|
|
სიახლე : პრესკონფერენცია - 27.09.09 |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
27 სექტმბერს 12:00 საათზე სასტუმრო
"ინტურისტში" ბათუმის საავტორო კინოს IV საერთაშორისო კინოფესტივალის
ჟიურის წევრები პრესკონფერენციას გამართავენ. საუბარი ფესტივალის
მიმდინარეობას შეეხება და შეჯამებული იქნება გასულ დღეებში ნაჩვენები
ფილმები.
კინოთეატრ თბილისში კი გრძელდება საკონკურსო ფილმების
ჩვენება. დღეს გაიმართება რეჟისორ პეტრ ზელენკას ფილმის "ძმები
კარამაზოვების" ჩვენება (11:00).
დღესვე დაგეგმილია ირანული
ფილმების ჩვენება. წარმოდგენილი იქნება აბდოლრეზა კაჰანის "ოცი" (18:30)
და მანიჯე ჰეკმატის "სამი ქალი" (20:30). რეჟისორი მანიჯე ჰეკმატი ამავე
დროს არის ფესტივალის ჟიურის წევრიც. ის ფილმის დაწყებამდე აუდიტორიას
შეხვდება.
რეჟისორ ჰეკმანის დებიუტი შედგა მხატვრული ფილმით
ქალები ციხეში (2002წ), რომელიც ეხება ირანელ ტყვე ქალებს. Fფილმი
ნაჩვენები იქნა 80-ზე მეტ საერთაშორისო კინოფესტივალზე და მიღებული აქვს
7 პრიზი. "სამი ქალი" ჰეკმანის მეორე ფილმია. მის შემოქმედებაში სოციალური
თემა და ქალები დომინირებს.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
კინოდარბაზში კი ერევნის კინოფესტივალის კინოსკოლის (GAIFF) ფილმების
გახსნაა დაგეგმილი. ჩვენებას გახსნის ჰამიკის ოვანისიანის ფილმი "ქარი,
ზღვა და მე" (15:30). |
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
| |
|
|
|
|
|
|

| « სექტემბერი 2010 » |
|---|
| | | | | | |
|---|
| | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | 30 | |
|
|
|
|
| |