| |
დღეს, 21 სექტემბერს, BIAFF-ის კინოფესტივალის მეხუთე დღეს, კინოთეატრ „აპოლოში“ შედგება შემდეგი ფილმების ჩვენება:
17:30 სთ-ზე კინოთეატრში ნაჩვენები იქნება ფილმები EFA 1-ის სექციიდან.
20:30 სთ-ზე ამავე კინოთეატრში შეგეძლებათ ნახოთ პასკალ რაბატეს ფილმი „არდადეგები ზღვაზე“, სექცია -- მხატვრული ფილმები (საფრანგეთი 2011).
დღევანდელი ჩვენება დასრულდება 22:30-სთ-ზე ფილმით „აუცილებელი მკვლელობა“, რეჟისორი -- იერჟი სკოლიმოვსკი, რომელიც წარმოდგენილია ოსტატთა კოლექციის სექციაში.
ბათუმის დრამატულ თეატრში ნაჩვენები იქნება შემდეგი ფილმები:
17:00 სთ-ზე შედგება კირილ ტუშის „ხოდოროვსკის“ ჩვენება. (გერმანია, 2011). ხოლო 19:30სთ-ზე კონსტანტინე (მინდია) ესაძის დოკუმენტური ფილმის „თეთრი არა-შავის“ ჩვენება გაიმართება. (საქართველო 2011). ასევე ნაჩვენები იქნება ლევან წულუკიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „მე ვარ ჯანკი ლვეინი“ აბრეშუმის გზის ქვეყნების სექციიდან (საქართველო 2011).
დღევანდელ ჩვენებას ბათუმის დრამატულ თეატრში დაასრულებს ირანელი კინორეჟისორის, დარიუშ მაჰრჯუის „მსხლის ხე“. (ირანი, 1998).
კინოფესტივალის ორგანიზატორი - ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია. კინოფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტანეთის საბჭო, აშშ-ის საელჩო. კინოფესტივალის გენერალური მედია პარტნიორი: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღების და პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტის მეშვეობით - info@biaff.org
სიახლეები კინოფესტივალის შესახებ პერიოდულად დაიდება კინოფესტივალის ვებ-გვერდზე (www.biaff.org), ბლოგზე (biaffbatumi.wordpress.com) და ასევე კინოფესტივალის FACEBOOK გვერდზეც - www.facebook.com/BIAFFBATUMI, რომელშიც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაწევრიანება და სიახლეების მიღება. Today is the 5th day of Batumi International Art-House Film Festival and there will be shown following movies:
At 17:30 short movies section from EFA 1 will be screening in the cinema “Apollo”.
At 20:30 will be presented “Holiday by the sea” by Pascal Rabate, (France, 2011).
The Festival day will be finished with the film “Essential Killing” by Herzy Skolimowski from the Master’s collection (Poland, 2010).
Movie screenings at Batumi Drama Theatre:
19:30 will be presented documentary film “Not white-black” by Mindia Esadze (Georgia, 2011) and documentary short-film “Junkie & Deo; I am Junkie Lvein” by Levan Tsulukidze (Georgia, 2011).
21:00: “Pear Tree” by Dariush Mehrjui from Retrospectives (Iran, 1998).
BIAFF Industry Meetings is launched this year as part of festival in cooperation of Georgian National Film Center. This year during BIAFF Industry Meetings (21-23 September) will be presented – European Film Academy, H. Balls Fund Rotterdam Film Festival, EAVE, A. Wajda Film School, Polish Film Institute and various producers.
All, interested in BIAFF 2011 program, accreditation and news can contact us via email – marketing@biaff.org.
News and updates will be published on our web-site – www.biaff.org, Facebook page – www.facebook.com/biaffbatumi , BIAFF’s newly created blog – http://biaffbatumi.wordpress.com |
|