდან ჟიურის წევრია, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო კინოფესტივალებზე. მოჰამადი მსოფლიო მასშტაბით ირანული კინოს კვირეულებს აწყობს და ირანში საერთაშორისო კინოფესტივალებისა და ფილმების კვირეულს მართავს.თეატრალური მოღვაწეობა – მუშაობდა, როგორც ირანული დრამატული ხელოვნების ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი, 2004 წლის ივლისიდან_2010 წლის სექტემბრამდე. ირანში თხუთმეტი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ორგანიზატორი იყო.
ირანის წარმომადგენელი ევროპის დოკუმენტურ ასოციაციაში (EDN)); ირანის წარმომადგენელი დამოუკიდებელ კინო ასოციაციაში (IFN); NETPAC -ის (აზიური კინოს განვითარების ასოციაცია) საბჭოს წევრი ირანში.
see biography
close biography
თამარ ტატიშვილი
საქართველო
თამარ ტატიშვილი მუშაობს აუდიო ვიზუალურ სექტორში 2002 წლიდან. კომერციული დირექტორის როლში იგი უძღვებოდა ტელეპროექტების წარმოებას “სტუდია აუდიენცია”-ში. 2004 წლიდან აქტიურად იყო ჩართული სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე ერთობლივ კინო პროცესებში და 2 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა “სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებელ კინემატოგრაფისთთა ასოციაციას”.2007-2009 წლებში თამარი მოღვაწეობდა ლონდონში და მუშაობდა კონსულტანტად შემოქმედებით სექტორში ინგლისის ლიდერ კონსალტინგ-კომპანიაში BOP Consulting.იგი ფლობს კინო და ტელესაპროდიუსერო მაგისტრის ხარისხს (Royal Holloway, ლონდონის უნივერსიტეტი)ამჟამად თამარ ტატიშვილი არის საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი.
see biography
close biography
რეზო ჩხიკვიშვილი
გერმანია
რეზო ჩხიკვიშვილი 1957 წელს დაიბადა ქ. თბილისში. 1978 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. მისი დებიუტი შედგა რუსთავის თეატრში: „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ (წლის საუკუთესო მსახიობი -1980), ხოლო დებიუტი კინოში: „მე დავბრუნდები“ – მირზა გელოვანი (საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი 1981). 1980-93 წლამდე იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. მნიშვნელოვანი როლები: შილერის: “ვერაგობა და სიყვარული“ (ფერდინანდის როლში), გრიგოლ რობაქიძის „გრაალის მცველნი“(ველსკის როლში), კამიუს „კალიგულა“- კალიგულა (თეატრალური საზოგ. პრემია საუკუთესო როლის შესრულებისთვის 1993). 1994 წლიდან დღემდე არის ქალაქე სენის „გრილლოს“ სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი (იმ ქალაქის, რომელიც 2010 წელს იყო „ევროპის კულტურის დედაქალაქი“).შესრულებული აქვს როლები 100-ზე მეტი თეატრის და 40-ზე მეტი მხატვრული თუ სატელევიზიო ფილმები როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში. არის საქართველოს დამსახურებული არტისტი და მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი. ამჟამად გერმანიის მოქალაქეა. ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.
see biography
close biography
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
- 11
- 12
- 13
- 14
- 15
- 16
- 17
- 18
- 19
- 20
- 21
- 22
- 23
- 24
- 25
- 26
- 27
- 28
- 29
- 30
- 31
ახალი ამბები