International Competition Jury
ზბიგნევ რიბჩინსკი
ჟიურის თავმჯდომარე
ზბიგნევ რიბჩინსკი დაიბადა 1949 წლის 27 იანვარს ლოძში (პოლონეთი). კინემატოგრაფიას სწავლობდა მსოფლიოში ცნობილ ლოძის კინოსკოლაში, სადაც ატარებდა ექსპერიმენტებს ფილმების მედიუმებთან ერთად. მისი პირველი პროექტი იყო Kwadrat(1972), და Take Five (1972). სხვა პროექტებთან ერთად, მათ დაიწყეს ადგილზე გამოყენების ფიქსალაცია, ოპტიკური ბეჭდვა, ანიმაცია და სხვა ფილმების კომპოზიციური მოწყობილობა. რიბჩინსკი აქტიურად თანამშრომლობდა Warsztat Formy Filmowej –ის ავანგარდ ჯგუფთან და Se-Ma-For სტუდიოსთან ლოძში, სადაც მისი შემდეგი მხატვრული ფილმები იქნა გადაღებული: Plamuz (1973), Zupa (1974),Nowa ksiazka (1975) and Tango (1980). 1977-1983 წლებში რიბჩინსკი მუშაობდა ავსტრიაში. რიბჩინსკიმ ვენაში ავსტრიის ტელევიზიისთვის ჩამოაყალიბა ვიზუალური ეფექტების სტუდია. როგორც ოპერატორი, თანაავტორი და რეჟისორი, ის იღებდა მონაწილეობას რეჟისორ Gერალდ კარგლის საშინელებათა ჟანრის საკულტო ფილმში “შიში”. ამავე პერიოდში რიბჩინსკი პოლონეთში მონაწილეობდა სოლიდარობის მოძრაობაში. როდესაც საომარი სიტუაცია გამოცხადდა, მან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო ავსტრიაში და ამ დროს შეიტყო, რომ მისმა ფილმა “ტანგო” საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ნომინაციაში “ოსკარი” მიიღო. 1983 წელს “ოსკარის” მიღების შემდეგ, რიბჩინსკი ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა შეერთებულ შტატებში და ნიუ-იორკში დასახლდა. მისი Manhattan da Hoboken სტუდიები აღჭურვილია უმაღლესი ვიდეოაპარატურით. რინჩინსკიმ, ერთ-ერთმა პირველმა გადაიღო, ვიდეო ფილმები HD ტექნოლოგიების გამოყენებით. რიბჩინსკის თავის სტუდიაში გადაღებული აქვს თავისი საკმაოდ მნიშვნელოვანი და აღიარებული ფიმლები: “ნაბიჯები” (1987), “მეოთხე განზომილება” (1988), “ორკესტრი” (1990), “კაფკა” (1992). ზბიგ რიბჩინსკი არის ასევე 30, ძალიან ცნობილი მუსიკალური ვიდეოს ავტორი და აღებული აქვს მუსიკალური პრემია 1990 წელს. ემის ჯილდო ფილმისთვის, “ორკესტრი”.1994-2000 წლებში რიბჩინსკი მუშაობდა გერმანიაში ვიზუალური გამოსახულების კომპოზიციაზე და მოძრავ ფოტოგრაფიაზე (ამ სფეროში მას აქვს რამდენიმე ინოვაციური პატენტი). 2001-2006 წლებში ზბიგნევი დაბრუნდა ლოს-ანჯელესში და მუშაობდა ვიზუალური გამოსახულების დამუშავების ტექნოლოგიებზე კომპანიებში Ultimatte da iMat.ამჟამად, ზბიგნევ რიბჩინსკი ჩართულია მოძრავი, ცოცხალი გამოსახულების მონტაჟის ტექნოლოგიებზე და აგრძელებს კინორეჟისორის კარიერას. 2007 წლის დეკემბრიდან, ცნობილ ებრალ მწერალთან და ჟურნალისტთან, ელი ბარბურთან ერთად, მუშაობს ორსაათიან ფილმზე “თეთრი ხალხის მოკლე ისტორია” (სამუშაო დასახელება).
see biography
close biography
ბოჟიდარ მანოვი
ჟიურის წევრი
ბოჟიდარ მანოვი – კრიტიკოსი და ჟურნალისტი. იგი კუთხულობს ლექციებს უნივერსიტეტში და არის თეატრისა და კინოხელოვნების აკადემიის კინომცოდნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ბულგარეთის ეროვნული კინოცენტრის საბჭოს წევრი 2004 წლიდან. 2004-2005 წლებში ბოჟიდარ მანოვი იყო კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის (FIPRESCI) ვიცე-პრეზიდენტი. ის მრავალ კინოფესტივალზე იყო მიწვეული ჟიურის წევრად და გამოქვეყნებული აქვს ასობით სტატია ბულგარულ და უცხოურ პრესაში. იგი არის მრავალი წიგნის ავტორი, მათ შორის – “კინოენის თეორია”, “კინო და სხვა ცდუნებანი”.
see biography
close biography
ჯუდი ბლექბერნი
ჟიურის წევრი
ჯუდი ბლექბერნი ჩიკაგოში “ხელოვნების ცენტრ ბევერლის” დამაარსებელია (რომლის პრეზიდენტიც იყო დიდი ხნის განმავლობაში). ეს ორგანიზაცია ხელს უწყობს საერთაშორისო ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებების განვითარებას ჩიკაგოში. ჯუდიმ თითქმის მთელი ათწლეული გაატარა, როგორც ფილმის პროგრამირების რეჟისორმა და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, მჭიდრო კავშირის ფორმირებას კინოსა და ხელოვნების ერთნაირად მოაზროვნე ენთუზიასტებს შორის. ჯუდი ბლექბერნი არის ჩიკაგოს ირლანდიური ფილმების ფესტივალის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. ასევე მონაწილეობდა სხვადასხვა პროგრამების ორგანიზებაში. ამ მოღვაწეობისათვის მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო.
see biography
close biography
სიდიქ ბარმაკი
ჟიურის წევრი
რეჟისორი სიდიქ ბარმაკი დაიბადა 1962 წელს ავღანეთში. ის სწავლობდა კინომრეჟისურის ფაკულტეტზე მოსკოვში. დაწერილი Aაქვს სცენარი მრავალი ფილმისთვის და გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი ფილმები. მისი პირველი მხატვრული ფილმი იყო ოსამა, რომელმაც მრავალი კინოფესტივალის ჯილდო აიღო, მათ შორის კანის კინოფესტივალის პრიზი და ოქროს გლობუსი (ამერიკის კინოაკადემია). ბარმაკი იყო ავღანური ფილმების ორგანიზაციის დორექტორი 1992-1996 წლებში. ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ კვლავ არჩეული იქნა ამავე ორგანიზაციის მმართველად. სიდიქ ბარმაკი არის ასევე “ავღანეთის ბავშვთა საგანამანათლებლო მოძრაობის” დირექტორი. ეს ორგანიზაცია დაარსებულია ირანელი კინორეჟისორის მოჰსენ მაჰმალბაფის მიერ და მისი მიზანია განათლების, კულტურის და ხელოვნების პრომოცია ავღანეთში.
ფილმოგრაფია
- Opium War (2008)
- Khakestar-o-khak (2004)
- Kurbani (2004)
- Osama (2003)
see biography
close biography
ნინო კირთაძე
ჟიურის წევრი
მსახიობი, რეჟისორი და ჟურნალისტი ნინო კირთაძე დაიბადა 1968 წელს თბილისში. 23 წლისამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა ლიტერატურათმცოდნეობის სპეციალობით და ამავე უნივერსიტეტის პედაგოგი გახდა. იმავდროულად თანამშრომლობდა ლიტერატურულ და აკადემიურ ჟურნალებთან. 1992–1994 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის კონსულტანტი, 1994–95 წლებში – ჯერ AFP–ის, შემდეგ კი AP–ს ჟურნალისტი. წერდა ჩეჩნეთის ომის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტების შესახებ. 1996 წელს ნანა ჯორჯაძის ფილმში „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ მთავარი როლი შეასრულა. 1999 წელს გადაიღო თავისი პირველი დოკუმენტური ფილმი „ედუარდ შევარდნაძის სამი ცხოვრება“ – მიხეილ გორბაჩოვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ფსიქოლოგიური და პოლიტიკური პორტრეტი.1997 წლიდან საფრანგეთში დასახლდა, სადაც თანამშრომლობდა პიტერ ბრუკთან, ჟან–პიერ ამერისთან, ფილიპ მონიესა და ჟერარ პირესთან.ნინო კირთაძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების უმრავლესობა პრესტიჟული საერთაშორისო პრიზებითაა აღნიშნული, მათ შორის არის ევროპული კინოაკადემიის ჯილდო საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის, რომელიც მას 2006 წელს მიენიჭა ფილმისთვის „გველეშაპი კავკასიის წმინდა წყლებში“. მისი ბოლო ნამუშევარი „დურაკოვო – ბრიყვების სოფელი“ (2008) სანდანსის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდა, ხოლო საფრანგეთში, წლის საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად აღიარეს.
ფილმოგრაფია
1. For Faith, Tsar and Fatherland (2007)
2. Un dragon dans les eaux pures du Caucase (2005)
3. Dites ŕ mes amis que je suis mort (2004)
4. Il était une fois la Tchétchénie (2001)
5. Les Trois vies d'Edouard Chevardnadze (2000)
see biography
close biography
International Short films competition Jury
ქრისტოფერ კამიშჩევი
ჟიურის თავმჯდომარე
კინოსა და ხელოვნების აღმასრულებელი პროდიუსერი და დისტრიბუტორი ქრისტოფერ კამიშჩევი დაიბადა 1958 წელს. კოლუმბიის კოლეჯში სწავლობდა ხელოვნების ისტორიასა და რეჟისურას. არის ორგანიზაცია „საზოგადოება ხელოვნებისთვის“ თავჯდომარე, რომელიც ორიენტირებულია აშშ-ს და ევროპას შორის შემოქმედებითი თანამშრომლობის განვითარებაზე. კამიშჩევი არის ჩიკაგოს საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, დასავლეთევროპული კინოს ექსპერტი. ორგანიზებული აქვს 500-ზე მეტი ევროპული სახელოვნებო და კინოპროგრამა ჩრდილოეთ ამერიკაში, არის მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი. მიღებული აქვს მრავალი პრესტიჟული ჯილდო და პრიზი, „ლატერნა მაგიკას“ და ჩიკაგოს ათწლეულის ადამიანის წოდების ჩათვლით.
see biography
close biography
ლევან კოღუაშვილი
ჟიურის წევრი
ლევან კოღუაშვილი დაიბადა 1973 წელს. სწავლობდა რუსეთის სახელმწიფო კინოინსტიტუტში და ნიუ-იორკში კინორეჟისურის სამაგისტრო პროგრამაზე. 2002-2007 წლებში ცხოვრობდა ნიუ-იორკში, სადაც სწავლობდა ნიუ იორკის ხელოვნების სკოლაში. გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმი. 2008 წელს დაბრუნდა საქართველოში თავისი პირველი მხატვრული ფილმის “ქუჩის დღეების” გადასაღებად, რომელიც 2010 წელს დაასრულა და მრავალ საერთაშორისო კინოფესტივალზე იყო წარდგენილი.
ფილმოგრაფია
2010 – "Street Days" – Feature film, 86min, 35mm
2008 – "Women from Georgia" – Documentary, 54min, video
2005 – "A Small Theatre in Washington" – Documentary, 54min, video
2005 – "Debt" – Feature film, 13min, video
2004 – "Home" – Documentary, 55min, video
2003 – "Father and Child" – Documentary, 10min, video
2002 – "Rehabilitation" – Feature film, 4min, 16mm
2000 – "Betlemi" – Documentary, 60min, video
1999 – "2" – Feature film, 10min, 35mm (under the name "Luka Levani")
1998 – "King Lear" – Feature film, 6min, video
see biography
close biography
მაიკლ ბრუკი
ჟიურის წევრი
ბრიტანეთის ფილმების ინსტიტუტის ეროვნული არქივის კურატორი და ჟურნალ Sight & Sound–ის ჟურნალისტია. ძირითადად ბრიტანულ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის კინემატოგრაფზე წერს. მისი ბოლო რესპონდენტები იყვნენ: ალექსეი ბალაბანოვი, გაი მადინი, დეიმანტეს ნარკევიჩიუსი, იერჟი სკოლიმოვსკი და ანჟეი ვაიდა. მაიკლი არის დვდ ნაკრების „Quay Brothers: მოკლემეტრაჟიანი ფილმები 1979–2003”-ს და „იან სვანკმაიერი: მოკლემეტრაჟიანი ფილმების სრული კრებულის“ პროდიუსერი.მაიკლ ბრუკი რეგულარულად წერს ესეებს ბრიტანეთის ფილმების ინსტიტუტისთვის. ბოლო პერიოდში მოამზადა რამდენიმე თავი წიგნისთვის „პროგრესის ჩრდილი: დოკუმენტური ფილმი პოსტ ომისდროინდელ ბრიტანეთში“ (BFI, 2010), პოლონური კინო დღეს! (AdamMickiewicz Institute, 2010), 30 თვე და ა.შ.
see biography
close biography
სეიფოლა სამადიანი
ჟიურის წევრი
დოკუმენტური ფილმების რეჟისორი, გამომცემელი და ფოტოგრაფი სეიფოლა სამადიანი დაიბადა 1954 წელს. მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ინგლისურ ლიტერატურაში. 1968 წელს მან დაიწყო ფოტოგადაღება, 1978 წელს კი დოკუმენტური ფილმების შექმნა. „თეთრი სადგური” (1999); „თეირანი, 25-ე საათი” (1999); „მკვლელობის ხელოვნება” (2003); „ერთხელ მარაკეშში” (2006). სეიფოლა სამადიანი თავად იყო თავისი ფილმების რეჟისორი, ოპერატორი და სცენარის ავტორიც. რამდენიმე ფილმზე სეიფოლა აბას კიაროსტამთან ერთად (ABC აფრიკა და სხვები) მუშაობდა.სეიფოლა სამადიანი იყო ისეთი საერთაშორისო კინოფესტივალების ჟიურის წევრი, როგორებიცაა: მილანის კინოფესტივალი, ფარჯის კინოფესტივალი (ირანი), ბიენალეს ევროპული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი. თავისი ფილმებით მონაწილეობა აქვს მიღებული ტრიბეკას, სან-ფრანცისკოს, ამსტერდამის და სხვა ფესტივალებში. სეიფოლა სამადიანი 2004 წლიდან დღემდე ტასვირის კინოფესტივალის დერექტორია და ასევე, ტასვირის ჟურნალის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.
see biography
close biography
ვასილ სიგარევი
ჟიურის წევრი
ვასილ სიგარევი დაიბადა 1977 წელს, ცენტრალურ ურალში (რუსეთი). საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო 2002 წელს, როცა მისი თეატრალური დადგმა “პლასტიცინი” დაიდგა ლონდონის სამეფო კარის თეატრში. ეს სპექტაკლი ძალიან წარმატებული იყო და სიგარევმა ჩარლზ ვინტურის პრიზი მიიღო ყველაზე პერსპექტიული/იმედისმომცემი სპექტაკლის ნომინაციით. 2003 წლიდან მას დადგმული აქვს 18 სპექტაკლი რუსეთის და უცხოეთის სხვადასხვა თეატრებში. ვასილ სიგარევმა თავისი სპექტაკლი “ბზრიალა” გადაიღო მხატვრული ფილმის სახითაც, რომლითაც მისი კინოსარეჟისორო დებიუტი შედგა და ამ ფილმმა მთავარი პრიზი აიღო 2009 წლის კინოტავრის კინოფესტივალზე სოჩაში და პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის ბათუმის კინოფესტივალზე (2009).
see biography
close biography
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
- 11
- 12
- 13
- 14
- 15
- 16
- 17
- 18
- 19
- 20
- 21
- 22
- 23
- 24
- 25
- 26
- 27
- 28
- 29
- 30
- 31
ახალი ამბები